732 მილიონი ლარი ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის – ავტობანი რიკოთზე

რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება გააფორმა. ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group-ია. პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია, ხოლო სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული. პროექტი ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 35 ახალი …

4-ნახევარი საათი სარფიდან წითელ ხიდამდე – 3 მილიარდამდე ლარი ავტობანისთვის რიკოთზე

რიკოთის  მთლიან მონაკვეთზე ახალი ავტომაგისტრალის ასაშენებლად დაახლოებით 3 მილიარდი ლარი დაიხარჯება, თუმცა ეს თანხა სატენდერო პროცედურების შემდეგ დაზუსტდება – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. აქვე ამბობენ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის გავლას, წითელი ხიდიდან სარფამდე [სიჩქარის შეზღუდვის გათვალისწინებით] დღეს, დაახლოებით 8 საათი სჭირდება, ამ პროექტის დასრულების შემდეგ კი ამ დერეფნის დაფარვა 4,5 საათში იქნება შესაძლებელი. რიკოთის უღელტეხილზე, ჩუმათელეთიდან …

ბათუმი-სარფის ახალი გზა – რამდენიმე ვარიანტი, თუ სად გაივლის გზა გონიოში, კვარიათსა და სარფში

ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზის მშენებლობისთვის მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი უკვე განიხილეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკურ საბჭოზე. ახალი გზის სავარაუდო სიგრძე 12 კმ-ია. კონკრეტულად სად გაივლის ახალი გზა მდინარე ჭოროხიდან გონიო-კვარიათი-სარფის მიმართულებით, ამ დროისთვის კვლავ უცნობია. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „ბათუმი-სარფის მიმართულების რამდენიმე ვარიანტი განიხილეს, საიდანაც ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი შეირჩევა და დეტალური პროექტის მომზადება დაიწყება“. „ახალი გზის მიმართულების ბევრი …

ქუთაისის შემოვლითი გზა ოთხზოლიან ავტომაგისტრალად გადაკეთდება – 204 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან

ქუთაისის შემოვლითი გზა ოთხზოლიან ავტომაგისტრალად გადაკეთდება, რისთვისაც არსებული ორზოლიანი გზის პარალელურად ახალი ორზოლიანი გზა აშენდება. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. 41-კილომეტრიანი გზის სამშენებლო სამუშაოებზე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერები ოთხ ლოტად გამოაცხადა. ჯამური სატენდერო თანხა 204 572 062 ლარია. ახალი გზა შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებიდან 22 თვეში უნდა აშენდეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, არსებული ორზოლიანი გზა 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა და …

„გზებს გადავკეტავ“ – ავტობანთან ახლოს მცხოვრები მოქალაქე კომპენსაციას ითხოვს

ბათუმში, მახვილაურის ქუჩაზე მცხოვრები ვახტანგ სურმანიძე სახელმწიფოს კომპენსაციას სთხოვს. ის აცხადებს, რომ ავტობანის მშენებლობის გამო, რომელიც მისი საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში მიმდინარეობს, საცხოვრებელი სახლი დაუზიანდა. „სახლის კედლები არის დაზიანებულია, იქ აღარ იცხოვრება. განცხადება დავწერე, მივმართე კომპენსაციის მოთხოვნით სახელმწიფოს, მითხრეს, რომ განიხილავდნენ და დღემდე არ არის გადაწყვეტილება მიღებული. თუ დროულად არ მიიღებენ გადაწყვეტილებას და არ მომცემენ …

სამი თვე პასუხის მოლოდინში – ოჯახები საგზაო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ელიან

ბათუმში, მუსხელიშვილის ქუჩაზე, ავტობანიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მცხოვრები ორი ოჯახი აცხადებს, რომ უკვე სამი თვეა ელოდებიან, მიიღებენ თუ არა კომპენსაციას. ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე დღემდე არ აქვთ. ამ ადგილას ბათუმის შემოვლითი გზა გაივლის, სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულდეს. „ჩემი სახლი ავტობანიდან ორ მეტრშია. მოვიდნენ სამი თვის წინ, მას შემდეგ, რაც მედიით გაშუქდა ინფორმაცია, გადაიღეს ფოტოები …

პირუტყვი ახალ შემოვლით გზაზე – არის თუ არა გადაადგილება უსაფრთხო

ქობულეთის შემოვლითი გზის იმ მონაკვეთებზე, რომელიც სოფლებში გადის, ავტომანქანებთან ერთად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც დადის. მძღოლებისთვის, რომლებიც ამ გზაზე მოძრაობენ, პირუტყვი პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. ის, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი საავტომობილო გზაზე არ ავიდეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა გააკონტროლოს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ რადგან შემოვლითი გზა ახალგახსნილია, ამ საკითხზე მუშაობა ჯერ არ დაუწყიათ. შესაბამისი …

ქობულეთის შემოვლითი გზა 25 ივნისს გაიხსნება

ხვალ, 25 ივნისს, ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის ოფიციალური ცერემონიაა დაგეგმილი. წინასწარი ინფორმაციით გზის გახსნა დღის 2 საათზე იგეგმება, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საქართველოსა და აჭარის მთავრობების, ასევე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები დაესწრებიან. ბათუმში ხვალ, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეც აღინიშნება, ამიტომ სხვადასვა ღონისძიებების გრაფიკი ამ დრომდე თანხმდება. ქობულეთის შემოვლითი გზის ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან-სოფელ გვარამდე …

ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნა ისევ გადაიდო

ქობულეთის შემოვლითი გზის ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან-სოფელ გვარამდე მონაკვეთის გახსნა ისევ გადაიდო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზა ორშაბათს, 2018 წლის 18 ივნისს, უნდა გახსნილიყო. „რა მიზეზით გადაიდო გზის გახსნა, კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ 18 ივნისს ნამდვილად აღარ გაიხსნება. გზის გახსნა ძალიან დიდი ხნით არ გადადებულა, მაგრამ როდის გაიხსნება, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ ვიცით. გზის მშენებლობა დასრულებულია, …

ქობულეთის შემოვლითი გზა იხსნება – ბათუმსა და თბილისს შორის მგზავრობა 30 წუთით მცირდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზა [ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან-სოფელ გვარამდე მონაკვეთი] 2018 წლის 18 ივნისს გაიხსნება. „გზის ოფიციალური გახსნა ორშაბათს, 18 ივნისსა დაგეგმილი, თუ რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება“ – გვითხრეს დეპარტამენტში. ქობულეთის შემოვლითი გზა ოზურგეთის სოფელ შეკვეთილიდან ქობულეთის სოფელ გვარამდე მონაკვეთში გახსნილია [პირველი ლოტი]. გვარადან მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთი [მეორე ლოტი] კი ახლა გაიხსნება. …

მოსახლეობა: ჩვენი სახლებიდან 2-5 მეტრში ავტობანს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე აშენებენ

ბათუმში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ათამდე ოჯახი აცხადებს, რომ მათ საკარმიდამო ნაკვეთებში, საცხოვრებელი სახლებიდან 2-5 მეტრში, ისე გაჰყავთ ახალი გზა, რომ არანაირ კომპენსაციას არ უხდიან. ეს ოჯახები ამბობენ, რომ დაახლოებით ორი წლის წინ განსასახლებელთა სიაში იყვნენ. დღეს, როცა სამუშაოები ფაქტობრივად მათ ეზოებშია დაწყებული, ეუბნებიან, რომ არც განსახლების სიაში არიან და არც კომპენსაციას სთავაზობენ. „შეიცვალა გზის მიმართულებაო, …

ქობულეთის შემოვლითი გზა ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება

ქობულეთის შემოვლითი გზა, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან ქობულეთის სოფელ გვარამდე მონაკვეთში, მიმდინარე წლის ივნისის შუა რიცხვებში  გაიხსნება, ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს. „სამშენებლო სამუშაოები გეგმის მიხედვით ამ დღეებში დროულად დასრულდება და გზის გახსნის ღონისძიებაც დაიგეგმება. ვვარაუდობთ, რომ გზა 15 ივნისისთვის გაიხსნება,“ – გვითხრეს დეპარტამენტში, თუმცა სამუშაოების დასრულებისა და გზის გახსნის ვადა რამდენჯერმე გადაიწია. ქობულეთის …

ქობულეთის შემოვლითი გზა ბათუმიდან თბილისამდე მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა, ფაქტობრივად, დასრულებულია და ის მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში გაიხსნება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის აშენების მთავარი მიზანი ქობულეთის სატრანზიტო მოძრაობისგან განტვირთვაა. ახალი გზა ორზოლიანია და დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 90 [თუ გზა თავისუფალია 105] კილომეტრია საათში. აჭარის გარეთ, ოთხზოლიან ავტობანზე დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე კი – 110 კმ/სთ-ია. ქობულეთის შემოვლითი გზა ოზურგეთის …

როდის გაიხსნება ქობულეთის შემოვლითი გზა და როდის დაიწყება ბათუმის გზის მშენებლობა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება; რაც შეეხება ქობულეთის შემოვლით გზას [ოჩხამურიდან ჩაქვის გვირაბამდე მონაკვეთი], მისი გახსნა ივნისის თვეშია დაგეგმილი – ეს ინფორმაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოგვაწოდა. „ქობულეთის შემოვლითი გზა ივნისის თვეში უნდა გაიხსნას, თუმცა გახსნის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დაწყებისთვის კი მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და მშენებლობა …

ავტობანი – გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის უფროსი ზედამხედველ კომპანიაში დასაქმდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. ეს თანამდებობა ზურაბ სიხარულიძემ დატოვა და სამუშაოდ იმ კომპანიაში გადავიდა, რომელიც „ბათუმის შემოვლითი გზის“ პროექტს  ზედამხედველობს. „ჩემი სურვილით დავტოვე თანამდებობა, ბევრი ვიშრომე და ასე გადავწყვიტე… ისევ ბათუმის შემოვლითი გზის პროექტზე განვაგრძობ მუშაობას. დავსაქმდი კომპანია „სნეკში“, რომელიც ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა და საზედამხედველო საქმიანობას ახორციელებს შემოვლითი გზის პროექტზე, ახლა …

მოქალაქე, ვისი სახლიც აღებაშია: კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს

მთავრობის სახლთან მჯდომარე აქციით მირანდა ნაკაშიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს. ავტობანის მშენებლობის გამო მახინჯაურში მისი საცხოვრებელი სახლი აღებაში მოყვა და კვადრატულ მეტრში 200 ამერიკული დოლარი შესთავაზეს. მოქალაქის თქმით, მის მეზობლებს გაცილებით მაღალი ფასი გადაუხადეს, დაახლოებით 700 დოლარი. „კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს… მე აქედან არსად წავალ, ვიდრე ზურაბ პატარაძეს არ შევხდები. არ ვითხოვ ქალაქს …

ავტობანი – ქონების ექსპროპრიაცია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა. ამ შემთხვევაში ექსპროპრიაციის წესით, იძულებით ქონების ჩამორთმევას დაექვემდებარა: [checklist] უძრავი ქონება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში, რომლის მესაკუთრეა გოგიტა ბერიძე. საექსპროპრიაციო ფართობია 53 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნარგავები. უძრავი ქონება ხელვაჩაურის რაიონის სოფელ …

ავტობანი: გვირაბთან სამუშაოები ბათუმისა და ქობულეთის შემოვლით გზებს უკავშირდება

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის ორთავე მხარეს გზებზე და გზის მიმდებარედ მიმდინარე სამუშაოები ბათუმისა და ქობულეთის შემოვლით გზებს უკავშირდება. ჩაქვის მხარეს ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ ქობულეთის შემოვლითი ახალი გზის არსებულ მაგისტრალთან დაერთებას ახორციელებს, მახინჯაურის მხარეს კი მოეწყობა ავტომობილების მოსაბრუნებელი კვანძი. ამასთან, ამ ადგილიდან დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაც. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციაში აცხადებენ, რომ უშუალოდ გვირაბში მიმდინარე …

ავტობანი: გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთი [ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი]-ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის ტექნიკური და ფინანსური წინადადებები გაიხსნა. ტექნიკური წინადადება სულ 8 კომპანიამ წარმოადგინა. „გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 14.4კმ-იანი მონაკვეთის (ლოტი I)  მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და  მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს,“ – …

ჩაქვი-მახინჯაურის მიმართულებით გვირაბი 11 ოქტომბრამდე იქნება ჩაკეტილი

ჩაქვიდან მახინჯაურის მიმართულებით ავტომაგისტრალზე არსებული გვირაბის მარჯვენა მხარე 10 ოქტომბრის ჩათვლით იქნება ჩაკეტილი. მოძრაობა ორმხრივად გადართულია გვირაბის მარცხენა მხარეს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით შპს „სინოჰიდროს“ მიერ მიმდინარეობს, ქობულეთის შემოსავლელი და ჩაქვი-მახინჯაურის გზის პროექტის ფარგლებში, ქობულეთის შემოსავლელი გზის სატრანსპორტო კვანძის არსებულ მაგისტრალთან მიერთების სამუშაოები. ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა ჩვეულებრივი რეჟიმით, 4 ოქტომბრიდან უნდა აღდგენილიყო, თუმცა დეპარტამენტის …

ავტობანი – როდის დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას ზედამხედველობას ავსტრალიური კომპანია გაუწევს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და SMEC lnternational Pty. Ltd of Australia-ს შორის საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულება [ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ზედამხედველობა], რომლის პროექტიც თავის დროზე საქართველოს მთავრობამაც მოიწონა, უკვე გაფორმებულია. ბათუმის შემოვლით გზას თურქული კომპანია „POLAT YOL & MAPA“ ააშენებს. რაც შეეხება უშუალოდ გზის მშენებლობას, შესაძლოა ორი თვის შემდეგ დაიწყოს, …

ბათუმის შემოვლითი გზის აშენებისთვის 329 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმის შემოვლით გზას თურქული კომპანია ააშენებს. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია. მახინჯაურის გვირაბიდან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე, ახალი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. რაც შეეხება ხელვაჩაურიდან სარფამდე მონაკვეთს, თუ სად გაივლის ავტობანი, გადაწყვეტილი ამ დრომდე არ არის. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის დაწყებაზე დეპარტამენტსა …

ქონების ჩამორთმევა ბათუმსა და ხელვაჩაურში ავტობანის მშენებლობის გამო

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო ბათუმსა და ხელვაჩაურში 19 მისამართზე მოქალაქეებსა და რამდენიმე კომპანიას უძრავ ქონებას [მიწა, შენობა, ნარგავები] ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესაბამისი უფლება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებებით მიენიჭა, რომლებსაც ხელს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ჯავახაძე აწერს. „ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა …

ბათუმის შემოვლით გზას სავარაუდოდ თურქული კომპანია ააშენებს – სად გაივლის მაგისტრალი

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში „ბათუმელების“ ინფორმაციით გამარჯვებულად თურქული კომპანია დასახელდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაგვიდასტურეს ის, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის თურქული კომპანია შეარჩიეს, თუმცა სატენდერო პროცედურები არ დასრულებულა. „მონაცემები გადაგზავნილი გვაქვს აზიის განვითარების ბანკში და ამ ეტაპზე მათგან პასუხს ველოდებით. მათი თანხმობის შემთხვევაში გაფორმდება ხელშეკრულებაც და სატენდერო პროცედურებიც ამის შემდეგ დასრულდება, რაზედაც მოგვიანებით …

საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი ქობულეთში შენდება [ფოტო]

ქობულეთის შემოვლით გზაზე ე.წ. ახალ ავტობანზე სოფელ საჩინოსთან საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი შენდება. ხიდის მშენებლობა ახალი ტექნოლოგიით მიმდინარეობს და მისი სიგრძე 1 180 მეტრი იქნება. ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა ბათუმის მიმართულებით და პირიქით, მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. ავტობანის ერთი ნაწილის, ქაქუთი-შეკვეთილის მონაკვეთის 13,7 კმ გზის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, რაც შეეხება მეორე – ქაქუთი-მახინჯაურის გვირაბის 18,9 …

ავტობანი – ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს აზიის განვითარების ბანკი 108 მილიონი ევროთი დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკი ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს დააფინანსებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ. პროექტის მიხედვით, დაფინანსდება როგორც ბათუმის შემოვლითი 14,3 კმ-იანი ორზოლიანი გზის მშენებლობა, ასევე 200 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო და ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვა. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის სავარაუდო ღირებულება …

ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე

მდინარე ჭოროხიდან სარფამდე მონაკვეთში ასაშენებელი ავტობანი ბათუმის შემოვლით გზას, სავარაუდოდ, აეროპორტის მიმდებარედ შეუერთდება. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი დამტკიცებულია და მისი მშენებლობა 2017 წელს უნდა დაიწყოს. რაც შეეხება ჭოროხი-სარფის მონაკვეთს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კომპანიაც კი არ არის შერჩეული, რომელიც ამ გზას დააპროექტებს. შესაბამისად, დეპარტამენტში ვერ ამბობენ, თუ სად გაივლის ახალი მაგისტრალი გონიო-კვარიათი-სარფის …

ავტობანი – როდის გაიხსნება ქობულეთის შემოვლითი გზა

ქობულეთის შემოვლითი გზის [ახალი ავტობანის] მშენებლობა ორ ეტაპად [ლოტად] მიმდინარეობს. პირველ ეტაპი, 13,7 კმ გზის მშენებლობა, 2014 წელს დასრულდა და მასზე ავტომანქანები მოძრაობს [ქაქუთი-შეკვეთილის მონაკვეთი], ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოები [ქაქუთიდან მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთზე] ახლაც მიმდინარეობს. ამ მონაკვეთის სიგრძე 18,9 კმ-ია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის გზების დირექციის ინფორმაციით, ამჯერად სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოსთან [სადაც …

ავტობანი – ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 10 კომპანიის წინადადებას განიხილავენ

ბათუმის შემოვლითი გზის [ახალი ავტობანის] მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის ფინანსური წინადადებები გაიხსნა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფინანსური წინადადება 22-მა კომპანიამ წარმოადგინა, მათგან შეირჩა 10 კომპანია და მათ მიერ შემოთავაზებული ფინანსური წინადადებების შეფასება მოხდება. ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დაიწყება. პროექტს, ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო …

ავტობანი – 114 მილიონი აშშ დოლარის სესხი ბათუმის შემოვლითი გზისთვის

საქართველოს მთავრობამ „ქალაქ ბათუმის ახალი შემოვლითი გზის პროექტის“ დასაფინანსებლად აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკიდან [AIIB] მისაღები სესხის ძირითადი ფინანსური პირობები მოიწონა. სესხის პირობები მთავრობას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარუდგინა.  AIIB-დან მისაღები სესხის ძირითადი ფინანსური პირობები: [checklist] სესხის მოცულობა – 114 მილიონი აშშ დოლარი; სესხის ვალუტა – აშშ დოლარი; სესხის ხანგრძლივობა – 25 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი …

მოქალაქე ავტობანზე – მიწის გორები დამიტოვეს და წავიდნენ

ჩაქვში, აღმაშენებლის 80-ში მცხოვრები ნუგზარ გამრეკელიძე ამბობს, რომ ავტობანის გაყვანის შემდეგ ის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ვეღარ იყენებს. ქობულეთის შემოვლითი გზის გაყვანის პროცესში მიწა მშენებელ კომპანიას ნუგზარ გამრეკელიძის ფართობში დაუყრია. „2014 წელს მიდიოდა ეს სამუშაოები. ჩინური კომპანიიდან იყვნენ და მთხოვეს, იქნებ მიწის დაყრის უფლება მოგვცე, იჯარის ხელშეკრულებას გაგიფორმებთო“, – გვიყვება ნუგზარ გამრეკელიძე. – „შევთანხმდით, …

„ოცნების ქალაქი აღებაშია?“ – ავტობანი და კომპენსაციის მოლოდინები

ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“, როგორც აქ მცხოვრებლებმა გვითხრეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასახლება აღებაშია. „ამბობენ, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა უნდა გაფართოვდეს და „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები აასახლონო, სხვა არაფერი ვიცით“, – გვითხრა ერთ-ერთმა აქ მცხოვრებმა. „ბათუმელები“ ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციას დაუკავშირდა. ფრიდონ ხალვაშის გამზირი, როგორც ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთი, სწორედ ამ დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. გზების დირექციაში ფრიდონ …

ბათუმის შემოვლითი გზა – განსახლებას 774 ოჯახი ექვემდებარება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, განსახლებას, საერთო ჯამში 774  ოჯახი ექვემდებარება, აქედან 218 ოჯახთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. „ოჯახების უმრავლესობა დათანხმდა შეთავაზებულ პირობებს და განსახლების პროცედურები გრძელდება. დეპარტამენტმა, თავის მხრივ მოსახლეობის განცხადებები განიხილა და დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა“ – აცხადებენ დეპარტამენტში. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი, 14 კილომეტრიანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, …

ბათუმის შემოვლითი გზის [ავტობანის] მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება

ბათუმის შემოვლითი გზის 14 -კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 2016 წლის 19 დეკემბერს იწურება. დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტს ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებენ. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, …

ექსპროპრიაცია – 70 ათასი ლარი სამსართულიან სახლში

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ირაკლი ჯაყელიძის ოჯახის გამოსახლების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. ირაკლი ჯაყელიძე ჩაქვში ცხოვრობს და სამსართულიანი სახლი აქვს. მაგისტრალის მშენებლობის გამო, ექსპროპრიაციის უფლება გზების დეპარტამენტს უკვე მიიღო, თუმცა სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია კომპენსაციის ოდენობა – 70 ათასი ლარი, რასაც სახელმწიფო მესაკუთრეს უხდის, სამართლიანია თუ არა. „საუბრები 2011 წლიდან დაიწყო. ვიცოდი, რომ ჩემი ქონებითაც …

ავტობანის მშენებლობის გამო განთიადელები გზების დეპარტამენტს დაუპირისპირდნენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის მცხოვრებლებმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის საავტომობილო გზების დირექციის შენობასთან ბათუმში, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ აუდიტის დასკვნას, მათ საკუთრებაში არსებულ იმ მიწის ნაკვეთების თვითღირებულების შესახებ, რომლებზეც ავტობანი გაივლის. აქციის მონაწილეების თქმით, თანხა, რომელსაც მათ დეპარტამენტი აღნიშნული მიწების სანაცვლოდ სთავაზობს, რეალურ ფასს საგრძნობლად ჩამოუვარდება, ამასთან, მათთვის ცნობილი იყო, რომ აუდიტის დასკვნით 1 კვ/მ მიწის …

Exit mobile version