მთავარი,სიახლეები

აბაშიძის დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომელი უსკო-ს დამოუკიდებელ წევრად აირჩიეს

06.02.2020
აბაშიძის დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომელი უსკო-ს დამოუკიდებელ წევრად აირჩიეს

უმაღლესი საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელ წევრად უმაღლესმა საბჭომ დღეს, 6 თებერვალს, ტარიელ გოგიტიძე აირჩია. იგი ასლან აბაშიძის სამთავრობო დაცვის სპეცსამსახურში მუშაობდა 1994 წლიდან 2004 წლამდე, ვიდრე ასლან აბაშიძეს ქვეყნის დატოვება მოუხდებოდა. 2018 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ტარიელ გოგიტიძე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა ბათუმის საარჩევნო ოლქში.

ტარიელ გოგიტიძის მიერ უმაღლეს საბჭოში წარდგენილი CV-ის მიხედვით, იგი 2004 წლიდან 2014 წლამდე უმუშევარი იყო. ტარიელ გოგიტიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ პერიოდში, ძირითადად, ცალკეულ კომპანიებს იურიდიულ მომსახურებას უწევდა. 2014 წლიდან დღემდე ტარიელ გოგიტიძე შპს „საფინანსო საკრედიტო ბიუროს“ კრედიტოფიცერად მუშაობდა. ტარიელ გოგიტიძე 4 მარტიდან შეუდგება უსკო-ში მუშაობას, ის გუგული დუაძეს ჩაანაცვლებს.

უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ტარიელ გოგიტიძეს 11-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. უსკო-ს წევრობის მეორე კანდიდატი მალხაზ ბოლქვაძე იყო. მას ორმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საბჭოს სხდომას დღეს ენმ არ დასწრებია.

„რიგგარეშე სესიამდე  ორივე კანდიდატს წამყვან-საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში მოუსმინეს. აღნიშნულმა კომიტეტმა მათი სამოქმედო გეგმების განხილვის შემდეგ, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, რეკომენდაცია ტარიელ გოგიტიძეს გაუწია,“ – აღნიშნულია უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: