კომისიამ „აჭარის TV-ის“ ბორდის წევრობის 6 კანდიდატი შეარჩია

ახლახანს [16:39 საათი] აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის ექვსი კანდიდატი შეარჩია უმაღლესი საბჭოს მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ. კონკურსანტთაგან მეორე ეტაპზე იაკინთე (ნიკა) ჩხარტიშვილი და ირაკლი კიკვაძე ვერ გადავიდნენ.  ბორდის წევრობის მსურველთაგან პირველი ეტაპი სულ 10-მა კანდიდატმა გადალახა. კომისია სწორედ მათგან შეერჩია ექვსი კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოსთვის წარსადგენად. ამით კომისიამ მუშაობა დაასრულა. აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრის …

ვინ არიან კომისიაში, რომელიც აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრობის მსურველებს შეარჩევს

„აჭარის ტელევიზიის“ ბორდის წევრობის კანდიდატს კომისია შეარჩევს, სადაც ხუთი კაცი წევრიდან მხოლოდ ერთს აქვს მედიაში მუშაობის გამოცდილება. საკონკურსო კომისიის უმაღლესმა საბჭომ შეარჩია. ამ კომისიამ საბჭოს შესარჩევად ბორდის წევრობის მინიმუმ სამი კანდიდატი უნდა შესთავაზოს. საკონკურსო კომისიაში მედიაგამოცდილების მქონე მხოლოდ სოსო სტურუაა. ის „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორად მუშაობდა. ამჟამად სოსო სტურუა აჭარის მუზეუმის დირექტორის მოადგილე. კომისიის წევრები ასევე …

უმაღლესი საბჭო აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრს ეძებს – ხელფასი 2625 ლარი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის შესარჩევად დღეს, 29 აგვისტოს, უმაღლესმა საბჭომ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის პირობების მიხედვით, კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, „საზოგადოებრივი აღიარების და ნდობის მქონე პირი“. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი და ათწლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 5 წელი ჟურნალისტიკაში, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და …

სასამართლომ მშენებლობა შეაჩერა, დეპუტატ ხვიჩა შარაშიძის კომპანია მაინც არ ჩერდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, უმაღლესი საბჭოს წევრის, დეპუტატ ხვიჩა შარაშიძის კომპანია მშენებლობას არ აჩერებს. მშენებლობის მომიჯნავე სახლში მცხოვრებლებმა, რომლებიც კომპანიას სასამართლოში კუთვნილი სივრცის ათვისების გამო ედავებიან, ამასთან დაკავშირებით დღეს პოლიციას მიმართეს და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვეს. მოსარჩელეების იურისტის, გიორგი ხიმშიაშვილის ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების შეუსრულებლობის გამო გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსით. „მოპასუხე შპს „ჩემ სახლს” …

ვის შეხვდება ხვალ პრეზიდენტი ბათუმში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ, 13 ივლისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდება. შეხვედრის თემა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა იქნება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ზურაბ პატარაძემ 4 ივლისს დატოვა. აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტმა ორი კვირის ვადაში აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა წარმოუდგინოს. პრეზიდენტმა 18 ივლისამდე უნდა დაასახელოს …

რას აპირებს უმაღლესი საბჭო თუ პრეზიდენტი მათთვის მიუღებელ კანდიდატურას დაასახელებს – განმარტებები

ვინ უნდა გახდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – ამ საკითხზე ყველა მსჯელობს პრეზიდენტის გარდა, რომელმაც კანდიდატზე გადაწყვეტილებაზე უნდა მიიღოს. მან ორი კვირის ვადაში თავმჯდომარეობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციას კანონით გათვალისწინებული კონსულტაციები უმაღლეს საბჭოსთან ჯერ არ დაუწყია. კონსულტაციებს მართავენ საქართველოს პარლამენტის წევრები, „ქართული ოცნების“ წევრები. თითოეული მათგანი საჯარო გამოსვლებში ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი …

დღეს, 3 საათზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და უმრავლესობა განცხადებებს გააკეთებენ

უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 3 საათზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და უმრავლესობის ლიდერები განცხადებებს გააკეთებენ. თემა, სავარაუდოდ, აჭარაში მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი მთავრობის ფორმირების საკითხები იქნება. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, თავისი გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. შესაბამისად, აჭარის მთავრობას შეუწყდა უფლებამოსილება. აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატი, აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტმა უნდა …

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ბელორუსიაში შეხვედრებს მართავს უსაფრთხოების საკითხებზე

სახანძრო და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ბელორუსში შეხვედრებს მართავს. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლადო მგალობლიშვილი ბელორუსიის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილეს გენადი ლასუტას და მინსკის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტის რექტორს, ივან პოლევოდას შეხვდა. რატომ მართავს ბელორუსში უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრებს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე? – დეპუტატს „ბათუმელები“ ვერ დაუკავშირდა, უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ …

უმაღლესი საბჭოს განმარტება სახელფასო ფონდის გაზრდაზე

„აჭარის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დავამტკიცეთ მანამ, ვიდრე აჭარის 2018 წლის ბიუჯეტში მოხდებოდა გასული წლის ეკონომიის ასახვა. ამას დაემთხვა ასევე გაზრდა სახელფასო ფონდის, რაც საჯარო მოხელის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამ გამოიწვია. შესაბამისად, უმაღლეს საბჭოში ხელფასებისთვის საჭირო თანხის „კატასტროფული მატება“ ამის შედეგი იყო. ახლა რომ შევადაროთ, რეალურად ეს ასე არ არის“, – ამბობს გია რომანაძე, …

უმაღლესი საბჭოს მილიონერ დეპუტატს ხელფასიდან 205 ლარი დაუქვითეს

უმაღლესი საბჭოს მილიონერ დეპუტატს, ზაზა ოქუაშვილს, სხდომების გაცდენისთვის ხელფასიდან 205 ლარი და 50 თეთრი დაუქვითეს. მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება უმაღლეს საბჭოში 3900 ლარია. ინფორმაცია დეპუტატების სხდომებზე დასწრების შესახებ „ბათუმელებმა“ უმაღლესი საბჭოდან გამოითხოვა. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, სხდომებს ყველაზე ხშირად ზაზა ოქუაშვილი აცდენს. იგი „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით შევიდა უმაღლეს საბჭოში. 2017 წელს ზაზა ოქუაშვილმა 8 პლენარული …

რაში დახარჯავს აჭარის მთავრობა 20 მილიონს, რომელიც ბიუჯეტს დაემატა

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 20 521 500  ლარით გაიზარდა. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის უმაღლეს საბჭოში უთხრეს, ბიუჯეტი  საშემოსავლო გადასახადების ხარჯზე იზრდება და თანხის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უნდა გადანაწილდეს. იგეგმება კურორტ „გოდერძიზე“ შიდა გზების გაყვანა. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი წელს ერთი მილიონი ლარით გაიზრდება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ აღნიშნული თანხა გულის ქირურგიის, ონკოლოგიის და ასევე ზრდასრული მოსახლეობის სამედიცინო …

აქციის მონაწილე ჩაქვში: ივანიშვილის ხეს არ გავატარებთ, ვიდრე გზას არ გაგვიკეთებენ

ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ჩაქვიდან დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხის გადატანას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აქამდე ხეების გადატანის შედეგად საავტომობილო გზა დაზიანდა, მის აღდგენას კი არავინ აპირებს. „ბოლო ორი ხე დარჩა გადასატანი. ჩვენ დაგვპირდნენ, რომ დაზიანებულ გზას გააკეთებდნენ, მაგრამ დღეს კომპანია გვეუბნება, რომ გზის აღდგენა მისი ვალდებულება არ არის. …

უმაღლესი საბჭო ხელფასებისთვის საჭირო თანხას 105 900 ლარით ზრდის

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მიმდინარე წლის 17 მაისის დადგენილებით, მომავალი წლის საკუთარი ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. პროექტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი 2019 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით, 200 000 ლარითაა გაზრდილი. უმაღლესი საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უცვლელი რჩება საბჭოში დასაქმებულთა რაოდენობა [117 საშტატო ერთეული], თუმცა 105 900 ლარით იზრდება შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო თანხა. შესაბამისად, საბჭოს წევრებისა …

უმაღლესი საბჭო 8 ათას ლარს საიდუმლო ინფორმაციის გადასაცემად დახარჯავს

„სპეციალური კავშირგაბმულობა“ – უმაღლესი საბჭო წელს ამ მომსახურებაში 8 ათას ლარს დახარჯავს. ამას ემატება 4 ცალი რაციის აპარატი – 480 ლარად. სპეციალური კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვის უფლება უმაღლესმა საბჭომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან მიიღო. სააგენტოსთვის მიწერილ წერილში უმაღლესი საბჭო წერს, რომ ეს მომსახურება „სახელმწიფო ორგანოებთან უწყვეტი და დაცული კავშირის უზრუნველსაყოფად“ არის საჭირო. „ჩვენ ამაზე მივიღეთ თანხმობა …

დეპუტატი და პროფკავშირის ხელმძღვანელი მძიმე შრომაზე: სხვა რა უნდა ქნას სახელმწიფომ

„უნდა მიმართოს სასამართლოს, სხვა რა უნდა ქნას სახელმწიფომ“, – ასე პასუხობს უმაღლესი საბჭოს წევრი და იმავდროულად პროფკავშირების რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დასაქმებულს, რომელიც სამუშაო ადგილზე „მძიმე სამუშაო პირობების გამო“ დახმარებას ითხოვს. ერთ-ერთ კომპანიაში დასაქმებულმა შრომის პირობების შესწავლის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე დღის წინ მიმართა. უწყებიდან მოქალაქემ პასუხი მიიღო, რომ „ინსპექტირება მხოლოდ კომპანიის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი“. რამდენიმე …

დეპუტატის კომპანიამ მეზობელ სახლზე სახანძრო კიბე მოჭრა და ფანჯრები გააუქმა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ხვიჩა შარაშიძის კომპანია „ჩემი სახლი“ ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 18-სართულიან სახლს აშენებს. ახალი სახლი ხიმშიაშვილის ქუჩის #18-ში მდებარე 1979 წელს აშენებულ სამსართულიან სახლს მიაშენეს. ახალი მშენებლობის გამო მომიჯნავედ, სამსართულიან სახლში მცხოვრებ სამ ოჯახს ფანჯრები გააუქმეს, აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ დეპუტატის კომპანიამ მათ სახლზე ნაწილობრივ მოჭრა სახანძრო კიბე  და კედლიდან ჩამოხსნა ერთ-ერთი …

ნათია სირაბიძე საზმაუს ბორდის წევრობაზე: ხელს არ ავუწევ იმას, რასაც არ ვეთანხმები

ნათია სირაბიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობას აპირებს. ის ახლა ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობს, მანამდე იყო აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე და აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი. ნათიას აქვს ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილებაც. ნათია სირაბიძემ ჟურნალისტიკა ისწავლა საქართველოში და აშშ-ში. კითხულობდა ლექციებს ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, გრ. რობაქიძის უნივერსიტეტსა და ბსუ-ში. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და საჯარო გამოსვლის …

ვის აწყობს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის გაუქმება

ხომ არ უქმდება უმაღლესი საარჩევნო კომისია, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ატარებს? – ეს კითხვა მას შემდეგ დაისვა, როცა აჭარის კონსტიტუციის პროექტში, მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით, განსაკუთრებული გამგებლობის საკითხების ჩამონათვალიდან გაქრა ტექსტი: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარება“. სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ თუ ამ ვარიანტს საბოლოოდ დაამტკიცებს უმაღლესი საბჭო, უმაღლესი საარჩევნო კომისიის …

KIA CERATO – მანქანა, რომელიც დეპუტატმა სამინისტროდან წასვლის შემდეგ თან გაიყოლა

რატომ გაუცვალა აჭარის განათლების სამინისტრომ უმაღლეს საბჭოს თავის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა, რომელიც, თავის მხრივ, „ტრანსფერის“ გზით მიიღო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან? საუბარია KIA CERATO-ზე, რომელიც უკვე მესამე უწყებას გადაეცა – ამ მანქანით სამინისტროშიც [მინისტრის მოადგილის რანგში] და უმაღლეს საბჭოშიც დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი გადაადგილდება. ლადო მგალობლიშვილი 2016 წლის ოქტომბრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და, შესაბამისად, …

ვის გაეზარდა და ვის შეუმცირდა ხელფასი უმაღლეს საბჭოში

აჭარის უმაღლეს საბჭოში, შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონმდებლობიდან გამომდინარე, დასაქმებულთა ხელფასები ზოგ თანამდებობაზე გაზრდილია, ზოგზე კი – შემცირებული. თუმცა, როგორც საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, არ გაზრდილა უმაღლესი საჭოს წევრების ხელფასები. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ხელფასი 2018 წლისთვის 5 750 ლარით, მისი მოადგილის – 4 900, კომისიის თავმჯდომარის – 4 700, ხოლო უმაღლესი საბჭოს წევრის – 3 900 …

უმაღლესი საბჭო რეგიონში ვერ ქმნის პოლიტიკურ ამინდს – მესამე სექტორი

გაისად ისევ 5 მილიონი დაიხარჯება აჭარის უმაღლესი საბჭოს არსებობისთვის. ამ ორგანოს ფუნქციაა საკანონმდებლო საქმიანობა და აჭარის მთავრობის კონტროლი. სამოქალაქო სექტორში ისევ უჭირთ იმის თქმა, თუ რეალურად რა არის უმაღლესი საბჭოს ფუნქცია. რა აჩვენა ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს ერთი წლის მუშაობამ? – უმრავლესობა ირწმუნება, რომ სამართლებრივი აქტები მიიღეს, მესამე სექტორში თვლიან, რომ „ხელშესახები კანონი“ ამ ორგანოს …

ბათუმის საოლქო კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი დააჯარიმა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბათუმის №79  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლის, გოგიტა გოგიტიძის მიმართ ადმინისტრაციული სამარათალდარღვევის ოქმი შედგა. ოქმის შედგენის მიზეზი გახდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტომასალის განთავსება. მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა. …

21 მილიონი კანონების „ტექნიკური ცვლილებებისთვის“ – უმაღლესი საბჭოს ოთხწლიანი მუშაობის შედეგი

„ცვლილებების ძირითადი ნაწილი იყო რედაქციული, ტექნიკური ხასიათის… არსებითად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება უმაღლეს საბჭოს არ მიუღია“, – ასე შეაფასა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო საქმიანობა. ოთხწლიანი მუშაობის კვლევის შედეგები ორგანიზაციამ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს, 26 ივლისს წარმოადგინა. აქვე შედგა დისკუსიაც. კვლევის მიხედვით, 2012-2016 წლების უმაღლესმა საბჭომ 34 კანონში შეიტანა ცვლილება, ხოლო რეგლამენტი …

ხელისუფლების დაპირება „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულთა ახლობლებს

ხელისუფლების წარმომადგენლებთან „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულთა შეხვედრა დასრულდა. დახურულ კარს მიღმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატები და აჭარის მთავრობის აპარატის წევრები დაკავებულების ათამდე ახლობელს შეხვდნენ. „დაგვპირდნენ, რომ დაგვეხმარებოდნენ პროკურატურასთან კომუნიკაციაში. აქამდე ჩვენ მთავარ პროკურორთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მიდგომა იყოს ერთიანი და არა ისე, რომ ერთს მცირე დროით უფორმებენ საპროცესოს, სხვებს კი მკაცრი სასჯელის …

რა დაჯდა დავით გაბაიძის ვიზიტი ამერიკაში 

28 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – დავით გაბაიძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. დავით გაბაიძის ამერიკაში ვიზიტისთვის ჯამში 9523 ლარი დაიხარჯა, თუმცა ავიაბილეთებისა და ვიზის მოსაკრებელი [ჯამში 2493 ლარი] მან საკუთარი ჯიბიდან დააფინანსა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, დავით გაბაიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად შეხვდა …

დღეს უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომა გაიმართება

დღეს, 15 ივნისს, 12 საათზე, ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართება. სხდომის დღის წესრიგში სამი საკითხია: [checklist] „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. I მოსმენა. მომხსენებლები: რამაზ ბოლქვაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი; გიორგი რომანაძე – უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; აჭარის ავტონომიური …

„აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი კვლავ არ არის არჩეული

აჭარის უმაღლესი საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2016 წლის ანგარიშს საბჭოს სხდომაზე განიხილავს. განხილვის პროცედურის შესახებ დღეს, 13 ივნისს, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა იმართება. „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ სამეთვალყურეო საბჭოში ოთხი წევრია. მე-5 წევრის სავარძელი კი გასული წლის მაისიდან თავისუფალია, მას შემდეგ, რაც ზაზა ხალვაშმა ეს თანამდებობდა დატოვა. სამეთვალყურეო საბჭოს …

კანონპროექტი უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის პენიტენციალურ დაწესებულებაში შესვლის უფლებისთვის

ფრაქცია ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ კანონპროექტი მოამზადა ”პატიმრობის კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რომლის მიხედვითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ უმაღლესი საბჭოს წევრებს პენიტენციალურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიეცემათ. ეს უფლებამოსილება აქვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გია …

ვინ ხარჯავს ყველაზე მეტ საწვავს უმაღლეს საბჭოში

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შემდეგ, დეპუტატებს შორის ყველაზე მეტ საწვავს დავით ბაციკაძე ხარჯავს, ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარას“ ხელმძღვანელი. იგი რომელიმე კომისიის თავმჯდომარე არ არის. პირველ ოთხ თვეში მან ზუსტად 1578 ლიტრი საწვავი დახარჯა. „გასდიოდა მანქანას, ამიტომ გამოვიდა ამდენი,“ – გვითხრა დეპუტატმა. დავით ბაციკაძის განმარტებით, ავტომანქანას ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, რაც ახლა დაფიქსირდა და შემდეგ თვეებში ამ …

კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატი მთავრობაში დაასაქმეს

ალექსანდრე ჩიტიშვილი უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატია, რომელიც აჭარის მთავრობამ დაასაქმა. იგი აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს. მთავრობის სხდომაზე, 4 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება პროფესიონალიზმის ნიშნით მიიღო. ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსიც დანიშნეს და მოადგილეებიც.  უფროსი ჯემალ ნაკაშიძე გახდა. ის მანამდე სამმართველოს უფროსის …

რა უთხრეს დეპუტატებმა გამოძიებას „ბათუმის აქციის საქმეზე“

„სახეზე არავინ დამიმახსოვრებია და მათი ამოცნობა არ შემიძლია,“ – ასე სრულდება „ბათუმის აქციის საქმეზე“ უმაღლესი საბჭოს სამივე დეპუტატის გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“: მერაბ კარანაძე, ლადო მგალობლიშვილი და ილია ვერძაძე  ჩვენებაში ამბობენ, რომ აქციაზე მონაწილეების „დამშვიდების და მდგომარეობის განმუხტვის მიზნით“ მივიდნენ. მერაბ კარანაძის, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ჩვენებიდან: “პირადად მე და ასევე სხვა დეპუტატებმა …

უმაღლესი საბჭოს წევრები 11-12 მარტის აქციის საქმეზე დაკავებულთა ახლობლებს შეხვდნენ

დღეს, 20 მარტს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები სახალხო დამცველის ოფისში იმ პირების ოჯახის წევრებს შეხვდნენ, რომლებსაც 11-12 მარტის აქციის საქმეზე სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებულთა ოჯახის წევრებთან შეხვედრა უმაღლესი საბჭოს წევრების ინიციატივა იყო. ისინი გეგმავენ შეხვდნენ დაკავებულთა ადვოკატებსაც. „მშობლების მოსაზრებებს გაეცნენ, დაამშვიდეს, რომ ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში. საბჭოს წევრებს სურდათ დაკავებულთა ახლობლების პოზიციის გაგება და ამასთან, მათ უთხრეს, რომ ისინი …

ადამიანი ბიუროკრატიულ წრეში – წერილები მთავრობიდან პასუხის გარეშე

მოქალაქე ომარ როდონაია წლებია ბათუმში საცხოვრებელი ადგილის გამოყოფას ითხოვს. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. გალში ცხოვრობდა, მაგრამ იმის გამო, რომ აფხაზეთი ომის დაწყებამდე დატოვა, დევნილის სტატუსი არ მიანიჭეს. წლების განმავლობაში ომარ როდონაია ბათუმში, ერთ-ერთი სახლის მიწურში ცხოვრობდა. 50 წლის ომარ როდონაიას შესახებ 2015 წელს „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას – „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ“, …

შემოდგომამდე უმაღლესი საბჭო კანონების მიღებას არ აპირებს

გასული წლის ნოემბერში შეკრებილ კანონმდებლებს ამ ეტაპზე არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირებული არ აქვთ. საგაზაფხულო სესია აჭარის უმაღლეს საბჭოში 7 მარტს გაიხსნა. „არ გვინდა ისე გამოვიდეს, რომ მივიღოთ კანონი და მერე, შემოდგომაზე ისევ შესაცვლელი დარჩეს“, – გვითხრა დავით გაბაიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. შემოდგომაზე დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას ელოდებიან. დავით გაბაიძე არ მალავს, რომ აქტიური …

უმაღლესი საბჭოს მილიონერი დეპუტატი

ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს მილიონერი დეპუტატია. ის კანონმდებელია გასული წლის 27 დეკემბრიდან, თუმცა სავარძელი დღეს, 7 მარტს პირველად მოირგო, საგაზაფხულო სესიის გახსნის დროს. ზაზა ოქუაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია. უმაღლეს საბჭოში მან ამ პარტიის ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ჩაანაცვლა, რომელიც აჭარაში პარტიული სიის პირველი ნომერი იყო და დეპუტატობაზე უარი თქვა. სიის მეორე ნომერი ზაზა ოქუაშვილი იყო. შესაბამისად, …

ასმათ დიასამიძის უფლებამოსილებას უმაღლესი საბჭო, სავარაუდოდ, 7 მარტს ცნობს

უმაღლეს საბჭოში მიმდინარე წლის 6 მარტს ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც ერთ-ერთ საკითხად ლევან ვარშალომიძის ადგილმონაცვლის, ასმათ დიასამიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ დადგენილების პროექტი განიხილება. დადგენილება უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. საჭოს პლენარული სხდომა კი 7 მარტსაა ჩანიშნული. პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს დეპუტატები 6 მარტის ბიუროზე განსაზღვრავენ. მიმდინარე წლის 10 თებერვალს აჭარის უმაღლესი საბჭო ოფიციალურად დატოვა ლევან ვარშალომიძემ, …

Exit mobile version