მთავარი,სიახლეები

2 მილიონი ლარი ატრაქციონების მონტაჟისა და რემონტისთვის ბათუმში – ნახეთ მისამართები

28.02.2023 • 3040
2 მილიონი ლარი ატრაქციონების მონტაჟისა და რემონტისთვის ბათუმში – ნახეთ მისამართები

ბათუმის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 30 ათასი ლარია გამოყოფილი მრავალსართულიანი სახლების ეზოებისთვის ატრაქციონების შეძენა-მონტაჟისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.

მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 2023 წლის 22 მარტს დაიწყება და 27 მარტს დასრულდება. პირობის მიხედვით, საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა 2023 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა განხორციელდეს.

მისამართები ბათუმში, სადაც ატრაქციენების მონტაჟი/რეაბილიტაციაა დაგეგმილი [თითოეულ მისამართზე სამუშაოების მაქსიმალური ღირებულების მითითებით]:

მისამართი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ღირებულება[ლარი]
ხალვაშის 320 31234.72
აბუსერიძის 16 39758.46
ქათამაძის 40 76684.88
ქათამაძის 44 40437.5
ჰ. აბაშიძის/პ. ჩაიკოვსკის 72-40 37740.25
ჯავახიშვილის 65 90935.55
ჯავახიშვილის 69 33728.16
ნობელების 44 (ახ. ძმ. ნობელების 16) 37038.76
პუშკინის 133 42582.02
ლერმონტოვის 127 (ძვ. 107კ) 28915.65
ჯავახიშვილის 71 35442.71
აბუსერიძის 6 (3/9) 27186.95
ლერმონტოვის 98 47140.87
შ. ხიმშიაშვილის 21 56237
ჩხაიძის 6 44791.26
გორგილაძის 54/62 42660.3
გოგოლიშვილის 1 58546.04
ვაჟა ფშაველას 17 42848.53
ჭავჭავაძის 78/88 171280.75
ლეონიძის 4ე 41577.87
გენ. გ. კვინიტაძის 20 33185.44
აეროპორტის 238 35797.62
ტაბიძის 40 (ძვ. 8) 38447.75
აღმაშენებლის 18ვ 30432.2
ნონეშვილის 48 35086.96
თამარ მეფის გამზ. 54 40188.52
ზედაღელეს 6 90315.67
ლერმონტოვის 92 41888.3
26 მაისის 50 29821.28
ლუკა ასათიანის 2/27 74564.99
რურუას 11 39420.22
ინასარიძის 24 106044.58
ვალენბერგის 4 128648.52
გუდიაშვილის 16 78288.56
ლერმონტოვის 1/9 28150.48
გორგილაძის 40 56594.36
ნიჟარაძის 2ა 86598.97
ლერმონტოვის 96 29757.35
სულ: 2,030,000.00

ტენდერის პირობის მიხედვით:

  • „გაუთვალისწინებელი სამუშაოების თანხის გამოყენება მოხდება მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის ნებართვით, მისივე ინიციატივით და/ან მიმწოდებლის მიერ დასაბუთებული და არგუმენტირებული წინადადებების განხილვისა და შეთანხმების საფუძველზე შემსყიდველი ორგანიზაციის სათანადო გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ.
  •  მისამართების მიხედვით ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს საპროექტო ღირებულებას“.

ამასთან, საგარანტიო ვადა შეადგენს: კაუჩუკის საფარი – სამუშაოების დასრულებიდან 24 თვე; საბავშვო ატრაქციონი – 12 თვე; საქანელა-12 თვე.

„საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.“ – აღნიშნულია სატენდერო მოთხოვნაში.

ატრაქციონებთან უნდა განთავსდეს სკამები და სანაგვე ურნებიც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: