კვირის ამბები

სტუდენტები დეპუტატისთვის კვერცხების დაშენის ფაქტზე

07.04.2015 • 1861
სტუდენტები დეპუტატისთვის კვერცხების დაშენის ფაქტზე

 

ილია ურუშაძე
ილია ურუშაძე

ილია ურუშაძე, 23 წლის: კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მოძალადეები არა მხოლოდ უნდა განთავისუფლდნენ სამსახურიდან, არამედ დაეკისროთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ფაქტია – ქართული პოლიტიკა მედუქნეობას გაუტოლდა, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს ძალადობის წახალისებათან (რომლის კვალს პოლიტიკურ ელიტასთან მივყავართ) – ეს უკვე აღმაშფოთებელია! როგორც რიგითი მოქალაქე, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ტიპის ძალადობა უნდა დაისაჯოს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, რა პოლიტიკური შეხედულებებისაც არ უნდა იყოს ის, არ მესმის, თუ რატომ არ უნდა დადგეს მოძლადეების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა?! გასაგებია, რომ არსებობს ცალკეული პიროვნული დამოკიდებულება, რომელიც ყოფით ცხოვრებაში ვლინდება, მაგრამ ძალადობის წახალისება ცალსახად მიუღებელია. სწორედ ასეთი შემთხვევები არის მიზეზი იმისა, რომ რიგით მოქალაქეებს უქრებათ რწმენა და უნარი, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში. ეს წარმოქმნის რადიკალური ინფანტილიზმისა და სამოქალაქო მელანქოლიის ფორმებს. წარმოუდგენელია იმ ქმედებას რაიმე გამართლება ჰქონდეს, რომელიც ძალადობაზეა ზედნაშენი და სიძულვილს ემყარება.

 

გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი

გიორგი ბაგრატიონი, 20 წლის: მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები უნდა გაეთავისუფლებინათ სამსახურებიდან, რადგან მათ მიერ ჩადენილი საქციელი იყო პოლიტიკური ზეწოლა ოპონენტების მიმართ, რაც გაუმართლებელია. ასევე ისინი მუშაობენ მერიას დაქვემდებარებულ სამსახურებში და მათ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ. პლუს ამას, ეს ფაქტი მოხდა UშAID-ის ოფისში: ყველამ ვიცით, თუ რას წარმოადგენს ეს ორგანიზაცია და ამიტომ, ეს კიდევ ერთი დანაშაული იყო.

 

თამარ ბაუჟაძე
თამარ ბაუჟაძე

თამარ ბაუჟაძე,  22 წლის: სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, გაეთავისუფლებინათ ეს ადამიანები სამსახურიდან, რადგან მათ სწორედ პოლიტიკური ბერკეტებით მოახდინეს ზეწოლა ადამიანზე, შეიძლება ეს ადამიანი მათ ოპონენტს წარმოადგენდა, მაგრამ ეს არ ამართლებს მათ ქმედებას. როცა პიროვნება ბრძოლისუნარიანი ხარ და იბრძვი უსამართლობისა და რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც 2012 წელს შეიცვალა და ამის შემდეგ შენც იგივე მოძალადე ხდები, რაც იქამდე არ მოგწონდა, ეს არის პიროვნული დეგრადაცია, არასწორი ქმედებები და ზუსტად იმავეს გამეორება, რაც 2012 წლამდე ხდებოდა. 

 

ამიტომ, გამომდინარე პოლიტიკური რაკურსიდან, გამომდინარე თუნდაც იქედან, რომ ისინი მერიის დაქვემდებარებაში, მერიის აიპი-ში არიან, მათ უფრო მეტი თავშეკავებულობა მართებდათ. მათ მეტი კომუნიკაცია სჭირდებათ საზოგადოებასთან და არა მათი გაღიზიანება. ეს უფრო ურაპატრიოტიზმია – რომ ჩვენ ვართ არა სამართლიანობის აღმდგენნი, არამედ პირიქით. ჩვენ უნდა ვიცავდეთ ყველა კანონმდებლობას და კანონი უნდა იყოს უზენაესი – ისინი ამ ყველაფრის წინააღმდეგ მოდიან. როცა არ აღიარებ კანონს და შენ ჩადიხარ ხულიგნობის ფაქტს, შესაბამისად პასუხისმგებლობაც უნდა დაგეკისროს, ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა და აქ არ უნდა იყოს ვიღაც კონკრეტული პირები, რომელთაც შეიძლება შეღავათები გაეწიოს.

 

ინდირა დავითაძე
ინდირა დავითაძე

ინდირა დავითაძე, 22 წლის: პირველ რიგში ძალიან შემრცხვა ეს ვიდეო როცა ვნახე. სამწუხაროა, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები იქცევიან ასე. რა თქმა უნდა უნდა გაეთავისუფლებინათ ისინი დაკავებული პოზიციებიდან. მსგავსი საქციელი ყოვლად შეუფერებელია ნებისმიერი ადამიანისათვის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ამას თანამდებობის პირი აკეტებს. იმედი მაქვს ამ ფაქტს სათანადოდ გამოიძიებენ და ყველა პასუხისმგებელ პირს პასუხი მოეთხოვება.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: