გონიოში ზღვისპირა ბილიკის გარეგანათების რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 443 ათას 972 ლარით გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გონიოს ბულვარში მდებარე გარეგანათების ბოძებზე 153 დაზიანებული სანათი უნდა შეიცვალოს. ჩასატარებელია ასევე სხვადასხვა სახის, მათ შორის ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები. ტენდერის პირობის მიხედვით, ყველა სამუშაო გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან, 2023 წლის 15 ივნისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. …
Continue reading “გონიოში ზღვისპირა ბილიკის განათებისთვის 443 000 ლარია გამოყოფილი”