გიორგი კირთაძე ბათუმის მერობის კანდიდატი იქნება ენმ-დან

ბათუმის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძე იქნება. ინფორმაცია „ბათუმელებს“თავად გიორგი კირთაძემ დაუდასტურა. ენმ მერობის კანდიდატების ოფიციალურ წარდგენას დღეს, 21:00 საათზე გეგმავს. გიორგი კირთაძე ამჟამად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. 2010-2013 წლებში ის ასევე იყო ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მერობის კანდიდატი უკვე დასახელებული ჰყავს მმართველ პარტიას. “ქართული …

ბიზნესმენებმა ბათუმიდან „ოცნებას“ უკვე 1 მილიონი შესწირეს – არჩევნები 2021 

2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, 10 აგვისტოს მდგომარეობით, „ოცნებას“ მილიონზე  მეტი ლარი შეუგროვეს  შემწირველებმა აჭარიდან. შემწირველებს ოფიციალურ დოკუმენტში „ფიზიკურ პირებად“ მოიხსენიებენ, რეალურად, ისინი ბიზნესმენები არიან, თუმცა კომპანიის სახელით არ რიცხავენ თანხას. აჭარიდან „ოცნების“ მხოლოდ რამდენიმე შემწირველია ინდმეწარმე ან არ ირკვევა მათი საქმიანობის შესახებ. სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, ამ დრომდე ბათუმიდან მმართველ პოლიტიკურ პარტიას 32-მა ბიზნესმენმა …

ვინ შეარჩია ცესკომ აჭარაში საოლქო კომისიებში დროებით წევრებად

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] საოლქო კომისიებში დროებითი 3-3 წევრი შეარჩია. კონკურსის რამდენიმე მონაწილესთან გასაუბრებას „ბათუმელები“ ლაივჩართვის საშუალებით აკვირდებოდა. საკონკურსო კომისიის წევრი კითხვების დასმისას განსაკუთრებით სამი საკითხით დაინტერესდა. მისი კითხვები შეეხებოდა გამოცდილებას, საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს და წარმოადგენდნენ თუ არა კონკურსანტები გასულ წლებში, საარჩევნო კომისიებში რომელიმე პარტიას, რამდენჯერმე აქცენტი „ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამოცდილებაზეც გააკეთეს. ერთი შეხედვით იქმნებოდა …

ბათუმის საოლქო კომისიის წევრი კომისიას ადანაშაულებს კონკურსის წესების დარღვევაში

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი კახა ჯაიანი კომისიას საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესების დარღვევაში ადანაშაულებს. კახა ჯაიანს ეჭვი აქვს, რომ კომისიამ 12 აგვისტოს სარეგისტრაციო ჟურნალი რამდენიმე საათის დაგვიანებით, მმართველი პარტიის ინტერესების გათვალისწინებით დახურა. საუბნო-საარჩევნო კომისიების დასაკომპლექტებლად კონკურსი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2021 წლის 8 აგვისტოს გამოაცხადა. განაცხადის შეტანის ვადა 2021 წლის 12 აგვისტოს 18:00 საათზე …

„ოცნება“ ქალების გარეშე აჭარაში

როცა საკითხი ქალებსა და კაცებს შორის ადგილების გადანაწილებას ეხება, „ოცნება“ თავისივე ინიცირებული კვოტირების სისტემის საზღვრებში რჩება. მმართველი პარტია თვითმმართველობის ორგანოების მაჟორიტარულ ოლქებში წარსადგენად 99-პროცენტით კაცებს ირჩევს. ვინ არიან „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ამ საკითხზე კრიტიკის მოსმენის შემდეგ „ოცნების“ ლიდერები გვირჩევენ დავიცადოთ და სიებში შევიხედოთ. სიებში ქალების ჩაწერის აუცილებლობა კი სწორედ კვოტირების სისტემით განსაზღვრული …

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასება საჯარო მოხელეების ხელფასის გაზრდაზე არჩევნების წინ

„ეს არის მიზანმიმართული გადაწყვეტილება იმისთვის, რომ საჯარო მოხელეების მოტივაცია გაზარდონ. შესაძლოა, მანამდე ყველა საჯარო მოხელეს არ ჰქონოდა კამპანიაში ჩართვის სურვილი, ეს კი მოტივაციას გაუჩენს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ მმართველი პოლიტიკური პარტიის კამპანიაში“ – ეს მოლოდინი გაუჩინა პრემიერი ღარიბაშვილის დაპირებამ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის კუთხით ნინო დოლიძეს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელ დირექტორს. …

გახარია: რიგგარეშე არჩევნები იქნება

„არავის არ გეგონოთ, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. ვიღაცამ ვიღაცის ხელმოწერა რომ გააუქმა – ეს პირიქით ადასტურებს იმას, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება და კიდევ უფრო სწრაფად იქნება. ეს ყველას უნდა გვესმოდეს – ხელმოწერის გაუქმება პირდაპირი დასტურია, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება და როგორც კი ეს არჩევნები მორჩება, ჩათვალეთ, რომ ეგრევე დაიწყებენ მზადებას რიგგარეშე არჩევნებისთვის“ – განაცხადა …

მთავრობა არჩევნების წინ საჯარო მოხელეებს ხელფასების გაზრდას ჰპირდება

„ნაკლებკონკურენტუნარიანი გახდა საჯარო სექტორი… კონკრეტიკაზე შემდეგ იქნება მსჯელობა, უნდა გაიზარდოს ჩვენთან დასაქმებულების მოტივაცია.  ეს არის ჩვენი გუნდის მიდგომა. გაიზარდა პოლიციელების, პედაგოგების ხელფასები, დადგა დროს საჯარო მოხელეების“ – განაცხადა დღეს, 9 აგვისტოს, ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. მინისტრმა, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრებმა, ჯერ არ დააკონკრეტა, რა ოდენობით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასი, თუმცა საჯარო მოხელეებს, რომლებიც …

ვინ არიან „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში

„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: ბათუმში:  მამული ლომაძე, გოჩა მგელაძე, ოთარ დიასამიძე, მამუკა კაკაბაძე, ლევან დოლიძე, გიორგი ლომთათიძე, მინდია გოგუაძე. ქობულეთში: დავით მჭედლიშვილი,  ლაშა ხახუტაიშვილი, ლადო ხოზრევანიძე, ჯემალ ბლადაძე, ზურაბ ხინიკაძე, გელა შაქარიშვილი, ირაკლი ქათამაძე, როინ ჩხაიძე, ედნარ თურმანიძე, ალეკო ხიდაშელი, დავით წულუკიძე, სოსო ჟღენტი, ავთო გოგიბერიძე. …

კონკურსანტები „ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამოცდილებით – ცესკო საოლქოებში წევრებს არჩევს

ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საოლქო-საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევას დღეს, 8 აგვისტოს დაასრულებს. ქვეყნის მასშტაბით 84 საოლქო-საარჩევნო კომისიაში ცესკო 3-3 დროებით წევრს შეარჩევს. საოლქო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი ცესკომ 3 აგვისტოს გამოაცხადა. აჭარის ზოგიერთი საოლქო კომისიის დროებით წევრად ცესკოს მიერ შესარჩევ კონკურსანტებს შორის არიან ისეთი საარჩევნო გამოცდილების მქონე პირებიც, რომლებიც …

„ოცნების“ მერობის კანდიდატები ხულოში, შუახევსა და ქედაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ხულოში ვახტანგ ბერიძე იქნება, შუახევში – ომარ ტაკიძე, ქედაში – როლანდ ბერიძე. მერობის კანდიდატები დღეს, 30 ივლისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაასახელა. ვახტანგ ბერიძე ხულოს მოქმედი მერია, ომარ ტაკიძე შუახევის მერის მოვალეობას ასრულებს მას შემდეგ, როცა არჩეული მერი ფრიდონ ფუტკარაძე უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა, როლანდ ბერიძე კი, ქედის მერის პირველ …

„ოცნების“ მერობის კანდიდატი ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე იქნება. ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ბოლო პერიოდამდე ზაზა დიასამიძე ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი იყო. ბოლო რამდენიმე თვეა ის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე გადაიყვანეს. ინფორმაციას, რომ ზაზა დიასამიძე სწორედ ამ მიზნით გადაიყვანეს პოლიციიდან, თავის დროზე დღეს უკვე მერობის კანდიდატი, კატეგორიულად არ ეთანხმებოდა. …

„ოცნების“ მერობის კანდიდატი ბათუმში არჩილ ჩიქოვანი იქნება

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი იქნება. ის ბათუმის ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ გადადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე ვიცე-მერად დანიშნა და დღემდე მერის მოვალეობას ასრულებს. „ოცნების“ მერობის კანდიდატები რამდენიმე წუთის წინ პარტიის ერთერმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა. ბათუმის ვიცე-მერად, შემდეგ კი მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნამდე არჩილ ჩიქოვანი აჭარის მთავრობის აპარატს ხელმძღვანელობდა. არჩილ ჩიქოვანი საჯარო სამსახურში …

ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად 45 მილიონი ლარი დაიხარჯება 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 45 მილიონ 32 ათასი ლარი დაიხარჯება. მუნიციპალიტეტების საკრებულოების და მერების არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი ([ხარჯთაღრიცხვა] ცესკომ 8 ივლისს დაამტკიცა. ცესკოს დადგენილების მიხედვით, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი თანხიდან ნახევარზე მეტი – 24 188 100 ლარი …

გახარიას პარტიას ბათუმში ოფისს იძულებით ატოვებინებენ

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი მიქელაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ პარტია „საქართველოსთვის“ იძულებულია ბათუმში ცოტა ხნის წინ გახსნილი ოფისი დატოვოს: „მივმართავთ მოქალაქეებს, რომ თუ ვინმე აქირავებს ოფისს, დავინტერესდებით.“ ირაკლი მიქელაძის თქმით, გახარიას პარტიამ ტელეკომპანია „იმედში“ გასული სიუჟეტით შეიტყო, რომ შენობის მესაკუთრე მათგან ოფისის დაცლას ითხოვდა. პარტიას მეპატრონესთან უშუალო კონტაქტი ჯერ არ ჰქონია. ირაკლი …

ცესკო ადმინისტრაციული შენობების გარემონტებაში 1,6 მილიონს დახარჯავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ადმინისტრაციული შენობების გარემონტებისთვის ჯამში 1 674 500 ლარის დახარჯვას გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს. თანხმობისთვის ცესკომ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები თვენახევარში უნდა დასრულდეს. ცესკოს განცხადებით, სარემონტო სამუშაოების ჩატარება აუცილებელია „2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების სათანადო დონეზე ორგანიზებისთვის“. „საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2021 წლის ოქტომბერში გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა …

უნდა შევთანხმდეთ ერთიან და უპარტიო კანდიდატზე – მამუკა ხაზარაძე ბათუმის მერის არჩევნებზე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ბათუმის მერობის ერთიან კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს. ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, ეს კანდიდატი უნდა იყოს უპარტიო და ყველასთვის მისაღები. ამ და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. ბატონო მამუკა, განიხილავთ ოპოზიცია მერობის ერთიანი კანდიდატის დასახელებას, მაგალითად ბათუმში? თბილისში ჩვენ ვმუშაობთ ამაზე და დიდი სურვილი მაქვს, რომ ბათუმშიც მივაღწიოთ …

– 1 და + 2 წევრი „ოცნებას“ – ვნებათაღელვა ხულოს საკრებულოში

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ცვლილებებია. დღეს, 24 მაისს, საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე ირაკლი ბოლქვაძე „ოცნებიდან“ გარიცხეს, თუმცა მმართველ პარტიას საკრებულოში ორი ახალი წევრი შეემატა – „ოცნებაში“ გაერთიანდნენ დამოუკიდებელი დეპუტატი ნუგზარ სოლომონიძე და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარე მერაბ ღორჯომელაძე. ირაკლი ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ „ოცნების“ რიგებიდან ის არა დასახელებული მიზეზით …

რეგიონების განახლება „ძველი ფულით“ – როგორ აპირებს 500 მილიონის შეგროვებას მთავრობა

მთავრობამ პროგრამა „განახლებული რეგიონები“ დაამტკიცა, რომლის განხორციელებას „ძველი ფულით“ აპირებს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ახალი პროგრამისთვის ფულს მთავრობა ძირითადად, უკვე დამტკიცებული პროგრამებიდან, ასევე დონორთა მიერ უკვე გამოყოფილი თანხებიდან გამოათავისუფლებს. ამ ეტაპზე ნახევარი მილიარდი ლარი უნდა შეგროვდეს. პროგრამა კი 2024 წლის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში უნდა დაფინანსდეს როგორც სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის, ისე კერძო საკუთრებაში არსებული სხვადასხვა …

Exit mobile version