დაიწყება თუ არა აჭარაში სახელისუფლებო კრიზისი

 

უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნებამ“ დღეს აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყო. შეიქმნება თუ არა აჭარაში სახელისუფლებო კრიზისი და ვინ რა პოლიტიკურ დივიდენდებს ელოდება კრიზისისგან? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ იურისტმა გენო გელაძემ ისაუბრა. 

ღია წერილი ირაკლი ღარიბაშვილს

 

ბატონო ირაკლი,

გწერთ იმ იმედით, რომ ჩემი ძმის, გიგა ფარტენაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დღემდე ღიად დარჩენილ კითხვებზე პასუხს თქვენი ძალისხმევითა და ადამიანური თანაგრძნობით მივიღებთ. 

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="400" >

სადაზღვევო კომპანიის ეშმაკობები

 

(რაღაა იგი აბჯარი, თუკი თან ახლავს ხვრელია)

 

წინამდებარე წერილი საქართველოს შრომის, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ყოფილი მინისტრის თუ არა, მინიმუმ მისი მოადგილის  კორუფციულ სქემაში აშკარა ჩართულობამ დამაწერინა. 

პოლიტიკური სოციალიზაცია


<!** Image 1 align="left" width="300" height="303" >

პოლიტიკური ფასეულობანი საზოგადოებრივი აზრის  საფუძველია. ხალხი იძენს ამ ფასეულობებს პოლიტიკური სოციალიზაციის გზით. ეს არის რთული პროცესი, რომელის შედეგად პიროვნება იძენს ცოდნას პოლიტიკის შესახებ, სწავლობს პოლიტიკურ ფაქტებს და იქმნის პოლიტიკურ ფასეულობებს. ერთი წუთით დაფიქრდით  თქვენივე პოლიტიკური სოციალიზაციის პროცესზე. პირველად როდის დაფიქსირდა თვენს მეხსიერებაში პრეზიდენტი? პირველად როდის გაიგეთ პოლიტიკური პარტიების  შესახებ?

აჭარის უმაღლესი საბჭო დადგენილებას არ აქვეყნებს

 

აჭარის უმაღლესმა საბჭო გუშინ მიღებულ დადგენილებას,  აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის დამტკიცების შესახებ ამ დრომდე არ აქვეყნებს.  

გასაანალიზებელი არჩევანი

ცხოვრებაში მესამეჯერ მაქვს შანსი ჩემი რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ შევასრულო დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვანი „რიტუალი“.  წინა ორ შემთხვევაში მხოლოდ ოპოზიური კანდიდატების სასარგებლოდ ვაკეთებდი არჩევანს და მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებაზე უსაზღვროდ შეყვარებული დრომოჭმული მესიები ჩამოცილებულიყვნენ თბილ სკამს. თუმცა ამჯერად, გამომდინარე იმ ძირითადი სამი კანდიდატიდან, რომელთაგან ერთ-ერთი მალე ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი გახდება, იმაზე უფრო ხშირად ვფიქრობ, რატომ უნდა …

„მაინცადამაინც თბილისელები უნდა ჩამოვიდნენ, რომ ბილეთებს მიაწყდეთ?“

 

 

5 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით ბათუმში მუსიკალური ფესტივალი „ბათუმური შემოდგომა“ გაიმართება.  დღეს, 3 ოქტომბერს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში  გამართულ პრესკონფერენციაზე, იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც მსგავსი ტიპის ფესტივალების ჩატარებას ახლავს თან. 

„ზღვა ბათუმშიც მუდამ შავია? თუ ხანდახან ლურჯი, ცისფერი ან მოვარდისფრო?“

 

<!** Image 1 align="left" alt="ციალა ქათამიძე" sub="ციალა ქათამიძე" width="300" height="510" >


ის ერთ პატარა სახლში, ლამაზ ქუჩაზე, მოლივლივე ზღვის სანაპიროზე დაიბადა… მას დიდხანს ელოდნენ და… ისიც გაჩნდა… დიდი ზღვისფერი თვალებითა და  კულულა თმით… ბუნდოვნად ახსოვს ბავშვობა – ძმებთან ერთად ეზოში ფეხბურთის თამაში… ფიჭვნარში მოსეირნე დედ-მამა… საღამოს – ვახშამი ბებია-ბაბუასთან… პირველი ზღაპარი… პირველი წიგნი… მოგიზგიზე ბუხარი… ტალღებზე მოლივლივე თოლიები… ხმაურიანი ტალღები… ზღვა… ხან ლურჯი, ხან მოვარდისფრო, ხან ცისფერი… ხანაც, შავი ზღვა… სკოლა… პირველი ზარი… დედასთან განშორებით გამოწვეული პირველი ცრემლი… პირველი სიყვარული… ეს ყველაფერი მართალია, ძალიან ბუნდოვნადაა ჩარჩენილი მის მეხსიერებაში, მაგრამ ის გრძნობა, რაც მაშინ ჰქონდა, არასოდეს ტოვებს… ჰქონდა მთავარი – სულიერი სიმშვიდისა და სილაღის განცდა…

 

უცებ ყველაფერი ავტომატის და ქვემეხების ხმამ შთანთქა… მამა და ძმები სადღაც წავიდნენ… ირგვლივ ყველაფერს თითქოსდა შავი ფარდა გადაეფარა, ომის ფარდა… მას შემდეგ ზღვაც შავი ფერია… გამუდმებით…

 

როცა ძალიან უჭირს… ზღვის სანაპიროზე მიდის, გონებით ცდილობს დაუბრუნდეს იმ ვარდისფერ სამყაროს… მაგრამ არ გამოსდის… გაჰყურებს ზღვას… ის კი არც ვარდისფერია და არც ლურჯი… მას კვლავ შავი ფარდა გადაკვრია… შეჰყურებს ზღვისფერ სამყაროს, გაჰყურებს ტალღებს, ცას… მეორე ნაპირს… აინტერესებს: იქ, რა ფერია სამყარო… იქნებ იქ ზღვა ლურჯია… ან ცისფერი, ან სულაც მოვარდისფრო… ან იქნებ, იქაც შავია ზღვა… უნდა იცოდეს მაინც… თუმცა, ამაზე ფიქრიც კი აშინებს… არათუ, ამ ფიქრის ვინმესთვის გამხელა…

 

ეს ალისას ისტორიაა… თითქოსდა განსაკუთრებული არაფერია… უამრავი მსგავსი ისტორია გვაქვს მოსმენილი – ტელევიზიით, გაზეთით თუ პირად საუბრებში… იმ მომენტში გულდასმით ვუსმენთ, გვტკივა, განვიცდით, მაგრამ მალევე გვავიწყდება… მე კი ალისა და მისი ემოცია დღემდე ვერ დავივიწყე… ვერ დავივიწყე პატარა, მეოცნებე გოგონა… ლამაზ სამყაროზე მეოცნებე…

 

წლების წინ, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში მომეცა საშუალება, ვყოფილიყავი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე… ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები ერთობლივად ვსწავლობდით მოლდოვაში არსებულ ტერიტორიულ კონფლიქტს… მის გამომწვევ მიზეზებს და ერთად ვეძებდით გამოსავლის გზებს… ამ პროექტის ქვეტექსტი ალბათ, ყველასთვის ნათელია… აღარ ჩავუღრმავდები… უბრალოდ, ის მინდოდა მეთქვა, რომ ალისა იქ გავიცანი და პირველი კითხვა, რაც მან დამისვა იყო: „ზღვა ბათუმშიც მუდამ შავია? თუ ხანდახან ლურჯი, ცისფერი ან მოვარდისფრო?“. როცა ჩემს გაოცებულ სახეს შეხედა, მითხრა: ვხუმრობო. ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში არაერთხელ გამჩენია კითხვა: რას გულისხმობდა ალისა ზღვის ფერში?… მხოლოდ დამშვიდობების დღეს გავბედე მეკითხა… დღემდე ამაყი ვარ იმით, რომ ალისამ გამანდო მისი ოცნებები, გრძნობები, ინტერესი…

 

ის სოხუმის მახლობლად ერთ პატარა სახლში, ლამაზ ქუჩაზე, მოლივლივე ზღვის სანაპიროზე ცხოვრობს… და ზუსტად ისევე სტკივა, ისევე უხარია, ოცნებობს თუ დარდობს, როგორც მე… მე, რომელიც ბათუმში, ერთ პატარა სახლში, ლამაზ ქუჩაზე, მოლივლივე ზღვის სანაპიროზე ვცხოვრობ…

 

ომის, ქაღალდების, საქმეების, მოლაპარაკებების, კონფლიქტების, ბიუჯეტის, სტრატეგიების, კანონების, სხვა სიტყვებისა თუ ცნებების ქვეშ არის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი რამ, ეს – ადამიანები, ადამიანური ისტორიები,  გრძნობები, ემოციები, მიზნები და ოცნებებია. საუკეთესო საშუალება კომუნიკაციის, სიძლიერის, ერთობის, განვითარების, წარმატების…

 

მას შემდეგ ვაკვირდები ტალღებს ინტერესით… წელიწადის ყოველ დროს… თითქოსდა ვამოწმებ, მეშინია რამე არ გამომეპაროს… ვაითუ ვერ დავიჭირო ფერთა გრადაცია… (ან – ვაითუ გამომრჩეს (ან/და ვაითუ დავკარგო) ფერთა გრადაცია… პოეტურად ჟღერს) არადა, ალისა ელოდება პასუხს კითხვაზე: „ზღვა ბათუმშიც მუდამ შავია? თუ ხანდახან ლურჯი, ცისფერი ან  მოვარდისფრო?“

 

2013 წელი, 27 სექტემბერი

მარგინალობა


მარგინალები – ადამიანთა ერთობა, ამ თუ იმ სოციალური ჯგუფის ან ქვეჯგუფის წარმომადგენლები, რომელთა ცნობიერება, მოქმედება და სტატუსი ზღვარზე, შუალედურ მდგომარეობაში იმყოფება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ მარგინალებმა არ იციან, როგორ მოხდეს მათი ადაპტირება რომელიმე სოციალურ ჯგუფთან ან კულტურასთან. ჩვეულებრივ მარგინალები ის ადამიანები არიან, რომლებიც მოწყვეტილი აღმოჩნდნენ წარსული სოციალურ-კულტურული სისტემიდან და ვერ შეძლეს ახალში – არსებულში ჩართვა, ამიტომაც მათი სტატუსი შუალედურ, გარდამავალ ხასიათს ატარებს და ერთგვაროვან თვითიდენტიფიკაციას არ ექვამდებარებიან (უცხო სიტყვათა ლექსიკონი).


<!** Image 1 align="left" alt="დიანა დუმბაძე" sub="დიანა დუმბაძე" width="300" height="637" >

 

მარგინალი – ტერმინი პირველად გამოიყენა რ. პარკმა 1982 წელს „კულტურული ჰიბრიდის“ აღსანიშნავად, რომელიც ორ განსხავევბული ჯგუფის ცხოვრების წესსა და ტრადიციებს მისდევს. სტიგმა შეიძლება იყოს ფიზიკური, სოციალური ან რასობრივი და ა.შ. სტიგმა და მარგინალობის პრობლემა დაკავშირებულია იდენტობასთან.
იდენტობა, პასუხობს კითხვას თუ ვინა ვარ მე და გვაძლევს კონკრეტულ ადგილს კონკრეტულ სოციალურ გარემოში.  თავის მხრივ საზოგადოება რთული ფენომენია, ამიტომაც პრობლემატურია თვითდამკვიდრება და ინტეგრაცია.
ხშირია საზოგადოების მიღმა აღმოჩენა რელიგიური, ეთნიკური თუ სოციალური სტატუსის გამო. ამის თანმდევია გარკვეული იარლიყის მიწებება – მაგალითად, „ზანგი“, „იაღოველი“, „მათხოვარი“ და ა.შ.

 

ბოლო პერიოდის მოვლენების ანალიზი აჩვენებს, რომ მოკლე ინტერვალში, ადგილობრივ დონეზე, რელიგიური კონფლიქტის არა ერთი კერა გაჩნდა და დომინანტი რელიგიური ჯგუფის მხრიდან რელიგიური უმცირესობის, განსაკუთრებით აჭარელი მუსლიმების შევიწროების შემთხვევებმა (სოფელი ნიგვზიანი, წინწყარო, ციხისძირის ინციდენტი) იმატა. ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის პირველი დაპირისპირება 24 მაისს მოხდა, როცა სალოცავად შეკრებილ მუსლიმურ თემს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რიტუალისთვის აუცილებელი ნივთები შენობიდან თვითნებურად გაიტანეს და აიძულეს დაეტოვებინათ  სამლოცველო. ქცევის ნორმების მიხედვით, საზოგადოება ვალდებულია  არ გამოჰყოს ადამიანები მათი აღმსარებლობის, სქესისაა და რასობრივი ნიშნის მიხედვით. მეტიც, ეს კონსტიტუციითაც გარანტირებულია.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის, მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
ხოლო, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.

 

ამ გარემოებიდან გამომდინარე ჩნდება საფრთხე, რომელიც რელიგიური ჯგუფის, როგორც მარგინალის რაობაში მდგომარეობს.
როგორც წესი, უმრავლესობისთვის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამაღიზიანებელია განსხვავებული რეელიგისა და ეთნიკურობის მქონე ადამიანი. უმარავლესობა მათ თავიანთი კულტრურისათვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს.

 

ყოველი ინდივიდი ესწრაფვის თავისნაირს, იქმნება ადამიანთა გაერთიანებები საერთო ნიშნით, რამაც საზოგადოების დიფერენციაცია გამოიწვია. საზოგადოება რთული ფენომენია და მასთან დაკავშირებული თითოეული მოვლენა  პრობლემატურია. ძნელია იქონიო პროგნოზი მოსალოდნელ საფრთხეებზე.

სტიგმატიზაცია ყველა დროში ნებისმიერი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი, სტერეოტიპებიდან შექმნილი ხელოვნური იარლიყია. სტიგმა მრავალგანზომილებიანი ცნებაა – შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, იურიდიული, სოციალური.

ადვილად შეგვიძლია განვსაჯოთ და გავრიყოთ სხვა იმიტომ, რომ ის ჩვენ არ გვგავს, ან მისი რატომღაც გვეშინია, ან მას არ ვთვლით საზოგადოების ღირსეულ წევრად. სტიგმა შეიძლება განისაზღვროს, როგორც სოციალური დამღა, დადაღვა, რომელსაც პიროვნებას საზოგადოება ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად ადებს; ასეთ ადამიანებს  მით უფრო უგულებელყოფენ, რაც უფრო განსხვავდება მათი ყოფაქცევა ე.წ. „ნორმისაგან“.          

 

უძლურების, მოცემულ სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის განცდა ამ ეპოქაში პრობლემატურია არაა, თუმცა არსებობს იმის საფრთხეც, რომ საზოგადოებაში  დამკვიდრდდეს ახლებური სტიგმები თუ გაჩნდეს მარგინალი ჯგუფები.                                                                                                   

ღია წერილი საქართველოს განათლების სამინისტროს

 

ფიზიკის  სწავლების და  სამეცნიერო კვლევის კონცეპცია სწავლების სამივე საფეხურზე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

როცა ბორდელების გარემოცვაში ცხოვრობ

<!** Image 1 align="left" alt="ზურა თავბერიძე" sub="ზურა თავბერიძე" width="300" height="656" >

ბათუმში, ლუკა ასათიანისა და კიროვაკანის ქუჩების კვეთაში სასტუმრო „მირორი“, დაახლოებით ორი წლის წინ ეგრეთწოდებულ „ბორდელად“ იქცა. ამ დაწესებულებაში საღამოს 8 საათიდან ყველაფერი ის იწყება, რაც, ზოგადად, ამ ტიპის დაწესებულებებს ახასიათებს. დილის ხუთ საათამდე ისმის ხმამაღალი მუსიკა… დისკო-მომსახურებით აკლებულია ყველაფერი. ნუ ეგრეთ წოდებული ღამის კლუბი, სასტუმრო და რესტორანი მხოლოდ და მხოლოდ პროსტიტუციას ემსახურება.

ჩვენი მოგზაურობა საქართველოში


ჩემი სახელია კარინ ლინგლი, ვარ 53 წლის და ვმუშაობ მასწავლებლად ავსტრიაში, ვენის ერთ-ერთ დიდ გიმნაზიაში. ვენის უნივერსიტეტში ვსწავლობდი მათემატიკასა და ისტორიას, ხოლო მის დამთავრების შემდეგ, 1985 წლიდან, დავიწყე პროფესიული საქმიანობა. მე იმაზეც ვზრუნავ, რომ მოსწავლეებმა შეიძინონ კომუნიკაციის, სოციალური, რიტორიკის, პრეზენტაციების ჩატარების, პროექტების მართვისა და შემეცნებითი სამუშაოს უნარები. 14-18 წლის ასაკის ბავშვებისთვის მე „მწვრთნელის“ როლსაც ვასრულებ, ვინაიდან ვცდილობ მათი პრობლემები სწავლასთან დაკავშირებით თუ, ზოგადად, კლასშივე მოვაგვარო.      


<!** Image 1 align="left" alt="კარენ ლინგი თბილისში" sub="კარენ ლინგი თბილისში" width="350" height="540" >

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას „უზნეო“ უწოდეს

 

 

<!** Image 1 align="" width="360" height="360" >

 

ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ქალაქში მშენებლობების გაზრდაზე საუბრობდა და მას „უზნეობა“ უწოდა. გიორგი კირთაძის განცხადებით, ყველა მშენებლობა, რომელიც დღეს ბათუმში მიმდინარეობს, წინა ხელისუფლების დროსაა დაწყებული.

 

„საკრებულოს თავმჯდომარე გამოვიდა და გვიყვებოდა, თუ როგორ გაზარდეს ამ ხნის განმავლობაში ქალაქში სასტუმროების მშენებლობა. დღესდღეობით მხოლოდ ორი ახალი სასტუმრო შენდება და ორივე სასტუმროს მშენებლობაზე ჩვენი ხელისუფლების დროს დაიწყო მოლაპარაკებები. მაჩვენონ ერთი პროექტი მაინც, რომელშიც თვითონ იყო ჩართული და გადაწყვიტა რომელიმე ინვესტიციის საკითხი. მიწის ნაკვეთებსაც კი ვერ ჰყიდის და რომელ მშენებელობების გაზრდაზეა საუბარი. მე ამას უზნეობას ვუწოდებ და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას“-განაცხადა გიორგი კირთაძემ.

 

გიორგი კირთაძე საკრებულოს „კონსერვატიული პარტიის“ წევრის, მამული ჟღენტის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც განცხადება ბათუმის საზღვრების გაფართოებაზე გააკეთა. „უნდა ჩაეხედა იმ საკმაოდ სქელტანიან დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც მოხდა ბათუმის გაფართოება. ბათუმი მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად გაფართოვდა“- აცხადებს კირთაძე.

ნობელის კომიტეტს


ჩემთვის და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლის სახელითაც ახლა მოგმართავთ, კარგად არის ცნობილი საკონკურსო ნაწარმოების წარდგენის წესი, მაგრამ რადგანაც რობერტ ნადირაძის წინააღმდეგ წარმოებდა და წარმოებს ფარული ომი, ჩვეული წესით, მისი ნაწარმოებების წარდგენა ვერ მოხერხდა.


კომუნისტურ პერიოდში მისი არც ერთი ნაწარმოები არ გამოქვეყნებულა. 1980-იან წლებში მის მიერ დასავლეთში გაგზავნილი მოთხრობამ – „სუპერტრაფარეტი“, ადრესატამდე ვერ მიაღწია. 1991 წელს, გამომცემლობა „აჭარამ“ გამოსცა მისი ლექსების პატარა კრებული, რომლის გამოსაცემი თანხა უბნელებმა გაიღეს.


პირველად ოფიციოზმა მოთხრობა „სუპერტრაფარეტი“ დაბეჭდა 1998 წელს. ამ მოთხრობის საფუძველზე შექმნა მწერალმა ე.წ. ტრაფარეტული სტილი, რომელსაც მეორენაირად „ბათუმური აზროვნების სტილი“ უწოდა.


მის შესახებ მოკლე ცნობების შეკრება შეგიძლიათ პარიზში გამომავალ ჟურნალში „გუშაგი“ (1989 წელი #18) და იმავე წლის რადიო „თავისუფლების“ გადაცემებში.


ქ. ბათუმი, 2005 წელი

ისლამური ფუნდამენტალიზმი თანამედროვე თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში

 

 

ბოლო დროს თურქეთში გამართული მასობრივი აქციები მიმართული თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ არის იმ მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვის რგოლი, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა ამოქმედებულიყო.

მე უკუმიგრირებული ეკომიგრანტი ვარ


15 წლის წინ, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, წალკაში ჩაგვასახლეს. მერე, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, უფრო მეტი ოჯახი ჩამოვიდა წალკაში. 15 წელი გვეუბნებოდნენ მე და ჩემს ოჯახს, რომ სახელმწიფო მოგვცემდა მიწას წალკაში და გამოისყიდდა სახლს, სადაც ვცხოვრობდით.


<!** Image 1 align="left" alt="თემურ გელაძე" sub="თემურ გელაძე" width="300" height="512" >

შეგახსენებთ, რომ…


იცოდით თუ არა, რომ… აჭარის უმაღლესი საბჭოს ის დარბაზი, სადაც სესიები იმართება, დეპუტატები მსჯელობენ, კამათობენ, კანონებს იღებენ, მინისტრების ანგარიშებს ისმენენ, წმინდა ტბელ აბუსელიძის სახელობის ყოფილა. დარბაზი ნაკურთხი რომ იყო ვიცოდი, მაგრამ წმინდანის სახელობის თუ იყო – არ ვიცოდი.


<!** Image 1 align="left" alt="ნათია როყვა" sub="ნათია როყვა" width="300" height="638" >

მე ათეისტი ვარ


ეს ახლა არ გადამიწყვეტია, როცა ქუჩაში გამოსული „ტაბურეტკებიანი“ და მოძალადე მღვდლები დავინახე. დიდი ხანია ასეა, მაგრამ ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და არც მიცდია მისი გასაჯაროვება. ახლა გამიჩნდა სურვილი გამოხატვის. კი, პროტესტმა განაპირობა ეს, რადგან იქ, სადაც ადამიანებს სცემენ გამოხატვის თავისუფლების გამო, შეუძლებელია იგემო თავისუფლება. 


<!** Image 1 align="left" alt="ჯაბა ანანიძე " sub="ჯაბა ანანიძე " width="300" height="498" >

ეს ნამდვილი ხათაბალაა

 

დღე იწყება. აბიტურიენტი ვარ. ყოველი დღე  წინა დღისაგან არ განსხვავდება: სკოლა, მასწავლებლები, მეცადინეობები და ბოლო გაჩერება სახლი, შემდეგ ძილი. მეთორმეტე კლასი  – როდესაც დგება მომავალ პროფესიაზე ფიქრის დრო, ყველაზე დიდი თავსატეხი ჩემთვის და, ზოგადად, აბიტურიენტებისათვის. და აქ იწყება სრული ქაოსი. ყველა თავისი აზრის მოხვევას იწყებს. 

 

მე ვეძებ პროფესიას

 

„როცა დიდი გავიზრდები, უნდა გამოვიდე…“ – ყველასთვის ნაცნობი ფრაზაა, სხვადასხვა გაგრძელებით – ექიმი, მომღერალი, მასწავლებელი, პოლიციელი და ა.შ. მართლაც და რა მარტივი იყო, გეპასუხა ცნობისმოყვარე უფროსებისთვის, თუ ვინ გინდოდა გამხდარიყავი, რა პროფესიას ირჩევდი. ყველაზე კარგი ალბათ უფრო ის იყო, რომ ნებისმიერ წამს შეგეძლო შენს წარმოსახვაში ქცეულიყავი ახალი პროფესიის სამაგალითო და დამსახურებულ პერსონაჟად! 


<!** Image 1 align="left" alt="ირმა დიმიტრაძე" sub="ირმა დიმიტრაძე" width="300" height="2848" >

რატომ გადავდექი უნივერსიტეტის ცესკოს თავმჯდომარეობიდან


2013 წლის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში (ბსუ) გახლდით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, 22 თებერვლიდან 20 მარტამდე. ყველას აინტერესებს, თუ რატომ გადავდექი.


საფრთხის ველი

სამართლიანობის აღდგენის საკითხი… საკითხი, რომლის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია. მას პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები ხშირად იყენებენ თავიანთ გამოსვლებში. საინფორმაციო ველი დატვირთულია სამართლიანობის აღდგენის თემასთან დაკავშირებული ცნობებითა და სიუჟეტებით. სოციალური შეკვეთა აშკარაა – დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. 


<!** Image 1 align="left" alt="კახა მიქელაძე" sub="კახა მიქელაძე" width="300" height="512" >

რა დგას წინასწარ დაანონსებული მერის ცვლილების უკან

 

31 იანვარს ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილების ისტორიულ სხდომას დავესწარი. ბათუმის საკრებულოს სადავეები ახალმა პოლიტიკურმა ძალამ გადაიბარა. რამდენად მოერგებოდა საკრებულოში არსებულ ვითარებას ცნობილი ფრაზა – „ცვლილებები ყოველთვის უკეთესობისკენაა“ – ძნელი შესაფასებელია, რადგან იგი უფრო მეტად დრომ უნდა გამოსცადოს. სანამ დაველოდებოდი შედეგს, მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ. 


<!** Image 1 align="" alt="ნინო გაბუნია" sub="ნინო გაბუნია" width="300" height="512" >

ბაზარი და მომხმარებელი


სასოფლო სამეურნეო პროდუქტებს მოსახლეობა ძირითადად ბაზარზე ყიდულობს. ქალაქში ყველა ოჯახი დამოკიდებულია ბაზარზე, თუმცა დღევანდელი ბაზარი ვერ პასუხობს თანამედროვე  მოთხოვნებს, ხშირ შემთხვევაში ბაზრის მომსახურებით უკმაყოფილოა მომხმარებელი.  მართალია, აშენდა ახალი ბაზარი, მაგრამ სოფლიდან ჩამოსული გლეხები ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რკინიგზის ლიანდაგის გასწვრივ, ღია ცის ქვეშ, მტვერსა და ტალახში სხედან და ყიდიან თავიანთ პროდუქციას. 


<!** Image 1 align="left" alt="ომარ შამილიშვილი" sub="ომარ შამილიშვილი" width="300" height="512" >

ზნეობრივი დეფიციტი


გასული კვირის განმავლობაში ერთი მეორის მიყოლებით განვითარებული ძალიან ბევრი საინტერესო მოვლენის მოწმენი გავხდით. აღარ შევჩერდები წმინდა პოლიტიკური შინაარსის მქონე ხელოვნური კოჰაბიტაციის პრობლემებით აღსავსე პროცესზე და თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ჩვენს რეგიონში მომხდარ ფაქტებზე, რომლებიც თანაბრად მოიცავს, როგორც სოციალურ, ასევე პოლიტიკურ შტრიხებს. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში 1 წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალებამ მთელი ქვეყანა შეძრა, თუ არ შეძრა, იქნებ დააფიქრა მაინც. ეს შიმშილით სიკვდილის პირველი გახმაურებული შემთხვევაა. 


<!** Image 1 align="left" alt="კახა მიქელაძე" sub="კახა მიქელაძე" width="300" height="512" >

კონტრაცეფტივი ჩქარა!

<!** Image 1 align="left" alt="გიორგი ჩიტიძე" sub="გიორგი ჩიტიძე" width="300" height="768" >


კონტრაცეფცია სამედიცინო ლიტერატურაში განიმარტება როგორც საშუალება, რითაც თავიდან უნდა იქნეს აცილებული არასურველი ორსულობა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. თავად კონტრაცეფტივი კი ამ ყველაფრის რეალიზებაში გვეხმარება. სუფიქსი „კონტრა“ ლათინური წარმოშობისაა და ნიშნავს წინააღმდეგ, საპირისპიროდ. ვფიქრობ, უახლესი მოვლენების ფონზე, ამ ტერმინმა უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა და ყველანი დაგვაფიქრა ისედაც კონტრაცეფტივების არამოყვარულ ერს, ამ უებარი საშუალების სხვა მიზნებისთვის გამოყენების აუცილებლობაზეც. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

ინტელიგენციას სუნი არა აქვს?!

 

 

ინტელიგენცია – (ლათ. ინტელლიგენს – მოაზროვნე, რაციონალური, შემეცნებითი) საზოგადოების სოციალური ფენა ან ჯგუფი, რომელიც გონებრივი შრომით არის დაკავებული. დამკვიდრებული მოსაზრებით, ეს ტერმინი პირველად მწერალმა პეტრე ბაბორიკინმა გამოიყენა და რუსულიდან იგი სხვა ენებშიც გავრცელდა.  ამ სტატიის მიზანი არ არის აღნიშნული ტერმინის ეტიმოლოგიური წარმოშობის, მისი ენობრივი იმპლემენტაციისა და გამოყენების გამოკვლევა-ანალიზი. ეს ტერმინი იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მას უკავშირდება კიდევ ერთი ცნობილი სიტყვათკავშირი – წითელი ინტელიგენცია.

 

 

<!** Image 1 align="left" alt="გიორგი ჩიტიძე" sub="გიორგი ჩიტიძე" width="300" height="768" >

ექიმი „ალდაგისა“ და ჯანმრთელობით მანიპულირების შესახებ

 

 ძალიან ბევრი კლინიკა, სადაც მკურნალობდა აჭარის მოსახლეობა, ბოლო დროს დაზღვევით მოსარგებლე პაციენტების გარეშე დარჩა. მიზეზი არ გახლავთ მათი მომსახურების დონის შესუსტება ან სხვა მსგავსი რამ. სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ გადაწყვიტა მთლიანად უარი ეთქვა სხვა სამედიცინო დაწესებულებების მომსახურებაზე. ის თავის კერძო კლინიკებში იღებს პაციენტებს. 


<!** Image 1 align="left" alt="კახა შარაშიძე" sub="კახა შარაშიძე" width="300" height="751" >

# 39-ით ხელვაჩაურიდან ბათუმამდე


ვიცი, სათაურზე გეცინებათ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სულაც არ არის სასაცილო.  თქვენ იმგზავრეთ ყოველდღე #39-ით ხელვაჩაურიდან ბათუმამდე და ვნახავ, როგორ გაგეცინებათ. 

 

იმ შემთხვევაში, თუ სამსახურში ათი საათისთვის ხარ მისასვლელი, მინიმუმ ცხრა საათსა და ათ წუთზე მოსაცდელთან უნდა იდგე, ყოველი შემთხვევისთვის, თავი რომ დაიზღვიო, რადგან შეიძლება სამარშრუტო ტაქსმა დაიგვიანოს. ან მალევე ჩამოიაროს, მაგრამ მასში შეღწევა იყოს რთული ამოცანა, ან  კართან მდგომი შეგეცოდოს და აღარ უთხრა კიდევ ცოტა მიიწიეო, ან კიდევ საკუთარი თავი ამ ჭყლეტაში მოსახვედრად. 

 

მეორე სამარშრუტო ტაქსზე დალოდებაც არ არის ხშირად გამოსავალი, ის ან იგივე, ან ოდნავ მსუბუქ მდგომარეობაში ჩამოივლის, ანუ შედარებით მსუბუქ ჭყლეტაში შეიძლება  მოხვდე, რაც იმას ნიშნავს, რომ  მძღოლის კარზე ოდნავ ჩამოწეული ფანჯრიდან სუფთა ჰაერის პერიოდულად ჩასუნთქვას შეძლებ.  

 

რეკომენდაცია მათთვის, ვინც #39 სამარშრუტო ტაქსით არც თუ ისე ხშირად მგზავრობს: თუ ჭყლეტისას კართან ახლოს დგახართ და ახლად ამოსული მგზავრი ჩაწევას გთხოვთ, პოზიცია არ დათმოთ. თუ ჩაიწევით, ის აუცილებლად დაიკავებს თქვენს ადგილს და თქვენ მგზავრობა უკვე ცალ ფეხზე დამდგარს მოგიწევთ.

 

არის შემთხვევა, როცა სამარშრუტო ტაქსი მალე ჩამოივლის და იქ ადგილი შენთვისაც იქნება, მაგრამ სამწუხაროდ ის ის შემთხვევაა, როცა სამსახურში აუცილებლად დაიგვიანებ, რადგან ამ დროს მანქანა  არ მიდის, მიღოღავს და ყოველ გზაგასაყარზე ორი წუთით  ჩერდება იმ იმედით, რომ რომელიმე მხრიდან მგზავრი გამოჩნდება. 

 

არ გირჩევთ  მძღოლისათვის იმის თქმას, რომ გეჩქარებათ, ის აუცილებლად გიპასუხებთ: „ჩამოდი და ტაქსით წადი, მე აქ ვმუშაობ, კი არ ვთამაშობ“ – ამ დროს გახსოვდეთ, რომ ის ყოველთვის მართალია და თქვენ ვერაფერს გახდებით, უბრალოდ აზრი არ აქვს კამათს, მინიმუმ ბოლოს თქვენ გაჩუმდებით, მაქსიმუმ შეიძლება გაცილებით უფრო შეურაცხყოფილი დარჩეთ.

 

თუ სახლიდან წამოსვლისას  არსებობს შანსი, ხანდახან მაინც გაგიმართლოთ და სამარშრუტო ტაქსში დასაჯდომი ადგილი შეგხვდეთ, უკან დაბრუნებისას ეს  გამორიცხულია, რადგან #39 სადგომიდან სამარშრუტო ტაქსი მანამდე არ დაიძვრება, ვიდრე ადგილზევე არ გადაივსება მგზავრებით. თუ გაჩერებაზევე დაიკავებთ ადგილს, შეძლებთ შედარებით უკეთესად იმგზავროთ, მაგრამ  არ დაუჯეროთ მძღოლს, რომ მანქანა ადგილიდან თქვენი  ჩასხდომიდან ათ წუთში დაიძვრება. მოთმინებით დაელოდეთ მის ბოლომდე შევსებას.

 

თუმცა თქვენ რას გერჩით, ახლა, როცა ჩემი ყოველდღიური მგზავრობის, ანუ „ტანჯვის“ შესახებ ვწერ, ყველაზე მეტად ის მინდა, ამის შესახებ ხელვაჩაურის ახალმა გამგებელმა ლევან ლორთქიფანიძემ წაიკითხოს. თუ ის რაიმე ტიპის რეგულაციას მოიფიქრებს, პრობლემის გადაჭრის, ან შეამსუბუქებს მაინც, ჩემთვის ყველაზე მაგარი გამგებელი იქნება მთელ მსოფლიოში და მომავალ ყველა არჩევნებზე, ნებისმიერ  თანამდებობაზე კენჭისყრისას მე მისი მხარდამჭერი ვიქნები. 


<!** Image 1 align="left" alt="ცაგო კახაბერიძე" sub="ცაგო კახაბერიძე" width="300" height="436" >

ქალის ფასი


<!** Image 1 align="middle" width="600" height="450" >


როგორია ქალის ფასი ჩვენს საზოგადოებაში?  როგორც კი ერთი ჯგუფისთვის მიღებული ხდები, მაშინვე ზურგს გაქცევს მეორე ჯგუფი. და თუ რეპროდუქციის ფუნქცია არ შეგისრულებია, მაშინ ხომ საერთოდ იკარგები როგორც პიროვნება, ადამიანი. თუ ერთი ჯგუფი აღარ გიღებს, მეორე ბოლომდეგხარჯავს“, მესამე კი მხოლოდ გაიმედებს 

ვუჩივლო თუ არ ვუჩივლო?


ეს კითხვა საიას ყოფილ თავმჯდომარეს პარმენ ჯალაღონიას გასულ კვირას მას შემდეგ დავუსვი, რაც „არაი თუმოროუსთან“  (ტექნიკის მაღაზიების ქსელი) დავის შესახებ მოვუყევი.  „უჩივლე“ – იყო პარმენის პასუხი,  „ისინი  ხშირად არღვევენ მომხმარებლის უფლებებს, სასამართლომდე კი დავა იშვიათად მიდის, საჭიროა შეიქმნას პრეცედენტი“.  პრეცედენტის არარსებობაზე კი იურისტები საუბრობენ.



<!** Image 1 align="middle" alt="ცაგო კახაბერიძე" sub="ცაგო კახაბერიძე" width="350 " height="436" >

ბოლშევიზმის ბაცილა ჩვენში


 

ძალიან ძნელია მრავალწლიანი, იძულებითი განშორების შემდეგ საკუთარ ხალხს, თანამოქალაქეებს აუღელვებლად და ემოციის გარეშე ესაუბრო. სირთულეს ისიც წარმოადგენს, რომ სათქმელი ბევრია, არ იცი საიდან დაიწყო, სულმოუთმენლობით ხელფეხშეკრულს ყველაფრის ერთბაშად გაზიარება და განხორციელება გწადია. საწერი კალმის მომარჯვებისთანავე, აზრები იფანტებიან და მთავარი, რაც რჩება მეხსიერებას – ეს ბოლო წლების ავბედითობის საერთო განცდაა. 



<!** Image 1 align="left" alt="კახა მიქელაძე" sub="კახა მიქელაძე" width="400" height="512" >

საკადრო პოლიტიკა „ერთი ფუთი მარილით“


არ მეგონა, იმ დღეს „დიალოგში“ თუ გვესტუმრებოდა მურმან დუმბაძე. მას აქეთ, რაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა და „ნაცნობები“ დააწინაურა, – არ მცალიაო – გვეუბნებოდა. იმ დღეს მოვიდა და „ნაცნობებზე“ გვესაუბრა. ვფიქრობ, სწორედ „ნაცნობებზე“ სასაუბროდ მოვიდა და იმის საჩვენებლად, რომ აჭარაში პოლიტიკური ამინდი მხოლოდ თვითონ უნდა შექმნას და მისმა „ნაცნობებმა“, ანუ, ვისაც მურმან დუმბაძესთან „ერთი ფუთი მარილი აქვს ნაჭამი“.



<!** Image 1 align="left" alt="ჯაბა ანანიძე" sub="ჯაბა ანანიძე" width="400" height="540" >

დემოკრატიის, ანუ ხალხის მმართველობის განვითარება

თამთა დანელია  

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი IVკურსის სტუდენტი

 

სიტყვა „დემოკრატია“ მომდინარეობს ბერძნულიდან. „დემოს“ ნიშნავს „ხალხს“, ხოლო „კრატოს“ „მმართველობას“. დემოკრატიის შესახებ ბევრი დაწერილა და ალბათ მომავალშიც დაიწერება. იგი როგორც ძველი ბერძენი სწავლულების, ისე თანამედროვე პოლიტიკური თეორიტიკოსების განხილვის და კვლევის საგანია. და მაინც, ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დემოკრატიის თემა არა თუ არ ამოწურულა, არამედ შეიძლება ითქვას, რომ ის დღეს ისეთი აქტუალურია, როგორც არც არასოდეს ყოფილა.

 

                     

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ დემოკრატიის გაგება ყოველთვის ერთნაირი, სწორხაზოვანი არ ყოფილა. ისტორიის სვლასთან ერთად დემოკრატიისადმი დამოკიდებულებაც შეიცვალა. ძველი ბერძნებისათვის იგი მმართველობის მანკიერ ფორმასთან ასოცირდებოდა და ერთგვარად გაიგივებული იყო „ბრბოს მმართველობასთან“.      

 

              

არისტოტელე მაგალითად აღნიშნავდა, რომ საუკეთესოა მმართველობის ისეთი ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მთელი საზოგადოების კეთილდღეობას. ასეთად მას მიაჩნდა პოლიარქია, ხოლო დემოკრატია მისი აზრით ითვალისწინებს არა მთელი საზოგადოების, არამედ მხოლოდ ღარიბების ინტერესებს. ამდენად, ის მმართველობის არასწორ ფორმას წარმოადგენს. დემოკრატიას მმართველობის არასწორ ფორმად დღესაც განიხილავენ მისი კრიტიკოსები. უინსტონ ჩერჩილმა ერთხელ ხუმრობით თქვა, რომ დემოკრატია არის მმართველობის ყველაზე უარესი ფორმა თუ არ ჩავთვლით მმართველობის ყველა სხვა ცნობილ ფორმებს. უნდა აღინიშნოს, რომ მმართველობის სამი ძირითადი ფორმიდან: ავტორიტარიზმი, ტოტალიტარიზმი და დემოკრატია ისტორიულად ყველაზე მეტად ავტორიტარული მმართველობა იყო გავრცელებული. XX საუკუნის 90-იანი წლებისთვის მსოფლიოში სახელმწიფოთა აბსოლიტურ უმრავლესობაში ავტორიტარული რეჟიმი იყო გავრცელებული. ლათინური ამერიკის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 1980-იან წლებში ავტორიტარიზმი იყო მმართველობის ჩვეულებრივი ფორმა, დემოკრატია კი ჯერ კიდევ „გამონაკლის მოვლენას“ წარმოადგენდა.     

                                 

თუ XX საუკუნე შეიძლება ერთგვარად დახასიათდეს როგორც ავტორიტარიზმის ხანა, იგივეს ვერ ვიტყვით XXI საუკუნეზე. დღეს სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთ მთავარ საზომს წარმოადგენს ის, თუ რამდენად დემოკრატიულია ის, რამდენად დაცულია მასში ადამიანის როგორც მოქალაქის ძირითადი უფლებები. ავტორიტარული სახელმწიფოს იმიჯი დღეს არ არის სასარგებლო საერთაშორისო ასპარეზზე. ასეთი სახელმწიფო განიხილება როგორც არასანდო პარტნიორი. ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა ნატო და ევროკავშირი პირდაპირ მოითხოვენ დემოკრატიული ფასეულობების დაცვას სახელმწიფოებისაგან. აუცილებელია, რომ სახელმწიფოები აკმაყოფილებდნენ მთელ რიგ კრიტერიუმებს, რათა გახდნენ მათი სრულფასოვანი წევრები.

 

 

ევროკავშირის რეგულაციების შესრულება სავალდებულოა არა მარტო წევრი სახელმწიფოებისათვის, არამედ იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ.

 

 

„ცივი ომის“ პერიოდში არსებული დაპირისპირება საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის არსებითად შეიძლება შევაფასოთ როგორც დაპირისპირება ტოტალიტარიზმსა და დემოკრატიას შორის. იგი აშშ-ს ერთპიროვუნლი გამარჯვებით დასრულდა. სწორედ ამან უბიძგა ფრენსის ფუკუიამას თავის „ისტორიის დასასრულში“ იმის თქმისკენ, რომ დემოკრატიას ალტერნატივა არ გააჩნია, რომ მხოლოდ ამერიკული სტილის ლიბერალური დემოკრატია გვთავაზობს სიცოცხლისუნარიან ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემებს.

 

                                                                 

XX საუკუნის ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმების ნგრევით ერთგვარად გამართლდა ფუკუიამას წინასწარმეტყველება. ავტორიტარული რეჟიმების ნგრევა ჩვენი ისტორიის თანმდევ მოვლენად იქცა. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ XXI საუკუნეში ასეთი რეჟიმებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. საერთაშორისო საზოგადოება არ არის შემწყნარებელი მათ მიმართ. იგი აღიქმება, როგორც საერთაშორისო სისტემისთვის, მსოფლიოსთვის არა სასურველი და საჭიროა მისი რეფორმირება და ეს არ წარმოადგენს, მხოლოდ კონკრეტული სახელმწიფოს მოსახლეობის საზრუნავს,  საერთაშორისო თანამეგობრობა ვალდებულებას იღებს ჩაერიოს ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში რათა აღკვეთოს ის უსამართლობა, რომელასც სახელმწიფო იჩენს თავისი მოქალაქეების მიმართ.        

 

                        

მაგრამ აქ დგება მეორე საკითხი რამდენად მართებულია სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა? ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ჩამრევი სახელმწიფო არ გადაამეტებს თავის ფუნქციებს და დაკმაყოფილდება, მხოლოდ დაძაბული მდგომარეობის განმუხტვით? ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია.                                                               ლიბერალური დემოკრატია როგორც დასავლური ფენომენი დაფუძნებულია სწორედ დასავლურ კულტურაზე და ღირებულებებზე, სწორედ ეს არის ერთ -ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა რომ  იგი ვერ იმკვიდრებს ფეხს ისლამურ სამყაროში.  ისლამურ სახელმწიფოებში უფრო მეტია რელიგიის გავლენა დასავლურ სამყაროსთან შედარებით. რომ ავიღოთ იგივე ადამიანის უფლებები, ვნახავთ, რომ ისლამურ სამყაროში ქალთა უფლებები არ არის იმ დონეზე განვითარებული, როგორც დასავლეთის დემოკრატიულ სამყაროში.  დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ჯერ საჭიროა სათანადო ნიადაგის მომზადება. ის სახელმწიფოები, რომლებსაც არ აქვთ დემოკრატიის გამოცდილება, აწყდებიან რიგ პრობლემებს მისი დამყარების პროცესში. ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ არ აქვთ სათანადო პოლიტიკური კულტურა, არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს პოლიტიკურ პროცესებში. საჭიროა ამ საზოგადოების პოლიტიკური ცნობიერების გარდაქმნა. ყოველივე ამას კი საკმაოდ დიდი დრო სჯირდება.      

 

        

იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დგანან, საჭიროა რეფორმები განახორციელონ ნაბიჯ-ნაბიჯ და არა ერთბაშად.                   ზოგ შემთხვევაში დემოკრატიაზე გადასვლის დროს სახელმწიფოები არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ დემოკრატიას შესაბამისი საფუძვლის მომზადება სჭირდება და ისეთ პოლიტიკურ კურსებს ახორციელებენ, როგორსაც განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფოები. მაგრამ ვინაიდან მას არ აქვს მყარი საფუძველი არ არის ეფექტური. შედეგად კი ვიღებთ მოჩვენებით, ფასადურ დემოკრატიას.                                                            

 

ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ყალბი და ჭეშმარიტი დემოკრატიის ერთმანეთისგან გამიჯვნას. ხშირად ავტორიტარული რეჟიმები დემოკრატიის სახელით ინიღბებიან ეს მათ სჭირდებათ საერთაშორისო იმიჯისათვის ასევე იმისთვის, რომ მოსახლეობასაც შეუქმნან დემკრატიის ილუზია. ნაპოლეონ III საფრანგეთში არ გააუქმა არჩევნები, ის არსებობდა ფორმალურად, რადგან გარკვეული მექანიზმების მეშვეობით მისი ფუნქციონირება არაფრის მომცემი იყო. როცა დემოკრატიის მნიშვნელოვანი ელემენტები იზღუდება, რჩება მხოლოდ დემოკრატიის ცნება. თვით ფაშისტებიც კი ემხრობოდნენ დემოკრატიას. ოღონდ მათი რწმენით ნამდვილი დემოკრატია აბსოლიტურ დიქტატურას ნიშნავდა.

 

არსებობს შეხედულება, რომ დემოკრატია განსხვავებულია იმის მიხედვით თუ რომელ სახელმიწფოში არის ის დამყარებული, მიიჩნევენ, რომ დემოკრატია უნდა მიესადაგოს იმ კულტურას და ტრადიციებს, რაც სახელმწიფოშია დამკვიდრებული, მაგრამ ასეთი მიდგომა მცდარია. დემოკრატიას თავისი ფასეულობები აქვს, ამიტომ დემოკრატია კი არ უნდა მიესადაგოს სახელმწიფოს, არამედ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ის.

 

დემოკრატია ეფექტურია იმდენად, რამდენადც უზრუნველყოფილია სულიერი და მატერიალური პირობებით. მისი დამყარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების მხრიდან გაცნობიერებული იყოს როგორც დემოკრატიის აუცილებლობა, ასევე მისი განხორციელების შესაძლებლობაც.                                                                 

გიორგი კირთაძის გადაყენების კვირა

გასულ ხუთშაბათს ბათუმის საკრებულოში განვითარებულმა მოვლენებმა, შაბათ დილით კი ჩემს მობილურზე გიორგი კირთაძისგან შემოსულმა შეტყობინებამ, ბევრ რამეზე დამაფიქრა და ბევრი ძველი ამბავიც გამახსენა. ვიფიქრე, რომ მე, როგორც მოქალაქეს და როგორც ჟურნალისტს, ყველაზე მეტად ის არ მინდა, ეს ამბავი ადგილების შეცვლას ჰგავდეს.

თუ არ იქნება სამართალი, ვერ იქნება მშვიდობა!

ზურაბ ცისკარაძე, ბიზნესმენი

 <!** Image 1 align="left" alt="ზურაბ ცისკარაძე" sub="ზურაბ ცისკარაძე" width="300" height="512" >

კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა. მან ხალხის მხარდაჭერა და პოლიტიკური დივიდენდები ამ დაპირებით მიიღო. შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენა მისი პოლიტიკის განმსაზღვრელი ნაწილი უნდა გახდეს.

 

2004 წლიდან ვიბრძვი წართმეული ქონებისა და ბიზნესის დაბრუნებისათვის. წინა ხელისუფლების დროს არ დამიტოვებია არც ერთი ორგანო, სადაც არ მიმემართოს, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს სახალხო დამცველის მართლმსაჯულების დეპარტამენტი  სამ წელზე მეტია არაფრის მთქმელი მიმოწერით არის დაკავებული.

 

შპს „აირი“, რომლის  დამფუძნებელი  და დირექტორი ვიყავი, აზერბაიჯანიდან თხევადი გაზის იმპორტს და მის საცალო-საბითუმო რეალიზაციასა ეწეოდა. 2003 წლის 5 სექტემბერს აჭარის საგადასახადო დეპარტამენტის დროებითი მოწმობის საფუძველზე დაიწყო შპს „აირის“ კომპლექსური შემოწმება. სასამართლოს ნებართვის გარეშე შემოწმებაში მონაწილეობას იღებდნენ აჭარის საგადასახადო დეპარტამენტის ინსპექტორები და აჭარის უშიშროების სამინისტროს თამანშრომლები.

 

საგადასახადოს ინსპექტორი ა. კახიძე თავის ჩვენებაში წერს: „აღვნიშნავ, რომ ჩემთან ერთად შემოწმებაში მონაწილეობას ღებულობდნენ აჭარის უშიშროების სამინინისტროს წარმომადგენლები და ყველა ციფრი, რომელიც ფიქსირდებოდა, მათ მიერ კონტროლზე იყო აყვანილი“.  შემოწმების შედეგად საურავებისა და ჯარიმების სახით, გადასახდელად 666 878 ლარი დაგვარიცხეს. ეს დავალიანება გამოიწვია იმან, რომ შემმოწმებელმა საბითუმო ფასად გაყიდული გაზი საცალოდ რეალიზებულად ჩაგვითვალა, რადგანაც მყიდველებზე არ გვქონდა გამოწერილი ანაგრიშ-ფაქტურები  და   ვერც გამოვწერდით,  რადგანაც  2002-2003 წლებში აჭარაში რეგისტრირებული გადამხდელები აქციზური საქონლის ანგარიშ-ფაქტურებს ვერ იღებდნენ.

 

 

ამ ფაქტის დადასტურება მხოლოდ ახალი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი. 2012 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მივიღე წერილი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ 2002 წელს აჭარაში რეგისტრირებულ გადამხდელებზე დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურა  გაცემულია ერთი ცალი, ხოლო 2003 წელს – არც ერთი.

 

ეს ფაქტი კარგად იყო ცნობილი აჭარის საგადასახადო დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელის, ჯუმბერ გოგიტიძისთვის, მაგრამ შემოწმების აქტი მან მაინც გადასცა აჭარის პროკურატურას. მისი პირდაპირი მოვალეობა იყო ანგარიშ-ფაქტურებით ჩვენი მომარაგება. თუმცა რადგანაც ის უკანონოდ, შეთავსებით ს.ს. „აჭარგაზის“ მმართველიც იყო, კონკურენტის ჩაძირვის უმოკლესის გზა აირჩია. სამართალი ურმით დადისო და იმედი მაქვს, აჭარის პროკურატურის ახალი შემადგენლობა, რომელსაც განცხადებით მივმართე, ამ „ურემს“ სწრაფად შეაჩერებს სამართლიანობის კარიბჭესთან. 

 

ვთვლი, რომ სამართლიანობის აღდგენის აუცილებელი პირობაა დამნაშავეების გამოვლენა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ასევე რეპრესირებულთა უფლებებისა აღდგენა. თუ ახალი ხელისუფლება დამნაშავეებს დაუსჯელად დატოვებს, ის ვერ მოიპოვებს ხალხის ნდობას და მის თვალში უსუსტეს და უპრინციპო ხელისუფლებად დარჩება. უნდა დადგეს დრო, როდესაც ყოველ მომდევნო ხელისუფალს ეცოდინება, რომ ნებისმიერი სერიოზული გადაცდომისთვის უმკაცრესად აგებს პასუხს მართლმსაჯულების წინაშე. 

 

სამართლიანობის აღდგენასთან ერთად არა ნაკლებ მტკივნეულ საკითხად მიმაჩნია, ახალი ხელისუფლების მიერ საჯარო სამსახურებში კადრების დასაქმების პოლიტიკა. გამარჯვებულ კოალიციაში შემავალი პარტიები თავისი აქტივისა და ნათესავ-მეგობრების დასაქმებით არიან დაკავებული.  მათ მინდა შევახსენო, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციებში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5% გაერთიანებული და დარწმუნებით ვამბობ, რომ ისინი არ წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილს. ასეთ პოლიტიკას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა – „ნადავლის გადანაწილება“.

 

ქართული პოლიტიკა აუცილებლად საჭიროებს ახალ სახეებს, არა ათას პარტია გამოცვლილი ე.წ. „პარტიული აქტივის“ სახით, არამედ თუნდაც ისეთ პიროვნებებს, ვინც წარმატებული იყო და არის კერძო სტრუქტურებში. საქმის მკეთებელი ხალხი უნდა დასაქმდეს და არა მხოლოდ პარტიული აქტივი. ხელისუფლების უმთავრეს მოვალეობად კი მიმაჩნია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, დასაქმების ყველა მსურველთათვის თანაბარი პირობების შექმნას.

Exit mobile version