მირვეთის ჩანჩქერთან მისასვლელ ბილიკს მოაწყობენ

ხელვაჩაურის სოფელ მირვეთის ჩანჩქერამდე მისასვლელ საფეხმავლო ბილიკს მოაწყობენ. პროექტის მიხედვით საფეხმავლო ბილიკი ცემენტითა და ფლეთილი ქვებით მოეწყობა. უშუალოდ ჩანჩქერთან გაკეთდება ტერასა – ხისა და ლითონის კონსტრუქციით. მოეწყობა ასევე განათება, სკამი და სხვა კონსტრუქციები. ბილიკისა და თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 105 ათასი ლარია [თუმცა, ამავე ტენდერში გამარჯვებულმა …

ბათუმში უნებართვო შენობების დემონტაჟისთვის 100 ათასი ლარია გამოყოფილი

ბათუმის ბიუჯეტიდან „უნებართვო და უსახური შენობა-ნაგებობების დემონტაჟისთვის“ 2023 წელს 100 ათასი ლარია გამოყოფილი. მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოაცხადა. პირობის მიხედვით, ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვო და უსახური შენობა-ნაგებობების დემონტაჟი ეტაპობრივად განხორციელდება – ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 13 თებერვალს დასრულდება. …

სარფის პლაჟზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად პროექტს შეისყიდიან

ხელვაჩაურის მერია სოფელ სარფის სანაპირო ზოლში კიბეების, ბილიკის, პანდუსის, საშხაპეების და გასახდელების მოსაწყობად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის. შესაბამისი ტენდერი ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 20 ათასი ლარით გამოაცხადა. პირობის მიხედვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული შშმ პირებისათვის ადაპტირებული კიბეების, ბილიკის, პანდუსის საშხაპეების და გასახდელების მოწყობას. ამასთან, „გამარჯვებული კომპანიის მიერ პროექტის დაგეგმარების დროს …

ქობულეთში აღმაშენებლის და რუსთაველის ძეგლებს დგამენ – გამოყოფილია 150 ათასი ლარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ქალაქ ქობულეთში დავით აღმაშენებლისა და შოთა რუსთაველის ძეგლების მოწყობაზე ორეტაპიანი ტენდერი გამოაცხადა.  სატენდერო თანხა 150 ათასი ლარია. ტენდერში გამარჯვებულს ევალება ძეგლების ბრინჯაოში ჩამოსხმა და მათი პოსტამენტებზე განთავსება. ძეგლების ესკიზები ტენდერიდან: სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს, თუმცა პირობაში აღნიშნულია, რომ „მიწოდების ვადა დაზუსტდება პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადების შესაბამისად“. ტენდერში წინადადებების …

ქუთაისში საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ქუთაისის ჭადრაკის სკოლის რეაბილიტაციაზე 534 859 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხით საჭადრაკო სკოლის შენობაში სრულად უნდა შეიცვალოს ელექტროგაყვანილობა, უნდა ჩაუტარდეს რემონტი შენობის ძველ ნაწილს და შეიცვალოს სახურავი. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები სამი თვის ვადაში უნდა შეასრულოს. ტენდერში წინადადებების მიღება 21 იანვარს დაიწყება და 26 იანვარს დამთავრდება. ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლას რეაბილიტაცია 2018 წელს ჩაუტარდა.  

რომელი ქუჩების შეკეთება დაიწყება წელს ბათუმში – ბიუჯეტიდან 59 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ორი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ორივე ტენდერში, ჯამში, 59 მილიონ 354 ათას 417 ლარია. პირველი ტენდერის ფარგლებში იგეგმება: გიორგი ლეონიძის ქუჩის კეთილმოწყობა შავშეთის ქუჩის რეაბილიტაცია – პეტრე ბაგრატიონის ქუჩიდან ბაქოს ქუჩამდე მონაკვეთში ასევე, მონაკვეთების: ალ. სულაბერიძისა და გ. ბრწყინვალეს ქუჩების კვეთიდან ალ. …

1,8 მილიონი ლარი ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარის მოსაწყობად

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯება. ტენდერი ქუთაისის მერიამ უკვე გამოაცხადა. კომპანია, რომელიც სახელმწიფო შესყიდვაში გაიმარჯვებს, ვალდებული იქნება მთელ ქუჩაზე [2.9 კმ სიგრძეზე] შეცვალოს ტროტუარის ფილები, მოაწყოს მოაჯირი. „პროექტით გათვალისწინებულია ახალი ტროტუარების მოწყობა დეკორატიული დაწნეხილი ფილის საფარით, რომლის სისქეა 4სმ. ასევე დამკვეთის მოთხოვნაა საპროექტო მონაკვეთის მთელ სიგრძეზე მოეწყოს ლითონის …

ბათუმის იუსტიციის სახლთან უსაფრთხოების კუნძულებს მოაწყობენ

ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა იგეგმება. სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამინისტრო ტენდერით შეისყიდის. მომსახურებისთვის კი, ქალაქის ბიუჯეტიდან, მაქსიმუმ 87 839 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში უნდა დასრულდეს. ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებულ ამ წრიულთან საფეხმავლო ხიდებიც უნდა აშენდეს, რომლებიც შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას გადაკვეთს და გმირთა ხეივანს …

ბათუმში 53 ლიფტს ახლით შეცვლიან – ნახეთ მისამართები

ბათუმში, 36 მისამართზე, 53 ლიფტის ახლით შეცვლაა დაგეგმილი. ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროგრამის მიხედვით, ლიფტების მონტაჟი წელს უნდა დაიწყოს და 2024 წელში უნდა დასრულდეს. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ჯერ არ გამოუცხადებია. პროგრამის მიხედვით კი, შესყიდვის სავარაუდო საერთო ღირებულება, ჯამში, 5 196 924 ლარია. ამავე პროგრამაში აღნიშნულია, რომ „მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში …

„ნაცრისფერი ან ლურჯი“ – ქუთაისის მერია 118 ათას ლარად მანქანას ყიდულობს

ქუთაისის მერია ახალ ავტომობილს ყიდულობს, რომელშიც 118 211 ლარის გადახდას აპირებს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია, თუმცა მერიაში არ გვითხრეს ვის მოემსახურება ეს ავტომობილი. სატენდერო განცხადის თანახმად „ავტომობილი უნდა იყოს ნაცრისფერი ან ლურჯი,  SUV კლასის, ახალი, გამოშვებული არანაკლებ 2022 წელს, ხუთ კარიანი. მუშაობდეს ბენზინზე და ჰქონდეს 4*4-ზე ტიპის ძარა“. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 18 იანვარს დაიწყება …

ქუთაისის მერია თავის საქმიანობაზე კლიპს გადაიღებს, რაშიც 16 ათას ლარს დახარჯავს

ქუთაისის მერია 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ვიდეორგოლის დამზადებაში 16 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. „ვიდეორგოლი უნდა იყოს ინფორმაციული ხასიათის და ასახავდეს ქუთაისის მერიის მიერ 2022 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ძირითად ასპექტებს, სხვადასხვა მიმართულებით – ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები, განათლება, კულტურა, სპორტი. ვიდეორგოლის მიზანია ქუთაისში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონის და ცნობიერების გაზრდა,“ …

რომელ სახლებზე შეცვლიან სახურავებს წელს ბათუმში – 499 ათასი ლარი 8 სახლისთვის

ბათუმში, მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოებზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ხელშეკრულების გაფორმებას 499 459 ლარზე კომპანია „დიასი 2007“-თან აპირებს. ამ ხელშეკრულების ფარგლებში ბათუმში სახურავი 8 საცხოვრებელ სახლზე შეიცვლება: აფსაროსის III შეს. სახლი №14; ინასარიძის ქ.№8; გორგილაძის ქ.№5; ლორიას ქ.№2; მაიაკოვსკის ქ.№55/23; გრიშაშვილის I ჩიხი №2 [ძვ. თამარის დას. 28]; ლერმონტოვის ქ.№61 და თავდადებულის …

თამარის ციხეს გამაგრება სჭირდება, ბათუმის მერია კი ტურისტულ ინფრასტრუქტურას აწყობს 

ბათუმში, „თამარის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის“ ქალაქის ბიუჯეტიდან 1 549 937 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები, ძირითადად, ციხის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. მათ შორის საპროექტო ტერიტორიაზე არსებული 35 ძირი ხის გადაბელვას – ტოტების აჭრას. „თამარის ციხე“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ძეგლთან ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს აქვს გამოცხადებული, სადაც წინადადებების მიღება …

ბათუმში ძაღლების ახალი თავშესაფრის პროექტი მაისამდე უნდა მომზადდეს – 587 000 ლარად

ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში, სარეკრეაციო სივრცის, მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობისა და შენობების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე მერიის სამმართველოს ხელშეკრულება 587 ათას ლარზე აქვს გაფორმებული. ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და შპს „აჭარკაპმშენს“ შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ძაღლთსაშენის, იპოდრომისა და სარეკრეაციო სივრცის სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2023 წლის 31 მარტამდე უნდა მოამზადოს. სწორედ დეტალური პროექტირების შემდეგ დადგინდება, …

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ საახალწლო ნაძვის ხის დაშლა პრობლემაა

ქობულეთის მერია აცხადებს, რომ საახალწლო ნაძვის ხისა და დეკორაციების დემონტაჟი „პრობლემად რჩება“, ვინაიდან შესაბამისი მომსახურების შესყიდვას ტენდერით ვერ ახერხებს. ამიტომ დეკორაციების დაშლას გადაუდებელი აუცილებლობით, გამარტივებული წესით გეგმავს. თანხმობისთვის ქობულეთის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. მერიის განაცხადის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სააგენტოსგან თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში, ქობულეთში საახალწლო ნაძვის ხეს თებერვლის ბოლომდე ვერ დაშლიან. „ქუჩის/გარე განათების 2023 …

ბათუმის მერიას 78-მილიონიანი ტენდერისთვის უჩივიან – ვისთვის უნდა ააშენონ ამ თანხით კორპუსები

ბათუმში საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 11 იანვარს დაიწყო. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 78 589 607 ლარით აქვს გამოცხადებული. კომპანია „უნივერსალური იურიდიული მომსახურების ჯგუფი“ კი, მერიის სამმართველოს სატენდერო პირობების გამო დავების საბჭოში უჩივის. კომპანია საბჭოსგან ითხოვს, დაავალდებულონ სამმართველო „სატენდერო პირობები კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს“. აღნიშნული ტენდერის ფარგლებში ბათუმში დაგეგმილია: ე.წ …

გონიოში ზღვისპირა ბილიკის განათებისთვის 443 000 ლარია გამოყოფილი

გონიოში ზღვისპირა ბილიკის გარეგანათების რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 443 ათას 972 ლარით გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გონიოს ბულვარში მდებარე გარეგანათების ბოძებზე 153 დაზიანებული სანათი უნდა შეიცვალოს. ჩასატარებელია ასევე სხვადასხვა სახის, მათ შორის ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები. ტენდერის პირობის მიხედვით, ყველა სამუშაო გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან, 2023 წლის 15 ივნისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. …

ბათუმში ძველ რესპუბლიკურს დაანგრევენ და აქ სასწრაფო დახმარების შენობას ააშენებენ

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს „ძველ“ შენობას დაანგრევენ და მის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალ შენობას ააშენებენ. არსებული შენობის დემონტაჟისა და ახლის აშენებისთვის კი, ქალაქის ბიუჯეტში 6,6 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ტერიტორია, სადაც დასანგრევი შენობები დგას, დაახლოებით 7 000 კვადრატული მეტრია. პროექტის მიხედვით, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს, ახალი შენობა სამსართულიანი იქნება – თავისი სასწრაფოს მანქანების ავტოსადგომებით, პარკინგით და …

ეზოს მისამართები ბათუმში, სადაც მერია ჭიშკრებს მოაწყობს

საცხოვრებელი სახლების ეზოს შესასვლელებში ჭიშკრების მოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან წელს 132 910 ლარია გამოყოფილი. შეიცვლება ძველი [სადაც არის] და ახალი ჭიშკრები მოეწყობა შემდეგ მისამართებზე: ასათიანის N28, ბერიძის N13, ვაჟა-ფშაველას N63, ზუბალაშვილის N22, თავდადებულის N1-3, თავდადებულის N22, თავდადებულის N33, კომახიძის N20, კომახიძის N23, კოსტავას N9 [ორი ჭიშკარი], ლერმონტოვის N20 [ორი ჭიშკარი], ფარნავაზ მეფის N6-8, წერეთლის N12. მერიის …

2,2 მილიონი ლარი სკვერების მოსაწყობად ბათუმში – რა მისამართები შეარჩია მერიამ

ბათუმის მერიას 2,2 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი, ქალაქში 8 მისამართზე „სკვერების მოწყობის სამუშაოებისთვის“. სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები ზოგან ახალი სკვერის მოწყობას [მცირე ფართობებზე], ზოგან კი, არსებულის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2 275 853 ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 5 იანვარს დაიწყება და ხუთ დღეში, 10 იანვარს დასრულდება. სამუშაოები …

„ბათუმის წყალი“ სასმელ წყალს ყიდულობს – ტენდერი გამოცხადებულია

შპს „ბათუმის წყალი“ სასმელ წყალს ყიდულობს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 600 ლარია. წინადადებების მიღება 28 დეკემბერს დასრულდება. „ბათუმის წყალი“ ყიდულობს არა წყალს ბოთლებით, რასაც, მაგალითად, ოფიციალურ შეხვედრებზე გამოიყენებს, არამედ 660 ცალ ბოცას სასმელი წყლით. „სასმელი წყლის მიწოდება განხორციელდება 19-ლიტრიანი ჭურჭლით, პოლიკარბონატის ბოცით, რომელიც განკუთვნილია წყლის დისპენსერებზე დასადგმელად; შენახვის ვადა …

ბათუმში დაწესებულებების სანიტარული შემოწმების ტენდერის გამო მერიას უჩივიან

ბათუმის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების სანიტარულ-ჰიგიენური მონიტორინგის მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერის გამო ქალაქის მერიას დავების საბჭოში უჩივლეს. ტენდერი 104 ათას 996 ლარითაა გამოცხადებული და პირობის მიხედვით, დაწესებულებების მონიტორინგი 2023 წელში უნდა ჩატარდეს. ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. შპს „მეგატესტი“ კი ითხოვს „გაუქმდეს სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობის შეუსაბამო ჩანაწერი“, რომელიც პრეტენდენტის გამოცდილებას შეეხება. მიმდინარე ტენდერში მონაწილეობს „ლაბორატორიული …

ბათუმის მერია 3 საბავშვო ბაღის აშენებას აპირებდა, მაგრამ ერთიც ვერ ააშენა – რიგშია 842 ბავშვი

2022 წლის ბოლომდე ბათუმის მერია მოსახლეობას მინიმუმ სამი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ჰპირდებოდა. წლის ბოლოს გაირკვა, რომ ბათუმში სამიდან ერთი ბაღიც ვერ აშენდა. სამი საბავშვო ბაღის ასაშენებლად ბიუჯეტიდან 8 მილიონ 617 ათას 402 ლარი გამოიყო, სამუშაოების მხოლოდ მცირე მოცულობა შესრულდა და შეწყდა. შეწყდა ხელშეკრულებებიც. ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა წელს სამივე მშენებლობა მოინახულა და ფეისბუქპოსტებიც დადო. …

ბათუმში მიუსაფარი ცხოველების პატრონობისთვის 400 ათასი ლარია გამოყოფილი

400 ათასი ლარია გათვალისწინებული ბათუმის ბიუჯეტში 2023 წლის განმავლობაში ქალაქის ტერიტორიაზე „უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებებისთვის“. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი ბათუმის მერიამ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2022 წლის 24 დეკემბერს დაიწყება და 29 დეკემბერს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება, უზრუნველყოს  „ქალაქის ტერიტორიიდან [სულ – 2600] უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების [ზრდასრული ძაღლი, …

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 374 ათასი ლარი დაიხარჯება

ქალაქში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი 374 ათასი ლარით გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულს ევალება ევროპის მოედანზე საგამოფენო სივრცის (დახლების) მოწყობა – ჯიხურების, ფანჩატურის დადგმა, შესასვლელი თაღის, სანტას კუთხის, საახალწლო ინსტალაციების მოწყობა, კარვებით, სცენის დეკორაციისა და ახალი წელი შენს ეზოში – მოსიარულე ავტომანქანებით უზრუნველყოფა; ასევე ცეცხლოვანი შოუს, ილუზიონისტის, აკრობატების, ჯამბაზების წარმოდგენა; ბიოტუალეტის, ტერიტორიის დალაგება დასუფთავების, …

კვირიკეში, სადაც წყალი არ აქვთ, ქობულეთისთვის წყლის კიდევ 1 რეზერვუარს ააშენებენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ქალაქ ქობულეთის წყალმომარაგების ქსელის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა. ერთ-ერთი პირობით, ქალაქის წყალმომარაგებისთვის სოფელ კვირიკეში უნდა მოეწყოს დამატებით 5000 ტონიანი რეზერვუარი. კვირიკეში, სადაც წლებია მოსახლეობას უწყლობა აწუხებს, ერთი ასეთი რეზერვუარი უკვე არის, საიდანაც ქალაქი ქობულეთი წყლით მარაგდება. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ეს ერთი რეზერვუარი ამ დროისთვის ქალაქის წყალმომარაგებისთვის საკმარისია, „თუმცა, ქალაქი იზრდება და დამატებით …

შუახევი ახალ ნაძვის ხეში 55 700 ლარს გადაიხდის

შუახევი წელს ახალ ნაძვის ხეს აჭარის ბიუჯეტის სპეციალური ტრანსფერის ფარგლებში იყიდის. ახალი ნაძვის ხე [ვარსკვლავის ჩათვლით] მაქსიმუმ 11,5 მეტრი სიმაღლის იქნება და ის დაბაში 21 დეკემბრამდე უნდა დაიდგას. საახალწლო ნაძვის ხის შესაძენად მუნიციპალიტეტმა ტენდერი 56 ათასი ლარით გამოაცხადა, შეთავაზების ფასის კლების ბიჯი კი, 300 ლარია. პირობის მიხედვით, „მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საშობა ნაძვის ხის მიწოდება-მონტაჟი, საკუთარი ხარჯებით …

საახალწლოდ ბათუმის გასაფორმებლად 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი

საშობაო-საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. წელს ბათუმი ახალ ნაძვის ხესაც იყიდის, რისთვისაც ცალკე 968 387 ლარი დაიხარჯება. ამას გასართობ თუ სხვა ღონისძიებების ხარჯებსაც თუ დავუმატებთ, ქალაქი საახალწლო დღეებში, მთლიანობაში, 4 მილიონამდე ლარს დახარჯავს. მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ქალაქის გაფორმების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი 1 მილიონ 993 ათასი ლარით გამოაცხადა. სამუშაოები …

პოლიციელებს ბათუმში ბინები 2 წლის წინ უნდა მიეღოთ, შსს-ს მშენებლობა ჯერაც არ დაუსრულებია

ბათუმში პოლიციელებისთვის მშენებარე ბინების დასრულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად 4 468 315 ლარია. ბათუმში, ადლიის ქ. N112-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის ორი თერთმეტსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო და პოლიციელებს ბინებიც უნდა მიეღოთ. მიუხედავად ამისა, კორპუსების მშენებლობაზე შსს-მ  ტენდერში გამარჯვებული ორი კომპანია ამუშავა, თუმცა ხელშეკრულება ორივესთან შეწყვიტა …

ქედა საახალწლო ნაძვის ხეს 140 ათას ლარად იყიდის

ახალ საშობაო ნაძვის ხეს წელს ქედაშიც დადგამენ. ნაძვის ხის შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი 141 ათას 600 ლარით გამოაცხადა. ხელოვნური ნაძვის ხე კონუსის ფორმის და, მთლიანობაში, 17 მეტრი სიმაღლის იქნება. ტენდერის პირობის მიხედვით: „მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საშობაო ნაძვის ხის მიწოდება მონტაჟით; საქონელი უნდა იყოს ახალი, ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს დანართში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს/მახასიათებლებს. ნაძვის ხის მონტაჟის …

„ბენზეში“ 465 ათას ლარად მოწყობილი განათება არ მუშაობს – მერია 192 ათასს აღდგენაში იხდის

ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზი ამბობს, რომ გარე განათება, რომელიც 2021 წელს თამარის დასახლებაში დაამონტაჟეს, უკვე მწყობრიდანაა გამოსული. განათების კონსტრუქციების შესყიდვასა და დამონტაჟებაზე ბიუჯეტიდან მთლიანობაში 465 270 ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან. 2022 წელს კი, მერიამ სანათების რეაბილიტაციაზე ისევ ტენდერი გამოაცხადა. „თამარის დასახლებაში, რესტორან „ოქროს თევზიდან“ „რივიერამდე“ დაამონტაჟეს 86 დეკორატიული სანათი, რაშიც 364 812 ლარია …

ბათუმი სოციალურად დაუცველებისთვის 183 ათას ლარად „საახალწლო ნობათს“ იყიდის

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტომ „სასადილოებისა და თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის საახალწლო ნობათის“ შესყიდვაზე ტენდერი 183 ათას 240 ლარით გამოაცხადა. თითოეული ბენეფიციარი საახალწლოდ მიიღებს შემდეგ პროდუქტებს: შაქარი – 1 კილოგრამი მზესუმზირას ზეთი – 1 ლიტრი გაყინული ქათამი – 1 ცალი ხორბლის ფქვილი – 1 კილოგრამი ამ პროდუქტებს უფასო სასადილოს 7 595 ბენეფიციარისთვის, სააგენტო, სოციალურად დაუცველი ჯგუფის ერთჯერადი უფასო …

ბათუმის სანდასუფთავება 27 460 ლარად სამბორბლიან ველოსიპედებს ყიდულობს

ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავება“ სამბორბლიან  8 ველოსიპედის ყიდვას გეგმავს, რისთვისაც ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 27 460 ლარია. ანუ ერთ ველოსიპედში „სანდასუფთავება“ მაქსიმუმ 3 398 ლარს გადაიხდის [ტენდერში ფასის კლების ბიჯი 270 ლარია]. ტექნიკური პირობის მიხედვით, ველოსიპედი უნდა იყოს: სამბორბლიანი, მრავალფუნქციური [ქარხნული წარმოების], ახალი, ფოლადის კორპუსით და სამუხრუჭე სისტემით; ტვირთამწეობა – არანაკლებ 190 კგ. გადაცემა: მრუდ …

532 მილიონი ლარი 4 820 დევნილი ოჯახის ბინებისთვის – ტენდერის გამო სააგენტოს უჩივიან

იძულებით გადაადგილებული 4 820 ოჯახისთვის ბინების მშენებლობაზე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ორი ტენდერი გამოაცხადა, სადაც სავარაუდო/სატენდერო ღირებულება, ჯამში, ნახევარ მილიარდზე მეტი ლარია. ტენდერის პირობების მიხედვით, დევნილი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები უნდა აშენდეს ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში. ტენდერის პირობა – პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ – დავების საბჭოში გაასაჩივრა შპს „უნივერსალური იურიდიული მომსახურების ჯგუფმა“. კერძოდ, …

2,2 მილიონს დახარჯავს ცესკო სხდომათა დარბაზის მოსაწყობად

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] სხდომათა დარბაზის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 252 600 ლარია. ტენდერს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც სხდომათა დარბაზი ცესკოს შენობის იმ ღია ფლიგელში მოეწყობა, რომელსაც დღეს ავტოსადგომად იყენებენ. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით: „საპროექტო ობიექტი მდებარეობს თბილისში, დ.აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე. დამკვეთის სურვილისამებრ იგეგმება არსებული შენობის მარცხენა ნაწილის რეკონსტრუქცია, საარჩევნო ადმინისტრაციის …

799 600 ლარი შსს-ს აჭარის დეპარტამენტის შენობის რემონტისთვის-გადადის თუ არა პოლიცია ბარცხანაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 800 ათასამდე ლარს დახარჯავს ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი შენობის გასარემონტებლად. გასულ წელს კი, საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ბარცხანაში დაიწყებოდა, რისთვისაც ბათუმის მუნიციპალიტეტმა ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის 17 ნომერში [ბარცხანის ხიდთან, ზღვის მხარეს] 15 938 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასცა სახელმწიფოს. პირობის მიხედვით, …

Exit mobile version