ბათუმში, 36 მისამართზე, 53 ლიფტის ახლით შეცვლაა დაგეგმილი. ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროგრამის მიხედვით, ლიფტების მონტაჟი წელს უნდა დაიწყოს და 2024 წელში უნდა დასრულდეს.
სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ჯერ არ გამოუცხადებია. პროგრამის მიხედვით კი, შესყიდვის სავარაუდო საერთო ღირებულება, ჯამში, 5 196 924 ლარია.
ამავე პროგრამაში აღნიშნულია, რომ „მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ამორტიზებული ლიფტის დემონტაჟი და ახალი, თანამედროვე ლიფტის მონტაჟი – ხორციელდება თანადაფინანსების პრინციპით: 1% – ამხანაგობა, 99% – მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ადგენს სამმართველო“.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტების დაზუსტება და შემდგომ გამოცხადდება ტენდერი“, – მხოლოდ ეს გვითხრეს მერიის სამმართველოში.
- აღმაშენებლის 24 (I სადარბაზო);
- აღმაშენებლის 16 (II სადარბაზო);
- აღმაშენებლის 10 (II სადარბაზო);
- აღმაშენებლის 7 (ძვ. 3)(II სადარბაზო);
- აღმაშენებლის 5 (ძვ. 7ა) (I სადარბაზო);
- აღმაშენებლის 28 (I სადარბაზო);
- ბაგრატიონის 140 (I-II სადარბაზო);
- ტაბიძის 19 (I-II სადარბაზო);
- გ. ბრწყინვალის 45ა (I-II სადარბაზო);
- ტაბიძის 37 (I-II-III სადარბაზო);
- შ. ხიმშიაშვილის 27 (I-II-III სადარბაზო);
- შ. ხიმშიაშვილის 37 (II-III სადარბაზო);
- ტბეთის შეს. 3 (I სადარბაზო);
- პუშკინის 125/127 (II სადარბაზო);
- პუშკინის 129 (I -III სადარბაზო);
- გორგასლის 159 (I სადარბაზო);
- გორგილაძის 80/2 (I-II-III-IV სადარბაზო);
- თამარ მეფის გამზ 5 (სამგზ.);
- ინასარიძის 24 (III სადარბაზო);
- გრიშაშვილის I ჩიხი 1 (II სადარბაზო);
- ჯავახიშვილის 74ა (I სადარბაზო);
- აღმაშენებლის 18 (I-II სადარბაზო);
- გორგილაძის 54 (VII სადარბაზო);
- შ. ხიმშიაშვილის 17 (I-II სადარბაზო);
- ტაბიძის 21 (I -II სადარბაზო);
- ლეონიძის 4ბ (სამგზ. სატვ.);
- ტაბიძის 25 (I-II სადარბაზო);
- ტაბიძის 27 (I სადარბაზო);
- აღმაშენებლის 8 (I სადარბაზო);
- აბუსერიძის 18 (სამგზ. სატვ.);
- ახმეტელის 3;
- ფარნავაზ მეფის 135;
- ტაბიძის 17 (I-II სადარბაზო);
- შ. ხიმშიაშვილის 13 (III სადარბაზო);
- ლეონიძის 8 (სატ. სამგზ.);
- პუშკინის 39 (სამგზ.)
ამ ეტაპზე ბათუმში, როგორც სამმართველოში გვითხრეს, ლიფტების შეცვლა დაწყებულია სხვა, 30 მისამართზე, სადაც არსებულის დემონტაჟი და ახალი ლიფტების მონტაჟი 2023 წლის ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.
შესაბამის სამუშაოებზე ხელშეკრულება სამმართველოს 4 099 992 ლარზე შპს „ბათუმი სიტი XXI“-სთან აქვს გაფორმებული, 2022 წლის 2 სექტემბერს.
აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში სულ 49 ლიფტი უნდა შეიცვალოს.
საცხოვრებელ სახლებში ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ლიფტების მონტაჟზე ტენდერი სამმართველოს 4 162 593 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.
შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, 2023 წლის 16 იანვრის მდგომარეობით, „ბათუმი სიტი XXI“-სთვის მერიის სამმართველოს უკვე გადარიცხული აქვს 1 მილიონი ლარი.
მისამართები ბათუმში, სადაც ჯამში 49 ლიფტი უნდა შეიცვალოს, ნახეთ ამ ბმულზე:
ბათუმში 30 კორპუსში 49 ახალ ლიფტს დაამონტაჟებენ – ბიუჯეტიდან 4.1 მილიონი დაიხარჯება