„როცა რეგიონში ასობით ოჯახს ელემენტარული სოციალური მხარდაჭერა სჭირდება, ხალხი სიღარიბეს ებრძვის, ჩინოვნიკების ფუფუნებაში ცხოვრება არის საზოგადოების აბუჩად აგდება,“ – მიიჩნევს აზა გაბუნია, „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ ტენდერზე: 2026 წლის იანვარში შეძენილი Chery Tiggo 7-ების შემდეგ აჭარის უმაღლესმა საბჭომ ამჯერად ტენდერი 4 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომანქანაზე გამოაცხადა. შესყიდვის სატენდერო ფასი ჯამში …
Tag Archives: აჭარის უმაღლესი საბჭო
აჭარის უმაღლესი საბჭო კიდევ 4 ახალ ჯიპს ყიდულობს
2026 წლის იანვარში შეძენილი Chery Tiggo 7-ების შემდეგ, აჭარის უმაღლესმა საბჭომ ამჯერად ტენდერი 4 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომანქანაზე გამოაცხადა, სადაც ტექნიკური მოთხოვნები უფრო მკაცრი, ღირებულება კი – მეტია. შესყიდვის სატენდერო ფასი ჯამში 366 ათას 788 ლარია, ანუ 1 ავტომანქანის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 91 ათას 697 ლარი. ამ ტექნიკური მახასიათებლების გარდა, უმაღლესი საბჭოს დოკუმენტებში აღნიშნულია, …
Continue reading “აჭარის უმაღლესი საბჭო კიდევ 4 ახალ ჯიპს ყიდულობს”
აჭარის მთავრობა ჩაქვში უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობას, ამ ადგილზე მშენებლობის პირობით ყიდის
აჭარის მთავრობა ყიდის უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობას ჩაქვში – 13 147 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ შენობას, რომელიც 2508.53 კვ.მეტრია. პირობიანი აუქციონის საწყისი ფასით 5 მილიონ ლარია. დაზუსტებული საწყისი ფასი 4 900 000 ლარია, ბიჯი 125 000 ლარი. აუქციონი 10 ივლისს გამოაცხადეს და 30 ივლისს უნდა დასრულდეს. აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველმა საბოლოო საპრივატიზებო საფასური …
9,8 მილიონი ლარი დაიხარჯება უმაღლესი საბჭოს შესანახად 2027 წელს აჭარის ბიუჯეტიდან
აჭარის უმაღლესმა საბჭომ თავისივე დადგენილებით ამავე უწყებისთვის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. პროექტის მიხედვით უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 9,8 მილიონი ლარით განისაზღვრა. მიმდინარე, 2026 წელს, უმაღლესი საბჭოსთვის აჭარის ბიუჯეტში 10 113 600 ლარია გაწერილი. მიმდინარე წელთან შედარებით კლება კი, ძირითადად, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლში დაფინანსების შემცირებას უკავშირდება. უმაღლესი საბჭოს „არაფინანსური აქტივების ზრდა“ 2027 წლისთვის …
Continue reading “9,8 მილიონი ლარი დაიხარჯება უმაღლესი საბჭოს შესანახად 2027 წელს აჭარის ბიუჯეტიდან”
უმაღლეს საბჭოში დავით გაბაიძის ნაცვლად მინურ პაქსაძე შევა – „ოცნებამ“ სია შეცვალა
აჭარის უმაღლეს საბჭოში დავით გაბაიძის ნაცვლად მინურ პაქსაძე შევა. იმისთვის რომ ეს ცვლილება მომხდარიყო პარტიული სიიდან 8 დეპუტატობის კანდიდატი ამოიღეს. „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას (უსკო) მიმართა და პარტიული სიით წარდგენილი 8 კანდიდატისათვის, 19 ნომრიდან 26 ნომრის ჩათვლით, საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა. უსკომ პარტიას მოთხოვნა უკვე დაუკმაყოფილა. ეს ცვლილება იმიტომ გახდა საჭირო, რომ „ოცნებას“ …
Continue reading “უმაღლეს საბჭოში დავით გაბაიძის ნაცვლად მინურ პაქსაძე შევა – „ოცნებამ“ სია შეცვალა”
დავით გაბაიძე “აჭარის წყლის ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით გაბაიძე “აჭარის წყლის ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება. დღეს, 20 მაისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტში იმსჯელეს დავით გაბაიძისათვის, უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე. მიზეზად დეპუტატის მანდატთან შეუთავსებელ თანამდებობაზე წარდგენაა. მიმდინარე წლის 30 მარტს, როდესაც დავით გაბაიძე თანამდებობიდან გადადგა, მან შეინარჩუნა უმაღლესი საბჭოს დეპუტატის …
Continue reading “დავით გაბაიძე “აჭარის წყლის ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება”
ზურაბ პატარაძე აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცეს
დღეს, 28 აპრილს, აჭარის „ოცნების“ უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე, ასევე აჭარის მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა. ზურაბ პატარაძეს უმაღლესი საბჭოს 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ზურაბ პატარაძე ამ თანამდებობაზე „ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა წარადგინა. აჭარის მთავრობის შემადგენლობა ზურაბ პატარაძემ უცვლელი დატოვა. აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2026 წლის 22 აპრილამდე სულხან თამაზაშვილი მუშაობდა, რომელიც …
Continue reading “ზურაბ პატარაძე აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცეს”
1-კანდიდატიან არჩევნებში ცოტნე ანანიძემ გაიმარჯვა – ის „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა
დღეს, 2 აპრილს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნების“ წევრი ცოტნე ანანიძე აირჩიეს. ანანიძის გარდა სხვა კანდიდატურა არ ყოფილა წარდგენილი. ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ეს პოსტი 30 მარტს დატოვა. გაბაიძე ჯერჯერობით რჩება უმაღლესი საბჭოს რიგით წევრად, თუმცა როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ წევრის სტატუსიც დატოვოს. დავით გაბაიძე აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, …
„ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს
ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს. ეს პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძის კანდიდატურას „ოცნება“ უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობაშია, ცოტნე ანანიძის კანდიდატურას ახალ თანამდებობაზე ერთხმად დაამტკიცებენ. ცოტნე ანანიძე უმაღლესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატია. …
დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა
დავით გაბაიძემ დატოვა „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი. ამის შესახებ დღეს, 30 მარტს, გამართულ ბრიფინგზე თავად დავით გაბაიძემ განაცხადა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დავით გაბაიძის პოსტს ცოტნე ანანიძე დაიკავებს. ის აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. დავით გაბაიძემ დღეს ბრიფინგი მადლობით დაიწყო, მან, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. „დიდი ხანია …
Continue reading “დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა”
„აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილმა თანამშრომელმა ქრთამი აიღო“ – სუსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით პასუხისგებაში მისცა. სუსის გამოძიების თანახმად, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელმა მოქალაქისგან ქრთამი აიღო. „უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილმა თანამშრომელმა ქობულეთში, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 3 000 ლარი, საიდანაც …
Continue reading “„აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილმა თანამშრომელმა ქრთამი აიღო“ – სუსი”
„ფერი არ იყოს წითელი ან ყვითელი“ – 4 ჯიპს ყიდულობს აჭარის უმაღლესი საბჭო, გამოყოფილია 289 ათასი ლარი
აჭარის უმაღლესი საბჭო 4 ავტომობილს იყიდის. II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილების შესაძენად კი ბიუჯეტიდან 289 ათას 760 ლარია გათვალისწინებული, ანუ ერთი ავტომობილისთვის 72 440 ლარი. ავტომობილების შესყიდვაზე უმაღლეს საბჭოს ტენდერი აქვს გამოცხადებული. „შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის, ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვება, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს …
ხალხი რომ არ შეიჭრას, თვეში 27 ათას ლარს ხარჯავენ – უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობას იარაღით იცავენ
ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობის მოსახლეობის შეჭრისგან დასაცავად აჭარის ბიუჯეტიდან მომდევნო ოთხ თვეში, ჯამში, 111 ათასი ლარი დაიხარჯება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ [ვინაიდან ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია] სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა, რათა შენობის და მიწის ნაკვეთის დასაცავად ხელშეკრულება გააფორმოს შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან. „დასახელებული ქონების მოქალაქეების მიერ მასიურად თვითნებურად დაკავების საშიშროების …
სხდომა შეიძლება „გაუსაძლისი პირობების“ გამო ვერ შედგეს – უმაღლესი საბჭო კონდიციონერის ყიდვას ითხოვს
აჭარის უმაღლესი საბჭო სასესიო სხდომათა დარბაზისთვის ერთ ცალ კოლონურ კონდიციონერს გადაუდებელი აუცილებლობით, ტენდერის გარეშე იყიდის. თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს უმაღლესი საბჭოდან უკვე მიმართეს. კონდიციონერის არქონით გამოწვეული „გაუსაძლისი პირობების გამო“ შესაძლოა პლენარული სხდომა არ შედგესო – ასე უსაბუთებს გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომას უმაღლესი საბჭო შესყიდვების სააგენტოს. „უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის ზოგიერთ წერტილებში, მათ შორის, სასესიო სხდომათა …
10 მილიონი ლარი დაიხარჯება აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს შესანახად 2026 წელს
აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის 29 მაისს მიიღო დადგენილება, რომლითაც უმაღლესი საბჭოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. ამ დადგენილებით საბჭოს ბიუჯეტი 10 113 570 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული თანხიდან ხარჯებში 8 770 570 ლარი უნდა გაიწეროს, საიდანაც მხოლოდ ხელფასებში [შრომის ანაზღაურებაში] დაიხარჯება 5 978 532 ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის …
არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ აჭარის ახალი მთავრობა დაამტკიცა
დღეს, 7 აპრილს, აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობა, 12 ხმით, დაამტკიცა. არალეგიტიმურმა საბჭომ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის კანდიდატურასა და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს, ერთიანად უყარა კენჭი. მინისტრთა კაბინეტი უცვლელი დარჩა, თანამდებობა შეინარჩუნა აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ყველა მინისტრმა. დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომა დახურულ ფორმატში გაიმართა – სხდომაზე არ …
Continue reading “არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ აჭარის ახალი მთავრობა დაამტკიცა”
პოლიციელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ორშაბათს ამტკიცებს ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭო
აჭარის ანტიკონსტიტუციური მთავრობის ახალი შემადგენლობა ორშაბათს, 2025 წლის 7 აპრილს დაამტკიცებენ. ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭო დღეს, 5 აპრილს, არასამუშაო დღეს ბიუროზე შეიკრიბა და შესაბამისი პროცედურები დაიწყო. აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ორშაბათს, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას. ვინ არიან მინისტრების ახალი კანდიდატები? – აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა წესით დეპუტატებს შესაბამისი კანდიდატები უნდა წარუდგინოს. …
აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის გათბობა-გაგრილებისთვის 900 ათასი ლარი დაიხარჯება
შენობაში, სადაც დღეს აჭარის ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოა განთავსებული, გათბობა-გაგრილების სისტემას მოაწყობენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 900 000 ლარი დაიხარჯება. „აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის [ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. №37] გათბობა-გაგრილების სისტემის სახელმწიფო შესყიდვაზე – თანმდევი მონტაჟით და არსებულის დემონტაჟით“ – ტენდერი საბჭოს 963 ათას 77 ლარით აქვს გამოცხადებული. „დაიგეგმა შენობის გათბობა-გაგრილება VRV სისტემით. გარე ბლოკები დამონტაჟდეს …
Continue reading “აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის გათბობა-გაგრილებისთვის 900 ათასი ლარი დაიხარჯება”
აჭარის მთავრობა კულტურის სამინისტროს ქმნის – ოთხის ნაცვლად ხუთი სამინისტრო აჭარაში
აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო გაიყოფა და ახალი, კულტურის სამინისტრო დაემატება. ინფორმაცია აჭარის მთავრობის აპარატში დაგვიდასტურეს. აქ მიიჩნევენ, რომ „ახალი სამინისტროს ფორმატში შესაძლებელი იქნება დარგობრივი პოლიტიკის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელება.“ – ეს იმას ნიშნავს, რომ აჭარაში ოთხის ნაცვლად ხუთი სამინისტრო და მინისტრის მოადგილის ხუთი ახალი თანამდებობა იქნება ვაკანტური. სამინისტროს დაჭირდება შესაბამისი დეპარტამენტები, სამსახურები და …
აჭარის უმაღლესმა საბჭომ 6 ოპოზიციონერს უფლებამოსილება შეუწყვიტა
აჭარის ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება“ ვადამდე შეუწყვიტა უსკოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არჩეულ წევრებს ოპოზიციური პარტიებიდან: ელგუჯა ბაგრატიონს, მიშა ბოლქვაძეს, ედიშერ ჟღენტს, ლია ჯაყელს [მპგ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“] გენადი თებიძეს [„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“] მირდატ ქამადაძეს [მპგ „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“] აჭარის უმაღლესმა საბჭომ …
Continue reading “აჭარის უმაღლესმა საბჭომ 6 ოპოზიციონერს უფლებამოსილება შეუწყვიტა”
აჭარაში მინისტრის მოადგილეების თანამდებობები დაამატეს და „ოცნების“ ყოფილი დეპუტატები დანიშნეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის წევრები, რომლებიც „ოცნების“ გამსვლელ სიაში არ ჩაწერეს, სამინისტროებში მოადგილის თანამდებობებზე დანიშნეს. მანამდე აჭარის სამინისტროების დებულებაში ცვლილებები შეიტანეს და მეხუთე მოადგილის თანამდებობა დაამატეს. შესაბამის ცვლილებებს თორნიკე რიჟვაძემ გასული წლის ბოლოს მოაწერა ხელი. მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ თანამდებობები უმაღლესი საბჭოს „ოცნების“ სიის გარეთ დარჩენილებისთვის შექმნეს, თუმცა ამას აჭარის მთავრობაში არ ადასტურებდნენ. მიუხედავად …
„ოცნებას მარტო ვტოვებთ ნაქურდალ მანდატებთან ერთად” – კოალიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში სიას ხსნის
„ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ აჭარის უმაღლეს საბჭოში საარჩევნო სიას ხსნის. კოალიციის წევრებმა დღეს, 26 ნოემბერს, ბრიფინგი გამართეს, სადაც სიების ჩახსნის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთეს. „კოალიციამ მიიღო გადაწყვეტილება სიების ჩახსნათან დაკავშირებით. ეს ეხება არამარტო საქართველოს პარლამენტს, ასევე ეხება აჭარის უმაღლეს საბჭოსაც. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, ჩვენი კოალიცია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც …
აჭარის ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ მუშაობა დაიწყო
დღეს, 26 ნოემბერს, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა. სხდომაზე სცნეს უსკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არჩეული დეპუტატების უფლებამოსილება. 26 ნოემბერს გამართულ უმაღლესი საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა არცერთი ოპოზიციური პარტია და „ქართული ოცნების“ დეპუტატები სხდომათა დარბაზში მარტო იყვნენ. ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, თვლიან, რომ ხმები მოპარულია, …
Continue reading “აჭარის ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ მუშაობა დაიწყო”
„შეგუების დრო არ არის“ – ბათუმში აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქცია იგეგმება
ბათუმში ხვალ, 26 ნოემბერს, ახალი მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭო პირველ სხდომას გამართავს. სამოქალაქო ჯგუფები ბათუმში აქციას აანონსებენ. „უმაღლესი საარჩევნო კომისიის „შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე“, აჭარის უმაღლესი საბჭო შეიკრიბება. მოგიწოდებთ, 11 საათიდან შევიკრიბოთ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოსთან და ჩვენი ხმა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც არალეგიტიმური არჩევნების შედეგების საფუძველზე, დაიკავებენ ადგილებს საბჭოში, რომელიც არა “ქართული ოცნების”, არამედ აჭარის მოსახლეობის ინტერესებს …
Continue reading “„შეგუების დრო არ არის“ – ბათუმში აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქცია იგეგმება”
უსკომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები შეაჯამა
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო] დღეს, 18 ნოემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები აქციის ფონზე შეაჯამა. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და უმაღლეს საბჭოშიც არ შევლენ. ვრცლად: „არ ვაპირებთ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას“ – ოპოზიცია ბათუმში „საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება არჩევნებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში …
Continue reading “უსკომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები შეაჯამა”
უსახლკაროები უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობაში შეიჭრნენ – „გამოგვიყვანეს, არ დავტოვებთ აქაურობას“
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობაში შეჭრილი უსახლკაროების თქმით, დაცვის პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით გამოიყვანა. „ძალით გამოგვიყვანეს, ხელები გადაგვიგრიხეს… მაინც არ დავტოვეთ აქაურობა, მთელი ღამე აქ დავრჩით, შესასვლელთან,“ – ამბობენ უსახლკაროები. 15-მდე უსახლკარო აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობაში ჩაქვში ღამით შეიჭრა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობის დაკავებამდე, უსახლკაროების ნაწილი ბათუმსა და ქობულეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე …
კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სია წარადგინა
დღეს, 26 სექტემბერს, კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ ბათუმში წარადგინა კანდიდატთა სია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, რომელიც 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება რეგიონში. გენო თებიძე სიის პირველი ნომერია. სიაში სულ 27 პირია, მათგან მხოლოდ ოთხი ქალია. „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო სია სრულად: 1. გენო თებიძე 2. ვაჟა დარჩია 3. როლანდ შავაძე 4. ბესიკ შაინიძე 5. რაულ პაქსაძე …
Continue reading “კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სია წარადგინა”
ვინ აღარ არის უმაღლესი საბჭოს „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ათეულში
დღეს, 26 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სია წარადგინა. 2024 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველ ათეულში მოქმედი დეპუტატების ნაწილი აღარ გვხდება. „ოცნების“ საარჩევნო სიაში აღარ არიან: ნადიმ ვარშანიძე [ვარშანიძე სიის მე-17 ნომერია]. ილია ვერძაძე [იგი სიის მე-18 ნომერია]. გიორგი მანველიძე ვლადიმერ მგალობლიშვილი ირაკლი ჭეიშვილი [ჭეიშვილი „ოცნების“ საპარლამენტო სიაშია, რომელიც დღეს გახდა ცნობილი]. …
Continue reading “ვინ აღარ არის უმაღლესი საბჭოს „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ათეულში”
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 2,8 მილიონი ლარი დაიხარჯება
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო] ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების გამართვისთვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი დაამტკიცა. უსკოს დადგენილების მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის სულ 2 829 980 ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 2 227 980 ლარი საარჩევნო ადმინისტრაციის ხელფასებში [შრომის ანაზღაურებაში] დაიხარჯება, ხოლო 602 ათასი ლარი მოხმარდება სხვადასხვა საჭირო საქონლისა და …
Continue reading “აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 2,8 მილიონი ლარი დაიხარჯება”
„ოცნება“ აჭარაში მომხრეების სხვა რეგიონებიდან გადმოწერას გეგმავს – ოპოზიცია „თაღლითურ სქემაზე“
პოლიტიკური პლატფორმა – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან აჭარის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა გადმოწერის შესახებ წლებისა და თვეების მიხედვით ჩაშლილ სტატისტიკურ ინფორმაციას ითხოვს. ამის შესახებ პოლიტიკურმა პლატფორმამ დღეს, 13 აგვისტოს, განაცხადა ბათუმში. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო რეესტრისაგან ვითხოვთ წლებისა და თვეების მიხედვით ჩაშლილ სტატისტიკას, საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში …
8 მილიონი ლარი დაიხარჯება აჭარის უმაღლესი საბჭოს შესანახად 2025 წელს
აჭარის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. უმაღლესი საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი 8 087 154 ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე, 2024 წლის ბიუჯეტთან შედარებით 567 854 ლარით არის გაზრდილი. აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის წელს აჭარის ბიუჯეტში 7 519 300 ლარია გათვალისწინებული. უცვლელი რჩება უმაღლესი საბჭოს მომუშავეთა რიცხოვნობა …
Continue reading “8 მილიონი ლარი დაიხარჯება აჭარის უმაღლესი საბჭოს შესანახად 2025 წელს “
ვწყვეტთ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან – აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია
„პროტესტის ნიშნად ჩვენ ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან“ – ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება დღეს, 15 მაისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციამ ბრიფინგზე განაცხადა. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმზე გადადის. „პირველ რიგში გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პატრიოტ, დაუღალავ და სამაგალითო ახალგაზრდა თაობას, რომელიც ითხოვს თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, ევროპისკენ სვლას – რისთვისაც დგანან ქუჩაში, სამშობლოს სადარაჯოზე წვიმაში თუ …
8 არასამთავრობო აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობას წყვეტს
8 არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობას წყვეტს. მათ ამის შესახებ წერილობით აცნობეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს. განცხადებაში ნათქვამია: „მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო) გატეხა საქართველოს მოქალაქეებისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, ისევე როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული პირობა და ხელახლა დააინიციირა რუსული კანონი. კანონი, რომელიც რუსეთის მსგავსად – მტრულ ძალად აცხადებს ზოგადად დემოკრატიულ სამყაროს, მათ …
Continue reading “8 არასამთავრობო აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობას წყვეტს”
აუდიტის შენიშვნები აჭარის 2024 წლის ბიუჯეტზე – მთავრობა მხოლოდ რიცხვებს ცვლის
„მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვროს რეგიონში არსებული რესურსების, ბოლო წლების ტენდენციებისა და მოსალოდნელი პროგნოზების ანალიზის საფუძველზე“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში, აჭარის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტზე. დასკვნა აუდიტმა დღეს, 13 დეკემბერს, გამოაქვეყნა, თუმცა, შენიშვნები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა აჭარაში, კახაბერ კირტავამ, 8 დეკემბერს სიტყვიერად მოახსენა უმაღლეს საბჭოს იმ სხდომაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. …
Continue reading “აუდიტის შენიშვნები აჭარის 2024 წლის ბიუჯეტზე – მთავრობა მხოლოდ რიცხვებს ცვლის”
უმაღლესმა საბჭომ აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა
აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაჩქარებული წესით, რიგგარეშე სხდომაზე დღეს, 8 დეკემბერს, 13 ხმით დაამტკიცა. ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა უმაღლესი საბჭოს ოპოზიციამ. აჭარის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მიღების წინააღმდეგი იყო უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია, თუმცა, საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განმარტებით, რიგგარეშე სესიის ჩანიშვნა გადაწყდა იმიტომ, რომ მომდევნო პერიოდში სხვა საკითხებიც აქვთ განსახილველი, რასაც ბიუჯეტის პროექტის …
Continue reading “უმაღლესმა საბჭომ აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა”
„ხელი ვის დაარტყი ბიჭო, შე ყ.. შენ!“ – ფიზიკური დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში
„დავაი, ბიჭო“, „დავაი ახლა-მეთქი, დაახვიეთ!“ , „შენ ენა გეისწორე!“, „ხელი ვის დაარტყი ბიჭო!“, „შენ ყ.. შენ!“ , „მოდი, ბიჭო აქა!“ – ასე მიმართავდნენ დღეს, 30 ნოემბერს, ერთმანეთს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც დეპუტატებს შორის დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, აჭარის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილება უნდა განეხილათ. ტელევიზიების მიერ გადაღებულ კადრებში კარგად …