საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის და გრიგოლეთი-ქობულეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ჯამში 15 კილომეტრზე მოძრაობა გაიხსნა. გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 10-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების – ხაჯალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსის გარკვეულ ნაწილს და უერთდება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას გრიგოლეთთან. დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს მონაკვეთი არის „4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, სადაც აშენდა 2 პარალელური …
Tag Archives: ავტობანი
გრიგოლეთი-ქობულეთის ახალი გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთი წლის ბოლომდე გაიხსნება – სამინისტრო
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 5 კმ-იანი მონაკვეთი 2022 წლის ბოლომდე გაიხსნება – ამის შესახებ დღეს, 2 დეკემბერს, ირაკლი ქარსელაძემ, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე გზა, სამინისტროს ინფორმაციით, მთლიანობაში 14.4 კილომეტრია, თუმცა კონკრეტულად რომელი მონაკვეთი გაიხსნება, სამინისტროს არ დაუკონკრეტებია. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, 5-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ახალ წლამდე გაიხსნება, ურეკის მიმდებარედ, კაპროვანთან [შეკვეთილში გადასასვლელ ხიდთან] …
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა განახლდა – დეპარტამენტი
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ბოლო რამდენიმე თვე შეჩერებული იყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ 12 ნოემბერს უთხრეს, რომ შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები განახლდა. იგივე დაგვიდასტურეს მშენებელ კომპანიაშიც. „რამდენიმე დღეა სამუშაოები გარკვეულ მონაკვეთებში განახლდა. უახლოეს პერიოდში კი, სამუშაოები მთელ მონაკვეთზე გაიშლება“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში რომან პატარიძემ, კომპანია „POLAT YOL & MAPA“ -ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის …
Continue reading “ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა განახლდა – დეპარტამენტი”
ავტობანის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ლანჩხუთში განახლდება – დეპარტამენტი
ლანჩხუთის ტერიტორიაზე სამტრედია-გრიგოლეთის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იწყება. გზას, რომელიც ლანჩხუთიდან სოფელ ხაჯალიამდე მონაკვეთს მოიცავს, ჩინური კომპანია ააშენებს. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მშენებლობის ვადა 2 წელია. ამ მონაკვეთის მშენებლობა შეჩერებული იყო, ვინაიდან წინა კონტრაქტორებთან დეპარტამენტმა ხელშეკრულებები შეწყვიტა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჯერად მშენებლობაზე ხელშეკრულება საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია Hunan Road & Bridge Construction Group …
„კორპუსი თავზე გვენგრევა“- 80 ოჯახის შიში ავტობანის მშენებლობის ზონაში
„დილის ცხრაზე იწყება აფეთქება, აფეთქების სიმძლავრისგან სახლი ზანზარებს. ყოველ დილით, აფეთქებების დაწყებამდე ბავშვი გამყავს გარეთ. იმიტომ, რომ მეშინია ერთ-ერთი აფეთქების დროს არ ჩამოგვენგრეს შენობა თავზე. დაბზარულია იატაკები, კედლები…“ – ასე აღწერს სალომე ხალვაში გარემოს, რომელშიც ბოლო ორი თვეა ცხოვრება უწევს. სალომე და კიდევ 80 ოჯახი ზესტაფონში, უზნაძის 93-ში მდებარე ოთხსართულიან კორპუსში ცხოვრობს. აქ ადრე ქალაქის …
Continue reading “„კორპუსი თავზე გვენგრევა“- 80 ოჯახის შიში ავტობანის მშენებლობის ზონაში”
წელს ავტობანის ახალი, 9-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნება – გზების დეპარტამენტი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-4 მონაკვეთის გახსნა მიმდინარე, 2022 წელს იგეგმება. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ეს მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების – ხაჯალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსის გარკვეულ ნაწილს და უერთდება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას გრიგოლეთთან [შემდგომში, მაგისტრალის ეს მონაკვეთი, გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე ჩქაროსნულ გზას უნდა მიუერთდეს]. „მშენებლობის ფარგლებში, 9-კილომეტრიან მონაკვეთზე 2 …
Continue reading “წელს ავტობანის ახალი, 9-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნება – გზების დეპარტამენტი”
რატომ შეჩერდა ბათუმის ავტობანის მშენებლობა – კომპანიის კომენტარი
„ორ თვეზე მეტია გაჩერდა ავტობანი, ტექნიკის ნაწილი დატოვეს და ყარაულია მარტო დარჩენილი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ როინ დევაძე, რომელიც ბათუმში, მახვილაურის დასახლებაში მშენებარე ავტობანთან ახლოს ცხოვრობს. მშენებელ კომპანიაში დაგვიდასტურეს, რომ სამუშაოები შეჩერებულია და მიზეზად ფინანსური პრობლემები დაგვისახელეს. ავტობანთან ახლოს მცხოვრები ადამიანები მახვილაურში, სალიბაურსა თუ მახინჯაურში ჰყვებიან, რომ სამუშაოები ყველგან ერთდროულად შეწყდა, მშენებლობისგან დაბზარული სახლების კომპენსირებას კი, …
Continue reading “რატომ შეჩერდა ბათუმის ავტობანის მშენებლობა – კომპანიის კომენტარი”
ბათუმის ავტობანზე სამუშაოები დაბალი ტემპით მიმდინარეობს – გზა, რომელიც 5 წელია ვერ ააშენეს
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც ამ დრომდე არსებული ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 2022 წელში უნდა დასრულებულიყო, 2023 წელში დასრულდება. ამასთან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „სამუშაოები მიმდინარეობს დაბალი ტემპით“. „ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000-კმ13+325 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დასრულება იგეგმება 2023 წელს. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს დაბალი ტემპით. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 329 მილიონ 630 ათას 734 ლარს. …
როდის დასრულდება ავტობანი სარფიდან-რიკოთამდე, რაშიც 4,5 მილიარდი იხარჯება
რიკოთის უღელტეხილიდან სარფამდე მონაკვეთში ავტობანის მშენებლობის დასრულების ვადა ისევ უცნობია. მეტიც, ზოგიერთ მონაკვეთზე არც მშენებლობის დაწყების თარიღია ცნობილი და არც ის, თუ რა ეღირება პროექტი. „ოცნების“ ხელისუფლების დაპირებით კი, არათუ აღნიშნული მონაკვეთი, არამედ მთლიანად სარფიდან-წითელ ხიდამდე ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო. საქართველოს გზების დეპარტამენტის მიერ აქამდე დასახელებული არცერთი თარიღი, გზის ამა თუ …
Continue reading “როდის დასრულდება ავტობანი სარფიდან-რიკოთამდე, რაშიც 4,5 მილიარდი იხარჯება”
ავტობანის ხაჯალია-სუფსის და სამტრედია-ჯაპანის მონაკვეთების დასრულება წელს იგეგმება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე ახალი ავტომაგისტრალის ორი მონაკვეთის დასრულება 2022 წელს იგეგმება. ეს მონაკვეთებია: სამტრედია-ჯაპანა [ლოტი 1] და ხაჯალია-სუფსა[ლოტი 4]. დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე „გამყოფი ზოლის ბეტონის პარაპეტებით შემოფარგვლისა და მიწის ვაკისის ფერდებზე მცენარეული ფენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს“. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად [ლოტად] დაიწყო და ის სულ ცოტა 2020 …
როდის დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა – ახალი ვადა
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2023 წლამდე უნდა დასრულდეს – ესაა ამ დროისთვის ახალი ავტომაგისტრალის დასრულების ახალი ვადა, რომელიც გზის მშენებლობის დაწყებიდან დღემდე უკვე რამდენჯერმე შეიცვალა. „პროექტის მიხედვით ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება მიმდინარე, 2022 წლის ბოლოსთვისაა გათვალისწინებული“ – გვითხრეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, დღეს, 26 იანვარს. გასულ წელს კი, დეპარტამენტიდან ოფიციალურად მოგვწერეს, რომ ბათუმის შემოვლითი …
Continue reading “როდის დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა – ახალი ვადა”
როდის დასრულდება ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის დაპროექტება
ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე როდის დასრულდება ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დაპროექტება, ამ დროისთვის კვლავ უცნობია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ ვერ უთხრეს თარიღი, როდის უნდა დასრულდეს ახალი გზის პროექტირება. ბათუმი [ჭოროხი]-სარფის [თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი] ახალი ავტომაგისტრალის დეტალური პროექტირება, როგორც დეპარტამენტში 2021 წლის აპრილში განაცხადეს, სავარაუდოდ, ამავე წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. „ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს დეტალური პროექტის მომზადების …
Continue reading “როდის დასრულდება ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის დაპროექტება”
რა შანსი გაქვს სასამართლოში, როცა შენს აივანზე ავტობანი გაიყვანეს
„შვილიშვილებიც გავასახლე უკვე, აღარ ვიტოვებ ჩემთან, იმხელა მტვერი ჩამოდის გზიდან და ხმაურია, აქ ცხოვრება ძალიან საშიშია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მერი ტაკიძე. ის სოფელ სალიბაურში ცხოვრობს და ერთ-ერთია მათ შორის, ვისი სახლის აივნებთანაც ავტობანი გადის. გარდა იმისა, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს უკვე დაბზარულ სახლებში ცხოვრება უწევთ და ვერ ადასტურებენ, რომ ეს ზიანი ავტობანის მშენებლობისგან მიადგათ, პრობლემაა …
Continue reading “რა შანსი გაქვს სასამართლოში, როცა შენს აივანზე ავტობანი გაიყვანეს”
რატომ გახდა საჭირო ბიუჯეტიდან 72 მილიონის გამოყოფა, როცა გზას დონორი აფინანსებს?
ორ სხვადასხვა უცხოურ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ სამტრედია-გრიგოლეთის გზის 11,5-კილომეტრიანი მონაკვეთის [ლოტი I] მშენებლობა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით დასრულდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ კონტრაქტორებთან ხელშეკრულებები „სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო შეწყდა“. დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ნახევარი უკვე შესრულებულია, დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად კი, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ათი თვის ვადა განესაზღვრა. დეპარტამენტმა ტენდერი …
Continue reading “რატომ გახდა საჭირო ბიუჯეტიდან 72 მილიონის გამოყოფა, როცა გზას დონორი აფინანსებს?”
„ჩვენი ბრალი არ არის, მაგრამ გავამაგრებთ“ – გზების დეპარტამენტის პასუხი სალიბაურელებს
„ჩვენი ბრალი არ არის, მაგრამ ვგეგმავთ გამაგრებას,“ – გვითხრა საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სალომე წურწუმიამ სოფელ სალიბაურში მოსახლეობის პროტესტის პასუხად. საუბარია ავტობანის მშენებლობაზე, რომელიც ბათუმთან ახლოს, სალიბაურში 14-მა ოჯახმა შეაჩერა. მოსახლეობა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს ან გასახლებას, რადგან ავტობანის მშენებლობის დროს მათი საცხოვრებელი პირობები მკვეთრად გაუარესდა: საცხოვრებელი სახლები დაიბზარა და ცხოვრება საშიში გახდა. გარდა ამისა, …
„მთავრობაში სიმართლის მოყვარული 1 ადამიანიც არ არსებობს?!“ – სალიბაურელი ქალი
„გვითხრეს, თუ საჭიროა გადაგივლითო, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ,“ – ამბობს სალიბაურში მცხოვრები მზიური ზოსიძე. მას და მშენებარე ავტობანთან მცხოვრებ კიდევ 14 ოჯახს დღეს დილით პროტესტის ნიშნად დადგმული კარვები აღებული დახვდათ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ბათუმის შემოგარენში, სალიბაურში, ავტობანიდან დაახლოებით 25 – 30 მეტრში მცხოვრებმა 15-მა ოჯახმა პროტესტის ნიშნად კარვები დაახლოებით ორი თვის წინ გაშალა. ამ …
Continue reading “„მთავრობაში სიმართლის მოყვარული 1 ადამიანიც არ არსებობს?!“ – სალიბაურელი ქალი”
ბათუმი-სარფის გზის პროექტზე 5 მილიონის ნაცვლად შესრულდა 0 ლარის სამუშაო – აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში 2020 წელს დაგეგმილი სამუშაოების შეუსრულებლობა უშუალოდ პანდემიას არ უკავშირდება. „იმავე პროექტს შესრულების დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა 2019 წელსაც, რაც პროექტის დაგეგმვის ხარვეზებზე მიუთითებს“, – აცხადებს აუდიტი. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბათუმი [ჭოროხი]-სარფის მონაკვეთზე ახალი საავტომობილო გზის მშენებლობაზე [დონორი: ADB] 2020 წელს 5 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო, თუმცა …
Continue reading “ბათუმი-სარფის გზის პროექტზე 5 მილიონის ნაცვლად შესრულდა 0 ლარის სამუშაო – აუდიტი”
შემოვლითი გზის მშენებლობა ბათუმში დეკემბრის ბოლომდე დასრულდება – დეპარტამენტი
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება 2021 წლის დეკემბრის ბოლომდეა დაგეგმილი, – მოგვწერეს „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან დღეს, 10 მაისს. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება 2017 წელს გაფორმდა. გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო ინფორმაციით, მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო. საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 64 მილიონი ლარია გამოყოფილი. …
Continue reading “შემოვლითი გზის მშენებლობა ბათუმში დეკემბრის ბოლომდე დასრულდება – დეპარტამენტი”
ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის დეტალური პროექტირება დაწყებულია
ბათუმი [ჭოროხი]-სარფის ახალი ავტომაგისტრალის დეტალურ პროექტზე უკვე მუშაობენ და ის, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ამის შემდეგ გამოაცხადებენ ტენდერს მაგისტრალის მშენებლობაზე. რომელიც 2021 წელს უნდა დაწყებულიყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში გასული წლის ბოლოს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დეტალური პროექტირება ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო გადავადდა. შესაბამისად, გადაიწია გზის მშენებლობის დაწყების თარიღიც. „2017 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში …
Continue reading “ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის დეტალური პროექტირება დაწყებულია”
ოთხსულიან ოჯახს ავტობანის გამო ასახლებენ, ისინი სამართლიან კომპენსაციას ითხოვენ – აქცია ბათუმში
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის 223-ში მცხოვრები ოთხსულიანი ოჯახი ამბობს, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო მათ ისე ასახლებენ, რომ ს სამართლიან კომპენსაციას არ აძლევენ. ოჯახის წევრის თქმით, ისინი ამ მისამართზე 30 წელია ცხოვრობენ და ვერც მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დაკანონება მოახერხეს. საქმე ამ ეტაპზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშია. დღეს, 28 მარტს, ამ წუთებში [14:00 სთ] ოჯახის წევრები აქციას …
ავტობანი – როდის დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2022 წელში დასრულდება. საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღნიშნული გზის მშენებლობისთვის 2021 წელს – 80 მილიონი ლარი, ხოლო 2022 წელს – 55 მილიონი ლარია გამოყოფილი. ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ 6 თვის წინ უთხრეს, რომ „გზის მშენებლობის პროცესში გარკვეული …
Continue reading “ავტობანი – როდის დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა”
ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა 2021 წელს არ დაიწყება
ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის თანხა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არ არის. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ამ დრომდე „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციებით კი, აღნიშნული გზის მშენებლობის დაწყება 2021 წლიდან იგეგმებოდა. „ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, გადავადდა დეტალური პროექტირება, შესაბამისად, გადაიწია გზის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის დაწყების თარიღიც. აქედან გამომდინარე, მშენებლობისთვის თანხა ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული“, – …
Continue reading “ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა 2021 წელს არ დაიწყება”
ჰამაკებისა და მსგავსი ბაზრობების ნაცვლად ავტობანთან მოეწყობა სპეციალური სავაჭრო სივრცეები – დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ახალი მონაკვეთები გვერდს აუვლიან ხაშურის ე.წ. „ჰამაკების ბაზრობას“ და მსგავსი ტიპის სავაჭრო პუნქტებს სურამში, შროშასა და ზესტაფონში. „იმისათვის, რომ მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეძლოს, ახალი მაგისტრალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, გზის შესაბამის მონაკვეთებთან, მათთვის მოეწყობა სპეციალური, უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები გამართული ინფრასტრუქტურით. ახალი სავაჭრო სივრცეები ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს …
17-19 აგვისტოს სურამთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება – დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ხაშურის შემოვლითი გზის დასრულებისათვის საჭიროა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე მშენებარე სურამის სატრანსპორტო კვანძზე, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. აღნიშნულის გამო ზემოაღნიშნული საავტომობილო გზის კმ132-კმ137 მონაკვეთზე: 2020 წლის 17 აგვისტოს 23:00 სთ-დან 18 აგვისტოს 07:00 სთ-მდე და 18 აგვისტოს 23:00 სთ-დან 19 აგვისტოს 07:00 სთ-მდე, იკრძალება …
Continue reading “17-19 აგვისტოს სურამთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება – დეპარტამენტი”
„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება
„დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა“ – ეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც პარტიამ თავის საარჩევნო პროგრამაში შეიტანა. ამ დაპირებით ავტობანის მშენებლობა მინიმუმ 2020 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით კი, უცნობია, როდის დასრულდება მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტობანის [ჩქაროსნული ავტომაგისტრალის] გარკვეული მონაკვეთები 2022 წელში …
Continue reading “„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება”
გადაიკეტება თუ არა ბათუმი-ხულოს მაგისტრალი ავტობანის მშენებლობის გამო მახვილაურთან
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარე დასახლებებში მცხოვრებლების თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ავტობანის მშენებლობის გამო დროებით ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი უნდა გადაიკეტოს. ეს მაგისტრალი ფაქტობრივად ერთადერთი გზაა, რომელიც მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებს ბათუმთან აკავშირებს. მოსახლეობა ამბობს, რომ ავტომაგისტრალზე ისედაც საცობებია განსაკუთრებით დილა-საღამოს და მისი გადაკეტვის შემთხვევაში სერიოზული პრობლემა იქნება იმ მონაკვეთზე, რომელსაც დროებით ალტერნატიულ გზად განიხილავენ. „ეს „ალტერნატიული გზა“ …
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ვადა გადაიწევს
ბათუმის შემოვლითი ახალი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, კონტრაქტით, 2020 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ეს ვადა გადაიწევს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ სამუშაოების დასრულების კონკრეტული თარიღი ვერ დაუსახელეს. „გზის მშენებლობის პროცესში გარკვეული შეფერხებები გამოიწვია პანდემიამ და საზღვრების ჩაკეტვამ. ამ დროისთვისაც მობილიზებულია თურქეთის მხარეს საჭირო ტექნიკა და საზღვრის გახსნას ელოდებიან“, – გვითხრეს დეპარტამენტში. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში …
Continue reading “ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ვადა გადაიწევს “
ბათუმი-სარფის ახალი გზა – ოჯახების განსახლების გეგმაზე მუშაობა დაწყებულია [დეპარტამენტი]
ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის გამო განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტაციის დამუშავება დაწყებულია – მოგვწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან. აღნიშნული გზა, რომლის მშენებლობაც 2021 წელს უნდა დაიწყოს, ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელება იქნება – მდინარე ჭოროხიდან საქართველო-თურქეთის საზღვრამდე. ახალი გზის მშენებლობის გამო საჭიროა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] მომზადებაც. დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები ამ კუთხითაც მიმდინარეობს. „განსახლების სამოქმედო გეგმა და …
ბათუმი-სარფის ახალ ავტომაგისტრალს იტალიური კომპანია დააპროექტებს
ბათუმი-სარფის ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დეტალურ პროექტირებაზე ხელშეკრულება გაფორმებულია, თუმცა სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კონტრაქტორი იტალიური კომპანიაა, რომელმაც „პროექტზე მუშაობა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ამ დრომდე ვერ დაიწყო.“ „დეტალური პროექტირება 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კონტრაქტორმა მუშაობა ვერ დაიწყო. პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრები როგორც კი გაიხსნება, შეძლებენ ჩამოსვლას და …
Continue reading “ბათუმი-სარფის ახალ ავტომაგისტრალს იტალიური კომპანია დააპროექტებს”
გრიგოლეთი-ჩოლოქის გზის მშენებლობა კონტრაქტორი კომპანიის მიზეზით შეფერხებულია – მთავრობა
საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მიხედვით, მცირდება დონორული დაფინანსება გრიგოლეთი-ქობულეთის [ჩოლოქის] ახალი გზის მონაკვეთის მშენებლობაზე კრედიტების ნაწილში 22.7 მილიონი ლარით. შესაბამისად, ჯამურად, მიმდინარე წელს ამ მიმართულებით 58.5 მილიონი ლარი მიიმართება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეფერხება გამოწვეულია კონტრაქტორი კომპანიის მიერ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14 კმ-იან მონაკვეთს ერთობლივი საწარმო „პოლატიოლი და მაპა“ …
ჭოროხი-სარფის ახალი გზის დეტალური პროექტირება აგვისტოში დაიწყება – გზების დეპარტამენტი
ჭოროხი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის დეტალური პროექტირება 2019 წლის აგვისტოში დაიწყება და ამავე წლის ბოლოს დასრულდება – გვითხრეს ამჯერად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში. სამი თვის წინ კი, დეპარტამენტში აცხადებდნენ, რომ გრძელდებოდა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და დეტალური პროექტირება მაისის თვის ბოლოს დაიწყებოდა. რატომ გაჭიანურდა დეტალური პროექტირების დაწყება, კომენტარი ვერ მივიღეთ. დეპარტამენტში ვერც იმის გარანტიას იძლევიან, დასრულდება თუ არა …
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა [ფოტო]
ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც აზიის განვითარების ბანკისა [ADB] და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში ფინანსდება, 2020 წელს უნდა დასრულდეს. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734 ლარია. გზას თურქული კომპანია „POLAT YOL & MAPA“ აშენებს. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი …
ბათუმის შემოვლითი გზა 2020 წელში უნდა დასრულდეს – რა ეტაპზეა ჭოროხი-სარფის პროექტი
ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში ფინანსდება, 2020 წელში უნდა დასრულდეს. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734 ლარია. აჭარაში დაგეგმილია ასევე ახალი გზის მშენებლობა მდინარე ჭოროხიდან სარფამდე [საქართველო-თურქეთის საზღვრამდე] მონაკვეთში. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ მონაკვეთთან დაკავშირებით, გრძელდება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რაც 2019 …
სად გაივლის გონიო-კვარიათი-სარფში ახალი გზა – დეპარტამენტის პასუხი
სად გაივლის კონკრეტულად ჭოროხი-სარფის ახალი საავტომობილო გზა? – ამ კითხვას პასუხს ამ დრომდე არ სცემს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ზოგიერთი მესაკუთრის თქმით კი, ბოლო რამდენიმე წელია, მათ ბათუმის მერიაში მშენებლობის ნებართვაზე უარს სწორედ დაგეგმილი გზის მშენებლობის გამო ეუბნებიან. ამ ადამიანების ნაკვეთები ბათუმში, ძირითადად, ივანე მესხის ქუჩაზე და მის მიმდებარედ [ბათუმის შემოვლითი გზის დაბოლოება მდინარე ჭოროხთან], …
Continue reading “სად გაივლის გონიო-კვარიათი-სარფში ახალი გზა – დეპარტამენტის პასუხი”
ავარიის შედეგად ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთი ადამიანი დაიღუპა
დღეს, 12 დეკემბერს, დაახლოებით 17:28 საათზე, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი – მძიმედ დაშავდა. დაშავებულები ქობულეთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულებს გულ-მკერდის ტრამვა, ასევე, სხეულის არეში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდათ. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის …
Continue reading “ავარიის შედეგად ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთი ადამიანი დაიღუპა”
უბისა-შორაპნის ახალი გზისთვის 902 მილიონამდე ლარი დაიხარჯება – ავტობანი რიკოთზე
რიკოთის უღელტეხილზე ახალი გზის მშენებლობისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მორიგი ხელშეკრულება გააფორმა. ამჯერად, უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობისთვის ხელშეკრულება ჩინურ კომპანია China Road and Bridge Corporation-თან 901 973 206 ლარზე გაფორმდა. უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4-ზოლიანი 13 კმ-იანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება. სამშენებლო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხით დაფინანსდება. პროექტის განხორციელების ვადა, ხელშეკრულების მიხედვით, 2018 წლის დეკემბრიდან …
Continue reading “უბისა-შორაპნის ახალი გზისთვის 902 მილიონამდე ლარი დაიხარჯება – ავტობანი რიკოთზე”