ვინ უნდა რეაგირებდეს დეპუტატ დავით თედორაძის მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე

უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ განუხილავს იმ დეპუტატების საქმე, რომლებიც სხვა ორგანიზაციებშიც მუშაობენ და დამატებით ანაზღაურებას იღებენ. ნინო ჩხეტია, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თითოეული დეპუტატის ინტერესთა შეუთავსებლობაზე კომისია გაფართოებულ სხდომაზე, მომავალ კვირას იმსჯელებს. ერთ-ერთი ასეთი დეპუტატი, ვისზეც „ბათუმელები“ წერდა, დავით თედორაძეა. ის ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორის მოადგილეა და ხელფასის სახით ხელზე 554 …

არღვევს თუ არა კანონს დეპუტატი, რომელიც პროფკავშირის ხელმძღვანელად რჩება

უმაღლესი საბჭოს წევრი, ილია ვერძაძე, პროფესიული კავშირების აჭარის გაერთიანების ხელმძღვანელის პოსტსაც ინარჩუნებს. უმრავლესობის წარმომადგენელი ამაში პრობლემას ვერ ხედავს. „ეს არის ჩემი ტვირთი. გამომეკიდონ ერთი დილის ცხრიდან საღამოს ცხრამდე რამდენ საქმეს ვაკეთებ…“ – უთხრა ილია ვერძაძემ „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბრის დროს. ილია ვერძაძე კანონის იმ ნორმაზე აქცენტირებს, რომელიც უმაღლესი საბჭოს დეპუტატს საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობას არ …

უმაღლესი საბჭოს დეკემბრის თვის ხელფასები, პრემიები და თანამდებობრივი სარგო

აჭარის ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო მუშაობას 2016 წლის 28 ნოემბერს შეუდგა. „ბათუმელებმა“ უმაღლესი საბჭოდან  გასული წლის დეკემბრის თვეში გაცემული ხელფასებისა და პრემიების შესახებ მონაცემები გამოითხოვა. საბჭოდან მიღებული ინფორმაციით, გასულ თვეში ხელფასის, დანამატისა და პრემიის სახით ჯამში გაიცა 340 ათასამდე ლარი. დეპუტატების დეკემბრის თვის ხელფასები უმაღლეს საბჭოში 21 წევრია, რომლებზეც დეკემბრის თვეში თანამდებობრივი სარგოს სახით გაიცა …

მირანდა ჩარკვიანი უმაღლეს საბჭოში თანაშემწედ დაინიშნა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი დირექტორი მირანდა ჩარკვიანი აჭარის უმაღლეს საბჭოში საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ უმაღლეს საბჭოში დაუდასტურეს. აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძეა,  ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ წევრი. მირანდა ჩარკვიანი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელად 2015 წლის მარტში დაინიშნა და ეს თანამდებობა გასული წლის დეკემბერში დატოვა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის …

უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები „ქართული ოცნებიდან“ შეთავაზებას ელოდებიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის წევრი აკაკი ძნელაძე ისევ უმაღლეს საბჭოში დასაქმდა. ის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნა. ამ კომისიას უმაღლეს საბჭოში განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლადო მგალობლიშვილი ხელმძღვანელობს. ჯერ-ჯერობით შეთავაზებას ელოდება უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, აგრარულ და გარემოს დაცვის, შემდეგ კი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ანზორ …

შეამცირებს თუ არა ადმინისტრაციულ ხარჯებს აჭარის მთავრობა

აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, ჯამში 6 მილიონი ლარით იზრდება, ხარჯები კი – 14 მილიონით. უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის დასკვნით, მომავალი წლისთვის საბიუჯეტო ორგანიზაციებში ადმინისტრაციული ხარჯებია გაზრდილი და მხარჯავმა დაწესებულებებმა ისინი უნდა შეამციროს. ბიუჯეტის პროექტის ჩასწორებულ ვარიანტს მთავრობა უმაღლეს საბჭოს უახლოეს დღეებში წარუდგენს. აჭარის მთავრობას უმაღლესი საბჭოდან უკვე შეახსენეს, რომ აჭარის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული …

ახალი კადრები უმაღლეს საბჭოში

წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოს კომპეტენციის ნაკლებობას საყვედურობდნენ. ასევე ამბობდნენ, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს კვალიფიციურ მომსახურებას  ვერც აპარატებში დასაქმებული საჯარო მოხელეები უწევდნენ. „ბათუმელები“ დაინტერესდა რა გამოცდილება აქვთ მათ, ვინც ახალმა უმაღლესმა საბჭომ უკვე შეარჩია. აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიებისა და ფრაქციების აპარატების თანამშრომლები ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე თანამდებობებიდან ავტომატურად გათავისუფლდნენ. ბევრიც, ჯერჯერობით, თანამდებობას ინარჩუნებს. უმაღლესი …

როგორ აპირებს უმაღლესი საბჭო იმიჯის შეცვლას – ინტერვიუ დავით გაბაიძესთან

შეძლებს თუ არა ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო ამ საკანონმდებლო ორგანოს იმიჯის გამოსწორებას და ისეთი კანონპროექტების მომზადებას, რომლებსაც შემდეგ საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს. რამდენად პრინციპული იქნება დავით გაბაიძე ყოფილი უფროსის – ზურაბ პატარაძისა და მისი მთავრობის მიმართ კონტროლის განხორციელებისას? „ბათუმელების~ კითხვებს ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ უპასუხა. – ბატონო დავით, წინა და მანამდელი მოწვევის უმაღლეს …

ორი კვირა აჭარის ბიუჯეტის დასაზუსტებლად

„სავალუტო კურსის რყევები და მისგან გამოწვეული ფასთა ცვლილებები რა დონეზეა გათვალისწინებული ხარჯებში“? – ეს შეკითხვა წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს საფინანსო კომისიას აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გაუჩნდა. აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი, არსებული პროექტით, 238 მილიონი ლარია, რაც დაახლოებით 6 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის ბიუჯეტზე. მომავალ წელს ბიუჯეტის 15,3 პროცენტი ანუ 36 მილიონზე მეტი  …

რას უნდა ველოდოთ ახალი უმაღლესი საბჭოსგან?

„უმაღლესი საბჭო ან ქმედითი უნდა გახდეს, ან უნდა გაუქმდეს“ როგორი იქნება ახალი მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭო? გამოვა თუ არა ის კომფორტის ზონიდან? რა მოლოდინები არსებობს საბჭოსთან დაკავშირებით და რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს ეს საკანონმდებლო ორგანო ეფექტური? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს, გენო გელაძეს ესაუბრა. ახალი უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობა …

ვიდრე ძველ უმაღლეს საბჭოს დავემშვიდობებით

28 ნოემბერს აჭარის ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო შეიკრიბება. იმავე დღეს უფლებამოსილება ამოეწურება დეპუტატების ძველ შემადგენლობას. ოთხი წლის მანძილზე უმაღლესი საბჭო ხშირად ექცეოდა მედიის ყურადღების ქვეშ, ძირითადად, სკანდალების ხარჯზე. „ბათუმელებმა“ უმაღლესი საბჭოს მუშაობის შესახებ საარქივო მასალებს გადახედა.  უმაღლესი საბჭო მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად  2013 წლის დასაწყისში მოექცა, როცა საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ კოლეგებთან ერთად სასაფლაოებზე …

უსკომ უმაღლესი საბჭოს არჩევნები შეაჯამა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 308 506, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 163 419-მა ამომრჩეველმა. 8 ოქტომბერს 5%-იანი ბარიერი გადალახა 4-მა საარჩევნო სუბიექტმა, ესენია: „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა;“(ერთი მანდატი); “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“(5 მანდატი);  „დავით თარხან მოურავი, ირმა …

უსკო უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგებს ხვალ გამოაცხადებს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს ხვალ, 17 ნოემბერს, ოფიციალურად შეაჯამებს.  შემაჯამებელი ოქმი შედგება 8 ოქტომბრის პროპორციული და მეორე ტურის, ანუ 30 ოქტომბრის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგებით. არჩევნების საბოლოო შედეგის გამოსაცხადებლად უსკოს ვადა 18 ნოემბერს ეწურებოდა. არჩევნების დასრულებიდან საქართველოს პრეზიდენტს ერთთვიანი ვადა აქვს დანიშნოს აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა. დეპუტატების ახალი …

კობა ჩხეიძე: მთავრობა ილუზიაშია, როცა ჰგონია, რომ საჯარო მოხელეები მათი რესურსია

კობა ჩხეიძე პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის ბათუმის 69-ე  საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს. კობა ჩხეიძე ამჟამად ბათუმის საკრებულოს მოქმედი წევრია. კობა, რომ გვითხრათ, რატომ დაგასახელათ პარტიამ 69-ე ოლქში მაინცადამაინც თქვენ და არა სხვა? მე ვცხოვრობ ამ სამაჟორიტარო არეალში, უამრავი მეგობარი მყავს და დღეის მდგომარეობით ვარ ამ სამაჟორიტაროს – რუსთაველის მაჟორიტარი საკრებულოში. …

მაჟორიტარი კანდიდატი: კარდაკარ მარტო იმიტომ კი არ დავდივარ, რომ ბოდიში და ყავა დავლიო

ქენან კახიძე ხელვაჩაურის 72-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის კანდიდატად პოლიტკურმა პარტიამ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  წარადგინა. ამავე პოლიტიკური ძალიდან იგი ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია. ბატონო ქენან,  გვაინტერესებს თქვენი გეგმები და ხედვები; რაიმე კონკრეტული იდეა თუ გაქვთ, რისი შეცვლაც არის საჭირო, ან რაიმე ინიციატივის შეტანას თუ გეგმავთ? ჩვენ პროგრამა გვაქვს გაწერილი, საერთოდ პარტიას და …

კაკო ძნელაძე: ბევრი საქმე მელოდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში

“მარტო სურვილზე არაა, პარტიაზეა საქმე და რაც ლოგიკურია, იმაზე…” – გვიპასუხა უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნება – თავისუფლების” ხელმძღვანელმა კაკო ძნელაძემ. მას პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაზე ვკითხეთ, რომლის მიღმაც იგი აღმოჩნდა. კაკო ძნელაძის შეფასებით, “სიაში ბევრი ღირსეული ადამიანია” და პარტიის ხელმძღვანელობამ კონსულტაცია მასთანაც გაიარა: “ღირსეულია, მაგალითად, ცოტნე ანანიძე, დავით გაბაიძე, ლადო მგალობლიშვილი… მე ძალიან …

პეტრე ზამბახიძე: სახელმწიფო რწმუნებულის დანიშვნა კონსტიტუციური კანონის დარღვევა იყო

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძის განცხადებით,  აჭარის უმაღლესი საბჭოს 5–მა  წევრმა დღეს, 2 აგვისტოს, აჭარის უმაღლეს საბჭოში  წერილობითი მოთხოვნა შეიტანა, რათა უახლოეს სხდომაზე მიიღონ დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის  თაობაზე.  ზამბახიძის თქმით, ისინი ასაჩივრებენ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებას აჭარის მთავრობის გადაყენებისა და აჭარაში სახელმწიფო რწმუნებულისა და მისი ადმინისტრაციის დანიშნვის შესახებ. „ეს ნიშნავს იმას, …

უმაღლეს საბჭოში ზურაბ პატარაძის კანდიდატურას კენჭს უყრიან

დღეს, 15 ივლისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭს ზურაბ პატარაძის კანდიდატურას უყრიან. ზურაბ პატარაძე 14 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა თავის რწმუნებულად დანიშნა აჭარაში, ხოლო უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციის შემდეგ კი იგი მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა. კანდიდატურის ასარჩევად უმაღლეს საბჭოში მინიმუმ 11 ხმაა საჭირო. საბჭოს სხდომა დღეს, 12 საათზეა ჩანიშნული. ამავე თემაზე: უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: …

პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოს ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარუდგინა

დღეს, 14 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძე რწმუნებულად დანიშნა. პრეზიდენტის განცხადებით, რწმუნებულის დანიშვნისთავანავე დაიწყო უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციები და ზურაბ პატარაძის კანდიდატურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დასამტკიცებლად უკვე წარდგენილია უმაღლეს საბჭოში. „ხაბაძის წასვლა განპირობებული იყო ინტენსიური საარჩევნო კამპანიით, რომელშიც არჩილ ხაბაძე აპირებს ჩაბმას. გუშინ მომმართეს განცხადებით, რომელიც მე დავაკმაყოფილე  და კონსტიტუციის შესაბამისად, აჭარაში …

პრეზიდენტი აჭარის უმაღლეს საბჭოში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში ჩაქვში, აჭარის უმაღლეს საბჭოში იმყოფება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი უმაღლესი საბჭოს ფრაქციების ხელმძღვანელებს ხვდება. კონსულტაციები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას უკავშირდება. პრეზიდენტი ფრაქციის ხელმძღვანელებს ინდივიდუალურად, დახურულ კარს მიღმა ხვდება. წარადგენს თუ არა დღეს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, ამის შესახებ განცხადება ცოტა მოგვიანებით გაკეთდება. პრეზიდენტი, აჭარის მთავრობის …

თემურ კახიძე პოლიტიკიდან მიდის: კმაყოფილი ვარ ჩემი მოღვაწეობით

„მე კმაყოფილი ვარ ჩემი მოღვაწეობით უმაღლეს საბჭოში. მინდა, რომ ჩემი ცხოვრების მომდევნო ეტაპი ბიზნესი იყოს“ – აცხადებს უმაღლესი საბჭოს წევრი ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ თემურ კახიძე. დეპუტატი მომავალ არჩევნებამდე დეპუტატის სტატუსს შეინარჩუნებს, არჩევნებში მონაწილეობას კი აღარ აპირებს. ის გამორიცხავს დაპირისპირებას ან უთანხმოებას პარტიის შიგნით. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რა ბიზნესს აპირებს დეპუტატი, თემურ კახიძემ გვიპასუხა: „მემკვიდრეობით მიღებული …

უსკოს თავმჯდომარის არჩევისა და მთავრობის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი

დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭი უნდა უყარონ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ პარმენ ჯალაღონიას კანდიდატურას. წინასწარი ინფორმაციით მას ფრაქცია „ქართული ოცნების“ გარდა მხარს უჭერენ „თავისუფალი დემოკრატები.“ დღესვე, რიგგარეშე სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. საკითხის ინიციატორია „ნაციონალური მოძრაობა“. სხდომა 12 საათზე დაიწყება. უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად ეს რიგით მეოთხე კონკურსია. …

ბატონი ავთანდილის ოთხი წელიწადი

„კინო ქართველების მოგონილია,“ – თქვა ავთანდილ ბერიძემ 2013-ში საავტორო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიალზე. შეიძლება ეს ფრაზა არა, მაგრამ არასდროს დაგავიწყდებათ კადრი კინოფესტივალის ცერემონიალის დაწყებამდე, „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, მანანა ქველიაშვილმა რომ გადაიღო – ბატონ ავთანდილს წვიმაში ქოლგით მოაცილებენ… ავთანდილ ბერიძე მეოთხე წელია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა და ისევ აქვს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის სურვილი. „როგორ გითხრათ, ცოცხალი ადამიანია ძალიან …

100 ათასი ლარი არარსებული თანამდებობის პირის აპარატისთვის უმაღლეს საბჭოში

„უხერხულად ვარ, საქმეს ვერ ვაკეთებთ, მაგრამ გამოვიხურო კარი და წამოვიდე?“ – გვკითხა ალეკო ბაუჟაძემ უმაღლესი საბჭოდან, როცა გაიგო ჩვენი ინტერესის საგანი – რა საქმიანობას ეწევა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის აპარატი. ალეკო ბაუჟაძე იმ აპარატის ხელმძღვანელია, რომელიც არარსებულ თანამდებობის პირს ემსახურება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სავარძელი 2015 წლის 20 თებერვლიდან თავისუფალია, როცა დავით ბაციკაძე პოსტიდან გადააყენეს. …

დეპუტატები აჭარის ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების ანგარიშს ისმენენ

აჭარის ბიუჯეტის 2016 წლის პირველი კვარტალის ანგარიშს უმაღლეს საბჭოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში ისმენენ. ანგარიშს დეპუტატებს რამაზ ბოლქვაძე აბარებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. აჭარის უმაღლესმა საბჭომ, კვორუმის არარსებობის გამო, დღემდე ვერ მოახერხა აჭარის ბიუჯეტის გასული წლის ანგარიშის ჩაბარება.  „ყველა პარამეტრი კარგი გვაქვს“ – მოკლედ გვიპასუხა რამაზ ბოლქვაძემ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე და დეტალური ინფორმაციის მოწოდებას კომისიის …

ირაკლი ჯაშის ინიციატივას უსკო-ს წევრების არჩევაზე, კომისია განიხილავს

ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარას“ თავმჯდომარის, ირაკლი ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივა უმაღლეს საბჭოში დღეს განიხილება. დეპუტატის ინიციატივაა, შევიდეს ცვლილება კანონში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“, რომლის შემდეგაც აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ასევე წევრის ასარჩევად 11-ის ნაცვლად, 7 დეპუტატის თანხმობა იქნება საკმარისი. ინიციატივას საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია განიხილავს. „ეს აბსურდია, მაგრამ არ ვიცი …

უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს პლენარული სხდომა მიმდინარეობს. საბჭომ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარე ვერ აირჩია. პრესსამსახურის ინფორმაციით, ფარულ კენჭისყრაში 11 დეპუტატი მონაწილეობდა თუმცა უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს დავით ქარცივაძეს ხმა მხოლოდ 10-მა დეპუტატმა მისცა [თავჯდომარის ასარჩევად მინიმუმ 11 ხმაა საჭირო]. დღესვე უმაღლესმა საბჭომ უსკოს წევრი უნდა აირჩიოს, სადაც მხოლოდ ერთი კანდიდატი – მამუკა ჯაშია წარდგენილი. დღეს …

უსკო-ს თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა ხვალ გაიმართება

უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით, 19 მაისს უმაღლესი საარჩენო კომისიის თავმჯდომარის და წევრის კენჭისყრა გაიმართება. უსკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ქარცივაძეა, წევრობის – მამუკა ჯაში, რომელიც უმაღლესი საბჭოს წევრის – ირაკლი ჯაშის შვილია. „დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი, ამიტომ მე ამ საკითხის კენჭისყრაზე გატანას მხარი არ დავუჭირე.” – უთხრა “ბათუმელებს” თემურ კახიძემ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ. “ბიუროს …

13+8 – რა თანხა ვერ დახარჯა მთავრობამ და რატომ?

2015 წელს აჭარის მთავრობამ ორი მაღალბიუჯეტიანი პროექტის – რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ოლიმპიური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაგეგმა. საავადმყოფოს მშენებლობას ცოტა ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი, სტადიონის მშენებლობა კი ჯერ არ დაწყებულა. გარდა ამისა, გასულ წელს განსახორციელებელი პროექტებიდან მთავრობას 13 მილიონზე მეტი ლარი მორჩა. ამ თანხას ემატება ის 8 მილიონი, რაც შარშან სტადიონისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობაზე უნდა …

უმაღლესი საბჭო აჭარის გასული წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხს განიხილავს

აჭარის უმაღლესი საბჭო მორიგ პლენალურ სხდომაზე, რომელიც 21 აპრილს, 12 საათზე გაიმართება, აჭარის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების საკითხს განიხილავს. მომხსენებლად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძეა ჩანიშნული. ამავე სდომაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების“ საკითხსაც განიხილავენ. პლენარული სხდომის დღის წესრიგი დღეს, 19 აპრილს, უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე …

არშემდგარი სხდომა – უსკოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა კდიევ ერთხელ ჩაიშალა, მიზეზი – ქვორუმი არ შედგა. სხდომა, რომელზეც აჭარის უმაღლესი სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა აერჩიათ უკვე მესამედ ჩაიშალა. დღეს დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგი ორი საკითხის კენჭისყრას ითვალისწინებდა – ერთი იყო უსკოს თავმჯდომარის, ხოლო მეორე – უსკოს წევრის არჩევა. უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დასახელებული კანდიდატის დავით კვაჭაძის მიმართ დამოკიდებულება უმაღლესი საბჭოს …

რიგგარეშე სხდომა არ შედგა – რეგისტრაცია ხუთმა დეპუტატმა გაიარა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 8 აპრილს რიგგარეშე სხდომა კვორუმის უქონლობის გამო არ შედგა. დღევანდელ სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი უსკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების [დავით კვაჭაძე, მამუკა ჯაში] ფარული კენჭისყრა უნდა გამართულიყო. სხდომაზე დასასწრებად რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს 21-დან მხოლოდ ხუთმა წევრმა: ავთანდილ ბერიძემ, ალექსანდრე ჩიტიშვილმა, სვეტლანა კუდბამ, აკაკი ძნელაძემ და ანზორ თხილაიშვილმა. ის, რომ კვორუმის არარსებობის …

დავით კვაჭაძე უსკოს თავმჯდომარედ, რუსუდან მიქელაძე – წევრად?

არჩილ ხაბაძემ უსკოს თავმჯდომარეობისა და უსკოს წევრობის კანდიდატურები უმაღლეს საბჭოს 28 მარტს წარუდგინა – უსკოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად – დავით კვაჭაძე, ხოლო  კომისიის წევრის თანამდებობის დასაკავებლად – რუსუდან მიქელაძე და მამუკა ჯაში. არჩილ ხაბაძემ ერთხელ უკვე წარუდგინა დავით კვაჭაძე უმაღლეს საბჭოს, მაგრამ მის კანდიდატურას უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა. ამის მიუხედავად, მთავრობის თავმჯდომარემ იგივე კანდიდატურა …

ბათუმის სამშობიარო სახლი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

ბათუმის სამშობიარო სახლი ხელისუფლებას იჯარის ხელშეკრულების გახანგრძლივებას სთხოვს –  მოთხოვნა სამშობიაროს ექიმებმა დღეს კლინიკაში მისულ ჯემალ ფუტკარაძეს გააცნეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარეს. საუბარია სამშობიარო სახლის შენობაზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებად რჩება. 2013 წლიდან სამედიცინო დაწესებულება აქ მომუშავე 188 ექიმის საკუთრება გახდა, მაგრამ სამშობიარო აჭარის მთავრობას ყოველთვიურად 20 ათასს ლარს უხდის შენობის …

10 მომხრე – უსკოს თავმჯდომარე არჩეული არ არის

აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარედ დავით კვაჭაძე ვერ აირჩია. უსკოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო იყო 11 ხმა, თუმცა კენჭისყრაში მხოლოდ 10-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა [„ოცნების“ 9 დეპუტატი და ჯემალ ფუტკარაძე]. ათივემ ხმა დავით კვაჭაძის სასარგებლოდ მისცა. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია გაიარა 20-მა დეპუტატმა 21-დან. სხდომას, საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე. …

უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია 1 საათით გადაიდო

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის დაწყება, რომელიც დღეს, 30 დეკემბერს 12 საათზე იყო ჩანიშნული, 1 საათით გადაიდო. „ბათუმელების“ ინფორმაციით 12 საათისთვის რეგისტრაცია მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს ჰქონდა გავლილი. უმაღლეს საბჭოში სხდომის გადადების მიზეზად დასახელდა რომ „ამ წუთებში დეპუტატები კონსულტაციებს გადიან“. რიგგარეშე სესიაზე აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი უნდა განიხილონ, რომელიც წინა სესიაზე ვერ …

Exit mobile version