მთავარი,სიახლეები

„ჩემ ოჯახს თმის ბეწვი არ ჩამოუვარდეს“ – ელისაშვილის თქმით, მის სახლთან ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ

15.04.2024 • 2883
„ჩემ ოჯახს თმის ბეწვი არ ჩამოუვარდეს“ – ელისაშვილის თქმით, მის სახლთან ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ

პარლამენტარ ალეკო ელისაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მის საცხოვრებელ სახლთან ნიღბიანი პირებიც გამოჩნდნენ.

ამის შესახებ ელისაშვილმა დღეს, 15 აპრილს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„აქედან წავედი თუ არა, სახლში ეგრევე მომივარდა რამდენიმე ახალგაზრდა, ჩემ ქუჩაზე. ნიღბებით, ტვინარეული ბავშვები, ბავშვებს რაებს აკეთებინებენ წარმოიდგინეთ, დაიწყეს რაღაცების მიხატვა-მოხატვა „მოღალატე“, ესა ისა…

მე არც გამოვსულვარ სახლიდან, ჩემმა მეზობლებმა კუდით ქვა ასროლინეს.

მინდა „ქართული ოცნება“ გავაფრთხილო, ყველაფერზე წამსვლელები რომ ხართ, ვიცი, მაგრამ ჩემ ოჯახს, თმის ბეწვი არ ჩამოუვარდეს, თორემ მერე მართლა გაჩვენებთ მე სეირს. მე აქ ვარ და არავის მეშინია“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, რომელიც ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე იმართება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 15 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში „ქართული ოცნება“ რუსული კანონის პროექტს განიხილავდა.

სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს სახეში მუშტი დაარტყა და რუსი უწოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: