ბიზნესმენი ქედიდან, რომელმაც საკუთარ სოფელში „გლემფინგი“ მოაწყო

„აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის ნომერ პირველი მიმართულება კოტეჯებია, სადაც შეიძლება დასაქმება, ფულის გამომუშავება. შეიძლება დარჩე სოფელში, მაგრამ არავის და არაფერს ჩამორჩე. ხარ შენს სოფელში, ინარჩუნებ სოფელს, გყავს მეზობლები და ცხოვრება გრძელდება. ამის ერთ-ერთი საშუალებაა ეს კოტეჯები. ამ მხრივ ძალიან დიდი როლი ექნება სახელმწიფოს, მთავრობას, რომ ეს მიმართულება რაც შეიძლება გააძლიეროს ფინანსურად “ – გვიზიარებს თავის ხედვას …

„თავშესაფარში ვიყო, თბილ ჩაის დავლევდი საღამოს“ – რა ხდება გერმანულ და ბრიტანულ პანსიონატებში?

„ხელისუფლება იძახის, ეკონომიკა დუღსო. მე, პენსიონერი ქალი, მარტოხელა დედა, შშმ შვილთან ერთად ქუჩაში დამტოვეს, რამდენი ადამიანია კიდევ ქუჩაში ჩემსავით, თავშესაფარსაც კი არ გვაძლევენ“, – ამბობს მაგული ფუტკარაძე, უსახლკარო ქალი, რომელიც ბოლო 2 წელია საპროტესტო აქციაზეა და საცხოვრისს ითხოვს. მას აქეთ, რაც ხელისუფლებამ მაგული ფუტკარაძის და აქციებზე გამოსული სხვა უსახლკაროების პრობლემები არც კი შეისწავლა, პროტესტის ნიშნად …

„ბავშვს ყველა გაჭირვება ვანახე“ – როგორ ეხმარება მარტოხელა მშობლებს საქართველო და EU-ს ქვეყნები

მალვინა ზაქარაძე 8 წლის შვილს მარტო ზრდის. ქმრის ოჯახიდან ოთხი წლის წინ წამოვიდა და შვილთან ერთად ქირით ცხოვრობს. „ვმუშაობ ნახევარფაბრიკატებში, 12 საათი ვდგავარ ფეხზე, დღეში 50 ლარი ხან გამოდის, ხან – არა. თუ გინდათ გადაამოწმეთ, ყოველ დღე ვმუშაობ, კვირაში ერთი დღეა დასვენება. ბავშვს გეფიცები დღეს ქირა მაქვს გადასახდელი – 500 ლარი. არ მაქვს. უფროსს ვთხოვე …

რას სთავაზობს სახელმწიფო ღარიბ ადამიანს საქართველოში და რას ბელგიაში

42 წლის შორენა ცეცხლაძე, ორ არასრულწლოვან შვილთან და შშმ დედასთან ერთად რვა წელია ქირით ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც მეუღლეს გაშორდა, ორ შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ დარჩა. მისი შვილები, ალიმენტსაც კი ვერ იღებენ მამისგან. შორენას არც მიწა აქვს და არც სხვა რაიმე უძრავი ქონება, ამიტომ სახელმწიფო დახმარება, რომელიც 600 ლარს შეადგენს, მთლიანად ბინის ქირაში იხარჯება. …

როგორ ცვლის მზისგან მიღებული დენი აჭარის სოფლებს და რა იცვლება მოხმარების წესში

„თვეში საშუალოდ 45-50 ლარის ელექტროენერგიას მოვიხმარდი, თუმცა მზის პანელების დამონტაჟების შემდეგ, მაგალითად, გასულ თვეში 37 ლარის დენი მოვიხმარე, საიდანაც მხოლოდ 4 ლარი და 92 თეთრი გადავუხადე „ენერგო-პრო ჯორჯიას“. დანარჩენი – მზის პანელებით გამომუშავებული და ჩემს მიერ მოხმარებული კილოვატსაათები გაიქვითა“, – გვეუბნება ბექა ქობულაძე, რომელიც ხელვაჩაურის სოფელ ზედა ჩხუტუნეთში ცხოვრობს. ბექა ქობულაძეს მზის ელექტროსადგური „ენერგო-პრო ჯორჯიას“ …

პატიმარების რაოდენობით საქართველო ევროპაში მე-2 ადგილზეა – როგორ ეხმარებიან ყოფილ პატიმრებს 

„მეც ემიგრაციაში წავიდოდი, პირობითი რომ არ მქონდეს,“ – გვიყვება ყოფილი პატიმარი ლევანი [სახელი შეცვლილია]. ყოფილ პატიმარს ვკითხეთ, როგორ დაეხმარა მას სახელმწიფო ციხის დატოვების შემდეგ? რა შესთავაზეს ყოფილ პატიმარს რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის კუთხით? რატომ ფიქრობენ ყოფილი პატიმრებიც ემიგრაციაზე, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ პატიმრების რესოციალიზაციის და მხარდაჭერის ბევრი პროგრამა აქვს? საქართველოში ციხიდან გამოსული ადამიანს დასაქმება უჭირს, ევროპის …

როგორ ახალისებენ შობადობას ფინეთში და რა ხდება საქართველოში

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. 2023 წელს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ამის უტყუარი მტკიცებულებაა. რას აკეთებს სახელმწიფო დემოგრაფიული სურათის შესაცვლელად და რატომ შემცირდა შობადობა საქართველოში? „ბათუმელები“ დედებს ესაუბრა, რომლებმაც შვილები ახლახან გააჩინეს. ყველა მათგანი ამბობს, რომ საქართველოში ბავშვის გაჩენა, გაზრდა და განათლების მიცემა ძვირია. სახელმწიფო არცერთ ეტაპზე დედებს და ახალბედა ოჯახებს …

როგორ აძლიერებენ ოჯახებს ევროკავშირში და როგორ – საქართველოში: „მე წამლის ფული არ მომცეს“

მზია მეგრელიშვილი სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედაა. 8 წელია ქირით ცხოვრობს, იქამდე კი შვილთან ერთად, ორი თავშესაფარი გამოიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტანდარტული სამუშაო გრაფიკით მუშაობას ვერ ახერხებს და ძველ ბაზართან თავის გაზრდილ მცენარეებს ყიდის.  მას აჭარის მთავრობის სახლის წინ, ეგრეთ წოდებული უსახლკაროების საპროტესტო აქციაზე შევხვდით. „მთავრობისგან ვითხოვ, ჩემს შვილს ჰქონდეს კერა, მე რომ რამე დამემართოს ამ …

ივანიშვილი ჩიხშია – შესაძლოა დასავლეთში დაკარგოს ყველაფერი, რუსებთან კი არხეინად ვერ იცხოვრებ | ინტერვიუ

ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ არჩევნების შედეგების მიხედვით უნდა უზრუნველყოს „ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება“. „ევროპარლამენტის ამ რეზოლუციით ვხედავთ აშკარად, რა მოხდება ყველა შესაძლო სცენარის შემთხვევაში“, – მიიჩნევს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი. ის მოგვიყვა, რა შანსი რჩება ახლა ივანიშვილს პოლიტიკურ ველზე მოქმედებისთვის. „ბათუმელებმა“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. ბატონო კახა, რას აჩვენებს …

პუტინს და სი ძინპინს იმედი აქვთ, რომ რამდენიმე თვეში ბაიდენის ჩამოიშორებენ – რას წერს გერმანული მედია

წამყვანი გერმანული მედიები კვლავაც აქტიურად წერენ იმის შესახებ, „რამდენად დიდი გამოწვევების წინაშე“ დგანან, როგორც ევროპის ქვეყნები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები. ზოგიერთი მათგანის ბოლო შეფასებით, დაპირისპირებები დღითი დღე მატულობს, ყველაზე აქტუალური კი კვლავაც რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეტევაა უკრაინაზე, რომელმაც ორშაბათს კიევში ბავშვთა კლინიკა დაბომბა. დღეს ასევე გამოკვეთილია ჩინეთის ზრდადი აგრესია (ჩინეთი-ტაივანის კონფლიქტი), ევროპის მემარჯვენე პარტიების ზრდადი …

რა იცვლება ევროპაში საფრანგეთის და ბრიტანეთის არჩევნების შემდეგ – რას წერს გერმანული მედია

ამჟამად ევროპაში ძლიერი პოლიტიკური ძვრებია, რაც გასულ კვირას ევროპის ორი წამყვანი ქვეყნის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის არჩევნების უკავშირდება. გასული კვირა იყო წარმატებული ევროპისთვის და ამასთან წარუმატებელიც. დაახლოებით ამ შინაარსის სტატიები ქვეყნდება გერმანულ მედიაში ბრიტანეთის და საფრანგეთის არჩევნების შემდეგ. მედიების შეფასებით, ძლიერი და სტაბილური მთავრობა ეყოლება დიდ ბრიტანეთს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელსაც სურს ევროკავშირთან ურთიერთობის …

„ვქმნით პირობებს, რომ აქ შემოვიდეს შავი ფული“ – ეკონომისტი ოფშორიდან ფულის უფასოდ შემოტანაზე

„ახალი ოფშორი გამოდის, პირდაპირ ახსენა კომიტეტის თავმჯდომარემ გათეთრება, მერე კი შეასწორა, მაგრამ ასე გამოდის… ვქმნით პირობებს, რომ აქ შემოვიდეს შავი ფული. ამ კონტექსტში ჩვენ ვერ შევალთ ევროკავშირში,“ – ამბობს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი, კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი. მას ვკითხეთ პარლამენტის მიერ დღეს, 19 აპრილს, დაჩქარებული წესით შეცვლილ საგადასახადო კოდექსზე, რომლის თანახმადაც ოფშორიდან ბიზნესის გადმოტანა საქართველოში მარტივად, …

“გაიწვიეთ კანონი უკან, ქართველი ხალხის მომავალი სასწორზეა” – ევროპის 12 ქვეყნის საგარეო კომიტეტი

ევროპის 12 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და „ქართულ ოცნებას“ „რუსული კანონის“ საპარლამენტო განხილვებიდან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების“ შესახებ პუტინის რუსეთის სტილის კანონის შინაარსისაა და ძირს უთხრის საქართველოს ბრძოლით მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს. „ჩვენ, შესაბამისი პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები აღვნიშნავთ, …

„ხალხი ისევ გამოვა ქუჩაში და გააპროტესტებს. არჩევანი არ გვაქვს“ – ნანა მალაშხია

გასული წლის მარტში ხალხის პროტესტის შედეგად ხელისუფლებამ უკან დაიხია და გაიწვია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უცხო ქვეყნის აგენტებად უნდა დაერეგისტრირებინათ. კანონპროექტის მიზანი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინება, დასუსტება და სამოქალაქო საზოგადოებისგან მარგინალიზაცია იყო. ერთი წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ უკან აბრუნებს იმავე კანონპროექტს – ამჯერად რუსულ კანონს ჰქვია „კანონი …

ვისი დამსახურებაა, რომ კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია გაიცა? – გამოკითხვა ბათუმში

 

„ოცნებას“ მოუწევს ცვლილება – EU-ს ახალი დათქმა საგარეო პოლიტიკის „შესაბამისობაზე“

„შანსი არ აქვს ქვეყანას, გახდეს ევროკავშირის წევრი, ან მასთან მოლაპარაკებები გაიხსნას, რომელიც აცდენაშია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. ამიტომაც, უნდა ვიცოდეთ, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ ვერ გადავალთ მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, რომელსაც ევროკომისიის ახალ დათქმაზე ვესაუბრეთ: „საქართველოს შესაბამისობის გაუმჯობესება ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან“. დღეს, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა ევროსაბჭოს საქართველოს …

რა იცვლება სტატუსის მიღებით, რა იქნება შემდეგ? – ვანო ჩხიკვაძის განმარტება

„ახალი პირობითობა არის ერთგვარი შესაძლებლობა იმისა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ პირობებს შევასრულებთ და მის აქტიურ მონიტორინგს განვახორციელებთ, ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, ვაიძულებთ, გარკვეული ნაბიჯები გადადგას. ეს არის ერთადერთი ბერკეტი,“ – ამბობს ვანო ჩხიკვაძე, ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი. მას ვკითხეთ, რა ბერკეტია კანდიდატის სტატუსი იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს? …

EU-ს ელჩი კანდიდატის სტატუსზე, რუსეთთან ფრენებზე, გლობალური ომის პარტიაზე – ინტერვიუ

„ეს არის როგორც ორმხრივად გალესილი ხანჯალი, ორი მხარე აქვს ამ საკითხს,“ – გვითხრა რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საუბრისას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ. ის ეკონომიკურ შედეგზე ამახვილებს ყურადღებას, როცა რუსეთის იზოლაციაზეა საუბარი და იმაზეც, რომ საქართველო ევროკავშირისთვის „უახლოესი პარტნიორია“. „ჩვენ არ ველოდებით, რომ საქართველო ამ ყველაფრისთვის გადაიხდის მაღალ ფასს, მაგრამ ველით, რომ არ იმოძრავებს საპირისპირო მიმართულებით,“ …

EU-ს ელჩი რუსეთთან ფრენებზე: ველით, რომ საქართველო არ იმოძრავებს საპირისპიროდ

„ეს არის როგორც ორმხრივად ალესილი ხანჯალი, ორი მხარე აქვს ამ საკითხს, რადგანაც შედეგები მოქმედებს ჩვენს წევრ 27-ივე ქვეყანაზე. ეს არის ისეთი შედეგები, რომლებიც ავნებს ეკონომიკას, ტურიზმს, მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ: არ არის სხვა გამოსავალი, არ არის სხვა არჩევანი და დავაწესეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ იმისთვის, რომ ეს საშინელი, სისხლისმღვრელი და წარმოუდგენელი ომი დასრულდეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ …

EU-ს ელჩი კანდიდატის სტატუსზე: შანსი არის 50/50-ზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 50/50-ზეა შანსი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების. თქვენი შეფასებით, რამდენია ეს შანსი? – ვკითხეთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის. „მე ყოველთვის ვცდილობ, არ გავაკეთო კომენტარი სხვების კომენტარებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ წესს დავარღვევ. შემიძლია ვთქვა, რომ ვეთანხმები „ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, როცა ის ამბობს, რომ შანსი არის 50/50-ზე. ამიტომაც ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ …

ევროკავშირის პროექტის წარმატებული სტაჟიორები დააჯილდოვეს

„21 წლის ვარ, აქამდე არსად ვყოფილვარ დასაქმებული. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, გასული წლის პირველი ივლისიდან ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში ანაზღაურებადი სტაჟირება დავიწყე“ – ამბობს დიანა აბულაძე. დიანა, სხვა ახალგაზრდებთან ერთად, „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS) პროექტშია ჩართული, რომლის ერთ-ერთი მიზანია 15-დან 29 წლის ახალგაზრდებს პირველი ანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობა მისცეს. 18 მაისს პროექტის …

ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 25 935-მა მოქალაქემ ითხოვა გასულ წელს

2022 წელს, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 108,5%-ით გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნებში პირველად მოითხოვეს თავშესაფარი. 2022 წელს საქართველოს 25 935-მა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის მიხედვით, საქართველო, 30 ქვეყანას შორის, მე-8 ადგილზეა. 2021 წელს ამ ჩამონათვალში საქართველო მე-11 ადგილზე იყო – 2021 წელს ევროკავშირში თავშესაფარი მოითხოვა საქართველოს 12 …

ბათუმის „თავისუფლების კვარტალში“ ოპოზიცია 29 მარტს საპროტესტო აქციას იწყებს

ბათუმის „თავისუფლების კვარტალში“ 29 მარტს, 5 საათზე, ენმ საპროტესტო აქციას აანონსებს. მოთხოვნა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტის შესრულებაა. „თავისუფლების კვარტალს“ ოპოზიცია აჭარის მთავრობის სახლის წინ არსებულ ადგილს უწოდებს, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კარვები იყო გაშლილი და გამსახურდიას ქუჩა 120 დღე გადაკეტილი იყო. ენმ-ს ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ბონდო თედორაძის თქმით, ამ ეტაპზე …

რა იქნება ახლა, როცა მთავრობა ევროკავშირის დემარშს არ ითვალისწინებს – ინტერვიუ

„ქართულ ოცნებას“ მიტაცებული აქვს ძალაუფლება და მისი მიზანიც ესაა – ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს ივანიშვილის დაჯგუფებამ გავლენა მიტაცებულ ძალაუფლებაზე,“ – მიიჩნევს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი. ის პერსონალურ სანქციებს ელის, როცა საქართველოს მთავრობა ევროკავშირის 27-ივე სახელმწიფოს დემარშსაც არ ითვალისწინებს. თუმცა მიაჩნია, რომ ყველაზე მთავარია პროტესტის მასშტაბი ქვეყნის შიგნით. რა შემთხვევაში იყენებს ევროკავშირი დემარშს, …

„შესაძლოა დადგეს ეტაპი, როცა ევროენთუზიასტ საზოგადოებას გვეყოლება ევროსკეპტიკი ხელისუფალი“

7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა და 12-პუნქტიანი რეკომენდაცია მიიღო. 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, რომ საქართველოსთვის მიენიჭებინა ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებდა. ამავე დღეს უკრაინისა და მოლდოვისთვის კომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. როგორ ასრულებს საქართველოს ხელისუფლება 12-პუნქტიან გეგმას და რა როლი …

რუსეთის არმია განადგურდება, თუ ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს უკრაინაში – ბორელი

„ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა უკრაინაზე გამოიწვევს პასუხს, რომელიც არ იქნება ბირთვული, მაგრამ იქნება იმდენად ძლიერი სამხედრო პასუხი, რომ რუსეთის არმია განადგურდება“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა. ჯოზეფ ბორელმა მოსკოვი დასავლეთის საპასუხო რეაქციაზე დღეს, 13 ოქტომბერს, ბრიუსელში „დიპლომატიური აკადემიის“ გახსნის ცერემონიაზე გააფრთხილა. ინფორმაციას AFP News Agency ავრცელებს. …

EU-ში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული პასპორტების არაღიარების გადაწყვეტილება მზადდება

ევროკავშირის საბჭოში შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტები და მათ მფლობელებზე ვიზები არ უნდა გასცეს. „რუსეთმა უკრაინის ოლქების უკანონო ანექსიით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უგულებელყოფს საერთაშორისო წესრიგს. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უკრაინისა და საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უფლების დარღვევას,“ – განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, …

პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა აჭარაში ევროკავშირის მხარდაჭერით

4 ოქტომბერს, ბათუმში, ევროკავშირის მხარდაჭერით, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებლებმა. რა პრობლემები გამოიკვეთა შეხვედრაზე როგორც ირკვევა, აჭარაში ბიზნეს სექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობა სუსტი …

ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა – ევროპული საბჭოს განცხადება

„ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას, ცალსახად უარყოს ეს უკანონო ანექსია“, – ევროპული საბჭო რუსეთის მიერ უკრაინის კიდევ ოთხი რეგიონის ანექსიას გამოეხმაურა. „ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ და ცალსახად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიას. კანონზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის განზრახ უგულებელყოფითა და  გაეროს წესდებასა და …

ევროპის გეგმა ზამთრის გადასატანად – ვინ როგორ აპირებს რუსეთის გაზის კრიზისის დაძლევას

ევროკომისიამ 14 სექტემბრის სხდომაზე ახალი გეგმა წარმოადგინა, თუ როგორ უნდა გადაიტანონ კავშირის წევრმა ქვეყნებმა ზამთარი გაზის ბლოკადის პირობებში და სად უნდა მოიძიონ რესურსი ხალხის და ბიზნესის მხარდასაჭერად. BBC-ის ინფორმაციით, გასული ნახევარი საუკუნის მანძილზე ევროკავშირის ყველაზე დიდი ენერგეტიკული კრიზისი ნახევარ ტრილიონ ევროზე მეტი დაუჯდება მსოფლიოს მეორე ეკონომიკის ქვეყნებს. ბლუმბერგის ეკონომისტების გათლით, ევროკავშირის მხოლოდ 19 ქვეყანა დახარჯავს …

ხულოს მერიამ შენობა არ გამოყო იმისთვის, რომ EU შშმ პირებს დახმარებოდა

სექტემბრიდან ქედასა და შუახევში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და ხანდაზმულები შინ მოვლისა და პერსონალური ასისტენტის მომსახურებას მიიღებენ. პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში შშმ პირებისთვის დაგეგმილი იყო აბილიტაცია-რეაბილიტაცის ცენტრის გახსნა, თუმცა ხულოს მერიამ ცენტრისთვის ფართობი არ გამოყო და ხულოს მუნიციპალიტეტი პროექტს გამოეთიშა. ხულოს მერიამ დაახლოებით 20 შშმ პირი აღნიშნული მომსახურების გარეშე დატოვა. პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები …

გახარია გმობს კობახიძის განცხადებას ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, გიორგი გახარია ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში გმობს საქართველოს მთავრობის მიერ ელჩებზე [კელი დეგნანი; კარლ ჰარცელი] სიტყვიერი თავდასხმის ფაქტებს. გიორგი გახარია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. მას შემდეგ, რაც საქართველოში ევროკავშირის მოქმედ ელჩს, კარლ ჰარცელს თავისი ვადა ამოეწურა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ის გააკრიტიკა. კობახიძის თქმით, …

რა მოხდება, ოპოზიცია მოტივირებული რომ იყოს კანდიდატის სტატუსი სწრაფად მიღებაზე? – ინტერვიუ

„პრაქტიკულად საქართველოში ლოკომოტივი არავინ არის… ოპოზიციას არ უნდა დაეტოვებინა შანსი, რომ ვინმეს ეფიქრა, შენც არ ხარ დაინტერესებული კანდიდატის სტატუსის დროული მიღებით,“ – მიიჩნევს „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, კახა გოგოლაშვილი. ის დღეს, 13 ივლისს, ევროპარლამენტარების განცხადებებს უსმენდა საქართველოს შესახებ, მათ შორის, რეკომენდაციების შესრულების ვადის გახანგრძლივებაზე. კახა გოგოლაშვილის აზრით, ვიდრე დასავლეთში ექნებათ განცდა, რომ საქართველოში რეალურად პოლიტიკურ ძალებს …

„საგარეო პოლიტიკის მკაფიო ცვლა პრორუსულისკენ“ და ქართული დიპლომატიის დუმილი

„ყველა დიპლომატისთვის დღესავით ნათელია, რომ ეს ნიშნავს საგარეო პოლიტიკის ცვლილებას. შეიძლება სხვა პროფესიის ადამიანმა მთავრობის ტყუილები დაიჯეროს, გავლენის ქვეშ მოექცეს ან რაღაცის გამო აწყობდეს და ისევ ეგონოს, რომ მთავრობას მართლა უნდა ევროკავშირში. დარწმუნებული ვარ, არცერთი დიპლომატი, მარტივად რომ ვთქვათ, ამას „არ შეჭამს“. ახლა თუ რომელიმე ადამიანი, რომელიც დიპლომატიურ სამსახურში მუშაობს, ვერ ხვდება, რომ ეს არის …

მარკეტინგის ტრენინგი კოლეჯების პერსონალისთვის – ღია საზოგადოების ფონდის პროგრამა

30 ივნისს სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმში გაეროს ასოციაციისა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ინიციატივით მარკეტინგისა და მარკეტინგული კომუნიკაციების ტრენინგი ჩატარდა. მსმენელები აჭარის, გურიის, ქვემო და შიდა ქართლის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები იყვნენ. ტრენინგის მიზანი იყო გაეცნო მონაწილეებისთვის მარკეტინგული პროცესი, მისი შემადგენელი კომპონენტები და მარკეტინგული კომუნიკაციების ეფექტური და აპრობირებული ინსტრუმენტები. მსმენელები გაეცნენ მარკეტინგული საქმიანობის გეგმის მომზადების მეთოდოლოგიებს …

Exit mobile version