დღეს, 20 სექტემბერს, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათი რეიტინგებით, ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, არჩილ ჩიქოვანი არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს. მეტიც, „ოცნება“ ამბობს, რომ არჩილ ჩიქოვანის რეიტინგი ბათუმში უფრო მაღალია, ვიდრე პარტია „ქართული ოცნების“. „ოცნების“ ცნობით, კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები ასე განაწილდა: არჩილ ჩიქოვანი, „ქართული ოცნება“ 54.1 …
Tag Archives: არჩევნები 2021
„ციფრებზე საუბარი მოსახლეობისთვის საინტერესო არ არის“ – მერობის კანდიდატი შუახევში „ოცნებიდან“
შუახევის მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში პრობლემაა სასმელი წყალი, გზა და ინტერნეტი. შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ომარ ტაკიძე კი „ბათუმელებთან“ ყველაზე ხშირად იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ თანმიმდევრულია. იმის მიუხედავად, რომ ბოლო ერთი წელი ამ პოზიციაზეა და მანამდე 3 წელი მერის მოადგილე იყო, ომარ ტაკიძეს ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიო ხედვა იმაზე, თუ …
როდის მისცემენ გლეხებს ხულოში მიწას, გაზს, წყალს? – ინტერვიუ „ოცნების“ კანდიდატთან
„დაჩაგრულად არ გრძნობს ხულოს მუნიციპალიტეტი თავს,“ – გვიპასუხა ხულოს მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ, როცა მას ადგილობრივი ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობაზე ვესაუბრეთ და ვკითხეთ: რატომ არ შეიძლება მუნიციპალიტეტის ქონება თავად მუნიციპალიტეტმა განკარგოს და შემოსავლებიც ხულოს ბიუჯეტში შევიდეს? ინტერვიუს დროს ვახტანგ ბერიძემ გვითხრა ისიც, რომ დისკომფორტს არ განიცდის მუნიციპალური ქონების გადაცემით, თუმცა ამავე ინტერვიუდან …
მერობის 3 კანდიდატი – ვის აირჩევს ხულო
წელს, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხულოს მერობის 3 კანდიდატი ჰყავს. მერობის კანდიდატი ჰყავს ოპოზიციური გაერთიანებას (რომელშიც შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“, „ლელო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები); „ქართულ ოცნებას“ და პარტიას – „გახარია – საქართველოსთვის“. ვინ იბრძვის ხულოს მერის პოსტის დასაკავებლად? – „ბათუმელები“ მათ ვინაობას გაგაცნობთ. კანდიდატების ჩამონათვალი მოცემულია საარჩევნო ნომრის მიხედვით. გოგიტა სოლომონიძე – …
„სულ კისრისტეხით გავყრი მერიიდან უღირსებს“ – ბათუმის მერობის კანდიდატი
რამაზ ადაძე ბათუმის მერობის კიდევ ერთი კანდიდატია. ის საქართველოს „მწვანეთა პარტიამ“ წარადგინა. კანდიდატი ამჟამად ამერიკაში იმყოფება. ამბობს, რომ სოციალური ქსელებით წარმართავს საარჩევნო კამპანიას, უშუალოდ ამომრჩეველს კი მისი აქტივისტები ხვდებიან. ბატონო რამაზ, დაახლოებით 15 დღე დარჩა არჩევნებამდე, თქვენ კი ისევ ამერიკაში იმყოფებით. რას საქმიანობთ მანდ და როდის აპირებთ ამომრჩეველთან უშუალოდ შეხვედრას? 2017 წელს, როცა საჯარო სკოლის …
Continue reading “„სულ კისრისტეხით გავყრი მერიიდან უღირსებს“ – ბათუმის მერობის კანდიდატი”
ვის ეკუთვნის ბათუმის ქონება და მისი გაყიდვით მიღებული ფული – კანდიდატების ხედვა
ბათუმის მერიასა და საკრებულოში საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, როცა აჭარის მთავრობა მუნიციპალურ ქონებას მისი გასხვისების მიზნით ითხოვს და პირობებსაც თავად ადგენს. ხშირად ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი სწორედ აჭარის ბიუჯეტში შედის, მუნიციპალიტეტს ისღა დარჩენია გასხვისებულ ნაკვეთზე მშენებლობის პროექტი შეითანხმოს. მსგავსი საკითხების განხილვისას, ბოლო წლებში, საკრებულოს უმრავლესობას განსაკუთრებული აქტივობა არ გამოუჩენია. ოპოზიციონერი წევრების სიმცირე კი საკრებულოში გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვან …
Continue reading “ვის ეკუთვნის ბათუმის ქონება და მისი გაყიდვით მიღებული ფული – კანდიდატების ხედვა”
ვარდმანიძე და ანზორ ბოლქვაძე სკამზე დამდგარი უკრავდნენ სააკაშვილს ტაშს – კანდიდატი ხელვაჩაურში
მიშა ბოლქვაძე ხელვაჩაურს მერობის კანდიდატია ოპოზიციური ერთობიდან. ბოლქვაძემ ხელვაჩაურის საკრებულო სამი თვის წინ პროტესტით ნიშნად დატოვა, რადგან ამბობს, რომ დღეს თვითმმართველი ორგანო დამოუკიდებელი არ არის. ის ერთადერთი კანდიდატია ოპოზიციიდან რეგიონში, ვისაც უკვე ჩამოუხიეს 6 საარჩევნო ბანერი. როგორ ხედავს ხელვაჩაურის განვითარებას და რას ჰპირდება ამომრჩეველს, ამ თემაზე საუბრობს ის „ბათუმელებთან“. ბატონო მიშა, როგორ წარმოგიდგენიათ ხელვაჩაური თქვენი …
ვინ არიან ქობულეთის მერობის კანდიდატები
ქობულეთს 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის 3 კანდიდატი ჰყავს. აქ საკუთარი კანდიდატის გამარჯვებისთვის იბრძვის 3 პოლიტიკური პარტია: ოპოზიციური გაერთიანება, რომელშიც შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“, „ლელო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები; „ქართული ოცნება “ და „გახარია – საქართველოსთვის“. ვინ არიან ქობულეთის მერობის კანდიდატები? – „ბათუმელები“ მათ ვინაობას გაგაცნობთ. კანდიდატების ჩამონათვალი მოცემულია საარჩევნო ნომრის მიხედვით. ბონდო …
„ასლან აბაშიძე მაქებდა, ასეთი მინისტრი უნდა იყოთო“ – გახარიას მერობის კანდიდატი შუახევში
მიგრაციას და შობადობის შემცირებას ასახელებს მთავარ პრობლემად შალვა გოგიტიძე შუახევში. ის პარტიის „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატია და არ მალავს, რომ „ქართული ოცნებიდან“ მას შემდეგ წავიდა ოპოზიციაში, როცა დაპირებული თანამდებობა ვერ მიიღო. შალვა გოგიტიძე გახარიას პარტიაში შესვლამდე შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანაშემწედ მუშაობდა. წლების წინ კი ასლან აბაშიძის მთავრობაში ერთ-ერთი მინისტრი იყო. ბატონო შალვა, თქვენი აზრით, რა …
ვინ არიან ბათუმის მერობის კანდიდატები – მოკლედ
2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმის მერობისთვის 10 კანდიდატი იბრძოლებს. კანდიდატების რეგისტრაციის ვადა უკვე ამოიწურა. წელს ბათუმის მერობისთვის 10 კანდიდატი იბრძოლებს, მათგან 8 – სხვადასხვა პარტიამ წარადგინა, 2 კი დამოუკიდებელი კანდიდატია. ვინ არიან ბათუმის მერობის კანდიდატები? – „ბათუმელები“ გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას მათზე, ვისაც აქვს სურვილი, გახდეს ქალაქ ბათუმის არჩეული მერი. კანდიდატების ჩამონათვალი მოცემულია საარჩევნო ნომრის …
Continue reading “ვინ არიან ბათუმის მერობის კანდიდატები – მოკლედ”
სასიყვარულო სამკუთხედებია გაშიფრული, შესაძლოა ვიდეოც ახლდეს – თეოლოგი ფარულ ფაილებზე
„ვის შესახებაც მაქსიმუმი გავიგეთ, გამოეთიშებიან პროსახელისუფლებო კამპანიას და ოპოზიციას მიემხრობიან,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას ინტერვიუს დროს ვკითხეთ, როგორ აისახება სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილი ფაილები ხელისუფლებისა და სასულიერო პირების ურთიერთობაზე. თეოლოგს ეჭვი არ ეპარება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალებიც არსებობს. „ბათუმელებმა“ მირიან გამრეკელაშვილს ჰკითხა, რა გავლენა ექნება სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილ ფაილებს პოლიტიკურ პროცესებზე. ბატონო მირიან, …
„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელმა“ აჭარის საკრებულოებში სიები წარადგინა
14 სექტემბერს ბათუმში „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელმა“ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოში პარტიის კანდიდატები წარადგინა. სიაში 3 ქალია. ბათუმის საკრებულოში პარტიის კანდიდატები არიან: ბექა დიასამიძე – აჭარის რეგიონში „სტრატეგია აღმაშენებელის“ ხელმძღვანელი. იგი სიის პირველი ნომერი და მაჟორიტარობის კანდიდატია კახაბრის, აღმაშენებლისა და ურეხის დასახლებაში; კახა საგინაძე; თამარ ჯორბენაძე; გიორგი მიქელაძე; დავით ბერიძე; …
Continue reading “„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელმა“ აჭარის საკრებულოებში სიები წარადგინა”
ანზორ ბოლქვაძე მუქარაზე: „მაგას ტელეფონი დარჩა ჩართული, ვუთხარი, ნუ იგინები-მეთქი“
„ეს არ იყო მუქარა,“ – ამბობს ანზორ ბოლქვაძე რამაზ შავაძის შესახებ, რომელმაც დღეს, 14 სექტემბერს ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის დეპუტატი პარლამენტში – ანზორ ბოლქვაძე მუქარაში დაადანაშაულა. რამაზ შავაძე ოპოზიციური ერთობის მაჟორიტარობის კანდიდატია ხულოს სოფლებში – რიყეთსა და დიოკნისში. მისი თქმით, ანზორ ბოლქვაძე მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვა. „როცა საუბარი მასთან დავასრულე, …
იგეგმება საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელება – მდინარაძე
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნების წინ ოპოზიცია, კერძოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას. „გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი პარტიული ტელევიზიების მიერ გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისათვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი …
„ჩახედული არ ვარ“ – შუახევში ოპოზიციური ერთობის მერობის კანდადატი სოფლებში უწყლობაზე
მთავარ პრობლემად უწყლობას და ხილის საწარმოების არქონას ასახელებს ოპოზიციური ერთობის მერობის კანდიდატი შუახევში როინ ზოიძე. ის მიიჩნევს, რომ საქმე კორუფციასთან გვაქვს და ამიტომაც აწუხებთ ამ დრომდე შუახევის სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა. როგორ აპირებს წყლის პრობლემის მოგვარებას მერობის კანდიდატი, რა ფინანსებით და როდის? – როინ ზოიძეს „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა დაუსვა. ბატონო როინ, თქვენი აზრით, რა არის …
„თავი გაგეჭეჭყება“ – პარლამენტის წევრის სავარაუდო მუქარა ოპოზიციური ერთობის კანდიდატს
„დამირეკა და მითხრა თავი გაგეჭეჭყებაო,“ – ამბობს ხულოში, სოფელ დიოკნისსა და რიყეთში ოპოზიციური ერთობის მაჟორიტარობის კანდიდატი, რამაზ შავაძე ანზორ ბოლქვაძის შესახებ. ანზორ ბოლქვაძე ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში. ოპოზიციონერი კანდიდატის თქმით, მას ანზორ ბოლქვაძე გუშინ, 13 სექტემბერს, ესაუბრა ტელეფონზე და დღეს, 14 სექტემბერს, ხულოში დაიბარა „სალაპარაკოდ“. „ტელეფონზე ვისაუბრეთ, შემდეგ თვითონ გადმომირეკა და …
ბათუმის მერობის უფულო და უმუშევარი კანდიდატი
საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად უმუშევარი გია ხალვაში, ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია. ამბობს, რომ კამპანიის საწარმოებლად საჭირო ფინანსური რესურსი არ აქვს, ამიტომ ამომრჩეველს თავის ხედვებს სოციალური ქსელით უზიარებს. რას ფიქრობს კონკურენტებზე, ქალაქის განვითარებასა და უმცირესობების უფლებებზე – ამ თემებზე მას „ბათუმელები“ ესაუბრა. ბატონო გია, რატომ გადაწყვიტეთ იყაროთ კენჭი ამ არჩევნებზე? იმიტომ, რომ ბათუმში ვცხოვრობ უკვე …
Continue reading “ბათუმის მერობის უფულო და უმუშევარი კანდიდატი”
ვინ რამდენ საბავშვო ბაღს ააშენებს, სად და როდის – კანდიდატების დაპირებები [ვიდეო]
წელს ბათუმში 1600-ზე მეტ ბავშვს საბავშვო ბაღში ადგილი არ შეხვდა. „ბათუმელებმა“ ბათუმის მერობის კანდიდატებს ჰკითხა, თუ იციან რამდენი ბაღი სჭირდება ბათუმს, მერად არჩევის შემთხვევაში რამდენ ბაღს ააშენებენ, ქალაქის რა ნაწილში და რა ვადაში. გიორგი კირთაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან: როგორც მე ვიცი, 1000-ზე მეტი ბავშვი ბაღის გარეშე დარჩა და ამ პრობლემის ერთადერთ გადაწყვეტად გვესახება …
Continue reading “ვინ რამდენ საბავშვო ბაღს ააშენებს, სად და როდის – კანდიდატების დაპირებები [ვიდეო]”
როგორ აპირებს ხულოში პრობლემების მოგვარებას გახარიას მერობის კანდიდატი – ინტერვიუ
პარტია „საქართველოსთვის“ ანუ გახარიას პოლიტიკური გუნდის მერობის კანდიდატი ხულოში გია აბულაძეა. ის მთავარ პრობლემად სასმელი წყლის არ ქონას ასახელებს. მერობის კანდიდატის თქმით, ხულოს მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტს აწუხებს სასმელი წყლის საკითხი. რა გზით და როდის ჰპირდება ხულოელებს მერობის კანდიდატი პრობლემის მოგვარებას? – „ბათუმელებმა“ პარტიის „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატს, გია აბულაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა. გია აბულაძე აქამდე …
Continue reading “როგორ აპირებს ხულოში პრობლემების მოგვარებას გახარიას მერობის კანდიდატი – ინტერვიუ”
უნდა გასხვისდეს თუ არა იჯარით ბათუმში პლაჟები? – მერობის 3 კანდიდატის პასუხი
2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმმა ქალაქის მერი უნდა აირჩიოს. “ბათუმელებმა” მერობის სამ კანდიდატს სხვადასხვა საკითხზე დაუსვა კითხვები, რომლებსაც პერიოდულად შემოგთავაზებთ. უნდა გასხვისდეს თუ არა მრავალწლიანი იჯარით ბათუმში პლაჟები? – ჰკითხა “ბათუმელებმა” ბათუმის მერობის სამ კანდიდატს. ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი, პარტია „საქართველოსთვის“ – გახარიას პარტია: რა თქმა უნდა არა. ბათუმის პლაჟი, ისევე, როგორც ბათუმის …
Continue reading “უნდა გასხვისდეს თუ არა იჯარით ბათუმში პლაჟები? – მერობის 3 კანდიდატის პასუხი”
პარტიის დატოვება ოცნების ქალაქში ბინის სანაცვლოდ? – ენმ-ის განცხადება და პასუხი ბრალდებაზე
დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას ენმ-ის წევრის მოსყიდვაში დასდო ბრალი. საუბარია ხულოს მოქმედი საკრებულოს წევრზე, მერაბ ბოლქვაძეზე, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ „ერთმანეთს გადაეჯაჭვნენ“ და ამის გამო მას აღარ სურს პარტიაში დარჩენა. „სუსის …
ვინ არის ხულოს მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან
„ხელისუფლება არ უნდა იყოს გამიჯნული მოსახლეობისგან“ – გვიპასუხა ოპოზიციური ერთობის ხულოს მერობის კანდიდატმა გოგიტა სოლომონიძემ, როცა ვკითხეთ – როგორ უნდა მოახერხოს ადგილობრივმა მთავრობამ მოსახლეობის აქტიურად ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში? გოგიტა სოლომონიძეს პოლიტიკური წარსული პრაქტიკულად არ აქვს, მერობის კანდიდატობამდე ის აქტიურად ჩნდებოდა ბათუმის „თავისუფლების კვარტალში“. გოგიტას საზღვაო აკადემია აქვს დამთავრებული. რა ხედვებით და დაპირებით აპირებს გოგიტა …
Continue reading “ვინ არის ხულოს მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან”
ახალი მეჩეთი ბათუმში – რას ფიქრობენ მერობის კანდიდატები
2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმმა ახალი მერი უნდა აირჩიოს. “ბათუმელებმა” მერობის სამ კანდიდატს, სხვადასხვა საკითხზე დაუსვა კითხვები, რომელზე პასუხებსაც პერიოდულად შემოგთავაზებთ. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხს და სასამართლო დავას, რომელიც ოთხი წელია გრძელდება ბათუმის მერიასა და მუსლიმ თემს შორის. მაშინ როცა ქალაქში საცხოვრებელ ადგილას ნებართვით ან უნებართვოდ შენდება ეკლესიები, რატომ აიძულებთ მუსლიმებს …
Continue reading “ახალი მეჩეთი ბათუმში – რას ფიქრობენ მერობის კანდიდატები”
რა არის ბათუმის 3 მთავარი პრობლემა? – კითხვას მერობის 3 კანდიდატი პასუხობს
2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმმა ქალაქის მერი უნდა აირჩიოს. რა არის ბათუმის სამი მთავარი პრობლემა? – ჰკითხა “ბათუმელებმა” ბათუმის მერობის სამ კანდიდატს – არჩილ ჩიქოვანს, ბათუმის მერობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“; გიორგი კირთაძეს, რომელიც ოპოზიციურ ერთობას წარმოადგენს და ირაკლი მიქელაძეს, რომელიც გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატია. ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტია „გიორგი გახარია …
Continue reading “რა არის ბათუმის 3 მთავარი პრობლემა? – კითხვას მერობის 3 კანდიდატი პასუხობს”
კოსტუმიან ბიძებს არ მოაქვთ ცვლილებები – სტუდენტი შუახევიდან საკრებულოში შესვლას აპირებს
2 ოქტომბრის არჩევნებზე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 22 წლის თედო თავდგირიძე კენჭს იყრის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით. თედო ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია. რატომ გადაწყვიტა მეოთხე კურსის სტუდენტმა საკრებულოში მოხვედრა, რა აუცილებელი ცვლილებებია გასატარებელი მუნიციპალიტეტში მისი დაკვირვებით და რა ძალისხმევაა საჭირო ამ ცვლილებებისთვის? – თედო თავდგირიძე ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელებთან“ საუბრობს. თედო, რატომ გადაწყვიტეთ საკრებულოში გეყარათ …
როგორ გამდიდრდა ბათუმის წყლის დირექტორი 4 წელში – 700 კვ.მ. სახლი და სხვა ქონება
შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორი, ლევან დავითაძე, საბიუჯეტო ორგანიზაციაში დაწინაურებიდან დღემდე სწრაფი ტემპით მდიდრდება. 2016 წელს, ბათუმის მერიის ა(ა)იპის ხელმძღვანელად დანიშვნის დროს, მას საკუთარი ბინა არ ჰქონდა. 2020 წლისთვის კი, რამდენიმე თანამდებობის ცვლილების პარალელურად, ორი ბინის და მიწის ნაკვეთის შეძენა მოახერხა, ასევე აიშენა 700 კვადრატული მეტრი სახლი ევრორემონტით ქალაქის გარეუბანში. ლევან დავითაძე ბათუმის წყლის დირექტორად 2021 …
Continue reading “როგორ გამდიდრდა ბათუმის წყლის დირექტორი 4 წელში – 700 კვ.მ. სახლი და სხვა ქონება”
„ავად გავხდი“ – რატომ მიდიან გახარიას პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატები
„ავად გავხდი“ – ამბობს ბადრი მახარაძე, რომელიც დღემდე, 7 სექტემბრამდე, დაბა ქედის მაჟორიტარულ ოლქში გახარიას პარტიის კანდიდატი იყო. გახარიას პოლიტიკური გუნდი ხულოშიც დატოვა გახარიას პარტიის ორმა კანდიდატმა, თუმცა ყოფილმა კანდიდატებმა წასვლის შესახებ პარტიას არაფერი უთხრეს, ისინი დღეს მობილურ ტელეფონებსაც აღარ პასუხობენ. აჭარაში თუ სხვა რეგიონებში კანდიდატურის მოხსნას „საქართველოსთვის“ ლიდერები „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლას ან მოსყიდვას …
Continue reading “„ავად გავხდი“ – რატომ მიდიან გახარიას პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატები”
ბულვარში „ამბასადორი“ უნდა დაინგრეს – კიდევ რას დაუჭერდა მხარს საკრებულოში ირაკლი კუპრაძე
პირველ რიგში ააიპ-ებისა და სხვა მუნიციპალური ორგანიზაციების გაუქმებას აპირებს „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე, თუკი მოსახლეობის ნდობას მიიღებს 2 ოქტომბრის არჩევნებზე და ბათუმის საკრებულოში შევა. იგი მიიჩნევს, რომ მუნიციპალური ორგანიზაციებს სხვადასხვა ხელისუფლება მხოლოდ პარტიული აქტივისტების დასასაქმებლად იყენებს. კიდევ რის შეცვლას აპირებს „ლელოს“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოში? პირველ რიგში, მოგვიყევით, როგორ მოხერხდა ბათუმში შეთანხმება ოპოზიციის …
„ოცნება გაიძულებთ მოდელირებული ქრონიკებით ასაზრდოოთ მაყურებელი“ – გახარია TV იმედს
გიორგი გახარია ტელეკომპანია „იმედს“ მიმართავს და ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. „მივმართავ ტელეკომპანია „იმედს“, თქვენს ტელევიზიას ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ აიძულებდა და ახლა ორგანიზაცია „ოცნება“ გაიძულებთ, „მოდელირებული ქრონიკებით“, ცალმხრივი ინფორმაციით ასაზრდოოთ საკუთარი მაყურებელი! ერთია, რომ არ აშუქებთ ჩვენს აქტივობებს, არც ერთ ჩვენს ღონისძიებას და საკუთარ მაყურებელს უმალავთ რეალობას, მეორე კი, რომ ყველას იწვევთ ეთერში, ყველას ალაპარაკებთ ჩვენზე, …
ვინ იბრძვის ბათუმის მერობისთვის და საკრებულოში მოსახვედრად
ბიუჯეტიდან დაფინანსებული ახალდასრულებული ან მიმდინარე პროექტები ის ძირითადი საკითხებია, რაზეც „ოცნების“ მერობის კანდიდატი, არჩილ ჩიქოვანი ბათუმში ამომრჩეველთან შეხვედრებზე საუბრობს. „განსაკუთრებული პერიოდია ჩვენი ქალაქის ისტორიაში, უნდა გავაგრძელოთ დაწყებული პროექტები. გავაგრძელოთ რეკრეაცია…“ – მიმართავს არჩილ ჩიქოვანი ამომრჩეველს და „დაწყებულის გასაგრძელებლად“ მხარდაჭერას ითხოვს. ბოლო ერთი წელია, რაც ის მერის მოვალეობას ასრულებს, ოფიციალურად კი ვიცე-მერია და კანდიდატობის გამო გადადგომას …
Continue reading “ვინ იბრძვის ბათუმის მერობისთვის და საკრებულოში მოსახვედრად”
ჩემი გუნდის სხვა წევრებისგან ველოდები მხარდაჭერას – ენმ-ის ახალი სახე თავის გამოუცდელობაზე
თეკლე კავაზაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს პროპორციულ სიაში მესამე ნომერია. ამ დრომდე საჯარო სექტორში არ უმუშავია. ამბობს, რომ თავის თეორიულ ცოდნას გუნდის პრაქტიკულ გამოცდილებას შეუთავსებს და ასე შეძლებს ეფექტურად იმუშაოს ქალაქისთვის. როგორ შეძლებს პრაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდისგან საკუთარი მოსაზრებების დაცვას, თუ გარკვეულ საკითხებში პარტიის ხედვებს არ გაიზიარებს? ამ და სხვა თემებზე „ბათუმელების“ კითხვებს თეკლე კავაზაშვილი …
ჩვენი პარტიის წევრებს აშინებენ და აშანტაჟებენ – „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი ბათუმში
გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ხულოში მაჟორიტარობის კანდიდატმა ილია კოჩალიძემ დატოვა. დღეს, 7 სექტემბერს, კოჩალიძის წასვლაზე კომენტარი გააკეთა პარტიის ხელმძღვანელმა აჭარაში და ბათუმის მერობის კანდიდატმა ირაკლი მიქელაძემ. მისი თქმით, გახარიას პარტიის წევრებს სუსი და „ქართული ოცნება“ აშანტაჟებს და აშინებს. „ქართული ოცნების“ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება დაშინება, შანტაჟი და მოსყიდვა ჩვენი პარტიის …
მე ავირჩევდი მეამბოხე, სამართლიან და თავისუფალ მერს
ავტორი: ნათია სირაბიძე ერთხელ ვირჯინიის შტატის პატარა ქალაქში – როანოკეში გახლდით ქართველ ჟურნალისტებთან ერთად. ქალაქის ცენტრში სეირნობისას გზად შეგვხვდა ქუჩაში მომავალი ქალაქის მერი. არც ფოტოგრაფი დაყვებოდა და არც ქოლგის დამჭერი. ჩვეულებრივ მოგვესალმა, მოიკითხა ჩვენი ამბავი, თავადაც მოგვიყვა, რომ ნახევარ განაკვეთზე მუშაობს მერად, ისე კი ადვოკატია, რომ შემოსავალი მიიღოს. როგორც ამიხსნეს, იმდენად სისტემატიზირებულია ქალაქის მართვა, მერს …
Continue reading “მე ავირჩევდი მეამბოხე, სამართლიან და თავისუფალ მერს”
“ამაზე საკრებულოში რომ შევალ მერე გიპასუხებთ” – „ოცნების“ ახალი სახე ბათუმის საკრებულოში
ბათუმის საკრებულოში მოხვედრის მსურველთა პროპორციულ სიაში მმართველ პარტიას მხოლოდ 5 ქალი ჰყავს. ზუსტად იმდენი, რამდენიც კვოტირებითაა განსაზღვრული. სიის მეცხრე ნომერი ჟურნალისტი ნინო ცხვარაძეა. რამდენად აქვს შანსი პარტიული სიით გასულ კანდიდატს იყოს დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ მას. პროფესიით ჟურნალისტი ხართ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში ჩართვა და რატომ „ქართული ოცნება“? ბოლო 22 წელია ვმუშაობ გაზეთ „აჭარაში“ …
ყველა დამნაშავეა, ვინც მსხვერპლს გაჩუმებას ურჩევს – „ლელოს“ პირველი ნომერი შუახევში
სკოლის „წამყვანი“ მასწავლებელი ზვიად დიასამიძე პოლიტიკური პარტია „ლელოს“ პირველი ნომერია შუახევში. ის წლების წინ მერის მოადგილედ და საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ მუშაობდა შუახევის მერიაში. მისი თქმით, სწორედ ამ გამოცდილების გამო გააკეთა გუნდმა მასზე არჩევანი. ზვიად დიასამიძე ამჟამად ბათუმში, კერძო სკოლაში ისტორიას ასწავლის თუმცა ამბობს, რომ საკრებულოში არჩევის შემთხვევაში, ეს არ შეუშლის ხელს იმაში რომ მუნიციპალიტეტში იმუშაოს. …
„დიდი სურვილი მაქვს, ჩამოვიდეს სააკაშვილი“ – ირაკლი ღარიბაშვილი
„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი,“ – აღნიშნა დღეს, 5 სექტემბერს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლებლო დაბრუნებაზე ჰკითხეს. „გავერთობით ძალიან კარგად, მე მას შევპირდი, რომ დავახვედრებ ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებ ციხეში. გარემონტებულ ციხეში, სხვათა შორის“, – თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა. რა ურჩია ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, ნახეთ აქ.