პუტინი გაოცებულია საქართველოს ხელისუფლების გამბედაობით დასავლეთის წინაშე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გაკვირვებულიც კი იყო იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება იცავდა თავის პოზიციას ბოლო კანონპროექტებთან დაკავშირებით. ამის შესახებ პუტინმა დღეს, 28 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ყაზახეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. ინფორმაცია ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმერ სალავიოვის ტელეგრამ არხზე გავრცელდა. „საქართველოში მოვლენები რომ დაიწყო, მე, გულწრფელად რომ …

ФСБ-ს დირექტორი დასავლეთს დსთ-ს ქვეყნებიდან მიგრაციის პრობლემის პოლიტიზებაში ადანაშაულებს

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) დირექტორმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები  პოსტსაბჭოთა სივრცეში დივერსიული საქმიანობის გაფართოებაში დაადანაშაულა, დივერსიის ხელისშემწყობად კი ტრადიციულად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია გამოაცხადა. „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აგრესიული პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების, დიპლომატიური დეპარტამენტების და მათ მიერ კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დივერსიული საქმიანობა ფართოდება პოსტსაბჭოთა სივრცეში“, – თქვა ФСБ-ეს დირექტორმა დღეს, …

რუსული პროპაგანდა: პროდასავლური პრეზიდენტი საქართველოს პრობლემაა, ეს უნდა მოაგვარონ

რუსი პროპაგანდისტები კვლავ აქტიურად აკვირდებიან და აფასებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. კრემლის პროპაგანდისტი, პოლიტოლოგი სერგეი მიხეევი, საკუთარ საავტორო გადაცემაში “Железная логика” საქართველოში საპროტესტო მოძრაობის ჩახშობის თავისეულ მეთოდებს აჟღერებს, სადაც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად პროდასავლური პრეზიდენტის ყოლას მიიჩნევს. “პროდასავლური პრეზიდენტის ყოლა ფრანგულ-ქართველი თანამშრომლის სახით საქართველოს პრობლემაა. საქართველოს ხელისუფლებას კი, თუ მათ სურთ წინსვლა, ეს პრობლემა უნდა მოაგვარონ. …

რუსი პოლიტიკოსი, კარასინი „ქართველების თავმოყვარეობას“ ევროკავშირის ელჩისგან იცავს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი ეხმიანება საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ ქართველი ხალხი აირჩევს ცხოვრებას ერთპარტიულ ქვეყანაში, ის EU-ის წევრი ვერც 2030 წელს გახდება. „ვიღაც ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ეროვნებით პოლონელი, თბილისში გააფთრდა. მან გამაოცა თავისი უხეშობით და პირდაპირობით“, – წერს კარასინი თავის ინსტაგრამ არხზე. „შეგახსენებთ, …

პესკოვი ირწმუნება, რომ რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევა, დასავლეთი კი ერევა

საქართველოს შესახებ კრემლის აქტიური პროპაგანდის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ რუსეთი დასავლეთისგან განსხვავებით, არ ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში. „რუსეთი არ ერევა და არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“, – ეს დიმიტრი პესკოვმა დღეს, 15 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოს მომავალი არჩევნები და „დასავლეთის განცხადებები რუსეთის იზოლაციის შესახებ“, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის …

რუსი პროპაგანდისტი „ოცნების“ დეპუტატებს 85 გმირად მოიხსენიებს

კრემლის პროპაგანდისტები ამჯერად საქართველოში ახალი ჰომოფობიური და რეპრესიული კანონის ამოქმედებას ზეიმობენ. პროკრემლისტური პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს – 85 გმირად მოიხსენიებს და მადლობას უხდის მათ იმისთვის, რომ საქართველო მეზობლებთან შერცხვენას გადაარჩინეს. „კანონი მიღებულია და ეს ძალიან კარგია, რადგან ჩვენ მეზობლები და ის ხალხი, ვინც საქართველოში ცხოვრობს, რა თქმა უნდა, შეშინებულები …

„შეგვეძლო გვეცხოვრა ერთ სახელმწიფოში, რუსეთში!“ – რუსული პროპაგანდა კობახიძის განცხადებაზე

საქართველოში არჩევნების მოახლოების პარალელურად, რუსი პროპაგანდისტები სულ უფრო ბევრს მსჯელობენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ქართული წარმომავლობის რუსი პროპაგანდისტი თინა კანდელაკი, თავის ტელეგრამ არხზე წერს, რომ წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნებისგან“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ურთიერთობის დალაგების, კონკრეტული მოდელის ნახვას ისურვებდა. „პარტია ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ მზად არის ყოფილ ავტონომიებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება …

რუსეთში კრძალავენ „უშვილობის პროპაგანდას“ და საოჯახო კინოს სიებს ადგენენ საბჭოთა ფილმებით

ბოლო ორი კვირაა რუსეთის დუმაში „რუსეთის ტრადიციულ ღირებულებებს“ განიხილავენ. რუსული პროპაგანდისტული მედია იუწყება, რომ ამ პერიოდში აქცენტი გაკეთდება ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე. მაგალითად, დეპუტატები გეგმავენ აკრძალონ რუსი ბავშვების შვილად აყვანა იმ ქვეყნების მოქალაქეების მიერ, სადაც ნებადართულია სქესის შეცვლა. 17 სექტემბერს საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომის გახსნისას, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, პრიორიტეტებს შორის დაასახელა „ტრადიციული …

პუტინმა ცხინვალთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაზე დუმას შეთანხმება წარუდგინა 

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო დუმას რატიფიცირებისთვის წარუდგინა შეთანხმება სამხრეთ ოსეთთან [დე ფაქტო] სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ. ამის შესახებ 19 სექტემბერს იუწყებოდა რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი. „მოხდეს რატიფიცირება რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის 2023 წლის 23 აგვისტოს, ქალაქ ცხინვალში ხელმოწერილი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმების“, – წერია დოკუმენტში, რომელიც დუმაში ოფიციალურად 18 …

კარნაუხოვი ივანიშვილის დაანონსებულ ბოდიშს მემორიალთან დაჩოქილი ვილი ბრანდტის ფოტოთი ეხმაურება

რამდენიმე დღეა კრემლის პროპაგანდისტები აქტიურად განიხილავენ და იწონებენ „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ“.  ივანიშვილის მიერ დაანონსებულ ბოდიშზე საუბრისას, რუსეთის შსს–ს ყოფილმა თანამშრომელმა და ამჟამად პროპაგანდისტული არხის „სოლოვიევ live“-ის თანაწამყვანმა სერგეი კარნაუხოვმა, საკუთარ გადაცემაში [Лабиринт Карнаухова], ვარშავის გეტოს წინააღმდეგობის მემორიალთან, 1970 წელს მუხლებზე …

საქართველომ აღიაროს ოსი ხალხის გენოციდი, ომის დაწყება და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა – ოსი პოლიტიკოსი

„ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ „ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ“ უშუალოდ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არაერთი ჯგუფი გამოეხმაურა. მაგალითად, პარტია „ერთიანი ოსეთის“ თავმჯდომარემ, აცამაზ ბიბილოვმა განაცხადა, რომ „ეს კარგი სიტყვებია“. ამ ოსი პოლიტიკოსის განცხადებით, „საქართველომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღიაროს ოსი ხალხის გენოციდი, ასევე აღიაროს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი …

ახალგაზრდები მოწამლეს პროპაგანდით, რომ რუსი მტერია, ასაკოვანი ხალხი ხმას არ აძლევს ოპოზიციას – რუსული მედია საქართველოზე

„ახალგაზრდები [საქართველოში] მოწამლულები არიან პროპაგანდით – რომ რუსი მტერია… რაც შეეხება შუახნის ხალხს და ხანდაზმულებს, ჩემ გარემოში არ ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ხმა მისცენ ოპოზიციას“, – ეს განცხადება რუსული პროპაგანდისტული არხის – „სოლოვიოვ live“- ის ეთერში, რადიო Sputnik-ის პროგრამულმა დირექტორმა, გია სარალიძემ საქართველოში წინასაარჩევნო განწყობების შეფასებისას გააკეთა. რუსი პროპაგანდისტები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ყოველდღიურ …

აშშ აფხაზური NGO-ების მეშვეობით ცდილობს აფხაზეთი რუსეთს მოგლიჯოს და საქართველოს მიაწებოს – სიმონიანი

მედიაჯგუფ Russia Today-ისა და ტელეკომპანია RT-ის რედაქტორი, კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ აშშ ცდილობს აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით შეცვალოს „აფხაზი ხალხის კულტურული კოდი“. მისივე თქმით, ამ ორგანიზაციების ერთადერთი მიზანი „აფხაზეთის რუსეთისგან მოგლეჯა და მისი ისევ საქართველოსთვის მიწებებაა, აფხაზი ხალხის აზრის დაუკითხავად“.  სიმონიანი ამის შესახებ იმ ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომლითაც აშშ-ის მიერ რუსული პროპაგანდისტული მედიების …

ივანიშვილი ამბობს, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს დაახოცვინებს მეორე ნაწილს – ინტერვიუ

ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას ჰპირდება, რომ საპარლამენტო არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავს. რამდენად რეალურია განსხვავებული აზრის, პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს და რატომ აირჩია ივანიშვილმა ნეგატიური, ხალხისთვის დამაზიანებელი გზავნილები საარჩევნოდ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა. ბატონო გია, მმართველი პარტია ამომრჩეველს ეუბნება, რომ თუ ამირჩევ მე ქვეყანაში მექნება …

„2008 წელს, სააკაშვილის დარბევის შემდეგ, ჩვენი ხალხი და ქვეყნის ინტერესები დავიცავით“ – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ექსპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, აგვისტოს ომს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და დაწერა, რომ მათი ხალხისა და ქვეყნის „ინტერესები იმ მახინჯი სააკაშვილის [მიერ განხორციელებული] დარბევის შემდეგ“ დაიცვეს. მედვედევმა უკრაინაში მიმდინარე ომი 2008 წლის საქართველოს ომს შეადარა, რა დროსაც კიდევ ერთხელ გააჟღერა რუსული პროპაგანდის უცვლელი მესიჯი – ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. მოსკოვის პოზიციით, …

„საქართველო და რუსეთი უნდა გაერთიანდეს წინაპირობის გარეშე“ – პრორუსების მიმართვა კობახიძეს და პუტინს

პროკრემლისტური პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, მამუკა ფიფიამ, 4 აგვისტოს, ქალაქ თელავიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა რუსულ ენაზე, სადაც იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, გააერთიანონ რუსეთი და საქართველო დასავლეთთან ბრძოლაში, რომელსაც, მისი თქმით, „რუსული ცივილიზაციის განადგურება სურს“. ამ მიმართვაში ფიფია იმეორებს საქართველოს მთავრობის დეზინფორმაციასაც, რომ დასავლეთი „ცდილობს ომის უფსკრულში გადაჩეხოს საქართველო“. მამუკა ფიფია …

„უკრაინელები, ბელარუსები და რუსები ერთი ერია“ – საკანონმდებლო ინიციატივა რუსეთში 

სევასტოპოლში გამართული საყოველთაო რუსული ფორუმის – „რუსული სამყაროს“ მონაწილეებმა წარადგინეს საკანონმდებლო ინიციატივა „რუსი ხალხის – ბელარუსების, მალორუსებისა და დიდი რუსების – სამების“ აღიარების შესახებ; მათივე ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის თანახმადაც ამ იდეის დისკრედიტაცია კანონით დაისჯება. ინფორმაციას საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედიები და ცალკეული პროპაგანდისტები ავრცელებენ. „თეთრ რუსებში“ …

ინფორმაციას არ ვფლობთ – განათლების სამინისტროს პასუხი დეპუტატს „რუსული კლუბის“ ტრენინგებზე

შეკვეთილში „რუსული კლუბის“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგში ქართველი პედაგოგების მონაწილეობასთან დაკავშირებით, პარლამენტის დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ საქართველოს განათლების სამინისტროს წერილობით მიმართა. დეპუტატმა სამინისტროს მიერ გამოგზავნილი პასუხი გუშინ, 29 ივლისს, ფეისბუქზე გამოაქვეყნა. „სამინისტრო აღნიშნული აქტივობის განხორციელების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ამასთან, არც ერთ ორგანიზაციას, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, არც აქტივობის ორგანიზებაში დახმარების და არც სკოლის ინფორმირების მიზნით სამინისტროსთვის …

„ესე იგი, მოფრინავენ თვითმფრინავები დიპლომატებით, მათ მოაქვთ ნაღდი ფული” – რუსი პროპაგანდისტები საქართველოზე

რუს პროპაგანდისტებს საქართველოს შესახებ მორიგი „სიახლეები“ აქვთ: „მათ არ რცხვენიათ და ესე იგი, მოფრინავენ თვითმფრინავები დიპლომატებით, მათ მოაქვთ ნაღდი ფული, როგორც ამას აკეთებდნენ სომხეთში”, – თქვა პროპაგანდისტული არხის – „სოლოვიოვ live“- ის ეთერში პროკრემლისტური პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ. „სომხეთში თქვენ იცით შედეგი, როგორ მოახერხეს მათ „ზურგჩანთიანი ადამიანის“ [იგულისხმება სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი] …

რას აპირებს Gen Z არჩევნებზე

მმართველმა პარტიამ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. „ოცნების“ საარჩევნო გზავნილები ამჯერადაც განსხვავებულად მოაზროვნე საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობასა და ომით დაშინების პროპაგანდაზეა აგებული. როგორ აპირებს ახალგაზრდობა დაეხმაროს საზოგადოებას პროპაგანდით გამოწვეული შიშებისა თუ გაურკვევლობის დაძლევაში, რითაც „ოცნება“ ბოლო წლებია აქტიურად კვებავს. „ბათუმელები“ ახალგაზრდა აქტივისტებს ესაუბრა, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ მთელი თვე იდგნენ რუსთაველზე და დღემდე აქტიურად იბრძვიან საქართველოს ევროპული …

შიშის წამალი არის საუბარი – როგორ ვებრძოლოთ ომზე „ოცნების“ პროპაგანდას

როგორ ნერგავს „ქართული ოცნება“ ომის შიშს და როგორ უნდა განიკურნოს ამომრჩეველი ამ შიშებისგან? – სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ ფსიქოლოგ სალომე ჩარკვიანს, რომელიც შიშის პროპაგანდის დაძლევაზე გვიზიარებს თავის მოსაზრებას. ქალბატონო სალომე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო რიტორიკა გაჟღენთილია შიშის პროპაგანდით: „აბა ომი გინდათ?“, „რუსეთმა თუ მოინდომა, ერთ საათში გაგვაქრობს“, ნატოში სწრაფვის გამო აღმოჩნდა უკრაინა ომში და ასე …

რუსული სიმღერა, როგორც „ნელი მოქმედების ნაღმი“ – ინტერვიუ

ბათუმში ბევრ ადგილას ისმის რუსული მუსიკა – ეს შეიძლება იყოს კაფე, ბარი, რესტორანი, ტაქსი, სამარშრუტო მიკროავტობუსი და ა.შ. ასეა საქართველოს სხვა ქალაქებშიც. ბევრი მოქალაქე ამბობს, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნის მუსიკა არ უნდა ისმოდეს, მით უფრო იმ პოლიტიკურ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაშია. რატომაა მნიშვნელოვანი უარი ვთქვათ რუსულ მუსიკაზე და სწორია თუ არა მოსაზრება, რომ „კულტურა …

„პრეზიდენტ ზურაბიშვილის მკვლელობა“ – კიდევ რა სცენარს წერს რუსული КГБ და მედია საქართველოსთვის 

რუსეთში საქართველოსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელება კვლავ ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.  ბოლო თვეებში რუსული პროპაგანდა საქართველოს მთავრობის მსგავსად ირწმუნება, რომ დასავლეთი გეგმავს ქართული ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლას და ამის განსამტკიცებლად საკუთარი დაზვერვის სამსახურს „იმოწმებს“, რომლის პრესსამსახურმაც რამდენიმე დღის წინ საკუთარი სცენარი წარადგინა: „საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს მთავარი როლი ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში. სახელმწიფოს მეთაური ინტერვიუს მისცემს …

რუსული სამხედრო-პატრიოტული ბანაკის წევრები Z-მაისურებით ბათუმსა და ურეკში სეირნობენ, შსს დუმს

10 ივლისს რუსმა ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა თავის ინსტაგრამის გვერდზე შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: „Торнадо“ ბათუმშია. სამხედრო-პატრიოტული ბანაკი რუსეთიდან, „Z“ და „V“ სიმბოლიკით საქართველოში ისვენებს. გუშინ და დღეს ერთდროულად რამდენიმე ადამიანმა მომწერა, რომ ნახეს მოზარდების და ზრდასრულების დიდი ჯგუფი… რამდენიმე ათეული ადამიანი სეირნობდა ბათუმის სანაპიროზე, შემდეგ კი ურეკში წავიდნენ“. ბლოგერმა ასევე გაავრცელა ჯგუფის ფოტოები, რომლებსაც ნამდვილად აცვიათ …

შოუები რუსულ ენაზე საქართველოში – „თავმოყვარე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ამის კონტროლზე“

ბათუმის ზაფხულის აფიშას თუ თვალს გადაავლებთ, ნახავთ, რომ ბოლო პერიოდში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი რუსულ ენაზე. დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა ვებგვერდზე ბათუმში დაგეგმილი 10-მდე რუსულენოვანი გასართობი ღონისძიება იძებნება, მათი დიდი ნაწილი – იმ არტისტების მონაწილეობით, ვინც რუსეთში აღარ ცხოვრობს, თუმცა ბათუმში ღონისძიებებს გეგმავენ ის არტისტებიც, რომლებიც დღემდე რუსეთში ცხოვრობენ და დამატებითი შემოსავლისთვის მართავენ შოუებს ქვეყნის გარეთ, რუსულენოვანი …

როგორ აშავებს აშშ-ში რუსული ქსელი საქართველოში მიმდინარე პროტესტს X-ზე

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიამ [DFRLab] გამოავლინა პლატფორმა X-ის [ყოფილი ტვიტერი] თითქმის ორმოცი საეჭვო ანგარიში, რომლებიც მონაწილეობდნენ საყოველთაოდ ცნობილი რუსული ოპერაცია Doppelganger-ის უახლეს განახლებაში. Doppelganger-ის ოპერაცია, რომელიც უწყვეტად ვითარდება, მოიცავს ახალი ამბების ავტორიტეტული ვებგვერდების ყალბი ვერსიების შექმნას, რათა შექმნას ყალბი სანდოობა ანტიუკრაინული ნარატივების გავრცელებისადმი.  „ამ ანგარიშების ქსელის სამიზნე აუდიტორია იყვნენ ამერიკელები, კერძოდ, ეს ანგარიშები …

კარასინი საქართველოს პარლამენტს აქებს ვეტოს დაძლევისთვის: ეს არის “ხასიათი და სიმწიფე”

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება. „უცხოური აგენტების შესახებ კანონზე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევით საქართველოს პარლამენტმა გამოიჩინა ხასიათი და სიმწიფე!“ – წერს კარასინი თავის ტელეგრამ არხზე. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს, 28 მაისს, დაძლია პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო რუსულ კანონზე. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წინააღმდეგ ხმა …

პუტინი, სი ძინპინი, ივანიშვილი, ორბანი ან ფიცო კოლექტიური დასავლეთისთვის მიუღებელია – დუგინი

პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი, რომელიც არაერთხელ გამოეხმაურა საქართველოში აგენტების კანონის განხილვის პროცესებსა და კანონთან დაკავშირებულ სახალხო პროტესტებს, საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ პოსტმოდერნის ბანაკი, იგივე „კოლექტიური დასავლეთი და მისი მარიონეტები“ მთელ დედამიწაზე ებრძვიან ტრადიციის ბანაკს. უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, ღაზა, ტაივანი და მის ფარგლებს გარეთ. პოსტმოდერნული ბანაკისთვის ტრადიციონალისტი [ნარენდრა] მოდი ისეთივე მიუღებელია, როგორც პუტინი, სი ძინპინი, …

დუგინი თბილისის საპროტესტო აქციაზე: უცხოელი აგენტები პარლამენტის კედლებს აწყდებიან

პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი დღეს, 30 აპრილს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება, სადაც პროტესტის მონაწილეებს უცხოელ აგენტებს უწოდებს: „საქართველო. ასე იციან უცხოურმა აგენტებმა წიხლების ქნევა, როცა მასუვერენიზებელი ხელისუფლება მათ გადათვლითა და რეგისტრაციით ემუქრება. პირდაპირ სამარცხვინოდ გამოიყურება. ქართველები ამაყი და მორწმუნე ხალხია. უცხოელი აგენტების ქცევა, რომლებიც პარლამენტის კედლებს აწყდებიან ვნების კვირას, ყველაფერია გარდა ქართულისა“. დუგინი აგენტების …

უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების, მკვლევრებისა და მეცნიერების განცხადება რუსულ კანონზე

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები, მკვლევრები და მეცნიერები აგენტების კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ: „ვეხმაურებით ბოლო დღეებში ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებულ მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეების მოსმენის ნაცვლად, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაარბია მშვიდობიანი მოქალაქეები, გამოიყენა ძალა ახალგაზრდების წინააღმდეგ და ადამიანებზე ფიზიკური და მორალური ანგარიშსწორებით არის დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ჩვენი უმეტესობა საქართველოში არ იმყოფება, სრულად ვიზიარებთ …

მედვედევი ქართველი მოქალაქეების პროტესტზე: ამის უკან გამოცდილი ჰოლივუდის ხელი ჩანს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი თავის ტელეგრამის არხზე საქართველოში აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დემონსტრანტების დარბევის ფაქტს ეხმაურება და წერს: „ყველა ამ აქციის მიღმა გამოცდილი და კარგად ნაცნობი ჰოლივუდის ხელი ჩანს“. „თბილისში უცხოური აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ მსჯელობა ქუჩის შეტაკებებისა და მხიარული ქართული ჩხუბის სფეროში გადავიდა. ვინც მსგავს ქმედებებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, პირველმა ესროლოს …

დუგინი „ოცნებას“ მოუწოდებს „ქვეწარმავალი უმოწყალოდ გაანადგურონ“

პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი საქართველოში აგენტების კანონის განხილვის პროცესებს კვლავ ეხმაურება და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს „მთელი სერიოზულობით შეუდგეს საქმეს“. „ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც „ქართულმა ოცნება“ მთელი სერიოზულობით უნდა შეუდგეს საქმეს. „ოცნების“ ლიდერზე თავდასხმა პირდაპირ პარლამენტში, რომელიღაც გაცოფებული ლგბტ არსების მიერ არის პირდაპირი აგრესია. თუ საქართველო ქართველებისთვის ძვირფასია, მაშინ ქვეწარმავალი ახლავე და უმოწყალოდ უნდა გაანადგურონ, …

ეს კანონი სიმსივნესავით გამოჭამს საქართველოს – აკუნინი ქართველებს მოუწოდებს არ დათმონ თავისუფლება

რუსი მწერალი, ბორის აკუნინი [გრიგორი ჩხარტიშვილი], სოციალურ ქსელში საქართველოში ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების კანონპროექტის განხილვის პროცესებს ეხმაურება: „რამდენიმე ქართულმა ტელევიზიამ და მედიასაშუალებამ მომმართა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე კომენტარის თხოვნით. როგორც წესი, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე არ ვლაპარაკობ. ჯერ ერთი, მე მაქვს კომპლექსი, რომ „ნამდვილი ქართველი არ ვარ“ – ენაც კი არ ვიცი. მეორეც, მეც რუსი მწერალი …

საქართველო სწორ გზაზეა – რუსი პროპაგანდისტი დუგინი „ოცნებას“ მოქმედებას უწონებს

რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრე დუგინი საქართველოში აგენტების კანონის განხილვის პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველო სწორ გზაზეა. „თუ გსურთ სუვერენიტეტი, გაანადგურეთ მეხუთე კოლონა“, – მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დუგინი თავის ტელეგრამ არხზე. რუსეთში მეხუთე კოლონად არასამთავრობო სექტორი და დამოუკიდებელი მედია მოიაზრებოდა. „საქართველო სწორ გზაზეა. თუ გსურთ სუვერენიტეტი, გაანადგურეთ მეხუთე კოლონა. ჩვენ ამ გზას გავყევით და დადებითი ეფექტიც …

„ცდილობენ შექმნან მდგომარეობა, რომ ჩამოგვართვან კანდიდატის სტატუსი“ – პედაგოგი რუსულ კანონზე

„იმ ყველაფრის ფონზე, რაც შარშან გადაიტანა ამ ქვეყანამ, პირველი რეაქცია, რაც მქონდა ამის გაგებაზე, რომ დააბრუნეს რუსული კანონი, ერთგვარი ცივი წყლის გადასხმა იყო, თან იმ ეიფორიის ფონზე, როცა ჩვენი ნაკრების გამარჯვებას ვზეიმობდით. შემეშინდა იმისიც, რომ მიუხედავად იმისა, იციან როგორი რეაქცია მოჰყვება ამას ხალხისგან, მაინც გადადგეს ეს ნაბიჯი. ესე იგი რაღაც უარესისთვისაც არიან მზად. მგონია, რომ …

პროპაგანდაა. ქართველი საბავშვო ავტორები რუსულ ფესტივალში არ ვმონაწილეობთ – ცუცქირიძე

მწერლების თქმით, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ქართველი საბავშვო ავტორები მონაწილეობას მიიღებენ 30 აგვისტოს დაგეგმილ ფორუმზე მოსკოვში, რომელიც პირველი სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. „ბათუმელები“ ერთ-ერთ საბავშვო მწერალსა და ილუსტრატორს, ლელა ცუცქირიძეს ესაუბრა ამ საკითხზე. მისი თქმით, ქართველი საბავშვო ავტორებისთვის დღეს, ოკუპაციისა და უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში, კატეგორიულად მიუღებელია რუსულ ღონისძიებებში რაიმე ფორმით საქართველოს მონაწილეობა ან …

Exit mobile version