დღეს, 15 დეკემბერს, დილიდან პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს – „ბათუმელების“ ინფორმაციით, „ალტერნატივას“ წევრებიდან უკვე დააკავეს მზია ქედელიძე, ხათუნა ბერიძე, ანა კონცელიძე და ნუგზარ ხოზრევანიძე. „ბათუმელებისთვის“ უცნობია სხვა სამი დაკავებულის ვინაობა. ამ დროისთვის უკვე დაკავებულია აქციის 7 მონაწილე. სტიკერებზე, რომელთა გაკვრასაც აქციის მონაწილეები ცდილობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის ღობეზე, წერია – „მონობა ტეხავს“. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის …
Tag Archives: აჭარის უმაღლესი საბჭო
აჭარის უმაღლეს საბჭოშიც მხოლოდ „ქართული ოცნება“ შევიდა
დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭო პროტესტის ფონზე შეიკრიბა. როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე აჭარის უმაღლეს საბჭოშიც, სავარაუდოდ, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტაცია შედის. უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა საბჭოს უხუცესმა წევრმა, დავით თედორაძემ გახსნა. „მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, მასმედიის წარმომადგენლებს მივესალმები, მივესალმები დარბაზში მსხდომ ამხანაგებს! გილოცავთ ახალი უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის დაწყებას. უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, …
Continue reading “აჭარის უმაღლეს საბჭოშიც მხოლოდ „ქართული ოცნება“ შევიდა”
რიჟვაძე ისევ მთავრობის თავმჯდომარე იქნება, დეპუტატობაზე უარი თქვეს ზოიძემ და ფუტკარაძემაც
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატზე უარი თქვა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა. თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იყო. ის აცხადებს, რომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე გააგრძელებს მუშაობს. მანდატზე უარი თქვა ასევე ჯაბა ფუტკარაძემ, ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს. ჯაბა ფუტკარაძე პარტიული …
ვინ შედის აჭარის უმაღლეს საბჭოში „ოცნებიდან“ – უსკო
21 წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით 11 წევრი შევა, ამას დაემატება ერთი ქობულეთის მაჟორიტარი „ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე, რომელმაც ბარიერი გადალახა. ორ მაჟორიტარულ ოლქში კი მეორე ტური გაიმართება. უსკოს ინფორმაციით გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო 61 242 ხმა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდებობის 33,96 პროცენტს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ 82 700 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო …
Continue reading “ვინ შედის აჭარის უმაღლეს საბჭოში „ოცნებიდან“ – უსკო”
განათლების სისტემის განსაბჭოება | ლალი ანთიძე – “გირჩის” სიის პირველი ნომერი აჭარაში
ლალი ანთიძე პარტია ,,გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში დღევანდელი ქართული სასკოლო განათლების სისტემის კრიზისი იმდენად აშკარაა, რომ მის უარყოფას სისტემის ყველაზე თავგამოდებული დამცველებიც კი ვერ შეძლებენ. პრინციპში, არც ცდილობენ. ხელისუფლებამ ამ ყველაზე სენსიტიურ თემაზე ,,დუმილის უფლება“ აირჩია. ამ მოცემულობაში მართებული პოზიცია იქნება, თუ ასეთი კოლაფსის მიზეზებს გავაანალიზებთ და გამოსავლის გზების ძიებას დავიწყებთ. მიუხედავად სასკოლო …
ენმ-დან ლელომდე – რატომ სურს გენო თებიძეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატობა
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში გენო თებიძე კმაყოფილია იმით, რომ სააკაშვილის პერიოდის ბათუმის საკრებულოში მუშაობდა. 2012 წლის ნოემბერში, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, გენო თებიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნა, თუმცა იგი არც „ოცნებაში“ გადასულა. ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი ირწმუნება, რომ საკრებულო დამოუკიდებლად მუშაობდა და არც კორუფციას ჰქონდა ადგილი. თუმცა გენო თებიძე ვერ აკონკრეტებს, რის გამო აირჩია მაშინ …
Continue reading “ენმ-დან ლელომდე – რატომ სურს გენო თებიძეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატობა”
სუსტი ზედამხედველი – NGO-ები უმაღლესი საბჭოს დეპუტატების 4-წლიან საქმიანობაზე
2016-2020 წლების მოწვევის აჭარის უმაღლესმა საბჭომ მუშაობა დაასრულა. ბათუმში მოქმედ ორ არასამთავრობო ორგანიზაციას, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შეფასება ვთხოვეთ. ეს ორგანიზაციები აქტიურად აკვირდებოდნენ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონული კოორდინატორი აჭარაში მალხაზ ჭკადუა აჭარის უმაღლესი საბჭოს შეფასებისას ამბობს, რომ მის მუშაობაში იყო როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ტენდენციები. …
Continue reading “სუსტი ზედამხედველი – NGO-ები უმაღლესი საბჭოს დეპუტატების 4-წლიან საქმიანობაზე”
„ევროპული საქართველოს“ პარტიული სიის ათეული უმაღლეს საბჭოში
„ევროპული საქართველოს“ პარტიული სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლეს საბჭოში პეტრე ზამბახიძეა, იგი ამ პოლიტიკური პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. პარტიული სიის მეორე ნომერი ვახტანგ კალოიანია – შპს “ნიუ ჰოსპიტალს თბილისის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. იგი ამავდროულად ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია უმაღლეს საბჭოში. სიის მესამე ნომერია თემურ კახიძე – ბათუმის საკრებულოს წევრი, მეოთხე – მანანა ქუთათელაძე, რომელიც …
Continue reading “„ევროპული საქართველოს“ პარტიული სიის ათეული უმაღლეს საბჭოში”
„გირჩი“ საკონსტიტუციოში „შარდის სიწმინდის“ კანონის გაუქმებას ითხოვს
„გირჩი“ საკონსტიტუციო სასამართლოში აჭარის უმაღლეს საბჭოს უჩივის. დავის საგანი ის სამართლებრივი ნორმაა, რომლის მიხედვითაც, დეპუტატობის კანდიდატად დასარეგისტრირებლად პოლიტიკოსმა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა უნდა წარადგინოს. „გირჩმა“ ამ კანონს „შარდის სიწმინდის“ კანონი შეარქვა. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით „გირჩის“ უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველმა ნომერმა, ლალი ანთიძემ მიმართა. დავის საგანი უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონია „უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ,“ სადაც …
Continue reading “„გირჩი“ საკონსტიტუციოში „შარდის სიწმინდის“ კანონის გაუქმებას ითხოვს”
ლალი ანთიძე „გირჩის“ სიის პირველი ნომერი იქნება უმაღლესი საბჭოს არჩევნებში
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე “გირჩის” სიის პირველი ნომერი ლალი ანთიძე იქნება. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ უთხრა. მისი თქმით, “გირჩს” სურს, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმომადგენელი ჰყავდეს და ასეთ ადამიანად ლალი ანთიძეს მიიჩნევენ. “აჭარაში ახლა ტარდება ადგილობრივი არჩევნები აჭარის უზენაეს საბჭოში, სადაც ძალიან გვინდა, რომ ერთი წარმომადგენელი გვყავდეს. დავაყენებთ კანდიდატსაც და გვინდა, …
Continue reading “ლალი ანთიძე „გირჩის“ სიის პირველი ნომერი იქნება უმაღლესი საბჭოს არჩევნებში”
უფასო მედიკამენტების პროგრამა – ექიმ ვახტანგ კალოიანის პოლიტიკური განაცხადი
ვახტანგ კალოიანი აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. პროფესიით ექიმი, ანესთეზიოლოგი, „ევროპული საქართველოს“ სახელით მონაწილეობს არჩევნებში. ვახტანგ კალოიანი კორონავირუსის პანდემიის დროს ხშირად ჩანდა ეკრანზე. რატომ გადაწყვიტა წარმატებული კარიერის შეცვლა? „ბათუმელებმა“ ვახტანგ კალოიანთან სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა. ბატონო ვახტანგ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა? ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივატორი იყო ის კრიზისი, რაც არის ჯანდაცვის სისტემაში. რეალურად, იმ საბიუჯეტო …
Continue reading “უფასო მედიკამენტების პროგრამა – ექიმ ვახტანგ კალოიანის პოლიტიკური განაცხადი”
უსკოს 3 ახალი წევრი აირჩიეს
უმაღლესმა საბჭომ უსკოს სამი ახალი წევრი შეარჩია: ირაკლი გვარჯალაძე [13 ხმა], მარიამ გუგუნავა [15 ხმა] და ნოდარ მელაძე [14 ხმა]. გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა დღეს, 24 ივლისს მიიღეს. დღევანდელ სხდომას უსკოს წევრობის კანდიდატები არ დასწრებიან. დეპუტატებმა კანდიდატებს გუშინ, 23 ივლისს, მოუსმინეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს სწორედ უმაღლესი საარჩევნო კომისია ატარებს. აქ სამი ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, …
„მშიერი მოქალაქეები, პირდაპირი მნიშვნელობით, საქართველოში არ არიან“ – ინტერვიუ დეპუტატთან
რატომ არ გაასამართლეს ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები, რომლებსაც ბრალი 6 წლის წინ წარუდგინეს და ვის უნდა მოსთხოვონ პასუხი ყოფილმა პატიმრებმა, რომლებსაც ციხეებში აწამებდნენ? – ინტერვიუ ლადო მგალობლიშვილთან ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ, რადგან ახლახან, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუს დროს მან წინა ხელისუფლების დროინდელი ბათუმის ციხე მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საკონცენტრაციო ბანაკებს შეადარა. აღმოჩნდა, რომ დეპუტატს ინფორმაციაც კი …
რატომ არ აქვს კითხვა ჟურნალისტების გაშვებაზე დეპუტატს, რომელიც პროფკავშირების უფროსი იყო
რატომ არ დასვეს დეპუტატებმა კითხვა აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლებაზე, რომლებმაც სასამართლოს მიმართეს და პროკურატურასაც იმ მოტივით, რომ ჟურნალისტებს დევნიან? – ვკითხეთ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება – მაჟორიტარების“ თავმჯდომარეს, ილია ვერძაძეს. იგი წლების განმავლობაში პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. დღეს, 18 ივნისს, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოს ანგარიში ჩააბარა. „მე მუდმივად ადამიანის …
დეპუტატი სოფიზმზე, დადუმებული გარემოვაჭრე დეპუტატის სავარძელში და ტაში რიჟვაძეს
„მადლობა“ – ეს სიტყვა აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს, 9 ივნისს, ალბათ ყველაზე ხშირად ისმოდა. მადლობა დეპუტატებმა თორნიკე რიჟვაძეს უთხრეს იმისთვის, რომ უმაღლესი საბჭო ჩაქვიდან ბათუმში გადმოიტანეს, პანდემიის დროს გაწეული მენეჯმენტისთვის, ან, მაგალითად, შეურაცხყოფის ატანისთვის. მადლობა თორნიკე რიჟვაძემაც გადაუხადა ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებიც დარბაზში დარჩნენ და კრიტიკული კითხები არ დაუსვამთ. დარბაზში მდუმარედ, რამდენიმე წუთით, თუმცა …
Continue reading “დეპუტატი სოფიზმზე, დადუმებული გარემოვაჭრე დეპუტატის სავარძელში და ტაში რიჟვაძეს”
რატომ არ აქვთ კითხვები დეპუტატებს აჭარის ბიუჯეტის შესრულებაზე
„…2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში საერთოდ არაფერია ნათქვამი იმ დარღვევებზე, რომლებიც აუდიტის დასკვნაში მოხვდა. ანგარიშის წარმოდგენა მხოლოდ ფორმალური იყო. მე პროტესტის ნიშნად დავტოვე სხდომა და 15 წუთში მოსმენაც დაასრულეს,“ – ამბობს უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძე. დღეს, 8 მაისს, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა 2019 …
Continue reading “რატომ არ აქვთ კითხვები დეპუტატებს აჭარის ბიუჯეტის შესრულებაზე”
უმაღლესმა საბჭომ აჭარის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
კორონავირუსის პანდემიის გამო აჭარის 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რის გამოც, მთავრობის განმარტებით, ცალკეული გადასახდელების მოცულობა შემცირდება 23 მილიონ 370 ათას 3 00 ლარით. თუმცა ეს თანხა სრულად მოხმარდება ბიუჯეტიდან სხვა ღონისძიებების დაფინანსებას. ბიუჯეტის ცვლილებას უმაღლესმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე დღეს, 30 აპრილს, უყარა კენჭი. 13 ხმით ორის წინააღმდეგ ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი დამტკიცდა. პროტესტის ნიშნად …
Continue reading “უმაღლესმა საბჭომ აჭარის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა”
დაეხმარეთ მათ, ვინც თურქეთში მუშაობდა, ძიძებს, სტუდენტებს – ოპოზიცია აჭარის მთავრობას
აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციამ მთავრობას ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი დაუწუნა. ოპოზიციის განცხადებით, პრიორიტეტების დოკუმენტში არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები კრიზისსა და სიღარიბის დაძლევაზე. ენმ-ის წევრი უმაღლეს საბჭოში გია აბულაძე ამბობს, რომ ორი მთავარი პრობლემა – კრიზისი და სიღარიბე, რომლებიც გამოწვია კორონავირუსის პანდემიამ, ნახსენები არ არის. მან დღეს, 29 აპრილს, კომიტეტის სხდომაზე კითხვები დაუსვა აჭარის ფინანსთა …
3 მაჟორიტარი უმაღლეს საბჭოშიც? – როგორ გადანაწილდება მაჟორიტარული ოლქები აჭარაში
„მოქმედ უმაღლეს საბჭოში 6 მაჟორიტარია – ჩამოვა სამზე და გამსხვილდება ოლქები. ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მაღალმთიანი აჭარის ოლქს დაემატება ხელვაჩაურის ნაწილი. ცალკე ოლქი იქნება ბათუმი და ქობულეთს უნდა დაემატოს ბათუმის ის ნაწილი, რა ნაწილშიც იყო არჩეული ბათუმის მესამე მაჟორიტარი. მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისითაც ეს დაახლოებით სწორად ნაწილდება. მე, პირადად, დაყოფა ასე წარმომიდგენია. ვფიქრობ, დიდი ალბათობით, ეს …
Continue reading “3 მაჟორიტარი უმაღლეს საბჭოშიც? – როგორ გადანაწილდება მაჟორიტარული ოლქები აჭარაში”
რატომ არ შეუშვეს მოქალაქეები უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის გახსნაზე?
უმაღლესი საბჭოს ახალ შენობაში, თავდადებულის ქუჩაზე, დღეს, 3 მარტს, მოქალაქეები არ შეუშვეს. საგაზაფხულო სესიის გახსნა ახალ დარბაზში უმაღლესმა საბჭომ უქმე დღეს გადაწყვიტა. სესიაზე ჯანდაცვის მინისტრს – ზაალ მიქელაძეს უსმენენ. „ჩვენ მოვედით იმის სათქმელად, რომ მოგვეთხოვა ისევ პროპორციული საარჩევნო სისტემა, დაპირება, რომელსაც არ ასრულებენ… არ შეგვიშვეს, გვითხრეს, რომ საშვთა ბიურო არ მუშაობს,“ – ამბობს ხათუნა ბერიძე, …
Continue reading “რატომ არ შეუშვეს მოქალაქეები უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის გახსნაზე?”
ასლან ლორთქიფანიძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსად დანიშნეს
ასლან ლორთქიფანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თავისი კაბინეტის უფროსად დანიშნა, ეს ინფორმაცია უმაღლეს საბჭოში დაადასტურეს. ამ დრომდე ასლან ლორთქიფანიძე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში მუშაობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შეთავაზება უმაღლეს საბჭოში გადასვლაზე მან პირადად დავით გაბაიძისგან მიიღო. ასლან ლორთქიფანიძემ „უსაფუძვლო ბრალდება“ უწოდა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შეფასებას: „ჭიქაში ქარიშხალი გამოწვეულია იმით, რომ ერთმა კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაკარგა …
Continue reading “ასლან ლორთქიფანიძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსად დანიშნეს”
აბაშიძის დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომელი უსკო-ს დამოუკიდებელ წევრად აირჩიეს
უმაღლესი საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელ წევრად უმაღლესმა საბჭომ დღეს, 6 თებერვალს, ტარიელ გოგიტიძე აირჩია. იგი ასლან აბაშიძის სამთავრობო დაცვის სპეცსამსახურში მუშაობდა 1994 წლიდან 2004 წლამდე, ვიდრე ასლან აბაშიძეს ქვეყნის დატოვება მოუხდებოდა. 2018 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ტარიელ გოგიტიძე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა ბათუმის საარჩევნო ოლქში. ტარიელ გოგიტიძის მიერ უმაღლეს საბჭოში წარდგენილი CV-ის მიხედვით, იგი 2004 წლიდან 2014 …
Continue reading “აბაშიძის დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომელი უსკო-ს დამოუკიდებელ წევრად აირჩიეს”
უმაღლესი საბჭო 2020 წლის ბიუჯეტს ამტკიცებს – ოპოზიცია სხდომას არ ესწრება
დღეს, 12 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომაზე აჭარის 2020 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. სხდომაზე დასწრებას არ აპირებს ოპოზიცია. ენმ-ს წევრებმა უმაღლეს საბჭოში ამის თაობაზე ოფიციალურად განაცხადეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ უმაღლესი საბჭოს წევრის, გია დიასამიძის თქმით, ბოიკოტის მიზეზი უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრების მხრიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის განხილვაზე უარის თქმა იყო და არა ბიუჯეტი. „საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდა …
Continue reading “უმაღლესი საბჭო 2020 წლის ბიუჯეტს ამტკიცებს – ოპოზიცია სხდომას არ ესწრება”
რომელ თვეებში დასჭირდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს 800 ლიტრამდე საწვავი
უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, წელს ხუთი თვე იყო ისეთი, როცა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს თვეში 800 ლიტრამდე საწვავი დაუხარჯავს. ყველაზე მეტი საწვავი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მაისში დასჭირდა – 799,88 ლიტრი [ლიმიტი 800 ლიტრია]. 800 ლიტრამდე საწვავი დაიხარჯა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ტრანსპორტირებისთვის სხვა თვეებშიც, მაგალითად, აგვისტოში – 793,53 ლიტრი, სექტემბერში – …
Continue reading “რომელ თვეებში დასჭირდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს 800 ლიტრამდე საწვავი”
„ოცნების“ დეპუტატები ნათია ზოიძის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე
ნათია ზოიძე თავისი საქმიანობით წარსულში და დღეს არის თუ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ჟურნალისტი? – ეს იყო ერთ-ერთი კითხვა, რაც დღეს უმაღლესის საბჭოში მმართველი პარტიის 6 დეპუტატს დავუსვით. დეპუტატებს ასევე ვკითხეთ იმის შესახებ – სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე საუბარი ნათია ზოიძის მიმართ არის თუ არა მუქარა? აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ, …
Continue reading “„ოცნების“ დეპუტატები ნათია ზოიძის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე”
შეცვლის საარჩევნო სისტემას უმაღლესი საბჭო? – კანონპროექტი მზადაა
მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით ჩააგდო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების კანონპროექტი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მომზადებული მსგავსი კანონპროექტი შესაძლოა თაროზე შემოდონ. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილება მომზადებულია, საჯარო განხილვები ჩატარებული, მეტიც, უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტს განხილული აქვს და მხარდაჭერილი, უცნობია როდის უყრიან კენჭს ან უყრიან თუ არა საერთოდ. როდის …
Continue reading “შეცვლის საარჩევნო სისტემას უმაღლესი საბჭო? – კანონპროექტი მზადაა”
თამილა დოლიძე: რამდენი ნათესავი მყავს აჭარაში და გაქანება აღარ შემიძლია?
უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ილია ვერძაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატი თამილა დოლიძე, მისი ცოლის ნათესავი, კერძოდ დეიდაშვილია, კანდიდატის და – გურანდა დოლიძე კი, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. თამილა დოლიძე მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა ფრაქციამ – „ქართული ოცნება – მაჟორიტარები“, ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარას“ რჩეული კი, სოსო სტურუა …
Continue reading “თამილა დოლიძე: რამდენი ნათესავი მყავს აჭარაში და გაქანება აღარ შემიძლია?”
ბორდის წევრობის კანდიდატი, თამილა დოლიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატის ნათესავია – ენმ
დღეს, 24 ოქტომბერს, პარტიის ოფისში, უმაღლესი საბჭოს წევრმა ენმ-დან ასმათ დიასამიძემ, ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ დაარღვია შეთანხმება ოპოზიციასთან იმასთან დაკავშირებით, რომ აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრობის კანდიდატების დამტკიცებამდე მათ უნდა გასაუბრებოდნენ. ენმ ხვალ, 25 ოქტომბერს, ჩანიშნული სხდომის გადადებას მოითხოვს. „გასაუბრება უნდა დანიშნულიყო ორშაბათს 11:00 საათზე, თუმცა, დღეს, 24 ოქტომბერს, ისე ჩაინიშნა …
ვინ შეარჩია „ოცნებამ“ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოსთვის
უკვე ცნობილია, ვისი შეყვანა სურს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში „ქართულ ოცნებას“. უმაღლესი საბჭოს ფრაქციამ – „ქართული ოცნება – მაჟორიტარები“ ბორდის წევრობის კანდიდატად თამილა დოლიძე დაასახელა. იგი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეა რადიოს მიმართულებით. ფრაქციის – „ქართული ოცნება – აჭარას“ რჩეული კი, სოსო სტურუა გახდა. სოსო სტურუა „აჭარის მუზეუმის“ დირექტორის მოადგილეა …
Continue reading “ვინ შეარჩია „ოცნებამ“ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოსთვის”
აჭარის ტელევიზიის ბორდის კონკურსის შეჩერებაზე სასამართლოში სარჩელი შევიდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმ საკონკურსო კომისიის გაუქმებას ითხოვს, რომელიც პირველ ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ჩამოაყალიბა და რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის წევრების კანდიდატები უნდა შეარჩიოს. დეპუტატებმა, რომლებიც უმაღლეს საბჭოში ამ პარტიას წარმოადგენენ, სარჩელით უკვე მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს. „დავით გაბაიძეს არ გაუვლია ჩვენთან კონსულტაცია… რეგლამენტი მას ავალდებულებს, ყველა ფრაქციასთან …
Continue reading “აჭარის ტელევიზიის ბორდის კონკურსის შეჩერებაზე სასამართლოში სარჩელი შევიდა”
განიხილება გასხვისებაც და იჯარაც – ჯაბა ფუტკარაძე უმაღლესი საბჭოს შენობაზე ჩაქვში
„ჩაქვში მდებარე შენობასთან დაკავშირებით რაც იქნება რაციონალური და ოპტიმალური, ყველა ვარიანტს განვიხილავთ. მიდის საუბრები. კონკრეტული და დეტალური, საინვესტიციო პოტენციალის თვალსაზრისით, ჯერ არ არის, თუმცა ინტერესი არის. განიხილება ქონების გასხვისებაც, გრძელვადიანი იჯარაც, გააჩნია რა ტიპის შემოთავაზება იქნება. მთავარია სექტორი, ინვესტიციის მოცულობა, დასაქმებულთა რაოდენობა. ამ ჭრილში რა შემოთავაზებაც იქნება, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა კარგი ვარიანტი …
Continue reading “განიხილება გასხვისებაც და იჯარაც – ჯაბა ფუტკარაძე უმაღლესი საბჭოს შენობაზე ჩაქვში”
დავით გაბაიძე გაძევებულ დეპუტატს: სინანული გვიანია
“ვერ დასვამთ შეკითხვას, გაძევებული ხართ უკვე. სინანული გვიანია,” – ამ სიტყვებით სცადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონის შეჩერება შესვენების შემდეგ განახლებულ სხდომაზე. დღეს, 19 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ანგარიში აჭარის უმაღლეს საბჭოს ჩააბარა. სხდომაზე შესვენება ენმ-ის წევრ ელგუჯა ბაგრატიონსა და თორნიკე რიჟვაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ გამოცხადდა. გაფრთხილების მიუხედავად, ელგუჯა ბაგრატიონს სხდომათა დარბაზი …
Continue reading “დავით გაბაიძე გაძევებულ დეპუტატს: სინანული გვიანია”
რიჟვაძე შაჰინის სკოლაზე, რესპუბლიკურსა და შუახევიჰესზე
“იქ მოხდა მნიშვნელოვანი ავარია, მაგრამ ინვესტორი ამას მიიყვანს ბოლომდე,” – ასე უპასუხა თორნიკე რიჟვაძემ “შუახევიჰესთან” დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. დღეს, 19 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს ანგარიშს აბარებს. თორნიკე რიჟვაძეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ასმათ დიასამიძემ ჰკითხა, შაჰინის სახელობის სკოლის დახურვის შესახებ, რაც ორი წლის წინ მოხდა. ასმათ დიასამიძის თქმით, იქვე არსებულ თურქულ სკოლასაც აქვს ავტორიზაციის …
Continue reading “რიჟვაძე შაჰინის სკოლაზე, რესპუბლიკურსა და შუახევიჰესზე”
2 ქალი და 8 კაცი – როგორ მუშაობს გენდერული თანასწორობის საბჭო აჭარის უმაღლეს საბჭოში
2017 წლის აპრილში აჭარის უმაღლესმა საბჭომ გენდერული თანასწორობის საბჭო დაამტკიცა, რომელსაც გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაზე სხვადასხვა მიმართულებით უნდა ეზრუნა. ორი წელი გავიდა, თუმცა საბჭოს საქმიანობა ფორმალურია. ამ საბჭოში გენდერული თანასწორობა დარღვეულია – საბჭოს ათი წევრიდან მხოლოდ ორია ქალი – ნინო ჩხეტია მმართველი პარტიიდან, რომელიც საბჭოს ხელმძღვანელობს და ასმათ დიასამიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. გენდერული …
უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობას: სკოლის შენობები გადაჭედილია და ბავშვებს ვეღარ იტევს
„მიუხედავად იმისა, რომ სწავლა ძირითადად ორ ცვლაში მიმდინარეობს [ბათუმში], სკოლის შენობები მაინც გადაჭედილია და ბავშვებს ვეღარ იტევს. სასკოლო ასაკის მოსწავლეთა რეგისტრაციის პერიოდში კი უამრავი მოქალაქე მოგვმართავს პრეტენზიით და გამოთქვამს უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ახერხებს არათუ ახლომდებარე, არამედ ქალაქის ნებისმიერ საჯარო სკოლაში ბავშვის დარეგისტრირებას“, – აღნიშნულია შენიშვნებში, რომელიც აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობას 2019 წლის …
როგორი იქნება აჭარის 2019 წლის ბიუჯეტი პროექტის მიხედვით
დღეს, 12 ნოემბერს, აჭარის უმაღლეს საბჭოში, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და 2019-22 წლების პრიორიტეტები განიხილეს. უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, საკითხი კომიტეტის სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა. მინისტრის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობები 11,6 მილიონი ლარით იზრდება, „რაც 4,3 %-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე“. მისივე ინფორმაციით, …
Continue reading “როგორი იქნება აჭარის 2019 წლის ბიუჯეტი პროექტის მიხედვით”