მთავარი,სიახლეები

ქუთაისის მერიამ 118 ათასად იყიდა ავტომანქანა, რომლითაც მერი სარგებლობს

10.02.2023 • 5839
ქუთაისის მერიამ 118 ათასად იყიდა ავტომანქანა, რომლითაც მერი სარგებლობს

ქუთაისის მერიამ ბიუჯეტიდან 118 ათასზე  მეტი ლარი გადაიხადა ახალ ავტომანქანაში, რომლითაც ქალაქის მერი, იოსებ ხახალეიშვილი სარგებლობს.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ახალ ავტომობილს ქუთაისის მერი იყენებს, ადასტურებენ მერიის პრესსამსახურში.

ტენდერი მერიამ ახალი ავტომობილის შესაძენად 2023 წლის იანვარში გამოაცხადა.

„ბათუმელებმა“ ქუთაისის მერიას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 16 იანვარს მიმართა. გვაინტერესებდა, რატომ გახდა საჭირო ახალი ავტომობილის შეძენა და ვინ ისარგებლებდა ამ ავტომობილით.

„აღნიშნული ავტომანქანის შესყიდვა გამომდინარეობს სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე საერთო სარგებლობისათვის და კონკრეტული თანამდებობის პირისათვის განსაზღვრული არ არის,“ – მოგვწერეს მერიიდან 25 იანვარს.

ქუთაისის მერიამ 26 იანვარს ახალი ავტომობილის შესაძენად 118 211 ლარზე გააფორმა ხელშეკრულება შპს „ავტო ცენტრ თბილისთან“. ტენდერში მხოლოდ ამ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, გამარჯვებულიც ის გახდა.

ფოტო: ირაკლი ვაჩიბერაძე

ამავე თემაზე:

„ნაცრისფერი ან ლურჯი“ – ქუთაისის მერია 118 ათას ლარად მანქანას ყიდულობს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: