შუახევში მერის არჩევნებს „ოცნების“ კანდიდატი იგებს | წინასწარი

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შუახევში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, ომარ ტაკიძე ლიდერობს. მან შუახევში ამომრჩეველთა ხმების 57.09 პროცენტი მიიღო – 5313 ხმა. შუახევის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა როინ ზოიძემ ამომრჩეველთა ხმების 33.03 % მიიღო – 3074 ხმა. 8.41 პროცენტი, 783 ამომრჩევლის ხმა მიიღო შალვა გოგიტიძემ, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ კანდიდატმა, ხოლო …

მერის არჩევნების წინასწარი შედეგები ხელვაჩაურში | მოსალოდნელია II ტური

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ხელვაჩაურში, ზაზა დიასამიძემ, ამომრჩეველთა ხმების 42.9% მიიღო, ხოლო ოპოზიციური ერთობის მერობის კანდიდატმა მიშა ბოლქვაძემ – 41.18 %. ამ დროისთვის ხელვაჩაურში 47 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 43 უბანი. ამომრჩეველთა ხმების 15.52% მიიღო ჯუმბერ ბერიძემ, „გახარია საქართველოსთვის“ ქობულეთის მერობის კანდიდატმა. ამ მონაცემებით, ხელვაჩაურში მერის არჩევნების მეორე …

ქედის მერის არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს | წინასწარი

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ქედის მერობის კანდიდატი, როლანდ ბერიძე ლიდერობს. მან ქედაში ამომრჩეველთა ხმების 56.66 პროცენტი მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, რამინ ბერიძემ 35.1 % მიიღო. 7.83% მიიღო ელგუჯა ნაკაშიძემ, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ კანდიდატმა. ქედაში 32 საარჩევნო უბნიდან 30 უბანი დათვლილია. როლანდ ბერიძე ამ დრომდე …

ხულოს მერის არჩევნებში ვახტანგ ბერიძე ლიდერობს – 54.3% | წინასწარი

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“მერობის კანდიდატმა ხულოში, ვახტანგ ბერიძემ ამომრჩეველთა ხმების 54.3% მიიღო, ხოლო ოპოზიციური ერთობის კანდიდატმა, გოგიტა სოლომონიძემ – 36.47 %. ამ დროისთვის ხულოში 55 უბნიდან დათვლილია 54 უბანი. ამ შედეგებით, წინასწარი მონაცემების თანახმად, არჩევნები ხულოში ვახტანგ ბერიძემ მოიგო. ვახტანგ ბერიძე 2019 წლის 10 ივნისიდან უკვე არის ხულოს მუნიციპალიტეტის …

ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ბათუმის მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი გიორგი კირთაძე და „ოცნების“ კანდიდატი, არჩილ ჩიქოვანი ლიდერობენ, თუმცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ მიერ მიღებულ ხმებს შორის სხვაობა მცირეა და ვერც ერთ ვერ უახლოვდება 50-პროცენტიან ბარიერს, რაც საჭიროა არჩევნების პირველ ტურში გასამარჯვებლად. ამ დროსთვის [07:30] არჩილ ჩიქოვანს აქვს ამომრჩეველთა ხმების 41.49%, ხოლო გიორგი კირთაძეს …

გიორგი კირთაძე 42.34% – არჩილ ჩიქოვანი 41.49% | წინასწარი

ცესკოს წინასწარი მონაცემებით,  ბათუმის მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი, გიორგი კირთაძე ლიდერობს 42.34% პროცენტით – 8681 ხმა. „ქართული ოცნების“ კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს ხმების 41.49% აქვს – 8506 ხმა. ამ დროისთვის ბათუმში 105 უბნიდან 34 უბანია დათვლილი. მერის არჩევნებში კანდიდატს გამარჯვებისთვის სჭირდება მიცემულ ხმათა ნახევარზე მეტი – 50 პროცენტს პლუს თუნდაც ერთი ხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში გაიმართება  მეორე …

ბიულეტენები კონვერტის გარეშე – რაზე შეთანხმდნენ ბათუმის №56 საარჩევნო უბანზე

ბათუმის #56 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის დროს აღმოჩნდა, რომ სამი ბიულეტენი კონვერტის გარეშეა. სამივე ბიულეტენზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ შემოხაზული. დამკვირვებელმა ოპოზიციური ერთობიდან ბიულეტენების გადათვლა მოითხოვა, იმის გასარკვევად, ბიულეტენები უკონვერტოდ ჩააგდეს ყუთში თუ ყუთიდან გადმოვარდა. ამ საკითხის განხილვას უბანზე დაძაბულობა მოჰყვა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საოლქო კომისიას მიმართა, ადგილზე მოვიდა ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში, …

არჩევნების შედეგები ბათუმის 3 საარჩევნო უბნიდან | დასათვლელია 103

ბათუმის 106 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ხმებს ითვლიან. „ბათუმელების“ კორესპონდენტები ქალაქის სხვადასხვა უბანზე ადევნებენ თვალს არჩევნებს. ბევრ ადგილას ხმის დათვლის პროცედურა ჯერ ისევ მიმდინარეობს, რამდენიმე უბანზე კი უკვე ოქმიც მზად აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბნების დახურვიდან 8 საათი გავიდა, ცესკოს ვებგვერდზე ამ დრომდე არ ატვირთულა არც ერთი შემაჯამებელი ოქმი ბათუმიდან. „ბათუმელები“ გთავაზობთ 3 ოქმის მონაცემებს …

აჭარაში არჩევნებზე ამომრჩევლის 56.4%-მა მიიღო მონაწილეობა | ცესკო

ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, აჭარაში, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ხმა მისცა 177 457-მა მოქალაქემ ანუ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 56.4 პროცენტმა. მუნიციპალიტეტების მიხედვით სტატისტიკა ასე გამოიყურება: ბათუმი – ხმა მისცა 77 494-მა მოქალაქემ – 52.36% ქედა – ხმა მისცა 11 252-მა მოქალაქემ – 71.93% ქობულეთი – ხმა მისცა 37 936 მოქალაქემ – 56.34% შუახევი – ხმა მისცა 9988 …

დამკვირვებლის საჩივარი „საეჭვო“ დამკვირვებლების წინააღმდეგ

ბათუმის მე-15 უბანზე დღეს, 2 ოქტომბერს 3 საჩივარი დაიწერა, მათ შორის ერთი საჩივარი – დამკვირვებლების წინააღმდეგ. საჩივრის ავტორიც დამკვირვებელია. რამდენიმე დამკვირვებლის წინააღმდეგ საჩივარი უბანზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა, ლიკა გოგაძემ დაწერა. მანამდე მან კომისიის თავმჯდომარეს უთხრა, რომ სხვა დამკვირვებლები რეგისტრატორების მაგიდებთან კანონით დაშვებულზე უფრო ახლოს იდგნენ და ამომრჩეველთა სამაგიდო სიებიდან ამომრჩეველთა პერსონალურ მონაცემებს ამუშავებდნენ. „ასეთი …

ბათუმში უბანზე მარკირებული ამომრჩეველი შეუშვეს

ბათუმში, #12-ე საარჩევნო უბანზე, რომელიც ბათუმის მერვე საჯარო სკოლაშია განთავსებული, სამი საჩივარი დაიწერა. პირველი საჩივარი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა დაწერა, შეეხება საარჩევნო უბნების წინ „ქართული ოცნების“ აგიტატორების მობილიზებას. როგორც ენმ-ს დამკვირებელი ამბობს, მან საჩივარი დაწერა იმის გამო, რომ უბნის თავმჯდომარემ არ შეატყობინა საოლქოს არსებული სიტუაცია, რათა საოლქოს თავის მხრივ მიემართა შსს-სთვის და  შეეწყვიტათ „ქართული ოცნების“ …

„მოგხედავთ“, „ვიმახსოვრებთ სახელებს“ – ბათუმის საარჩევნო უბანზე ჟურნალისტს დაემუქრნენ

დღეს, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე „ბათუმელებმა“ ბათუმის არაერთ საარჩევნო უბანთან ახლოს შენიშნა მოქალაქეები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ტოვებდნენ ტერიტორიას და თან ჰქონდათ სიები. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ბათუმის #95 საარჩევნო უბანზე დავაფიქსირეთ, სადაც, საარჩევნო უბნიდან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით,  ერთი საათის განმავლობაში ტერიტორიაზე რამდენიმე კაცი იყო, ხელში ფურცლითა და პასტით. ისინი ჯერ მანქანაში ისხდნენ, შემდეგ …

რა დარღვევებზე საუბრობს „ქართული ოცნება“ ბათუმში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 2 ოქტომბერს, არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ” არაერთი დარღვევა დააფიქსირა, თუმცა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ამასთან, თორნიკე რიჟვაძის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს. „დღის განმავლობაში ჩვენ დავაფიქსირეთ არაერთი დარღვევა,  როგორც ნაცმოძრაობის, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც არღვევენ საარჩევნო …

აჭარაში 15 საათის მონაცემებით მხოლოდ 35.4%-მა მისცა ხმა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით აჭარაში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა მხოლოდ 35.4-მა პროცენტმა მიიღო. რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში საკუთარი ნება რეგიონში 111 529  მოქალაქემ გამოხატა. ბათუმში, ამ დროისთვის ხმა მისცა 49 806 ამომრჩეველმა. სტატისტიკა ასე გამოიყურება: ბათუმში – 33.7 % ხელვაჩაური – 38.4 % ქედა – 43.5 % შუახევი – 42 % …

“მიშა ჩამოვიდა, მიშა აქაა” – წარწერები ბათუმის ქუჩებში

“მიშა ჩამოვიდა”, “მიშა აქაა”, “თავისუფლება მიშას” – ეს და კიდევ სხვა შინაარსის წარწერები ბათუმის ქუჩებში, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ გაჩნდა. 1-ელი ოქტომბრის დილით, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა ორი ვიდეო და თქვა, რომ ის ბათუმშია. ხელისუფლების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ ვიდეო ყალბია. 1-ელი ოქტომბრის საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის დაკავების …

ბათუმის საარჩევნო უბნებზე 56 საჩივარი დაიწერა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, 13:00 საათისთვის ბათუმის საარჩევნო უბნებზე ჯამში 56 საჩივარი დაიწერა. საარჩევნო დარღვევების შესახებ განცხადება გააკეთა ენმ-ს წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ. მისი თქმით, ბათუმის საარჩევნო უბნებზე გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: მე-14 უბანზე მარკირების სითხე უხარისხოა, რის გამოც ფაქტობრივად ვერ ხერხდება მარკირება. პრობლემა საჩივრის დაწერის მიუხედავად აღმოფხვრილი არ არის. 22-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველს არ გაუკეთეს მარკირება. …

„ლელო“: ბათუმის 20 საარჩევნო უბანზე „ოცნება“ ემზადება კარუსელებისთვის

„საღამოს საათებში ქართული ოცნების ხელისუფლება ემზადება კარუსელებისთვის“ – აცხადებს ირაკლი კუპრაძე, პარტია„ლელოს“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოში. „ამისთვის მონიშნულია 20 ძირითადი საარჩევნო უბანი, რომლებიც მამუკა მდინარაძემ დააანონსა წინმსწრებით. ეს არის ის 20 საარჩევნო უბანი, სადაც ოპოზიციური ერთობის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან მიმართებით, “ქართული ოცნება” სასტიკად მარცხდება ყველა მაჩვენებლის მიხედვით. ამ 20 უბანზე ჩვენ ველოდებით განსაკუთრებულ …

კონფლიქტი საარჩევნო უბანზე ბათუმში – ადგილზე პოლიცია გამოიძახეს

#28 სარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარესა და დამკვირვებელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დამკვირვებელმა უბანზე პოლიცია გამოიძახა. „კომისიის თავმჯდომარე არცერთ დამკვირვებელს არ გვაძლევს უბანზე გადაადგილების უფლებას. არც პირადობის მოწმობების გადამოწმების საშუალებას გვაძლევს, ფაქტობრივად შეგვიზღუდა გადაადგილება. არც ნაკადების რეგულირება ხდება, ერთ რეგისტრატორთან 7-8 ამომრჩეველი დგას“ – ამბობს ირმა ხოროშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში. მისი თქმით, კომისიის …

აჭარაში ყველაზე მაღალი აქტივობა შუახევშია, ყველაზე დაბალი – ხულოში | 12 საათის მონაცემები

ცესკოს ინფორმაციით, 12 საათის მონაცემებით აჭარაში სულ 60 271 ამომრჩეველმა დააფიქსირა თავისი ხმა, რაც აჭარის ამომრჩეველთა 19.2%-ია. რაც შეეხება აქტივობას ოლქების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაში შუახევში დაფიქსირდა, სადაც 12 საათისთვის 3 401-მა (22.6%) ამომრჩეველმა მისცა ხმა, შემდეგ მოდის ხელვაჩაური – 9 580 (21.6%), ქედა – 3 285 (21%), ქობულეთი –  13 123 (19.5%), ბათუმი …

რიგები საარჩევნო უბნებთან ბათუმში | ფოტო

ბათუმში რეგისტრირებული 148 011 ამომრჩევლიდან, ცესკოს ინფორმაციით, 12 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ხმა 26 630-მა ამომრჩეველმა [18-მა პროცენტმა] მისცა. დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს მოსახლეობა 64 საკრებულოს 2 068 წევრს და 64 მერს, აქედან ხუთი თვითმმართველი ქალაქის მერს ირჩევს. ეს ფოტოები „ბათუმელებმა“ ბათუმის სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, 12-დან 13 საათამდე გადაიღო.     …

ამომრჩეველი ხმის მიცემას მართვის მოწმობით აპირებდა – საჩივრები #2 საარჩევნო უბანზე

ბათუმის #2 საარჩევნო უბანზე დღის 14:00 საათისთვის ოთხი საჩივარია დაწერილი. ოთხივე საჩივარი ენმ-ის წევრებმა დაწერეს საარჩევნო პროცესში აღმოჩენილი პროცედურული დარღვევების გამო. ორი საჩივარი დილით, უბნის გახსნის დროს დაიწერა. ერთ-ერთ რეგისტრატორს პირადობის მოწმობა დაავიწყდა და ისე იყო საარჩევნო უბანზე მისული. რეგისტრატორს პირადობა სახლიდან მოუტანეს. მე-2 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის თქმით, რეგისტრატორს საარჩევნო პროცესში პირადობის მოწმობის მიტანამდე …

„დაგიმტვრევ თავ-ყბას“ – საიას დამკვირვებლისთვის ბათუმში ტელეფონის წართმევა სცადეს

„დაგიმტვრევ თავ-ყბას თუ უფლება არ გაქვს და ისე იღებ” – ამ სიტყვებით ბათუმის N44 უბანზე საიას დამკვირვებელს მიმართავს უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი უცნობი პირი. ვიდეოში, რომელსაც ბათუმის N44 უბანზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თემურ ირემაძე იღებს, ისმის, რომ უბნის გარე პერიმეტრზე გარკვეული მობილიზება შეინიშნება.  ამავდროულად კადრში ჩანს უცხო პირი, რომელიც მას გზას უღობავს, აგრესიულად მიმართავს, …

ბათუმში #64 უბანთან მიკროავტობუსში სიებით სხედან – აგრესია ჟურნალისტის მიმართ

„ბათუმელებს“ აცნობეს, რომ ბათუმში, #64 უბანთან გაჩერებულ სამარშრუტო ტაქსიში ამომრჩევლებს თანხას აძლევდნენ. ადგილზე გადასამოწმებლად მისულებს მიკროავტობუსში დაგვხვდნენ სიებით მოქალაქეები, რომლებიც აგრესიულად პასუხობდნენ „ბათუმელების“ ჟურნალისტის კითხვებს. მიკროავტობუსში სულ ცოტა ხუთი ადამიანი ზის, მათგან ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ჟურნალისტის მიმართ. ჩართული ტელეფონის დანახვისთანავე კაცი წამოდგა, უხეშად მოუწოდა ჟურნალისტს სივრცის დატოვებისკენ და მობილური ხელიდან დააგდებინა. იგი …

ბათუმში TV „პირველის“ გადამღებ ჯგუფს აპარატურა სამარშუტო ტაქსიში ჩაუკეტეს

ბათუმის #64 საარჩევნო უბანზე ტვ „პირველის“ ჯგუფის აპარატურა სამარშრუტო ტაქსიში ჩაკეტეს. ამის შესახებ „პირველის“ ეთერში ჟურნალისტმა თამთა დოლენჯაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ის ესაუბრებოდა სამარშრუტო ტაქსიში მყოფ ადამიანებს, რომლებიც ამომრჩევლების მობილიზაციას ახდენდნენ და თან ჰქონდათ ცესკოს სიები. საუბრის დროს სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა დატოვა ადგილი და აპარატურა მანქანაში ჩაკეტილი აღმოჩნდა. „პირველის“ განცხადებით, სამარშრუტო ტაქსიში „ქართული ოცნების“ აგიტატორები …

საარჩევნო უბანი ბათუმში „ოცნების“ მერობის კანდიდატის ბანერის ფონზე

ბათუმის #6 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერი ხვდება. ეს საარჩევნო უბანი მეორე საჯარო სკოლაშია გახსნილი. ოთახი, რომელშიც საარჩევნო უბნისათვის არის გამოყოფილი, ქუჩას ესაზღვრება. საარჩევნო უბნიდან ზუსტად ორ მეტრში მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე კი “ქართული ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატის, არჩილ ჩიქოვანის საარჩევნო ბანერებია გაკრული. რეგისტრატორებთან ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს ბიულეტენის მიღების ლოდინი “ქართული ოცნების” …

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პატიმარია და შიმშილობას აცხადებს – სახალხო დამცველი

მიხეილ სააკაშვილი თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად, აცხადებს შიმშილობას და როგორც უკრაინის მოქალაქე, ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას –  ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელმაც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა, 1 ოქტომბერს დააკავებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. „როგორ შემოვიდა საქართველოში და რა გზებით, მას არ სურს, რომ ვისაუბრო და არ გვისაუბრია,  სიღრმისეულად …

არჩევნებს 52 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება

დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს – საქართველოს მოსახლეობა ქალაქის მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევს. დღეს არჩევნებს 52 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება, მათ შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები. ყველაზე მეტი დამკვირვებელი დღეს არჩევნებზე ეუთოს [ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი OSCE/ODIHR] ჰყავს. არჩევნებს ეუთოს 516 დამკვირვებელი აკვირდება. საერთაშორისო დამკვირვებლების სიმრავლით მეორე ადგილზეა აშშ-ის …

აჭარაში 314 644  ამომრჩეველია

დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. აჭარაში საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აჭარაში 314 644  ამომრჩეველია რეგისტრირებული. ექვსი მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი ამომრჩეველი ქალაქ ბათუმშია. აქ 106 საარჩევნო უბანია. ამომრჩეველთა რაოდენობა აჭარაში მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება: ბათუმის №79 ოლქი – 148 011 ამომრჩეველი ქობულეთის №81 …

რიგი დილის 8 საათზე ბათუმის რამდენიმე საარჩევნო უბანზე | ფოტო

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. რამდენიმე საარჩევნო უბანზე დილის 8 საათიდან რიგია – ამომრჩევლები ხმის მიცემას ელოდებიან.  

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დაიწყო

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს მოსახლეობა 64 საკრებულოს 2 068 წევრს და 64 მერს, აქედან ხუთი თვითმმართველი ქალაქის მერს ირჩევს. მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 664 საარჩევნო უბანია შექმნილი. 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ჯამში 3 497 345 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ხმის მიცემის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათამდე გასტანს. …

არა და არასოდეს – პრეზიდენტის განცხადება სააკაშვილის შეწყალებაზე 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  დღეს, პირველ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს. „ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას. პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს. იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება. არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო. …

„მე შეიძლება დამაკავონ ახლა თბილისში“ – სააკაშვილის აუდიო მიმართვა დაკავებამდე

„მე შეიძლება დამაკავონ ეხლა თბილისში, მაგრამ იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძვით. ხვალ ვიკრიბებით ყველა, ძალიან ბევრი ხალხი გამოვდივართ ქუჩაში და ვიგებთ ბოლომდე ამ არჩევნებს“, – ეს აუდიოფაილი მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა [20:25]. ახლახან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. სააკაშვილის ბათუმში ჩამოსვლის შესახებ კადრები დღეს დილით თავად …

ღარიბაშვილმა ივანიშვილს „ბიძინაობა“ მიულოცა სააკაშვილის დაკავებაზე განცხადების შემდეგ

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს გამართულ მოკლე ბრიფინგზე, სადაც მან მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე ისაუბრა, ბიძინა ივანიშვილს ბიძინაობა მიულოცა. „დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე, პირველი ოქტომბერი. 9 წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბატონო ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ …

რა გაარკვიეს ბათუმის „ოცნების“ შტაბში სააკაშვილის ჩამოსვლაზე – „გუშინ თავსხმა წვიმა იყო“ 

„ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება,“ – გვიპასუხა დღეს, პირველ ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის უფროსმა ტიტე აროშიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ხელისუფლების კრიტიკაზე. პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლის თემაზე პარტიები კი არა, სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა საუბრობდნენ. ტიტე აროშიძემ არჩევნების წინა დღეს ბრიფინგი იმის სათქმელად გამართა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რეალურად არ ჩამოსულა და ეს …

სააკაშვილი არ არის და არც აპირებს საქართველოში ჩამოსვლას – პაპუაშვილი

პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ შალვა პაპუაშვილი, დღეს, 1-ელ ოქტომბერს, ბრიფინგზე ჟურნალისტებს ასე მიესალმა – „მოგესალმებით ბუენოს აირესიდან“. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო საქართველოში ყოფნაზე, არ შეესაბაამება რეალობას. პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები იმის მაჩვენებელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო კამპანია არ აქვს და „დეზინფორმაცია არის მათი ერთადერთი ინსტრუმენტი“. „ამით მათ …

„არავის შეეშალოს, პრემიერი გახლავთ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი“ – რიჟვაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე

„ღიმილისმომგვრელია, რა შეიძლება ვთქვა. უფრო მეტს გეტყვით, გუშინ სააკაშვილი და ვარშალომიძე გოდერძიზე ქეიფობდნენ, გოდერძიზე კაიმაღი მეტი მოუვიდათ და დღეს თქვეს, რომ ვაცალოთ ჩაბარებამდე“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „იმედის“ ტელეეთერში დღეს, პირველ ოქტომბერს. მან თქვა, რომ სააკაშვილის გუნდს მეთოდები მოუძველდა და ეს სააკაშვილის მოდელირებული ჩამოსვლაა საქართველოში. „რაც შეეხება სერიოზულად – პირველი ის, რომ …

Exit mobile version