200 მილიონი ძველი ბათუმისთვის – ქალაქი, რომელიც პლაჟს კარგავს

საქართველოს ხელისუფლება ბათუმში 200 მილიონი ლარის სამუშაოებს გეგმავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში, მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის. სამუშაოები „ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში“ უნდა ჩატარდეს და ეს მაშინ, როცა ბათუმი, როგორც ტურისტული ქალაქი, თანდათან პლაჟის გარეშე რჩება. შტორმის დროს ნაპირის ნგრევამ ბათუმში ბოლო წლებში შეუქცევადი ხასიათი მიიღო. წარეცხილ სანაპიროსთან ერთად ნადგურდება საპლაჟო ინფრასტრუქტურაც. სპეციალისტების დასკვნით „ახლო მომავალში აუცილებლად უნდა …

3 ახალი საბავშვო ბაღი ბათუმში, სერვისცენტრები და საქანელები – 14 მილიონიანი ტენდერი

ბათუმში სამი ახალი საბავშვო ბაღის, მერიის სერვისცენტრების ოფისების, ჭიდაობის მოედნის მშენებლობაზე, ასევე, ურეხის ყოფილი ინტერნატის შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოებზე ქალაქის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 14 769 915 ლარით ერთიანი ტენდერი გამოაცხადა. ამავე ტენდერის ფარგლებში უნდა მოეწყოს ასევე სკვერი თამარ მეფის ქუჩაზე, ბულვარში რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს ფრენბურთის მოედანს და რამდენიმე ადგილზე უნდა დადგან საქანელები. სატენდერო დავალების მიხედვით, …

„სიყვარული მძიმეა“ – ბულვარი ქანდაკებას თავდადებულის ქუჩის დასაწყისში დადგამს

ქანდაკების – „სიყვარული მძიმეა“ დადგმა ბულვარის ადმინისტრაციამ თავდადებულის ქუჩის დასაწყისში გადაწყვიტა. ესკიზის მიხედვით ქანდაკების დამზადება-მონტაჟის სახელმწიფო შესყიდვაზე ბულვარმა ტენდერი 24 ათას 540 ლარით გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 20 აგვისტოს დაიწყება და 22 აგვისტოს დასრულდება. ქანდაკების დამზადება-მონტაჟი, როგორც ტენდერის პირობაშია აღნიშნული, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, ეტაპობრივად, 60 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ბულვარის ადმინისტრაციას 2022 წელს …

სარფის პლაჟზე საშხაპეების მოწყობა და ადაპტირებაა დაგეგმილი

სარფის სანაპირო ზოლში კიბეების, ბილიკის, საშხაპეების, გასახდელებისა და ასევე, პლაჟზე ჩასასვლელი პანდუსის მოწყობაა დაგეგმილი. სამუშაოების შესყიდვაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 140 264 ლარია. პირობის მიხედვით, „სამუშაოები უნდა შესრულდეს გეგმა-გრაფიკის ეტაპებით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში და დასრულდეს 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში“. ტენდერში წინადადებების …

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლა შესაძლოა ორთაბათუმში გადავიდეს – 4,9 მილიონი რემონტისთვის

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების დაწყების შემთხვევაში სად გაგრძელდება სასწავლო პროცესი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ერთ-ერთ ვარიანტად ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმის სკოლა განიხილება. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჩატარდება და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 926 650 ლარია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით: „ამჟამად, სკოლაში სწავლობს 1 124 …

ძველ ბულვარში ტრენაჟორებს გააახლებენ, დაიხარჯება 400 ათასი ლარი

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ძველ ბულვარში არსებული სავარჯიშო მოედნების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 404 ათას 68 ლარია. პირობის მიხედვით, მოედნების რეაბილიტაციასთან ერთად, მიმწოდებელმა სხვადასხვა სახის 15 ახალი ტრენაჟორიც უნდა დაამონტაჟოს. „პროექტში ჩადებულია უმაღლესი ხარისხის სავარჯიშო კომპლექტები, რომლებიც უძლებენ ნებისმიერ ბუნებრივ ზეწოლას, მათი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი არა საკუთარ წონაზე სავარჯიშოდ გამოიყენებიან, არამედ შესაძლებელს ხდიან …

ბათუმში, ტაბიძეზე სოცსააგენტოს შენობას გაარემონტებენ – სად გადავა სერვისცენტრი

სოციალური მომსახურების სააგენტო აჭარის რეგიონული სერვისცენტრის შენობის რეაბილიტაციას და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს. მომსახურების შესყიდვაზე სააგენტოს ტენდერი 2 237 960 ლარით აქვს გამოცხადებული. სოცსააგენტოს აჭარის რეგიონული სერვისცენტრის ადმინისტრაციული შენობა ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, N2ა-ში მდებარეობს. მიწის ნაკვეთი 1865 კვადრატული მეტრია, ხოლო შენობა – 1 752 კვადრატული მეტრი. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 210 დღეში უნდა დასრულდეს. …

კონსტრუქციაში – „მე მიყვარს აჭარისწყალი“, ხელვაჩაური 59 ათას ლარს დახარჯავს

ხელვაჩაურის სოფელ აჭარისწყლის მიმანიშნებელი -„მე მიყვარს აჭარისწყალი“ – კონსტრუქციის მოწყობისთვის 59 772 ლარია გათვალისწინებული. კონსტრუქცია ღამით უნდა განათდეს, ამიტომ ამ თანხაში კონსტრუქციის ადგილამდე ელექტროენერგიის მიყვანა და სხვა სამუშაოებიც შედის. კონსტრუქცია სოფელ ხერთვისის ტერიტორიაზე, მდინარეების – აჭარისწყლისა და ჭოროხის შესართავთან მოეწყობა, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს. სოფელი აჭარისწყალი კი, მდინარის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. აჭარისწყალი არის თემის ცენტრიც …

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება აუცილებელია – ვინ დაასაბუთებს? 

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად გადაკეთების პროექტზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი პრეტენდენტის საჩივარი დავების საბჭომ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, დავის გამო შეჩერებული სატენდერო პროცედურები განახლდა, თუმცა, დამატებითი დრო ამჯერად გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის აპარატმა ითხოვა. ოქმში აღნიშნულია, რომ მეორე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დასადგენად კომისიის აპარატს დამატებით 5 სამუშაო დღე სჭირდება. …

ბულვარში ფანჩატურის მოსაწყობად 107 ათასი ლარია გამოყოფილი

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარში ფანჩატურის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 107 ათას 30 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ფანჩატური ბულვარში არსებულ იაპონურ ბაღში უნდა მოაწყონ. სატენდერო განაცხადს თან ახლავს პროექტიც. პროექტის მიხედვით: გრანიტისფაქტურიან სკამზე ხის დასაჯდომი ძელაკებისთვის მასალად გამოყენებული იქნება აფრიკული ხე „მემბაუ“, საზურგე იქნება დეკორატიული მილკვადრატით; გრანიტი უნდა იყოს უცხოური წარმოების; გამოყენებული …

ქობულეთში სოციალური სახლების აშენებაა დაგეგმილი – 23 მილიონი 2 კორპუსისთვის

ქობულეთში, პოპოვის ქუჩა N12-ში მრავალბინიანი სოციალური სახლების მშენებლობაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. ორი მრავალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად 23 484 000 ლარია გათვალისწინებული. ქობულეთის მერიის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სოციალური სახლები იმ ეკომიგრანტი ოჯახებისთვის აშენდება, რომლებიც დღეს მუნიციპალიტეტს ქირით ჰყავს გაყვანილი სტიქიის ზონიდან. „დღევანდელი მდგომარეობით 200-მდე ეკომიგრანტი ოჯახი გვყავს ქირით გაყვანილი“, – გვითხრეს ქობულეთის მერიაში. პროექტის მიხედვით: „თითო …

აჭარაში გზების მოსავლელად 6,2 მილიონი ლარით მუხლუხა ბულდოზერებს იყიდიან

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვისთვის 28 ერთეულ სპეცტექნიკას იყიდის. დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა 6 223 678 ლარით. შესყიდვის ობიექტია: 25 ერთეული მცირე გაბარიტის მუხლუხა ბულდოზერი, 2 ერთეული დიდი გაბარიტის მუხლუხა ბულდოზერი და 1 ერთეული ბორბლებიანი ექსკავატორ-დამტვირთველი. სპეცტექნიკა უნდა იყოს ახალი. სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ შესყიდულ ტექნიკას ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და …

ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად დაგეგმილზე 1,8 მილიონით მეტი დაიხარჯება ბიუჯეტიდან

ბათუმის ბულვარმა სკეიტპარკის მოწყობაზე ხელახალი ტენდერი 3 165 138 ლარით გამოაცხადა. ეს 1,8 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე წინა ტენდერში. წინა ტენდერი ჩავარდა, რის შემდეგაც, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, მიიღეს დამატებითი რეკომენდაციები, მათ შორის მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციისგან. „გარკვეული რეკომენდაციები გავითვალისწინეთ, რის შემდეგაც პროექტში შევიდა ცვლილებები, რათა ის გაუმჯობესებულიყო. შემდეგ ბაზრის კვლევა ჩავატარეთ და, შესაბამისად, ხარჯთაღრიცხვაც გაიზარდა. …

ქობულეთის მერიის მოთხოვნა „ზღუდავს კონკურენტულ გარემოს“ – დავა 6-მილიონიანი ტენდერისთვის

ქობულეთის მერიის სატენდერო კომისიამ, რომლის წევრები მერი და მისი მოადგილეებიც არიან, ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში ჯერ გამარჯვებული გამოავლინა, შემდეგ კი ტენდერი შეწყვიტა. ტენდერის შეწყვეტის ოქმში აღნიშნულია, რომ კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილებაზე, ზღუდავდა კონკურენტულ გარემოს. შემდეგ ისიც აღმოჩნდა, რომ გამარჯვებული კომპანია კომისიამ ისე გამოავლინა, თავისივე დადგენილი მოთხოვნაც არ გაითვალისწინა. ტენდერი 6 298 000 ლარით …

ხულო-ზარზმის პროექტი გაძვირდა – მეწყერი გზის გაფართოების სამუშაოების შედეგია

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები რამდენიმე მილიონი ლარით ძვირდება. გარდა ამისა, სათუოა სამუშაოების მიმდინარე წელს მთლიანად დასრულებაც. ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე [ორ ლოტად] ხელშეკრულებები ჯამში 95,6 მილიონ ლარზეა გაფორმებული. სამუშაოები დაწყებულია, თუმცა გზის გასწვრივ არაერთ ადგილზე გააქტიურდა მეწყერი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი მილიონები სწორედ დამეწყრილი ფერდობების გამაგრებას დასჭირდება. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე მეწყრის განვითარების ერთ-ერთი …

დავა ქობულეთის შემოვლითი გზის 4 ზოლიანად გადაკეთების პროექტზე – ტენდერი 10,5 მილიონით 

საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტს ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტზე გამოცხადებულ ტენდერში უჩივიან. ქობულეთის 2-ზოლიანი შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე, დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10,5 მილიონი ლარია. შპს „კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალი“ დავების საბჭოში გაგზავნილ საჩივარში აღნიშნავს, რომ მან ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი …

ახალ ბულვართან ადაპტირებული იქნება პლაჟზე ჩასასვლელი კიბეები – სანაპიროს გაამაგრებენ

ბათუმის ახალ ბულვართან შტორმით დანგრეული სანაპიროს თითქმის ერთკილომეტრიან ზოლს ფოლადის ხიმინჯებით [შპუნტებით] გაამაგრებენ. აღადგენენ სასეირნო ბილიკსაც, საიდანაც პლაჟზე ჩასასვლელად კიბეებს მოაწყობენ. პროექტში არ არის გათვალისწინებული პლაჟზე ჩასასვლელები შშმ პირებისთვის. რატომ არ არის გათვალისწინებული პროექტში პანდუსები სასეირნო ბილიკიდან პლაჟზე ჩასასვლელად და რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად? – ამ კითხვით ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს …

რა ტენდერებს იგებს ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებული კომპანია – TI-ის კვლევა კორუფციაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერებში შპს „ესია ჯგუფი“ 2021 წლის ივლისიდან მონაწილეობს და დღემდე 1 869 747 ლარი აქვს მიღებული. ეს კომპანია ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორის, აკაკი ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა დააფუძნა. აკაკი ბერიძის ერთი ძმა, როლანდ ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის არჩეული მერია. მათი კიდევ ერთი ძმა …

სკოლებს, რომლებმაც ავტორიზაცია უნდა გაიარონ, ლეპტოპებს უყიდიან – ტენდერი 21 მილიონი ლარით

2023 წელს იმ საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა იგეგმება, რომლებსაც პირველ ეტაპზე უწევთ ავტორიზაციის გავლა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების  სააგენტომ ლეპტოპების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 21 169 590 ლარია, ერთი ლეპტოპის ფასი – 1 545 ლარი. „განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაიწყო საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი. სკოლის მიერ აღნიშნული პროცესის წარმატებით გავლისთვის მნიშვნელოვანია …

ხელფასები არ გადაგვიხადეს, ბავშვები კი ბაღის გარეშე დატოვეს – სოფელი ქედაში

ქედაში, სოფელ ჯალაბაშვილებში, ბავშვები წელიწად-ნახევარზე მეტია ბაღის გარეშე არიან დარჩენილები. მშობლების თქმით, ბავშვები მეზობელი სოფლის ბაღში დაჰყავდათ, თუმცა ქედის მერიამ ტარნსპორტის გამოყოფაზე უარი უთხრა. შესაბამისად, მშობლებს საკუთარი ხარჯებით უწევთ ბავშვების სხვა სოფელში გადაყვანა. „მე მანქანა მყავს და ამიტომ დამყავს, თორემ ტაქსი 20 ლარს ითხოვს. წარმოიდგინეთ, 20 ლარი გაყვანა, 20 – გამოყვანა. ვის აქვს ამდენი საშუალება. …

შუახევისა და მახოს სკოლების მშენებლობა სამინისტროს 768 ათასი ლარით მეტი უჯდება

დაბა შუახევში ახალი სკოლისა და სოფელ მახოში სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა აჭარის განათლების სამინისტროს 768 ათასი ლარით მეტი დაუჯდება, ვიდრე თავიდან იყო გათვლილი. ეს შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტებით ირკვევა, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით კითხვებზე პასუხები კი „ბათუმელებმა“ სამინისტროდან ამ დრომდე ვერ მიიღო. ტენდერში გამარჯვებულ შპს „ნიკასთან“ სამინისტროს ხელშეკრულებები ჯამში 3 968 474 ლარზე ჰქონდა გაფორმებული, საიდანაც …

932 ათასი ლარი ფრინველებზე სათვალთვალო კოშკის ასაშენებლად ქობულეთში

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე, ფრინველებზე დაკვირვების სათვალთვალო კოშკის მშენებლობა იგეგმება. მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა 932 ათას 940 ლარით. სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს მომზადდა პროექტი, რომელიც ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ითვალისწინებს გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯის, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას. „შემუშავებული სრული პროექტიდან სააგენტო გეგმავს მხოლოდ გადამფრენი …

„სიყვარული მძიმეა“ – ბულვარი ქანდაკების მონტაჟის ფასს ადგენს

„სიყვარული მძიმეა“ – ამ ქანდაკების დადგმის პროცედურა „მძიმე“ აღმოჩნდა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციისთვის, რომელსაც დამზადება-მონტაჟისთვის 25 ათასი ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თანხმობა არ მისცა. მაშინ ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქანდაკების დადგმაზე გრძელდებოდა მსჯელობა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, რა გზით წავიდოდნენ – კონკურსის თუ ტენდერის, ჯერ მიღებული არ იყო. როგორც ჩანს, …

ახალ ბულვართან ნაპირს რკინის შპუნტებით გაამაგრებენ, პლაჟზე ჩასასვლელად კი, კიბეები იქნება

ბათუმის ახალ ბულვართან შტორმით დანგრეულ სანაპიროს თითქმის ერთკილომეტრიან ზოლს რკინის შპუნტებით გაამაგრებენ. აღადგენენ სასეირნო ბილიკსაც, საიდანაც პლაჟზე ჩასასვლელად კიბეებს მოაწყობენ. შპუნტების ზედა ნაწილზე მოაწყობენ რკინა-ბეტონის სარტყელს, ხოლო ამ სარტყელზე  – ტალღამრეკლს. ტალღამრეკლი ბლოკებიც რკინაბეტონის იქნება, რომლებსაც პლაჟის მხარეს ოვალური ფორმა ექნებათ [ტალღების ასარეკლად], სასეირნო ბილიკის მხარეს კი – სკამის, ისე, რომ მასზე ჩამოჯდომა იყოს შესაძლებელი. …

8,6 მილიონი ლარი შუახევში, ჭვანის ხეობაში ტურისტული კომპლექსის მოსაწყობად

შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობაში, „ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიების განვითარებისა და კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოებზე“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. პროექტის მიხედვით ხაბელაშვილების ხიდიდან ცოტა მოშორებით აშენდება ახალი სამანქანე ხიდი, ადმინისტრაციის შენობა  – ტურისტული საინფორმაციო ცენტრი და სასტუმრო, მოეწყობა მისასვლელი გზები, „წისქვილების სოფელი“, ოდა, ამფითეატრი; წყლის სისტემები, გარეგანათება; არსებულ ბილიკებს ჩაუტარდება რეკონსტრუქცია, მოეწყობა ახალი …

ბათუმის ავტობუსებში გაჩერებას გამოაცხადებენ – ამისთვის 88 ათასი ლარია გამოყოფილი

ბათუმის ავტობუსებში გაჩერებებს გამოაცხადებენ. ამ ახალი სისტემის დანერგვისთვის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ 88 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. „მუნიციპალურ ტრანსპორტში, სამარშრუტო ხაზზე მოძრავ ავტობუსებში, გაჩერების ტექსტის [ხმოვანი] გამოცხადების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა-დანერგვასა და შემდგომი ყოველთვიურ მხარდაჭერაზე“ ტენდერი ავტოტრანსპორტმა უკვე გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, „მუნიციპალურ ავტობუსებში შიდა საინფორმაციო ხმოვანი სისტემის დანერგვა მოიცავს სამარშრუტო ხაზზე მოძრავი ავტობუსის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მარშრუტის …

მერია მალავს, რამდენი სათვალთვალო კამერა მუშაობს ბათუმში – მორიგი ორმილიონიანი ტენდერი

ბათუმის მერიის სამმართველომ ვიდეოსათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟზე მორიგი ტენდერი გამოაცხადა 1,9 მილიონი ლარით. კამერების შეძენა-ექსპლუატაციაზე ბათუმის მერია სოლიდურ თანხას ყოველწლიურად ხარჯავს, თუმცა რამდენი კამერა მუშაობს ქალაქში, ამ ინფორმაციას მალავს. ვიდეოსათვალთვალო კამერებზე ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ერთი კომპანია – შპს „დელტა კონსალტინგი“ იმარჯვებს. ამ კომპანიისთვის კი, 2019-2022 წლებში ბათუმის მერიას 3 193 025 ლარი აქვს გადახდილი. …

ქუჩები ბათუმში, სადაც პრობლემურ ადგილებში ბეტონს დააგებენ – გამოყოფილია 4,6 მილიონი

ბათუმში, „პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის დასაგებად“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სამი ტენდერი აქვს გამოცხადებული, სადაც ქუჩების კონკრეტული მისამართებია მითითებული. სამივე ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 4,6 მილიონი ლარია. სამუშაოები კი, ყველგან 2023 წლის 12 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. სამმართველოს ცალკე, მეოთხე ტენდერიც აქვს გამოცხადებული „ასფალტირებული და რკინა-ბეტონის საფარის ქუ­ჩე­­ბის მიმდინარე სარემონტო სა­მუ­შა­­ოებზე“, სადაც სატენდერო …

მეჩეთების რეაბილიტაციაზე ტენდერი მეორედ გამოაცხადეს – სააგენტოს კოპირებული ოქმები

ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაციაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. წინა ტენდერი, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 3 მაისს დასრულდა, არ შედგა. ეს ტენდერი 370 500 ლარით იყო გამოცხადებული, თუმცა მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. „ბათუმელები“ დაინტერესდა, იმსჯელა თუ არა სატენდერო კომისიამ იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ შედგა ტენდერი და …

ბაზრობა, ავტოსადგური და პარკინგი გოდერძიზე – სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

კურორტ გოდერძიზე თემატური გამოფენა-ბაზრობის, ავტოსადგურისა და ავტოპარკინგის სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელახალი ტენდერი იმავე ოდენობის თანხით – 4 597 900 ლარით და იმავე პირობებით გამოაცხადა. სამინისტროს სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ იმის დასადგენად, თუ რა მიზეზით არ შედგა ელექტრონული ტენდერი, პოტენციური მიმწოდებლები ტელეფონით გამოკითხეს. „ტელეფონის საშუალებით განხორციელებული გამოკითხვისას, …

ზაფხული იწყება აქ – 330 ათასი ლარი ორდღიანი ფესტივალისთვის ბათუმში

ზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ბათუმში ორდღიანი ფესტივალის ჩატარებაა დაგეგმილი, რისთვისაც 330 ათას 364 ლარია გამოყოფილი. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ორი ტენდერი გამოაცხადა. [checklist] ზაფხულის სეზონის გახსნის საზაფხულო ფესტივალის „ზაფხული იწყება აქ“ ორგანიზებისთვის გასართობი-მუსიკალური პროგრამისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე – 162 ათასი ლარით ღონისძიებისთვის სცენის მოწყობის ორგანიზებაზე კი – 168 ათას 364 ლარით [/checklist] …

ქობულეთის შემოვლითი გზა შესაძლოა 4-ზოლიანად გადააკეთონ – 10,5 მილიონი პროექტისთვის

ქობულეთის შემოვლითი 2-ზოლიანი გზა, შესაძლოა 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად გადააკეთონ. მანამდე საჭიროა შესაბამისი კვლევა და პროექტი, რომელიც სხვა დეტალებთან ერთად განსახლებისა და შესაბამისი კომპენსაციების გაცემასაც უნდა ითვალისწინებდეს. არსებული გზა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და პროექტი კერძო საკუთრებას აუცილებლად შეეხება. ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ ახალი გზის სავალი ნაწილი უნდა მოეწყოს არსებული გზის გასწვრივ და მოძრაობის ნაკადების შეუფერხებლად. …

დაჭაობებული სკვერი ბათუმში, რაშიც მერიამ ნახევარი მილიონი დახარჯა

ნახევარ მილიონზე მეტი, კონკრეტულად კი, 524 257 ლარი დახარჯა ბათუმის მერიამ ქალაქში ორი სკვერის კეთილმოსაწყობად, თუმცა ორივე სკვერი არათუ კეთილმოეწყო, არამედ აქ გავლაც პრობლემაა. მაგალითად, თამარ მეფის 20-ში, „მეგრულ-ლაზურ“ რესტორანთან, სკვერში გადაადგილება რთულია, არათუ სეირნობა – სამუშაოები  დაუწყიათ, თუმცა არ დაუსრულებიათ: ფილები შადრევანთან დაუყრიათ, სასეირნო ბილიკების მოწყობაც შუა გზაში მიუტოვებიათ, დაჭაობებულია ადგილები, სადაც ახლა მწვანე …

კიბედ ხის ფიცარი, ფანჯრების ნაცვლად კი ცელოფანი – ადმინისტრაციული შენობა გელაძეებში

ხულოში, სოფელ გელაძეების ცენტრში ერთ უცნაურ შენობას ნახავთ. კარგად თუ შეათვალიერებთ მიხვდებით, რომ მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის. პირველი სართული დაკეტილია, მეორე სართულზე შესვლას კი დაქანებული ხის ფიცრით შეძლებთ. ეს შესასვლელი დაახლოებით ისეთივეა სოფლებში საქათმეებს რომ უკეთებენ, ოღონდ ცოტა დიდი ზომის, ადამიანებზეა გათვლილი. ფანჯრების ნაცვლად ცელოფანი გაუკრავთ, ასე შენობას წვიმისგან იცავენ. ერთ-ერთ ოთახში მაგიდა დაუდგამთ, …

ევროპის მოედანი ზაფხულში შეიძლება შემოღობონ – რას გეგმავს ბათუმის მერია

ბათუმში ევროპის მოედანი ზაფხულში შეიძლება შემოღობონ და გადათხარონ – მერიამ დაგეგმა სამუშაოები, რაც მოედნის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ევროპის მოედანი, ტურისტული თვალსაზრისით, ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული და ხალხმრავალი ადგილია; აქ ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და აქცია; მათ შორის, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, უკრაინის მხარდამჭერი აქცია აქ თითქმის ყოველდღიურად იმართება. ევროპის მოედნისა და აკაკი წერეთლის სკვერის რეაბილიტაციაზე ტენდერი მერიის საქალაქო …

ქედაში სოციალური სახლის მშენებლობაზე 7 მილიონი ლარით ტენდერი გამოაცხადეს

დაბა ქედაში მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა იგეგმება. მშენებლობაზე ტენდერი მუნიციპალიტეტმა 7 მილიონ 80 ათასი ლარით გამოაცხადა. სოციალური სახლი ქედაში, თამარ მეფის ქუჩა N9-ში უნდა აშენდეს. ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება მითითებულ მისამართზე დააპროექტოს შენობა, შეადგინოს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზეც დაიწყებს მშენებლობას. ამ ყველაფრისთვის კი, ტენდერში გამარჯვებულს ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვე [2 წელი ექნება]. სამუშაოები ტერიტორიის შესწავლას, …

Exit mobile version