ბათუმის შემოვლითი გზის [ავტობანის] მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება

ბათუმის შემოვლითი გზის 14 -კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 2016 წლის 19 დეკემბერს იწურება. დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტს ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებენ. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, …

ექსპროპრიაცია – 70 ათასი ლარი სამსართულიან სახლში

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ირაკლი ჯაყელიძის ოჯახის გამოსახლების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. ირაკლი ჯაყელიძე ჩაქვში ცხოვრობს და სამსართულიანი სახლი აქვს. მაგისტრალის მშენებლობის გამო, ექსპროპრიაციის უფლება გზების დეპარტამენტს უკვე მიიღო, თუმცა სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია კომპენსაციის ოდენობა – 70 ათასი ლარი, რასაც სახელმწიფო მესაკუთრეს უხდის, სამართლიანია თუ არა. „საუბრები 2011 წლიდან დაიწყო. ვიცოდი, რომ ჩემი ქონებითაც …

ავტობანის მშენებლობის გამო განთიადელები გზების დეპარტამენტს დაუპირისპირდნენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის მცხოვრებლებმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის საავტომობილო გზების დირექციის შენობასთან ბათუმში, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ აუდიტის დასკვნას, მათ საკუთრებაში არსებულ იმ მიწის ნაკვეთების თვითღირებულების შესახებ, რომლებზეც ავტობანი გაივლის. აქციის მონაწილეების თქმით, თანხა, რომელსაც მათ დეპარტამენტი აღნიშნული მიწების სანაცვლოდ სთავაზობს, რეალურ ფასს საგრძნობლად ჩამოუვარდება, ამასთან, მათთვის ცნობილი იყო, რომ აუდიტის დასკვნით 1 კვ/მ მიწის …

ბათუმის შემოვლითი გზის დაფინანსების საკითხი გაურკვეველია

„ბათუმის შემოვლითი გზა“ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ის მონაკვეთია, რომლის მშენებლობისთვის დონორთა მოძიებაა საჭირო [ანალოგიურია ჭოროხი-სარფის მონაკვეთიც]. მშენებლობის შესაძლო დაფინანსების საკითხზე აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისიდან წარმომადგენლებს თბილისში წელს მაისში ელოდებიან. მანამდე კი, გზის ამ მონაკვეთის არსებული პროექტი მთლიანად გადაიხედება. „ბათუმის შემოვლით გზასთან დაკავშირებით არსებობს ძველი, დეტალური პროექტი, თუმცა არის შენიშვნები და მიმდინარეობს მასში კორექტირების შეტანა. …

ავტობანის მშენებლობა [ოჩხამურიდან ჩაქვის გვირაბამდე] 2017 წელს დასრულდება

აჭარის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ახალი გზის [ავტობანის] მშენებლობის სამუშაოები ოჩხამურიდან სახალვაშომდე [ჩაქვის გვირაბამდე] მონაკვეთში მიმდინარეობს. აჭარის საავტომობილო გზების დირექციის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე მშენებლობა 2013 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადა გადაიწია და ეს მონაკვეთი ექსპლუატაციაში 2017 წელს შევა. სწორედ აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე გზის სამშენებლო სამუშაოების გამო აუცილებელი გახდა ცენტრალური გაზსადენის …

Exit mobile version