„მოგვიწევს ბრძოლა, სანამ არ დასრულდება რუსული მმართველობა“ – ბათუმელი აქტივისტი

„რუსული კანონი, თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რომელიც დღემდე წვალებით მოვიტანეთ და ასევე დიდი წვალებით ვცდილობთ, ბოლომდე მივიტანოთ ევროპის კარამდე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვერ მექნება ჯანსაღი დამოკიდებულება ისეთი კანონის მიმართ, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩემი ქვეყნის ევროპულ მომავალს“ – ამბობს მარიამ ჯვართავა, სამოქალაქო აქტივისტი ბათუმიდან. მარიამმა გვითხრა, რომ შვებულება აიღო, რომ თბილისში, საპროტესტო …

ჩვენთვის დაიხურება ევროპის კარი – ბსუ-ს სტუდენტი რუსულ კანონზე

„ჩემთვის რუსეთი აღიქმება როგორც მტერი და, შესაბამისად, სწორად არ მიმაჩნია ამ კანონის შემოღება ჩვენს ქვეყანაში“ – ამბობს გივიკო ნაკაშიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის 18 წლის სტუდენტი. გივიკო ბიზნესის ადმინისტრირების პირველ კურსზე სწავლობს. „ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც შეიძლება გამოიწვიოს ამ კანონის შემოღებამ, არის ის, რომ ჩვენთვის დაიხურება ევროპის კარი. რაც შეეხება მთავრობას, ჩემი აზრით, ისინი ქვეყანაზე …

„ოცნების“ წევრი რუსულ კანონზე – „ცალსახად ვეწინააღმდეგები გატანას და მიღებას“

თელავის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენაშვილი რუსული კანონს უკვე საჯაროდ ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ თუკი „ქართული ოცნება“ ამ კანონს უკან არ გაიწვევს, ის პარტიასაც დატოვებს და თანამდებობასაც. ლევან ბერძენაშვილის განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით, დღეს 26 აპრილს გავრცელდა. „მინდა პოლიტიკური განცხადება გავაკეთო, რომელიც ეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. როგორც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის …

რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, არ მაქვს უფლება ვუღალატო ჩემს ქვეყანას – სტუდენტი ხულოდან

„არ მაქვს უფლება ვუღალატო ჩემს ქვეყანას და ყოველდღე, უნივერსიტეტის შემდეგ, მივდივარ პარლამენტთან. ვისაც ოდნავ მაინც გადარდებთ თქვენი ქვეყანა, თქვენი შვილები და თქვენი თანამოქალაქეები უბრალოდ არ უნდა გაჩუმდეთ“ – ამბობს ნათია ჭელიძე, სტუდენტი ხულოდან, რომელიც თბილისში სწავლობს და საქართველოს პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებს. ნათიამ „ბათუმელებს“ წერილობით მოაწოდა მოსაზრება, თუ რატომ ეწინააღმდეგება რუსულ კანონს: „კანონის წაკითხვის შემდეგ …

რუსული კანონი არის ჩემი მომავლის ჩაკეტვა – ბათუმელი სტუდენტი

„რუსული კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე. ჩემი …

რატომ არის „ოცნების“ კანონი რუსული – ღია შეხვედრა საზოგადოებასთან ბათუმში

ხვალ, 26 აპრილს, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაიმართება საერთო საზოგადოებრივი განხილვა, თუ რატომ არის „ქართული ოცნების“ კანონი რუსული. დისკუსია დაიწყება 17 საათზე, ღია სივრცეში, კითხვა-პასუხის რეჟიმში. დისკუსიის შემდეგ კი, 19:00 საათზე, დაიწყება მსვლელობა – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“. რუსული კანონის შესახებ რეგიონებში საერთო საზოგადოებრივი განხილვები იმართება. განხილვებში მონაწილეობას იღებენ სამოქალაქო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, …

„გაიწვიეთ კანონი“ – აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციის რეზოლუცია რუსული კანონის წინააღმდეგ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ პროექტი ზიანს აყენებს ქვეყნის მომავალს და წარმოადგენს დაბრკოლებას ევროინტეგრაციის გზაზე“ – ოპოზიციის ფრაქცია აჭარის უმაღლეს საბჭოს რუსული კანონის წინააღმდეგ რეზოლუციით მიმართავს და პროექტის უკან გაწვევას ითხოვს. „საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ამავე …

ვიტრინა ბათუმში, სადაც ივანიშვილს აკრიტიკებდნენ, ნიღბიანმა პირმა ჩაამსხვრია

„გვილეწავენ ყველაფერს, აი, ეს არის მომავალი საქართველო – დალეწილი, ეს არის აგენტობა, ეს არის რუსული კანონი,“ – საკუთარი საშაურმის ჩალეწილ ვიტრინაზე მიგვითითებს მოქალაქე ვაჟა თავართქილაძე. ჩამტვრეულ ვიტრინაში ჯერ კიდევ იკითხება მოქალაქის საპროტესტო გზავნილები, მაგალითად, „ბიძი, 10 – 10 კილოგრამს თუ დაგვიმატებთ, ჩვენც წამოვალთ!“ საშაურმის ვიტრინა ბათუმში, ქალაქის ცენტრში, გორგილაძის ქუჩაზე, 25 აპრილს, დაახლოებით დილის 4 …

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის წევრი მედიები პაპუაშვილთან შეხვედრას არ დაესწრებიან

დღეს, 25 აპრილს, 13 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დასავლეთ საქართველოს მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ბათუმში ხვდება. „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, ერთობლივი გადაწყვეტილებით, შეხვედრას დასავლეთ საქართველოში მომუშავე ალიანსის წევრი ტელევიზიები არ დაესწრებიან – ინფორმაციას „მედიაჩეკერი“ ავრცელებს. „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“ საქართველოში 31 რეგიონულ მაუწყებელს აერთიანებს. საკანონმდებლო ორგანო პაპუაშვილთან შესახვედრად დასავლეთ საქართველოში დარეგისტრირებული 45 მედიასაშუალების …

„თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ვერ გავზრდი შვილებს ასეთ საქართველოში, წავალ ოჯახით“ – საჯარო მოხელე

„თუ რუსულ კანონს მიიღებენ, მე არ ვიცხოვრებ ასეთ საქართველოში. წავალ ოჯახით, დავტოვებ აქაურობას, რადგან „რუსეთი“ არ არის ჩვეულებრივი სიტყვა, ამის უკან არის ტერორიზმი, ეს არის კრიმინალი, ეს არის შიში, ტერორი და ჩემს შვილებს ვერ გავზრდი აქ“, – ამბობს გიორგი ტუღუში, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, მწერალი. „ბათუმელები“ მას „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებულ რუსულ კანონპროექტზე …

რა რეაქცია მოჰყვა მსახიობების პროტესტს ბათუმის დრამატულ თეატრში

„რუსეთი ოკუპანტია. ჩვენი გზა ევროპაშია. არა რუსულ კანონს!” – ხმამაღლა გაისმა ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენიდან 23 აპრილის საღამოს. მსახიობებმა სცენიდან გააპროტესტეს რუსული კანონი, მას შემდეგ რაც პაოლო ჯინოვეზეს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „თამაში“ ითამაშეს. „სასამართლოში გავარკვევთ,“ – მსახიობების თქმით, ასეთი იყო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ალექსანდრე ქანთარიას პირველი რეაქცია მათი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ. თუმცა, როცა …

რუსული კანონი გვაშორებს ევროპის გზას – მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი

საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს ნაკრების წევრი, მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგია, რადგან, მისი აზრით, ეს კანონი საქართველოს მეგობრებს დააკარგვინებს და დააშორებს ევროპას. „ჩვენ, მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა შარშანაც გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და რა თქმა უნდა, უარყოფითი იყო ჩვენი დამოკიდებულება რუსულ კანონთან დაკავშირებით. წელს ნამდვილად გამაოგნა, როცა გავიგე, რომ თავიდან აპირებდნენ ამ კანონის შემოტანას. მაშინ როცა ეს …

„არ მინდა გარუსებულ საქართველოში იცხოვრონ ჩემმა შვილებმა“ – შშმ შვილების დედა ხულოდან

„რუსული კანონის მიღების მცდელობა საქართველოში, მე ვფიქრობ, რომ ჩემი და ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეების შეურაცხყოფაა. ვერ ვხვდები, რატომ უნდა მიიღონ რუსული კანონი საქართველოში? მე, მაგალითად, ამას არ დავუშვებ”, – ამბობს “ბათუმელებთან” საუბრისას 34 წლის მარტოხელა დედა, ნათია მელაძე ხულოდან. ნათიას ორი შშმ პირი შვილი ჰყავს: „უკვე 11 წელია, რაც მარტოხელა დედა ვარ, თუმცა სტატუსის გარეშე, …

რუსული კანონი გააქრობს შესაძლებლობებს სოფლებში – 3 შვილის დედა ხულოდან

„რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ბევრი ახალგაზრდა დაკარგავს განვითარების და წინსვლის საშუალებას. მეც მიმიღია მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციისგან და ზუსტად ეს მხარდაჭერა იყო ჩემთვის განვითარების სტარტი, რადგან სანამ არ გავხდებოდი ამ ორგანიზაციის პროგრამების მონაწილე, დავიწყებდი ორგანიზებულ ტრენინგებზე დასწრებას, შემდეგ ანაზღაურებად სტაჟირებას, იქამდე არაფერი არ ვიყავი, მხოლოდ ჩვეულებრივი დიასახლისი. ამ კანონის მიღების შემდეგ მსგავსი რაღაცები, რაც იყო ჩემი …

კობახიძეს სტუდენტებმა დაფაზე წარწერა დაუტოვეს – „არა რუსულ კანონს!“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ირაკლი კობახიძეს დაფაზე დაუტოვეს წარწერა – „არა რუსულ კანონს!“. ერთ-ერთი სტუდენტი, რომელმაც კობახიძეს წარწერა დაუტოვა, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი დათო ჩხობაძეა. „ირაკლი კობახიძე ლექციებს ატარებს ყოველ შაბათ დღეს, დილით. სავარაუდოდ, წაშლიან ამ წარწერებს შაბათამდე, მაგრამ სამართლის სტუდენტები, ვისაც კობახიძე უკითხავს ლექციას, ხვალიდან აპირებენ პეტიციის შედგენას და ხელმოწერების შეგროვებას, რომ კობახიძემ აღარ …

„83 მონიდან ერთ-ერთს, ანზორ ბოლქვაძეს დავხვდით აქ“- აქცია ხელვაჩაურის მერიაში

„არა 83 მონას“, „არა რუსულ კანონს“ – ამ შეძახილებით მივიდნენ დღეს, 22 აპრილს ხელვაჩაურის საკრებულოში ენმ-ის აქტივისტები, სადაც მათივე ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე უნდა მისულიყო. „იმ 83 მონიდან ერთ-ერთს, რომლებმაც რუსულ კანონს მისცეს ხმა, ანზორ ბოლქვაძეს ჰქონდა დღეს შეხვედრა დაგეგმილი მოქალაქეებთან, ამიტომ ჩვენ მოვედით აქ პროტესტით. გაყალბებული არჩევნების შედეგად მოკალათებული თბილად შოულობს მილიონებს, …

არა რუსულ კანონს – დუბლინში მყოფმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს

„არა რუსულ კანონს“ საპროტესტო აქცია გაიმართა დუბლინში, საქართველოს საელჩოსთან, ქართველი ემიგრანტების ორგანიზებით. როგორც დუბლინში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, „ქართველმა ემიგრანტებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ევროპულ მომავალს და დაგმეს რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება, საქართველოს პარლამენტის მიერ“. „მე დავიბადე დამოუკიდებელ საქართველოში და არ დავუშვებთ რომ ჩვენი შვილები ისევ საბჭოთა კავშირში გაჩნდნენ. ჩვენი ვალია …

„არა რუსულ კანონს“ – შაბათს ბათუმში სტუდენტები აქციას გამართავენ

ხვალ, 20 აპრილს, 19:00 საათზე, ბათუმში აქცია – „არა რუსულ კანონს“ გაიმართება. აქცია ევროპის მოედანზე, ქალების მარშის შემდეგ დაიწყება. „ახალგაზრდებს არ სჭირდებათ მესია, ჩვენი მამოძრავებელი ძალა თავისუფლებაა. ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში დავიბადეთ და თავისუფლებას ვერ წაგვართმევთ. თავისუფლება ევროპაშია. კი-ევროპას, არა-რუსეთს” – ვკითხულობთ აქციის აღწერაში. აქციის ორგანიზატორია სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“. ______________ ფოტოზე: აქცია „არა რუსულ კანონს“ – …

„ვქმნით პირობებს, რომ აქ შემოვიდეს შავი ფული“ – ეკონომისტი ოფშორიდან ფულის უფასოდ შემოტანაზე

„ახალი ოფშორი გამოდის, პირდაპირ ახსენა კომიტეტის თავმჯდომარემ გათეთრება, მერე კი შეასწორა, მაგრამ ასე გამოდის… ვქმნით პირობებს, რომ აქ შემოვიდეს შავი ფული. ამ კონტექსტში ჩვენ ვერ შევალთ ევროკავშირში,“ – ამბობს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი, კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი. მას ვკითხეთ პარლამენტის მიერ დღეს, 19 აპრილს, დაჩქარებული წესით შეცვლილ საგადასახადო კოდექსზე, რომლის თანახმადაც ოფშორიდან ბიზნესის გადმოტანა საქართველოში მარტივად, …

არა რუსულ კანონს – ხვალ ბათუმსა და თბილისში ქალების მარში გაიმართება

ხვალ, 20 აპრილს, 17:00 საათზე, ცენტრალური პარკის კოლონადებთან ქალების მარში დაიწყება. „ქალები გამოვდივართ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, გაიწვიონ რუსული კანონი! ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა: ემიგრანტი და მარტოხელა დედების, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის ქალების, შშმ ბავშვების დედების და თავად შშმ ქალების, ხანდაზმულების, ახალგაზრდების, ძალადობაგამოვლილი, დევნილი, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები და …

„არა რუსულ კანონს“ – აქცია ბერლინში, საქართველოს საელჩოსთან

18 აპრილს საპროტესტო აქცია გაიმართა ბერლინში, საქართველოს საელჩოსთან, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „გზას“ წევრები და აქტივისტები შეიკრიბნენ რუსული კანონის გასაპროტესტებლად. „რუსული კანონი“ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მიზანმიმართულ საბოტაჟს. აქციის ორგანიზატორები მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი ხმა გავაგონოთ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს ბერლინში, საქართველოს ხელისუფლებას თბილისში და, ამავდროულად, თანადგომა გამოვუცხადოთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც …

ვერ წაგვართმევთ მომავალს – სტუდენტების აქცია პარლამენტთან

„ჩვენი მომავალი ევროპაშია და ვერ წაგვართმევთ მომავალს“ , „არა რუსულ კანონს“ –  თბილისში რუსთაველის გამზირზე სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. აქციას არ ესწრებიან პოლიტიკოსები და არც სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.  მიუხედავად ამისა აქცია ხალხმრავალია და გადაკეტილია ქუჩა პარლამენტის შენობის გასწვრივ. საპროტესტო აქცია მოძრაობა „დაფიონმა“ დაგეგმა. არ არის დამონტაჟებული სცენა და აქციის მონაწილეები მხოლოდ რუპორს იყენებენ. შეკრებილებს თან აქვთ …

„ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს“ – ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანკე ბრუინს სლოტი ეხმიანება რუსულ კანონის პირველი მოსმენით მიღებას და აცხადებს, რომ კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს. „შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებით. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის აუცილებელ საქმიანობას. ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება მოახდინოს ევროკავშირისკენ საქართველოს …

ეს კანონი დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების არსებობასაც კი სათუოს ხდის – DataFest Tbilisi

მონაცემების, ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების შესახებ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური ფესტივალი DataFest Tbilisi საქართველოს მთავრობის მიერ რუსული, აგენტების კანონის პირველი მოსმენით მიღებას ეხმაურება და წერს, რომ რომ რეპრესირებულ ქვეყნებში მცხოვრები პროფესიონალების გამოცდილების გათვალისწინებით, რომელთაც წლების განმავლობაში უთმობდნენ ფესტივალის პლატფორმას, ჩანს, რომ ეს კანონიც ქართული სამოქალაქო სივრცის ანალოგიურად შეზღუდვას ისახავს მიზნად. „კანონპროექტის ხელახლა ინიციირებამ …

ეს კანონი გახდება ბერკეტი ხელისუფლებებისთვის მათთვის არასასიამოვნო პირების წინააღმდეგ – თემო რეხვიაშვილი

„ეს კანონი, უჩემოდაც ბევრი ამბობს, რომ შეავიწროებს სხვადასხვა ადამიანს, შეზღუდავს დაფინანსების მიღებას კეთილი საქმეებისთვის, გახდება ბერკეტი ამ და მომავალი ხელისუფლებებისთვის, მათთვის არასასიამოვნო პირების წინააღმდეგ“ – ასე აფასებს რუსულ კანონს მსახიობი, მწერალი, ლიტერატურული პრემია „საბას“ 2022 წლის გამარჯვებული [საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი] თემო რეხვიაშვილი. „ეს კანონი იმიტომაც უნდა გაიწვიოს მთავრობამ უკან (და არაფრით აღარ დააბრუნოს), რომ ვნებს …

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტს – პედაგოგები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ. „ჩვენ, საქართველოს მასწავლებლები, უკიდურესად შეწუხებულნი ვართ „უცხოელი გავლენის გამჭვირვალეობის  შესახებ“ კანონპროექტით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, არაერთმა სკოლამ მიიღო უამრავი სიკეთე სხვადასხვა დონორი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით. მასწავლებლებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია, მოსწავლეებს კი მნიშვნელოვან პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ. კანონის მიღება ამ შესაძლებლობებს უქმნის საფრთხეს. …

დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი უკან – აქციის მონაწილეებმა „ოცნებას” ერთი საათი მისცეს

დღეს, 17 აპრილს, თბილისში მასშტაბური აქცია მიმდინარეობს რუსული კანონის წინააღმდეგ. გადაკეტილია რუსთაველის ქუჩა, ათასობით ადამიანი ითხოვს „ოცნებამ“ გაიწვიოს უკან რუსული კანონი. „დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი უკან“ – აქციის მონაწილეებმა „ოცნებას” ერთი საათი მისცეს განცხადებისთვის. თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ ახალგაზრდები ბათუმში. „არა რუსულ კანონს“ – სკანდირებენ სტუდენტები ბათუმში მიმდინარე აქციაზე. შეგახსენებთ, რომ …

უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების, მკვლევრებისა და მეცნიერების განცხადება რუსულ კანონზე

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები, მკვლევრები და მეცნიერები აგენტების კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ: „ვეხმაურებით ბოლო დღეებში ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებულ მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეების მოსმენის ნაცვლად, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაარბია მშვიდობიანი მოქალაქეები, გამოიყენა ძალა ახალგაზრდების წინააღმდეგ და ადამიანებზე ფიზიკური და მორალური ანგარიშსწორებით არის დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ჩვენი უმეტესობა საქართველოში არ იმყოფება, სრულად ვიზიარებთ …

რა ვუთხრა ხვალ ბავშვებს? ასე უხერხულად არასდროს ვყოფილვარ – მასწავლებელი რუსულ კანონზე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელი მელორ ცქვიტაია ფეისბუქში რუსული კანონს ეხიანება და წერს: „თითქმის სამი ათეული წელია მასწავლებელი ვარ! ასე უხერხულად არასდროს ვყოფილვარ, რა ვუთხრა ხვალ ბავშვებს?! სერგო ორჯონიკიძესაც ჰყავდა მასწავლებელი, იმ სპეცრაზმელებსაც, წიხლით რომ სცემეს მასწავლებელი. იმ დეპუტატებსაც, ჩვენ რომ ავირჩიეთ. ნუთუ  მხოლოდ მასწავლებელია დამნაშავე? ახლა დუმილი ყველაზე დიდი დანაშაულია!“ …

ლანა ღოღობერიძე: „არა რუსულ კანონს!“

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ფეისბუქზე ეხმიანება რუსულ კანონს: „დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული მომავალი – ქართველი ხალხის ეროვნული იდეაა. ამ იდეისთვის საუკუნეთა მანძილზე ვიბრძოდით, მაგრამ ამ ბრძოლაში ყოველთვის ვიყავით ტრაგიკულად მარტო. დღეს დაძლეული გვაქვს ეს ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობა: გვყავს ნამდვილი მეგობრები – ევროპული ქვეყნები, აშშ, რომელთაც დაიჯერეს ჩვენი სულისკვეთების და ფართოდ გაგვიღეს თავისი სახლის კარები! ამ მონაპოვარს …

აქციაზე დაშავებულებს აღენიშნებათ ტვინის შერყევა და მოტეხილობები – ჯანდაცვის სამინისტრო

16-17 აპრილის ღამეს, როცა შს სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს ხუთი მოქალაქე. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ ღამით, “მიმდინარე მოვლენების შედეგად” დაშავებულ ხუთი მოქალაქეს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ. მისი განცხადებით: ერთ მოქალაქეს დაუდგინდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა; მეორე …

გიორგი ანწუხელიძის ცოლი რუსულ კანონზე: „ნუ ჩავყრით წყალში თაობების შრომას“

„ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობას, რადგან სწორედ მათი დახმარებით დადგა ჩვენი ქვეყანა ფეხზე, რამდენიმე ომისა და უამრავი ზეწოლის შემდეგ, 1989 წლიდან მოყოლებული,“ – წერს ფეისბუქგვერდზე საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე. დღეს, 17 აპრილს, პარლამენტმა პირველი მოსმენით რუსული კანონი მიიღო. საღამოს 7 საათზე საპროტესტო აქცია იმართება თბილისსა და ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ. …

გახარიას ჯგუფმა სხდომა დატოვა: „არცერთ პოლიტიკურ ფსკერზე მყოფ პოლიტიკოსს არ უკადრია ეს“

„თქვენ მოგიწევთ იმის კადრება, რაც არცერთ პოლიტიკურ ფსკერზე მყოფ, არცერთ ნაძირალა ამ ქვეყნის პოლიტიკოსს არ უკადრებია და არ გამოუცხადებია მტრად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა, საპარლამენტო ჯგუფის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ. გახარიას პოლიტიკურმა ჯგუფმა პროტესტის ნიშნად უკვე დატოვა პლენარული სესია, სადაც რუსული კანონის მიღებას აპირებენ. პოლიტიკურ ჯგუფში „საქართველოსთვის“ 5 დეპუტატია. „ჩვენი გუნდი ტოვებს დღეს სხდომათა …

„ამ კანონის მხარდაჭერა არის მუხლზე ჩოქვით რუსეთის წინაშე დგომა“ – დეპუტატი გიორგი ვაშაძე

„დღეს ამ კანონის მხარდაჭერა არის ქვეყნის და ერის წინააღმდეგ ბრძოლა. დღეს ამ კანონის მხარდაჭერა არის მუხლზე ჩოქვით რუსეთის წინაშე დგომა,“ – განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. დღეს, 17 აპრილს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს განიხილავს. პარლამენტთან აქციის დარბევის მიუხედავად, საპროტესტო აქცია გრძელდება.. „დღეს ჩვენ ყველა ერთიანები ვართ: პოლიტიკოსი, თუ არა პოლიტიკოსი, სპორტსმენი, …

ილია თოფურია: მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და წერს, რომ მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ. „მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველასთვის, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისკენ სწრაფვით, ჩვენ ერთად შეგვიძლია …

მედვედევი ქართველი მოქალაქეების პროტესტზე: ამის უკან გამოცდილი ჰოლივუდის ხელი ჩანს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი თავის ტელეგრამის არხზე საქართველოში აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დემონსტრანტების დარბევის ფაქტს ეხმაურება და წერს: „ყველა ამ აქციის მიღმა გამოცდილი და კარგად ნაცნობი ჰოლივუდის ხელი ჩანს“. „თბილისში უცხოური აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ მსჯელობა ქუჩის შეტაკებებისა და მხიარული ქართული ჩხუბის სფეროში გადავიდა. ვინც მსგავს ქმედებებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, პირველმა ესროლოს …

Exit mobile version