მთავარი,სიახლეები

ჩვენი ადგილი ევროპაშია! არა რუსულს კანონს – აქცია ბათუმში

15.04.2024
ჩვენი ადგილი ევროპაშია! არა რუსულს კანონს – აქცია ბათუმში

დღეს, 15 აპრილს, ბათუმში, ევროპის მოედანზე რუსული კანონი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს ადგილი ევროპაშია და ისინი არასდროს დათანხმდებიან რუსული კანონების მიღებას ამ ქვეყანაში.

ახალგაზრდები რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„მტერს დავხვდეთ მტრულად, მოყვარეს მოყვრულად“ – ამბობენ ევროპის მოედანზე შეკრებილი ახალგაზრდები. მათი თქმით, აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ „ქართული ოცნება“ ამ კანონს ისევ უკან არ გაიწვევს.

ბათუმელი ახალგაზრდები რუსული კანონის წინააღმდეგ.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი, ლადო აფხაზავაც.

აქციაზე მყოფი მოქალაქეების განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ, რომ ხელისუფლებამ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტები უწოდოს ადამიანებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ქართული საზოგადოების ინტერესებს ემსახურებიან.

არა რუსულ კანონს – აქცია ბათუმში.

საქართველოს მთავრობას მოუწოდეს საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ევროკავშირმა, რომ არ მიიღოს ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული კანონი. ამ კანონს, საქართველოს ხელისუფლებას უწონებს მხოლოდ ოკუპანტი რუსეთი და კრემლის რეჟიმის პროპაგანდისტი დუგინი.

აქცია ბათუმში – კი ევროპას, არა რუსეთს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აპროტესტებენ რუსულ კანონს

ბათუმში, ევროპის მოედანზე რუსულ კანონს აპროტესტებენ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: