უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 100 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 192 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 23 280 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 32 927 ერთეული [+31]
MLRS – 1 492 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 218 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 341 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 61 045 ერთეული [+365]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 718 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 62 168 ერთეული [+124]
სპეცტექნიკა – 3 968 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
667 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
85 035 უპილოტო საფრენი აპარატი
628 საზენიტო სარაკეტო სისტემა
25 172 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 592 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
29 721 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
42 182 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ეკატერინე კერესელიძე 27 წელია ევროპაში, კერძოდ, ბელგიაში ცხოვრობს.
ის საქართველოდან 1998 წელს წავიდა, თუმცა სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტია.
„ბათუმელებთან“ ეკატერინე კერესელიძე საუბრობს ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობასა და იმ მითებზე, რითაც „ოცნების“ პროპაგანდა ხალხის მოტყუებას ცდილობს.
„90-იანი წლების ბავშვი ვარ, ასე ვთქვათ და ძალიან კარგად მახსოვს, რა პერიოდები გამოიარა საქართველომ. უშუქობა, უწყლობა იყო თბილისში და, ზოგადად, საქართველოში.
ბელგიაში 98 წელს ჩამოვედი და მახსოვს, რა რთული იყო მაშინ ვიზების მოპოვება. ჯერ კიდევ მაშინ, 3 000 დოლარი იყო მინიმალური თანხა, რომ ოჯახს შესძლებოდა ქვეყნის დატოვება.
მეორე თაობა ვარ იმ ქართველების, რომლებიც წამოვიდნენ ემიგრაციაში.
„ვარდების რევოლუციის“ მერე, ზაფხულობით ჩამოვდიოდი საქართველოში – ოჯახით, ბავშვებთან ერთად.
ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლებოდა თითქოს. პირველად აქ რომ ჩამოვედი, არავინ იცოდა საქართველო, რუკაზეც კი ვერ აგნებდნენ, ყველას ამერიკის ჯორჯიიდან ვეგონე. მერე კი ცნობადობა გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მიმართ და ევროპამაც გაგვიღო კარები.
დიდი ჟესტი იყო ვიზალიბერალიზაცია ასოცირების ხელშეკრულების მერე და მართლა ძალიან დიდი პრივილეგიაა ეს ხალხისთვის. ამის დაკარგვა იქნება მართლა ტრაგიკული საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
აქ არ არის საუბარი მხოლოდ ტურისტულ მიმოსვლაზე, ვიზალიბერალიზაციით ადამიანებმა თავი გადაირჩინეს, ჯანმრთელობის პრობლემები მოიგვარეს და ის მკურნალობა მიიღეს, რასაც საქართველოში ვერ იღებდნენ.
მე, პირადად, იუსტიციის სისტემაში ვმუშაობ და შეხება მაქვს უცხოელების დოსიეებთან. ახლა სააპელაციოში ვარ და ვხედავ, როგორ იზრდება იმ ქართველების ნაკადი ბელგიაში, ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა.
გარდა ამისა, თავისუფალი მიმოსვლის სიკეთეებით ბევრმა ახალგაზრდამ, სტუდენტმა ისარგებლა. ბევრიც დასაქმდა და მიიღო ბინადრობის უფლება. ახლა კი ძალიან დამანგრეველი და არასწორი კურსი აქვს აღებული დე ფაქტო მთავრობას, ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიჰყავთ“, – ამბობს ეკატერინე კერესელიძე.
მისი თქმით, „ოცნების“ პროპაგანდა ცდილობს დაარწმუნოს ადამიანები, რომ ევროპა ღირებულებებს ებრძვის, რაც არარეალურია.
„წართმევით ნამდვილად არაფერი წაურთმევია ევროპას ჩემთვის, პირიქით.
რა უნდა წაერთვა, ენა დამავიწყდა და ქართულად ვეღარ ვმეტყველებ? ეს წმინდა წყლის რუსული პროპაგანდაა, რომელსაც ევროპაშიც ვებრძვით, არათუ საქართველოში. მაგრამ პოსტსაბჭოთა ქვეყნები უფრო მოწყვლადი არიან პროპაგანდის მიმართ.
ევროკავშირი ერთადერთი სივრცეა მსოფლიოში, სადაც ყველაზე მეტადაა დაცული კულტურული ღირებულებები, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობები, ყველა განსხვავებული.
ამიტომ იმის ძახილი, რომ თურმე რწმენას გვართმევს ევროპა, სიცრუეა. გადასარევად გრძნობენ აქ ქართველი მართლმადიდებლებიც და უზარმაზარი ეკლესია აქვთ გადაცემული სარგებლობაში ანტვერპენში და ლიეჟშიც.
ან რატომ ჰგონია ვინმეს, რომ ევროპელებს ნაკლები რწმენა აქვთ. შეიძლება ჩვენსავით აფიშირებას არ აკეთებენ ყოველ წუთს, მაგრამ ევროკავშირში ყველა ქვეყანა ქრისტიანულია და როგორ შეიძლება მათ რაიმე წაგვართვან?
ან იმის ძახილი, რომ თურმე ძალით უცვლიან ვიღაცას სქესს. რა სისულელეა. ჩემი შვილები აქ დაიბადნენ, აქ გაიზარდნენ და მსგავსი არაფერი გამიგია. გადასარევად ფლობენ ქართულ ენასაც და გიჟდებიან საქართველოზე.
ყველა ქართველი, ვინც აქ ცხოვრობს ასეა. არავინ მინახავს აქ ვინმე გადაგვარებული.
სამწუხაროდ, ჩვენც გვაქვს უარყოფითები მხარეები და თუ ვინმესგან რაიმე უკეთესს ვისწავლით, უკეთეს გამოცდილებას გაგვიზიარებენ, რატომ უნდა იყოს პრობლემა. არავინ გეუბნება შენი დაივიწყე და ჩემი მიიღეო. ბუნებრივია, როცა სხვის ქვეყანაში მოდიხარ, პატივი სცე მათ ენას და კულტურას. ჩვენც ხომ გვიხარია, როცა ვინმე უცხოელი ქართულად საუბრობს?
სამწუხაროდ, პროპაგანდა ერევა მათ, ვინც მოკლებულია ინფორმაციას და მხოლოდ „იმედს“ ან სხვა პროპაგანდისტულ მედიებზე მიუწვდება ხელი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებშიც მივაწვდინოთ ხოლმე ხმა ადამიანებს.
„ოცნების“ წარმომადგენლები ძალიან კარგად სარგებლობენ ევროპული სიკეთეებით. მათი ოჯახები, შვილები აქ ცხოვრობენ და ამერიკაშიც. სხვებს კი აძულებენ ევროპას“, – ამბობს ეკატერინე კერესელიძე.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის „ოცნება“ ღია ანტიდასავლური და ანტიევროპული პროპაგანდითაა დაკავებული, ივანიშვილი დღემდე ინარჩუნებს საფრანგეთის მოქალაქეობას, მისი ერთი შვილი კი აშშ-ში სწავლობდა და ცხოვრობს.
„სამშობლოს ცვლიან ძალაუფლებაზე და ეს არის ღალატი, რადგან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ქვეყანას ართმევენ ევროპულ მომავალს, რომელიც ასე ახლოსაა.
პატრიოტიზმი გაქრა მათში და, ზოგადად, თუ დააკვირდებით, საერთოდ გადახარისხება გააკეთეს ღირებულებების. ჩვენ რაც ვაჟკაცობად მიგვაჩნდა, თურმე ის ვაჟკაცობა აღარ არის.
ანწუხელიძის გმირობა, თურმე გმირობა არ არის და მტრისთვის ბოდიშის მოხდაზე ლაპარაკობს ეს დე ფაქტო გუნდი. საქართველოს ომის დაწყება დააბრალეს და ამასაც შეგნებულად აკეთებენ. ეს არის საკუთარი ქვეყნის გაწირვა და ამას აკეთებენ შეგნებულად.
უკრაინის ომის მერე ჩამოიხსნეს ნიღაბი. ალბათ ეს იყო 2012 წელს ივანიშვილის მოსვლის მიზეზიც, მართლა რუსული სპეცოპერაცია ჩაგვიტარეს და იმდენი ქნეს, რომ რუსეთში ამოგვაყოფინეს თავი. ებრძვიან მედიას, არასამთავრობოებს, რა დღეში ჩააგდეს ხალხი, სამოქალაქო სექტორი, ამდენი პოლიტპატიმრით მგონი რუსეთსაც გავუსწარით. და რისთვის, ძალაუფლება რომ შეინარჩუნონ“, – ამბობს ეკატერინე კერესელიძე.
მისი აზრით, ერთადერთი გზა საქართველოს გადარჩენის არის ხალხის გაერთიანებაში.
„ყველა ერთად უნდა დავდგეთ. სამწუხაროდ, ცალკეულმა პოლიტიკოსებმა იმედები გაგვიცრუეს, მაგრამ მათი გასაკეთებელიც ხალხმა უნდა გავაკეთოთ. მოახლოებულია 4 ოქტომბერი და მეც ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რომ რაღაც გარდამტეხი მოხდება. ძალიან განვიცდი და მტკივა, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება.
ემიგრანტებიც ვცდილობთ ხელი შევაშველოთ აქედან იმ ხალხს, ვინც თითქმის 300 დღეა ქუჩაშია და იბრძვის ქვეყნის მომავლისთვის. იმედია ყველაფერი გამოგვივა ყველას ერთად“, – ამბობს ეკატერინე კერესელიძე.
„რუსეთმა თავის თავს შეუქმნა საკმაოდ ჩიხური სიტუაცია: ომობს, ომობს და შედეგს ვერ აღწევს. არ არსებობს ნათელი ხედვა, როგორ უნდა მიაღწიოს რუსეთმა შედეგს,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. სამხედრო ანალიტიკოსი ისევ აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომს.
ლაშა ბერიძის დაკვირვებით, ორივე მხარე იფიტება, თუმცა წარმატების მიღწევის შესაძლებლობა უკრაინას აქვს: რუსეთისგან განსხვავებით მოკავშირეები ჰყავს და მეორე: უკვე თავად ქმნის მაღალტექნოლოგიურ სამხედრო იარაღს.
ამასობაში, პოლონეთში ჩამოაგდეს რუსული დრონი. პოლკოვნიკი გვიყვება, რომ პუტინმა თავისი ჭკუით ევროპას პირი მოუსინჯა და მუშტი მიიღო ცხვირშიო.
ბატონო ლაშა, პირველ რიგში, გვითხარით, რა სიახლეა უკრაინის ფრონტის ხაზზე?
გლობალური სიახლეები ფრონტის ხაზზე არ არის.
გარკვეული ტაქტიკური ცვლილებები ყოველდღიურად ხორციელდება, რა თქმა უნდა, მაგრამ სტრატეგიული და ოპერატიული გარემოსთვის რაიმე ცვლილება უკვე დიდი ხანია არ მომხდარა და მნიშვნელობა არა აქვს.
აღსანიშნავია, რომ გარკვეული ტერიტორიები, რომლებიც უკრაინელებს დროებით დაკარგული ჰქონდათ, დაიბრუნეს.
რუსეთიდიდი ხანია ცდილობს კუპიანსკის აღებას, ისევ ვერ ახერხებს?
ვერა, რა თქმა უნდა. რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიები დაიკავოს, განსაკუთრებით დონეცკის ოლქში, მაგრამ უკრაინელები – შეიძლება თამამად ითქვას – საკმაოდ წარმატებულად ახერხებენ წინააღმდეგობის გაწევას, ტერიტორიების შენარჩუნებას. ზოგიერთ შემთხვევაში კი, უკანაც იბრუნებენ.
ეს გრძელი, მომქანცველი ომია. ასეთი ეპიზოდი ბევრი იქნება. ამ ტაქტიკური სიტუაციის აღწერა ძალიან რთულია.
რადგან ხელშესახებ წარმატებას რუსეთი ვერ აღწევს, ამიტომაც თავს ესხმის პერიოდულად უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით? წუხელ დონეცკსა და ზაპოროჟიეში კიდევ 5 ადამიანი დაიღუპა, 7 – დაშავდა.
ორ წელზე მეტია ამას ვუყურებთ. ეს არის მასიური თავდასხმა სოფლებზე – სადაც დაუცველ ადგილს დაინახავენ რუსები, მშვიდობიანი მოსახლეობა იქნება ეს თუ სტრატეგიულ ობიექტები, კომბინირებულ თავდასხმას აწყობს უპილოტო საფრენი მოწყობილობებით და სარაკეტო დარტყმებთან შეწყვილებული.
რუსეთის სტრატეგიული განზრახვა არის უკრაინის დაპყრობა, რაც ამ ეტაპზე, ძალიან არარეალისტურია. როგორც ჩანს, რუსეთის პროგრამა მინიმუმია, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაკავება, განსაკუთრებული პრიორიტეტია დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, რათა შემდეგ ეს კონფლიქტი გაიყინოს.
ამავდროულად, რუსეთმა კონფლიქტის გაყინვაზეც უარი თქვა. მას თავისთვის ხელსაყრელი პირობები არ აქვს. რაციონალური მიდგომა არ არის რუსეთის მოქმედებაში.
უკვე ისეთი მასშტაბები აქვს ამ ომს, რომ ერთი სოფელი აქეთ, ერთი ქალაქი – იქეთ, არსებითად არ ცვლის სიტუაციას. ტაქტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მიმართულებაზე ბრძოლა გაგრძელდეს, მაგრამ ეს ჯერჯერობით სტრატეგიულ სურათს არ ცვლის.
რატომ შეიძლება აწყობდეს პუტინს ნებისმიერ ფასად ამ ომის გაგრძელება?
ლოგიკურად არ აწყობს.
იყო კიდეც შეთავაზება ცეცხლის შეწყვეტა პირობების გარეშე და ამ შემთხვევაში ეს კონფლიქტი გაიყინებოდა. რუსეთს, წესით, რაციონალურად უნდა აწყობდეს ეს სიტუაცია, მაგრამ უარი თქვა ყველანაირ ცეცხლის შეწყვეტაზე, აგრძელებს წამგებიან, მომქანცველ, გრძელ ომს. აქ რაციონალური აზროვნება ჩემთვის არ შეიმჩნევა.
თქვენი აზრით, არ უღირს პუტინს ამ ომის პოლიტიკურად შიდა აუდიტორიაში გაყიდვა ცნობილი გზავნილებით, რომ აი, თითქოს რუსეთი იბრუნებს იმპერიულ გავლენებს?
მაგრამ ასეთი გრძელი ომი დიდ სახელმწიფოს არც ერთხელ არ მოუგია. ვერც რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს. პუტინს რეალურად თავისი ქვეყანა მიჰყავს ძალიან დიდი რეგრესის გზაზე. რასაც რუსეთი მოგებას ეძახის – ვერ მოიგებს.
პროპაგანდისტების დონეზე: ერთი სოფლის აღებას მოგებას და გამარჯვებას დაარქმევს, თუ არ დაარქმევს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
რაც უფრო დროს წელავს და აღიზიანებს დასავლეთს, უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ უკრაინამ უფრო მეტი დახმარება მიიღოს. მეტი დახმარების მიღების პირობებში კი, რუსეთს ნამდვილად არ აქვს რაიმე განსაკუთრებული უპირატესობა. მას აქვს მხოლოდ რაოდენობრივი უპირატესობა, ხარისხში კი, ნამდვილად არა. რუსეთი ტექნოლოგიურად ჩამოუვარდება მოწინააღმდეგეებს. ამ ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა რაღაც ახალი, გარღვევა ვერ შემოგვთავაზა, პირიქით – ვხედავთ რეგრესს, თან სერიოზულ რეგრესს.
რუსეთმა თავის თავს შეუქმნა საკმაოდ ჩიხური სიტუაცია: ომობს, ომობს და შედეგს ვერ აღწევს. არ არსებობს ნათელი ხედვა, როგორ უნდა მიაღწიოს შედეგს. შედეგის მიღწევა არ არის საკუთარი ხალხის ამოხოცვის ხარჯზე ძალიან უმნიშვნელო წინსვლა ხომ?
არანაირი რეალისტური გათვლები აქ არ არის. სურვილი და ჟინია, რომ აი, უკრაინა უნდა დავიპყროთ! მაგრამ იმ ჟინს რომ აღსრულება სჭირდება და იმ აღსრულებას რომ შესაბამისი რაღაცები სჭირდება – ამას ვერ ვხედავთ.
ტრამპი ამბობს, პუტინმა მართლა მიღალატაო, თუმცა იტოვებს იმედს, რომ ეს კონფლიქტი მოგვარდება. რას აჩვენებს ტრამპის მორიგი გზავნილები რუსეთ-უკრაინის ომზე?
ტრამპი ცდილობს, თავისი საარჩევნო მესიჯი შეასრულოს და რაც შეიძლება დისტანცირება გააკეთოს ამ ომისგან.
ტრამპს ძალიან კარგად ესმის ისიც, რომ დისტანცირებას ვერ გააკეთებს, თუ უკრაინისთვის საქმე არ წავა კარგად. ამიტომ იმ დახმარების გაწევა, რაც საჭიროა, უწევს მინიმალურად.
ტრამპი, რა თქმა უნდა, ცდილობს, რაღაც პირობებით შეათანხმოს ეს ორი მხარე. უკრაინას მთელი ევროპა და დასავლეთი უდგას გვერდში, მას სერიოზული მოკავშირეები ჰყავს, ამიტომ რანაირადაც არ უნდა სცადოს ტრამპმა უკრაინის დათმობის ხარჯზე მშვიდობის მიღწევა, არ გამოუვა. ტრამპი რუსეთს ვერ ათმობინებს ვერაფერს – მას იმედი ჰქონდა, რომ რუსეთი რაციონალურად მიუდგებოდა საქმეს და მის შეთავაზებას მიიღებდა. ამით ტრამპი მშვიდობას დაამყარებდა და პოლიტიკურ კრედიტს დაიწერდა. რამდენად კარგი იქნებოდა ასეთი მშვიდობა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არ ვიცი, მაგრამ ამას განახორციელებდა ტრამპი.
რაც დრო გადის, ტრამპს ფრუსტრაცია ემართება, თუმცა ტრამპი თავისებური პოლიტიკოსია, ამის გაყიდვასაც შეძლებს: აი, მე ვცადე, რამდენჯერმე ვცადე, ყველაფერი ვქენი, მაგრამ რა ვქნა, არ გამოვიდა, იომოს უნდა უკრაინამ!
უნდა თუ არა ტრამპს, იგი უკრაინის მოკავშირეა და ევროკავშირს ვერ მიატოვებს, ეს ევროპული უსაფრთხოების საკითხია.
ეს იოლი არ იქნება: სერიოზული პოლიტიკური პინგ-პონგის ყურება მოგვიწევს, მაგრამ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, ალბათ გაზრდის კიდეც დახმარებას, თუმცა ჯერჯერობით არ არის ეს გადაწყვეტილი. აშშ ეცდება სხვა სახის სანქციები დაუწესოს რუსეთსა და მის მოკავშირეებს.
ლატვიაშიც იპოვეს რუსული დრონის ნაწილი, მანამდე პოლონეთში გამოჩნდა რუსული უპილოტო საფრენი აპარატი, რაც ჩამოაგდეს და ნატომ დაიწყო ოპერაცია „აღმოსავლეთის გუშაგი“. ნატოს წევრ ქვეყნებთან რუსეთის რა განზრახვა იკითხება ამ ქმედებაში?
ასეთი ომის შემთხვევაში ყოველთვის არის იმის ალბათობა, რომ ერთი-ორი დრონი ასცდეს მიზანს და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გადავიდეს, თუმცა ის შეტევა, რაც პოლონეთზე განხორციელდა, არ იყო შემთხვევითობა. მე არ ვიტყვი, რომ ეს მიზანმიმართული შეტევა იყო, მაგრამ ეს იყო, ასე ვთქვათ, დაშინება, გამოცდა: როგორი რეაგირება ექნებოდა პოლონეთს? როგორი რეაგირება ექნებოდა ნატოს?
რუსეთმა მკვეთრად დაინახა, რომ პოლონეთი, რუმინეთი, ნატოს ქვეყნები არ არიან ის ქვეყნები, რომლებსაც ადვილად შეაშინებ და აქვთ რესურსები, ტექნოლოგიები და ყველაფერი რუსული დრონები იქნება თუ რაკეტები, ჩამოყარონ დროულად.
რუსეთი ისე აკეთებს ამას, თითქოს შემთხვევით მოხდა, პირი მოუსინჯა და მიიღო მუშტი ცხვირში. კიდევ თუ მოსინჯავს, კიდევ მიიღებს. შემდეგში მუდმივ რეაგირებაში იქნებიან ქვედანაყოფები, რომლებიც გაანეიტრალებენ რუსეთის ნებისმიერი თავდასხმას, რომელიც შეიძლება ნატოს ქვეყანაზე განხორციელდეს დრონებით ან სხვა სარაკეტო საშუალებებით, რომელიც ვითომ შემთხვევით გადმოვარდა. ეს იქნება საჰაერო ძალები თუ საჰაერო თავდაცვის ძალები.
ამასობაში, რამდენად ძლიერდება უკრაინის სამხედრო მრეწველობა?
უკრაინამ ბევრი რამის წარმოება დაიწყო და ბევრ მიმართულებაზე წარმატება აქვს. ვნახავთ, ბალისტიკურ რაკეტებზე როგორი შედეგი ექნება.
რაც შეეხება უპილოტო საფრენ თუ სახმელეთო მოწყობილობებს, საკმაოდ წინ არის უკრაინა წასული – უკვე ბევრ ძალიან განვითარებულ ქვეყანას უსწრებს. რაც მთავარია, უკრაინელებმა იპოვეს ოქროს შუალედი – იაფად აწარმოონ ძალიან მაღალტექნოლოგიური შეიარაღება. უკრაინა საკმაოდ კარგ დახმარებას იღებს ევროპული ქვეყნებიდან ამ მიმართულებით და ვიხილავთ კიდეც სხვა სახის შეიარაღებებს უკრაინის მიერ წარმოებულს, თუ აღდგენილს.
ამ ომამდე და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინას სერიოზული სამხედრო მრეწველობა ჰქონდა – არანაკლებ, ვიდრე რუსეთს. უბრალოდ, კორუფციის და იანუკოვიჩის რეჟიმის გამო, რომელსაც რუსეთი აკონტროლებდა, ფაქტობრივად ეს სისტემა იქნა მორღვეული. ახლა უკვე ამის კონსოლიდაცია მიდის და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ შეძლებენ უკრაინელები ომის პირობებშიც კი, ბევრი რამ თვითონ აწარმოონ.
თქვენ არაერთხელ თქვით, რომ ამ ომის ბედი იმაზეა დამოკიდებული, ვინ გამოიფიტება პირველი. რა ჩანს რესურსების გამოფიტვის კუთხით?
რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ: ორივე მხარე იფიტება, მაგრამ ასეთ ომში ყოველთვის უჭირს დიდ სახელმწიფოს, მას გაცილებით მეტი პრობლემები აქვს…
რუსეთი მოკავშირეების გარეშეა. ჩრდილოეთ კორეას თუ არ ჩავთვლით, რუსეთს რეალური მოკავშირე არ ჰყავს – ყველა ცდილობს, რაღაც სარგებელი მიიღოს დასუსტებული რუსეთისგან.
უკრაინას კი, ჰყავს რეალური მოკავშირეები, რომლებიც დაინტერესებული არიან უკრაინის უსაფრთხოებით: უკრაინის უსაფრთხოება ნიშნავს ევროპის უსაფრთხოებას!
ძლიერი მოკავშირეების ყოლა, თქვენი დაკვირვებით, ახლა ამ ომში წარმატების მიღწევის მთავარი პირობა?
რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა, თუმცა მარტო მოკავშირეობა არ არის წარმატების პირობა – ბრძოლაა საჭირო და ვხედავთ, უკრაინელები როგორ იბრძვიან.
დღევანდელ სამყაროში ყველას სჭირდება მოკავშირე. გახსოვთ ავღანეთის ოპერაცია, ერაყის ოპერაცია, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც – ამხელა სამხედრო არსენალის მიუხედავად – დასჭირდა მოკავშირეების არსებობა.
რუსეთს ვითომ ჰყავს მოკავშირეები, მაგრამ არ ჰყავს რეალურად. ეგ არის მაგის პრობლემა.
რუსეთი ვერც საქართველოს ხელისუფლების მოკავშირე იქნება, რადგან ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. შეიძლება, ის იმორჩილებს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ მასთან აქვს ვასალური დამოკიდებულება, მაგრამ მოკავშირე ვერ იქნება.
„ქალი არ არის არც ერთი, რაღაც სხვა ჯიშია“, „სად ხედავთ აქ ქალებს?“, „30 აკაცუკი მოვიდა საარჩევნო შტაბთან“ – ამ სიტყვებით მოიხსენია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ქართველი ქალები, რომლებიც მის საარჩევნო შტაბთან „ოცნების“ პოლიტიკის გასაპროტესტებლად მივიდნენ.
შტაბიდან გამოვარდნილმა „ოცნების“ მხარდამჭერმა კაცებმა ჯერ შუა თითი აჩვენეს პროტესტში მყოფ ქალებს, შემდეგ გენიტალიებზე მოიკიდეს ხელები, ბოლოს კი ქალებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
კალაძის მხარდამჭერებმა იმ საღამოს სცემეს რუსიკო კობახიძესაც, 9 შვილის დედას, მკვლევარსა და მასწავლებელს.
როგორ ქალებს ებრძვის რეალურად „ოცნება“ საქართველოში და რა იწვევს რეჟიმის ბრაზს? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ რუსიკო კობახიძეს, რომელიც ამბობს, რომ ის კობახიძისგან ნამდვილად განსხვავებული „ჯიშია“, რადგან რუსთაველზე იცავს ღირებულებებს და ამ ქვეყნის თავისუფლებას.
ქალბატონო რუსიკო, იმ დღეს, როცა კალაძის მცველმა კაცებმა ქალებს სცემეს, თქვენც იქ იყავით. როგორი ქალები იცავენ დღეს საქართველოს თავისუფლებას, რა „ჯიშის“ ქალები დგახართ რუსთაველზე და რატომ ხართ მიუღებელი კალაძისთვის, კობახიძისთვის და, ზოგადად, „ოცნებისთვის“?
მე, პირადად, სულ არ მწყენია, რომ კალაძისთვის იმ ჯიშის ქალი არ ვარ, რომელიც მას მოსწონს.
მას ალბათ მოსწონს რიმა ბერაძე, ლალი მოროშკინა, ხატია სიჭინავა და მათი მსგავსი ქალები. მაგრამ, ზოგადად, რაზეც აკეთებს კალაძე აქცენტს, ეს არის ის, რომ მათ არ მოსწონთ მებრძოლი ქალები, რომლებიც სახლში არ სხედან, ან მთელ დროს არ ატარებენ „შოპინგებში“, თავის მოვლაში და ქუჩაში დგანან იდეისთვის.
რუსიკო კობახიძე
აკაცუკებს გვეძახის და მისი აზრით, ამით ჩვენ დემონიზაციას ეწევა, რომ ეს არ არის ქართველი ქალის სახე და ასე შემდეგ. მე მაქვს კითხვა, საიდან მოიტანეს, რომ ქართველი ქალი არის კდემამოსილი, სახლში ქმრის მორჩილი თუ რაღაც ასეთი და არააქტიური? მე მგონი, საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობაში ჩვენ სულ სხვა ტიპის ქალები გვყავს.
„შუშანიკიდან“ დავიწყოთ თუნდაც, რომელიც წმინდანია, საკმაოდ უკმეხი და მებრძოლი ქალია, არა? აგრესიული ქმედებებიც ახასიათებს, სიტყვა-პასუხიც ასეთი აქვს და ვხედავთ როგორი მებრძოლი ქალია, როგორ აუჯანყდა თავის ქმარს.
ან „ვეფხისტყაოსნის“ ქალებზე არაფერი სმენიათ, ან მაია წყნეთელზე ან ჩვენი თანამედროვე ქალები არ უნახავთ?
„ქართლის დედაც“ ხომ ხმლით არის წარმოდგენილი, თბილისის თავზე დგას და, წესით, ბევრჯერ უნდა ენახა კალაძეს.
დიახ. „ქართლის დედის“ დგომა, მისი შემართებაც ხომ ამას აჩვენებს. ან თუნდაც „კიდევაც დაიზრდებიან“, რომელსაც ასევე ხმალი უჭირავს ხელში და დგას ბავშვებთან ერთად, ეს ქალიც ხომ წელგამართული დგას. ეს არის ქართველი ქალის სახე და არა ის ქალები, რაც უნდათ, რომ შემოგვასაღონ.
თავდახრილი და მორჩილი ქალის სახე?
„ქალი ხარ და შენი ადგილი უნდა იცოდე“, აი, დაახლოებით ასეთი რამ უნდათ. თუმცა ეს არ ვრცელდება მათ ქოც ქალებზე. მაგალითად, წულუკიანი ძალიან ბევრს ლაპარაკობს და საკმაოდ უხეშადაც.
9 შვილი გყავთ, ამის პარალელურად ეწევით საგანმანათლებლო საქმიანობას, იბრძვით იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და არ დაბრუნდეს რუსულ წარსულში, რომლის მძიმე გამოცდილებაც დღემდე გვახსოვს. „ოცნების“ მერი კი გეუბნებათ, რომ „არავის აინტერესებს მაგათი ხავილი და ჩხავილი“. რა შეგიძლიათ თქვათ ამ კაცზე, ვინც ასე ესაუბრება ქალებს ამ ქვეყანაში?
„ოცნება“ რაღაცნაირად იმ ნარატივზე ზის, რომ თურმე „ქალი ქალია, დედაა“ და თურმე რაღაც ოჯახურ ღირებულებებს იცავენ.
ცხრა შვილი 90-იანი წლებიდან 2005 წლამდე გავაჩინე. ეს საქართველოს ისტორიის ძალიან მძიმე პერიოდი იყო და არ იყო ადვილი ბავშვების გაზრდა.
ჩემი შვილებისთვის და სხვისი შვილებისთვისაც ღირსეული ქვეყანა მინდა და არა უსამართლო. მინდა შვილებს განვითარების საშუალება ჰქონდეთ, შეეძლოთ საზღვარგარეთ წასვლა, სწავლა და არა ისეთი ქვეყანა, სადაც არ შეეძლებათ თავიანთი სიმართლის დამტკიცება. ასეთი ქვეყანა ჩემთვის მიუღებელია.
მინდა, თავისუფალი, გახსნილი საზოგადოება და ამის საშუალებას არ გვაძლევს რეჟიმი.
ყველა ორგანიზაცია აგენტებად გამოაცხადეს, ვინც ამ ქვეყნის განვითარებისთვის შრომობს – ადამიანებს ართმევენ იმის შესაძლებლობას, რომ დაიცვან თავიანთი უფლებები, ჯანმრთელობა და ასე შემდეგ.
კალაძის მხარდამჭერებმა საარჩევნო შტაბის წინ ქალებს სცემეს
ჩვენ გვეძახიან უზრდელ ქალებს და ამ დროს, მათ შეუძლიათ იარაღი დააძრონ აქციაზე, ქალებს სცემონ, საზიზღარი ჟესტები აკეთონ.
ეს შუა თითის ჩვენება და „გამოექანე მთაწმინდიდან“ კალაძის ლექსიკა არ არის? თავის თავს არაფერს უზღუდავს და თუ ვინმე მსგავსი ლექსიკით დაელაპარაკება, მათზე ამბობს, რომ მოძალადეები არიან. ეს ცნობილი პროპაგანდისტული მეთოდია, რომ არანორმალურებად და საზიზღრებად წარმოაჩინო ისინი, ვისი განადგურებაც გინდა.
მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ 21-ე საუკუნეა და ქალის აღქმაც სხვანაირია თანამედროვე საზოგადოებაში. ინფორმაციულად სივრცე გახსნილია და სხვათა შორის, ამიტომაც ებრძვიან ონლაინმედიებს, ტელემედიას, რომ ეს სივრცე დაახშონ, თუმცა ეს მცდელობა მარცხისთვის არის განწირული.
ამ ქვეყანაში თუ ვინმე რაიმეს აკეთებს, იქნება ეს მკვლევარი, პროფესორი, მხატვარი, მსახიობი, მასწავლებელი თუ მთამსვლელი, ყველას მტრად გამოცხადებას ცდილობენ.
„ოცნების“ მაღალჩინოსნების ცოლები არასდროს ყოფილან საზოგადოებრივად აქტიურნი. მათ შორის არც კალაძის ცოლი. ებრძვიან იმ ქალებს, ვინც შვილებსაც ზრდის, პროფესიაც აქვს და მოქალაქეობრივად აქტიურიცაა. თქვენი აღქმით, რას უპირისპირდებიან ისინი რეალურად?
რეალურად, ეს არის ღირებულებათა ომი, ეს არ არის პარტიული ბრძოლა.
ეს არის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა – ამ რეჟიმს პირდაპირ მივყავართ რუსეთისკენ და იზოლაციაში აქცევს ჩვენს ქვეყანას, რაც წარმოუდგენელი დანაშაულია. ხელის გაწვდენაზეა დღეს ჩვენგან ევროკავშირი, ამხელა მხარდაჭერა აქვს საქართველოს და სწორედ ახლა იწყებენ ქვეყნის შებრუნებას რუსეთისკენ. მეორე, ეს არის ღირებულებათა ომი, რადგან არ შეიძლება შენი ქვეყნის მტერი იყოს შენთვის მისაღები.
თუმცა მათი პროპაგანდა ხალხს არწმუნებს, რომ ისინი იცავენ ღირებულებებს.
ჩვენ ვნახეთ რა არის მათი ღირებულებები – შუა თითი და გენიტალიების ჩვენება.
ვხედავთ, მათი მხარდამჭერი კაცები როგორ ექცევიან ცოლებს და შვილებს. სცემენ, უარყოფენ. ზოგი ფულის გათეთრებაზეა დაჭერილი და ზოგიც მილიონების მოპარვაზე. ესენია მათი მოსაწონი ხალხი.
კალაძის შემდეგ კობახიძემაც დაგიწუნათ ქალობა. თქვა, რომ კალაძის ოფისთან თურმე „ნაცი ორკები“ და „მოკაცო ქალები“ იყვნენო. რეალურად, როგორი ქალები დგანან დღეს ქუჩაში თქვენთან ერთად, იქნებ მოვუყვეთ ამაზე საზოგადოებას?
ეს „მოკაცო ქალები“ მათი პირიდან ძალიან სასაცილოა – მათი არც კაცი ჰგავს კაცს და არც ქალი ჰგავს ქალს, ჩემი გადმოსახედიდან.
ჩემ გარშემო წარმატებული და მებრძოლი ქალები დგანან. ენის სპეციალისტები, მთარგმნელები, მსახიობები, მკვლევრები, ენათმეცნიერები, დიასახლისები და ძალიან ბევრი უნარის ადამიანია იქ.
დღეს ყველა ადამიანს უჩნდება განცდა, რომ ის დაუცველია. დაუცველია ძალადობის მხრივ, სასამართლო არ არსებობს, არა? შეიძლება ვიღაც კრიმინალი დაგესხას თავს და პოლიციამ არ დაგიცვას. ასე ინგრევა სახელმწიფო. ვინც ქუჩაში დგას, ყველას აქვს ეს საფრთხე გაცნობიერებული. დღეს პროტესტში უმეტესობა ქალია და აქედანაც ჩანს, როგორი ძლიერები აღმოვჩნდით ქართველი ქალები.
როცა ამ ქალების ბრძოლას ჩხავილს ეძახის პარტიის წარმომადგენელი, სრულიად არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულებაა ეს.
მათი ქალების ჩხავილი დააკლდათ? ყველამ ვნახეთ მათი ამომრჩეველი ქალების სახეები არჩევნების დღეს. არც სიუხეშე აკლიათ და არც ქცევა აქვთ მოსაწონი, მაგრამ ჩვენი სამართლიანი შეძახილი – არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“ ყოფილა ჩხავილი და მიუღებელი.
მათ შეუძლიათ ყველანაირი საზიზღრობა ჩაიდინონ და მაინც კაცი ერქვათ, მაინც ქალი ერქვათ, მაგრამ ჩვენ დემონიზებას ეწევიან.
მათი მოდელი არის ავტორიტარული რუსეთი და რუსული საზოგადოება, თუ მას საზოგადოება შეიძლება ეწოდოს, რადგან ეს არის მუდმივად მონობაში მცხოვრები საზოგადოება, რომელმაც არ იცის თავისუფლება რა არის. ჩვენს საზოგადოებაში კი თავისუფლების ინდექსი 35 წელია ასე თუ ისე იზრდება.
უკვე ჩამოყალიბდა ისეთი თაობა, რომელსაც ვეღარ უკარნახებ, როგორ იცხოვროს.
ვფიქრობ, ვერ მოერევიან ამ თაობას, ვერ მოერევიან ქართველ ქალებს. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია.
______________
მთავარი ფოტო: რუსუდან კობახიძე საპროტესტო აქციაზე/ფოტო: ფეისბუქის გვერდიდან
„როცა დაკავებული ადამიანი იზოლირებულია და მისი გაქცევის არანაირი საფრთხე არ არსებობს, ამ დროს ხელბორკილების გამოყენება უტოლდება შეურაცხმყოფელ, არაადამიანურ მოპყრობას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ იოსებ ედიშერაშვილი. იგი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანალიტიკოსია და ბორკილების დადების პრაქტიკაზე ვესაუბრეთ: ხომ არ ჩანს „ოცნების“ პოლიციის განზრახვა, სასტიკად და დამამცირებლად მოექცეს განსაკუთრებით პროევროპულ პროტესტთან დაკავშირებულ ადამიანებს?
მაგალითად, რამდენიმე დღის წინ კალაძის ბანერზე წარწერის გაკეთების გამო დაკავებულ მეგი დიასამიძესტრანსპორტირების დროს 9 საათი ჰქონდა ხელები ზურგს უკან შეკრული, ჟურნალისტი მზია ამაღლობელიკი, პოლიციის შენობაში, პოლიციელების გარემოცვაში დაახლოებით 2 საათი ბორკილდადებული ჰყავდათ.
რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციას დაკავებულისთვის ბორკილების დადება? – „ბათუმელებმა“ საიას ანალიტიკოსთან იოსებ ედიშერაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:
ბატონო იოსებ, კალაძის ბანერზე წარწერის გამო დაკავებულ 23 წლის გოგოს, ტრანსპორტირების დროს,ზურგს უკან 9 საათი ჰქონდა ბორკილებით ხელები შეკრული. ჟურნალისტ მზია ამაღლობელს კი, პოლიციის შენობის მესამე სართულზე, პოლიციელების გარემოცვაში, ზურგს უკან შეუკრეს ხელები… ეს არის „ოცნების“ რეჟიმის სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობის დემონსტრირება სინდისის პატიმრების მიმართ?
ხელბორკილების დადება აპრიორი არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, მაგრამ თუ შევხედავთ საერთაშორისო პრაქტიკას და სასამართლოს პრაქტიკას, ეს აჩვენებს, რომ ხელბორკილების გამოყენება მაშინ შეიძლება, როდესაც ეს არის მკაცრად აუცილებელი: ადამიანი არ უნდა დარჩეს რისკის ქვეშ, გაიქცეს, ან სხვას მიაყენოს ზიანი.
როდესაც მსგავსი საჭიროება არ არის დადგენილი, ხელბორკილების დადება შესაძლებელია იყოს ადამიანის უფლებების დარღვევა. განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდი ხნის განმავლობაში ხდება ბორკილების დადება და განსაკუთრებით ზურგს უკან. შესაძლებელია, ეს იყოს ადამიანის უფლებების დარღვევა, რაც არის ყოვლად მიუღებელი.
იოსებ ედიშერაშვილი
ერთ-ერთ საქმეზე თურქეთის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც დიდი ხნის განმავლობაში ედო ადამიანს ბორკილები, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს დარღვევაა. შემთხვევა, როდესაც 9 და 10 საათი ედო დაკავებულ ბორკილები და ამის არანაირი საჭიროება არ იყო, შესაძლებელია იყოს მესამე მუხლის დარღვევა. ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა.
თურქეთის წინააღმდეგ საქმეზე, რაზეც 2018 წელს არის მიღებული გადაწყვეტილება, იყო საუბარი, რომ, თუკი სისტემურად ხდება ხელბორკილის გამოყენება შესაბამისი საჭიროების გარეშე და განგრძობითად, ეს არის მესამე მუხლის დარღვევა.
წინა არჩევნების შემდგომი აქციების დარბევების დროს გვქონდა კვლევა. გვქონდა შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ზურგს უკან უბოჭავდნენ ხელს და უბოჭავდნენ ხამუთებით – ხელბორკილითაც არა. ეს დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ხელებშეკრულ ადამიანებზე შემდეგ ძალადობდნენ. ეს, რა თქმა უნდა, არის დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი მოპყრობა და ზოგ შემთხვევაში შეიძლება წამებასაც გაუტოლდეს.
ჩანს განსაკუთრებული მიდგომა პროევროპული აქციის მონაწილეების მიმართ?
ადამიანები, რომლებიც აქციებში მონაწილეობენ, მომეტებული რისკის ქვეშ არიან, რომ მათი უფლებები დაირღვეს, გახდნენ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი.
ჩვენ ასევე ვხედავთ იმას, რომ, როგორ უგულებელყოფს პოლიცია აქციის მონაწილეებზე თავდასხმას, როცა მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობდნენ პოლიციელების თვალწინ და ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
როცა დაკავებული ადამიანი იზოლირებულია და მისი გაქცევის არანაირი საფრთხე არ არსებობს, ამ დროს ხელბორკილების გამოყენება უტოლდება შეურაცხმყოფელ, არაადამიანურ მოპყრობას.
მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც არ არსებობდა არანაირი საფრთხე, რომ ის გაიქცეოდა, ან ვინმეს ზიანს მიაყენებდა. იქ იყო ბევრი სხვა გარემოებაც, რაც ადასტურებს მესამე მუხლის დარღვევას [წამება, ან არაადამიანური მოპყრობა].
ბორკილდადებულ ბრალდებულებს ხშირად დიდი ხნით აჩერებენ ასევე სასამართლოების ფოიეში, ვიდრე სასამართლო სხდომა ჩატარდება. ამ დროს ბორკილდადებულ ბრალდებულს, რომელიც შეიძლება საბოლოოდ სასამართლომ გაამართლოს, ნახულობს ყველა. არის ეს დარღვევა?
ადამიანის ხელბორკილებით ტარება, მით უმეტეს, დიდი ხნის განმავლობაში, შეიძლება აღწევდეს შეურაცხმყოფელ ქმედებას. როცა დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებენ და ყველა შენ გიყურებს – ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ეს უკვე შეიძლება იყოს მესამე მუხლის დარღვევა.
კარგი პრაქტიკა ეს – რაც შეიძლება ცოტა ხანს იყოს ადამიანი შებოჭილი. ადამიანებს არ უნდა იყვნენ ხელბორკილებით საჯაროდ, რომ ყველამ დაინახოს.
რას ამბობს კანონი ამ კუთხით? მზია ამაღლობელის შემთხვევაში მოწმე პოლიციელებმა თქვეს, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა აქვთ – ბრალდებულს ბორკილებს უკეთებენ.
ხელბორკილების გამოყენება უნდა დასაბუთდეს. ის არ უნდა ემსახურებოდეს ადამიანის დასჯას. თუ დასჯის გამო ადებენ ადამიანს ბორკილებს, ეს არაადამიანური მოპყრობაა, ასევე თუ სამედიცინო პრობლემის მიუხედავად მაინც უკეთებენ ბორკილს.
ხელბორკილის დადება ადამიანის თავისუფლების შეზღუდვაა და თითოეული შემთხვევა უნდა დასაბუთდეს: რატომ იყო საჭირო მისი გამოყენება, ან მისი განგრძობითად გამოყენება რატომ არის სავალდებულო? მინდა და დაგადე ხელბორკილი – ეს მიდგომა ნამდვილად მიუღებელია.
როცა საპროტესტო აქციების დროს ხელბორკილდადებულებს სცემდნენ ცალსახაა, რომ დასჯის გამო უკეთებდნენ ბორკილებს. ეს არის წამება, ან დამამცირებელი მოპყრობა.
Despite an agreement reached at the beginning of 2025 between Azerbaijan and Georgia to resume train services between the two countries from May 28, overland travel remains suspended due to Azerbaijan’s closed land borders. There is no information on when these borders might reopen.
Official Reason for the Closure
Azerbaijan closed its land borders with Iran, Russia, Georgia, and Turkey in March 2020 as a quarantine measure in response to the COVID-19 pandemic. Since then, this quarantine regime has been extended multiple times and is now scheduled to remain in effect until at least October 1, 2025. However, these restrictions do not apply to cargo transport.
Beyond the Official Reason
Some experts suggest that the closure has also served as a strategic measure for Azerbaijan to enhance security and maintain control over regional dynamics. In April 2024, ahead of COP29, President Ilham Aliyev indicated that while the initial reason for the border closure was COVID-19, it has since transitioned into a primarily security-focused measure. “As President, and someone who monitors national security daily, I can assert that our security has significantly increased since the borders were closed,” Aliyev stated.
During a speech on November 25, 2024, in Azerbaijan’s Milli Majlis (Parliament), Deputy Zahid Oruj linked the ongoing border closures to the Russia-Ukraine war and military operations in Iran. Oruj cautioned that reopening the borders could potentially allow 100,000 migrants into Azerbaijan, posing a threat to political stability.
Challenges for Citizens Traveling To and From Azerbaijan
Bulia Abdulaeva, a 43-year-old woman who married in Baku, used to visit her parents in Georgia’s Bolnisi region two to three times a year before the pandemic. Now, visiting has become a costly affair.
“I can barely manage to go once a year. Even then, I travel alone without my children, as flying is too expensive for the whole family. The promised train hasn’t appeared either, and we were looking forward to it,” Abdulaeva expressed.
The average price for a plane ticket from Azerbaijan to Georgia (via Azerbaijan Airlines) is around $250, while the Georgian side planned to set train ticket prices at 50–70 GEL after restoring services.
Many citizens of both Azerbaijan and Georgia face similar challenges. This situation is particularly pressing for millions of Azerbaijanis residing in Russia and Ukraine who have been unable to return home. The situation became critical in 2022 after Russia invaded Ukraine, leaving many Azerbaijani labor migrants stranded at the border.
The Azerbaijan-Georgia route is in high demand among several social groups, particularly Azerbaijani students in Tbilisi, individuals seeking car parts or repairs, and residents of border regions, both ethnic Azerbaijanis and ethnic Georgians holding Azerbaijani passports. The border restrictions impede their ability to visit relatives across the border.
In 2023, Georgian President Salome Zourabichvili raised the issue when she was commenting on restoring direct flights between Russia and Georgia. She emphasized the need to consider Azerbaijani citizens of Georgian descent, stating, “For three years, our compatriots have been unable to come from Hereti because the Lagodekhi-Balakan border has remained closed since COVID. People have to travel a long way to Baku, then fly from there, which is practically beyond the means of most.”
At the beginning of 2025, the Georgian and Azerbaijani authorities announced the planned resumption of train services in May. However, skepticism persists among citizens, given the history of unfulfilled promises. The official closure period due to the “pandemic,” set until October 1, is another date that many Azerbaijani citizens fear might be postponed yet again.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 099 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150]
ტანკი – 11 191 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 23 278 ერთეული [+1]
საარტილერიო სისტემა – 32 896 ერთეული [+17]
MLRS – 1 492 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 218 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 341 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 60 680 ერთეული [+211]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 718 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 62 044 ერთეული [+44]
სპეცტექნიკა – 3 968 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
667 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
85 035 უპილოტო საფრენი აპარატი
628 საზენიტო სარაკეტო სისტემა
25 172 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 592 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
29 721 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
42 182 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილი არ დარწმუნდება, რომ დათესა ისეთი შიში, რომ ისედაც მონად მყოფი ეს ადამიანები იქცევიან მის, ასე ვთქვათ, ლაქიებად და მართლაც ჩაჰყვებიან სამარეში. აი, ამ მიზანს ემსახურება ეს ანტიკორუფციული კამპანია. ივანიშვილმა იცის, რომ ძალიან მძიმე პერიოდი ელის საერთაშორისო იზოლაციის კუთხით. მას უნდა, რომ ამ შეშინებულმა ხალხმა გაქცევა ვერ შეძლოს, ერთ ქვაბში მოიხარშოს ყველა. აი, ამ შიშის ატმოსფეროს ქმნის ახლა ბიძინა ივანიშვილი,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი, ეკონომისტი რომან გოცირიძე.
მისი დაკვირვებით, ივანიშვილის დავალებით ირაკლი კობახიძე ყულფს უჭერს ღარიბაშვილის მთავრობას.
რა განზრახვით მოქმედებს ამჯერად ბიძინა ივანიშვილი და რატომ არ არის სარწმუნო „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადება – კორუფციასთან ბრძოლა დავიწყეთო?
„ჯუანშერ ბურჭულაძე „ოცნების“ კორუმპირებულთა სიაში 500-ეულშიც კი ვერ შევა,“ – მიიჩნევს რომან გოცირიძე და რამდენიმე შემთხვევას ასახელებს, რაც კარგად აჩვენებს, რა მასშტაბის კორუფცია გვაქვს ქვეყანაში.
„…ივანიშვილი თავის ციხესიმაგრედ გადააქცევს ქვეყანას, როდესაც ყველა ინსტიტუტი – ჯარიდან დაწყებული პოლიციით დამთავრებული, ჩინოვნიკები, სახელმწიფო საწარმოები – ყველაფერი ავტორიტარული, კეთროვანი, იზოლირებული რეჟიმის მომსახურედ იქცევა,“ – მიიჩნევს რომან გოცირიძე.
„ბათუმელებმა“ რომან გოცირიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრია.
ბატონო რომან, არალეგიტიმური მთავრობის პრემიერი ამბობს, კორუფციას ვებრძვიო. თქვენთვის რას აჩვენებს „ოცნების“ ანტიკორუფციული კამპანია?
„ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის კორუფციულ სისტემაზე აგებული ხელისუფლება მაფიოზური პრინციპით, რომლის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი და ის არის კორუფციის მთავარი წყარო.
კორუფცია არ არის მხოლოდ მექრთამეობა, ანუ ხელიდან ხელში ფულის ჩადება. კორუფციის მთავარი შინაარსი არის ძალაუფლების გამოყენება საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, რომელშიც შემდეგ ფინანსური და სხვა სახის ინტერესები მოიაზრება.
ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავზე ირგებს გადასახადებსაც კი. მაგალითად, ოფშორების შესახებ კანონით 2030 წლამდე ქონების გადასახადი გადაივადა, ქმნის რაღაც ფონდს, სადაც თავს უყრის მთელ თავის ბიზნესს და ასევე მალავს გადასახადებს. ის შეღავათიან ფასად ან უფასოდ იღებს ქვეყნის უზარმაზარ რესურსებს, მიწას, სადაც ხელს დაადებს და ნებისმიერ სასტუმროს ან მისთვის სასურველ ობიექტს ააშენებს.
რომან გოცირიძე
ამიტომაც, ეს არის კორუფცია, რომელიც ემსახურება მის ოჯახს. ამ კორუფციის სიკეთეებით სარგებლობს ასევე ივანიშვილის კლანი.
ბიძინა ივანიშვილმა ბიუჯეტი სახრავად მიუგდო და გაუნაწილა თავის ქვეშევრდომებს, მათ შორის, მუნიციპალური ბიუჯეტი, ადგილობრივი ბიუჯეტი, თბილისის ბიუჯეტი, აჭარის ბიუჯეტი – ერთი წესით იმართება ეს ყველაფერი. ისინი ტენდერებიდან მილიარდობით ფულს იპარავენ.
თავად ირაკლი კობახიძემ შიდაკლანური ბრძოლის კონტექსტში აღიარა, რომ მხოლოდ ერთ სფეროში – სახელმწიფო საწარმოთა მართვის სფეროში იფლანგებოდა 700 მილიონი ლარი. რა არის ეს 700 მილიონი ლარი? სხვა საკითხია, მაგრამ რატომ მოუნდა ამის დასახელება კობახიძეს: თავმომწონეობისთვის გააკეთა, რომ ივანიშვილისთვის ეჩვენებინა, აი, მე კარგად ვმუშაობ და ღარიბაშვილი დასაჭერია, თუ პირიქით, ივანიშვილმა დაავალა, რომ კომპრომეტირება მოეხდინა ღარიბაშვილის მთავრობისათვის, რომ იგივე თავდაცვის მინისტრის დაჭერაც სამართლიანი ყოფილიყო?
ოპტიმიზაციით დავზოგეთ სახელმწიფო საწარმოებში 700 მილიონიო. პრაქტიკულად ეს გაფლანგვის აღიარებაა?
გაფლანგვა რა არის? – მოპარვა, ან მეორე მხრივ, ფულის მითვისება უსაქმურობის გაფორმებით. დაადასტურა კიდეც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, კაკაურიძემ, რომ ამ სფეროში 1000-მდე ადამიანი გავათავისუფლეთო. კობახიძემ თქვა, კადრების რესტრუქტურიზაციით, ანუ შემცირებით, 22 მილიონი ლარი დავზოგეთ მხოლოდ ენერგეტიკის სექტორშიო.
სახელმწიფო საწარმოთა სექტორი რა არის? – ეს არის ენერგეტიკა, სადაც არის გაზის სექტორი, თბოსადგურები, ელექტროგადამცემი ხაზები, ჰიდროელექტროსადგურები და უამრავი სხვა ობიექტი. 350-მდე სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოა ქვეყანაში. ამ სახელმწიფო საწარმოებში ყოფილი მინისტრები, ყოფილი დეპუტატები, მათი ოჯახის წევრები, ხელისუფლებასთან დაკავშირებული უამრავი პირი და პარტიული აქტივისტია დასაქმებული. ეს არის მილიარდიანი ბრუნვის მქონე საწარმოები, სადაც 700 მილიონის მოპარვა წელიწადში თურმე შესაძლებელია.
მაგალითად, თბილისში მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ საცურაო აუზზე რაღაც ინსტრუქტორებად არიან გაფორმებულები მომღერლები. ისინი საახალწლოდ თუ არჩევნებისას „ქართული ოცნების“ კონცერტებზე გამოდიან და ამავდროულად, როგორც ინსტრუქტორები იღებენ 2, 3 და 5 ათას ლარ ხელფასს.
ფაქტობრივად ბომბი ააფეთქა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში, ივანიშვილის და საკუთარ ფეხებქვეშ, როცა თქვა, 348 მილიონი ლარი დავზოგეთ ტენდერებსა და მომსახურებაშიო. შესაძლოა, მისი მიზანი იყო მხოლოდ ღარიბაშვილის მოკვლა, მაგრამ სინამდვილეში საკუთარი პარტია მოკლა.
კაკაურიძემ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თქვა: ჩვენ ფული დავზოგეთ, რადგან ამ საწარმოების მიერ გასაწევი ხარჯები ტენდერებისას გავანახევრეთო. ანუ გამოდის, რომ რაღაცას თუ ყიდულობდნენ 2 მილიონ დოლარად ტენდერში, იმის ყიდვა თურმე 1 მილიონად შეიძლებოდა. ზუსტად იმ სქემაზეა საუბარი, რა სქემისთვისაც დაიჭირეს თავდაცვის მინისტრი. თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, სამედიცინო მოწყობილობა იყო – ტომოგრაფიული აპარატი, რომელიც ღირდა 2.5 მილიონი დოლარი, ასე ვთქვათ და მასში გადაიხადა 3.5 მილიონი დოლარი, 1 მილიონი მოტეხა და ამ ფულით უცხოეთში იყიდა სახლი.
მაგრამ ჯუანშერ ბურჭულაძე „ოცნების“ კორუმპირებულთა სიაში 500-ეულშიც კი ვერ შევა. მან, მართალია, რაღაც ოპერაცია დაატრიალა, 1 მილიონი დოლარი მოიგო და შეიძლება კიდევ ერთი-ორი მსგავსი რაღაც ჰქონდა გაკეთებული სადღაც, მაგრამ აგერ მარტო სახელმწიფო სექტორში, – აქ სამინისტროები და საჯარო სექტორი არ შედის – 700 მილიონზეა ლაპარაკი და კობახიძე თავისი პირით ამბობს, ტენდერებში დავზოგეთ ფულიო.
აქ რა იგულისხმება? – მანქანები, ფუფუნების საგნები, დივანი, მივლინებები, ერთი სტუმარი რომ ჩამოვიდოდა და 20 მიჰყვებოდა აქაური რესტორანში…
348 მილიონი ლარი დაიზოგა თურმე ორი მუხლით: ტენდერები და ადმინისტრაციული ხარჯები და მომსახურება. სიტყვასიტყვით ერთსა და იმავეს აღწერს ფინანსთა მინისტრის მოადგილე და პრემიერ-მინისტრად წოდებული კობახიძე, ერთსა და იმავე სქემას, ანუ ამ ფულს ყოველწლიურად ითვისებდა „ოცნების“ კლანი.
რა მასშტაბის კორუფცია გვაქვს ქვეყანაში, როცა არათუ მინისტრს, ნიკოლოზ კვეზერელს, რომელიცვეტერანების სამსახურის უფროსის მოადგილეა, აქვს 19 მიწის ნაკვეთი, 3 სახლი, 6 ბინა, 3 ავტოფარეხი, 6 ავტომანქანა და 2 მილიონილარი ანაბარზე, შს მინისტრის გელა გელაძის ოჯახი კი, ფლობს 7 მილიონამდე ლარის სახლებს, ბინებს, კომერციულ ფართობებს. შს მინისტრის ცოლი 105 000-ევროიანი ავტომანქანით გადაადგილდება,თავად მინისტრი – 70 000- დოლარიანი ავტომანქანით…
თქვენ ვინც ჩამოთვალეთ, მათ შემოსავლებზე დაკვირვება მეტ-ნაკლებად არის შესაძლებელი – ვალდებულნი არიან ფინანსური დეკლარაცია შეავსონ, თუმცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირების მიერ შევსებული ეს დეკლარაციები ხშირად გაყალბებულია. ქონებრივი დეკლარაციების ნახვაც კი, ნახევარი წლის განმავლობაში ფაქტობრივად იყო ჩაკეტილი ვიღაცის ბრძანებით.
ჩვენ ამ მონაცემებს ვხედავთ და გვიკვირს, მაგრამ სინამდვილეში გაცილებით დიდ მასშტაბთან გვაქვს საქმე, ვიდრე თქვენ მიერ დასახელებული რიცხვებია.
ერთ მაგალითს მოგიყვებით: ვაკის პარკის რეაბილიტაცია გამოაცხადა თბილისის მერიამ – 32 მილიონი ლარი დაჯდებაო. მართლაც დაიწყო, ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე 32 მილიონი ლარი დაიხარჯა, მაგრამ გაკეთდა ნახევარი. ხელახალი ტენდერი გამოცხადდა სამი თვის წინ და 34 მილიონ ლარად დარჩენილი ნაწილი უნდა გაკეთდეს. ნაცვლად იმისა, რომ ვაკის პარკი გარემონტებულიყო 32 მილიონად, ჯდება 70 მილიონი.
მეორე კლასიკური მაგალითია სპორტის სასახლე „ევრობასკეტისთვის“ გამოცხადდა ტენდერი – უნდა დახარჯულიყო 70 მილიონი, მაგრამ დაჯდა 90 მილიონი.
ვინც მონაწილეობს მსგავს ტენდერებში, იცის, რომ ტენდერში დასახელებული ფასი არაფერი არ არის და ამ ფასს აუცილებლად წაუმატებენ 20-30%-ს, ვინაიდან წინასწარ არიან შეთანხმებულები. ასე ხდება ქუჩების რემონტებიც, იგივე ჭავჭავაძის პროსპექტი, ან ნებისმიერი ქუჩა, რაც რემონტდება ბათუმში იქნება ეს თუ თბილისში, გამოცხადებული ფასი ისედაც ხომ გაბერილია – მოგებაა ჩადებული და ამის ზემოთ ხდება წამატება.
დაახლოებით 300 მილიონს იპარავენ საჯარო სექტორში.
არსებობს სპეციფიკური ტიპის კორუფციაც, მაგალითად, 120 მილიონი ლარი წელიწადში იხარჯება სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაზე, სადაც 200-300 ლარს აძლევენ თვეში, აფორმებენ სადღაც, მაგრამ არ იციან სად.
მაგალითად, ქედაში ტანკის დამლაგებლად, ან ერთ სოფელში ჯოკერის სათამაშო ოთახს ალაგებს სოციალურად დაუცველი… „ბათუმელები“ წერდა ამ შემთხვევებზე.
დიახ, სხვა კურიოზებიც დაფიქსირდა, მაგალითად, ზუგდიდში, პარკში ბილეთების გამყიდველად დაასაქმეს ადამიანი, როდესაც ამ პარკში ბილეთი არ იყიდება. ეს სპეციფიკური კორუფციაა და სინამდვილეში ეს არის საარჩევნოდ ადამიანების გულის მოგება და ყურებით დაჭერა.
იმათ ფულს მაინც აძლევენ და ჩავთვალოთ სოციალურ დახმარებად ამ გაჭირვებული ადამიანებისათვის, მაგრამ მეორე ტიპის კორუფცია, რაზეც უკვე თავად ხელისუფლება საუბრობს, ეს პირდაპირ ბიუჯეტიდან ფულის მითვისებაა.
წარმოიდგინეთ ეს მასშტაბი, როდესაც კულტურის მინისტრს აქვს 5000-იანი და 8000-ევროიანი ორი ჩანთა. მან ეს ჩანთები დაადეკლარირა. პარლამენტში ბევრ ქალს აქვს 5 და 10 000 -დოლარიანი ჩანთები, არავინ ამას არ ადეკლარირებს, მაგრამ კულტურის მინისტრი დადის ყოველდღე ამ ჩანთით და ეს ჩანთა არის ვიზუალურად თვალში საცემი. ვინმემ რომ ფოტო გადაუღოს და დაგუგლოს, მიხვდება, რომ ეს ძალიან ძვირადღირებული ჩანთაა.
ამ მინისტრს როდესაც დაუსვეს კითხვა, ამდენი შემოსავალი საიდან გაქვს, კონსულტაცია გავწიე 280 000 ლარადო. წარმოიდგინეთ: კონცერტს ატარებდა მერია და ამ ფირმამ, რომელმაც მიიღო მერიისგან 2.8 მილიონი ლარის შეკვეთა კონცერტების ჩასატარებლად, გადმომირიცხა 280 000 ლარიო, ანუ 10%. რატომ გადმოგირიცხათ? – იმიტომ, რომ კონსულტანტი ვარ, დისტანციურ კონსულტაციას ვეწეოდიო. ეს ნიშნავს იმას, რომ შუამავალი იყო თბილისის მერიასა და ამ ფირმას შორის და კორუფციულად 10% მიიღო მან ამ ტენდერიდან. ესაა ტიპური კორუფციის მაგალითი.
რატომ არ არის დამაჯერებელი ის, რომ „ოცნებაში“ გადაწყვიტეს კორუფციასთან ბრძოლა?
იმიტომ, რომ 13 წლის განმავლობაში საქართველოში არ დაუკავებიათ არც ერთი მაღალჩინოსანი. მხოლოდ რამდენიმე წვრილმანი კორუფციული საქმე იყო, მაგალითად, თბილისის მერიაში დაიჭირეს ერთი სპეციალისტი, რომელსაც ედავებოდნენ 6 000 ლარის აღებას, რაღაც დოკუმენტის კორუფციულად მომზადებას – ამ დოკუმენტის მომზადებაში ადგილობრივ თანამშრომლებს ტორტი აჩუქა თურმე.
კიდევ ერთი გახმაურებული საქმე ეხებოდა წყალკანალს, რაღაც ბუღალტრული ამბავი იყო.
„ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილი უფროსიც დააკავა პროკურატურამ, ბუღალტერმა კი, მოსამართლეს უთხრა, ფორმალურად გვყავდა დასაქმებული ხალხი და ფულს ხელვაჩაურის მერს ტუალეტის კართან ვაბარებდიო. თუმცა ხელვაჩაურის ყოფილი მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე არავის დაუსჯია.
დიახ, მხოლოდ წვრილმანი დონის კორუფციის შემთხვევები ვნახეთ. არც ერთი მინისტრი, ან მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი არ დაუსჯიათ.
ახლა კი, ბიძინა ივანიშვილის განაწყენების გამო ღარიბაშვილის მთავრობის მისამართით დაიწყო ეს საჩვენებელი დაჭერები, მათ შორის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თვითმკვლელობის მცდელობით გადარჩა და ეს არავითარი იმიტაცია არ იყო.
გჯერათ გამოძიების ვერსიის, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა?
100%-ით დარწმუნებული ვარ. თორნიკე რიჟვაძე უკვე იმდენად შოკში იმყოფებოდა – ფაქტობრივად დასაჭერად იყო გამზადებული. აგერ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაჭერით დავინახეთ ეს ყველაფერი, როგორც ხდება. ადამიანი მძიმე ფსიქიკური მდგომარეობის შემთხვევაში მიდის ასეთ ნაბიჯზე და სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ იქ ვიღაცამ რიჟვაძეს ესროლა. თორნიკე რიჟვაძე შემთხვევით გადარჩა. მსგავს შემთხვევაში ალბათ 1000-დან 999 საქმე მთავრდება ცუდად.
ამ ვითომ ანტიკორუფციულ კამპანიას ორი დანიშნულება აქვს: ერთია წინასაარჩევნოდ საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ ქვეყანაში ანტიკორუფციული კამპანია დაიწყო და ამას ღარიბაშვილის მთავრობა ემსხვერპლა, თუმცა მეორე მხრივ, თუ ასეთი ტოტალური, მასობრივი კორუფცია იყო ხელისუფლებაში, ვინ არის პასუხისმგებელი?! აქ უკვე მიდის საუბარი ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და გომელაურის დაჭერაზე.
700 მილიონი დოლარის ეკვივალენტი რუსული რუბლის საქართველოში გათეთრების საქმეც, თქვენი აზრით, „ოცნების“ ამ კლანური გარჩევების ნაწილია?
ერთი სავალუტო ჯიხური 700 მილიონ ფულს ვერ გააკეთებს, მაგრამ გათეთრების მომენტები, რა თქმა უნდა, იყო.
მათ დასჭირდათ საჩვენებელი, ანტიკორუფციული ბრძოლის კონტექსტში, საბაჟოს ცუდი მუშაობის ჩვენება. საბაჟო ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფულის გათეთრებაზე პასუხისმგებელი არის სუსი. ამ ორი უწყების ცუდი მუშაობის საჩვენებლად, ფაქტობრივად ჩაფარცხული საქმიდან მოულოდნელად ჯიხურის მეპატრონე დააპატიმრეს, რომელიც გამოძიებასთან უკვე ერთი წელია მუშაობს.
ნელ-ნელა ეს ყულფი ყელზე ეჭირება ღარიბაშვილის მთავრობას. ერთია, რომ კობახიძეს უნდა თავის გამოჩენა ივანიშვილის წინაშე, მაგრამ ეს არ არის კობახიძის ბრძოლა ღარიბაშვილის წინააღმდეგ, ეს არის ივანიშვილის დავალების შესრულება ირაკლი კობახიძის მიერ.
ივანიშვილი არასდროს არ აპატიებს ვინმეს 1 მილიარდი დოლარის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგომას, როცა კინაღამ გაეპარათ შვეიცარიაში ბაჩიაშვილი. ბაჩიაშვილმაც შეცდომა დაუშვა და არადემოკრატიულ ქვეყანაში წავიდა – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, იგი დუბაიში სასტუმროდან გამოიყვანეს, უკანონოდ ჩამოიყვანეს და ფაქტობრივად მოიპარეს ადამიანი.
ამას არც ლილუაშვილს აპატიებს ივანიშვილი – სასაზღვრო კონტროლი ლილუაშვილის დაქვემდებარებაში იყო.
რაც შეეხება ღარიბაშვილს: როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა თამაშიდან გასვლა, შვილი ამერიკაში გაუშვა სასწავლებლად და ეშმაკურად იქცეოდა: მოდი, რაც მოვიპარე, ამას შევირგებ, ორჯერ პრემიერი ვიყავი, ჩემი კლანი შევქმენი და ნელ-ნელა დააპირა დისტანცირება. პრემიერობიდან გათავისუფლების შემდეგ უზარმაზარი თანამდებობა მისცა ივანიშვილმა და პარტიის ოფისშიც არ დადიოდა – პარტიის თავმჯდომარე იყო.
როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა უთხრა ივანიშვილს: მოდი, ახლა მე წავალ. ივანიშვილმა კი უთხრა, ნურას უკაცრავად, მე დამასანქცირონ, აგერ ხალხი მაგნიტსკის სიაშია და შენ გინდა გაქცევა?
ივანიშვილის მიდგომა ასეთია: მე გაგაჩინეთ პოლიტიკაში, მე გაჭმევთ, გაცმევთ, ქონება გაშოვნინეთ, ამიტომ სამარეში უნდა ჩამყვეთ. ფარაონს რომ ცოლს ჩააყოლებდნენ და ზოგჯერ ოჯახის წევრსაც – აი, ასე, სამარეში უნდა ჩამყვეთ.
ეს ანტიკორუფციული კამპანია „ოცნებაში“ შიშის დამკვიდრების ერთ-ერთი გზაა, გარდა იმისა, რომ ფულები უნდა ამოიღონ.
რა ეტაპზე გადადის თამაშის წესები ივანიშვილის დაჯგუფებაში?
ივანიშვილი, როგორც ჩანს, ჯერჯერობით დასაჭერ კონტიგენტს არჩევს და ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული.
ბურჭულაძე რომ გადმოაგდო ბარტყივით, ეს არ არის რეზონანსული, იმიტომ, რომ ბურჭულაძე ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული იყო – ცოტა ხანი იყო თავდაცვის მინისტრი. ბობოლა კორუმპირებულები არსებობენ, მათ შორის ბიზნესმენები, რომლებიც წოვენ ბიუჯეტს. ეს საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია.
ივანიშვილმა ამ საკითხისთვის რეზონანსის მისაცემად დაიჭირა ოლიმპიური ჩემპიონი ზვიადაური, ასევე მსოფლიო ჩემპიონი კანდელაკი. ამით აჩვენებს, რომ არამხოლოდ მინისტრებს ვიჭერ, არამედ აი, ასეთ ავტორიტეტებსაც. 10 წელია, გვეგონა, რომ მაღაზიაში ვყიდულობთ შოტლანდიურ ვისკს და თურმე ყოფილა გორში, სადღაც სარდაფში კუსტარულად ჩამოსხმული სასმელი, რომელსაც ასხამდნენ ბოთლებში გაყალბებული ეტიკეტებით. ეს 10 წლის შემდეგ გახდა ივანიშვილისთვის ცნობილი? – ყველამ ყველაფერი იცოდა.
ანტიკორუფციული ბრძოლის ფონზე ივანიშვილმა ნაძვის ხეზე ბრჭყვიალა თოჯინები ჩამოჰკიდა.
ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე ივანიშვილი არ დარწმუნდება, რომ დათესა ისეთი შიში, რომ ისედაც მონებად მყოფი ეს ადამიანები იქცნენ მის ლაქიებად და მართლაც ჩაჰყვებიან სამარეში. აი, ამ მიზანს ემსახურება ეს ანტიკორუფციული კამპანია.
ივანიშვილმა იცის, რომ მძიმე პერიოდი ელის საერთაშორისო იზოლაციის კუთხით. მას უნდა, რომ ამ შეშინებულმა ხალხმა გაქცევა ვერ შეძლოს, ერთ ქვაბში მოიხარშოს ყველა. აი, ამ ამ შიშის ატმოსფეროს ქმნის ახლა ბიძინა ივანიშვილი.
მიღწევადია ეს, თქვენი დაკვირვებით?
კი, შესაძლებელია, ეს შიში მან უკვე დანერგა.
აქვე მინდა გკითხოთდიდი ოდენობით უცხოური ვალუტის ნაღდი ფულის სახით გატანაზე. თქვენ წერდით დღეს სოციალურ ქსელში, რომ მარტო თბილისის აეროპორტიდან გაიტანეს 2023 წელს 1.9 მილიარდი დოლარის უცხოური ვალუტადა ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია წინა წლებთან შედარებით. რას შეიძლება ეს უკავშირდებოდეს?
ეს პირდაპირ სანქციების გვერდის ავლაა, ვინაიდან სანქციების გამო აკრძალულია რუსეთში უცხოური ვალუტის შეტანა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ გიგანტური ოდენობის ფული ტრიალებს საქართველოში. შავ ფულთან დაკავშირებით საქართველოში გამოძიებაც დაიწყო.
რუსეთში 30-მდე ბანკია სანქცირებული, მაგრამ რუსეთში 300 ბანკია და აი, საქართველოს საბანკო სისტემის გავლით რუსული ფული მოძრაობს უკვე, როგორც უნაღდო, ასევე ნაღდი. როდესაც საქართველოდან წელიწადში გადიოდა სადღაც 200 მილიონ დოლარამდე 2020-21 წლებში – ეს ძირითადად კომერციულ ბანკებს გაჰქონდათ – ახლა ეს 10-ჯერ გაიზარდა. 2024 წლის ინფორმაცია არ გვაქვს. ეს საბაჟოს ოფიციალური ინფორმაციაა, რაც ასევე ჩაკეტეს.
ეს თანხა რუსეთში რომ გადიოდა, რით დასტურდება?
სად გადიოდა, რომელ ქვეყანაში? – რა თქმა უნდა, რუსეთში. ეს იქნებოდა ფული, რომელიც ბანკებმაც გაიტანეს და საკორესპონდენტო ანგარიშებზე დასვეს უცხოეთის ბანკებში, ასევე მეზობლად, იგივე ცენტრალურ აზიაში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, ან უზბეკეთში, თუმცა ძირითადად ყირგიზეთი გახდა სანქციების გვედის ავლის ერთ-ერთი ჰაბი და ამერიკიდან 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების მანქანა შედის ყირგიზეთში საქართველოდან.
როგორც უცხოური წყაროები წერენ, ეს არ არის მსუბუქი ავტომობილები, ეს არის სანქციების გვერდის ავლა. ჯერ ერთი, რაღაც კუბურ სანტიმეტრზე მეტი მანქანების შეტანა რუსეთში აკრძალულია, მაგრამ მერე უცხოური წყაროების გამოძიებით არის საუბარი ესკალატორებზე, სამშენებლო ტექნიკაზე, რომელიც შესაძლებელია უკვე უკრაინაში ომის დროს სანგრების და ფორტიფიკაციების მშენებლობაში იქნას გამოყენებული. რუსეთის ნაცვლად ქაღალდზე ფორმდება ყირგიზეთი და შემდეგ შედის რუსეთში.
ბანკებსაც რომ გაეტანათ, საიდან გაჩნდა ამდენი ფული საქართველოში? რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ შემოდის რუსული ფული, რუსული ფულის კონვერტაცია ხდება დოლარებში და მერე ფიზიკურად ვიღაცებს გააქვთ: იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებს, ბანკებს…
ეს არის ვარაუდები. ამიტომაც, ორ რამეს უნდა გასცეს პასუხი ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ: რომელ ქვეყანაში გავიდა ეს ფული და რა ოდენობით? რომელმა იურიდიულმა პირებმა გაიტანეს ეს? ამაზე პასუხს არ გვაძლევენ ეს უწყებები, თუმცა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სკანდალმა ეს თემა აქტუალური გახადა და იძულებული იქნებიან, რომ ამ კითხვებს პასუხი გასცენ.
სანქციებზე თავის არიდება გააძლიერებს სანქციების პოლიტიკას „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის მიმართ. რა ეტაპზეა ივანიშვილის რეჟიმი?
ამ რეჟიმის კიდევ უფრო მეტად დეგრადაცია მოხდება – ივანიშვილი თავის ციხესიმაგრედ გადააქცევს ქვეყანას, როდესაც ყველა ინსტიტუტი – ჯარიდან დაწყებული პოლიციით დამთავრებული, ჩინოვნიკები, სახელმწიფო საწარმოები – ყველაფერი ავტორიტარული, კეთროვანი, იზოლირებული რეჟიმის მომსახურედ იქცევა. ეს რეპრესიები და კანონები ემსახურება ბელარუსიის ტიპის რეჟიმის დამყარებას ამ ქვეყანაში.
რაღაც მომენტში მოთმინების ფიალა ივსება. ნეპალშიც ძალიან მორიდებული, მშვიდი, კეთილი, მშრომელი, ტრადიციულად ხელისუფლებისადმი პატივისმცემელი და მორჩილი ადამიანები გამოვიდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ვერ წარმოიდგენდა ვერავინ, თუკი ისინი ამბოხებას გაბედავდნენ. იმდენად დაბეჩავებული ხალხი იყო, ვერავინ იფიქრებდა, გამძლეობის ასეთი უნარი თუ ექნებოდათ. ერთი რამ ვერ გათვალა ხელისუფლებამ, რომ 21-ე საუკუნეში კომუნიკაციის მთავარი საშუალება სოციალური ქსელებია.
ბევრს ჰგონია, რომ YouTube-ი გათიშეს, როგორც რუსეთში, ან Facebook-ი, ან მესენჯერები – არა. ნეპალში შეზღუდვა შემოიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქსელებში საუბარზე კონტროლი დამყარდებოდა და Facebook პოსტებისთვის შეეძლოთ ადამიანი დაეჭირათ.
რასაც ნეპალში აპირებდნენ, ის საქართველოში გააკეთა უკვე ივანიშვილმა, იმიტომ, რომ Facebook-ის პოსტებზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, თუმცა ბოლომდე ვერ მიაღწიეს ამას: საქართველოს ჰყავს დიდი ემიგრაცია და Facebook-ში იმდენი ლანძღვა-გინება მიიღეს, ამას ვერ გააკონტროლებენ.
ნეპალში ფინანსთა მინისტრს გახადეს და წყალში იქით-აქეთ ატარებდნენ, ყურებში ურტყამდნენ, ნაპირებზე ხალხი იდგა და დასცინოდა.
„ციხე არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება გამოსწორდეს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
არც სასჯელის და არც პატიმრობის მიზანი არ არის ადამიანის ტანჯვა და როდესაც ადამიანს აქვს გაუსაძლისი ტკივილი და უჭირს გადაადგილება, უჭირს საკუთარი თავის მოვლა და საკვების მიღება, რა თქმა უნდა, ეს არის მისი ტანჯვა და არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება“- ამბობს ადვოკატი თამარ გაბოძე უკანონო პატიმრობაში მყოფ პედაგოგზე, ნინო დათაშვილზე.
ნინო დათაშვილი 90 დღეა უკანონო პატიმრობაშია. მასწავლებელი, სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი 2025 წლის 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას ედავება. საუბარია 2025 წლის 9 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სინდისის პატიმრების პროცესზე დასასწრებად მისული ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს შენობიდან, ნინო დათაშვილმა კი მათ წინააღმდეგობა გაუწია.
ბოლო ორ სასამართლო პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო დათაშვილი არ დასწრებია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ნინოს ხერხემლის პრობლემები აქვს. მიუხედავად ამისა, სასამართლო არ ითვალისწინებს მის მდგომარეობას და პატიმრობაში ტოვებს მას.
ნინო დათაშვილის რა უფლებებს არღვევს სახელმწიფო? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ნინო დათაშვილის ადვოკატს, თამარ გაბოძეს ესაუბრა.
„ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არც დაკავების დროს იყო, რადგან მას ხერხემალზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და სჭირდებოდა მეორე ოპერაცია.
დაკავებამდე ის მუდმივად იტარებდა სხვადასხვა კურსს, – ფიზიოთერაპიის, მედიკამენტოზურს და ასე შემდეგ, რისი შესაძლებლობაც ციხეში აღარ აქვს“ – ამბობს თამარ გაბოძე.
მისი თქმით, ნინო დათაშვილს, ხერხემლის მძიმე პრობლემებიდან გამომდინარე, სჭირდება მასზე მორგებული ინკლუზიური გარემო, როგორც ინდივიდუალური საჭიროების მქონე ადამიანს, რაც საკანში არ გააჩნია.
„სჭირდება სპეციალური საწოლი, მაგიდა, სითბო… ანთებით პროცესებს სჭირდება მასზე მორგებული გარემო, რაც საკნის პირობებში არ აქვს და ამიტომაც დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მოსამართლეს პატიმრობის გამოყენებისას ევალება გაითვალისწინოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩვენ ამაზე ვუთითებდით სასამართლოს, თუმცა ეს მოთხოვნა უგულებელყოფილი იქნა“ – ამბობს თამარ გაბოძე.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ პროკურატურა შეეცადა, ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სინდისის პატიმარზე ზეწოლის მიზნით გამოეყენებინა.
„აპელირებდა იმაზე, რომ ნინო დათაშვილი ხშირად ტიროდა საკანში, რაც რეალურად გამოწვეული იყო ხერხემლის მდგომარეობით, პროკურატურამ კი ამ ფაქტის გამოყენება სცადა ნინოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსების მიზნით.
ნინოს გაცნობიერებული თანხმობა არ ჰქონდათ, როდესაც ექსპერტიზას ატარებდნენ, რაც დაუშვებელია. შესაბამისად, ექსპერტიზის ეს დასკვნაც კანონის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული და ჩვენ ამის გამო მივიღებთ შესაბამის ზომებს.
თუმცა, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ნინოს არანაირი საჭიროება არ აქვს ამ კუთხით“ – ამბობს გაბოძე.
სასამართლოს მანდატურებმა ნინო დათაშვილზე ფიზიკურად იძალადეს
მისი თქმით, დაცვის მხარე ნათლად ხედავდა იმ რისკებს, რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა პატიმრობაში და ასეც მოხდა:
„არც სასჯელის და არც პატიმრობის მიზანი არ არის ადამიანის ტანჯვა და როდესაც ადამიანს აქვს გაუსაძლისი ტკივილი და უჭირს გადაადგილება, უჭირს საკუთარი თავის მოვლა და საკვების მიღება, რა თქმა უნდა, ეს არის მისი ტანჯვა და არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება.
ამის მიუხედავად, სასამართლომ მაინც მიიჩნია, რომ თურმე ნინოს მხრიდან ისევ არსებობს „ახალი დანაშაულის“ ჩადენის რისკი. ანუ განგრძობადი დანაშაულებრივი საქმიანობის რისკი მიიჩნია რელევანტურად და მაღალ საფრთხედ სასამართლომ, რაც არაფრით არ არის გამყარებული და დადასტურებული.
როდესაც პატიმრობის გაგრძელებაზე ან ზოგადად პატიმრობაზე არის საუბარი, გადაწყვეტილების მიმღებს ევალება მიუთითოს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, თუ რა არის ეს საფრთხეები. არა ზოგადი და ბუნდოვანი, არამედ უშუალოდ, კონკრეტული ფაქტებით გაჯერებული და ეს საფრთხეები იმდენად მაღალი სტანდარტის უნდა იყოს და მაღალი ხარისხის, რომ უნდა გადაწონოს ადამიანის თავისუფლებაში ყოფნის უფლება.
მაგრამ სამწუხარო არის ის, რომ როდესაც პროკურორებს აქვთ უკანონო მოთხოვნები და დაუსაბუთებელი მოთხოვნები, სასამართლო მაინც აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. ასე მოხდა ნონო დათაშვილის შემთხვევაშიც.
ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად მკლავჭიდელი ქალის სასამართლო მიმდინარეობდა, რომელმაც 14 წლის მოზარდს მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა. ეს ქალი 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს, ნინო კი პატიმრობაში დატოვეს, მისი მდგომარეობის მიუხედავად.
ჩვენ ვნახეთ კადრები, როგორ უმოწყალოდ ურტყამს მკლავჭიდელი ქალი მოზარდს ქუჩაში და აქ არ არსებობს დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხე?!
მაშინ, როცა ძალადობასთან ერთად სასამართლომ უნდა იმსჯელოს არასრულწლოვნისთვის მიყენებულ ზიანზეც და იფიქროს პრევენციაზეც, რომ აღარ მოხდეს მსგავსი რამ, თუნდაც ამ არასრულწლოვანთან მიმართებაში, იქნება ეს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე თუ სხვა საფრთხეები უნდა შეაფასოს ერთობლიობაში, თუმცა ამაზე არ უმსჯელია სასამართლოს.
ვნახეთ, რომ მხოლოდ 3000 ლარად შეფასდა ის საფრთხეები, რომლებიც არსებობს არასრულწლოვანთან მიმართებაში. ბავშვზე მოძალადე გამოუშვეს, ნინო კი დატოვეს პატიმრობაში“ – ამბობს თამარ გაბოძე.
მისი თქმით, როცა საქმე ხელისუფლების სახელით მოქმედი პოლიტიკური ძალის ინტერესებს ეხება, იქ სამართალი ხდება მიკერძოებული და უსამართლო.
„ეს ძალიან აშკარაა. როდესაც მზია ამაღლობელი ასე დემონსტრაციულად დასაჯეს და ასე დემონსტრაციულად სჯიან ნინოს.
მაშინ როცა, გარშემო არაერთი ადამიანი იმყოფება გირაოს ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მტკიცებულება არსებობს მათ წინააღმდეგ, რომ ახალ დანაშაულსაც ჩაიდენენ და საშიშიც არიან საზოგადოებისთვის.
გვაქვს უამრავი შემთხვევა ბავშვებზე, ქალებზე ძალადობის, როცა მოძალადე დანაშაულის არაერთგზის გამეორების მიუხედავად, არ დატოვეს პატიმრობაში და გარეთ გამოუშვეს. სინდისის პატიმრებს კი არც გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებენ.
ეს შერჩევითი მიდგომა ძალიან აშკარაა.
სამწუხაროდ, მოსამართლეებს ამაზე არ აქვთ მიმღებლობა და ბრაზდებიან, სწყინთ ხოლმე, როცა ვუთითებთ ამაზე, მაგრამ სხვა რა არის ეს, თუ არა შერჩევითი დამოკიდებულება?
გუშინაც მქონდა ამაზე საუბარი სასამართლო პროცესზე, რომ ეს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ორი ხომ არ არის? ერთია და ერთნაირად უნდა გაიგოს პროკურორმაც, მოსამართლემაც და ადვოკატმაც და როდესაც ერთ კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანები ბავშვთა ძალადობის თუ ქალთა ძალადობის საქმეებზე თავისუფლებაში რჩებიან, სადაც მაღალია დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, მეორე მხრივ კი, ქალები სრულიად უსაფუძვლოდ არიან ციხეში, რომლებიც თვითონ არიან რეჟიმის მსხვერპლები, რა თქმა უნდა, ეს მიკერძოება ძალიან ნათელია“ – ამბობს თამარ გაბოძე.
დაკავებული მასწავლებლის, ნინო დათაშვილისთვის ორთოპედიული ლეიბის შეგზავნას ადვოკატი ორი თვეა ითხოვდა:
„თუმცა სანამ სახალხო დამცველმა არ მიმართა იუსტიციის მინისტრს რეკომენდაციით, რომ მიეწოდებინათ ორთოპედიული ლეიბის პატიმრისთვის, ამაზე რეაგირება სისტემას არ ჰქონია. ორი დღეა რაც მიაწოდეს ახალი ლეიბი, მთლად ორთოპედიული არც ეს არის, მაგრამ მაინც“ – გვეუბნება თამარ გაბოძე.
„ლეიბის შეტანას, რომ მინიმუმ სახალხო დამცველის რეკომენდაცია სჭირდება იუსტიციის მინისტრთან, ძალიან უხერხულია. ქალს, რომელსაც ასეთი ტკივილები აქვს, წესით, ხელი უნდა შეუწყონ.
მე არ ვამბობ იმას, რომ ციხეში ნინო ექიმს არ უნახავს და მკურნალობის კურსი არ დაუნიშნავს-მეთქი, მაგრამ მკურნალობის ეს კურსები ეფექტური არ აღმოჩნდა. ოთხჯერ შეუცვალეს მკურნალობის კურსი და არცერთი არ აღმოჩნდა ეფექტური.
საერთაშორისო სტანდარტი არის ისეთი, რომ როდესაც სახელმწიფო თუ სახელმწიფოს სახელით მოქმედი პირი ვერ უზრუნველყოფს პატიმრის ჯანმრთელობის უფლების დაცვას, ის ვალდებულია პატიმარი დაუყოვნებლივ გადაიყვანოს ქალაქის პროფილის საავადმყოფოში და მიაწოდოს ყველა შესაბამისი სერვისი. თუ ეს მკურნალობაც არ არის ეფექტური, სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს დაკავებული, იმიტომ, რომ ადამიანის ტანჯვა არ არის სასჯელის მიზანი.
ადამიანის არასათანადო მოპყრობა დაუშვებელია ნებისმიერ სივრცეში. მით უმეტეს, ისეთ სივრცეში, სადაც ჩაკეტილია ადამიანი და სახელმწიფოს აქვს მასზე კონტროლი.
სახელმწიფოს ევალება ყველა პატიმრის უფლებების დაცვა, მათ შორის ჯანმრთელობის უფლების დაცვა, იმიტომ რომ სახელმწიფომ შეუზღუდა ამ ადამიანს თავისუფლება, მოაქცია იზოლაციაში და შესაბამისად, ყველაფერი, რაც ამას მოჰყვება, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა“- ამბობს თამარ გაბოძე.
დაცვის მხარე ნინო დათაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს.
„სამწუხაროდ, ამას არ იღებენ ყურად და არ ითვალისწინებენ. მიუხედავად იმისა, რომ ნინოს აბსოლუტურად არასწორად აქვს ბრალი წაყენებული და ის თავად არის დაზარალებული.
არსებობენ თვითმხილველი მოწმეები, ობიექტური მოწმეები, არსებობს ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნინო დათაშვილზე ფიზიკურ ძალას იყენებენ მანდატურის თანამშრომლები. იმის ნაცვლად, რომ ეს გამოეძიებინათ, ქალი მოათავსეს ციხეში, მერე მიჰყავდათ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და კვლავ ტოვებენ პატიმრობაში.
ამაზეც ძალიან ბევრი მოთხოვნა იყო ჩვენგან, რომ პროკურატურას გამოძიება დაეწყო ნინო დათაშვილზე ძალადობის ფაქტზე, თუმცა ჯერჯერობით არაფერი ისმის“- ამბობს ადვოკატი თამარ გაბოძე.
თბილისის მეათე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე წელს, საქართველოში პირველად, გამოჩნდება ცარიელი სკამი მწერლისთვის, რომელიც ვერ ესწრება ღონისძიებას.
წელს ეს სკამი ზვიად რატიანის იქნება, პოეტისა და მთარგმნელის, რომელიც ახლა სინდისის პატიმარია.
ლიტერატურული ფესტივალი ფეისბუქზე, ღონისძიების გვერდზე განმარტავს, რომ ეს PEN International-ის [საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ჟანრის მწერლებს] ტრადიციაა:
„1980-ან წლებში PEN International-მა დააფუძნა „ცარიელი სკამის“ ტრადიცია. ცარიელი სკამი სიმბოლურად განასახიერებს მწერალს, რომელიც ვერ ესწრება ღონისძიებას, რადგან ციხეშია, იდევნება ან მუქარის გამო იძულებულია, დაიმალოს.
სამწუხაროდ, ხშირად ცარიელი სკამი გატაცებული ან მოკლული მწერლებისთვის არის განკუთვნილი. გარდა იმისა, რომ ეს ტრადიცია საფრთხეში მყოფი კონკრეტული ადამიანებისადმი სოლიდარობის გამოხატულებაა, ის მწერლისა თუ ჟურნალისტის საქმიანობასთან დაკავშირებული ცენზურის, შევიწროებისა და სხვადასხვა სახის ძალადობის ზოგადი შეხსენებაც არის, რათა არ დაგვავიწყდეს, თუ რასთან გამკლავება უწევთ ადამიანებს ქვეყნებში, სადაც თავისუფალი სიტყვა იზღუდება.
წელს პენ-საქართველო პირველად უერთდება ამ ტრადიციას“.
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 19-23 სექტემბერს გაიმართება. წელს ფესტივალის თემაა – „კალამი დუმილის წინააღმდეგ“.
ფესტივალი 19 სექტემბერს გაიხსნება სასტუმრო „სტამბაში“, შაბათ-კვირას კი ფესტივალი „გოეთეს ინსტიტუტში“ გაიმართება.
ფესტივალი დასრულდება 23 სექტემბერს, მწერლისა და ლიტერატურათმცოდნის, ჟურნალ „არილის“ რედაქტორის, მალხაზ ხარბედიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოთი.
„წარმოუდგენელი უტიფრობა! და ასეთ აშკარა კანონის დარღვევას და ტირაჟირებას არ უნდა მოჰყვეს დაჯარიმება და მართვის უფლების ჩამორთმევა? თუ კადიროვობა ინდულგენციაა!“ – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, სადაც ჩანს UFC-ის ჩემპიონი, წარმოშობით ჩეჩენი ხამზატ ჩიმაევი. ამ კადრების მიხედვით ის საქართველოში ავტომანქანით გადაჭარბებული სისწრაფით გადაადგილდება.
UFC-ის ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, გავრცელდა მისი და თბილისის მერის კახა კალაძის შეხვედრის კადრებიც. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას თბილისში ახალი მანქანა, „ფერარი“ აჩუქეს. ეს კადრები კახა კალაძის ინსტაგრამის გვერდზეც არის გამოქვეყნებული.
ჩემპიონის ტიტულის მიღების შემდეგ ჩიმაევს მდიდრული საჩუქარი ჩეჩნეთის ლიდერისგან, რამზან კადიროვისგანაც მიუღია.
კადიროვი და ჩიმაევი
ხამზატ ჩიმაევი UFC-ს საშუალო წონითი კატეგორიის ახალი ჩემპიონია. ის ჩიკაგოში გამართულ ბრძოლაში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით გამოვიდა, ხუთრაუნდიან ბრძოლაში ყველა რაუნდი მოიგო და გაიმარჯვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 სექტემბრის 21 საათიდან 19 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, დროგამოშვებით – ძლიერი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, შესაძლებელია გაძლიერდეს 20-25 მეტრი წმ-მდე.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
დღისით: 20– 25 გრადუსი სითბო
ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 20-21 სექტემბერს ძირითადად წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.
სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში დეტალურად აღწერს ციხის საკანს, რომელშიც ამჟამად იმყოფება ის. რეზო კიკნაძის წერილი მისსავე ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.
„ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ წერილს.
„მოდი, ცოტა ხნით შეგაჭყიტებთ აბა ჩემს საკანში, მერე თვალები დახუჭეთ და თავადვე წარმოიდგინეთ როგორია. მე „პატარა რუსთაველი“ დავარქვი აქაურობას.
შესვლისთანავე კარების თავზე დაინახავთ მზიას ფოტოს მისივე ლეგენდარული სიტყვებით – „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“.
ტელევიზორის მაღლა თეთრი მაისურით და წითელი კალმებით გაკეთებული საქართველოს დროშაა ჩამოკიდებული.
მაგიდის წინ კედელზეც გვაქვს ჩვენი დროშა, ევროკავშირის დროშის გვერდით. მათ შორის მერაბ კოსტავას ორი ფოტოა გაკრული მისივე ფრაზებით: „თუ ოდესმე რამეს ვუხსნივართ, ისევ სიყვარულის ძალას და მომავალშიც იგი იქნება ჩვენი სიმაგრე” და „ნუ გადააყოლებთ ვიწრო პარტიულ, ჯგუფურ ინტერესებს საქართველოს. ყველა ქართველისთვის უნდა არსებობდეს ერთი პარტია-საქართველო!“.
იქვე გადაჭედილი რუსთაველის და ასი ათასი კაცით სავსე სანაპიროს ოთხი ფოტოა.
ქვემოთ ანწუხელიძის სურათია, რომელსაც თავზე „ანწუხელიძე უკვდავია“ აწერია.
მის ზემოთ ზვიად გამსახურდიაა წარწერით: „დინების მიმართულებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან“, ზედ დაკრულია „რევოლუციის“ და ,,თავისუფლების“ სტიკერი.
კედლის თავზე თაბახია გაკრული, რომელსაც დიდი ასოებით აწერია – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, ფოტოებს შორის შავი ფანქრით კარგად დასანახად, სხვადასხვა წარწერაა გაკეთებული, მათ შორის: „მონობას არასოდეს ერქმევა მშვიდობა”; „ოლე ოლა“; „რევოლუცია“; „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია“; „ქართველი რუსთან ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს“.
კარადის ერთ მხარეს აკაკის ლექსია – „დამეხსენი ჩრდილოელო“ და კიდევ მერაბის ფოტოა სიტყვებით – „ჩვენ გავიმარჯვებთ! მართალია, ეს ნაბიჯი არის საფრთხით აღსავსე, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ!”
კარადის კარებს ზემოთ ,,ცეცხლი ოლიგარქიას” აწერია ფანქრით, ქვემოთ -„ოლე ოლა“ და შუაში – „აჯანყდი რუსულ რეჟიმზე“-ს სტიკერი აკრავს. ეს კარი შუაზეა ოღონდ შელეწილი, კალაძის ტიტუშკები როცა ქალებს ურტყამდნენ იმის მერე.
საკნის მარცხენა ნაწილში სარეცხი გვაქვს ხოლმე გაფენილი და იქ არაფერი გავაკარით, სამაგიეროდ კარადა აქაც დავტვირთეთ.
გვერდითა ფიცარზე თემურ ელიავას „კოლხის ლექსია“, კარებზე – რაფიელ ერისთავის „სამშობლო ხევსურისა“ და იქვე სტიკერი – „შედი ისტორიაში და არა საკრებულოში“.
გადავინაცვლოთ ჩემს საწოლზე (რანაირად ჟღერს😁). კედელზე „რეალ მადრიდის“ ლოგოიანი დიდი ფოტოა, იმის მაღლა – revolution is the only solution წარწერიანი სურათი.
გვერდით კედელზე ფაქტობრივად ადგილიც აღარაა. იწყება გალაქტიონის, ლუკა დონჩიჩის და ტირიონის (სასამართლოდან) ფოტოები, გრძელდება დავით აღმაშენებლის წარწერით „და ადგა დავით, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვან-შა და შაჰან-შა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა და ბრძანა მეფემან, ჩახერგეთ გზები უკან დასახევი! და იყო ბრძოლა, იყო დიდგორი-ძლევაი საკვირველი“.
მის ქვეშ ილია ჭავჭავაძეს ვხედავთ მისივე იყო სიტყვებით – „სიტყვა ,,რევოლუციამ“ არ შეგაშინოს ძვირფასო მკითხველო! რევოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობა მოაქვს. „ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირ-დაირიოს და დაიწმინდება ხოლმე. ესეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ”.
ილიას დაბლა ლადო ასათიანის ლექსიდან ამონარიდი – „რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი, თუ მამულს თავი არ ანაცვალე”.
შემდეგი რიგი იწყება თომას ჯეფერსონით – „როცა უსამართლობა ხდება კანონი, დაუმორჩილებლობა ხდება მოვალეობა“.
მის ქვემოთ ამბროსი ხელაია მისი სასამართლოდან ციტატით: „სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული სამშობლოს, გვამი კი თქვენთვის დამითმია”.
ეს რიგი ილია ჭავჭავაძით მთავრდება „მგზავრის წერილებიდან“ ფრაზით – „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ჩემო თერგო ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მომცემი”.
ბოლო მწკრივში ორი დიდი ფოტოა ოთარ ჭილაძის სიტყვებით – „მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია” და ვაჟა-ფშაველა წარწერით – „გული ვერ მოკლა მტრის ხელმა, გული გულადვე რჩებოდა“.
თეთრ ჭერზეც გვაქვს საქართველოს დროშები წითლად დახატული და ჰიმნიცაა გაკრული სადღაც კუთხეში.
მოკლედ ესაა ჩვენი პატარა რუსთაველი,დანარჩენი თავად წარმოიდგინეთ.
დიდება საქართველოს“ – წერს რეზო კიკნაძე წერილში, რომელიც 16 სექტემბრით თარიღდება.
რა ხდება?
სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე 9 თვეზე მეტია პატიმრობაშია.
მას, სინდისის 11 პატიმართან ერთად [ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, სერგეი კუხარჩუკი], 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 3 სექტემბერს მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არსებობდა ობიექტური მტკიცებულებები.
მოსამართლემ სინდისის პატიმრების საქმეზე ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი სსკ-ის 226-ე მუხლით გაასამართლა, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რაც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
„მასწავლებელი არ უნდა იყოს არც ნეიტრალური და არც კონფორმისტი, როცა საქმე თავისუფლებას და სამართლიანობას ეხება“ – ამბობს მაია ლაპიაშვილი, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.
„ბათუმელები“ პედაგოგს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხეზე ესაუბრა.
„არ მაქვს იმის უფლება, რომ იმ მოვლენებზე, რაც ქვეყანაში ხდება, ერთი ადამიანის პოზიციიდან ვიფიქრო, რადგანაც ვარ მასწავლებელი და ვალდებულიც ვარ, ვიფიქრო ჩემს მოსწავლეებზე, იმ სტუდენტებზე, რომლებიც ჩემი მოსწავლეები იყვნენ და ევროპისგან დაშორებით ბევრ სიკეთეს დაკარგავენ.
ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა მხოლოდ ბიომეტრიულ პასპორტში შტამპის არ ქონას არ ნიშნავს. ეს არის პირდაპირი სიგნალი იმის, რომ ქვეყანა უბრუნდება იზოლაციას, სადაც ახალგაზრდას აღარ ექნება თავისუფლად მოგზაურობის, სწავლის, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
ეს ნიშნავს, რომ ჩემს მოსწავლეს, რომელიც ოცნებობს ევროპულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაზე, ეს გზა შეიძლება დაეხშოს. ამიტომ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა ნიშნავს ამ ახალგაზრდებისთვის იმედის წართმევას, ხოლო ქვეყნისთვის, განვითარებაზე უარის თქმას, უკან გადადგმული ნაბიჯი კი არა, უფსკრულისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ვიზალიბერალიზაციაც ხალხის მონაპოვარია, კანდიდატის სტატუსიც და ჩვენს მონაპოვარს ნუ წაგვართმევენ. იმიტომ, რომ მათი დამსახურება აქ არის ნული.
ახლა ამის საწინააღმდეგოდ გამოსვლა კი უკავშირდება დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევას, იმიტომ, რომ ეს არის მათი მიზანი, – დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტება, რადგანაც ევროპული აზროვნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას უკავშირდება.
როცა ვხედავთ, რომ სასამართლო დამოუკიდებელი აღარ არის, მედია ზეწოლის ქვეშაა, განათლების სისტემა პოლიტიზებულია, მოქალაქე უძლურად გრძნობს თავს. პროპაგანდის მსხვერპლი კი, სამწუხაროდ ბევრი ხდება.
რატომ ებრძვის „ოცნება“ დასავლეთს ასეთი თავგამოდებით, რა არის მათი მიზანი? – ვკითხეთ მასწავლებელს.
მაია ლაპიაშვილის აზრით, ამ ყველაფრის უკან დგას ის დანაშაულებრივი ქმედებები, რისთვისაც „ოცნების“ წარმომადგენლებმა პასუხი უნდა აგონ დემოკრატიულ სახელმწიფოში.
„ძალიან ბევრი დანაშაულები დაუგროვდათ, კორუფცია, ნეპოტიზმი… და უნდათ თავი შეაფარონ ავტორიტარიზმს. უნდათ ყველაფერი შეფუთონ და შერჩეთ.
თუ გზას გაგვიხსნიან დემოკრატიისკენ, თავისუფლებისაკენ, შესაძლოა ისინი სულაც ციხეში მოხვდნენ და პასუხი აგონ ამ დანაშაულებისთვის, რაც დაუგროვდათ საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე. ამ ფორმით კი ცოტა იხანგრძლივებენ დღეებს, თვეებს თუ წლებს, სანამ დაისჯებიან.
საკუთარივე ხელითვე დაისჯებიან, რადგან ისეთ კანონმდებლობას, ისეთ სიტუაციას ქმნიან სახელმწიფოში, რომ მალე რეჟიმი მათვე მიადგებათ და საკუთარი შექმნილი კანონებითვე დაისჯებიან. კომფორტის ზონიდან აუცილებლად გამოვლენ, ძალიან ცუდი შედეგით“- ამბობს მაია ლაპიაშვილი.
მისი აზრით, იმისთვის, რომ საქართველო არ დაშორდეს დემოკრატიას, ევროპას, აუცილებელია საზოგადოება გაერთიანდეს.
„მხოლოდ ერთიანობაშია გამოსავალი.
სიჩუმე არის ყველაზე დიდი მოკავშირე ავტორიტარიზმისთვის და აი, ამ რეჟიმის, რაც ახლა გვაქვს.
ჩემი კოლეგების უმრავლესობის ყველაზე დიდი დანაშაულიც არის სიჩუმე. შეიძლება ქუჩაში არ გამოდიან, მაგრამ დღეს ბევრი პლატფორმა არსებობს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი გამოხატო. ძალიან ბევრი საგანი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ღიად ვისაუბროთ მიმდინარე პროცესებზე.
როცა მასწავლებლის, სტუდენტის, მშობლის ხმა ერთია, ხელისუფლება იძულებულია ხალხის აზრი გაითვალისწინოს. ახალგაზრდების პროტესტმა მსოფლიოს აჩვენა, რომ საქართველო არ არის მხოლოდ „ოცნების“ ხელისუფლება, არამედ ეს არის ხალხის ქვეყანა.
წელიწადზე მეტია ვდგავართ ქუჩაში და ეს მესიჯია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ ხალხის ქვეყანა ვართ და ხელისუფლება ვერ გვერევა. დაგვიძახონ „ოციოდე კაცი“, „ასი კაცი“, მაგრამ ფაქტია, რომ პროტესტი არ ნელდება და გამოსავალი არის ერთად დგომაში, განათლებაში, კრიტიკულ აზროვნებაში და იმაში, რომ თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი პასუხისმგებლობა გაიაზროს და ნუ გადააბარებს ამ პასუხისმგებლობას სხვას. ჩემს ნაცვლად სხვა გააკეთებს საქმეს, ამის იმედით არ უნდა ვიყოთ“- ამბობს მაია ლაპიაშვილი.
მაშინ როცა, რეჟიმი უდანაშაულო მასწავლებელს ციხეში კეტავს, მეორე მასწავლებელი კი ჯილდოს იღებს რეჟიმისგან, რა განცდაა ეს თქვენთვის? – ვეკითხებით მაიას.
„სერიოზულად ვბრაზდები ამ ყველაფერზე, რადგანაც ჩემ გარშემო ვხედავ ძალიან ბევრ კონფორმისტ ადამიანს, რომელიც სარგებლობს ამ სიტუაციით და მაშინ, როცა ყველაზე მნიშვნელოვანია მასწავლებლის ხმა, ან საერთოდ არ იღებს ხმას, ან პირიქით, – ხელისუფლების სასარგებლო მესიჯებს აგზავნის საზოგადოებაში.
ეს არის დანაშაული. პირდაპირი დანაშაული ქვეყნის და მომავლის წინაშე. მასწავლებელი არ უნდა იყოს არც ნეიტრალური და არც კონფორმისტი, როცა საქმე თავისუფლებას და სამართლიანობას ეხება.
თუ მოსწავლეს ვასწავლი კონსტიტუციას და ამავე დროს ვჩუმდები, როცა კონსტიტუციას არღვევენ, ეს დანაშაულია.
როცა მოსწავლეს სულ სხვა რამეს ვასწავლით და სულ სხვა რამეს ვაკეთებთ, ეს არის მოტყუება.
მასწავლებლის ხმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ის არის ფასეულობების გამტარი. როცა მოსწავლეს ვეუბნები, რომ მოქალაქეობა პასუხისმგებლობაა, პერსონალური მაგალითით უნდა აჩვენო. მაგრამ რას ვხედავთ რეალურად.
დღეს სკოლა სავსეა კონფორმისტებით, რადგან მათთვის სასურველი კრედიტების სისტემა შემოიღეს. მასწავლებლები, რომლებმაც ვერ ჩააბარეს საკუთარი საგნობრივი გამოცდა, მინიმალური კომპეტენცია ვერ გადალახეს, ეჭიდებიან კონფორმიზმს.
ოროსანი მასწავლებლებით სავსე სკოლები დაგვიტოვეს და რა კრიტიკული აზროვნება მოეთხოვებათ. არც კოლეგიალობა მოეთხოვებათ და არც სოლიდარობა, რადგან მათთვის მთავარია შეინარჩუნონ სამსახური“ – ამბობს მაია ლაპიაშვილი.
ანტიდასავლური რიტორიკის პარალელურად „ოცნება“ პრორუსულ ნარატივებსაც აძლიერებს. ანწუხელიძის თავდადებას და ზოგადად, გმირობას აუფასურებს.
თუმცა მაია ლაპიაშვილი მიიჩნევს, რომ „ოცნება“ მისთვის სასურველი ისტორიის დაწერას ვერ შეძლებს.
„არავის არ უნდა მივცეთ ამის უფლება.
მჯერა, რომ იქნება მცდელობები, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ და ეს არ უნდა დავუშვათ. უბრალოდ, მეტი ძალისხმევა გვჭირდება, რომ სწორი პასუხები მივიდეს მოსწავლემდე.
წინააღმდეგ შემთხვევაში მივალთ იქამდე, რომ კრიტიკული აზროვნება შეიზღუდება. ჯერ ისედაც სად გვაქვს და თუ ესეც აღარ გვექნება.
მოსწავლეები აღარ ისწავლიან ფაქტებს, არ ექნებათ ანალიტიკური მსჯელობის შესაძლებლობა, მიიღებენ პოლიტიკური მიზნებისთვის შექმნილ ნარატივებს და ვეღარ შეძლებენ ისტორიის სიღრმისეულ გაგებას და გააზრებას.
მოხდება ცოდნის აღრევა, ფაქტების დამახინჯება და სწავლება შეიძლება გახდეს პროპაგანდისტული. თუ ამ შედეგამდე მივალთ, როგორ ვისაუბროთ პატრიოტიზმზე ან მოქალაქეობრივ ღირებულებებზე? მაშინ საერთოდ დავკარგავთ განათლებას.
მაგრამ მჯერა, რომ ძალიან სწრაფად მოხდება ჩვენს რეალობაში სასიკეთო ცვლილებები.
სიმართლის მხარეს ცოტა დგა, მაგრამ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს“ – ამბობს მაია ლაპიაშვილი.
მისი აზრით, დღეს პროტესტს ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე იმ არჩევნებში მონაწილეობას, რომელსაც არალეგიტიმური ხელისუფლება ატარებს.
„ოცნების“ პარლამენტის მიერ დანიშნულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას და დანიშნულ არჩევნებსაც არ ვაღიარებ, რადგან არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ დანიშნული არჩევნებიც არალეგიტიმურია.
და თუ მივიღებთ ამ „არჩევნებში“ მონაწილეობას, ყველა სადავეს ხელში ჩავუგდებთ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას“ – ამბობს მაია ლაპიაშვილი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 098 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +930]
ტანკი – 11 191 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 23 277 ერთეული [+0]
საარტილერიო სისტემა – 32 879 ერთეული [+33]
MLRS – 1 491 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 217 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 341 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 60 469 ერთეული [+390]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 718 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 62 000 ერთეული [+122]
სპეცტექნიკა – 3 965 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
667 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
84 971 უპილოტო საფრენი აპარატი
628 საზენიტო სარაკეტო სისტემა
25 157 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 592 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
29 668 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
42 118 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვაზე საუბრობენ და ენმ-ს პოლიციურ რეჟიმზე, როცა, მათი მტკიცებით, ადამიანებს სასტიკად ეპყრობოდნენ და აწამებდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის შსს-ს მაღალჩინოსნები ახლაც შსს-ს მაღალჩინოსნები ხდებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო საკადრო ცვლილებებზე 2025 წლის 10 ივნისს ისაუბრა შს ახალმა მინისტრმა გელა გელაძემ, რომელიც თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სოდის გამომძიებელი იყო. საკადრო ცვლილებების ჩამონათვალი სავსეა კაცებით, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც შს მაღალჩინოსნები ერქვათ.
კახაბერ მურადაშვილი – 5 ბინა თბილისში 256 ათასი დოლარად, იგი 2011 წელს და ახლაც შიდა ქართლის პოლიციის მაღალჩინოსანია
მაგალითად, ბოლო საკადრო ცვლილებებით კახაბერ მურადაშვილი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გახდა. 2011 წელსაც კახაბერ მურადაშვილი შიდა ქართლის პოლიციის მაღალჩინოსანი იყო. მაშინ მურადაშვილის თანამდებობას ასე ერქვა – შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2012 წელს კი, კახაბერ მურადაშვილი შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გახდა.
კახაბერ მურადაშვილი
კახაბერ მურადაშვილი წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ვიდრე შს მინისტრი ვახტანგ გომელაური იყო, მურადაშვილი, მაგალითად, კახეთის პოლიციას ხელმძღვანელობდა.
პოლიციაში მუშაობით ჩინოვნიკი გამდიდრებულა: 2025 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, კახაბერ მურადაშვილს და მის ცოლს 5 ბინა აქვთ თბილისსა და ბათუმში. ამ ბინების საერთო ღირებულება – კახაბერ მურადაშვილის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით – 256 ათასი აშშ დოლარია.
დეკლარაციის მიხედვით, პოლიციის მაღალჩინოსანს, ან მისი ოჯახის წევრს ბიზნესი არ აქვთ. კახაბერ მურადაშვილის ცოლი, თათია კორხიბაშვილიც შსს-ში მუშაობს, გენინსპექციაში და ერთ-ერთი სამსახურის უფროსია. 2024 წელს მურადაშვილის ჯამაგირი 63 110 ლარი იყო [თვეში საშუალოდ 5 259], ნათია კორხიბაშვილის – 48 590 [თვეში საშუალოდ 4 049 ლარი]
ამ ჯამაგირის მქონე ჩინოვნიკების 17 წლის შვილს კი, 2024 წელს ავტომანქანა შეუძენია 50 ათასი დოლარად – Toyota Lancruiser 200.
საჯარო სამსახურში აღებული ხელფასების გარდა, ნათია კორხიბაშვილს ქონებრივ დეკლარაციაში დაუფიქსირებია მხოლოდ ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი – წლიურად 9 176 ლარი.
2. ლაშა გოგნიაშვილი – „ოცნება“ მას 2012 წელს იარაღის ჩადებაში ადანაშაულებდა
ლაშა გოგნიაშვილი გელა გელაძის გამინისტრებამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. ახლა იგი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დანიშნეს.
2011 წელს – „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში – ლაშა გოგნიაშვილი შს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო, 2010 წელს კი, სოდის მეორე მთავარი სამმართველოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი.
ლაშა გოგნიაშვილს 2012 წელს „ქართული ოცნების“ აქტივისტები მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, კონკრეტულად კი, 2012 წლის 24 სექტემბერს „ქართული ოცნების” ქარელის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი – გიორგი ბერუაშვილი ამბობდა, რომ ქარელის პოლიციის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი, სამ თანმხლებ პირთან ერთად, ქუჩაში დახვდა და მისთვის იარაღის ჩადებას ცდილობდა. გიორგი ბერუაშვილი მაშინ ჰყვებოდა, რომ ლაშა გოგინაშვილი „დღისით-მზისით გაეკიდა, იარაღი დაუმიზნა და სროლით დაემუქრა“.
ლაშა გოგნიაშვილი 2016 და 2017 წელს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზეც მუშაობდა. 2017 წელს ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი საპროტესტო აქციაგაიმართა – აქციის მიზეზად მონაწილეები ასახელებდნენ ინციდენტს საპატრულო პოლიციასა და მოქალაქეს შორის. აქცია პოლიციის შენობასთან მალევე გახდა აგრესიული, მონაწილეებმა დაიწყეს ქვების სროლა პოლიციელების მიმართულებით, დაამტვრიეს და დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის და სამოქალაქო პირების მანქანებს.
ლაშა გოგნიაშვილი
ლაშა გოგნიაშვილს და მის ცოლს სალომე ჯიბუტს სამი ბინა აქვთ. ორი ბინის მესაკუთრე ლაშა გოგნიაშვილია, მათ შორის, ერთი ბინა ბათუმშია და მისი ღირებულება 32 955 ლარია. ლაშა გოგნიაშვილს ბინა თბილისში 24 ათას დოლარად შეუძენია, მის ცოლს, სალომე ჯიბუტს კი, 25 ათას დოლარად.
სალომე ჯიბუტიც შსს-ს თანამშრომელია. იგი გენინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორია.
3. ავთანდილ გალდავა – ბინა 125 ათას დოლარად და აპარტამენტი ბაკურიანში
ავთანდილ გალდავა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორად 2025 წლის 25 ივნისს დაინიშნა. მანამდე ავთანდილ გალდავა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.
ავთანდილ გალდავასაც შსს-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ისიც მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ძალოვან უწყებაში: 2011-2012 წლებში ავთანდილ გალდავა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს გამომძიებელი იყო.
2025 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ავთანდილ გალდავას 125 ათას ამერიკულ დოლარად ბინა შეუძენია თბილისში. მის ცოლს, ელზა ცერცვაძეს, რომელიც ასევე საჯარო მოხელეა და შემოსავლების სამსახურის ოფიცრად მუშაობს, აპარტამენტის მესაკუთრეა ბაკურიანში [ღირებულება 28 560 აშშ დოლარი].
ოჯახს სხვა საკუთრებაც აქვს: მიწის ნაკვეთი მცხეთაში და კიდევ ერთი ბინა თბილისში, რომელიც ელზა ცერცვაძეს საჩუქრად მიუღია – ყაზბეგის ქუჩაზე, 52 კვ. მეტრი.
ამავე დეკლარაციის მიხედვით, ავთანდილ გალდავა 2024 წელს მხოლოდ წლის პირველი ოთხი თვე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის პოზიციაზე, შემდეგ 6 თვე ავთანდილ გალდავა შპს „5 ოკეანე საქართველოს“ მენეჯერია. ნახევარ წელიწადში მას შემოსავლის სახით 25 ათასი ლარი მიუღია.
ავთანდილ გალდავა
ძვირადღირებული ბინა თბილისში და აპარტამენტი ბაკურიანში ავთანდილ გალდავას ოჯახმა 2020 წელს შეიძინა. ამ დროს ავთანდილ გალდავა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო, მისი მეუღლე კი, ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა მთავარ ოფიცრად. 2020-შიც ელზა ცერცვაძისთვის დედას უჩუქებია ფული – 35 000 USD.
2020 წელს ავთანდილ გალდავა სკანდალში გაეხვა. ამ წელს დააყაჩაღეს ბანკი ზუგდიდში, გამტაცებელმა, რომელიც საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლები ჰყავდა აყვანილი, ბანკის შენობა რამდენიმე მძევალთან ერთად დატოვა, მათ შორის ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავაა.
2021 წელს ავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.
4. გიორგი ბუხრაშვილი – აჭარის პოლიციის ახალი უფროსი ვანო მერაბიშვილის პრესსპიკერად მუშაობდა
2025 წლის აპრილში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა. მანამდე იგი სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.
გიორგი ბუხრაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას, ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს, შსს-ს სპიკერი იყო.
იგი ასევე მონაწილეობდა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციაში.
გიორგი ბუხრაშვილი
5. ხუტა პაჭკორია – შსს-ს მაღალჩინოსანი, რომელიც ჟურნალისტს აგინებს, მისი სახელი წულუკიანის კომისიაზე მოიხსენიეს
ხუტა პაჭკორია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ 2022 წლის აგვისტოში დანიშნეს. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ის მაღალჩინოსანია, რომელმაც 2025 წლის 8 სექტემბრის აქციაზე ჟურნალისტს აგინა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა.
8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის შტაბთან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციის მაღალჩინოსანი, ხუტა პაჭკორიამ „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს აგინა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ჟურნალისტი ქეთევან ხუციშვილი ამ დროს „ნეტგაზეთის“ ფეისბუქის გვერდზე, პირდაპირი ჩართვით აშუქებდა „ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე პროცესებს.
პოლიციის მაღალჩინოსნის, ხუტა პაჭკორიას სახელი მედიის ყურადღების ცენტრში ბოლო წლებში არაერთხელ მოექცა, ბოლოს ის თეა წულუკიანის კომისიაზე მოიხსენიეს, როგორც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გიორგი ავალიშვილის საქმეში.
„როგორ, ხუტა პაჭკორიამ არ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე? – ჰკითხა გიული ავალიშვილმა თეა წულუკიანს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულებისას, სადაც ის გარდაცვლილი ძმის, გიორგი ავალიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს.
გიული ავალიშვილმა კომისიას დეტალურად უამბო, როგორ მოუწყვეს მის ძმას, გიორგი ავალიშვილს პროვოკაცია ხუტა პაჭკორიას სცენარით და შემდეგ დააკავეს. მისივე თქმით, პატიმარი გიორგი ავალიშვილი ციხეში აწამეს, რის შემდეგაც ის მალევე გარდაიცვალა.
გიული ავალიშვილის ინფორმაციით, მის ძმას 2011 წელს 26 მაისის საპროტესტო აქციაზე მიკროავტობუსით პროტესტის მონაწილეების გადაყვანა არ აპატიეს, წლების შემდეგ გიორგი ავალიშვილი გაამართლეს, საქმის მასალებში კი პროკურატურა წერს, რომ ავალიშვილის წინააღმდეგ ხუტა პაჭკორიას სცენარით მოქმედებდნენ. ის 2011 წელს ფინანსური პოლიციის თანამშრომელი იყო.
„თქვენი ძმა რომ გამართლდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პაჭკორიადან დაწყებული, კიდევ არაერთ ადამიანს უდანაშაულო ადამიანის გაუბედურებაში წვლილი ჰქონდა… მათ წინააღმდეგ იყო რამე პროცედურა?“, – ჰკითხა ავალიშვილს თეა წულუკიანმა. ავალიშვილმა უპასუხა, რომ პასუხს პროკურატურისგან წლებია ელის.
ეს ჩვენება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. როგორც ჩანს, ამ გამოკითხვის დროს გიული ავალიშვილმა და სავარაუდოდ არც თეა წულუკიანმა არ იცოდნენ, რომ ხუტა პაჭკორია „ოცნების“ ხელისუფლებაში დაწინაურდა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გახდა. დასასრულს კომისიის წევრებმა გიული ავალიშვილს ისიც კი სთხოვეს, საქმის მასალები დაეტოვებინა მათთვის.
კიდევ ერთი სკანდალი, სადაც ხუტა პაჭკორიას სახელმა გაიჟღერა მედიაში, სარფის საბაჟოზე ნარკოტიკების შემოტანის საქმეს უკავშირდება.
ამის თაობაზე სიუჟეტი ტელეკომპანია „პირველს“ ჰქონდა მომზადებული. „პირველის“ ინფორმაციით, ხუტა პაჭკორია სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა 2015 წლამდე. ამ უწყებიდან მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ყოფილმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის სხდომაზე დაადასტურა.
გომელაურს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ჰკითხა: „ყველამ იცის, რა გახდა [პაჭკორიას] გათავისუფლების მიზეზი. მიზეზი გახდა, რომ დააკავეს პიროვნება სარფში და მან თქვა, რომ შემოჰქონდა ნარკოტიკები პირდაპირ ხუტა პაჭკორიასთვის“.
ვახტანგ გომელაურმა უპასუხა: „ეს ადამიანი გათავისუფლდა თანამდებობიდან, შემდეგ იქნა აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურში დანიშნული. რატომ მოხსნეს, მიზეზი?! რა აუცილებელია, ყველაფერი ვთქვათ, რატომ მოხსნეს?“
2024 წელს ხელფასის სახით პაჭკორიას 101 327 ლარი მიუღია, რაც თვეში 8443 ლარია. შინაგან საქმეთა სამინისტროში, მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე მუშაობს მისი მეუღლეც. მას ხელფასის სახით 25 516 ლარი მიუღია, თვეში 2 126 ლარია.
6. გრიგოლ ბესელია – ცრუ მოწმეობაში გამოჭერილი პოლიციის უფროსი კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს
გრიგოლ ბესელია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსია. მან ცრუ ჩვენება მისცა „მზია ამაღლობელის საქმეში“ და ეს საქმის მასალებით დასტურდება.
გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დგებუაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ბათუმში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე პროტესტის მონაწილეების დაკავებას. სწორედ გრიგოლ ბესელიამ დააკავა მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს სტიკერის გაკვრისთვის, თუმცა პოლიციამ დაკავების ოქმი გააყალბა, იმის მიუხედავად, რომ არსებობს მზია ამაღლობელის დაკავების ამსახველი ვიდეოკადრები.
გრიგოლ ბესელიას ჩვენების მიხედვით, მზია ამაღლობელი მან კი არა, არამედ ირაკლი დგებუაძის მოადგილე – გოჩა ვანაძემ დააკავა.
მნიშვნელოვანი დეტალი, როცა ფაქტით დადასტურდა გრიგოლ ბესელიას ტყუილი:
28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ, როცა ჩვენების მიცემის დროს – 2025 წლის 28 აპრილს, მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.
გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. ამის შემდეგ გაასამართლეს მზია ამაღლობელი ორჯერ ერთი და იგივე ფაქტის – შსს-ს შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის.
სინამდვილეში, 150-ე მუხლის მიხედვით [იერსახის დამახინჯება] პოლიციელებს არ აქვთ ვინმეს დაკავების უფლება, რადგანაც მზია ამაღლობელი დააკავეს, პოლიციელებმა თქვეს, რომ მზია ამაღლობელი თითქოს შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს, რაც უწყვეტი ვიდეოკადრით არ დასტურდება.
„ცრუპენტელა, ცრუ მოწმე, მატყუარა” – ამ შეძახილებითგააცილეს იგი მოქალაქეებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობიდან.
გრიგოლ ბესელია
„მზია ამაღალობელის საქმე“ არაა ერთადერთი სკანდალი გრიგოლ ბესელიას კარიერაში.
„აჭარის პოლიციის უფროსი, გრიგოლ ბესელია თავის სამუშაო კაბინეტში ჯერ არდაბადებული ბავშვით დამემუქრა, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ კი, პისტოლეტი მომიშვირა… ამ შეხვედრას ესწრებოდა დათო რიჟვაძეც, თორნიკე რიჟვაძის მამა,“ – ამბობდა „ბათუმელებთან“ ბათუმში მცხოვრები კახა გურგენაძე 2023 წლის ოქტომბერში.
გრიგოლ ბესელიამ 2025 წლის 4 აპრილს დატოვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი. იგი კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.
7. გელა გელაძე – მინისტრის პოლიციელმა მამამ 18 წლის ბიჭი დაჭრა და მიიმალა, მას საპროცესო გაუფორმეს
შს მინისტრად გელა გელაძე 2025 წლის 28 მაისს დანიშნეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ის სოდის გამომძიებელი იყო. ამ დროიდან დღემდე კარიერულ წინსვლასთან ერთად მას მნიშვნელოვანი უძრავი ქონება შეუძენია – გამდიდრებულა. დეკლარაციის თანახმად, მინისტრ გელა გელაძის ოჯახი თითქმის 7 მილიონამდე ლარის ღირებულების სახლებს, ბინებს, კომერციულ ფართობებს და მიწებს ფლობს საქართველოში. თუმცა, შეიძლება ეს არ იყოს საბოლოო მონაცემი, რადგან ამ დეკლარაციაში მინისტრს არ აქვს მითითებული, მაგალითად, მშენებარე სახლებისა თუ საკუთრებაში არსებული ყველა იმ ქონების ღირებულება, რასაც ოჯახი ფლობს.
გელა გელაძე
გარდა ამისა, მინისტრს და მისი მეუღლეს დანაზოგის სახით და დეპოზიტებზე 600 ათას ლარამდე თანხა აქვთ. ძვირადღირებული მაჯის საათები გელა გელაძესაც ჰყვარებია, 2021 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით მან 8625 ლარი Braitling-ის მაჯის საათში გადაიხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის პოლიციელმა მამამ, დავით გელაძემ 18 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პროკურატურამ დავით გელაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და პირობითი მსჯავრი დააკისრა.
შს მინისტრის მამა, როცა მან ეს დანაშაული ჩაიდინა, კრიმინალური პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსანი იყო და დანაშაულის ჩადენის შემდეგ – ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 18 წლის ბიჭის დაჭრა – შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით გელაძე სასამართლომ 15 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. ჟურნალისტი მზია ამაღლობელი კი, სილის გაწვნის გამო უკვე რვა თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის 26 ჰა მიწის ფართობი ექსპლუატაციაში მიიღეს. სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის პროექტის პირველი ფაზა, დასავლეთ ნახევარკუნძულის 26 ჰექტარი ექსპლუატაციაში იქნა მიღებული. ექსპლუატაციაში მიღებას საფუძვლად დაედო პროექტის შესაბამისობის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნა, რომელიც უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა.
2025 წლის სექტემბრის თვიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი ულტრათანამედროვე, მრავალფუნქციური შენობა ნაგებობის მშენებლობის დაწყება იგეგმება, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროებს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნეს ცენტრებს, გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრს და ა.შ.
ბათუმის ხელოვნური კუნძული უნიკალურ პროექტს წარმოადგენს, რომელიც 84 ჰექტარზე გაშენებული ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად და ქვეყანასა და რეგიონს ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს სთავაზობს. პროექტის მშენებლობა დაწყების დღიდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის დასტურია ისიც, რომ „ამბასადორ აილენდ ბათუმი” სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს 5 წლიანი წინსწრებით ასრულებს და დღეისათვის სრული 84 ჰა მიწის ნაკვეთიდან 38 ჰექტარი ფაქტობრივად განაშენიანებულია.
პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ არაერთ საერთაშორისო, პრესტიჟულ კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, მათ შორისაა თურქული არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და გლობალური ბრიტანული კომპანია ARUP, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული.
საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში „ამბასადორ აილენდ ბათუმის” ორი ნახევარკუნძულისა და კუნძულის ტერიტორიის 49% საჯაროდ ხელმისაწვდომ რეკრეაციულ ზონებს დაეთმობა, მათ შორის ტყე-პარკებს, საფეხმავლო ბილიკებს, სპორტულ მოედნებსა და გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს. გარდა ამისა ტერიტორიაზე აშენდება საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებები, სასტუმროები, აპარტამენტები, ბინები, ვილები, ვერტოდრომები, იახტკლუბი და სხვ.
არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიის კოლაბორაციის შედეგად შექმნილი ხელოვნური კუნძული რეგიონის სანაპირო ზოლის ურბანული განვითარების ახლებურ სტანდარტსაც ჩაუყრის საფუძველს, რომელიც ტერიტორიის ფიზიკური გაფართოების კვალდაკვალ, მომავლის ქალაქებზე საზოგადოების წარმოდგენების ჰორიზონტსაც შეცვლის.
2025 წლის აგვისტოში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ „რუს მშვიდობისმყოფელებზე“ ნათქვამიმალევე უარყო. ცილი დამწამეს, არ მითქვამსო – განაცხადა, თუმცა მისი ოჯახის წევრების „რუსულ კავშირებს“ და ამ კავშირებით „დიდი ფულის კეთების“ შესაძლებლობას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ უფრო გასაგები გახდება, რატომ „წამოსცდა“ ომგამოვლილი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ოკუპანტი ქვეყნის ჯარის მიმართ საკუთარი განწყობის შესახებ.
დავით რაზმაძე ცოტა ხნის წინ საზოგადოების მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა „ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მიცემული ინტერვიუს გამო. ამ ინტერვიუს თანახმად, ის მადლობელია, რომ 2008 წლის ომის დროს რუსი სამხედროები გორში შევიდნენ: „ისინი აქ როგორც მშვიდობისმყოფელები მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, წარმოგიდგენიათ? რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ“ [ციტატა ინტერვიუდან] მასალის გამოქვეყნებისა და საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ დავით რაზმაძემ „ნიუ იორკ თაიმსი“ ცილისწამებაში დაადანაშაულა.
საკრებულოს ოპოზიციამ დავით რაზმაძის იმპიჩმენტი სცადა, თუმცა „ოცნებამ“ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.
გორის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი, ლერი რაზმაძე, 2018 წლიდან 2023 წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა კომპანიებს, რომლებმაც დიდი შემოსავლები ალკოჰოლური სასმელების რუსეთში გატანით მიიღეს.
ეს კომპანიები ვახტანგ კარიჭაშვილს ეკუთვნის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორია. რამდენიმე სხვადასხვა წყაროს მიერ დადასტურებული ინფორმაციით, კარიჭაშვილს ლერი რაზმაძესთან მხოლოდ ბიზნესპარტნიორობა არ აკავშირებს. ის გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის სიძეა [დის ქმარი],
გასულ წლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებმა50 მილიონზე მეტი ლარი მიიღეს.
საკრებულოს თავმჯდომარის შვილის კომპანიები და ბიზნესპარტნიორები
შპს GVMT Group-ი, რომელსაც გორის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი ხუთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, 2013 წელს გენო ნასყიდაშვილს დაუფუძნებია. 2018 წელს კომპანიის ასივე პროცენტი ვახტანგ კარიჭაშვილმა 500 000 ლარად იყიდა, დირექტორად კი ლერი რაზმაძე დანიშნა.
ეს კომპანია ალკოჰოლური სასმელებით, ღვინით, კონიაკით და არყით ვაჭრობს. შპს GVMT Group-ი საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტიორ იმ 10 უმსხვილესი კომპანიის ჩამონათვალშია, რომლებმაც 2023 წელს ყველაზე მეტი ღვინო რუსეთში გაიტანეს. ლერი რაზმაძემ ამ კომპანიის დირექტორის თანამდებობა 2024 წლის იანვარში დატოვა.
2018 წლიდან ლერი რაზმაძე ვახტანგ კარიჭაშვილის კიდევ ერთ კომპანიას – შპს „კესეფბერგ ინვესტმენტს“ ხელმძღვანელობდა, 2024 წლის იანვარში მან ამ კომპანიის დირექტორის თანამდებობაც დატოვა.
გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის შვილი, ლერი რაზმაძე ფლობს კომპანიას, რომელმაც სახელმწიფოსგან 3 მილიონამდე ლარის დაკვეთა მიიღო კონკურენციის გარეშე, გამარტივებული წესით. მათ შორის 2 მილიონამდე ლარის ღირებულების კონტრაქტი კომპანიას 2020-2021 წლებში, პანდემიის პირობებში გაუფორმეს.
„როქ ლოჯისტიკსი“ ლერი რაზმაძეს 2019 წელს დაუფუძნებია. შპს „როქ ლოჯისტიქსის“ ძირითადი დამკვეთები სახელმწიფოს მართვაში არსებული „მოსავლის მართვის კომპანია“ და „აკურა“ არიან და კონტრაქტებს არა კონკურენციის პირობებში, არამედ ელექტრონული აუქციონის გარეშე აფორმებენ, პრემიერის ბრძანებაზე დაყრდნობით სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ღონისძიების შესყიდვის ფარგლებში. შეთანხმება, ძირითადად, მოსავლის პირობების დაცვით გადატანას გულისხმობს დანიშნულების ადგილზე.
ლერი რაზმაძე ფიქსირდება შპს „კოფებუმის“ დირექტორად, კომპანიის მფლობელი ლიანა ნასყიდაშვილია.
2016 წლიდან ლერი რაზმაძე ფლობს შპს „კოფე ბოქსის“ 50 პროცენტს. ამ კომპანიის 50 პროცენტი არჩილ ლურსმანაშვილს ეკუთვნის, კომპანიას ლერი რაზმაძე ხელმძღვანელობს.
2017 წელს ლერი რაზმაძე შპს „დი ენდ დი კომპანის“ აფუძნებს, კომპანიის შექმნის მიზანი მცირე საკვები ობიექტების მართვაა. კომპანიის დაფუძნების შემდეგ ამონაწერი აღარ განუახლებია.
ლერი რაზმაძე ხელმძღვანელობდა ასევე შპს „ლამა 1“- ს, ამ კომპანიას ფლობს შპს „მილადა ინტერნეიშენელი“, რომლის 100 პროცენტიც ვახტანგ კარიჭაშვილის საკუთრებაა. კომპანია ღვინოს და კონიაკს აწარმოებს.
ლერი რაზმაძე ფლობს ასევე შპს „პედროს“ 25 პროცენტს.
2024 წელს დავით რაზმაძემ შვილს 20 000 ლარი აჩუქა, 2023 წელს – 30 000 ლარი, 2022 წელს კი – 50 000 ლარი.
კარიჭაშვილის კომპანიები
დავით რაზმაძის სიძე, კარიჭაშვილი საქართველოში 20-ზე მეტ კომპანიას ფლობს, მათ შორის არის შპს „მელიქიშვილი ინნ“, სადაც წილებს ივანიშვილის დეიდაშვილთან – უჩა მამაცაშვილთან ინაწილებს. პარტნიორები კომპანიის 50-50 პროცენტს ფლობენ. კომპანია თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის #5-ში, სასტუმროს აშენებს.
პროექტით შეთანხმებულია 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც 116 ნომერს გააერთიანებს. შენობის პირველ სართულზე რესტორნისა და ღვინის ბარის, ხოლო ბოლო სართულზე ტერასული ტიპის რესტორნის მოწყობა იგეგმება პანორამული ხედებით თბილისის ცენტრზე. პროექტით დაგეგმილია ასევე საკონფერენციო და ღვინის სადეგუსტაციო დარბაზების მოწყობა. „მელიქიშვილი ინნ“ 2021 წელს დაფუძნებული კომპანიაა.
კარიჭაშვილი ფლობს ასევე შპს „ინნ დეველოპმენტი+“-ს , სადაც მისი ერთ-ერთი პარტნიორი პარლამენტარ გოდერძი ჩანქსელიანის კომპანია – შპს „გრანდე დეველოპმენტ ენდ ქონსთრაქშენია“. ამ კომპანიის ასივე პროცენტი პარლამენტარს შვილისთვის, ბუბა ჩანქსელიანისთვის მართვაში აქვს გადაცემული.
შპს Bolero & Company კარიჭაშვილს 2012 წელს დაუფუძნებია. კომპანია ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია რუსულ ბაზარზე და საქართველოს რამდენიმე რეგიონში ჰექტრობით მიწას ფლობს.
შპს BOLERO & COMPANY-მ 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით რუსეთში 35 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების პროდუქცია გაიტანა.
სწორედ ამის გამო უკრაინამ შპს BOLERO & COMPANY ომის სპონსორთა საერთაშორისო სიაში შეიყვანა. უკრაინული მხარის მტკიცებით, შპს „ბოლერო და კომპანი“ აგრძელებს თანამშრომლობას იმ კომპანიებთან, რომელთა მფლობელებიც დასანქცირებული არიან.
კარიჭაშვილს 2017 წელს დაუფუძნებია შპს „კ და ქართული სპირტი“. კომპანიის 20 პროცეტს გიორგი ღამბაშიძე ფლობს, მასაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს და რუსეთის მოქალაქეც არის. კომპანიის 80 პროცენტი კარიჭაშვილს ეკუთვნის.
შპს „ქართული სატრანსპორტო კომპანია-როიალ ლოჯისტიკი“ კარიჭაშვილს 2024 წელს პარტნიორებთან ერთად დაუფუძნებია, რომლის 33.3% პროცენტს რუსეთის მოქალაქე ანზორ სვიაკაური ფლობს, 16.4 პროცენტი ეკუთვნის რობი ქევხიშვილს, რომელიც ასევე რუსეთის მოქალაქეა, თავად კარიჭაშვილის საკუთრებაა 33.3 პროცენტი. დარჩენილ წილებს სხვა პარტნიორები ინაწილებენ.
კარიჭაშვილის კომპანიებს შორის არის ასევე შპს „ლილე“, „ვაკათრეიდი“, შპს „ალიანსი და კომპანია“ – ამ კომპანიის 50 პროცენტი საბერძნეთში დაფუძნებულ კომპანიას ეკუთვნის, კარიჭაშვილი ფლობს შპს „ჯიესპი გრუპ“-ის 50 პროცენტს, შპს „შატო ვკ“- ასივე პროცენტს.
პერიოდულად კარიჭაშვილის კომპანიების მეწილეებად ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიებიც ფიგურირებდნენ, თუმცა დღეის მდგომარეობით ეს კომპანიები მეწილეებად აღარ ფიქსირდებიან.
კარიჭაშვილის კიდევ ერთი კომპანია შპს „ვიკა ისტეიტს“ გორში გურამიშვილის #1-ში ფლობს სასტუმრო „გორი ინნ“-ს და სადღესასწაულო სივრცეს, რომელსაც „ცირკი“ დაარქვეს. სასტუმრო „გორი ინნ“ 2023 წელს გახსნეს სახელმწიფო პროექტის – „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით.
„ინნ ჯგუფი“ 10 კომპანიას აერთიანებს, მათ შორის სასტუმროებს ბაკურიანში, გუდაურსა და ქუთაისში, ასევე საწარმო „ალუტექ ჯორჯიასა“ და სამშენებლო კომპანია „ინნ დეველოპმენტს“.
შპს Bolero & Company ჰექტრობით მიწის ნაკვეთს ფლობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში, ე.წ. „ლაპლაპას მიწას“ ლისის ფერდობზე [ 7801 კვ.მ], ფლობს მიწის ნაკვეთებს და შენობა-ნაგებობებს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში.
კარიჭაშვილისა და დეპუტატ ჩანქსელიანის კომპანია შპს „ინნ დეველოპმენტი+“ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, 13 918 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიან კორპუსს აშენებს, პროექტი ორი ბლოკის მშენებლობას ითვალისწინებს. ბინების უმეტესობა უკვე გაყიდულია.
კარიჭაშვილის კიდევ ერთი კომპანია აბასთუმანში, „ტყის გულში “ საცხოვრებელ ვილებს აშენებს. კომპანიის წილებს ინაწილებენ „ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენები – ზურაბ კიკნაძე [25%], დავით ბალანჩივაძე [51%] დიმიტრი დუგლაძე, [ 7%] ვახტანგ კარიჭაშვილი [17%].
შენობა, რომლის ფართობიც 7569 კვ.მეტრია და დავით რაზმაძის სხვა ქონება
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გორში, მოსკოვის ქუჩაზე, დავით რაზმაძე ფლობს შენობას, რომლის ფართობიც 7569 კვ.მეტრია. გორში მოსკოვის ქუჩას დიდი ხანია სახელი გადაარქვეს და ანწუხელიძის ქუჩა უწოდეს, თუმცა დავით რაზმაძეს, როგორც ჩანს, ეს ამბავი მხედველობიდან გამორჩა და დეკლარაციაში ისევ მოსკოვის ქუჩა მიუთითა.
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2024 წლის 4 თებერვალს შეავსო.
დეკლარაციის მიხედვით, შენობა, რომლის ფართობიც ფართობიც 7569 კვ.მეტრია დავით რაზმაძეს მემკვიდრეობით მიუღია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს ქონება დავით რაზმაძის მამას, ლერი რაზმაძეს ეკუთვნოდა.
დავით რაზმაძის ქონება ყოფილი ბამბეულის კომბინატის მიმდებარედ – გორის საკრებულოს ოპოზიციის ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიის შესყიდვით ვახტანგ კარიჭაშვილი იყო დაინტერესებული
დავით რაზმაძე ფლობს სახლს გორში, რომელიც მას ასევე მემკვიდრეობით მიუღია. სახლის ფართობი, დეკლარაციის მიხედვით, 304 კვ.მეტრია. 2201.00 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, როგორც თავად მიუთითა, გორის საკრებულოს თავმჯდომარეს 2013 წელს 1000 ლარად შეუძენია.
დავით რაზმაძის მეუღლე, ლელა გეწაძე ფლობს ბინას თბილისში.
დავით რაზმაძემ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ შპს „იმედი 50“-ის 100 პროცენტს ფლობს, რომლისგანაც 2024 წელს შემოსავალი არ მიუღია. სამაგიეროდ, შემოსავალი მიუღია ფართობის გაქირავებიდან – როგორც თავად მიუთითა 37 876,16 ლარი, გასული წლის შვიდ თვეში.
დავით რაზმაძის შვილი, ლერი რაზმაძე თბილისში სახლს იშენებს. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მან 2024 წელს ლისზე 600 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მშენებარე სახლი დაირეგისტრირა. სახლს „ჯიდი ჯგუფი“ აშენებს.
კარიჭაშვილმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ოცნებას“ მილიონამდე ლარი შესწირეს.
ბათუმში, ქალაქის მერიის წინ, „ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ჭყონია უნებართვო მშენებლობას აწარმოებს.
სახლი, რომელსაც დეპუტატმა უნებართვოდ დაადგა ორი სართული, მარჯანიშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კუთხეში დგას და პირდაპირ გაჰყურებს ბათუმის მერიის შენობას.
დეპუტატის კუთვნილმა კომპანიამ, შპს „სახლი ძველ ბათუმში“ უკანონო დაშენების სამუშაოები 2023 წელს დაიწყო.
ამავე წლის ივნისში ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში ლუკა ასათიანის #19-ში მცხოვრები მოქალაქეების განცხადება შევიდა.
„ჩვენი საცხოვრებელი სახლის გვერდით, ბათუმში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. კერძოდ, აშენებულ კორპუსზე ამატებენ სართულს. აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების შედეგად ზიანი გვადგება კორპუსის მცხოვრებლებს. უარესდება ჩვენი საცხოვრებელი პირობები,“ – წერია წერილში, რომელსაც ხელს 15 მოქალაქე აწერს.
ლუკა ასათიანის #19-ის მობინადრეები მუნიციპალურ ინსპექციას სთხოვდნენ შეემოწმებინა, იყო თუ არა გაცემული მშენებლობის ნებართვა მარჯანიშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კუთხეში მდებარე შენობაზე.
მუნიციპალურმა ინსპექციამ საკითხი შეისწავლა და მოქალაქეებს წერილითვე აცნობა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის გამო დააჯარიმა შპს „სახლი ძველ ბათუმში“ და გამოსცა დადგენილება მშენებლობის შეჩერების თაობაზე.
„სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს „სახლი ძველ ბათუმშის“ მიერ უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობის შეჩერების თაობაზე გამოცემულია დადგენილება, სამართალდარღვევის გამო კომპანიის დაჯარიმების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე გამოცემულია დადგენილება,“ – წერია წერილში, რომელსაც ხელს მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი არჩილ კონცელიძე აწერს.
როგორც “ბათუმელებმა” გამოარკვია, კომპანიამ შპს „სახლი ძველ ბათუმში“, მუნიციპალური ინსპექციის ჯარიმის მიუხედავად, სამუშაოები არ შეაჩერა და ინსპექციის დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრა.
ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, სასამართლომ დადგენილება, უკანონოდ დაშენებული სართულების დემონტაჟის თაობაზე, შეაჩერა, დეპუტატმა კი უკანონო მშენებლობა გააგრძელა. შედეგად, დეპუტატის კომპანიამ ორი სართული – აქედან ერთი სრული სართული და მეორე დახურული მანსარდის ტიპის ააშენა ზუსტად ბათუმის მერიის წინ.
უკანონო მშენებლობა ჩანს ბათუმის მერის კაბინეტის ფანჯრებიდან.
მუნიციპალური ინსპექცია ბათუმის მერიის ააიპ-ია. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო მოხელეები ხედავდნენ, როგორ შენდებოდა უკანონოდ 2 სართული ბათუმის ცენტრში.
ეკატერინე შერვაშიძე ერთ-ერთია ლუკა ასათიანის #19-ში მცხოვრები მოქალაქეებიდან, ვინც მუნიციპალურ ინსპექციას მიმართა. ყველაზე მეტად სწორედ ეკატერინე დაზარალდა. მან 2015 წელს ძველი ბათუმის ცენტრში ბინა იყიდა, 6 სართულიანი სახლის ბოლო სართულზე. კვადრატულ მეტრში ორჯერ მეტი გადაიხადა, რადგან საცხოვრებელი ფართი ბოლო სართულზე მდებარეობდა და ბინას სამი მხრიდან ქალაქზე გამავალი ხედი ჰქონდა.
„ხედის გამო ვიყიდე ეს ბინა, თორემ უფრო ბიუჯეტურ ფასად შემეძლო მეყიდა ქვედა სართულებზე.
ეს ხედი სრულად ამომექოლა. უკანა მხარეს აივანი გადიოდა ვარდების სკვერის მხარეს. ახლა იქ კედელია. წინა მხრიდან ჩანდა ბათუმის მერია. შეხედეთ, ახლა მეზობლის აივანი ჩანს,“ – გვეუბნება ეკატერინე და გვაჩვენებს აივანს, რომლის ხედიც დეპუტატის კომპანიის მიერ წარმოებულმა მშენებლობამ, დაუმახინჯა.
მარცხნივ – ხედი, რომელიც 2023 წელს მოქალაქის აივნიდან ჩანდა, მარჯვნივ – ხედი ახლა, მას შემდეგ რაც დეპუტატმა უკანონოდ ააშენა 2 სართული
მას შემდეგ რაც მოქალაქე მიხვდა, რომ დეპუტატი მშენებლობას არ შეაჩერებდა, საკუთარი პირადი სივრცის დაცვას შეეცადა.
ეკატერინე შერვაშიძე გვიყვება, რომ როცა კანონით ვერაფერს გახდა, ერთგვარ ზეპირ შეთანხმებას მიაღწია გია ჭყონიასთან – დეპუტატს უკანონოდ დაშენებულ სართულებზე ორი ვიტრაჟი უნდა ამოეშენებინა – ერთი ეზოს მხარეს, მეორე კი ქუჩის მხარეს. მაგრამ დეპუტატმა პირობა ნაწილობრივ შეასრულა, ეზოს მხარეს ამოაშენა, ქუჩის მხარეს – არა.
„ჩემი პირადი სივრცე ფაქტობრივად დარღვეულია. ქუჩის მხარეს აივანს ვეღარ ვიყენებ. ხედი ხომ წამართვა. პირობა ჰქონდა დადებული, რომ ვიტრაჟს ამოაშენებდა, მაგრამ ეგ პირობაც დაარღვია,“ – ამბობს ეკატერინე შერვაშიძე.
ხედი მოქალაქის აივნიდან, რომელიც დეპუტატის აივანზე გადის
ეკატერინე შერვაშიძის ბინა მეექვსე, ბოლო სართულზე მდებარეობს. მეშვიდე სართული ერთგვარი ღია ტერასაა, რომელიც ახლახან დეპუტატმა გია ჭყონიამ შეიძინა.
ტერასის შეძენის პარალელურად, „ოცნების“ დეპუტატმა განაახლა სამშენებლო სამუშაოები მომიჯნავედ მდებარე, უკანონოდ აშენებულ ფართში.
მოქალაქე შიშობს, რომ დეპუტატი ისევ თავის გავლენებს გამოიყენებს და შესაძლოა ორი სართულის უკანონოდ აშენება არ იკმაროს – ტერასასაც დააშენოს რამე.
„როგორც აქამდე ამომიშენა აივნის ხედი, ისე დამაშენებს ალბათ ტერასაზეც. პროექტით მარჯანიშვილზე მდებარე შენობაზე კოშკი ჰქონდა დაშენებული. მერე მოშალა. ახლა ამ კოშკის სიგანეს ზრდის როგორც გავიგე. არაფრის ნებართვა არ აქვს.
შაბათ-კვირას მუშაობენ. მუნიციპალური გამოვიძახე, მაგრამ მეუბნებიან, ორშაბათს დარეკე, შაბათ – კვირას არ ვმუშაობთო. პატრულიც გამოვიძახე, მაგრამ ამათ ვერაფერი აჩერებს“, – ამბობს ეკატერინე შერვაშიძე.
როგორ მოახერხა „ოცნების“ დეპუტატმა უკანონო მშენებლობის წარმოება?
ლუკა ასათიანისა და მარჯანიშვილის ქუჩების კუთხეში მდებარე სახლი ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს. შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ფასადს ეხება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამის თანხმობას საჭიროებს.
მსგავსი თანხმობა შპს „სახლი ძველ ბათუმშის“ არ მიუღია. უფრო მეტიც, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მობინადრეებისთვის გაგზავნილი წერილი, ადასტურებს, რომ მშენებლობა უნებართვოდ, უკანონოდ მიმდინარეობდა.
„ბათუმელები“ შეეცადა უშუალოდ გია ჭყონიასგან მიეღო პასუხი კითხვებზე – როგორ მოახერხა ბათუმის მერიის წინ, ქალაქის ცენტრში უკანონო მშენებლობის წარმოება.
გია ჭყონიამ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ასევე ვცადეთ დეპუტატთან დაკავშირება მისი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორის საშუალებით, თუმცა ამაოდ. კომენტარის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.
„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყველამ მაქსიმალურად უნდა „აკონტროლოს რიტორიკა“, წინააღმდეგ შემთხვევაში „კანონის ამოქმედებით“ იმუქრება.
კობახიძეს დღეს, 17 სექტემბერს, ჰკითხეს 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს საპროტესტო აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები შეუერთდნენ და საზოგადოებას აქციაზე გასვლისკენ მოუწოდეს.
„ჩვენ ვიწყებთ მშვიდობიან რევოლუციას, ქართული დროშებით, ეს იქნება ულამაზესი რევოლუცია… საზოგადოებას ძალიან ვთხოვ, დაგვიდგეს გვერდში“ – განაცხადა სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ. სწორედ ამ კონტექსტში, „ლამაზ რევოლუციაზე“ აქცენტით დაუსვეს კითხვა კობახიძეს.
„შეაჩვიეს ენა ჩვენს სახელმწიფოს. არავის არ მივცემთ ამის საშუალებას. როგორც ვახსენე, კორუფციასთან დაკავშირებით, ორგანიზებულ დანაშაულზე, ნარკოტიკულ დანაშაულზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებითაც, ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა დღეს, რომ კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით.
აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა.
ე მანდ, როგორც იტყვიან ჟარგონზე, არ აღმოჩნდნენ იქ, სადაც ვიღაც-ვიღაცები უკვე აღმოჩნდნენ, იმიტომ, რომ სახელმწიფოს ინტერესები უნდა იყოს ბოლომდე დაცული. არ შეიძლება კანონი ასე მარტივად დაარღვიოს ადამიანმა. სადაც ვნახავთ კანონის დარღვევას, მათ შორის, რიტორიკის დონეზე, ყველგან გვექნება შესაბამისი რეაგირება”, – თქვა კობახიძემ დღეს, 17 სექტემბერს.
კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანონს „მთელი სიმკაცრით“ აამოქმედებენ:
„კორუფციასთან დაკავშირებით, ორგანიზებულ დანაშაულზე, ნარკოტიკულ დანაშაულზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებითაც, ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა დღეს, რომ კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
დღეს, 17 სექტემბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა – „ძლიერი საქართველო – ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმში ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე ამ პარტიებმა ერთმანეთთან შეთანხმებული საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად „ლელოს“ წევრი და სიის პირველი ნომერი – ვაჟა დარჩია დასახელდა.
რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ეს ორი ოპოზიციური პარტია თითოეულ ოლქში მხოლოდ თითო კანდიდატს წარადგენს: გენო თებიძე – თამარის დასახლება, ივანე ფირცხალაიშვილი – რუსთაველის ოლქი, ვაჟა დარჩია – ძველი ბათუმი, მარიზა თებიძე – ხიმშიაშვილის დასახლება, ონისე ხარჩილავა – აღმაშენებლის ოლქი, რუსლან ცისკარაძე – ჯავახიშვილის დასახლება, ჯემალ ანანიძე – კახაბრის დასახლება, მაია სირაძე – ბაგრატიონის დასახლება, სულიკო გოგოლიშვილი – აეროპორტის დასახლება და მამუკა ტაკიძე – ბონი-გოროდოკი-ბარცხანა.
აქვე გაგაცნობთ ამ პარტიების საარჩევნო სიებს:
პროპორციული სიით „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ბათუმის საკრებულოს წევრობის 10 კანდიდატი ჰყავს წარმოდგენილი:
ვაჟა დარჩია
ივანე ფირცხალაიშვილი
არჩილ ბერიძე
მარიზა თებიძე
ხათუნა მანელიშვილი
რუსლან ცისკარაძე
ონისე ხარჩილავა
არმაზ დიასამიძე
გიორგი ცქვიტიშვილი
გოჩა კოპლატაძე
პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კი, ბათუმის საკრებულოს წევრობის 15-კაციანი სია აქვს დარეგისტრირებული:
ჯემალ ანანიძე
სულიკო გოგოლიშვილი
გიორგი აფხაზავა
გიორგი ნაკაშიძე
დალი ტაკიძე
მაია სირაძე
ლია თავაძე
დინარა მემიშიში
მამუკა ტაკიძე
ირაკლი მიქელაძე
გიორგი თალაკვაძე
ირინე ინაშარიძე
სალომე ბოლქვაძე
თამარ ბიბილეიშვილი
ომარ კონცელიძე
ბათუმის საკრებულოში სულ 25 წევრია, მათ შორის, 10 მაჟორიტარი.
არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა, „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ და „გახარია საქართველოსთვის“, ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები ერთად წარადგინეს. ბათუმში ამ ორი პარტიის მიერ დასახელებული მერობის კანდიდატია გოჩა გუგუნავა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიციის ნაწილი ამ არჩევნებში არ მონაწილეობს – საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გაყალბდა.
თითქმის 300 დღეა საქართველოში უწყვეტი, პროევროპული საპროტესტო აქციები იმართება ახალი, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. საპროტესტო აქციების მოთხოვნაა ასევე „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის გადადგომა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.
2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მკვეთრად გაუარესებულ საარჩევნო გარემოში ტარდება, სადაც დაკვირვების საკანონმდებლო საშუალებაც კი, გაუქმებულია. „ოცნების“ ანტიკონსტიტუციურმა მთავრობამ არც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ეუთო/ოდირი არ მოიწვია დროულად. არჩევნების საკითხების ექსპერტების შეფასებით, არალეგიტიმური და ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების პირობებში, პრაქტიკულად აღარ არსებობს იმის პირობა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში 45 კანდიდატია.
„ოცნების“ სია ასე გამოიყურება:
ივანე მაისურაძე
ნატალია ზოიძე
ლევან ბერიძე
ნერიმან ცინცაძე
დავით მიქელაძე
ნინო ცხვარაძე
ლევან დავითაძე
გიორგი ლომთათიძე
მამუკა კაკაბაძე
დავით მახარაძე
ალექსანდრე ბერძენიშვილი
გიორგი მურადიშვილი
დავით ნაკაშიძე
გურამ კვაჭაძე
დავით კობახიძე
დავით ქარცივაძე
ვაჟა მეგრელიძე
თეიმურაზ ხასია
ხათუნა დიასამიძე
დურსუნ ბერიძე
ლაშა ბერიძე
სოფიო ვერულიძე
ნოდარ ბოკელავაძე
დავით გორგილაძე
ბექა ღამბაშიძე
მერაბ ნაგერვაძე
გოჩა შამილაძე
ემზარ შავლიძე
ლელა ჩაკვეტაძე
ხათუნა ჩაკვეტაძე
ნიკო აფხაზავა
ლერი ქაჯაია
ლაშა ადაძე
ჯამბულ დიასამიძე
გოგიტა გაფრინდაშვილი
სოფიო სულამანიძე
რამიდა საითაძე
ნინო გოგიტიძე
ანა ლილუაშვილი
ნინო ფაღავა
მანონი ფხაკაძე
დავით მოისწრაფიშვილი
ნანა ცინცაძე
დავით დავითიანი
ლელა სურმანიძე
„ქართული ოცნებიდან“ ბათუმის საკრებულოს წევრობას მაჟორიტარული სისტემით კი, ეს კანდიდატები აპირებენ:
გალაქტიონ ორმოცაძე
გოჩა მგელაძე
ირაკლი სანადირაძე
ლევან დოლიძე
ჯაბა ჭანტურია
არჩილ გოგიტიძე
ლევან ცხოიძე
ირაკლი დევაძე
მინდია გოგუაძე
ირაკლი თავდგირიძე
ბათუმის საკრებულოში სულ 25 წევრია, მათ შორის – 10 მაჟორიტარი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიციის ნაწილი ამ არჩევნებში არ მონაწილეობს. 2025 წლის 9 ივლისს მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუციით, „მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას, ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი, თუ დაპატიმრებული და დაკავებული პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები არ გათავისუფლდებიან და არჩევნები არ ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში“.
თითქმის 300 დღეა საქართველოში უწყვეტი, პროევროპული საპროტესტო აქციები იმართება ახალი, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. საპროტესტო აქციების მოთხოვნაა ასევე „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის გადადგომა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.
2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მკვეთრად გაუარესებულ საარჩევნო გარემოში ტარდება, სადაც დაკვირვების საკანონმდებლო საშუალებაც კი გაუქმებულია. „ოცნების“ ანტიკონსტიტუციურმა მთავრობამ არც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ეუთო/ოდირი არ მოიწვია დროულად. არჩევნების საკითხების ექსპერტების შეფასებით, არალეგიტიმური და ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების პირობებში, პრაქტიკულად აღარ არსებობს იმის პირობა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.
„ოცნების“ მთავრობა სახელმწიფო შესყიდვებში ავანსების მოცულობის გადახედვას და ამ საკითხის კანონმდებლობით დარეგულირებას გეგმავს. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო წერს, ამის შესახებ სახელმწიფო პროექტებში მონაწილე კომპანიებთან შეხვედრაზე იმსჯელეს 15 სექტემბერს. BMG ის ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე ე.წ. თეთრი სიის შესაძლო გაუქმებაზეც იყო საუბარი.
თეთრი სია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრია, რომელსაც შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და ოფიციალურ ვებგვერდზე ათავსებს. თეთრ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. მაგალითად: არ აქვთ ვადაგადაცილებები, დოკუმენტაციას სრულად და დროულად წარადგენენ, გრაფიკის მიხედვით აბარებენ წინასწარ გაწერილ ეტაპებს, სამუშაოებს მაღალი ხარისხით ასრულებენ და ასე შემდეგ.
თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას გამარტივებული პროცედურებით სარგებლობს.
შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს ასევე „შავ სიას“ და „გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიას“. „შავ სიაში“ ხვდებიან მიმწოდებლები, რომლებმაც დისკვალიფიკაცია მიიღეს, ხოლო გაფრთხილებულებში – ის კომპანიები, რომლებმაც ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულეს, მაგრამ აქვთ შანსი გამოასწორონ ხარვეზები და შავ სიაში მოხვედრას გადაურჩნენ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელეს.
„ჩვენთვის მთავარი პრინციპი არის ხარისხი და არ ჩავიბარებთ არცერთ უხარისხო პროექტს. მინდა ეს გაითვალისწინოს ბიზნესმა. ჩვენ კი, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს კომპანიების კიდევ უფრო გაძლიერებას, ზრდას და ამისთვის ყველა შესაბამის ნაბიჯს გადავდგამთ,” – აცხადებს „ოცნების“ ინფრასტრუქტურის მინისტრი.
არამხოლოდ ხარისხი, ვადების გადაცილება და წლობით გაწელილი დაუმთავრებელი პროექტები მთავარი გამოწვევებია შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის, თუმცა შემსრულებელი კომპანიები მაინც ახერხებენ გარკვეული შეღავათების მიღებას. მაგალითად, იღებენ თანხმობას პროექტების განხორციელების თავდაპირველი ვადების მაქსიმალურად გაგრძელებასთან დაკავშირებით, თუმცა სამუშაოებს მაინც ვერ ასრულებენ სატენდერო პირობების შესაბამისად.
არის შემთხვევები, როცა ერთ წელში დასასრულებელი საქმეები წლების განმავლობაში ვერ დასრულდა და საბოლოოდ შემსყიდველს ხელშეკრულების შეწყვეტა მაინც მოუწია იმის გამო, რომ სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული; ასევე, არის შემთხვევები, როცა შემსყიდველს შეწყვეტილი ხელშეკრულების შემდეგ ახალი ტენდერის გამოცხადება იგივე თანხით მოუწია და ასე შემდეგ.
ხშირად არაეფექტურად მუშაობს პირგასამტეხლოს დაკისრების პრაქტიკაც, რადგან შეწყვეტილი ხელშეკრულების შემდეგ ატვირთულ დოკუმენტებში ხშირად შეხვდებით ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც დაკისრებულია პირგასამტეხლო, თუმცა გადახდის დოკუმენტი მიმწოდებელს არ წარუდგენია შემსყიდველისთვის და უწყება იძულებულია დამატებით სასამართლოს მიმართოს ამ თანხის ამოსაღებად. სასამართლო ხშირად ამ ჯარიმებს ანახევრებს კიდეც.
„დღეს ქუჩაში დგომა არის წინააღმდეგობა და ბრძოლა. ეს არის სულიერი, ემოციური, ადამიანური, პიროვნული ბრძოლა ბოროტებასთან, რადგან ამათი უსამართლობა, ამათი ძალმომრეობა, ამათი მხეცობა, ამათი სიცრუე, ტყუილი და მართლა ბოროტება უნდა დასრულდეს“ – ამბობს ირაკლი ლომოური, მწერალი და მთარგმნელი.
ირაკლი ლომოურს „ბათუმელები“ ესაუბრა იმ პროტესტის მნიშვნელობაზე, რომელიც დღეს საქართველოს ქუჩებში მიდის.
ბატონო ირაკლი, მინდა ასე გკითხოთ, რის წინააღმდეგ დგახართ რუსთაველზე, რა არის თქვენთვის მიუღებელი?
მე ცოტა სხვა კუთხიდან შევხედავდი ამ პრობლემას და ამ ჩვენს უბედურებას. რის წინააღმდეგ კი არ ვდგავარ, არამედ რისთვის, რისი გულისთვის.
ჩვენ ვდგავართ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნება, ჩვენი ქართველობა, ჩვენი ქვეყანა და წავიდეთ დასავლეთისკენ და არა რუსეთში.
ჩემთვის არის ცხადი, რომ მრავალსაუკუნოვანი ჩვენი ორიენტაცია არის ცალსახა. სულხან-საბა ორბელიანიდან მოყოლებული ამას ვაცხადებთ ნათლად, მკაფიოდ, ხმამაღლა და ის, რომ ვიღაცამ მოინდომა ამ ვექტორის შეცვლა, ეს არის კატასტროფაც და ეს არის კოშმარიც.
წარმოუდგენელია, ვერასოდეს დავიჯერებდი, რომ ასეთი რამე შეიძლება მომხდარიყო.
როდესაც სათავეში მოვიდა ივანიშვილი, მაშინ ერთმა ძველმა მეგობარმა მითხრა, რომ ეს არის კატასტროფა, იმიტომ, რომ ეს ჩვენ რუსეთში შეგვათრევსო. რას ლაპარაკობ, ეს ხომ შეუძლებელია, ვერავინ ვეღარსად ვეღარ შეგვათრევს, გამორიცხულია-მეთქი.
მაშინ ვერ წარმოვიდგენდი იმას, რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ. თუმცა საკმაოდ მალე მივხვდი, რომ რაღაც ცუდად იყო საქმე.
მაშინ მხარს ვუჭერდი ცვლილებას და მეგონა, ეს არის ქვეყნის გადარჩენა, იმ ავტორიტარული თუ რეპრესიული რეჟიმისგან-მეთქი. მაშინ, იუსტიციის სახლთან რომ შიმშილობდნენ სტუდენტები, მეც მივედი მათთან, მივუჯექი გვერდით და სამი თუ ოთხი დღე ვიშიმშილე.
მთელი ცხოვრება ასე თუ ისე, მეტ-ნაკლებად ვცდილობდი გამომეხატა ჩემი პოზიცია. არ მიმაჩნია, რომ რაღაც განსაკუთრებული გამიკეთებია, მაგრამ ვცდილობდი.
1978 წლის 14 აპრილს, უშუალო მონაწილეობას ვიღებდი ენის დასაცავ გამოსვლებში და მაშინაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არა, არ შეიძლება გამოსვლა, რადგან დაიღუპება თაობა, გვესვრიან… მაგრამ უკან ვერ დაგვახევინეს.
დღეს როგორია თქვენი განწყობა გაერთიანებაზე? ბევრს აქვს განცდა, რომ ეს ერთობა შესაძლოა შედგეს მაგალითად, 4 ოქტომბერს.
რა თქმა უნდა, იღუპება ქვეყანა და გადასარჩენია. ამიტომ გამოვდივართ ქუჩაში და ვცდილობთ, რომ ჩვენი ახლობლები, მეზობლები თუ ნაცნობები, ჩვენთან ერთად წავიყვანოთ რუსთაველზე.
თუ დღეს ქუჩაში არ გავა ხალხი, ეს ქვეყანა განწირულია.
ჩვენ უკვე ლამისაა მივფრინავთ უფსკრულში და რეალურად, ერთადერთი გამოსავალია, რომ ხალხი დაირაზმოს და ქუჩაში გავიდეს.
მე, პირადად, 4 ოქტომბრის გამარჯვებაზე სრულ იმედებს არ ვამყარებ, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. იქნებ მართლა გამოვიდეს მთელი ქვეყანა და მაშინ ნამდვილად შეიცვლება ყველაფერი.
პროტესტის მონაწილეებს აკავებენ, სდევნიან ყველას, ვინც რეჟიმისთვის მიუღებელია. რას იტყვით ადამიანების იმ ნაწილზე, ვინც ისევ სახლში ან რაღაც კომფორტში ყოფნას ამჯობინებს ბრძოლას?
კონფორმისტები ყოველთვის უმრავლესობაში იყვნენ, ალბათ. დარწმუნებული ვარ, შუა საუკუნეებშიც კი, როდესაც ქვეყნის გადარჩენა იმაზე იყო დამოკიდებული, ადამიანები ხელში ხმალს აიღებდნენ თუ იჯდებოდნენ ბუხართან თავის ქოხში, რაღაც ნაწილი, სამწუხაროდ, საკუთარი ტყავის გადარჩენას ირჩევდა. თუმცა, ცხადია, ყოველთვის იყვნენ ისინი, ვინც იბრძოდნენ. და ამან გადაგვარჩინა.
კონფორმისტებს საკუთარი ტყავი, საკუთარი ჯიბე, საკუთარი ქონება, საკუთარი ეგო აინტერესებთ. უკეთეს შემთხვევაში, საკუთარი ოჯახი… ეს ადამიანები გვერდიდან უყურებენ სიტუაციას.
ნაწილი, პირწავარდნილი ქოცი და რეპრესიული რეჟიმის მხარდამჭერია. იმიტომ, რომ მათ არც ზნეობრივი და არც მორალური მუხრუჭი არ გააჩნიათ. ფასეულობები არ გააჩნიათ. მათ შეუძლიათ გაყიდონ ყველა და ყველაფერი.
ჩვენ წარსულში გვქონია მსგავსი რამ. აი, ტყვეთა სყიდვა რომ იყო შუა საუკუნეებში, მაშინ ქართველები ქართველებს ყიდდნენ. ეს უბედურება გამოვლილი გვაქვს და ეს უბედურება დღეს რომ გრძელდება, კიდევ იმის ბრალია, რომ ერი გარყვნა რუსეთის 200-წლიანმა ბატონობამ. ჯერ იმპერიის და მერე კომუნისტური, მოდერნიზებული იმპერიის ბატონობამ ამ ქვეყანაში.
როდესაც განთავისუფლდა ეს ქვეყანა და გამოაცხადა დამოუკიდებლობა, გულუბრყვილოდ მეგონა, რომ მორჩა, გავიმარჯვეთ, გავედით უკვე სამშვიდობოს.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთმა ფულიანმა, მდიდარმა კაცმა, რომელსაც მოსკოვიდან გამოატანეს მილიარდები, სამშობლო გაყიდა. უფრო სწორად, ქვეყანა იყიდა და რუსეთს მიართვა. დავალება შეასრულა…
მაგათ ხომ იდეა-ფიქსი აქვთ, რომ რუსეთი უნდა იყოს მსოფლიო იმპერია, რომელმაც მსოფლიო უნდა „გააბედნიეროს“.
რუსეთთან რომ არავინ არის ბედნიერი, ამას ვხედავთ ისტორიიდან და რეალობიდანაც.
ეს თქვენ ხედავთ, მე ვხედავ, ჩვენი მეგობრები ხედავენ, მაგრამ ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც მხოლოდ დღევანდელი დღით, მხოლოდ მატერიალური ფასეულობებით ცხოვრობს, მას არ აინტერესებს არც ქვეყანა, არც სამშობლო, არც ენა, გარდა საკუთარი თავისა და ასეთი ხალხი, სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრია.
მაშინ როგორ მოხდება საზოგადოების გაერთიანება, თუკი ასეთი ადამიანები უმრავლესობაში არიან?
ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ყველა უნდა გამოვიდეთ ქუჩაში. ოთხშიც, მანამდეც, მერეც, რადგან ერთადერთი გზა, რომ ეს ქვეყანა გადარჩეს, არის თავგანწირვა.
ეს თავგანწირვა თქვენ როგორ გესმით ბატონო ირაკლი?
ისე მესმის, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, ბოლომდე. თუ საჭიროა, უნდა შევაკვდეთ კიდეც, რადგან სხვა გზა არ დაგვრჩა… ამ რეჟიმის უკან კრემლი რომ არ იდგეს, ზურგს რომ არ უმაგრებდეს, ვერაფერსაც ვერ შეძლებდნენ. მთელი ქვეყანა იყიდეს პრაქტიკულად.
ამბობთ, რომ რეალურად, ჩვენ რუსეთი გვებრძვის. როგორ ფიქრობთ, რა აშინებს ყველაზე მეტად რუსეთს? რა დაახევინებს უკან?
რადგან ამ თემაზე ჩამოვარდა საუბარი, გეტყვით, რომ ახლა ვთარგმნი და ფეისბუკზე ვაქვეყნებ ცნობილი მეცნიერის, კულტუროლოგის და ფილოსოფოსის, მიხაილ ეპშტეინის ესეებს. ის ყოფილი საბჭოთა მოქალაქეა, შეერთებულ შტატებში 1991 წელს გადავიდა საცხოვრებლად. რუსეთის, როგორც ფენომენის სიღრმისეული, არსებითი, ძალზე საინტერესო და საგულისხმო ანალიზია. ავტორმა უსასყიდლოდ მომცა უფლება, რომ ქართულად ვთარგმნო და გამოვაქვეყნო. მალე ბეჭდურადაც გამოვა (ახლა კაბადონდება). გამოგიგზავნით ესეების ელექტრონულ ვერსიას, და თუ გექნებათ საშუალება, გამოაქვეყნეთ „ბათუმელების“ საიტზე. რაც მეტი ადამიანი წაიკითხავს და დაფიქრდება, მით მეტი შანსია, რომ გვეშველება…
რუსული იმპერიალიზმის წამალი არის უკრაინა. უკრაინამ უნდა დაამარცხოს რუსეთი ბრძოლის ველზე, რადგან რუსეთს უხეში ძალის გარდა სხვა ენა არ ესმის.
მეოთხე წელია უკრაინა ებრძვის ამ მონსტრს, ოქროს ურდოს მემკვიდრეს. რუსეთი, სინამდვილეში, არის ოქროს ურდოს, მონღოლ-თათრული იმპერიის გაგრძელება – ჩინგიზ ხანს ჰქონდა ოცნება, რომ გააერთიანებდა მთელ ევრაზიას ოკეანიდან ოკეანემდე. რუსეთიც მსოფლიოს დაპყრობაზე ოცნებობს, მაგრამ საკუთარ სახლში ელემენტარული წესრიგიც კი ვერ დაუმყარებია…
უკრაინა ალბათ დაამარცხებს რუსეთს და ის მოიგებს თავის ომს. მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მშვიდად ყოფნის უფლება გვაქვს?!
უკრაინის ბრძოლა დასავლეთის ბრძოლაცაა. უკრაინის ბრძოლა არის მსოფლიოს ბრძოლა, ცივილიზებული სამყაროს ბრძოლა ამ მონსტრის წინააღმდეგ.
რუსეთში ჩამოიშლება პუტინის რეჟიმი და ამას მოჰყვება დიდი არეულობა. მსგავსი რამ რამდენჯერმე იყო რუსეთის ისტორიაში. თუ პუტინმა უკრაინა ვერ შემოიერთა, ეგ ნიშნავს, რომ რუსეთის იმპერია აღარ არსებობს. რუსეთის იმპერია უკრაინის გარეშე, ეს არის ფიქცია.
ჩამოიშლება პუტინის რეჟიმი და აქაც შეიცვლება სიტუაცია, რადგან აქ ვინც არის სათავეში, ისინი პუტინის ხალხია.
უკრაინის ბრძოლა გასაგებია, მაგრამ საქართველოს რა აქვს გასაკეთებელი ამ პროცესში?
ჩვენი მისიაა, არ შევურიგდეთ რეჟიმს.
ის, რომ ხალხი ამდენი ხანი დგას ქუჩაში და ფეხს არ იცვლის, ყველანაირი რეპრესიების მიუხედავად, ეს არის სწორედ იმის საწინდარი, რომ მსოფლიომ არ ცნო ეს მთავრობა, ეს არჩევნები. ჰოდა, ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თავი უნდა შევაკლათ და არ დავემორჩილოთ.
მსოფლიო უნდა ხედავდეს, რომ თუნდაც 1000 კაცი ყოველდღე გამოდის ქუჩაში უშიშრად და როდესაც რუსეთში შეიცვლება სიტუაცია, მაშინ აქ კობახიძეც და ბიძინაც დამთავრდება, რეჟიმი დამთავრდება.
სინდისის პატიმრები ხომ სწირავენ თავს, ეს არის სწორედ ჩვენი გამარჯვების საწინდარი. მჯერა, რომ რუსეთი ვერ გაგვანადგურებს. ადრე თუ გვიან გავიმარჯვებთ, მაგრამ როდის იქნება ეს, მე არ ვიცი. შეიძლება ოთხში იყოს, შეიძლება რამდენიმე თვის მერე, შეიძლება ხუთი წლის მერე, მაგრამ მთავარია, რომ არ გავჩერდეთ, არ დავიხიოთ უკან, არავითარი კომპრომისი, არავითარი სისუსტე.
ჩაუშესკუს რეჟიმი როგორც ჩამოიშალა, ხომ გახსოვთ? როგორც კი დაიწყო ხალხის დახვრეტა, ვისაც უბრძანა და ვინც გაისროლა, თვითონ მათ ჩამოაგდეს და დახვრიტეს ჩაუშესკუ.
ფიქრობთ, რომ ივანიშვილი იქამდე მივა, რომ ხალხს ესვრის?
მოსალოდნელია. ამდენი ხანი ვერ გააჩერეს ხალხი ვერც წყლით, ვერც გაზით, ვერც ჯარიმებით, ანუ ფინანსური რეპრესიებით, ვერც ციხეში ჩასმით და, რა თქმა უნდა, მივლენ აქამდეც. იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომც გვესროლონ, შემდეგ აღარ ეყოფათ იმის რესურსი, რომ ხალხი გააჩერონ. ხალხი აღდგება მათ წინააღმდეგ… შეიძლება დიდი უბედურება მოხდეს. მაგრამ ყველაფერი უცებ შეიცვლება, რეჟიმი უცებ ჩამოიშლება.
ბიძინა აღარ იქნება. კობახიძეებზე და ეგეთ ხელის ბიჭებზე ლაპარაკიც ზედმეტია.
თუმცა ძალიან მინდა, რომ დიდი უბედურების გარეშე გადავრჩეთ.
რას ფიქრობთ „ოცნების“ ხელისუფლებაზე, ვინ არის ეს ხალხი და რატომ მიდის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ?
მათზე ლაპარაკს პრინციპულად არ დავიწყებ, რადგან ამაზე დროის კარგვა, უბრალოდ, არ ღირს. ელემენტარული მოღალატეები არიან და მოღალატეს რა ემუქრება, თვითონ უნდა იცოდნენ. თუ არ იციან, ადრე თუ გვიან გამოცდიან საკუთარ ტყავზე. ხალხის სიძულვილს უკვე გრძნობენ… ყველაზე კარგი იქნება, თუ ობიექტური სასამართლო გაასამართლებს და საკადრისს მიუზღავს.
ვისაც გვესმის საფრთხეების, ვხედავთ, რომ ბოლო ზღვარზე ვართ, ან ჩავიჩეხებით საბოლოოდ უფსკრულში, ან ვიბრძოლებთ, რომ გადავრჩეთ.
თუ ვიდგებით მედგრად, მტკიცედ, მხნედ, ვერ მოგვერევიან. იმიტომ, რომ ჩვენ დასავლეთის ბუნებრივი ნაწილი ვართ, ჩვენი ქრისტიანობა შინაგანად არაა ეგრეთ წოდებული “რუსკოე პრავოსლავიე”. მათი ვითომ ტრადიციების დაცვაც ხომ ტყუილია. „ერპეცე“ ანუ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოდერნიზებული იმპერიის იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული დეპარტამენტია, რომელიც დამპყრობლურ ომს ამართლებს… სადაა იქ ქრისტიანობა?
ვისაც რუსული „ფასეულობების“ სჯერა, უბრალოდ პრიმიტივია, ვერ აზროვნებს. თუ კრიტიკული აზროვნების უნარი არ აქვს ადამიანს, რა უნდა ელაპარაკო? რა უნდა გააგებინო?
ბევრი ინერტულობას და გულგრილობას ამ ბრძოლის მიმართ ამართლებს შიშით. ალბათ თქვენც გსმენიათ – „დაშინებული ჰყავთ“, „ეშინიათ“. რა შემთხვევაში შეგვიძლია გავამართლოთ ასეთი შიშები. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?
ყოველი ადამიანი თვითონ აგებს პასუხს საკუთარი სინდისის, ღვთის და მოყვასის წინაშე. კი ბატონო, იჯდეს სახლში, მაგრამ, მგონია, რომ ახლა შიშზე საუბარი გვიანია, რადგან შეიძლება ყველაფერი დავკარგოთ – ქვეყანა, მომავალი, ჩვენი შვილების და შვილიშვილების მომავალი და მე არ შემიძლია ასეთ ცხოვრებაზე ფიქრი, არ მინდა ასეთი მომავალი.
ბოლო ზღვარზე ვართ, ან ყველაფერი იქნება საშინლად, ყველაფერი დაიღუპება და ყველაფერი დასრულდება, ან გავიმარჯვებთ. სხვა ვარიანტი, სხვა გამოსავალი აღარ არსებობს. მაგრამ ამ ქვეყანას ამდენი საუკუნე იმისთვის არ უბრძოლია, რომ ვიღაც არარაობებმა, ფულზე დახარბებულმა არარაობებმა გააქრონ. ვერ გაგვაქრობენ, გამორიცხულია.
დღეს ქუჩაში დგომა არის ნამდვილი, რეალური წინააღმდეგობა და ბრძოლა. ეს არის სულიერი, ემოციური, ადამიანური, პიროვნული ბრძოლა ბოროტებასთან, რადგან ამათი უსამართლობა, ამათი ძალმომრეობა, ამათი მხეცობა, ამათი სიცრუე, ამათი ტყუილი, ამათი მართლა ბოროტება უნდა დასრულდეს, რადგან რაღაც აპოკალიპტური ბოროტებაა ეს რუსეთი და „რუსული ოცნება“.
“You will see with your own eyes on October 4, 2025, how many Ministry of Internal Affairs officers will switch sides and stand with the public,” says Irakli Shaishmelashvili, a former senior official of the Special Tasks Department, who now lives in the United States.
In an interview with Batumelebi, Shaishmelashvili discusses the internal dynamics of the Ministry of Internal Affairs, the role of former leadership in shaping the Special Tasks Department, and the potential for police officers to side with the public during protests.
Mr. Shaishmelashvili, UNM’s Levan Khabeishvili has been charged with offering a bribe and calling for the violent overthrow of Georgia’s constitutional order. This stems from his statement that if police officers sided with the people after a change in government, they would receive a reward of $200,000. His arrest was based on the testimonies of three individuals, who reportedly felt insulted by his offer. Do you know them, and how do you think they were selected to testify?
All three of these individuals [Shota Arjevanidze, Beka Rukhadze, and Shota Papuashvili] are from the same unit, specifically the unit for Mass Events within the Special Tasks Department [STD]. One of them is the head of this unit. Official information claims that these officers were randomly selected, which is absurd. There is no such thing as randomness in this context.
The correspondence that became public indicates that everything was orchestrated in a single day. If conducted within a legal framework, the process would typically take three to five working days. Instead, it appears to be a staged performance. The most significant factor in this performance is that these officers were likely persuaded to participate in exchange for specific bonuses or financial compensation; that is my guess. Otherwise, they would not have agreed to it.
Do you think large sums were paid?
No one will pay $200,000. As a bonus, they might give 1,500 or 5,000 GEL. I cannot provide exact figures, but they did it in exchange for money.
Having spent 22 years in this system, I find such actions highly insulting. Consider the context: when Tea Tsulukiani insults Georgia’s National hero, Giorgi Antsukhelidze, you feel no offense; when citizens are abducted from our country by occupiers, you feel no offense; when citizens are killed, such as the murder of Ginturi in the church, you feel no offense; when children, the age of your own child, are brutally beaten with no consequences or even a formal investigation, and you—an officer sworn to serve and protect your citizens—do not feel offended… yet you claim to be “offended’’ by a statement you heard on television?
Khabeishvili did not say anything illegal. He stated that if officers refuse to harm citizens and stand with the people when the government changes, they will receive a sum from the state budget as a bonus. That is what he expressed.
The definition of a bribe involves offering something in exchange for committing an illegal act. The police law mandates officers to protect citizens, which means they are obligated to uphold the oath they took. In this instance, it was not just Khabeishvili who was harmed; the damage extended to the officers themselves and the entire Ministry of Internal Affairs [MIA], as this incident further deteriorated the reputation of the police.
I am in communication with both active and former officers, and they are furious about the despicable behavior of these STD people. Kharazishvili’s [Zviad Kharazishvili, former head of the STD] actions have led to a complete loss of public trust in the MIA. A few individuals are tarnishing the entire department and structure through their conduct.
You spent 22 years in this structure. Do you think there is anyone in the police who would realistically refuse to follow orders to disperse people and act against the system, or are these expectations futile?
I can confirm that those I communicate with will not comply for any amount of money. They will not re-enact what occurred in November and December 2024. You will see with your own eyes on October 4, 2025, how many Ministry of Internal Affairs employees will stand with the public.
What gives you hope for this?
This is not merely my own perspective. I have stated multiple times that a positive attitude toward the MIA employees must be fostered in society to encourage them to stand on the side of the citizens.
I have heard phrases at protest rallies — ‘Stand with the people,’ ‘Do not beat the citizens,’ and ‘Let us forget that you have used violence against us.’ What more attitude do they need?
This approach is practical, but even if ten people came forward today, nothing would change. The discussion centers on the specific decisions police officers make on a given day.
When society unites to demand what is constitutionally theirs, a free electoral environment, a lawful state, the removal of the Ministry of Internal Affairs and the State Security Service from the electoral process, and an impartial election commission, what will the police say? Will they say, “We must disperse you”?
If they choose to stand with the people on that day, the regime will change. History has shown that every peaceful revolution occurs when law enforcement aligns with society.
Even now, the people are demanding the same things, yet the police still use violence against them.
The MIA comprises 25,000 individuals. Who are those using violence for money? These are individuals who have failed in life, who have achieved nothing, often obtaining their positions through nepotism. A sense of inferiority consumes them, and they have no other resources to succeed, which is why they find themselves in these roles. These people will never stand with the citizens.
Their financial stability relies on this system, high salaries, bonuses, allowances, and official cars. In total, only about 500 to 1,000 individuals are involved in this corruption. In reality, there are many decent people within the Ministry. Just because they work there does not mean they approve of the actions they witness. However, they are often held back by their families, responsibilities, and obligations.
And what about the responsibility to their country? Don’t they think about that?
That is why these officers should also stand alongside the community.
The police are also tired, as society has become increasingly polarized over the past 12 years under Georgian Dream governance. The MIA has become a partisan workforce.
Do you think Ivanishvili genuinely felt threatened, which is why he arrested Levan Khabeishvili?
Around August 16–17, I spoke with friends who informed me that an order had been given to create compromising material on Khabeishvili and to arrest him. Anri Okhanashvili, former head of the State Security Service [SSS], either failed to follow through or was unable to carry it out. Perhaps he did not consider the evidence or model that the new head, Mamuka Mdinaradze, is now using to be reliable.
However, it is evident that October 4 united segments of society that may never have collaborated before. It brought together individuals with differing political views and backgrounds, demonstrating that ordinary citizens, including students, professors, doctors, peasants, and emigrants, can unite to fight against corruption. Consequently, Georgian Dream felt genuine fear.
Do you think Khabeishvili’s arrest will change this process?
On the contrary, it will strengthen the movement. From what I observe in social groups and media programs, people are rallying behind this momentum.
In a few days, I plan to make a similar statement, encouraging others to ensure that, on that specific day, they do not act against the people. Those who choose to stand with the citizens will undoubtedly be rewarded, similar to the funds from the state budget that Khabeishvili talked about. Currently, Georgian Dream pays people to harm citizens, while we will compensate those who choose to support them.
You mentioned Kharazishvili, stating that his actions caused public disdain for the police. They also say he had a significant influence over the special forces. What changes occurred in the system after he left, and do you think the new leadership will struggle to manage the situation?
No one respected Kharazishvili [nicknamed ‘Khareba’]. In fact, many disliked him; they could not tolerate him. As a result, he filled the STD with his own people.
So, the ones who beat the people were Kharazishvili’s personnel?
Yes, they were all Kharazishvili’s people. When he left the Ministry, a significant number of them went with him. There were whispers that Kharazishvili should have been returned to the SSS, but it seems he was discarded.
Do you know where he is now and what he is doing?
According to my sources, he is at home. Kharazishvili was always the executor of the dirtiest operations in that system, and he was paid handsomely for that. He would follow orders and then be discarded, a situation he had become accustomed to.
The new head, Roman Kartsivadze, has brought back many individuals from his team in an attempt to win their favor. However, neither Kartsivadze nor Geka [Gela Geladze, Minister of Internal Affairs] anticipated the negative consequences of this decision. By reinstating these individuals, they have sparked even greater dissatisfaction within the STD. The employees in this department are now angrier than before. The return of Kharazishvili’s associates has created significant unrest among them.
Special forces often train at the Ministry of Defense base. In the footage that was released, they were practicing dispersing rallies. There were also discussions about acquiring new water cannon vehicles. Do you have any information on this?
The footage was filmed at the military aerodrome of the Ministry of Defense. From what I saw, they were constructing a model of Parliament and running through various scenarios for its defense. This included live personnel and special equipment. However, this equipment is not new; it was used last year.
They are apprehensive about October 4 because the STD has not conducted training of this scale since December 2019.
Do you think they plan to repeat what we saw last year, or do you still have hope that the special forces will break away from the system?
That depends on how steadfast society is and how many people will gather on Rustaveli Avenue. The government calculates the number of people at the rally. Therefore, while scale is one consideration, the unity of the people is another. We will either survive or, if the regime breaks us, we may struggle to regain our footing in the years to come.
ისრაელის მოქალაქეს, სიმონ ლევიევს [ნამდვილი სახელია შიმონ ჰაიუტი], „ნეტფლიქსის“ ფილმის, „ტინდერის თაღლითის“ გმირს, ბათუმში საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, საქმე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განიხილა.
„ნიუ იორკ თაიმსი“ ადვოკატზე, საგივ როტენბერგზე დაყრდნობით წერს, რომ ლევიევი საქართველოში გერმანიის მოთხოვნით დააკავეს, ბერლინში ქალის მოტყუების ბრალდებით და ის სამი თვით პატიმრობაში დარჩება, ან იმ დრომდე, სანამ გერმანია მის ექსტრადირებას არ მოახდენს.
„ნიუ იორკ თაიმსს“ ადვოკატმა უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში დაკავებას ასაჩივრებს და ასევე, მოითხოვს გერმანიაში საქმის შეწყვეტას.
ამერიკული გამოცემის ცნობით, გერმანიაში ლევიევს ბრალი წაუყენეს ქალისგან თითქმის 44 000 ევროს მოპარვის და მის სახელზე საკრედიტო ბარათისა და ტელეფონის გამოყენებით ათასობით დოლარის მითვისების ბრალდებით.
მისი ადვოკატის თქმით, ლევიევი უარყოფს ბრალდებებს და არ ესმის, რატომ არ მოითხოვა გერმანიამ მისი დაკითხვა ან ექსტრადიცია პირდაპირ ისრაელიდან.
„ის იმყოფება უკიდურესად მკაცრი პატიმრობის პირობებში, სათანადო კვების გარეშე და უმეტესად ხელბორკილებით“, – ამბობს დაკავებულის ადვოკატი, რომელსაც „ნიუ იორკ თაიმსი“ 16 სექტემბერს ესაუბრა.
ადვოკატმა გამოცემასთან ასევე დასძინა, რომ მის კლიენტს შვიდი დღე აქვს საქართველოში სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.
ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი ბოლო წლებში თავისუფლად მოგზაურობდა და არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
სიმონ ლევიევი [შიმონ ჰაიუტი] 34 წლისაა. იგი ცნობილი გახდა „ნეტფლიქსის“ 2022 წლის დოკუმენტური ფილმის შემდეგ, რომლის თანახმადაც ლევიევი, რომელსაც რამდენიმე ფსევდონიმი აქვს, ონლაინ აპლიკაცია „ტინდერზე“ ქალებს ეცნობოდა მდიდარი ოჯახის მემკვიდრედ და თაღლითური სქემის გამოყენებით მათ ფულს სძალავდა.
ლევიევი 2019 წელს დააკავეს ისრაელში და თაღლითობისთვის 15 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ხუთი თვის შემდეგ ის ციხიდან გაათავისუფლეს.
_______
ფოტოზე: სიმონ ლევიევი, 2019 წელი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო – EPA/TORE KRISTIANSEN
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 097 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020]
ტანკი – 11 189 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 23 277 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 32 846 ერთეული [+36]
MLRS – 1 490 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 217 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 341 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 60 079 ერთეული [+360]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 718 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 61 878 ერთეული [+108]
სპეცტექნიკა – 3 965 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
667 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
84 865 უპილოტო საფრენი აპარატი
628 საზენიტო სარაკეტო სისტემა
25 138 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 592 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
29 657 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
42 034 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
პროევროპული აქციების დაწყების შემდეგ საჯარო სექტორიდან “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ 1200-ზე მეტი საჯარო მოხელე გაათავისუფლა და შეცვალა კანონმდებლობა. ამასთან სახელმწიფო რესურსებს ხარჯავს სასამართლო პროცესებზე, სადაც სამსახურიდან “რეორგანიზაციის” საბაბით გათავისუფლებულმა მოხელეებმა სარჩელები შეიტანეს.
საჯარო რეესტრი, საქართველოს პარლამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერია და იუსტიციის სამინისტრო – ეს იმ უწყებების ხუთეულია, საიდანაც ყველაზე მეტი საჯარო მოსამსახურე გაათავისუფლეს.
„მაგალითად, საჯარო რეესტრიდან დაახლოებით 200 თანამშრომელი გაუშვეს, ამდენივე – პარლამენტიდან; 100-ზე მეტი – საგარეო საქმეთა სამინისტროდან. ეს ის მნიშვნელოვანი უწყებებია, რომელთა თანამშრომლებმაც დეკემბრის დასაწყისში, უწყვეტი პროევროპული პროტესტის დაწყებიდან მალევე, პეტიციებით გამოხატეს ღიად საკუთარი პოზიციები,” – ამბობს კახი სამხარაძე, ყოფილი საჯარო მოხელე, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მისი თქმით, საჯარო რეესტრმა მათ პროფკავშირს რამდენჯერმე უთხრა უარი რეგისტრაციაზე, ახლა კი ამის გამო სასამართლოში დავობს.
კახი სამხარაძის თქმით, საჯარო სექტორიდან გათავისუფლებულთა ნაწილმა დაიწყო დავა სასამართლოში. საქმეები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა აიღეს წარმოებაში და ისინი უწევენ საჯარო მოხელეებს სამართლებრივ დაცვას.
“პირადად მე მაქვს 30 საჯარო მოხელის საქმე აღებული და ვიცავ მათ უფლებებს სასამართლოში,” – ამბობს კახი სამხარაძე.
მისივე თქმით, საჯარო სამსახურებიდან გაათავისუფლეს მაღალი კვალიფიკაციის, დიდი გამოცდილების მქონე კადრები, რითაც სახელმწიფოს რიგ უწყებებს გამოაცალეს ინსტიტუციური მეხსიერება.
„მახსოვს, ევროკავშირის ელჩს შევხვდით და მან პირდაპირ გვითხრა: საქართველოს წარმატება ევროინტეგრაციის პროცესში ორი რამის დამსახურება იყოო, ერთი ძლიერი, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების და მეორე – კვალიფიციური საჯარო მოხელეებისო.
წლების განმავლობაში ყალიბდებოდა საჯარო მოხელეების ეს პროფესიული ჯგუფი. სახელმწიფომ, რეალურად კი თითოეულმა ჩვენგანმა, დიდი რესურსი ჩადო ამ ადამიანების განათლებაში, გადამზადებაში. წესით, მათი დაგროვილი ცოდნა სახელმწიფოს უნდა მოხმარებოდა, საერთო კეთილდღეობას. მაგრამ მივიღეთ სრულიად საპირისპირო ამბავი. მივიღეთ სისტემა, სადაც ხმას თუ ამოიღებ ადამიანი, აუცილებლად ხდები მიუღებელი, ხდები დევნის ობიექტი, შენი განსხვავებული აზრის გამო, მიუხედავად იმისა, თუ რა კვალიფიკაცია გაქვს.
როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყო, სისტემა განზე გდებს, [პარტიისგან] შენი განსხვავებული აზრის გამო. და განსხვავებულ აზრში რას ვგულისხმობ? თუ კონსტიტუციას კითხულობ სწორად, პარტიას არ სჭირდები“, – ამბობს კახი სამხარაძე.
სამართალი, როგორც იარაღი ცუდი ხელისუფლების პირობებში
სანამ საჯარო სამსახურებიდან მოხელეების მასობრივი გათავისუფლება დაიწყებოდა, „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიული პარლამენტის საშუალებით, ჯერ კანონმდებლობა შეცვალა. შედეგად კანონით დააკანონეს, რომ საჯარო მოხელეს წართმეოდა საკუთარი უფლებების დაცვის ის მექანიზმები, რაც მანამდე ჰქონდა.
კერძოდ, კანონის შეცვლამდე თუკი საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გაგათავისუფლებდნენ, სასამართლოს მოგების შემთხვევაში, უწყება ვალდებული იყო აღედგინა სამსახურში საჯარო მოხელე და გადაეხადა მისთვის განაცდური. ახლა ეს ყველაფერი მოშლილია.
„სისტემამ შეიტანა ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რომელიც პროფკავშირებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. ამ ცვლილებებმა საჯარო სამსახურს ფაქტობრივად გამოაცალა ყველაფერი – ინსტიტუციური მეხსიერება. ამასთან, რეორგანიზაციის პროცესი სრულიად არაკონსტიტუციური, ხოლო საშუალო რანგის მენეჯერების რგოლი მთლიანად მოწყვლადი გახდა“, – ამბობს კახი სამხარაძე.
სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეები თვლიან, რომ საკანონმდებლო ცვლილებით ხელისუფლებამ ნიადაგი მოამზადა, რადგან „თავადაც კარგად იცოდნენ, რომ უსამართლოდ უშვებდნენ სამსახურიდან“ და სასამართლოების მოგების შემთხვევაში, სამსახურში აღდგენა და განაცდურის მიღება შეეძლოთ.
„საჯარო მოხელეები და საჯარო მოსამსახურეები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ სამოქალაქო პოზიცია აქტიური ჰქონოდათ, ამას აფიქსირებდნენ კიდეც.
გაგახსენებთ ერთ მაგალითს, როცა პირველად რუსული კანონი გამოიტანეს, პრეცედენტი შეიქმნა – საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის თანამშრომლები გამოვიდნენ და დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია. მათთვის ეს პროფესიული რისკი იყო.
28 ნოემბრის ცნობილი განცხადების შემდეგ, კი გამოვიდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, პარლამენტის, სხვადასხვა საჯარო უწყების და დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად.
ამ ხალხს, რეალურად, ყველაზე მეტად აღელვებს, რაც ხდება ქვეყანაში. იმიტომ იყვნენ საჯარო სამსახურში, რომ სახელმწიფოს ბედი ადარდებდათ,“ – ამბობს კახი სამხარაძე.
მისი თქმით, ახლა წლობით ნაშენები საჯარო სექტორის რღვევის პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული, რაც მტკივნეულია და გრძელ ვადაში ცუდად აისახება ქვეყანაზე, ეს არის ინსტიტუციური მეხსიერების დაკარგვა, რასაც კვალიფიციური, მაღალი პროფესიული ცოდნის და პასუხისმგებლობის მქონე კადრების სამსახურიდან გაშვების გამო ხდება/მოხდა.
მეორეს მხრივ, პროცესი მტკივნეულია საჯარო სექტორში დარჩენილი მოხელეებისთვისაც, რადგან სხვადასხვა მეთოდით ისინი „დაშინდნენ და იძულებული გახდნენ დახუჭონ თვალი ყველა იმ უსამართლობაზე, რაც ქვეყანაში ხდება. მათ შორის კოლეგების გათავისუფლებაზე“.
„სამწუხაროდ დაშინებამ რაღაც დოზით იმუშავა, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რომ სრულიად შეაჩერა თავისუფალი აზრი და კონსტიტუციის სწორად წაკითხვის შესაძლებლობა საჯარო სამსახურში. ბუნებრივია, იქ ისევ დარჩნენ ადამიანები, რომლებიც ღიად გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, მაგრამ მათ აქვთ უაღრესად სტრესული გარემო – შიგნიდან უფრო მძიმედ განიცდიან ვიდრე გარედან.
მე პირადად როცა ვმუშაობდი საჯარო სამსახურში, ერთი სული მქონდა, აი, პირდაპირ გეტყვით, რომ დამთავრებულიყო ეს პროცესი, რადგან შიგნით ყოფნა და იმის ყურება, როგორ უნდა ადამიანს საკუთარი ჯანსაღი პოზიცია გამოხატოს, მაგრამ ვერ ბედავს რაღაც შიშების გამო, უფრო რთულია,“- ჰყვება კახი სამხარაძე.
ავტორიტარულ სახელმწიფოში საჯარო სამსახური ბოროტად გამოიყენება. ამის მაგალითი იყო სრულიად საბჭოთა კავშირში არსებული სისტემა. საქართველოში ბევრმა სფერომ და მათ შორის საჯარო სექტორმაც, ქვეყნის დამოუკიდებლობასთან ერთად დაიწყო ზრდა.
„საჯარო სამსახური არის ზეპარტიული და პარტიის ინტერესი არ უნდა დააყენოს საჯარო სამსახურზე მაღლა.
საჯარო მოხელე ხელფასს იღებს ბიუჯეტიდან, რომელიც ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით ივსება. ის არ იღებს ხელფასს რომელიმე პარტიიდან,“ – ეს უკვე გათავისუფლებული საჯარო მოხელეების პოზიციებია, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „რეორგანიზაციის“ საბაბით გაუშვა სამსახურებიდან.
კონსტიტუციური სამართლის და საჯარო მმართველობის სპეციალისტი ანა ფირცხალაშვილი განმარტავს, რომ საჯარო მოხელეებმა ბრმად არ უნდა შეასრულონ ბრძანება, რომელსაც ზემდგომისგან მიიღებენ.
„რემონსტრაციის ვალდებულება აქვს საჯარო მოხელეებს, რაც მოიაზრებს შემდეგს – საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანს აქვს ვალდებულება პირდაპირ ავტომატურად კი არ შეასრულოს მისთვის მიცემული დავალება, არამედ შეადაროს, თუ რამდენად არის ის კანონთან და კონსტიტუციასთან შესაბამისი.
სწორედ ეს გააკეთეს საჯარო მოხელეებმა დეკემბერში.
თუ კონსტიტუცია გეუბნება, რომ სახელმწიფო ევროინტეგრაციის გზაზე უნდა დადგეს, და მერე პოლიტიკური თანამდებობის პირი რომ ამბობს, არა დღეს ასე არა, რითი უნდა იხელმძღვანელოს საჯარო მოხელემ? მან პირველ რიგში კონსტიტუციით უნდა იხელმძღვანელოს. ამიტომ ეს [ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება] მათი უფლება კი არ იყო, ეს იყო მათი ვალდებულება – რემონსტრაციის ვალდებულება,“ – ამბობს ანა ფირცხალაშვილი.
ანა ფირცხალაშვილი, კონსტიტუციური სამართლის და საჯარო მმართველობის სპეციალისტი
მოკლა თუ არა „ქართული ოცნების“ რეპრესიებმა კრიტიკული აზრი საჯარო სექტორში? – კახი სამხარაძე ამბობს, რომ არა და ვერა.
„კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეები, შეიძლება გაჩუმდნენ, რადგან შიში გაჩნდა, მაგრამ ეს კრიტიკული განწყობა არსად არ წასულა. უფრო მეტიც, გაიზარდა მათი რიცხვი. რადგან რეპრესიები ყველას შეეხო მათ, ვინც განსხვავებულ პოზიციაზე იყვნენ და მათაც, ვინც არ იყო განსხვავებულ პოზიციაზე.
მაგალითად, საქართველოს პარლამენტიდან 200 ადამიანი გაუშვეს და როგორც ფიქრობთ, იქიდან ყველა ერთ პოზიციაზე იყო? მათ მიერ გავრცელებულ პეტიციაზე სულ 18 ხელმომწერი იყო.
ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ პროტესტი არსად არ წასულა, პირიქით, კრიზისი გაღრმავდა, უბრალოდ ამაზე საუბარი შემცირდა.
ყველაზე რთული და ცუდი ალბათ სისტემისთვის ზუსტად ეს არის, რომ კრიზისზე შეიძლება აღარ საუბრობენ, მაგრამ გულის სიღრმეში, შინაგანად ყველა კრიტიკულადაა განწყობილი. მათ შორის ისინიც კი, ვინც ჩვენს პროცესებზე მოდიან და წარმოადგენენ საჯარო უწყებების ინტერესებს.
მაქვს განცდა, რომ ისინი თავის სათქმელს აუცილებლად იტყვიან. ახლა შეიძლება ბევრი იგროვებს შიგნით, არ ამბობს, არ გამოთქვამს ხმამაღლა, მაგრამ აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც ისინი ამას ღიად იტყვიან და ყველა გაიგონებს ამ ნათქვამს,“ – ამბობს კახი სამხარაძე.
„ქართულ ოცნებას“ არ აწყობს ევროპა, რადგან ფულს ვეღარ მოიპარავენ, თუ ევროპულ წესრიგს გაიზიარებენ. მაგათ უნდათ, ისე ჭამონ ხალხის ფული, როგორც ეს რუსეთში ხდება – არავინ გააკონტროლოს.
საფრანგეთში იმდენად დიდია წესრიგი, ავტომატურად ყველა წესს და კანონს ემორჩილება. აი, ესაა ჩემთვის ევროპა! აქ არა მარტო ფრანგები, ჩვენ, ქართველი ემიგრანტები, თუ აფრიკის კონტინენტიდან ჩამოსული ხალხი, ავტომატურად ყველა, წესრიგს ემორჩილება,“ – ამბობს ზაზა ბეჟიტაშვილი, რომელიც თბილისში მეხანძრედ 30 წელი მუშაობდა, 2 წლის წინ კი, საფრანგეთში, ემიგრაციაში წავიდა.
როგორ შეიცვლება ცხოვრება, თუ უვიზო მიმოსვლას ევროკავშირი საქართველოსთან შეაჩერებს? – ამ თემაზე მოსაზრების გაზიარება საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს ვთხოვეთ.
ზაზა ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ ათასობით სხვა, ევროპაში წასული ემიგრანტების მსგავსად, პირველ რიგში, მისი ამბავიც კარგად აჩვენებს, სად აღმოვჩნდებით, თუ „ქართული ოცნება“ მიტაცებული ძალაუფლებით და კრემლის მხარდაჭერით საქართველოს ევროპისგან იზოლირებას შეძლებს.
ზაზა ბეჟიტაშვილს სამშობლოს დატოვება ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოუხდა – ხარისხიანი ჯანდაცვა მისთვის ხელმიუწვდომელი იყო. 30-წლიანი სამსახურის შემდეგ მეხანძრე პენსიაში გასულა, თუმცა მისი პენსია 500 ლარია.
„ონკოპაციენტი ვიყავი, ყველაფრის გაყიდვა მომიწია, რომ გადავრჩენილიყავი, უსახლკაროდ ვიქეცი. ჩემით დავტოვე სამსახური და პენსიაში გავედი, აქ რომ არ წამოვსულიყავი, ვერ გადავრჩებოდი…
ირაკლი კობახიძეს ვუსმენდი ამას წინათ, არის ევროკავშირის ალტერნატიული ქვეყნებიო: ინდოეთი, ჩინეთი და ირანიო. ინდოეთსა და ირანში რაზე უნდა იმკურნალოს ადამიანმა, ხომ ვერ მეტყვის პრემიერი? ინდოეთში ყოველ წელიწადში რამდენი ადამიანი კვდება ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობით, ეს თუ იცის?!
ევროპაში იმიტომ კი არ გამორბის ხალხი, რომ აქ სეირნობა უნდა ვინმეს? პირველ რიგში, სამკურნალოდ და სიცოცხლის გადასარჩენად ხდება ადამიანი ემიგრანტი. მე პირადად მინიმუმ 50 ათასი ევრო უკვე დამახარჯეს. აქ ერთი თეთრიც არ გადამიხდია მკურნალობაში. სათვალე რომ სათვალეა, ისეც კი დამიფინანსეს. ჩემნაირი რამდენია კიდევ, ვისი სიცოცხლეც გადაარჩინეს ფრანგებმა?
ძირითადად გულის პრობლემები მაწუხებს ახლა და მკურნალობენ, რაც საჭიროა.
დაზღვევა თუ მოგცეს აქაური, გადარჩენილი ხარ: ტრანსპორტირებიდან დაწყებული, რაც მკურნალობას უკავშირდება, ყველაფერი უფასოდ გაქვს კვების ჩათვლით. ბინაა მხოლოდ პრობლემა. მე ცოლიც მახლავს, ჩემი ერთი შვილიც აქ მუშაობს და გაგვაქვს თავი, მეორე შვილი თბილისშია. დროებითი ბინადრობა გვაქვს.
თუ უვიზო გაუქმდება, იზოლაციაში აღმოჩნდება საქართველო და ქართველი ემიგრანტებიც: ზოგს შვილი გვყავს დატოვებული, ზოგს მშობელი, პაპა და ასე შემდეგ. საერთოდ ვეღარ ვნახავთ ერთმანეთს,“ – გვიყვება ემიგრანტი.
ზაზა ბეჟიტაშვილი ყოველდღიურად აკვირდება საქართველოს ამბებს და კახი კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერების გამო მოქალაქეების დაკავებას ახსენებს. ემიგრანტი ამბობს, მე პირდაპირ საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს ვხედავო. ყოფილი მეხანძრე-მაშველის თქმით, მეხანძრეებიც გაჰყავს „ქართულ ოცნებას“ იძულებით პარტიის მხარდამჭერ აქციაზე, მაგრამ მისი „ნეიტრალურობა“ 2020 წელს დასრულდა, როცა გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვეს:
„მე არც ნაციონალი ვიყავი და არც ქოცი – ნეიტრალური მეჭირა…. 2020 წელს, გავრილოვის აქციების დროს, მივხვდი, რომ ესენი პირდაპირ ზურგს შეაქცევდნენ ევროპას, აქედან დაიწყო კამათი, სულ ვამბობდი, ხალხო, რუსეთი ჩვენთვის არასდროს არაფერ კარგს არ გააკეთებს-მეთქი. იქ კომუნისტური წყობა ახსოვს ბევრს, პური კაპიკები ღირდაო…
მერე ხელისუფლებამაც დაიწყო მიტინგები, ჩვენც ბევრი ვართო… მეხანძრეებიც ვიდექით იქ, ვითომ „ოცნების“ მხარდამჭერები.
მოიგონეს, ომი გინდაო? საქართველომ 4 ომი გადავიტანეთ რუსეთის ხელში. რუსეთმა უკრაინაში ომი თუ მოიგო, მერე ჩვენთვის მოიცლის აუცილებლად. სად მშვიდობა და სად – რუსეთი? რუსეთს როდის იყო, რომ მეგობრობა შეეძლო. რუსებს ის უყვართ, რომ მუდმივად მისი გეშინოდეს. ჯარშიც მანდ ვიყავი და ყველაფერი კარგად ვიცი.
რუსეთის ხელში საქართველოს დარჩენა დაღუპვა და ტრაგედიაა. ქართველებს მინდა მივმართო: ეს გინდათ, დამოუკიდებლობის დაკარგვა და ის, რომ ჩვენი ბიჭები მერე საომრად რუსებმა წაიყვანონ, სადაც მოუნდებათ?
შეხედეთ, ჩეჩნები როგორ დაჰყავთ აქეთ-იქით და ნელ-ნელა ხოცავენ. სულ ფეხზე კიდია რუსეთს სხვა ეთნიკური ჯგუფების ამოხოცვა. ჩეჩნებისგან განსხვავებით ქართველებს წინა ხაზზე გაგვიშვებენ – რუსეთი არ გაპატიებს არაფერს.
აქ სოციალებს ვეძახით იმ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად გვეხმარებიან. სულ მეკითხებიან, ეს რა ხდება საქართველოშიო. ვერაფერს ვპასუხობ სირცხვილით. ყველაფერი კარგად იციან, ასე მგონია.
ისეთი თბილი ხალხია ფრანგები, ნამდვილად ამას არ ველოდი: წამალი გინდა, თუ საჭმელი, თუ დაგინახეს, რომ გიჭირს, მაშინვე მორბიან საშველად. ძალიან კარგად გვიყურებენ ქართველებს. ერთადერთი იმას გვსაყვედურობენ, ნუ ჩხუბობთო, არადა ჩვენი ერთმანეთში საუბარი ხშირად ჩხუბი ჰგონიათ.
ან ამ უმუშევრობას რას უშველის „ოცნება“ საქართველოში? 700 და 800 ლარზე რომ მუშაობს ხალხი, იმიტომაც გამორბის აქ და თავშესაფარს ითხოვს,“ – ამბობს ზაზა ბეჟიტაშვილი.
ქართველ ემიგრანტს ვკითხეთ „ოცნების“ ანტიდასავლურ გზავნილებზეც, მაგალითად, „ქალი ქალია, კაცი – კაცია“. ზაზა ბეჟიტაშვილისთვის მკაფიოა, რომ ეს კრემლის მესიჯბოქსია:
„ეს არის აბსოლუტური სისულელე და ამათი მოგონილი ამბავი.
როცა ამბობენ, რომ თითქოს ბავშვებს იცავენ გარყვნილებისგან, სინამდვილეში სწორედ ევროპაშია დაცული ბავშვის უფლებები – ყველაფერი მომართულია იქითკენ, რომ დაცული იყოს ბავშვის უფლებები. გარყვნილებას როგორ ასწავლი ბავშვს, გამორიცხულია,“ – გაკვირვებას ვერ მალავს ზაზა ბეჟიტაშვილი.
ქართველი ემიგრანტი გვიყვება იმაზეც, რომ საფრანგეთშიც აკვირდება საპროტესტო გამოსვლებს:
„აქ ზოგჯერ ძალიან დიდი აქციებია, მაგალითად, უცებ გამოვლენ და მოითხოვენ ხელფასების მომატებას, ან პენსიის მომატებას. მეორე დღეს ეს მოთხოვნა სრულდება. ხელისუფლება უსმენს ხალხს და ესაა საქმე.
საქართველოში კი, ხალხის მოსმენა კი არა, მეშინია სამოქალაქო ომი არ დაიწყოს. მახსოვს, 90-იან წლებში როგორ ხოცავდა ხალხი ერთმანეთს.
გამოსავალი დროებითი მთავრობაა, შემდეგ სამართლიანი არჩევნები. ხალხმა უნდა იგრძნოს თავისი ძალა, სხვა გამოსავალი არაა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა.
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვის და გავრცელების, ასევე 16 წელს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე, ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ინახავდა ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალას, რომელსაც მეუღლესთან განქორწინების შემდეგ 15 წლის შვილს, სოციალური ქსელის საშუალებით უგზავნიდა.
ბრალდებული არასრულწლოვან შვილს ასევე სხვა ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალას უგზავნიდა და დაზარალებულს სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა, მათ შორის მის მიერ გადაგზავნილ ფოტომასალას იხილავდა“.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება) და 11 პრიმა 141 მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ გარყვნილი ქმედება 16 წელს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
200 დღეა, რაც ჭიათურაში მაღაროელები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მაღაროელების სამუშაოდან დათხოვნას აპროტესტებენ.
6-მა მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართა ზაფხულში და შიმშილობა დაიწყო, 3 მაღაროელს კი პირი ჰქონდა ამოკერილი.
პროტესტის ლიდერთაგან მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი 29 აპრილს დააკავეს. სარალიძესა და ნეფარიძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, ხოლო ჭუმბურიძესა და გველესიანს – მასში მონაწილეობას.
14 სექტემბერს მერაბ სარალიძის აუდიომიმართვა გაავრცელა ფეისბუქგვერდმა „მაღაროელმა“, რომლითაც მერაბ სარალიძე ჭიათურელებს სოლიდარობისკენ მოუწოდებს.
„5 თვის განმავლობაში ჩვენ ციხეში ვზივართ და აქ ჩუმად ვართ. გააჩინეს მოლოდინი დაჭერისთანავე, რომ თითქოს ცდილობდნენ და სურვილი იყო, რომ გამოვეშვით.
ეს ემსახურებოდა იმას, რომ ჩუმად ვყოფილიყავით და ასეც მოვიქეცით მთელი ამ ხნის განმავლობაში. ჩუმად ვართ, ბევრს ვთმობდით და მზად ვიყავით, დაგვეთმო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენს ღირსებას ეხებოდა.
ვთმობდით, რადგან ნერვიულობენ ოჯახები, შვილები, მშობლები, მეუღლეები და ვთმობდით ამ ყველაფერს ჩვენი ოჯახების გამო, მაგრამ არ უნდა გვქონდეს იმის განცდა, რომ მაგ ადამიანებს ვინმეს მშობლები ან შვილები შეეცოდებათ.
ამ მოლოდინს აჩენდნენ იმის გამო, რომ უბრალოდ არ დაძაბულიყო სიტუაცია, ქმედითი ნაბიჯები არ გადაედგათ ადამიანებს, რაც მათ შეაწუხებდათ.
თუმცა საკმარისზე მეტია ეს გატარებული 5 თვე აქ და ერთ კვირაში მოაგვარებდნენ, მართლაც რომ ნდობოდათ ჩვენი გამოშვება აქედან.
დაჭერიდან ერთ კვირაში დაიწყეს საპროცესოზე ლაპარაკი და დღესაც ისევ იმავეს ლაპარაკობენ, რასაც 5 თვის წინ ლაპარაკობდნენ. ამ ყველაფერს ლაპარაკობენ იმის გამო, რომ ადამიანებმა ნაბიჯები არ გადადგან, გაწელონ დრო“ – ამბობს მერაბ სარალიძე აუდიო მიმართვაში.
მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს ჩაატარებს, შესაძლოა მათ მიუსაჯონ და აღარ გამოუშვან საპროცესო შეთანხმებით.
„როცა გაინაღდებენ საკუთარ სკამებს, საკუთარ ადგილს, კიდევ უფრო მეტ რეპრესიებს გაატარებენ, დაშინებას დაიწყებენ ხალხის და, საბოლოოდ, ეს ძალიან ცუდად აისახება თითოეულ მაღაროელზე, თითოეულ მშრომელზე და ჭიათურელზე.
თავდაპირველად მაგათი მიზანი ცნობილი იყო, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით მიეღოთ დიდი მოგება, ამისთვის მათ უნდოდათ და პირდაპირ თქვეს, რომ არ გვჭირდება მაღაროელი, ღია კარიერული წესით გავაგრძელებთ მუშაობას, „მარგანეცის“ მოპოვებასო, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენს წინააღმდეგობას მოჰყვა ის, რომ ნაწილი გაუშვეს…
გამომდინარე იქიდან, რომ წინ არჩევნები აქვთ, ჯერჯერობით, ცოტა ლმობიერები არიან, ალბათ, თუმცა საბოლოოდ თუ თავისას გაიტანენ, მერე წავა ისევე როგორც ადრე იყო ხოლმე, თუ ვინმე რამეზე ხმას ამოიღებს – „თუ არ გინდათ წადით“, თუ ვინმე რამეზე კიდევ უფრო მეტად ხმას აიმაღლებს, აი, სამაგალითოები ვიქნებით ჩვენ და გამოიშვერენ თითს, – ნახეთ ვინც არ გვემორჩილებოდა, ციხეში ჩავსვით, ასე დაგიჭერთ სულყველასო და შექმნიან პირობებს და გააქცევენ ხალხს აქედან.
არ სჭირდებათ მაგათ დანაშაულის ჩადენა, ვისი მოშორებაც უნდათ, დანაშაულს შეკერავენ და არადამაჯერებელიც რომ იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, იტყვიან, რომ უნდათ ციხეში ჩასვან და ჩასვამენ.
კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, არ გადადგათ ნაბიჯები, პროცესებს დააზიანებსო, ეს ადამიანები არ არიან ჩვენი კეთილმოსურნეები. ამით ცდილობენ დრო მოიგონ და ამ სიჩუმით, ამ გაჩერებით ჩვენ ციხეში ვართ და ისინი თავიანთ გასაკეთებელს აკეთებენ.
მეტი აქტიურობაა საჭირო.
მე არავის არაფერს ვთხოვ, ამით ჩემი ცხოვრება არ მთავრდება. საბოლოოდ, ადრე იქნება თუ გვიან, აქედან გამოვალ და წასვლას არ ვაპირებ, ისევ ჭიათურაში ვაპირებ ცხოვრებას და თუ თვლით, ადამიანებო, მშრომელებო, მაღაროელებო, რომ მე გვერდით დგომას ვიმსახურებ, მაშინ არიან მანდ ჩემი მეგობრები, მართალი, მებრძოლი ხალხი, მოუსმინეთ მაგ ხალხს და დამიდექით გვერდით.
სხვანაირად, მე თუ დავზიანდი და დავზარალდი ახლა, ეს მარტო ჩემი დაზარალება არ იქნება, ყველა მაღაროელს ეხება და კიდევ უფრო მეტად შეეხება“ – ამბობს მერაბ სარალიძე.
მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენლებს მაღაროელების სრული რეპრესიები აქვთ ჩაფიქრებული.
„ადამიანები არ სჭირდებათ და ზუსტად ამიტომ ჩაგვსვეს ციხეში.
5 თვის განმავლობაში ვერ მოახერხეს ის, რომ კობერიძეს [ვისზე თავდასხმასაც ედავებიან დაკავებულებს] ხელი მოეწერა იმაზე, რომ პრეტენზია არ ჰქონოდა ჩვენს გამოშვებაზე?!
ჩვენ კობერიძემ კი არ დაგვიჭირა, გვარს არ დავასახელებ, იმ ადამიანის დავალებით მოხდა ეს პროვოკაცია და ამ ადამიანის პატიმრები ვართ, იმ ადამიანის პატიმრები ვართ, რომელიც ამბობს, ესა თუ ის ნაბიჯი არ გადადგათო. ზუსტად ეს დააზიანებს პროცესებს, როცა კომპანიის წარმომადგენელს დაუჯერებთ…
მინდა, გულისტკივილი გამოვთქვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებზეც ვთვლი, რომ მეტ გვერდში დგომას ვიმსახურებდი.
ჩვენ ციხეში ვართ გამოკეტილები, ჩვენი მეგობრები შიმშილობას აგრძელებენ, სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკავენ, ამ დროს კი ეს ადამიანები მაღაროში მიდიან.
მესმის, რთულია დღეს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება და კეთილდღეობისთვის ვიბრძვით ყველა, მაგრამ ერთმანეთს ზურგი არ უნდა ვაქციოთ. საერთო საქმეს თუ ერთად მოვემსახურებით, თითოეული ადამიანის საქმეც გაკეთდება და ჩვენ თუ ერთმანეთს დავშორდებით, ცალ-ცალკე დავდგებით, ძალიან მარტივად გავტყდებით და საბოლოოდ, ყველა დავზარალდებით. ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი დაზიანდება.
არ ვიდებ გულში წყენას, მაგრამ მოლოდინი და იმედი მაქვს, სიმართლეს თვალს გაუსწორებთ და ალბათ ხედავთ, კიდევ უარესი იქნება, თუ ისინი ამას გაიტანენ, დააშინებენ ხალხს, მუქარას და შანტაჟს თუ შევეგუებით, ყველა დავზარალდებით და როცა მოესურვებათ, მაშინ მოგვისვრიან.
მინდა, ამ მართალ ხალხს გვერდში დაუდგეთ, რომლებიც ჩემი დაჭერის შემდეგ ქუჩაში დგანან, სიმართლეს საუბრობენ და სამართლიანობას მოითხოვენ. თქვენი გვერდში დგომით ძალიან მალეა შესაძლებელი, ჩვენ, კომპანიის პირადი პატიმრები, ვიყოთ თავისუფლები. ჩვენ გვჭირდება თავისუფლება, გვჭირდება ოჯახებში დაბრუნება…
არ ვიყავი ჩახედული, უცხოა ჩემთვის ციხეც და სასამართლოც და არ მეგონა, ამხელა უსამართლობა თუ ხდებოდა. არავის არ სჭირდება სიმართლის დანახვა. ვიდეომტკიცებულება რომ აჩვენო მოსამართლეს ისეთი, სადაც აშკარაა, რომ დამნაშავე არ ხარ, თვალებს დახუჭავს და არ დაინახავს. უნდა კომპანიას, რომ დაგვტოვოს ციხეში? უნდა და მორჩა.
რა მოთხოვნებიც უნდა დავაყენოთ, ეს უნდა იყოს სამართლიანი. მე ვენდობი იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან ერთად იბრძოდნენ და ახლა ჩემი თავისუფლებისთვის იბრძვიან“, – ამბობს მერაბ სარალიძე აუდიომიმართვაში.
მერაბ სარალიძე 5 თვეა დაკავებულია, შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით.
აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ფესტივალ „განდაგანაზე“ მოწვეულ ჯგუფებსა და შემსრულებლებს ჯამში ჰონორარის სახით 191 ათას 262 ლარს გადაუხდის.
ფესტივალ „განდაგანას“ ორგანიზებასა და ჰონორარებში მთლიანობაში ბიუჯეტიდან 735 ათას 342 ლარი დაიხარჯება.
„ფესტივალის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში, 20 და 21 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე და მის მიმდებარედ [დუმბაძის და მემედ აბაშიძის ქუჩებზე] წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფელი.
სპეციალურად ამ დღისთვის შემუშავებული საკონცერტო მუსიკალური პროგრამით წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლების ქორეოგრაფიული ნომრები, მათ შორის საქართველოში ცნობილი პოპულარული ქართული ნაციონალური ბალეტი, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, რომელიც წარმოადგენს ტრადიციულ და ე.წ მოდერნ ბალეტს“ – წერს სააგენტო.
შესყიდვების სააგენტოში გადაგზავნილი ინვოისების მიხედვით ბიუჯეტიდან ჰონორარებს მიიღებენ:
ზვიად ბოლქვაძე – 40 000 ლარი
ჯგუფი „ურსა“ – 30 000 ლარი
ანსამბლი „აფხაზეთი“ – 22 000 ლარი
ჯგუფი „გორდელა“ – 17 000 ლარი
„ქართული ხმები“ – 16 162 ლარი
ჯგუფი „ბანი“ – 15 000 ლარი
ჯგუფი „იბერია” – 15 000 ლარი
ჯგუფი „გოგლაურა“ – 10 100 ლარი
ანსამბლი „ნართები“ – 10 000 ლარი
ანსამბლი „ოდა“ – 7 000 ლარი
თეიმურაზ თათარაშვილი – 4 000 ლარი
ჯგუფი TABEMONO – 3 000 ლარი
„ბონა დეა“ – 2 000 ლარი
ჰონორარებს ბიუჯეტიდან გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ექსკლუზიური უფლების ფარგლებში გადაიხდიან.
„ფესტივალი „განდაგანა“ ითვალისწინებს როგორც ქალაქური, ისე ეთნო-მუსიკის შემსრულებლების მონაწილეობას. ღონისძიების კონცეფციიდან გამომდინარე, მხოლოდ გარკვეული ბენდების რეპერტუარი შეესაბამება ღონისძიებას და შესაბამისად მიზანშეწონილია წინასწარ შერჩეული, მაღალი პოპულარობითა და ფართო მსმენელთა აუდიტორიით გამორჩეული ბენდებისა და შემსრულებლების მოწვევა.
ორდღიანი მუსიკალური ფესტივალის პროგრამა შეირჩა ისე, რომ მორგებული ყოფილიყო სხვადასხვა სეგმენტის, ასაკისა და მუსიკალური გემოვნების აუდიტორიას“ – აცხადებს აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო.
გარდა ჰონორარებისა, ჯამში 544 080 ლარი დაიხარჯება ფესტივალ „განდაგანას“ ორგანიზებასა და სხვადასხვა მომსახურებაში, რასაც სააგენტო მის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კერძო კომპანიებს გადაუხდის.
მათ შორის:
95 700 ლარი – შპს „ჯეოვოისი“ – „ევროპის მოედანზე ორი სცენის მოწყობა: რაც გულისხმობს მასშტაბური სცენის მოწყობას სკაფოლდის სისტემებით, სასცენო განათებას, სასცენო ეფექტებს, გახმოვანების აპარატურას, 100 კვტ. სიმძლავრეს, 120 კვ.მ -ის ლედ ეკრანებს, ლაივ ჩართვებს და სატელევიზიო სადგურით მომსახურებას, სასცენო დაცვასა და ე.წ. ბექ სტეიჯის მომსახურების უზრუნველყოფას“.
118 000 ლარი – შპს კრეატივ-ჯგუფი – „დეკორაციული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც ითვალისწინებს ევროპის მოედანსა და მემედ აბაშიძის ქუჩაზე სივრცითი დეკორაციების, ინსტალაციების, კვების ზონების, ეთნო კუთხეების, თაღებისა და საშემოდგომო თემატიკაზე გარემოს მოწყობას“.
129 980 ლარი – შპს „მარკა“ – „ეთნო-სივრცის შექმნა, რომელიც ვიზუალურად და შინაარსობრივად ასახავს აჭარული კულტურის, ყოფისა და ტრადიციების უნიკალურობასა და ასევე, არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას“.
91 000 ლარი – შპს „ჩვენი თეატრი“ – „თეატრალური წარმოდგენებისა და ქუჩაში კოსტუმირებული მსვლელობების ორგანიზება – 20 მონაწილისგან შემდგარ მოსიარულე ორკესტრის შოუს, თემატურ სამოსში გამოწყობილ სხვადასხვა პერსონაჟების მსვლელობებს, გიგანტურ თოჯინებისა და ძელზე მდგარი აკრობატების შოუს, შემეცნებითი ზონა სადაც წარმოდგენილი იქნება კერამიკის ნივთების მოხატვა, ყვავილების გვირგვინების დამზადება, თოჯინების თეატრი და სხვადასხვა საბავშვო აქტივობები“.
109 400 ლარი – შპს „კრეატივ ჯგუფი“ – „კულინარიული მოგზაურობის“ ზონაში აჭარული კერძების სადემონსტრაციო სივრცის მოწყობა, რომელიც მოიცავს კვების ჯიხურების და მასთან დაკავშირებული სრული ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფას, კვებისა და კულინარიული მასტერკლასებისთვის თემატური და დეკორაციული სივრცის მოწყობას და მასთან დაკავშირებული მომსახურებების ორგანიზებას“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 სექტემბრის 21 საათიდან 17 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით და დილით წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
დღისით: 23– 28 გრადუსი სითბო
ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 18 სექტემბერს დღისით მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ღამით და მომდევნო 2 დღეს კი – იწვიმებს.
„თქვენი თვალით იხილავთ, 2025 წლის 4 ოქტომბერს შსს-ს რამდენი თანამშრომელი გადმოვა და დადგება საზოგადოების გვერდით“, – ამბობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება.
ირაკლი შაიშმელაშვილი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ასევე საუბრობს გდდ-ს იმ თანამშრომლებზე, რომლებმაც ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება.
ბატონო ირაკლი, როგორც იცით, ლევან ხაბეიშვილი დააკავეს იმ მიმართვის გამო, რაც მან პოლიციელების მისამართით გააკეთა – თუ გადმოხვალთ ხალხის მხარეს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჯილდოდ 200 000 დოლარს მიიღებთო. ხაბეიშვილი 3 პირის – შოთა არჯევანიძის, შოთა პაპუაშვილის და ბექა რუხაძის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს ამ შეთავაზების გამოო. თუ იცნობთ ამ ადამიანებს და რა ნიშნით შეარჩიეს ისინი, როგორ ფიქრობთ?
ეს ადამიანები, სამივე, არიან ერთი დანაყოფიდან. მასობრივი ღონისძიებების მთავარი სამმართველო არსებობს გდდ-ში და აქედან არიან სამივე. ერთ-ერთი მათგანი სამმართველოს ხელმძღვანელია.
ითქვა, რომ ეს პოლიციელები შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს, რაც აბსურდია. არანაირი შემთხვევითობა არ არსებობს.
36 სამმართველო არსებობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში და „შემთხვევითობის პრინციპით“ სამივე პირი ერთი სამმართველოდან აარჩიეს?
შოთა არჯევანიძე არის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების მეორე ქვეგანყოფილების უფროსი. ბექა რუხაძეც არის იმავე მთავარი სამმართველოს, პირველი სამმართველოს მესამე განყოფილების ინსპექტორი.
შემთხვევითობის პრინციპი რომ ყოფილიყო, მაშინ ეს ხალხი, მინიმუმ 50-100 კაცი, უნდა შეეკრიბათ, მაგალითად, სადღაც დარბაზში ან ბრიფინგების ოთახში, ეჩვენებინათ ხაბეიშვილის განცხადება ჯილდოს თაობაზე და ეკითხათ, იგრძნეს თუ არა თავი შეურაცხყოფილად ან ქრთამის შეთავაზებად მიიღეს თუ არა ეს განცხადება. იქ ვიღაცას უნდა აეწია ხელი.
მიმოწერები, რომელიც გასაჯაროვდა, აჩვენებს, რომ ყველაფერი ერთ დღეშია გაკეთებული. ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიწერილი აქვს გდდ-ს უფროსზე და იმავე დღეს აქვს პასუხი გაცემული რომან ქარცივაძეს.
ეს რომ სამართლებრივ ჩარჩოებში გაკეთებულიყო, სამიდან ხუთ სამუშაო დღემდე გაიწელებოდა პროცესი. მაგრამ ეს დადგმული სპექტაკლია და ამ სპექტაკლში ყველაზე მძიმე ფაქტორი არის ის, რომ ეს პოლიციელები, ჩემი ვარაუდით, დაითანხმეს გარკვეული პრემიების, ფულადი კომპენსაციების სანაცვლოდ. სხვა შემთხვევაში, ისინი ამაზე ხელს არ მოაწერდნენ.
ფიქრობთ, რომ დიდი თანხა გადაუხადეს?
200 000-ს არავინ გადაუხდის. პრემიის სახით მისცემდნენ ალბათ 1500 ან 5000 ლარს. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს თანხის სანაცვლოდ აქვთ გაკეთებული.
22 წელი ვიყავი ამ სისტემაში და ვფიქრობ, ასეთი რამ ძალიან შეურაცხმყოფელია. მე რომ ახლა მოქმედი თანამშრომელი ვიყო, ჩემთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა ის, რასაც ეს ადამიანები იძახიან, რომ თურმე ტელევიზიით მოისმინეს ხაბეიშვილის განცხადება და თავი იგრძნეს შეურაცხყოფილად.
იმ მოცემულობაში, როდესაც წულუკიანი გვიგინებს ანწუხელიძეს და თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობ; მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებიდან მოქალაქეებს იტაცებენ ოკუპანტები და თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობ; მოქალაქეებს გვიკლავენ – ვგულისხმობ გინტურის მკვლელობას ეკლესიაში და თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობ; როდესაც შენი შვილის ტოლა ბავშვებს ასისხლიანებენ, ამაზე არათუ ვინმეა დასჯილი, ფორმალურადაც კი არ არის ჩატარებული გამოძიება და შენ, სამართალდამცავი, რომელსაც ფიცი გაქვს დადებული, რომ ემსახურო შენს მოქალაქეებს და შენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ამაზე შეურაცხყოფილად არ გრძნობ თავს; ტელევიზორში მოსმენილი განცხადების გამო იგრძენი თავი „შეურაცხყოფილად“?
ხაბეიშვილს არ უთქვამს ისეთი რამ, რაც სამართალს ეწინააღმდეგება. მან თქვა, რომ თუ მოქალაქეების ცემაზე იტყვით უარს და დადგებით ხალხის მხარეს, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებთ თანხას, როგორც პრემიას. ეს თქვა.
ქრთამის დეფინიცია არის ის, როცა უკანონო ქმედების ჩადენის გამო სთავაზობ რაღაცას. პოლიციის შესახებ კანონიც ხომ ამას გულისხმობს, რომ დაიცვან მოქალაქეები? ანუ უნდა დაიცვან ფიცი, რომელზეც ხელი აქვთ მოწერილი.
ამ განცხადებით, ხაბეიშვილს კი არ დაარტყეს, რეალურად დაარტყეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რადგან ამით უფრო მეტად დააზიანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეპუტაცია, ვიდრე ის, რომ საქმე შეუკერეს ხაბეიშვილს.
მე მაქვს კომუნიკაცია მოქმედ თანამშრომლებთან, ყოფილ თანამშრომლებთანაც და ძალიან გაბრაზებული არიან გდდ-ეს თანამშრომლების ასეთი მდაბიო საქციელის გამო.
ხარაზიშვილის ქმედებებით მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრო შეაძულეს საზოგადოებას და ერთეული ადამიანები მთლიან დეპარტამენტს, მთლიან სტრუქტურას აშავებენ ასეთი ქმედებებით.
თქვენ 22 წელი იყავით ამ სტრუქტურაში. როგორ ფიქრობთ, რეალურად არსებობს რესურსი პოლიციაში, ვინც არ დაემორჩილება ხალხის დარბევის ბრძანებას და სისტემის წინააღმდეგ წავა, თუ ფუჭია ეს მოლოდინები?
შემიძლია დადასტურებული ინფორმაცია გითხრათ, რომ მე ვისთანაც მაქვს ურთიერთობა და კომუნიკაცია, ის ბიჭები არანაირი ფულის სანაცვლოდ ამას არ გააკეთებენ და არ გაიმეორებენ იმ სცენარს, რაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გააკეთეს. თქვენი თვალით იხილავთ 2025 წლის 4 ოქტომბერს, შინაგანი საქმეთა სამინისტროს რამდენი თანამშრომელი დადგება საზოგადოების გვერდით.
რა გაძლევთ ამის იმედს?
აქ მარტო ჩემს განწყობებზე არ არის საუბარი. მე ბევრჯერ ვთქვი – საზოგადოების მხრიდან უნდა შეიქმნას პოზიტიური განწყობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ, რომ მათ გაუჩნდეთ სურვილი დადგნენ მოქალაქეების გვერდით.
საპროტესტო აქციებზეც მომისმენია ფრაზები – „დადექით ხალხის მხარეს“, „ნუ სცემთ მოქალაქეებს“ და დავივიწყებთ იმას, რომ ჩვენზე ძალადობდით, მეტი რა განწყობა უნდათ?
ეს კარგად მუშაობს, მაგრამ დღეს რომ წამოვიდეს თუნდაც ათი ადამიანი, ამით არაფერი შეიცვლება. აქ საუბარია კონკრეტულ დღეს რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პოლიციელები.
რუსთაველზე 4 ოქტომბერს საზოგადოება რომ გაერთიანდება და მოითხოვს იმას, რაც მათ კონსტიტუციით ეკუთვნით – თავისუფალ საარჩევნო გარემოს, სამართლებრივ სახელმწიფოს, საარჩევნო გარემოს ჩამოშორებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ისეთი საარჩევნო კომისიას, რომელიც არ იქნება მიკერძოებული, რას იტყვის ამაზე პოლიცია, რომ უნდა დაგარბიოთო?
თუკი ამ დღეს ისინი დადგებიან მოსახლეობის გვერდით, მერწმუნეთ, ეს რეჟიმი იქნება დამხობილი. ყველა ქვეყანაში, ყველა მშვიდობიანი რევოლუცია ზუსტად ასე მოხდა, როდესაც ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები დადგნენ საზოგადოების გვერდით.
ახლაც იმავეს ითხოვს მოსახლეობა, მაგრამ მაინც ძალადობს პოლიცია მათზე.
შს სამინისტრო არის 25 000-კაციანი სტრუქტურა. ვინ არიან ისინი, ვინც ფულის გამო ძალადობენ? – ესენი არიან ცხოვრებაში შეუმდგარი პიროვნებები, ვერაფერს რომ ვერ მიაღწიეს და ნეპოტიზმით მიიღეს გარკვეული თანამდებობები. ესენი არიან არასრულფასოვნების განცდით შეპყრობილი ადამიანები, რომლებსაც სხვა რესურსი არ აქვთ, რომ რაიმე გააკეთონ და იმიტომ დგანან იქ, სადაც დგანან. ესენი ხალხის მხარეს არასდროს დადგებიან.
ეს არიან ადამიანები, ვისაც ფინანსური კეთილდღეობა აქვთ ამ ყველაფრისგან – ვგულისხმობ მაღალ ხელფასებს, პრემიებს, დანამატებს, სამსახურებრივ ავტომობილებს და ასე შემდეგ. მთლიანობაში, ასეთი ხალხი იქნება 500-1000 კაცამდე.
რეალურად, ღირსეული და პატრიოტი უფრო მეტია და რადგან იქ მუშაობენ, არ ნიშნავს, რომ მოსწონთ ის ქმედებები, რასაც ხედავენ, მაგრამ ამ ხალხის უკან ოჯახები დგას, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები…
სამშობლოც დგას, ამაზე არ ფიქრობენ?
ჰოდა, სამშობლო რომ უდგათ, 4-ში, რომ დადგება მათ წინაშე საზოგადოება – სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის და განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები, მათ გვერდით უნდა დადგნენ ესენიც.
პოლიციაც დაიღალა, რადგან ბოლო 12 წელია, რაც „ოცნება“ მართავს ქვეყანას, პოლარიზებული გახდა საზოგადოება. შს სამინისტრო პარტიულ მუშახელად აქციეს.
ფიქრობთ, რომ ივანიშვილმა რეალურად იგრძნო ეს საფრთხე და ამიტომ დააკავა ლევან ხაბეიშვილი?
დაახლოებით 16-17 აგვისტოს მქონდა კომუნიკაცია ჩემს მეგობრებთან და მითხრეს, რომ გაცემული იყო ბრძანება ხაბეიშვილზე გარკვეული კომპრომატების შესაქმნელად და დასაკავებლად. ეს არ გააკეთა ან ვერ გააკეთა ოხანაშვილმა. შესაძლოა ის მტკიცებულებები და მოდელი არ მიიჩნია სანდოდ, რაც ახლა მდინარაძემ შექმნა.
მაგრამ ფაქტია, რომ ამ 4-მა ოქტომბერმა საზოგადოების ისეთი ფენები გააერთიანა, რომლებიც ერთად შესაძლოა არასდროს მდგარიყვნენ. ვგულისხმობ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს, განსხვავებული წარსულის მქონე ადამიანებს და როცა დაინახეს, რომ ეს გაერთიანება რეალურია, რომ ერთიანდებიან რიგითი მოქალაქეები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ექიმები, გლეხები, ემიგრანტები, რომ იხსნან ქვეყანა ამ არამზადებისგან, რა თქმა უნდა, რეალური შიში გაუჩნდა „ოცნებას“.
ლევან ხაბეიშვილიც ამიტომ დააკავეს, რომ მას რეალურად მოჰქონდა ეს მუხტი, რწმენა დაუბრუნა ადამიანებს, რომ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი.
როგორ ფიქრობთ, ხაბეიშვილის დაკავება ამ პროცესს შეცვლის?
პირიქით მგონია. რასაც ვუყურებ, გინდათ სოციალურ ჯგუფებში, გინდათ გადაცემებში, ვხედავ ადამიანებს, რომლებიც აძლიერებენ ამ მუხტს.
რამდენიმე დღეში მეც გავაკეთებ იგივე განცხადებას და სხვებიც მიმართავენ ჩვენს კოლეგებს, რომ კონკრეტულ დღეს, ხალხის წინააღმდეგ ხელი არ აღმართონ და ვინც ხელს არ აღმართავს და ხალხის გვერდით დადგება, აუცილებლად მიიღებს ჯილდოს, პრემიის სახით იმ თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაზეც ხაბეიშვილი საუბრობდა. დღეს „ქართული ოცნება“ ამ ადამიანებს ფულს უხდის ხალხის ცემაში, ჩვენ კი გადავუხდით ხალხის გვერდით დადგომისთვის.
ხარაზიშვილი ახსენეთ, ამბობდით, რომ მისმა ქმედებებმა შეაძულა ხალხს პოლიცია. იმასაც ამბობენ, რომ მას დიდი გავლენა ჰქონდა სპეცრაზმელებზე. რა შეიცვალა მისი წასვლის შემდეგ ამ სისტემაში და როგორ ფიქრობთ, ახალ ხელმძღვანელს გაუჭირდება პროცესების მართვა?
ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) ძველი კადრებიდან არავინ სცემდა პატივს. უფრო მეტიც, ზიზღიც კი ჰქონდათ მის მიმართ, ვერ იტანდნენ.
ამიტომ მან თავისი ხალხით დააკომპლექტა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.
ანუ, ვინც ხალხს სცემდა, ეგ ხარაზიშვილის მოყვანილი ხალხი იყო?
ყველა ხარაზიშვილის ხალხი იყო და როცა წავიდა უწყებიდან, ძალიან დიდი ნაწილი გაჰყვა მას. იყო საუბარი, რომ ხარაზიშვილი უნდა დაებრუნებინათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შავნაბადაზე, საიდანაც თავის დროზე გადმოვიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ხარაზიშვილი უბრალოდ მოისროლეს.
ხომ არ იცით, სად არის ეხლა და რას აკეთებს?
ჩემი ინფორმაციით, ახლა სახლშია.
ხარაზიშვილი მაგ სისტემაში ყოველთვის ყველაზე ბინძური საქმეების შემსრულებელი იყო და ძალიან სოლიდურ თანხებსაც უხდიდნენ ამაში. შეასრულებინებდნენ და მოისროდნენ. ამას მიჩვეული იყო.
მისი მოყვანილი ხალხიდან ახალმა უფროსმა, ქარცივაძემ, ბევრი უკან დააბრუნა და ცდილობს მათი კეთილგანწყობა მოიპოვოს, მაგრამ ერთი რაღაც ვერ გათვალა ვერც ქარცივაძემ და ვერც გეკამ თუ რა ჰქვია იმ კაცს, შინაგან საქმეთა მინისტრი რომ არის, რომ ამ ხალხის უკან დაბრუნებით უფრო მეტი უკმაყოფილება გამოიწვიეს გდდ-ში და უფრო მეტად არიან გაბრაზებულები დეპარტამენტის თანამშრომლები, ვიდრე მანამდე იყვნენ.
რა აბრაზებთ?
ესენი იყვნენ მხეცები, არაადამიანები და შიგნით დეპარტამენტში სასტიკად უსწორდებოდნენ იმ ხალხს, ვინც ხმას ამოიღებდა.
ვინმეს რომ ეთქვა, სამსახურიდან წავალო, შეიძლება ცემაში მოეკლათ და ამისი არაერთი ფაქტი იყო 2024 წლის დეკემბერში. ვისზეც გაიგეს, რომ წასვლას აპირებდნენ, ყველა სასტიკად სცემეს. ეს ხალხი რომ უკან არ დაებრუნებინათ, გდდ-ე, შესაძლოა, დღეს სხვა პოზიციაზე ყოფილიყო.
დააბრუნეს ხარაზიშვილის ხალხი და მე ჩემი ინფორმაციით, ამის გამო ძალიან დიდი უკმაყოფილებაა.
სპეცრაზმელები ხშირად ვარჯიშობენ თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე. კადრებში, რომელიც გასაჯაროვდა, ჩანს, რომ ისინი აქციების დარბევაზე ვარჯიშობდნენ. იყო საუბარი ახალი წყლის ჭავლის მანქანების შეძენაზეც. თქვენ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამაზე?
სადაც კადრები იყო გადაღებული, ეს არის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აეროდრომის ტერიტორია. კადრებში რაც ვნახე, კონსტრუქციებით ქმნიან პარლამენტის მაკეტს და ათამაშებენ პარლამენტის დაცვის გეგმის სხვადასხვა ვარიანტებს. მათ შორის, ცოცხალი ძალით, სპეციალური ტექნიკით და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ტექნიკა ახალი არ არის, შარშან რაც გამოიყენეს, ის ჩანდა.
4 ოქტომბრის მიმართ აქვთ შიშები, რადგან მსგავსი მასშტაბის სწავლება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს 2019 წლის დეკემბრის შემდეგ არ ჩაუტარებია.
როგორ ფიქრობთ, იგივეს გამეორებას აპირებენ, რაც გასულ წელს ვნახეთ? თუ მაინც გაქვთ იმედი, რომ სპეცრაზმელები განუდგებიან სისტემას?
ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მტკიცე იქნება საზოგადოება და რამდენად ბევრი ადამიანი იქნება რუსთაველზე. აქციაზე ხელისუფლება ითვლის ხალხის რაოდენობას.
ამიტომ, ერთია მასშტაბი და მეორე ხალხის ერთსულოვნება. ამიტომ, ყველა უნდა გამოვიდეს, არა მარტო თბილისი, საქართველოს ყველა კუთხიდან უნდა ჩამოვიდნენ ადამიანები, რადგან დასაცავი გვაქვს ჩვენი ქვეყანა.
ჩვენ ან გადავრჩებით 4-ში, მაგრამ თუ რეჟიმმა გაგვტეხა და დაგვამარცხა, მომდევნო წლების განმავლობაში ფეხზე ვეღარ დავდგებით.
ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სწავლა განახლდა თიბისი ტექსკოლის ონლაინ კურსებზეც. ხუთი წარმატებული სემესტრის შემდეგ, რომელსაც ჯამში 3000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, ახლა უკვე შემოდგომის სემესტრზე დაიწყო უფროსკლასელების რეგისტრაცია.
თიბისი ტექსკოლა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის, დაეუფლონ ტექნოლოგიებს და ამ დარგში არსებული მრავალფეროვანი ინოვაციები, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრულიად უფასოდ შეისწავლონ.
რეგისტრაცია 16 სექტემბერს დაიწყო და 28 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ორ ეტაპიანი კონკურსის შემდეგ, შერჩეული მონაწილეები, 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეისწავლიან:
წელს ტექსკოლაში სიახლეა, რომ აღნიშნულ კურსებში ინტეგრირდა AI მოდული.
მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით თიბისი ტექსკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს, მონაწილეობა სრულიად უფასოა და ამასთანავე საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდანაა შესაძლებელი.
მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, ტექსკოლაში გადადგმული პირველი ნაბიჯები კი ტექნოლოგიების სამყაროში დიდი სიახლეების დასაწყისი იქნება.