„აზვირთებული, უსახლკარო და მშიერი ხალხი წაგლეკავთ“ – აქცია ბათუმში

„ხელისუფლებას ამას ვეტყოდი, რომ სტატუსი მაინც  მოგვანიჭონ და ჭერი. ევროპა ამიტომ გვინდა, რომ უსახლკაროდ და უპატრონოდ არ დავიხოცოთ, პატარა ქვეყანა ვართ, ამდენი უსახლკარო რატომ უნდა ვიყოთ?“ – კითხულობს თინა ანთაძე, რომელსაც ბათუმში, საპროტესტო მსვლელობის დროს გამოველაპარაკეთ. მსვლელობა ვარდების სკვერიდან დაიწყო, სადაც დღეს, 16 ნოემბერს, უსახლკარო ადამიანები შეიკრიბნენ. მეორე წელია ყოველი კვირის ხუთშაბათს უსახლკარო ადამიანები ბათუმის …

უმაღლესი საბჭოს თანამშრომლის, „ოცნების“ ყოფილი კანდიდატის სამშენებლო ბიზნესი

ბათუმში, მაზნიაშვილის #9-ში, შპს „ველ ბილდინგი“ ავარიული სახლის ათვისებას გეგმავს. სანაცვლოდ მერიისგან კ2 კოეფიციენტის გაზრდას ითხოვს გონიოში, ანდრია პირველწოდებულის პირველ ჩიხში, #11-ში, ზღვასთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტისთვის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ველ ბილდინგი“ 2023 წლის ივნისში დაუფუძნებიათ. კომპანიის 45 პროცენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწეს, მამუკა კაკაბაძეს …

„აჭარის მთავრობამ პრიორიტეტები უნდა განიხილოს ხალხთან“ – ენმ-ის კანონპროექტი უმაღლეს საბჭოში

აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირეს. ფრაქციის წევრის, გია აბულაძის თქმით, ახალი კანონპროექტი უზრუნველყოფს საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალეობასა და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას. „აჭარის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში, ან სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია დახმარების მიმღებად, ან გაჭირვებულია, მაგრამ ისეთი მონაცემები არ აქვს, რომ დახმარება მიიღოს. ყოველი ბიუჯეტის ყველა განხილვისას ვითხოვ …

„ლაჩრულად წაგებულ ომზე“ რიჟვაძე ციტატას აზუსტებს, მის ნათქვამს განმარტავენ დეპუტატებიც

„სხვა დროისთვის რომ იცოდეთ, კიდევ ერთხელ: ჩვენი ჯარისკაცები გმირები არიან, იყვნენ და იქნებიან, ლაჩარი თქვენი ბელადი სააკაშვილია“, – ასე გამოეხმაურა დღეს, 16 ივნისს, ფეისბუქზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მის მიმართ კრიტიკას, რომელიც გამომწვევიც გახდა 2008 წლის ომის მისამართით ნათქვამი მისივე სიტყვები „ლაჩრულად წაგებული ომი“. კერძოდ, 15 ივნისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციის მიერ …

7 მილიონი თუ მილიარდი? – რამდენით დააფინანსებენ აჭარის უმაღლეს საბჭოს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2024  წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა და საკუთარი დაფინანსება სამომავლოდ, 7 მილიონ 25 ათას 800 ლარით განსაზღვრა. ეს იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკურ ხარვეზს არ გავითვალისწინებთ, ვინაიდან, უკვე დამტკიცებულ დადგენილებაში არა 7 მილიონი, არამედ 7 მილიარდია ჩაწერილი: ამ ჩანაწერში „ათასი“ ზედმეტია. ანალოგიური მცდარი ჩანაწერი იყო დადგენილების პროექტშიც, რომელიც უმაღლესი საბჭოს ბიუროს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ …

„ჩინური კალაძე ხარ“ – ოპოზიციონერი დეპუტატი თორნიკე რიჟვაძეს

„ჩინური კალაძე ხარ ჩვეულებრივი“ – უთხრა აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს, 15 ივნისს ენმ-ს დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა თორნიკე რიჟვაძეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს უმაღლეს საბჭოს ანგარიში ჩააბარა. თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციას უსაყვედურა იმ ტრანსპარანტებისთვის, რაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა გამოფინეს უმაღლეს საბჭოსთან სხდომის მიმდინარეობის დროს: „კადიროვის მასპინძელო“, „ჩმორნიკე“. ამ აქციაზე თორნიკე რიჟვაძეს „ნუგზარ ფუტკარაძის საქმის“ დროულად გამოძიება მოსთხოვეს. „მასე …

„კადიროვის მასპინძელო“ – რიჟვაძეს უმაღლეს საბჭოსთან აქციით დახვდნენ

დღეს, 15 ივნისს, ბათუმში, აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს უსმენენ. რიჟვაძეს უმაღლეს საბჭოსთან ენმ-ის და ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები დახვდნენ სტვენით, შეძახილებითა და პლაკატებით. „კადიროვის მასპინძელი“, „ჩმორნიკე“, „ქართული ოცნება კლავს“ – წერია პლაკატებზე. თორნიკე რიჟვაძეს აქციაზე შეახსენეს ნუგზარ ფუტკრაძის საქმეც. ბათუმის საკრებულოს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ენმ-მ გასული წლის 24 …

უმაღლეს საბჭოს საკმარისი დრო და რესურსი აქვს, რომ ხალხის მოთხოვნები შეისწავლოს – ინტერვიუ

ამომრჩეველმა ქობულეთში თავისივე არჩეულ საკრებულოს დაგვის კულტურის ცენტრის უნიკალური შენობის გადარჩენა, რეაბილიტაცია პეტიციით მოსთხოვა, თუმცა შედეგი დღემდე არ დამდგარა. ისევე როგორც სხვა ბევრი მოთხოვნა, აღნიშნულიც დარჩა უპასუხოდ. პეტიცია ერთ-ერთი შესაძლებლობაა ამომრჩევლისთვის, თავისივე რჩეულს პრობლემა მკაფიოდ და დასაბუთებულად დაანახოს. რატომ ხდება, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელსაც ამომრჩეველი პეტიციით ითხოვს, მერია ამბობს, რომ ბიუჯეტში ფული არ აქვს? ეს …

ვის [არ]ესმის ხალხის ხმა – პეტიციები

ხალხს ჯერ გზა უნდა, შემდეგ – ხიდი, ავტობუსი, სასმელი წყალი, მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემა, რომელიც მდინარეზე გაუფილტრავად მიერთებული არ არის. ხალხს უნდა რეგულარულად მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დროული სამედიცინო სერვისი და ასე შემდეგ. სწორედ იმავე მოტივით, რომ ხალხს ჯერ გამართული ინფრასტრუქტურა უნდა, 10-ზე მეტი წელია, რაც ეს ჩამონათვალი ყოველი ახალი წლის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებშია და არ იცვლება. …

უმაღლესი საბჭოს წევრების მივლინებები „უცხოური გავლენით“ – პარიზი, კრაკოვი, ამსტერდამი

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების საზღვარგარეთ საქმიანი ვიზიტების მიზნობრიობასა და დაფინანსებას თუ გადავხედავთ, შესაძლოა გაგვიჩნდეს კითხვა – ისინიც ხომ არ უნდა დაექვემდებარონ ახალ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ? გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, პოლონეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ესპანეთი – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები საქმიანი ვიზიტით, გამოცდილების გასაზიარებლად, ერთობლივ კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად …

უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობას სრულყოფილად ვერ აკონტროლებდა – „გამჭვირვალობა“

„2021-2022 წლებში აჭარის უმაღლესი საბჭო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს არ იყენებდა და აჭარის მთავრობას სრულყოფილად ვერ აკონტროლებდა“ – ნათქვამია ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ მომზადებულ კვლევაში, რომელიც დღეს, 19 დეკემბერს გამოქვეყნდა. ორგანიზაციის ანგარიში მოიცავს მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს მუშაობას – 2020 წლის არჩევნების შედეგების ცნობიდან 2022 წლის 13 ივლისის მდგომარეობით და მისი მიზანია აჭარის მთავრობის …

ენმ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს აღარ დაესწრება – ბოიკოტი

„არ დავესწრებით აჭარის უმაღლესი საბჭოს არცერთ სხდომას, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის საფრთხეში“, – აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი კირთაძე. დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს. პლენარული სხდომა, სადაც აჭარის ბიუჯეტი უნდა განიხილონ, დღეს, 12 საათზე დაიწყო. „ბუნებრივია, სხდომაზე არ შევალთ მანამ, სანამ …

გლოვის ნიშნად ოპოზიციამ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან დროშები დაუშვა

გლოვის ნიშნად აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ოპოზიციამ დროშები დაუშვა. ხელისუფლებამ უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვის შემდეგ 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებაზე უარი თქვა. „ჩვენ დავუშვით დროშები, რადგან ქვეყნის ტრაგედიაა, როცა დაიღუპნენ ქართველი მებრძოლები,“ – ამბობს ლევან ანთაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან. „ხელისუფლებამ უარი თქვა, გამოეცხადებინა გლოვის დღედ დღევანდელი დღე, ეს არის სახალხო გლოვის დღე. ხელისუფლების …

კითხვები, რომლებსაც აჭარის მთავრობა არ პასუხობს

„გთხოვთ, ელექტრონული ფორმით მოგვაწოდოთ 2021 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, თქვენ მიერ გამოცემული ყველა ბრძანების ასლი“, – ამ მოთხოვნით უმაღლესი საბჭოს წევრმა გიორგი კირთაძემ მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს და მთავრობის წევრებს, ოთხივე მინისტრს მიმართა. მოთხოვნიდან 42-ე დღეს დეპუტატს არცერთი პასუხი არ მიუღია. მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრებმა დეპუტატის თხოვნა უპასუხოდ დატოვეს, მას ინფორმაცია არ მიაწოდეს. დეპუტატის კითხვისა …

რის გაკეთებას გეგმავს მომავალ წელს აჭარის მთავრობა – 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი

2023 წლის ბიუჯეტის პროგნოზი ნახევარი მილიარდი ლარია. დოკუმენტის პირველი ვარიანტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უმაღლეს საბჭოს განსახილველად უკვე გადაუგზავნა. ოპოზიცია ეჭვობს, რომ დოკუმენტი რადიკალურად შეიცვლება და ის მხოლოდ იმიტომ შეიტანეს, პროცედურა რომ არ დაერღვიათ, ამიტომაც მიიჩნევენ, რომ ახლა მისი დეტალური განხილვა აზრს მოკლებულია. „შემოდის ფორმალურად მომზადებული ბიუჯეტი. მას განიხილავენ, ტრადიციულად დაიწუნებენ და დააბრუნებენ უკან. …

იალაღებზე ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებას პეტიციით ითხოვენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და „სოლიდარობის თემის” ორგანიზებით აჭარის უმაღლეს საბჭოში პეტიცია დარეგისტრირდა, რომლითაც აჭარის სამთო იალაღებზე, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რამდენიმე თვეს ატარებს, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებას ითხოვენ. „რელიეფური სირთულისა და გეოგრაფიული დაშორების გამო ათასობით მცხოვრები ხშირ შემთხვევაშია მოკლებულია ჯეროვან სამედიცინო მომსახურებას, რესურსების სიმწირის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები რთულად აღწევენ სხვადასხვა დასახლებამდე, პრაქტიკულად უფუნქციოა …

458 ათასი ლარი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის ადაპტირება-რემონტისთვის

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის რემონტისთვის 458 ათას 231 ლარია გამოყოფილი. ტენდერი გამოცხადებულია და საბოლოო თანხა, რაც ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირდება, აჭარის 2022 და 2023 წლების ბიუჯეტიდან დაიფარება. საბჭოს შენობაში უნდა მოეწყოს პანდუსი, ლიფტი და ჩატარდეს სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაო. დოკუმენტების მიხედვით, გარდა იმისა, რომ შენობა არაადაპტირებულია, კედლებში წყალიც ჟონავს. მიზეზად კი, თავის დროზე არასწორად შესრულებული …

რას ითხოვს ხალხი და რას პასუხობს მთავრობა – პეტიციები აჭარაში

საბავშვო ბაღის მშენებლობა, სკვერის მოწყობა, კაპიტალური საკანალიზაციო არხის მშენებლობა, ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია, წიგნადი ფონდის განახლება, ძეგლის მოვლა, ბულვარის გადარჩენა, ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა, ადაპტური ტექნოლოგიების პროგრამის დაფინანსება, კონკრეტული მშენებლობის შეჩერება და სხვა – ბოლო წლებში აჭარის მუნიციპალიტეტებში შესული პეტიციები თავიანთი შინაარსით იმდენად მრავალფეროვანია, ისინი ვინმეს გულდასმით რომ შეესწავლა, აღერიცხა და მათი გადაჭრის გზებზე ეფიქრა, კარგი წინასაარჩევნო პროგრამა …

„მე არავისგან არ განვსხვავდები“ – გაბაიძე პოლიტიკური ხელმძღვანელების კრიტიკაზე

„თქვენ განსხვავებით კობახიძისგან და ღარიბაშვილისგან…“ – მიმართა რეპლიკით უმაღლესი საბჭოს წევრმა ენმ-დან ლევან ანთაძემ საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს,  საქართველოსთვის  ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭების თაობაზე რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ. დავით გაბაიძემ  კოლეგას სიტყვა შეაწყვეტინა პასუხით: „მე არავისგან არ განვსხვავდები“. მანამდე კი დავით გაბაიძემ კოლეგას ის ენერგოკომპანიები ჩამოუთვალა, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსულ კომპანიებზე გაასხვისეს. …

როგორ ამართლებს ტიტე აროშიძე რიჟვაძეს – „დიახ, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა დაახვიოს“

„დიახ, მე ვფიქრობ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოდან უნდა დაახვიოს“, – ასე დაასრულა აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა, ტიტე აროშიძემ ბრიფინგი და დატოვა ტრიბუნა იმის ნიშნად, რომ კითხვებს აღარ უპასუხებდა. მას არ უთქვამს, რა უნდა ქნას 29 065 ამომრჩეველმა ბათუმში, რომელმაც ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა ნაციონალურ მოძრაობას მისცა – უნდა „დაახვიონ“, თუ დარჩენა შეუძლიათ. ტიტე აროშიძემ დღეს, …

„დავაი, დაახვიეთ… თქვე ჭორიკნებო“ – თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს

„შემეხებით, შეგეხებით,“ „ბანდიტი ხართ, ყაჩაღი“, „დავაი, დაახვიეთ“ „ჭორიკნები ხართ“, „ლოთები ხართ“ – ეს ფრაზები დღეს, 7 ივნისს, თორნიკე რიჟვაძემ თქვა სხდომაზე, რომელსაც წესით და რეგლამენტით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში ერქვა აჭარის უმაღლესი საბჭოს წინაშე. იმისთვის, რომ თორნიკე რიჟვაძეს ანგარიშვალდებულების და კრიტიკული კითხვების გამო რამე უხერხულობა არ შეჰქმნოდა, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრები დაირაზმნენ, ოპოზიციის პოზიციები აბუჩად …

24 პირი დაგვაკავეს, რეპრესიები მოგვიწყო მთავრობამ აჭარაში, ყველა საქმე კოპირებულია – აბულაძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, 7 მაისის აქციაზე მათი დაკავების საქმეში პოლიციელების სამხრე კამერით გადაღებული, ასევე პოლიციის მანქანებში დაფიქსირებული კადრების სასამართლოსთვის წარდგენას ითხოვენ. „დავაი“ ანუ ვისი ბრძანებით დააკავეს 23 ოპოზიციონერი – სისტემა თავისუფლების წინააღმდეგ უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სასამართლომ ამ მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებით ენმ-ს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მიიღეს ინფორმაცია, …

„ოცნება“ უმაღლეს საბჭოში უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაზე უარს ამბობს – ენმ

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის ინფორმაციით, „ოცნების“ ფრაქციამ უარი თქვა რეზოლუციაზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაგმობას და უკრაინისთვის სოლიდარობის ოფიციალურად გამოხატვას ითვალისწინებს. ენმ-ს წევრ გია აბულაძის თქმით, რეზოლუციაზე ხელმოწერა და მისი გამოქვეყნება უმაღლეს საბჭოს ოპოზიციამ შესთავაზა. რეზოლუციის პროექტი – „უკრაინის მხარდაჭერის შესახებ“  – უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ 2 კვირის წინ დაარეგისტრირა. გია აბულაძის …

„ზურაბიშვილი ოცნების გუნდის წევრი არც ყოფილა“ – „ოცნების“ დეპუტატები ბათუმში

„პრემიერმა განმარტა“ – გვიპასუხეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, რომლებსაც ვკითხეთ, რამდენად სამართლიანი იყო მათთვის კრიტიკა ამჯერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა ცილისწამებაა სინამდვილეში. დღეს, 15 მარტს, პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ მთავრობა სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებს. „პრეზიდენტ ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია“ – ეს შეფასება უკვე დადო ორგანიზაცია IDFI-მ და თავის …

ოპოზიცია ბათუმში რიჟვაძის გადადგომას ითხოვს – იმპიჩმენტი არ იქნება

ოპოზიცია ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. „კითხვაზე – ვინ დაიწყო ომი უკრაინაში? აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს წევრს პასუხი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებისას არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთი, როგორც აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა,”- აღნიშნულია ოპოზიციური ერთობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამავე თემაზე: ვინ დაიწყო ომი უკრაინაში? – თორნიკე …

„შენ სამშობლოს ღალატში იღებ ახლა ხელფასს, გაიგე?“ – ენმ-ის დეპუტატი “ოცნების” დეპუტატს

„შენ სამშობლოს ღალატში იღებ ახლა ხელფასს, გაიგე?“ – ამ სიტყვებით უმაღლესი საბჭოს წევრმა, ენმ-იდან ელგუჯა ბაგრატიონმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, ტიტე აროშიძეს მიმართა. დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის მიღების საკითხს მოჰყვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, რომლებმაც რეზოლუცია 24 თებერვალს დაარეგისტრირეს, ითხოვდნენ, რომ უმაღლეს საბჭოს დღეს, 28 თებერვალს, გაეტანა ბიუროს სხდომაზე რეზოლუციის საკითხი. …

აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატი და 13 მძღოლია – კიდევ რაში იხარჯება 5,2 მილიონი

აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც 21 არჩეული წევრია, კიდევ 133 ადამიანია დასაქმებული. აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის კი 2021 წელს ბიუჯეტიდან ჯამში 5,2 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან 3 246 866 ლარი მარტო ხელფასისთვის გაიცა. საბჭო, დღევანდელი შემადგენლობით, პირველად 2020 წლის დეკემბერში შეიკრიბა. უმაღლესი საბჭოს წევრების ხელფასებისთვის, გასულ წელს, მილიონამდე ლარი [ჯამში 984 729 ლარი] დაიხარჯა; საბჭოში დასაქმებულ …

აჭარის უმაღლესი საბჭო ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში მუშაობს. „ოცნების“ ინფორმაციით, ისინი ბოლო სამ სხდომას არ დასწრებიან, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. „ოცნების“ უმრავლესობა განმარტავს, რომ ბოიკოტი უნდა შეეხოს მხოლოდ პლენარულ სხდომებს და ოპოზიციამ კომიტეტებში მუშაობა უნდა გააგრძელოს. საკითხის მომხსენებელია იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი. მან უმაღლეს საბჭოს წარუდგინა მონაცემები, თუ რამდენ სხდომას …

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია აჭარის უმაღლეს საბჭოში ბოიკოტს იწყებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის უმაღლეს საბჭოში ბოიკოტს იწყებს. ამის შესახებ დღეს 10 ნოემბერს გავრცელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განცხადება. „უმაღლესი საბჭოს ფრაქცია – „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრი გადავდივართ ბოიკოტის რეჟიმზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ფრაქციის წევრები უარს ვაცხადებთ პლენარულ, ბიუროს და კომიტეტის სხდომებში მონაწილეობის მიღებაზე“ – ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც დღეს მიმართა ფრაქციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. აღნიშნული …

105 ათასი ლარი უმაღლეს საბჭოში დროშების სივრცისა და მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრისთვის

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი და სახელმწიფო სიმბოლოების განსათავსებლად სპეციალური სივრცე მოეწყობა. სამუშაოებისთვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტში 105 ათასი ლარია გამოყოფილი. „ორიგინალი დროშის და გერბის განთავსების“, ასევე „მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის“ დიზაინი უმაღლეს საბჭოში მზად აქვთ. სამუშაოები ამ დიზაინის მიხედვით უნდა შესრულდეს. სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი აჭარის უმაღლესმა საბჭომ 13 ოქტომბერს 105 ათასი ლარით …

ვინ შევა ოპოზიციიდან აჭარის უმაღლეს საბჭოში – სია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. შესაბამისად, ოპოზიციამ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ერთიანი ოპოზიციის სიის მიხედვით, აჭარის უმაღლეს საბჭოში შედიან: ელგუჯა ბაგრატიონი, წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის [ენმ] თავმჯდომარე. გიორგი კირთაძე – ენმ, ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. გია აბულაძე – უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის ოპოზიციური ფრაქციის წევრი. მედეა ვასაძე – წინა მოწვევის …

რატომ არ უხდიან ხელფასს უმაღლეს საბჭოში ოპოზიციას

იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციის წევრებისთვის აჭარის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილება არ შეუწყვეტია, ოპოზიცია ხელფასს ვერ იღებს. ოპოზიციამ უფლებამოსილების შეწყვეტა გასული წლის 21 დეკემბერს ითხოვა, თუმცა 6 დეპუტატის ეს მოთხოვნა ამ დრომდე უმაღლეს საბჭოს არ განუხილავს. გაერთიანებული ოპოზიციიდან დეპუტატის სავარძელი მხოლოდ ირაკლი ჩავლეიშვილმა დაიკავა. აჭარის უმაღლეს საბჭოში განმარტავენ, რომ საგაზაფხულო სესიის დაწყებას ელოდებიან და სესიის პირველივე სხდომაზე …

გაიხსნება თუ არა ხოფის ბაზრობა – მინისტრის კომენტარი

„ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია ხოფის ბაზრობის ადმინისტრაციასთან და იქ მომუშავე მოქალაქეებთან… იქ ახლა მუშაობენ სპეციალისტები, რამდენად დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს ეს ობიექტი,“ – უთხრა ჟურნალისტებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯაბა ფუტკარაძემ ხოფის ბაზრობასთან დაკავშირებით, რომლის მოვაჭრეებმაც დღეს, 24 დეკემბერს, საპროტესტო აქცია გამართეს. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრის გახსნას ითხოვენ. დღეს არსებული რეგულაციებით შეზღუდვა ამ ტიპის …

პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესარჩევად „გაერთიანებულ ოპოზიციას“ არ შეხვდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს თორნიკე რიჟვაძეს, გუშინ კი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ „ქართულ ოცნებას“ შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი თორნიკე რიჟვაძეს აჭარის მთავრობის მინისტრობის კანდიდატებზე ესაუბრა. გუშინდელ შეხვედრაზე კი, სალომე ზურაბიშვილს დავით გაბაიძემ უთხრა, რომ თორნიკე რიჟვაძე მისი რჩეულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე. აჭარის კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტმა კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოში …

კირთაძე: „ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში მე-15 ქოცად შევიდა“

„ერთიანმა ნაციონალურმა  მოძრაობამ“ დღეს გაასაჯაროვა განცხადება ირაკლი ჩავლეიშვილის ხელმოწერით, რომლითაც დასტურდება, რომ ის ოპოზიციის სხვა წევრებთან ერთად უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს განცხადება საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველი ტურიდან მალევეა დაწერილი. გუშინ ექვსმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელმოწერით დაადასტურა, რომ მანდატის მოპოვების მიუხედავად ისინი უმაღლეს საბჭოში პროტესტის ნიშნად არ შედიან. ამ …

„ოცნების“ დეპუტატებს ბიუჯეტით ნაყიდი 5-ლარიანი პირბადეები უკეთიათ   

უმაღლესმა საბჭომ ამავე საბჭოს ლოგოთი ბრენდირებულ დამცავ ნიღბებზე ხელშეკრულება კერძო კომპანიასთან 14 დეკემბერს გააფორმა. 100 ცალ ასეთ დამცავ ნიღაბში [პირბადეში] უმაღლესი საბჭო შპს „ტვიგს“ 500 ლარს გადაუხდის, ანუ 1 ცალში 5 ლარს. ბრენდირებული პირბადეები უმაღლესმა საბჭომ გამარტივებული წესით შეისყიდა. შესყიდვების სააგენტოს პორტალის მიხედვით კომპანიისთვის თანხა ჯერ გადახდილი არ არის. ხელშეკრულების მიხედვით, უმაღლესი საბჭო კომპანიას თანხას …

Exit mobile version