მთავარი,სიახლეები

დღეს 19:00 საათზე ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

15.04.2024 • 2630
დღეს 19:00 საათზე ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს ბათუმში ორი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

14:00 საათზე უნივერსიტეტის წინ აქციას მართავენ სტუდენტები, ხოლო მეორე აქცია გაიმართება 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე.

მოქალაქეები რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამოდიან, რომლის მიღებასაც “ქართული ოცნება” აპირებს.

„ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ პერპექტივას;

ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ ხელისუფლების სურვილი, საზოგადოების სამართლიანი პროტესტის გამო უკან გაწვეული კანონი მაინც მიიღოს, ემუქრება ჩვენი შვილების დემოკრატიულ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრების შესაძლებლობას;

ყველას, ვინც მიდიხართ დღეს, 14:00 საათზე ბათუმელი სტუდენტების მიერ დაგეგმილ აქციაზე და ვინც ვერ ახერხებთ;

გელოდებით ორშაბათს, 15 აპრილს 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს‼️“ – წერია ევროპის მოედანზე დაგეგმილი აქციის ანონსში.

 

  • რა ხდება
„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი კვლავ დააბრუნა პარლამენტში განსახილველად.კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.კანონპროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა და, როგორც განმარტა, გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული პროექტისგან განსხვავდება იმით, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტის“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.ანალოგიური კანონის მიღებამ რუსეთში, ფაქტობრივად, გააქრო სამოქალაქო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები.რუსული კანონის ისევ დაინიციირებას უარყოფითად აფასებს საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი – აშშ, გაერო, ევროკავშირი, ცალკეული ევროპარლამენტარები, პარტნიორი ქვეყნების ლიდერები და ა.შ. კანონის მიღების საწინააღმდეგო მარში გაიმართა 9 აპრილს, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: