მთავარი,სიახლეები

17-19 აგვისტოს სურამთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება – დეპარტამენტი

14.08.2020
17-19 აგვისტოს სურამთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება – დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ხაშურის შემოვლითი გზის დასრულებისათვის საჭიროა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე მშენებარე სურამის სატრანსპორტო კვანძზე, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება.

აღნიშნულის გამო ზემოაღნიშნული საავტომობილო გზის კმ132-კმ137 მონაკვეთზე:
2020 წლის 17 აგვისტოს 23:00 სთ-დან 18 აგვისტოს 07:00 სთ-მდე და
18 აგვისტოს 23:00 სთ-დან 19 აგვისტოს 07:00 სთ-მდე,
იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ჩაკეტვის პერიოდში:

[checklist]

  • აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტი გადაადგილდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 132-ე კმ-დან დაბა სურამში რუსთაველის ქუჩის გავლით 137-ე კმ-მდე.
  • დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტი კი გადაადგილდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 137-ე კმ-დან დაბა სურამში, რუსთაველის ქუჩის გავლით 132-ე კმ-მდე.

[/checklist]

ამასთან, ჩაკეტვის პერიოდში, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

 

მთავარი ფოტო: გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და აგვისტოს მეორე ნახევარში, ხაშურს ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება:

აგვისტოს ბოლოს ხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნება

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: