„დავით აღმაშენებელსაც ფობია ჰქონია… კობახიძეს უნდა, რომ მტერს კომფორტი შევუქმნათ“ – პედაგოგი

„პლაჟზე რა გინდა, სადაც რუსი ტურისტები არიან? რუს ტურისტთან რა გინდა? როცა მიდიხარ პოლიტიკური ბანერით ეს არის რუსოფობიური კამპანიის ხელოვნურად გაღვივება. სამარცხვინოა. საკრუიზო გემს რომ დახვდით, ესეც სამარცხვინოა“, – ამბობს ირაკლი კობახიძე. არის თუ არა ანტისაოკუპაციო მოძრაობა ფობია და რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“ ეს მოძრაობა რუსოფობიად მონათლოს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის …

რუსეთის ინტერესების სექცია წერს, რომ ქართველი ბავშვები რუსეთში წაიყვანა – „ეს შეიძლება იყოს სიცრუე“

საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედმა რუსეთის ინტერესების სექციამ 9 ივლისს ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველი მოსწავლეები მონაწილეობდნენ რუსულ პროექტში – „მეხსიერების მატარებელი“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა „ბელარუს და სხვა ქვეყნების თანატოლებთან ერთად, რუსეთის და ბელარუსის 13 ქალაქი მოიარეს“. მათივე ინფორმაციით, ეს მარშრუტი „დიდი სამამულო ომის ისტორიას ეძღვნება“. რუსეთის ინტერესების სექცია წერს, რომ „რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის …

„4 შვილზე ცოტა ადრე უნდა ეფიქრა“ – როგორ აღიქვამენ დედას კალაძე და სხვები, როგორია დედა ქართულ მენტალიტეტში

„ოთხ შვილზე ალბათ ცოტა ადრე უნდა ეფიქრა“ – თქვა კახა კალაძემ. „ჰქონდა არჩევანი, ეფიქრა თავის 4 შვილზე და არა ეპატაჟზე“- თქვა შალვა პუპუაშვილმა. „თავისმა ოთხმა შვილმა მოჰკითხოს დედამისს“ – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა. „თავად უნდა ახსოვდეს, რომ ქალი და 4 შვილის დედაა“- თქვა თენგიზ შარმანაშვილმა. ასეთია „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარები ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე.  „შვილებმა მოჰკითხონ პასუხი“ …

„იმედისა“ და „პოსტვის“ დამფინანსებელ კომპანიებს მეორადი სანქციები ემუქრებათ – TI-ს მონიტორინგი

2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიები – „იმედი“ და „პოსტვი“ დაასანქცირა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის. „იმედისა“ და „პოსტვის“ დასანქცირების საფუძვლად ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ არსებული სასანქციო რეჟიმი გამოიყენა, რითაც ისინი რუსეთის სასარგებლოდ საინფორმაციო ომში ჩართულ მხარეებად გამოაცხადა და მიზნად  ფინანსური შეზღუდვების გზით ამგვარი საქმიანობის შეჩერება დაისახა. …

სიმონიანის თქმით, მის შვილს განუკურნებელი დიაგნოზი დაუსვეს

სომხური წარმოშობის რუსმა პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა, რომელიც  Russia Today-ს მთავარი რედაქტორია, საჯაროდ უკვე იმის შესახებ მოყვა, რომ მისი შვილიც მძიმედ არის ავად. სიმონიანის მეუღლე ტელეწამყვანი და კრემლის მომხრე რეჟისორი, ტიგრან კეოსაიანი 26 სექტემბერს გარდაიცვალა. სიმონიანის თქმით, შვილის განუკურნებელი დიაგნოზის შესახებ სწორედ მაშინ გაიგო, როცა ქმარი კლინიკაში იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. მალევე კი საკუთარი დიაგნოზის შესახებაც გაიგო …

ჩვენ ვერ დავეთანხმებით სუვერენული საქართველოს არსებობას – დუგინი

პუტინის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის თქმით, რუსეთმა არ უნდა დაუშვას სუვერენული საქართველოს არსებობა, ისევე როგორ სუვერენული სომხეთის, ყაზახეთის თუ უზბეკეთის, რადგან „ყველა ის ტერიტორია, რომელსაც ჩვენი კონტროლის ქვეშ არ მოვაქცევთ, არ დარჩება ნეიტრალური“. ამაზე დუგინმა, 13 იანვარს, პროპაგანდისტულ გადაცემა Инфоцелина-ში ჩართვისას ისაუბრა. გადაცემაში მან განიხილა შესაძლო სცენარებს, რომლებიც უკავშირდება ძალთა გადანაწილებას დიდ პოლიტიკაში და განაცხადა, რომ …

ბრიტანეთში შეიქმნა ვებგვერდი, რომელიც „იმედის“ ანტიდასავლურ სიყალბეს ამხელს – ინტერვიუ

„წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართულმა ადამიანებმა შევქმენით ვებგვერდი – ImediWatch, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ავტომატურად გადათარგმნის და გაასაჯაროებს „იმედის“ და სხვა პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ ანტიდასავლურ ქარდებს, რაც საშუალებას მისცემს ფართო საზოგადოებას გაიგონ, თუ როგორ სიბინძურეს ავრცელებენ დასავლეთის წინააღმდეგ და როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა“- ამბობს დავით ჯინჭარაძე, „თავისუფლების მოედნის“ წევრი. „ბათუმელები“ დავით ჯინჭარაძეს ამ თემაზე ესაუბრა. დავით, …

რუსეთში დააკავეს კულინარიის ისტორიკოსი არმიაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით

რუსული კულინარიის ისტორიკოსზე, პაველ სიუტკინზე სისხლის სამართლის მუხლით საქმე აღძრეს და მას რუსეთის არმიის შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ედება ბრალად. 60 წლის ისტორიკოსის წინააღმდეგ საქმის აღძვრის საფუძველი მის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები გახდა. მედიის ცნობით, იგი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, სიუტკინმა თავის Telegram არხზე გამოაქვეყნა შეტყობინებები, რომლებიც „ფსიქოლოგიური და ლინგვისტური კვლევის თანახმად, შეიცავდა განზრახ ცრუ …

რუსეთში საიდუმლოდ რჩება მარგარიტა სიმონიანის პროპაგანდისტი ქმრის საფლავის მდებარეობა

რუსეთში ასაიდუმლოებენ  სომეხი წარმოშობის რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ქმრის, ტიგრან კეოსაიანის საფლავის მდებარეობას. ამის შესახებ რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში იწერება. რუსული პროპაგანდისტული არხის, RT-ის რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის ქმარი, ასევე პროპაგანდისტი ტიგრან კეოსაიანი 9-თვიანი კომის შემდეგ, 26 სექტემბერს გარდაიცვალა. მედიაში გავრცელდა მისი სამოქალაქო პანაშვიდის ამსახველი კადრები, რომელიც მოსკოვში, სომხურ ეკლესიაში შედგა, თუმცა არც ერთი კადრი …

კარასინი „ოცნების“ პოლიტიკას აქებს – „საქართველო გაიზარდა, ფეხზე დადგა“

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემასთან, Lenta.ru-სთან საუბრისას თქვა, რომ „საქართველო გაიზარდა“. კარასინი გამოეხმაურა 4 ოქტომბერს, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და პროტესტი საქართველოში მაიდანს შეადარა: „საქართველოში მაიდანის გამეორების მცდელობები, მოსახლეობის უმრავლესობის წინააღმდეგ, რომელმაც აირჩია ის, ვისი არჩევაც სურდა, სრულიად ჩავარდა. მაიდანის პოლიტიკური ტექნოლოგიები წარსულს ბარდება და ამას …

დუგინი საქართველოზე: ახლა უკიდურესად გვჭირდება წარმატების ისტორია პოსტსაბჭოთა სივრცეში

პუტინის იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი, კვლავ ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და “მტრებისთვის” მდგომარეობის სასწრაფოდ გაუარესებას მოითხოვს: “საქართველო ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, სადაც ჩვენ, ბოლო დროს ყველაფერი უკეთესად გვაქვს და არა უარესად. და ამას არც მას და არც ჩვენ არ გვაპატიებენ. დროა ვიღაცისთვის საქმეები გაუარესდეს და თანაც ოპერატიულად. ძალიან რომ გაუარესდეს. მტრებისთვის, ბუნებრივია“, – წერს ის საკუთარ …

კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ქმარი მოკვდა

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანის ქმარი, ასევე პროპაგანდისტი ტიგრან კეოსაიანი მოკვდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად სიმონიანმა გაავრცელა. „დღეს ღამით ტიგრანი წავიდა შემოქმედთან“, – დაწერა მან Telegram-ზე. ტიგრან კეოსაიანი ცხრა თვე კომაში იმყოფებოდა. რეჟისორი, პროდიუსერი და ტელეწამყვანი კეოსაიანი, აქტიურად მუშაობდა რუსეთის ტელეკომპანიებში სხვადასხვა პროექტზე. „მედუზას“ ცნობით, 2022 წელს კეოსაიანი ევროკავშირის სანქციების სიაში შეიყვანეს „რუსულ მედიაში ანტიუკრაინული პროპაგანდის …

„დიფ სთეითთან“ გვიჭირს ურთიერთობის დალაგება“ – კობახიძე მარკო რუბიოს მიერ ორგანიზებული ვახშამზე

რატომ არ იყო მიწვეული საქართველოს წარმომადგენელი ნიუ-იორკში, მარკო რუბიოს მასპინძლობით გამართულ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე, სადაც რეგიონის საკითხები განიხილებოდა და ესწრებოდნენ სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც, ასე ალაგებთ ურთიერთობას აშშ-სთან? – ჰკითხეს დღეს, 25 სექტემბერს „ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა. კობახიძე პასუხად „დიფ სთეითზე“ და „მეორე ფრონტის“ გახსნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აშშ-ისთან ურთიერთობები მას შემდეგ შეიცვლება თუ …

რატომ ებრძვის „ოცნების“ პროპაგანდა ისტორიკოსებს – ბექა კობახიძე

ისტორიკოსი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ბექა კობახიძე ფეისბუქზე განმარტავს, რატომ გახდა „ოცნების“ პროპაგანდისტული მედიის სამიზნე მისი გადაცემა იუთუბზე – „აქტუალური ისტორია“ და ისტორიკოს ნიკა ხოფერიას იუთუბ გადაცემა – „მწარე პოდკასტი“. ორივე გადაცემა საქართველოს ისტორიაზეა.  „საბჭოთა დროს ისტორიკოსებს არათუ არავინ უშლიდა, არამედ ახალისებდნენ, რომ ეწერათ და ესაუბრათ დიდგორზე, კრწანისზე, მარაბდასა და მუსლიმ დამპყრობლებთან სხვა უთანასწორო, მაგრამ ჰეროიკულ …

რა საერთო აქვთ „ოცნების“ პროპაგანდას საბჭოთა პროპაგანდასთან – რას წერდა „კომუნისტი“ დასავლეთზე 

საქართველოში, ბოლო წლებში, სულ უფრო და უფრო მზარდი ანტიდასავლური რიტორიკა ხშირად ასახავს იმ ნარატივებს, რომლებიც წლებია რუსეთში გამოიყენება. სუვერენიტეტის დაცვის ილუზია, „ტრადიციული ღირებულებებით“ მანიპულირება და დასავლეთის დემონიზაცია – ეს თემები ოკუპანტი სახელმწიფოს საინფორმაციო პოლიტიკის საყრდენია, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში უფრო აქტიურად ჟღერს.  ანტიდასავლური გზავნილები – რუსული ეკოსისტემის ნაწილი მედიის განვითარების ფონდი (MDF) 2014 წლიდან …

„რუსეთისთვის ღირებულია მიწა და არა ხალხი. მას მიწის ავადმყოფობა სჭირს“ – ინტერვიუ

„რუსეთი ავად არის ტერიტორიებით. ეს არის ქვეყანა, რომელსაც სჭირს მიწის ავადმყოფობა. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, სად არის ეს მიწა, რა კავშირი აქვს მასთან“, – ამბობს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა „ბათუმელებთან“. მას ვთხოვეთ რუსეთის საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შეფასება – ლავროვმა თქვა, რომ „კრემლის მიზანი არ ყოფილა რომელიმე ტერიტორიის მიტაცება“, არამედ რუსეთის მიზანი „რუსი ხალხის დაცვა“. …

რას ამბობენ გორში რაზმაძის განცხადებაზე – „ჩემი სახლი რუსებმა გადაწვეს და ეს მივწერე გუშინ“

„მადლობა ღმერთს, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები გორში შემოვიდნენ, თორემ მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“, – თქვა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში. რას ფიქრობენ აგვისტოს ომისგან დაზარალებული გორელები საკრებულოს პრორუსი თავმჯდომარის განცხადებაზე ამერიკულ მედიასთან? „ბათუმელებმა“ დავით რაზმაძის განცხადების შეფასება გორელ მურაზ რომელაშვილს სთხოვა – მისი ორი შვილი, ტანკისტი ძმები – გიორგი და გელა რომელაშვილები …

დუგინი ალიევსა და ფაშინიანზე: „თვალსაჩინოდ უნდა დაისაჯონ, ყველაფერი დავკარგეთ“

პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი, კრემლის წამყვანი პროპაგანდისტების მსგავსად აღშფოთებულია ტრამპის შუამავლობით სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების გამო. პროპაგანდისტული მედია „ცარგრადი“, რუბრიკაში „დუგინის დირექტივა“ ციტირებს პროპაგანდისტს: „ამ შეთანხმების ვაშინგტონში დადება ჩვენი უმნიშვნელობის მაჩვენებელია, რომ ჩვენ არაფერს ვაკონტროლებთ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი“. „ჩვენ არ გვინდა სისხლი, ჩვენ არ გვინდა ძალადობა, მაგრამ გვინდა სამართლიანობა. როცა ვხედავთ, რომ …

სალავიოვი სამხრეთ კავკასიაზე: შეიძლება უკრაინა არ აღმოჩნდეს ჩვენი თაობის ბოლო სამხედრო ოპერაცია

კრემლის პროპაგანდისტმა ვლადიმერ სალავიოვმა თავის საავტორო გადაცემაში თქვა, რომ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები იმდენად „სახიფათოა“, რომ შესაძლოა, უკრაინის ომი არ აღმოჩნდეს ამ თაობის უკანასკნელი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ – სწორედ ასე უწოდებს კრემლი უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიან თავდასხმას.  „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის, რაც აქ, სამხრეთ კავკასიაში ხდება, ძალიან დიდი პრობლემაა. შესაძლოა მალე კასპიის ზღვა აღმოჩნდეს ისეთ …

უვიზოს გარეშე რა ეშველება ქართველ პაციენტებს? – რას ჰყვება ექიმი საფრანგეთიდან

„ყველაფერს შეიძლება ეშველოს, მათ შორის ევროპასთან დაზიანებულ ურთიერთობებსაც, მაგრამ არაფერი ეშველება იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს სჭირდება გადარჩენა და სიცოცხლე და ხვალ მათთვის გვიანი იქნება. მათ დღეს სტკივათ, დღეს იტანჯებიან, დღეს სჭირდებათ შვილის, ოჯახის წევრის გადარჩენა. მათთვის ყველა წუთი და წამი გადამწყვეტია. ყოველ დღე მიკავშირდებიან ასეთი ადამიანები საქართველოდან. თვე არ გავა, 5-6 ონკოპაციენტი არ დამიკავშირდეს. ბოლო …

როგორ იყენებს „ოცნება“ „კაცების გათხოვების“ თემას ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ – ინტერვიუ

„ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ კამპანია მოძველებული მესიჯბოქსით განაახლა – ისევ დაატრიალეს ე.წ. ომის და „კაცების გათხოვების“ თემა. რატომ ცდილობს „ოცნება“ დაუკარგოს საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის უფლება და თავად რატომ მიჰყავთ საკუთარი ოჯახის წევრები ევროპაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელს, თამთა მიქელაძეს ესაუბრა. ქალბატონო თამთა, რას ფიქრობთ „ოცნების“ პროპაგანდაზე, …

რუსეთში დასჯადი ხდება ინტერნეტში „ექსტრემისტული მასალების“ ძებნა

დღეს, 17 ივლისს, რუსეთის დუმამ მეორე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აწესებს ჯარიმებს ინტერნეტში აკრძალული მასალების მოძიებაზე, მათ შორის VPN-ის გამოყენებით. საუბარია ექსტრემისტულად აღიარებულ და რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ სიაში შეტანილ მასალებზე, მათ შორის  მუსიკალური კომპოზიციებზე, ილუსტრაციებზე, ვიდეოებზე, სტატიებზე, წიგნებზე და სხვა ტექსტებზე. სიაშია ათასობით მასალა. ცვლილებების მიხედვით, რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ორი ახალი მუხლი ემატება. …

რუსეთის დუმის კომიტეტში „ოცნებას“ კვლავ აქებენ

„ქართულმა ოცნებამ” რუსეთის დუმიდან მორიგი შექება დაიმსახურა. „საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა, დასავლური არაკომერციული ორგანიზაციების პროვოკაციების მიუხედავად, საკუთარი სუვერენიტეტის შენარჩუნების სურვილს გამოხატავს“ – თქვა რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-თან რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვიქტორ ვოდოლაცკიმ. 15 ივლისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ წერილში, …

ოლისოვი: რუსეთის ინტერესების სექცია საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციას გააგრძელებს

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ახალი უფროსი დიმიტრი ოლისოვი აცხადებს, რომ საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციაზე მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტული მედია „ტასსი“ წერს და ოლისოვს ციტირებს: „რუსული ენის პოპულარიზაცია რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა საზღვარგარეთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა რუსული ენის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, რუსული კულტურისა და მეცნიერების მიღწევებზე უნივერსალური თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა, ენის …

ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება იგეგმება – რუსული მედია

რუსული პროპაგანდისტული მედია „ინტერფაქსი“ წერს, რომ ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება იგეგმება. „ინტერფაქსი“ წერს, რომ ინგუშეთის მეთაურმა, მახმუდ-ალი კალიმატოვმა, ინგუშეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარესთან, იური ბალაშოვთან, ქალაქ მაგასში გამართულ შეხვედრაზე განიხილა. „მხარეებმა განიხილეს ინგუშეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ასევე რეგიონში საერთაშორისო …

რუსული პროპაგანდა: საქართველოს მთავრობა რუსეთის დროშის შეურაცხყოფის ფაქტზე ფრთხილობს

ქართველი მომღერლის საქციელი, რომელმაც რუსეთის დროშა შეურაცხყო, დასჯას იმსახურებს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება სიფრთხილით მოქმედებს, რათა ახალი საპროტესტო ტალღა არ გამოიწვიოს – ამ მოსაზრებას რუსულ პროპაგანდისტულ მედია „ტასსზე“ „ქართველ უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე გამოთქვამს, რომელიც „ტასსმა“ ექსპერტის სტატუსით ჩაწერა. საქმე ეხება საქმე ქართველი მომღერლის, ერეკლე გეწაძის პერფორმანსს მუსიკალურ ფესტივალზე, Tbilisi Open Air-ზე – მან ერთ-ერთი …

„ბრიტანეთის პრემიერმა ალბათ იმიტომ არ აწია თავი, რომ ეზიზღებოდა მისკენ [კობახიძისკენ] გამოხედვა“ – ინტერვიუ

„ივანიშვილი ამტკიცებს, კონსოლიდაციას ახდენს ამ რეჟიმის. თუმცა ვიცით, რომ „ოცნების“ ელექტორატი ბევრად ნაკლებია, ვიდრე საპროტესტო ელექტორატი. საპროტესტო ელექტორატს სჭირდება გამოღვიძება – როდესაც ადამიანი არის საპროტესტო ელექტორატში, მაგრამ ზის სახლში, იქ გამოხატავს უკმაყოფილებას, ამით არანაირ გავლენას არ ახდენს პოლიტიკურ პროცესზე,“ – ამბობს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი. „მთავრობა უნდა დაუბრუნდეს ევროპულ კურსს“ – აცხადებს ევროკომისარი გაფართოების საკითხში მარტა …

რუსეთში სკოლის მოსწავლეები დირექტორმა ჯარის დისკრედიტაციისთვის დაასმინა, მათ 2.5 წელი მიუსაჯეს 

ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლომ, რუსეთის ჯარის დისკრედიტაციაში ბრალდებულ ორ სკოლის მოსწავლეს, სასჯელის სახით 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსწავლეები პოლიციაში სკოლის დირექტორმა დაასმინა. 2023 წლის შემოდგომაზე, ლიცეუმის დირექტორმა ნინა გოვოროვამ პოლიციას შეატყობინა, რომ მისი სკოლის ორმა მოსწავლემ რუსული არმიის შესახებ გადაიღო ვიდეო „ფეიკებით“ [სიყალბეებით]. სკოლის მოსწავლეების წინააღმდეგ მაშინვე აღიძრა ადმინისტრაციული საქმე, რომელიც სასჯელის სახით 50 000 …

ომის პროპაგანდა ღმერთის სახელით – სამხედრო დროშა ქრისტეს გამოსახულებით რუსული კოსმოსური ხომალდიდან 

რუსმა კოსმონავტებმა კოსმოსში გაშალეს რუსული არმიის ძველი საბრძოლო დროშა ქრისტეს გამოსახულებით, რომელიც დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ რუს სამხედროებს გადაეცემათ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია, მათ შორის კრემლის მთავარი პროპაგანდისტი ვლადიმერ სალავიოვი, საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს. „ჩვენ რუსები ვართ, ღმერთი ჩვენთანაა! გამარჯვება ჩვენი იქნება!“ ციტირებს რუსული პროპაგანდა „როსკოსმოსის“ კოსმონავტების სერგეი რიჟიკოვის, ალექსეი ოვჩინინის და ივან ვაგნერის …

„რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას არ ვახალისებთ – ეს არის ოცნების მესიჯი“ – ინტერვიუ ბექა კობახიძესთან

„მე პიარს არ დავარქმევდი, მე დავარქმევდი აგენტურის მიერ მიღებული დავალების შესრულებას, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე“- განაცხადა „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული სხვა გმირების შესახებ 16 აპრილს, სატელევიზიო ინტერვიუში.  რატომ ცდილობს გმირობის გაუფასურებას ირაკლი კობახიძე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, ისტორიკოს …

დუგინი საქართველოს ახალ მაკროსახელმწიფოში „ეპატიჟება“, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს

რუსეთი საქართველოს უნდა დაუახლოვდეს და აღადგინოს მასთან ურთიერთობა, თანაც ეს უნდა გაკეთდეს, „რაც შეიძლება მაღალი სიჩქარით“ – ამბობს დუგინი. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი მაკროსახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე ალაპარაკდა და ამ საკითხში განსაკუთრებულ როლს საქართველოს ანიჭებს. ამავდროულად, პროპაგანდისტს მიაჩნია, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ახლა კარგი პირობები შეიქმნა. დუგინმა ამის …

„ახალი ერეკლე მეფეები ისევ მუხლებზე დაჩოქილები შეეხვეწებიან დედა რუსეთს“ – სიმონიანი საქართველოზე

„ახლა დედა რუსეთი იბრუნებს თავისას… დროა ყველა სახლში დაბრუნდეს, დროა ჩვენთან მეგობრობის. მე თქვენ გარწმუნებთ, თუ რამე სრულიად გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ღმერთის დახმარებით წელს დამთავრდება ეს კონფლიქტი, რომელიც ახლა ხდება და ჩვენ კიდევ ვნახავთ, ახალი ერეკლე მეფეები, ისევ მუხლებზე დაჩოქილები, როგორ შეეხვეწებიან დედა რუსეთს, რომ დააბრუნონ ისინი სახლში“, – თქვა კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა, პროპაგანდისტი …

პუტინის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ „რუსულ სამყაროს“ საზღვრები არ აქვს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW, 22 მარტს გამოქვეყნებულ რუსეთ-უკრაინის ომის მიმოხილვაში, პუტინის ყოფილი მრჩევლისა და ე.წ. „ნოვოროსიის“ პროექტის იდეოლოგის, ვლადისლავ სურკოვის განცხადებაზე წერს. სურკოვმა ფრანგულ გამოცემა L’Express-თან ინტერვიუში თქვა, რომ „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიას არ აქვს საზღვრები და არსებობს „ყოველგან, სადაც არის რუსული გავლენა“ – კულტურული, სამხედრო, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ ჰუმანიტარული. მან ასევე თქვა, რომ …

რუსული პროპაგანდა: ქართველებს უხარიათ, რომ უკრაინასთან „ერთ მატარებელში“ არ არიან

პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი კვლავ „ქართული ოცნებას“ აქებს. დუგინი წერს, რომ ქართველები „გახარებული არიან“ ტრამპის მიერ ზელენსკიზე თავდასხმის ყურებისას და “უხარიათ”, რომ მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეს.  „ქართველები, ალბათ, ახლა უყურებენ როგორ ანადგურებს ტრამპი ზელენსკის და უხარიათ: რა ყოჩაღები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ „ქართულ ოცნებას“; […] გადაარჩინეს ქვეყანა. უკრაინა ყველას აძლევს ამაზრზენ მაგალითს იმისა, თუ როგორი …

როგორ შეიძლება გაანეიტრალო „ოცნების“ შეთქმულების თეორიები – ომი გინდა, Deep State

„ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი განცხადებები საზოგადოებაში მწვავე რეაქციას იწვევს. „ოცნების“ ლიდერები გამუდმებით ამახინჯებენ რეალობას, რუსთაველზე მიმდინარე უწყვეტ ფართომასშტაბიან პროტესტს „მცირე ჯგუფის პროტესტად“ მოიხსენიებენ, ხოლო „ოცნების“ დამფუძნებლის და სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირებას შეთქმულების თეორიით ხსნიან „გლობალური ომის პარტიის შესახებ“. „ქართული ოცნება“ გამუდმებით საუბრობს გლობალური ომის პარტიის, Deep State-ის ან ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც აშკარად ტყუილია და მარტივად შეიძლება …

რუსი პროპაგანდისტის შეფასებით ყაველაშვილი გონიერი პრეზიდენტია

„საქართველოში ფიცი დადო კიდევ ერთმა გონიერმა პრეზიდენტმა“ – წერს პუტინის იდეოლოგი, ალექსანდრე დუგინი საკუთარ ტელეგრამ არხზე მიხეილ ყაველაშვილის შესახებ. „რაც უფრო მეტი გონიერი პრეზიდენტი იქნება, მით უკეთესი“, – წერს ის. დუგინმა დღეს რუსულ პროპაგანდისტულ ეთერში „ქართული ოცნება“ უნგრეთისა და სლოვაკეთის პოლიტიკური ლიდერების – ვიქტორ ორბანისა და რობერტ ფიცოს მსგავს კონსერვატიულ ძალებად მოიხსენია: „სინამდვილეში ყველა კონსერვატიულ …

Exit mobile version