ბათუმის რომელ ქუჩებზე იყო სააკაშვილი ვიდეოს მიხედვით – მიშას მარშრუტი

დღეს, პირველ ოქტომბერს, დილით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით კი გაავრცელა კადრები, რითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის იმყოფებოდა ბათუმში. ამ ვიდეოებში თავადაც ირწმუნება, რომ ბათუმშია და 2 ოქტომბერს თბილისში იქნება. რა ჩანს მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში? პირველ ვიდეოკადრებში სააკაშვილი იმყოფება ბათუმის შემოსასვლელთან, გოგებაშვილის ქუჩაზე. კადრში საკმაოდ …

მოკლე ხანში გავრცელდება სააკაშვილის ახალი ვიდეოები – ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ჩვენ ვემზადებით გამარჯვების ზეიმისთვის, ეს იქნება 3 ოქტომბერს,“ – განაცხადა დღეს, პირველ ოქტომბერს, თბილისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა ეკა ხერხეულიძემ. მან თქვა, რომ ადასტურებს სააკაშვილის საქართველოში ყოფნას და მას პირადად ესაუბრა ვიდეოზარით და ის ბათუმში იყო, იმ ადგილას, რაც სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ანუ ბათუმში. „უმოკლეს ვადაში გავრცელდება დამატებითი ვიდეოები, …

სააკაშვილი საქართველოში არ არის, ნეტა ყოფილიყო – კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები ყალბია და იგი საქართველოში არ იმყოფება.  ამის შესახებ კობახიძემ დღეს, პირველ ოქტომბერს განაცხადა ჟურნალისტებთან. „სააკაშვილი საქართველოში არ არის – ეს პირველი. რაც შეეხება მეორეს, ეს ადამიანი არის კლოუნი, ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინწინ, მანამდეც და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მის მიერ. ნეტა ყოფილიყო საქართველოში, ამ …

მე გავრისკე ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი – სააკაშვილი | ვიდეო

დღეს, პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკვე საქართველოშია. დღეს, დაახლოებით 10:54 წუთზე სააკაშვილმა ფეისბუკის გვერდზე მეორე ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ ბათუმშია. კადრები ღამითაა გადაღებული, ჩანს ახალი ბულვარი. „რამდენი რაღაც გაკეთდა ახალი, თუმცა ეს ბულვარი და ეს პროექტები მე უკვე დახაზული მქონდა და ცოტა უკეთესად წარმომედგინა. ხომ …

სააკაშვილი ამბობს, რომ ბათუმშია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბათუმშია და ვიდეოს ავრცელებს. „ეს არის ჩემი ბათუმი. 2-ში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე და მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“, არც — ივანიშვილს, არც — გახარიას. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოგწონთ, მიეცით შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. დღეს არის ჩემი ოცნების აღსრულება, …

40 დღეში გახარიას პარტიას 700 000 ლარი შესწირეს, „ოცნებას“ – 8 მილიონამდე

2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიამ შემოწირულობის სახით 755 711 ლარი მიიღო. თითქმის ამდენივე იყო პარტიის ხარჯიც იგივე პერიოდში. რეკლამისთვის პარტიამ „საქართველოსთვის“ 336 566 ლარი დახარჯა, 367 038 კი სხვა ხარჯებზე გადაანაწილა.  საერთო ჯამში კი, სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით, 703 604 – …

„ოცნებამ“ 5 მილიონი ლარი დახარჯა საარჩევნო რეკლამაში და 7500 ლარი – ხელფასებში

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის პოლიტიკურმა პარტიებმა 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით წინასაარჩევნო პერიოდში ჯამურად 11 მილიონ 084 561 ლარი დახარჯეს,  აქედან 6 მილიონ  774 269 ლარი წინასაარჩევნო რეკლამის ხარჯია, 293 357 შრომის ანაზღაურების სახით გაუციათ, ხოლო 4 მილიონ 016 935 სხვა ხარჯების სახით გადანაწილდა. რეკლამაში ყველაზე მეტი – 5 299 065 ლარი  „ქართულმა ოცნებამ“ …

სად გაიზარდა და შემცირდა აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აჭარაში 314 644  ამომრჩეველია რეგისტრირებული. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა 7 783-ით გაიზარდა. 2017 წლის არჩევნებზე აჭარაში 306 861 ამომრჩეველი იყო. ექვსი მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი ამომრჩეველი ქალაქ ბათუმშია. №79 ოლქში რეგისტრირებულია 148 011 ამომრჩეველი, 8416-ით მეტი 2017 წლის არჩევნებთან შედარებით. მუნიციპალიტეტებისა და საარჩევნო ოლქების მიხედვით, 2021 …

მდინარაძე: კირთაძე ბათუმში 20 უბნის ჩაშლას აპირებს – რას პასუხობს მერობის კანდიდატი

დღეს, 30 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 20-მდე საარჩევნო უბანზე არჩევნების ჩაშლას აპირებს. „რადიკალურმა ოპოზიციამ რადგან ვერ შეძლო საარჩევნო გარემოს ხელოვნურად გაუარესება, დესტრუქციული ქმედებები მოსალოდნელია კენჭისყრის დღეს. დესტრუქციული გეგმების შესახებ გამოჟონილი ინფორმაცია მრავლად შემოდის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან. როგორც 2020 წლის არჩევნები მსგავსად, ახლაც გეგმავენ ჭარბი რაოდენობით საჩივრების შეტანას. აღნიშნულის …

ყურადღება მიაქციეთ კარებს, „ოცნება“ კარუსელს აპირებს – ოპოზიციის მიმართვა კომისიის წევრებს

დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმში ოპოზიციურმა ერთობამ განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების სავარაუდო გაყალბების თაობაზე. ოპოზიციის განცხადებით, მმართველი პარტია საარჩევნო უბნებზე ე.წ. კარუსელის დატრიალებას აპირებს. „მათი სურვილია და ეს არის მათი გეგმა, რომ იმ ადამიანების ნაცვლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ვინც ვერ შეძლებს არჩევნებზე მისვლას. ძირითადად ესენი არიან მეზღვაურები და ემიგრანტები. ჩვეულებრივი, მარტივი ტიპის კარუსელის დატრიალებას …

„ავტორიტეტები“, პოლიციელები და საჯარო მოხელეები „ოცნების“ აგიტატორებად

„დავიტოვებ ჩემთვის, არ გიპასუხებთ სად ვმუშაობ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ შადიმან შერვაშიძე. ის საჯარო სამსახურში დასაქმებული ერთ-ერთი პირია, ვინც „ქართული ოცნების“ ე.წ. კარდაკარის სიაში ვიპოვეთ “საჯარო მოხელეების” ჩამონათვალში. შადიმან შერვაშიძემ „ბათუმელებთან“ დაადასტურა, რომ ის  „ოცნების“ სასარგებლოდ მართლაც მუშაობს და ამომრჩევლებს ხვდება. „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის ე.წ. კარდაკარის სიები დღეს, 29 სექტემბერს, ოპოზიციური ერთობის ბათუმის მერობის …

„მადლობა ღმერთს, უკვე 9 თვეა იქ აღარა ვარ“ – გახარია „ოცნებაზე“

„მადლობა ღმერთს, მე უკვე 9 თვეა იქ აღარა ვარ,“ – უთხრა ჟურნალისტებს დღეს, 29 სექტემბერს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს,  მოიაზრებს თუ არა მის წინააღმდეგ კამპანიის დამკვეთად უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს. „მადლობა ღმერთს, მე უკვე 9 თვეა იქ აღარა ვარ. იქ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება, ვინ არის ამაში ჩართული, ვინ მოჰყავთ, ვინ მიჰყავთ …

ბათუმში ღირსების მარში უნდა გაიმართოს? – რას ამბობენ მერობის კანდიდატები [ვიდეო]

უნდა გაიმართოს თუ არა ღირსების მარში? – ჰკითხა “ბათუმელებმა” ბათუმის მერობის სამ კანდიდატს. სამივე მათგანს ვთხოვეთ, რომ ამ კითხვაზე გაეცა მოკლე პასუხი – „კი“ ან „არა“. სამივე მათგანმა პასუხის გასაცემად სხვადასხვა გზა აირჩია. რედაქცია: ბათუმში ღირსების მარში უნდა გაიმართოს თუ არა? – გთხოვთ მიპასუხოთ კი ან არა. ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტიიდან „გახარია – …

ბათუმში 148 011 ამომრჩეველია

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმში 148 011 ამომრჩეველია რეგისტრირებული ცესკოს მონაცემებით. ამ მონაცემებით ბათუმში გასულ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 720-ით მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბათუმის #28 საარჩევნო ოლქში 147 292 ამომრჩეველი იყო. ბოლო სამი არჩევნების დროს ამომრჩეველთა რაოდენობა ბათუმში ასე შეიცვალა: 2018 წლის წლის საპრეზიდენტო არჩევნები – 143 372 ამომრჩეველი …

ბათუმი დაღუპული ქალაქია – საკრებულოს წევრობის კანდიდატი „ლელოდან”

„ლელოს“ ბათუმის საარჩევნო სიის ათეულში მხოლოდ სამი ქალია. მათგან ერთ-ერთი, შორენა ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად იყრის კენჭს. სიაში ის რიგით მეცხრეა. შორენა ჩიქოვანი „ბათუმელებთან” თვითმმართველობებისა და ამხანაგობების ურთიერთობებზე, ქალაქის სამშენებლო პოლიტიკასა და სხვა საკითხებზე საუბრობს. რა ბიუროკრატიულ ხარვეზებს ხედავთ თვითმმართველობაში, რაც სისტემის მუშაობას აფერხებს? მოდით, ამხანაგობების მიმართულებით ვისაუბრებ, რადგან ესაა ჩემი კომპეტენცია. ინფორმირებულები უნდა იყვნენ …

„სამწუხაროა, რომ სარფიდან არ აირჩია შემოსვლა“ – რიჟვაძე სააკაშვილის დაბრუნებაზე

„სამწუხაროა, რომ არ აირჩია სარფიდან შემოსვლა, იქ კიდევ უფრო კარგად დავხვდებოდით,“ – თქვა დღეს, 28 სექტემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გუშინ თქვა, რომ 2 ოქტომბერს ჩამოვა საქართველოში. თორნიკე რიჟვაძეს არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება. „ეს არის წინასაარჩევნო ბლეფი და ამ სუბიექტს არასდროს არ ჰყოფნიდა არც ვაჟკაცობა, …

რას ცვლის სააკაშვილის ჩამოსვლა – პოლიტიკური პროგნოზი

„სააკაშვილი არ ჩამოვა ისე, რომ დააკავონ. მას სხვა გათვლა აქვს,“ – ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია საქართველოს მესამე პრეზიდენტის 2 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნებაზე. პოლიტოლოგები სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ, თუ როგორ შეცვლის პოლიტიკურ ამინდს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ფიზიკურად ჩამოსვლა და თუნდაც გისოსებს მიღმა აღმოჩენა. პოლიტიკის ექსპერტები თანხმდებიან, რომ სააკაშვილის დაბრუნება ახალი ეტაპის დასაწყისია ქართულ პოლიტიკაში. რა იცვლება მიხეილ …

ბიზნესმენები და მათი შვილები „ოცნების“ სიებში – ვის სურს საკრებულოებში მოხვედრა

არავისთვისაა ახალი, რომ პარტიების და ძირითადად მაინც მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში ბიზნესმენების სახელებსა და გვარებსაც აღმოვაჩენთ ხოლმე.  მათგან უმეტესობას სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლების დიდი გამოცდილება აქვს, ისინი იღებენ მაღალბიუჯეტიან დაკვეთებს სახელმწიფო სტრუქტურებისგან, თავად კი მმართველი პარტიის შემწირველები და მხარდამჭერები არიან. პრაქტიკის მიხედვით, ბიზნესიდან მოსულები დიდი აქტიურობით არც მთავარ საკანონმდებლო ორგანოში გამოირჩევიან და არც საკრებულოებში. ისინი, ძირითადად, …

„რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო?“ – ღარიბაშვილი სააკაშვილის დაბრუნებაზე

დღეს, 28 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუ სააკაშვილი ჩამოვა, დააპატიმრებენ. „რა თქვა მიხომ ჩამოვდივარო?… მინდა მოსახლეობას ავუხსნა, რომ ეს კაცი (მიხეილ სააკაშვილი) რვა წელია იმუქრება რომ ჩამოვა, ჩამოვა და არ ჩამოდის. ვერ ჩამოდის იმიტომ, რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ შევა ციხეში. სააკაშვილის ერთადერთი …

როცა ზურგში სუსის სუნთქვა გესმის – ოპოზიცია და არჩევნები აჭარაში

„სახელს და გვარს ვერ დაგისახელებთ. იმედია, სამომავლოდ იტყვიან სიმართლეს“, – ეს ფრაზა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა ახსენა, როცა მათ ცალ-ცალკე ვესაუბრეთ და ვკითხეთ პრობლემებზე, რასაც ისინი წინასაარჩევნო პერიოდში აწყდებიან. ბათუმის მერობის თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატები ცდილობენ იმის გამოკვეთას, რომ სიმშვიდე მოჩვენებითია და მის უკან ასობით ადამიანის დაშინება, მუქარა და მოსყიდვა იმალება. „კარდაკარ სიარულის დროს მივხვდი …

ვინ არიან ხელვაჩაურის მერობის კანდიდატები

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 3 კანდიდატი იბრძვის მერობისთვის. მერობის კანდიდატი ჰყავს ოპოზიციურ გაერთიანებას (რომელშიც შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“, „ლელო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები), „ქართულ ოცნებას“ და პარტიას – „გახარია – საქართველოსთვის“. კანდიდატების ჩამონათვალი მოცემულია საარჩევნო ნომრის მიხედვით. მიშა ბოლქვაძე– ოპოზიციური ერთობა [საარჩევნო ნომერი 5] მიშა ბოლქვაძე ჯერ კიდევ  ხელვაჩაურის საკრებულოს მოქმედი წევრია. …

შესაძლოა თაობებს სახელმწიფოს შექმნის შანსიც კი წაგვერთვას – პოლიტოლოგი ე.წ. სუს-ის ფაილებზე

„წარსული შეიძლება გახდეს ჩვენი მომავალი,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, რომელმაც დღეს, 24 სექტემბერს ბათუმში „დემოკრატიის სკოლაში“ შეხვედრა გამართა. ის სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, სასამართლოს დეგრადაციას არ გამორიცხავს, თუკი დღეს მოქალაქეები ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ვერ იგრძნობენ და არ გააქტიურდებიან. რა რესურსი არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანაში პროცესი დემოკრატიის სასარგებლოდ განვითარდეს? – „ბათუმელებმა“ ლევან ცუცქირიძეს …

ვის მისცემ ხმას, როცა არჩევნების წინ ბინას გაძლევენ

ბათუმის მერია ცხრა წლის განმავლობაში გაწელილი „იაფი სახლის“ პროგრამის პირველი ეტაპის ფინალში გავიდა და ეს 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად ათი დღით ადრე მოახერხა. 21 სექტემბერს ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, „იაფ სახლში“ ბინა 40 ოჯახს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ გადასცეს. 40-მა მესაკუთრემ  მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, …

„გალამაზებაზე გადავდივართ“- „ოცნების“კანდიდატი ქედის სოფლებზე, სადაც წყლის ონკანები ღიაა

„ევროპული ყაიდის სოფლების“ მოწყობას ქედელებს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი – როლანდ ბერიძე ჰპირდება. ის ბოლო 4 წელი ქედის მერის მოადგილეა და კარგად იცის, რომ ქედის სოფლების პრობლემა ჯერ კიდევ სასმელი წყლის „ღიად დატოვებული ონკანებია,“ როგორც ეს თავად ინტერვიუს დროს გვითხრა. პრობლემაა ინტერნეტიც. „ოცნების“ მერობის კანდიდატს მოსახლეობა შეხვედრების დროს, პირველ რიგში, ინტერნეტს სთხოვს – ქედელი ბავშვები …

„მჭადი რომ მჭადია, ისიც ენატრებათ“ – ოპოზიციური ერთობის მერობის კანდიდატი ქედაში

დაანგარიშებული არ აქვს, რამდენი დასჭირდება კონკრეტული პრობლემების მოგვარებას, თუმცა ოპოზიციური ერთობის მერობის კანდიდატი რამინ ბერიძე მიიჩნევს, რომ „ქედას საკმარისი ბიუჯეტი აქვს“. ოპოზიციურ გაერთიანებაში შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“, „ლელო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები. რას მიიჩნევს პრობლემად და რას შეცვლიდა თავად მერობის შემთხვევაში? – „ბათუმელებმა“ რამინ ბერიძეს წინასაარჩევნო გზავნილებზე რამდენიმე კითხვა დაუსვა. ბატონო რამინ, „ოცნების“ მერობის …

რას ჰპირდება გახარიას მერობის კანდიდატი ქედას: თამბაქოზე კომპენსაცია უნდა გაიცეს

ჯერ არ იცის, რა იქნება, მაგრამ ამოცანად მიიჩნევს, „ქედის მუნიციპალიტეტში დაფუძნებული შემოსავლიანი ბიზნესები საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლის წყაროდ რომ გადაიქცეს“. პარტიის – „გახარია – საქართველოსთვის“ ქედის მერობის კანდიდატს, ელგუჯა ნაკაშიძეს მიაჩნია, რომ ქედაში პრიორიტეტი აგროტურიზმის განვითარება უნდა იყოს. რეალურ თვითმმართველობაზე საუბრის დროს ელგუჯა ნაკაშიძეს გავახსენეთ, რომ წლების წინ ის „ქრისტიან-დემოკრატებს“ წარმოადგენდა ქედის საკრებულოში. ინტერვიუში ნახავთ, როგორ …

გახარია „იმედის“ ჟურნალისტებს: შევდივარ თქვენს მდგომარეობაში

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ეხმიანება გუშინ, 22 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც ნაჩვენები იყო, ჟურნალისტი როგორ ცდილობდა ავსტრიაში, ვენის ქუჩებში გადაემოწმებინა გახარიას მიერ ჩატარებული ნარკოტესტის ნამდვილობა. „მივმართავ ტელეკომპანია „იმედის“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გავიგე, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ და ამუშავებულ პროპაგანდისტულ კამპანიაში ტყუილებით ჩაერთეთ. აღარ ვსაუბრობ ცალმხრივ გაშუქებასა და იმაზე, რომ ამდენი …

„ხელვაჩაურში მცირე პრობლემებია დარჩენილი“ – „ოცნების“ მერობის კანდიდატი 

ზაზა დიასამიძე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ის წლების განმავლობაში ხელვაჩაურის პოლიციის უფროსად მუშაობდა, ხუთი თვის წინ კი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ბატონო ზაზა, როგორია თქვენი საარჩევნო პროგრამა, რა პრიორიტეტები გაქვთ? ჩემი პრიორიტეტია ის დარჩენილი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, რაც რჩება ჩვენს მუნიციპალიტეტში, რადგან „ქართული ოცნების“ მიერ უამრავი რამეა გაკეთებული. მცირე პრობლემებია დარჩენილი …

სანაპირო არ ჩაიხერგება შენობებით – ქობულეთის მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან

ბონდო თედორაძე გაერთიანებული ოპოზიციის ქობულეთის მერობის კანდიდატია. მას იცნობენ როგორც ერთ-ერთ ხმაურიან ოპოზიციონერს. ორი მოწვევის ქობულეთის საკრებულოს წევრია, აქტიურობდა სხდომებზე, არ აკლდებოდა საპროტესტო აქციებს და კონკრეტულ საკითხებს სოციალური ქსელითაც ეხმაურებოდა. რა მოუტანა ამ ყველაფერმა ამომრჩეველს, ხმაურში ხომ არ დაიკარგა საკითხების სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობა? – საინტერესოა ისიც, მხოლოდ ზეპირი კრიტიკით შემოიფარგლებოდა, თუ  დარეგისტრირებული ინიციატივებიც აქვს, მით …

ქედის მერობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქედის მუნიციპალიტეტში მერობის 3 კანდიდატია რეგისტრირებული. მერობის კანდიდატი ჰყავს ოპოზიციურ გაერთიანებას (რომელშიც შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“, „ლელო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები); „ქართულ ოცნებას“ და პარტიას – „გახარია – საქართველოსთვის“. კანდიდატების ჩამონათვალი მოცემულია საარჩევნო ნომრის მიხედვით. რამინ ბერიძე  – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რამინ ბერიძე ქედის ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს წევრია. …

როდის ექნებათ წყალი და კანალიზაცია შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს [ვიდეო]

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ათასობით მოქალაქე წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გარეშეა. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა – KfW 2020 წელს ბათუმისთვის ამ მიზნით 60 მილიონი ევრო გამოყო. საქართველოს მთავრობამ კი ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადაიტანა. რატომ გაუქმდა შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლის სისტემისთვის 60 მლნ ევრო სესხის შეთანხმება – სამინისტროს განმარტება შემოერთებულ ტერიტორიებზე როგორ უნდა მიიყვანოთ წყალი …

ვინ არიან შუახევის მერობის კანდიდატები

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შუახევის მუნიციპალიტეტში 4 კანდიდატი იბრძვის მერობისთვის. მერობის კანდიდატი ჰყავს ოპოზიციურ გაერთიანებას (რომელშიც შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“, „ლელო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები); „პარტიოტთა ალიანსს“, „ქართულ ოცნებას“ და პარტიას – „გახარია – საქართველოსთვის“. კანდიდატების ჩამონათვალი მოცემულია საარჩევნო ნომრის მიხედვით. როინ ზოიძე – ოპოზიციური ერთობა [საარჩევნო ნომერი 5] როინ ზოიძეს ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი …

ქობულეთი არ არის ქალაქი, სადაც უნდა იყოს ცათამბჯენი – მერობის კანდიდატი ქობულეთში

ირაკლი ბერიძე ქობულეთის მერობის კანდიდატია პარტიიდან „გახარია-საქართველოსთვის“. 2008-2010 წლებში ის იყო ქობულეთის საკრებულოს იურისტი, 2019  წლამდე ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე. იმავე წელს დაინიშნა საფეხბურთო კლუბ „შუქურას“ დირექტორად. ბატონო ირაკლი, როგორ აღმოჩნდით გახარიას პარტიაში? აქამდე არ ვყოფილვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. ვიზიარებდი გახარიას პოზიციას, რომ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში სიძულვილის ენა, რადგან …

რას უპირებენ ბათუმის მერობის კანდიდატები ჩაუბარებელ შენობებს

თუ იცით, რამდენი ახალაშენებული შენობაა (რამდენი კვადრატული მეტრი)  ჩაუბარებელი ბათუმში და რას უპირებთ მშენებლობებს, რომლებიც მერიას დღემდე არ აქვს ჩაბარებული? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ბათუმის მერობის სამ კანდიდატს. ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტიიდან „გახარია – საქართველოსთვის“ ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ საკმაოდ ბევრი შენობაა ბათუმში. შეიძლება ითქვას აბსოლუტური უმრავლესობა, სამწუხაროდ, ჩაბარებული არ არის. …

„ყველა საბავშვო ბაღი კერძო უნდა გახდეს“ – „გირჩის“ მერობის კანდიდატი ბათუმში

მერიისთვის სხვადასხვა ფუნქციის ჩამოცილებასთან ერთად, „გირჩის“ მერობის კანდიდატი ბათუმში – გიორგი ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ საბავშვო ბაღებიც კერძო უნდა იყოს და ეს მერიის საქმე არ არის. „უნდა ავხსნათ, რომ სხვის ხარჯზე ცხოვრებას შევეშვათ,“ – გვითხრა მერობის კანდიდატმა. გიორგი ფუტკარაძე საჯარო პოლიტიკით და კონკრეტულად „გირჩით“ პანდემიის დაწყების დროს დაინტერესდა, როცა მორიგი კოვიდრეგულაციების დროს მისი ფიტნესკლუბიც დახურეს. გიორგი …

„ოცნებამ“ მომიძულა – გახარიას პარტიის მერობის კანდიდატი ხელვაჩაურში

ჯუმბერ ბერიძე პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატია. ის 2015 წელს ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეც კი იყო. ამბობს, რომ „ოცნების“ ერთგული იყო ბოლომდე, თუმცა არ დაუფასეს. რას აპირებს მერობის შემთხვევაში და როგორია მისი საარჩევნო გეგმები – ამ თემაზე ის „ბათუმელებთან“ საუბრობს. ბატონო ჯუმბერ, როგორც ვიცით, 2015 წელს თქვენ იყავით საკრებულოს თავმჯდომარე, რას საქმიანობდით ამის შემდეგ? …

Exit mobile version