მთავარი,სიახლეები

ჩვენი ერის არჩევანია საქართველო იყოს ევროპული ოჯახის წევრი – ეპისკოპოსი საბა

16.04.2024 •
ჩვენი ერის არჩევანია საქართველო იყოს ევროპული ოჯახის წევრი – ეპისკოპოსი საბა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა [ინწკირველი] საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

ფეისბუქზე გამოქანებულ პოსტში ის წერს, რომ საქართველოს დაუძინებელი მტერი, საზოგადოების ორად გაყოფას ცდილობს.

„მე, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე და როგორც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, მივიჩნევ, რომ ჩვენი თავისუფლების მოყვარე ერისა და ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი და  განუყოფელი ნაწილი, უნდა იყოს დაფასებული ყველას მხრიდან!

ასეთი პოლარიზაციის პირობებში, როცა ჩვენი დაუძინებელი მტერი საზოგადოების ორად გაყოფას მცდელობას არ აკლებს, დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, თანაც იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორი ქვეყნებისა და კავშირების ლიდერები მოგვიწოდებენ მეტი დაფიქრებისა და ანალიზისთვის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ახალი კანონპროექტის მიღებას.

მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს ხელისუფლების მიერ კანონის გაწვევის გადაწყვეტილება დადებითად შეფასდა მთელი მოსახლეობის უმრავლესობის მიერ, რაც ვიტყოდი, იყო საჭირო და გონივრული გადაწყვეტილება.

ახლაც, ჩვენი მომავალი თაობის მიერ წამოწყებული ჯანსაღი პროტესტის პირობებში მაქვს იმედი და რწმენა, რომ ვიხილავთ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სასიკეთოდ გადადგმულ ნაბიჯს, რაც წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებას საზოგადოების გაერთიანებისა და ქვეყნის ნათელი მომავლისთვის“, – წერს ეპისკოპოსი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: