სააგენტოს 6 წლის საბას გარდაცვალებაზე მოკვლევა ჯერ არ დაუწყია – განმარტება

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 6 წლის საბა კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა არ დაუწყია, რადგან ოჯახს სააგენტოსთვის არ მიუმართავს – უთხრეს „ბათუმელებს“ სააგენტოს პრესსამსახურში. დღეს, 4 აპრილს, 6 წლის გარდაცვლილი ბავშვის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა იაშვილის კლინიკის წინ. მშობლები და ახლობლები სამედიცინო პერსონალს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ და ითხოვენ, ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყოს მოკვლევა ბავშვის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით. სამედიცინო საქმიანობის …

მგალობლიშვილის თქმით, მას აქვს ვერსია, ვის შეიძლება გაეკეთებინა ხაბაძესთან ფარული ჩანაწერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ლადო მგალობლიშვილი, ფეისბუქზე გამოეხმაურა ფარულ ჩანაწერს, რომელიც დღეს ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა. ფარულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ისმის აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ხმა, რომელიც თავისი გადადგომის მიზეზებზე უამბობს უცნობ თანამოსაუბრეს. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. „ადამიანის ფარულად ჩაწერა უმდაბლესი საქციელია, ამიტომ არ ვეუბნები ამის ჩამწერს გამარჯობას. ვინც ეს საქციელი წააქეზა …

„დაიცავი ბათუმი“: ამ ქალაქს სამშენებლო კომპანიები განაგებენ, თუ  ადგილობრივი მთავრობა?!

დღეს, 29 მარტს, საინიციატივო ჯგუფმა „დაიცავი ბათუმი“ და საზოგადოება „ბათომმა“ ბრიფინგი გამართეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს – თორნიკე რიჟვაძეს და ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართეს ღია წერილით, ბოლო მოეღოს ურბანულ ქაოსს ბათუმში და დამტკიცდეს ისტორიული ბათუმის ზონა. ამავე თემაზე: „დაიცავი ძველი ბათუმის“ მიმართვა პრემიერს: კორუფციის ჭაობი ანადგურებს ყველა ღირებულებას „ძაღლი და ქარავანის …

რა რისკებს შეიცავს „ოცნების ქალაქში“ კორპუსების აშენება – შეფასება

აჭარის მთავრობამ დღეს, 6 თებერვალს, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთათვის კორპუსების აშენება დააანონსა. ამ გადაწყვეტილებით მთავრობა ცდილობს, გადაჭრას ამ ტერიტორიაზე უკანონოდ გაშენებულ დასახლებაში მცხოვრებთა პრობლემა. ადამიანები აქ 2012 წლის არჩევნების შემდეგ უკანონოდ ცხოვრობენ და აცხადებენ, რომ ისინი ეკომიგრანტები ან აჭარის მაღალმთიანეთში, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახები არიან. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს განაცხადა, რომ „ოცნების ქალაქში“ კორპუსების …

პასუხი V კლასის სახელმძღვანელოს მიმართ გამოთქმულ შენიშვნებზე

„ბათუმელები“ სტატიებს: მდებარეობს თუ არა ენგურჰესი სვანეთში? – შეცდომა გრიფირებულ სახელმძღვანელოში და ღორჯომი ზემო იმერეთია? – შეცდომა ისტორიის გრიფირებულ სახელმძღვანელოში  სახელმძღვანელოს ავტორთა ჯგუფი გამოეხმაურა. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ მათ წერილს. ______________ სახელმძღვანელოს ნებისმიერი ავტორი დაინტერესებულია იმით, რომ მისი ნაშრომის მიმართ გამოითქვას ობიექტური შენიშვნები, რაც აუცილებელია სახელმძღვანელოს დასახვეწად და მომავალში მათ გასათვალისწინებლად. ბუნებრივია, რომ შეუძლებელია სრულყოფილი სახელმძღვანელოების დაწერა იმ არანორმალურ …

ეკა ბესელია: დაკავებულებს შეიძლება არც კი ჰქონდათ გააზრებული ისე აზიარებდნენ ჩანაწერს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ შს სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. დღეს შს სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით 16 პირის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ეკა ბესელიას სავარაუდო პირადი ცხოვრების კადრების ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა. ეკა ბესელია: „ამ დროისთვის რა ინფორმაციაც მივიღე, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რამდენიმე …

სააკაშვილი: როცა მე ვიყავი ხელისუფლებაში, არავის პირადი კადრი არ გასაჯაროებულა

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე, ლაივჩართვაში, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ივანიშვილმა ვერ მისცა ხალხს პური და ახლა აძლევს სანახაობას. „ერთი ფაქტი მაინც გახსოვთ, როცა მე ვიყავი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, გასაჯაროებულიყოს ვინმეს პირადი ცხოვრების კადრი? როგორც კი ივანიშვილი მოვიდა, დაიწყო კადრების გამოგდება. არასოდეს არ გვიხმარია ეს მეთოდი. …მართლა ხომ არ ბნელა?!“ …

ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა სკოლაში – სპეცმასწავლებლის ხედვები

ლალი ჯაფარიძე, ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი, ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგი ბავშვები შეიძლება იყვნენ განსხვავებულები მრავალი მიზეზის გამო. ეს განსხვავებული ნიშნები მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სოციალური, კულტურული, რელიგიური და ეკონომიკური მდგომარეობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიძნელეები. განსხვავებულობა ხშირად არის ერთ-ერთი პირდაპირი თუ არაპირდაპირი წინაპირობა იმ სიძნელეებისა, რომლებსაც ბავშვები აწყდებიან სწავლის დროს. ამ სიძნელეების მთავარ განმაპირობებელ მიზეზს წარმოადგენს გარემო, …

თორნიკე რიჟვაძის კომენტარი ბათუმის პორტთან გამართულ აქციაზე

აჭარის მთავრობის პრესსამსახური მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მოკლე კომენტარს ავრცელებს ბათუმის პორტთან დაკავშირებით, სადაც დღეს, 14 დეკემბერს, აქცია გაიმართა და მოქალაქეებმა მთავრობას სთხოვეს, არ დაუშვას ბათუმის პორტში ტერმინალის აშენება. აქციის მონაწილეების თქმით, ამ ტერმინალის გავლით ქიმიური ნივთიერებების გადატანა იგეგმება. „ხელისუფლება და მთავრობა მოწოდებულია დაიცვას და იზრუნოს ჩვენს მოქალაქეებზე, ასევე, იზრუნოს ბიზნესზე და მერწმუნეთ, რომ ეს პროცესი …

თორნიკე რიჟვაძე: არც ერთ ჩინოვნიკს არ ეპატიება გულგრილობა

დღეს, 30 ნოემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქედაში, გასვლით სხდომაზე არჩევნების შედეგებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მთავრობამ ადეკვატური დასკვნები გააკეთა: „მთლიანად გუნდი, ხელისუფლება, მზად არის იმ გამოწვევების დასაძლევად, რომლებიც ჩვენი მოსახლეობისგან მივიღეთ გზავნილად. საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი თანაბარი პირობები სოფლად და ქალაქად. სწორედ ამიტომ, არც ერთ საჯარო მოხელეს, არც ერთ ჩინოვნიკს არ ეპატიება გულგრილობა, უყურადღებობა და პირადად …

წამლები და მკურნალობა – რას ვერ აკმაყოფილებს სამედიცინო ბაზარი საქართველოში

  მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ წამლების ყიდვა თურქეთში დაიწყო და სამედიცინო მომსახურების მიღებაც, სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა საქართველოში ახალი სერვისი შექმნა – დაზღვევა თურქეთში. რას ფიქრობენ ამ თემაზე ჯანდაცვის სპეციალისტები? თინა ტურძილაძე, ჯანდაცვის კონსულტანტი ფარმაკოეკონომიკის სპეციალიზაციით: პრობლემა სადაზღვევო პაკეტებში არ არის, რომლებიც საერთაშორისო სამედიცინო სერვისებზე და მ. შ. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას სთავაზობს ბენეფიციარებს, ეს პაკეტები მოსახლეობის საჭიროების და, …

დავით სერგეენკოს კომენტარი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

დღეს, 3 ნოემბერს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მომავალზე “ბათუმელებთან” კომენტარი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს გაყიდვა არ იგეგმება და არსებობს კონკრეტული გეგმა ამ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. ბატონო დავით, დღეს ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების მესამე აქცია იმართება. ექიმები ითხოვენ, რომ საავადმყოფოს ახალი შენობა დასრულდეს, საავადმყოფო ამოქმედდეს, თუმცა ისინი ამბობენ, რომ თანხა ამისათვის …

ბათუმის მერი: ცათამბჯენებში არაფერია ცუდი, ჩვენ არ უნდა დავკომპლექსდეთ

„მე ვფიქრობ, ჩვენ, საზოგადოებაში ჩამოგვიყალიბდა გარკვეული კომპლექსი მრავალსართულიანებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა 27 სექტემბერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „მთავარში“ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.  ჟურნალისტმა მას ჰკითხა, მოსწონს თუ არა კონკრეტული ცათამჯენების პროექტები ბათუმში. „მე ვფიქრობ, რომ ცათამბჯენებში არაფერი ცუდი არ არის, თუ მათ აქვთ შესაბამისი ვიზუალური და არქიტექტურული ღირსება. ის, რომ იმ სასტუმროში, რომელზეც თქვენ …

შენ ეს გამოგივა! – წერილი თინეიჯერებს

ავტორი: ნათია სირაბიძე 15 წლის ვიყავი, კონკურსში ვმონაწილეობდი, ბოლო ეტაპამდე მისული, ვერ გავედი. საშინლად განვიცადე. „ფანჯრიდან გადავხტები და „ვსო“, დამთავრდება…“ – გავიფიქრე. ღამით დედას შევუწექი საწოლში, თითქოს ვემშვიდობებოდი. ვუთხარი – რაღა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას ამის მერე-მეთქი. გულში ჩამიკრა: არასოდეს თქვა მსგავსი სისულელე, მთელი ცხოვრება წინ გაქვსო. 16 წლის რომ შევსრულდი, დაბადების დღე გადამიხადეს მშობლებმა. …

„მარტო რეცეპტით განსაზღვრა რთულია“ – სპეციალისტები ექიმების „შავ სიაზე“

პირველი ივლისიდან საქართველოში ნებისმიერ პაციენტს შეეძლება ექიმთან ვიზიტის შემდეგ ე.წ. დანიშნულების გადამოწმება სამინისტროში შექმნილ ჯგუფთან. ექიმი, რომელმაც პაციენტს შეუსაბამოდ ბევრი წამალი გამოუწერა, შესაძლოა „შავ სიაში“ მოხვდეს. როგორ იმუშავებს ახალი მექანიზმი? საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ პაციენტმა რეცეპტი გადასამოწმებლად სამინისტროში შექმნილ სამუშაო ჯგუფს ელექტრონულად უნდა მიაწოდოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა მიიტანოს ბეჭდური რეცეპტი. მიღებული ინფორმაციის დასამუშავებლად სამედიცინო …

სერგეენკო იმაზე, თუ რატომ ღირს თურქეთში წამლები უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, თურქეთში მედიკამენტების დაბალ ფასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. სერგეენკოს თქმით, საქართველოსთან შედარებით, თურქეთში წამლების დაბალ ფასს დიდი ბაზარი და სახელმწიფოს ჩართულობა განაპირობებს: „ჩვენგან განსხვავებით თურქეთმა, როდესაც ჩვენ 2007 და 2010 წლებში, ძალიან მარტივად მივიღეთ პრივატიზაციებზე გადაწყვეტილება, თურქეთი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა და მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა როგორც …

ქიქავა: შსს ჩემი ცემის ფაქტს არ იძიებს, თავდასხმის ორგანიზატორი მერიის ა(ა)იპ-ის დირექტორია

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმში ჯელალ ქიქავას ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო. ჯერჯერობით შსს-ს არავინ დაუკავებია. ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ გამოძიება განზრახ ჭიანურდება და სამართალდამცავებისთვის ყველა გარემოება ცნობილია. იგი ამბობს, რომ მას საქართველოს პარლამენტის წევრის, ყოფილი მოჭიდავის, ოლიმპიური ჩემპიონის, მუხრან ვახტანგაძის დავალებით სცემეს, რაც შსს-შიაც …

რესტავრატორის განმარტება – აღდგება თუ ვერა „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით

მას შემდეგ, რაც „ბათუმელებზე“ გამოქვეყნდა სტატია – „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით ვერ აღდგება, სადაც აღნიშნული იყო, რომ წყლის მტვერი, რომელიც „რვაფეხას“ თევზებიდან იფრქვეოდა, განახლებულ ფიგურებში აღარ იქნება, თემაზე კომენტარი გააკეთა „რვაფეხას“ მხატვარ-რესტავრატორმა, ილია ფესვიანიძემ. ის „რვაფეხას“ რეაბილიტაციაზე მუშაობს. ილია ფესვიანიძე აცხადებს, რომ ჯგუფმა ფოტომასალაზე დაყრდნობით იმუშავა: „24-იანი არმატურები სრულიად დაჟანგული იყო. არ ვიცი, როგორ გადარჩა ისე, რომ …

აჭარის მთავრობა „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის დღეს, 26 თებერვალს გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობა ოფიციალურ კომენტარს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება, რომელიც თითქოს რუსი გენერლებისთვის ქონების გადაცემას ეხება, არის მორიგი ტყუილი და ფაქტის დამახინჯების კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის ემოციაზე გავლენის მოხდენას. თუმცა, მათი მხრიდან მსგავსი თემებით მანიპულირებას უკვე მიეჩვია საზოგადოება და …

როგორ რეგულირდება გერმანიაში საახალწლო პიროტექნიკის გაყიდვა

არის თუ არა შეზღუდვები საახალწლო პიროტექნიკის გაყიდვაზე ევროკავშირის ქვეყნებში? „ბათუმელები“ მაკა გოგიბერიძეს ესაუბრა, რომელიც 20 წელია გერმანიაში, დიუსელდორფში ცხოვრობს. მაკა ამბობს, რომ გერმანიაში საახალწლო პიროტექნიკა იყიდება, ოღონდ კატეგორიების მიხედვით და რეგულაციების დაცვით: „მაგალითად, არასაშიში შუშხუნები, ხმის გარეშე, რომელსაც დაბადების დღეებზე და ახალ წელსაც იყენებენ, იყიდება მთელი წლის მანძილზე. ამ შუშხუნების ყიდვა შეუძლიათ ბავშვებსაც, მხოლოდ 12 …

„სჯობს პიროტექნიკაზე იყოს რეგულაცია, ვიდრე ახალ წელს ვისმენდეთ, რომ ბავშვს თვალი დაუზიანდა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელ დირექტორს, არჩილ ხახუტაიშვილს „ბათუმელები“ საახალწლო პიროტექნიკასთან დაკავშირებული რეგულაციების საჭიროებაზე ესაუბრა. ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ გასულ წელს ბათუმის საკრებულოს პეტიციით მიმართა, შეეზღუდათ ქალაქის ტერიტორიაზე პიროტექნიკის გაყიდვის ადგილები, თუმცა ინიციატივამ ბათუმის საკრებულოს ყურადღება ვერ მიიქცია.  2018 წლის 2 იანვრის მონაცემებით, წელს საქართველოში 111 ადამიანი დაშავდა საახალწლო პიროტექნიკით, მათ შორის – ბავშვებიც. ამავე თემაზე: „ათთეთრიანი …

ანა არგანაშვილი: სააგენტოს განცხადება ბავშვთა დაცვის დაბალი სტანდარტის მაჩვენებელია

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელს, ანა არგანაშვილს,  „ბათუმელები“ ლენტეხში მშობლების მიერ რვა შვილის სახლში ჩაკეტვის ფაქტთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ესაუბრა. ანა არგანაშვილის თქმით, ეს განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ სახეზეა სახელმწიფო ორგანოს უმოქმედობის ბევრი ნიშანი, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, გამოწვეულია დაბალი კომპეტენციით და იმ გარემოებით, რომ სააგენტო ბავშვთა დაცვის მიმართულებით ძალიან დაბალი სტანდარტით …

პადრე გაბრიელე ბრაგანტინი: ჩვენ გამოვხატეთ თანაგრძნობა

25 დეკემბერს კათოლიკური ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საშობაო წირვის დიდი ნაწილი ბათუმელმა კათოლიკეებმა სასტუმრო „ლეოგრანდის“ წინ ჩაატარეს, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პადრე გაბრიელე ბრაგანტინიმ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ამგვარად მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგედია და თანაუგრძნეს გარდაცვლილთა ოჯახებს: „ერთი თვე გავიდა იმ ტრაგედიიდან, რაც მოხდა ჩვენთან ძალიან …

მკვლელის ბეწვის ხიდი

დავით ჯინჭარაძე მოსწავლე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისე რა არის მთავარი განსხვავება ჩვენსა და დასავლეთს შორის? ალბათ ის, რომ საქართველოში პრობლემაზე ფიქრს იწყებენ მაშინ, როცა ის ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, ხოლო დასავლეთში ყველანაირად ცდილობენ, ის გამწვავებამდე აიცილონ. ამიტომაც ხშირად გვგონია, რომ ევროპელები და ამერიკელები ბავშვების ჩხუბს ზედმეტად პანიკურად უყურებენ. „რად უნდა ამდენი ამბავი? ბავშვია და იცელქებს, იჩხუბებს …

ჩემი ერთი წელი კალიფორნიის შტატის სკოლაში

ავტორი: დავით ჯინჭარაძე  ორი წლის წინ საზღვარგარეთ უფასოდ წასვლაზე მხოლოდ ოცნება შემეძლო. მაშინ თურქეთშიც კი არ ვიყავი ნამყოფი და ერთადერთი წყარო, საიდანაც უცხო ქვეყნებზე ვიგებდი, ინტერნეტი იყო. ვუყურებდი სხვადასხვა ვიდეოს, ვკითხულობდი სტატიებს იმ მიზნით, რომ გარესამყაროზე მეტი გამეგო. ერთხელ, უცხო ქვეყნების შორიდან “თვალიერების” დროს, აღმოვაჩინე FLEX-ის პროგრამა, რომელიც აშშ-ში ერთი წლით წასვლას მთავაზობდა, თან სრულიად …

„პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის მერობის კანდიდატი: პატარაძესთან მექნება კარგი ურთიერთობა

„ხართ თუ არა ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების მომხრე?“ – ეს შეკითხვა საარჩევნო შტაბში შესვლისთანავე დამისვა თენგიზ თავდგირიძემ, „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა. იგი „საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების აჭარა-ლაზეთის სადროშოს დარბაზის“ ხელმძღვანელია და ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე. „პატრიოტთა ალიანსს“ მაშინ შეუერთდა, როცა ეს პოლიტიკური ძალა მეჩეთის აშენებაზე ბათუმში მოსახლეობის გამოკითხვას ატარებდა. მერად არჩევის შემთხვევაში, თურქეთის ყველა მოქალაქისთვის …

მშობელს არ აქვს სისუსტის უფლება

ავტორი: ნათია სირაბიძე  ღამის ოთხი საათი იყო. ლილეს ხველების ხმამ გამაღვიძა. ვერ ვსუნთქავო. ბრონქული სპაზმი ჰქონდა. მეგობარი ექიმი გავაღვიძე, დისტანციურად გაგვიწია კონსულტაცია. მითითებებისამებრ წამლები ვიყიდე, დავალევინე და დილამდე ეძინა. საავადმყოფოში წავედით ანალიზისთვის. ლილე სკამზე იჯდა, ექთანი სისხლს უღებდა ჯერ ვენიდან და მერე თითიდან. უცებ ფერი დაკარგა და თავი ჩაქინდრა. ექთანმა, სასწრაფოდ დივანზე დავაწვინოთო. ლილე თვალებს …

„ნეტავ ბიჭი ყოფილიყო“ – დისკრიმინაცია სქესის ნიშნით

ავტორი: მარიკა ფუტკარაძე, სტუდენტი  ბათუმის ერთ-ერთ გარეუბანში გავიზარდე, სადაც საღამოობით იშვიათად თუ დაინახავთ მოსეირნე წყვილებს ან გოგონებს. გასართობი ადგილი თითქმის არ გვაქვს, სამაგიეროდ რამდენიმე საფეხბურთო მოედანია, სადაც მხოლოდ ბიჭები თამაშობენ არა იმიტომ, რომ გოგონებს არ უნდათ თამაში, უბრალოდ ბიჭების აზრით, მოედანი მათ ეკუთვნით და ჩვენც არ ვიქმნით პრობლემებს. სკოლაც ამ უბანში დავამთავრე. სკოლიდან მხოლოდ ბულინგზე …

დასჯადი სექსი

ავტორი: გიორგი ხიმშიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი კომენტარი სტატიაზე: „ფულის შოვნის სქემა სექსის დაპირებით“ იურისტებს ყოველდღიურად გვიწევს იურიდიული კაზუისტიკის განხილვა, შეფასება, რაც ზოგჯერ იუმორისტულ მსჯელობამდეც კი მიდის. მიუხედავად ამისა, იურისტები ვალდებული ვართ, ლეგალური განმარტება მივცეთ ყველა იმ საზოგადოებრივ მოვლენას, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება. საქართველოში, სადაც ეკონომიკური აქტივობა მეტ-ნაკლებად შეიმჩნევა, განვითარებას იწყებს გართობისა და …

მარტო კლასში

15 წლის თეკლა ნემსიწვერიძე  ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის საჯარო სკოლის მეათე კლასის ერთადერთი მოსწავლეა. გოგონა, რომელიც მთებს შორის მოქცეულ სოფელში ცხოვრობს, „ბათუმელებს“ იმ ამბებზე, სირთულეებზე თუ უპირატესობებზე უყვება, რაც მთაში ცხოვრებას ახლავს თან. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის საჯარო სკოლის მეათე კლასში ვსწავლობ, 15 წლის ვარ. კლასში წელსაც მარტო ვარ, ისე როგორც გასული ცხრა სასწავლო წლის …

ეკონომიკის მინისტრი მეზღვაურებს: ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის მსუბუქი შრომა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 25 ივნისს, ბათუმში, მეზღვაურებს საერთაშორისო, პროფესიული დღე მიულოცა. „2010 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის დიპლომატიურმა კონფერენციამ გამოაცხადა მეზღვაურთა საერთაშორისო დღე – 25 ივნისი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან მილიონ ნახევარი მეზღვაური დღეს მსოფლიოში ახორციელებს თავის საქმიანობას და ეს ის ადამიანებია, რომლებიც გადაზიდავენ მსოფლიოში წარმოქმნილი ტვირთის 90 …

„ჩვენი ქალაქები არ არიან მზად ავტომანქანების გაზრდილი რაოდენობისთვის“

2016 წლის მონაცემებით, საქართველოში 1 126 470 ავტომანქანაა – ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც შს სამინისტრომ 20 აპრილს გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, 2016 წელს საქართველოში ავტომანქანების რაოდენობა 8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2014 წელთან შედარებით – 16,8 პროცენტით. ავტომანქანების რაოდენობის ზრდასთან ერთად ქვეყანაში იზრდება ავტოავარიების შემთხვევათა რაოდენობა და კიდევ უფრო გადატვირთული ხდება მოძრაობა ქალაქებში. უნდა გახდეს თუ არა …

საქართველოს კონსული ტრაპიზონში: საქართველოს მოქალაქე და პოლიციელი დაკავებულები არიან

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კოსნულის, ავთანდილ მიქაცაძის განცხადებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქე და თურქი პოლიციელი დაკავებული არიან. „ბათუმელები“ კონსულს ტელეფონით ესაუბრა. ბატონო ავთანდილ, კონკრეტულად რა ინფორმაციას ფლობთ სარფის საბაჟო გამშვებ პუნტქზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და თუ მოინახულეთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც როგორც ამბობენ, საავადმყოფოშია გადაყვანილი? ვიცე კონსული და კონსული ადგილზე არიან და არკვევენ …

შს მინისტრი: აჭარის პოლიციაში საკადრო ცვლილებების აუცილებლობა არ არსებობს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ აჭარის პოლიციაში საკადრო გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს. ამის შესახებ მინისტრმა „იმედთან” ჩართვისას განაცხადა. მინისტრი არ ადასტურებს ბათუმში გამართული აქციის მონაწილეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პოლიციელები ქსენოფობიური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ მოქალაქეების მიმართ: „ზედაპირულად ეს სიტუაცია უკვე გავიარე, მაგრამ დეტალურად გავერკვევი ყველა იმ ნიუანსში და პრეტენზიაში, …

„ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია, რადგან ბათუმი ასე ისტერიულად არ ავლენს თავს“

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი ამბობს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქცია პროვოკაციას ჰგავს: „ეს არის ტიპიური პროვოკაცია. შეიძლება იყო რამდენიმე გულწრფელი ადამიანი, რომელიც მართლა რაღაცის გამო იყო აღშფოთებული, მაგრამ რა სახეც მიიღო შემდეგ ამან, ეს არის ტიპიური პროვოკაცია. 90-იან წლებში მოხდა მსგავსი ფაქტი, როცა შს სამინისტრო დაარბიეს გოგებაშვილის ქუჩაზე, მაშინაც იყო იგივე მოტივები, კუთხურობაზე …

ფსიქოლოგი მაია ცირამუა: მინისტრის განცხადება დისკრიმინაციული და საფრთხის შემცველია

ფსიქოლოგ მაია ცირამუას შეფასებით, საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას გამონათქვამი – „მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვები“, დისკრიმინაციულია და გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. ფსიქოლოგის აზრით, როცა სკოლებში ბულინგის მაჩვენებელი ისედაც მაღალია, მინისტრი მსგავსი ტერმინებით არ უნდა საუბრობდეს. „ნამდვილად დისკრიმინაციულია მინისტრის გამონათქვამი და ძალიან მაღალი რისკია იმის, რომ თუნდაც ამ გამონათქვამმა გაზარდოს ბულინგის შემთხვევების რაოდენობა სკოლებში, რადგან ასეთი …

Exit mobile version