მთავარი,სიახლეები

„ევროპული საქართველოს“ პარტიული სიის ათეული უმაღლეს საბჭოში

01.10.2020
„ევროპული საქართველოს“ პარტიული სიის ათეული უმაღლეს საბჭოში

„ევროპული საქართველოს“ პარტიული სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლეს საბჭოში პეტრე ზამბახიძეა, იგი ამ პოლიტიკური პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

პარტიული სიის მეორე ნომერი ვახტანგ კალოიანია – შპს “ნიუ ჰოსპიტალს თბილისის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. იგი ამავდროულად ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია უმაღლეს საბჭოში. სიის მესამე ნომერია თემურ კახიძე – ბათუმის საკრებულოს წევრი, მეოთხე – მანანა ქუთათელაძე, რომელიც პარლამენტის აპარატის ფრაქციის მოწვეული სპეციალისტია, მეხუთე – თემურ ავალიანი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

პარტიული სიის მეექვე ნომერია მირზა თურმანიძე – შუახევის საკრებულოს წევრი, მეშვიდე ნომერი ხულოს საკრებულოს წევრი მამუკა მელაძეა, მერვე – სოფიკო სურმანიძე, საფინანსო კომპანიის თანამშრომელი, მეცხრე – ედნარ ფუტკარაძე – „ევროპული საქართველოს“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის მოადგილე, მეათე – ნინო ხარჩილავა, ხელოვნების უნივერსიტეტის თანამშრომელი.

  1. პეტრე ზამბახიძე
  2. ვახტანგ კალოიანი
  3. თემურ კახიძე
  4. მანანა ქუთათელაძე
  5. თემურ ავალიანი
  6. მირზა თურმანიძე
  7. მამუკა მელაძე
  8. სოფიკო სურმანიძე
  9. ედნარ ფუტკარაძე
  10. ნინო ხარჩილავა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: