მირანდა ჩარკვიანის კომენტარი „ბათომის“ მოთხოვნაზე

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი, მირანდა ჩარკვიანი, 3 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ მიერ გაკეთებელ განცხადებას პასუხობს.  ორგანიზაციის წარმომადგენლები აჭარის მთავრობას სთხოვენ, მირანდა ჩარკვიანის საქმიანობა შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ. „ბათომის“ განცხადებით, „არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ფარნავაზ მეფის #57-ში მდებარე  შენობისთვის ძეგლის სტატუსის მოსახსნელად გამოყენებული იყო თაღლითური სქემა მისამართის მანიპულირებით“. სააგენტოს უფროსი მირანდა ჩარკვიანი  „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ …

რას უნდა ველოდოთ ახალი უმაღლესი საბჭოსგან?

„უმაღლესი საბჭო ან ქმედითი უნდა გახდეს, ან უნდა გაუქმდეს“ როგორი იქნება ახალი მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭო? გამოვა თუ არა ის კომფორტის ზონიდან? რა მოლოდინები არსებობს საბჭოსთან დაკავშირებით და რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს ეს საკანონმდებლო ორგანო ეფექტური? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს, გენო გელაძეს ესაუბრა. ახალი უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობა …

მადონა ბერიძე: სასურველი იქნებოდა, საოლქო კომისია დალოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას

საოლქო კომისიების მიერ შემაჯამებელი ოქმების გამოცემას სასამართლო განხილვების დასრულებამდე “სამართლიან არჩევნებში” საკანონმდებლო ხარვეზად აფასებენ. “ჩვენი შეფასებით, სასურველი იქნებოდა საოლქო კომისია დალოდებოდა სასამართლო გადაწყვეტილებას,” – უთხრა “ბათუმელებს” მადონა ბერიძემ, “სამართლიანი არჩევნების” აჭარა-გურიის კოორდინატორმა: “საარჩევნო კოდექსში არის რამდენიმე მუხლი, რომელიც ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ერთი მუხლის მიხედვით, საოლქო კომისია ვალდებულია დაელოდოს სასამართლოში საჩივრების განხილვის დასრულებას, მეორე მუხლის მიხედვით კი, …

“ჩვენი ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება და ამისთვის ეს პარლამენტი მზად არ იქნება”

„შუა უნდა გაიკრიფოს“ – ბიძინა ივანიშვილის ეს პირველი, დასამახსოვრებელი ფრაზა ოთხი წლის შემდეგაც შესაძლოა ბევრს გაახსენდეს, როცა არჩევნების შედეგს ნახავს. პარლამენტში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში „შუა“ აღარ იქნება. პოლიტიკური მრავალფეროვნების ნაცვლად, საკანონმდებლო ორგანოში მმართველი ძალა დიდი ალბათობით საკონსტიტუციო უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. რა რისკებს აჩენს მონოლითური საკანონმდებლო ორგანო, რა რესურსი აქვს ოპოზიციას იყოს ანგარიშგასაწევი და გააქტიურდება …

ლევან ვარშალომიძის განმარტება თურქულ გამოცემაში გაკეთებულ კომენტარზე

მედიასა და სოციალურ ქსელში საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა ლევან ვარშალომიძის სიტყვებს, რომელიც მან თურქულ გამოცემას – „ჰურიეთი“ [hurriyet] ბლიც-ინტერვიუში უთხრა: „როგორც შავიზღვისპირელი აღვნიშნავ, ქართველები და თურქები სრულიად ერთნი ვართ, ერთი ხალხი ორი სახელმწიფოში“, – აღნიშნულია ინტერვიუს ქართულ თარგმანში, რომeლიც ლევან ვარშალომიძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა. ვარშალომიძემ დღეს სასტუმრო „შერატონში“ გამართულ პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან ამ სიტყვების შესახებ განმარტა [კომენტარს სტილის …

შაჰინის სკოლის კურსდამთავრებულები თურქეთის კონსულის განცხადებაზე

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 16 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში, იასინ თემიზქანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ბათუმში შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან“ [იგულისხმება ბათუმში მდებარე კერძო სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“]. განცხადებას სოციალურ ქსელებში მალევე მოჰყვა სკოლის მასწავლებლების, კურსდამთავრებულების, მოსწავლეებისა და მშობლების რეაქცია. „ბათუმელები“, განცხადების შეფასებისთვის დაუკავშირდა სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობას“ რამდენიმე კურსდამთავრებულს. სახელი, გვარი, ასაკი: ასლან ართმელაძე, 23 წლის.  …

დაემუქრა თუ არა განათლების მინისტრის მოადგილე პედაგოგებს

28 მაისს დეპუტატმა ასმათ დიასამიძემ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სიით შევიდა უმაღლეს საბჭოში, სკოლის პედაგოგები კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგზე მიიწვია. ტრენინგზე ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სკაიპით ჩართეს. ამ ფაქტს აჭარის განათლების სამინისტრო, კონკრეტულად კი მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი ერთი კვირის შემდეგ ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „თაღლითური გზით“ მიყვანილ პედაგოგებში „ნაციონალური მოძრაობის …

სულ სხვა 8 მარტი

საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღესასწაული ძირითადად ქალებისთვის ყვავილების ჩუქებით აღინიშნება. უკარგავს თუ არა მნიშვნელობას ამ დღესასწაულს ქალთა დღის მხოლოდ მსგავსი ფორმებით აღნიშვნა? ამ თემაზე „ბათუმელებმა” კომენტარი გენდერის მკვლევარს, კინომცოდნე თამთა თათარაშვილს სთხოვა. თამთა თათარაშვილი: 8 მარტის სტერეოტიპულად აღნიშვნა აბსოლუტურად სხვა მნიშვნელობას სძენს ამ დღეს, სრულიად საწინააღმდეგოს იმისა, რისთვისაც ეს დღე დაწესდა. საბჭოთა კავშირში ქალთა უფლებები რაღაც …

ენერგო-პრო და აბონენტები

საყოფაცხოვრებო პრობლემებზე წუწუნი დიდად არ მჩვევია, მაგრამ ის, რაზეც ამჯერად მინდა გიამბოთ, არა მხოლოდ ჩემი, არამედ ათიათასობით იმ ადამიანის პრობლემაა ან შეიძლება გახდეს, რომლებიც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტები არიან. გასულ შაბათს ჩემთან, სახლში, შუქი ჩაქრა. თავიდან ჩავთვალე, რომ ქალაქში მორიგი დაზიანება იყო და შუქი მალე მოვიდოდა, მაგრამ როცა დაბინდდა და მეზობელ სახლებში ნათურები აანთეს, მივხვდი, რომ …

„მსხვერპლი“ პოლიციელებით დაკნინებული სახელმწიფო

მაკა კანდელაკი, ადვოკატი მოსაზრებები, ფაქტები და დაუსრულებელი არგუმენტები მთავრდება დოკუმენტში, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილება ეწოდება. ფაქტია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ერთი წლის განმავლობაში, 87 პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი – პოლიციის მიმართ წინაღმდეგობის გაწევაზე. ეს პროცესი ასე იწყება – ბრალდება წარადგენს სასამართლოში დაზარალებულ პოლიციელებს, მოწმე პოლიციელებს, დახეულ მაისურებს, სამხარაულის ექპერტებს. არის შემთხვევები, როცა ერთ მაისურს სამი …

“ლიბერალური პოლიტიკა ამცირებს აივ-შიდსის ეპიდემიის საფრთხეს”

ლუდგერ შმიდტი ბოლო სამი წელია ორგანიზაცია „გერმანიის აივდახმარების“ საერთაშორისო განყოფილების კოორდინატორია. 40-წლიანი ისტორიის მქონე ორგანიზაცია გერმანიის გარდა ევროპის სამეზობლო სივრცეში ცდილობს აივ-შიდსის პრევენციას. პროფესიით ფსიქოლოგი ჩართულია დაავადების რისკ-ჯგუფებისთვის სპეციალიზებული ლიტერატურის შემუშავებაში. ლუდგერს ბერლინში ვესაუბრეთ, სადაც 27-30 ნოემბერს ლგბტ უფლებებთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. დავიწყოთ იმით, თუ როდის დაფუძნდა თქვენი ორგანიზაცია, რა საქმიანობას ეწევით, რა მეთოდებს იყენებთ? …

რა ისწავლა ქიბარ ხალვაშმა საკუთარი გამოცდილებიდან?

 

თუ  გგონია, რომ დათო დვალი იქნება თავისუფალი სიტყვის გარანტი, მიამიტი ხარ და წარმოდგენა არ გაქვს თავისუფლებაზე. შენი თავისუფლება შენი მოსაპოვებელია და თუ ის სხვა პირზეა დამოკიდებული, რანაირი თავისუფლებაა? დვალი მამაღმერთია თუ კანონი? 

აჭარის განათლების მინისტრი მისი მოადგილის მიერ წამების კადრების გავრცელებაზე

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა მისი მოადგილის ლადო მგალობლიშვილის მიერ სოციალურ ქსელ  facebook-ში  პატიმრების წამების ამსახველი კადრების გაზიარების შესახებ კომენტარი „ბათუმელებთან“ გააკეთა. 

თოჯინების თეატრი 14 იანვარს გაიხსნება

 

თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი, რომელსაც უკვე მესამე წელია რეაბილიტაცია უტარდება, თეატრის ხელმძღვანელის მედეა ჩარკვიანის ინფორმაციით,  2016 წლის 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს გაიხსნება.

ოკუპირებული სახელმწიფოს პოლიტვნებანი

 

დღევანდელი ჩემი მოსაზრება ეხება ქართული პოლიტიკის უკიდურეს არათანმიმდევრულობას.  ჩვენი პოლიტიკის მთავარ პრობლემად რჩება მიზანთა არათანმიმდევრულობა და არამემკვიდრეობითობა. ჩვენი წინა თაობის ამოცანა იყო დამოუკიდებლობას მოპოვება და მათ ეს მოახერხეს, დღევანდელი დღის  ამოცანა კი მოპოვებული დამოუკიდებლობის განმტკიცება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სუვერენიტეტის დაცვაა. 

საჩუქარი მუსიკალურ საზოგადოებას

 

ამ დღეებში, საინტერესო, ემოციითა და შთაბეჭდილებებით სავსე, ულამაზესი მუსიკალური კვირეულის მასპინძელი გახლდათ ბათუმი.

ბედის ბორბალი ტრიალებს

 

პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს თურქეთში მცხოვრებ ჩვენებურებთან ურთიერთობა და შესაბამისად მათ მიერ შექმნილი ბევრი საინტერესო ისტორია გამიგონია თუ წამიკითხავს. თუმცა, ერთი თქმულება, რომელსაც ახლახან წავაწყდი, განსაკუთრებით მომეწონა. მან თავი საოცარი აქტუალობით დამამახსოვრა.

პროფესიული ეთიკისა და პასუხისმგებლობის შესახებ

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია“  ორგანიზაციის წევრი ადვოკატების მეშვეობით ვახორციელებთ პირების სამართლებრივი ინტერესების დაცვას, როგორც გამოძიებასთან ასევე საერთო სასამართლოების სისტემასთან ურთიერთობით. აქტიურად ვართ ჩართულები სამართალგამოყენების პროცესში. ეს, ამ კუთხით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აზრის გამოხატვის სურვილს აჩენს. 

„სამწუხაროდ, მეც ონკოლოგიური პაციენტი ვარ“

სტატიაში არ არის მითითებული პაციენტის ვინაობა და არც

მის მიერ დასახელებული ექიმების ზუსტი ვინაობა.


 

დიდი ხანი ვფიქრობდი მომეწერა თუ არა. თუმცა ჩემი პრობლემა მხოლოდ პირადად ჩემი პრობლემა აღარ არის… ძალიან ბევრი ადამიანი ხდება იმ უსამართლობის და განუკითხაობის მსხვერპლი, რამაც მიმსხვერპლა მე, ამიტომაც გადავწყვიტე დამეწერა. 

 

მოპარული 17 მაისი

 

„ეს ქუჩა დაკავებულია“, „აქ ჰომოფობიის ადგილი არ არის“, „არა სიძულვილის ენას“, – ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სოციალური ქსელი ამ სლოგანებით აჭრელდა. მთელს მსოფლიოში 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედაა გამოცხადებული. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2013 წლის მაისში „არა ჰომოფიას!“ გააფთრებული ხალხის მასა, რელიგიური მოტივით დაუპირისპირდა, საქართველოში 17 მაისმა კიდევ ერთი დატვირთვა შეიძინა. საპატრიარქომ ეს დღე „ოჯახის სიწმინდის დღედ“ გამოაცხადა და ასე შეეცადა ჰომოფობიის მოწინააღმდეგეთა კვალის წაშლას. მაშ ასე, რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ სექსუალურ უმცირესობათა გამოხატვის თავისუფლების დაცვა.

წლიდან წლამდე სახელმწიფო საწარმოებში მოგება მცირდება

 

საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს სახელმწიფომ დააფუძნოს სამეწარმეო სამართლის იურიდიული პირი ან არაკომერციული იურიდიული პირი, თუმცა ერთია, უფლების მინიჭება და მეორეა, როგორ იყენებ ამ უფლებას. როდესაც ძალიან დაბალია ამ კომპანიების ანგარიშვალდებულების ხარისხი დამფუძნებლების წინაშე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მათი საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის, სახელფასო ფონდის, უბრალოდ შესყიდვების შესახებ, რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული გამოწვევა. ეს გამოწვევა არის იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც ბაზარზე არსებობენ როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ სახელმწიფო კომპანიას განსაკუთრებულ პირობებს უქმნიან. მაგალითად, შესყიდვების კანონმდებლობის საქართველოს ფოსტა (სახელმწიფო ფლობს წილების 100%-ს) შეღავათებით სარგებლობს. ანუ ორი გამოწვევა გვაქვს – არათანაბარ პირობებში მყოფი კერძო კომპანიები და მეორე მხრივ, მათი ფინანსური, შინაარსობრივი საქმიანობა.

მოგონებები სახელწიფოზე, რომელიც აღარ არსებობს

 


ქაოსი ასევე  შესაძლებლობაა

სუნ ძი


ყოველდღიური ცნობები ,,ისლამური სახელმწიფოს“,  ტერორისტების არაადამიანური ქმედებების შესახებ დამთრგუნველია. ეს განსხვავებულ ფიქრებსა და  ემოციებს  იწვევს. მათი სისასტიკე არ უნდა ტოვებდეს გულგრილს არც ერთ საღად  მოაზროვნე ადამიანს, მით უმეტეს ქრისტიანს. 


როგორ დავამარცხე საკუთარ თავში ქსენოფობი

 

2015 წლის 18 აპრილს, საქართველოს გაეროს ასოციაციამ ესეების„iStory – ამბავი ჩემს ცვლილებაზე კონკურსის გამარჯვებულები აჯილდოვა. 16 გამარჯვებულს შორის დაასახელეს ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის ორი წარმომადგენელიც: მე-11 კლასელები – ბესო ხოზრევანიძე და სალომე დეკანაძე. ისინი ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში სხვადასხვა დროს გაწევრიანდნენ.

ფეხბურთისთვის დაბადებული

 

ჩემს ბავშვობაში ქედაში ყველა ფეხბურთით ვცხოვრობდით. ვთამაშობდით ყველგან – უბანში, ნაასფალტარზე, სკოლის ეზოსა თუ სოფლად, მდინარის სანაპიროზე. მაგრამ ჩვენი თვალით დანახული დიდი თამაშები ყოველთვის ქედის მთავარ სტადიონზე იმართებოდა. ვის არ ნახავდით მთავარ სტადიონზე: დიდები და პატარები; ფეხბურთით დაინტერესებულები და სეირის მომლოდინეები; შემთხვევით მოხვედრილები და ნაყინის გამყიდველები. ერთი სიტყვით, როცა ქედის მთავარ სტადიონზე ფეხბურთში რაიონული ჩემპიონატის დრო დგებოდა, ირგვლივ ყველაფერი აზრს კარგავდა. 

სტუდენტები დეპუტატისთვის კვერცხების დაშენის ფაქტზე

 

14 მარტს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ბათუმის მერიის ავტოსატრანსპორტო მონიტორინგის სამსახურისა და მერიის კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატს პეტრე ზამბახიძეს კვერცხები დაუშინეს და ფიზიკურად შეურაცხყვეს. ეს მოხელეები სამსახურიდან არ დაუთხოვიათ. ქალაქის მერის თქმით, მის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურებში დასაქმებული ადამიანების ქცევაზე პასუხის მოთხოვნის უფლება იქიდან გამომდინარე არ აქვს, რომ ინციდენტი არც სამუშაო საათებში მომხდარა და არც სამუშაოს ტერიტორიაზე. შს სამინისტროში ამბობენ, რომ „ფაქტზე მოკვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს“, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატზე თავდასხმის ვიდეომტკიცებულება არსებობს. „ბათუმელები“ შეეცადა გაეგო მოქალაქეების აზრი – უნდა დაეთხოვათ თუ არა სამსახურიდან თავდამსხმელები და რატომ?

ბავშვი მშობლისთვის თუ მშობელი ბავშვისთვის? – ვუთხრა თუ არ ვუთხრა?

 

განვითარებულ კულტურებში შვილად აყვანა ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს და არ ითვლება ოჯახური ცხოვრების არასრულფასოვან წესად. ამ კულტურებში აზრს მოკლებულია მტკიცებულება, რომ ასეთი ბავშვი ნაკლები ან უარესია ბიოლოგიურ შვილზე. მიუხედავად გენეტიკური კავშირის არ არსებობისა, აყვანილი ბავშვები იღებენ უფროსებისგან სიყვარულს და მზრუნველობას.  ამერიკიის შეერთებულ შტატებში აღინიშნება შვილად აყვანის ნაციონალური დღე. ჰოლივუდის ვარსკვლავები თამამად აქვეყნებენ შვილად აყვანილ ბავშვებთან ერთად გადაღებულ ფოტოსურათებს.

მილოცვა ორ არქიტექტორს

 

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, თურქეთ საქართველოს შორის საზღვარი გაიხსნა. იქედან მოყოლებული დღემდე ბევრი რამ შეიცვალა როგორც საქართველოში, ისე თურქეთში. შეიცვალა როგორც ეკონომიური თვალსაზრისით, ასევე სოციალური და კულტურული თვალსაზრისით.

თბილისელი პიტერ პენი

 

მაღალი, სუსტი, მხრებში მოხრილი, ჟღალწვერიანი ბიჭი ხშირად თავჩაქინდრული დადის ყოფილი იპოდრომის გზაზე. ხანდახან საკუთარ თავს ელაპარაკება, ცაში იხედება, თითებზე რაღაცებს ითვლის, ან გამვლელებს ესალმება და საკუთარ თავზე რაღაცას უყვება, თუმცა მას ყველა არ უსმენს. ეს ბიჭი გიგი ნინიძეა, როგორც ის ამბობს 26 წლამდე უნდა იყოს, წლამდე, რადგან არც ახსოვს როდის დაიბადა. არც მის მშობლებს ახსოვთ, ან იქნებ ახსოვდათ, მაგრამ გიგის მშობლები ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ, როდესაც ის სულ 5 თვის იყო.

რა არის ტყვიაზე ძლიერი?

 

გასულ კვირას, მურმან დუმბაძე ორჯერ იყო იარაღის მაღაზიაში. ორივეჯერ კამერების თანადასწრებით, პირველად შეარჩია და შემდეგ თანაგუნდელებთან ერთად იყიდა. კაცი, რომელიც ამბობდა, რომ ორივე ხელისუფლება აჭარაში თავად შეცვალა, ახლა იარაღს ყიდულობს, რომ დაიცვას ცოლი, შვილები და კერძო საკუთრება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: ლევან ვასაძეს ვეთანხმები

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ სვეტლანა კუდბამ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ბიზნესმენ ლევან ვასაძის  მოსაზრება გააზიარა, სადაც ის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უცხოური დაფინანსების შეზღუდვაზე საუბრობს. „ასევე აუცილებლად მისაღებია კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით. ამ კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს იმ ტიპის საქმიანობის აკრძალვა, რომელიც ძირს უთხრის ოჯახს, ტრადიციას და წესიერებას“… სხვათაშორის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები, რომლის თანახმადაც, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ქვეყნის მტრები არიან”, – აცხადებს ლევან ვასაძე. იზიარებს თუ არა აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წევრი ლევან ვასაძის აზრს?  „ბათუმელებმა“ სვეტლანა კუდბას რამდენიმე კითხვით მიმართა.   

არჩილ ხაბაძე: მედრესე ანგისაში აშენდება

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ინფორმაციით მედრესეს განთავსება ანგისის დასახლებაში, ყოფილი იტალიური სკოლის შენობაში იგეგმება. ეს შენობა სამუფთოს საკუთრებაში გადაეცემა.

ბათუმში წყლის გაწმენდის მეთოდების შესახებ

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის #62 დადგენილებით, წყლის ქლორირება პრიორიტეტული მეთოდია. მცირე წარმადობის (3 000 მ3) წყალსადენისთვის დასაშვებია სხვა ქლორის შემცველი ნივთიერებებით დეზინფექციაც. თუმცა კოლიფაგების, ვირუსების, პათოგენური უმარტივესების, ცისტების, ასევე გრამდადებითი მიკრობების მიმართ ქლორის მოქმედება ნაკლებად ეფექტურია. სწორედ ამიტომ, წყლის გაუსნებოვნებისთვის საჭიროა სხვა მეთოდების გამოყენება.

რას სთხოვს სელიმ ხიმშიაშვილის შთამომავალი ხელისუფლებას

 

ჯერ საკუთარ თავზე მინდა ვთქვა – მე ვარ ილდირიმ აჯარი, ანუ სელიმ ხიმშიაშვილის მე-7 თაობა. ვცხოვრობ თურქეთში. იმის გამო, რომ სელიმის შთამომავალი ვარ, მქონდა უფლება მესწავლა თურქეთის სამეფო სკოლაში (ამაზე ქვემოთ), უმაღლესი განათლება კი პარიზში მივიღე. ახლა ტურიზმის სფეროში ვარ დაკავებული და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა დრო მაქვს, რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ საქართველოს პოპულარიზაციისთვის.

გულმავიწყობა თუ უმადურობა?

 

გაზეთ „ბათუმელებში“ (№ 40, 27 ოქტომბერი – 2 ნოემბერი, 2014) დაიბეჭდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2004-2008 წლების მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ამჟამად ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, მერაბ ქიძინიძის ინტერვიუ, სადაც ზოგიერთი რამ გაშუქებულია არასწორად, რასაც უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ.

 

ხანმოკლე ყოფა იმათთან ერთად, ვინც საკუთარ თავს უმცირესობას უწოდებს

 

ახლა გარდაბანში ვარ, ეროვნული უმცირესობით დასახლებულ რეგიონში. აქ ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. არიან ცოტა სომხები და უკრაინელებიც. ცხადია, ქართველებიც – ოღონდ მე ვისაც შევხვდი ქართველებს, ძირითადად დევნილები არიან, როგორც მითხრეს, ცხინვალიდან. 

აჭარის ფინანსთა მინისტრი: ამ ინფორმაციის გავრცელება მდარე პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ალექსანდრე ჩიტიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. განცხადების ტექსტს „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ: 

Exit mobile version