უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 100 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 11 192 ერთეული [+1]
- ჯავშანტექნიკა – 23 280 ერთეული [+2]
- საარტილერიო სისტემა – 32 927 ერთეული [+31]
- MLRS – 1 492 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 218 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 341 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 61 045 ერთეული [+365]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 718 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 62 168 ერთეული [+124]
- სპეცტექნიკა – 3 968 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 667 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 85 035 უპილოტო საფრენი აპარატი
- 628 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 25 172 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 592 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 29 721 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 42 182 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„რუსეთმა ნატოს პირი მოუსინჯა, მიიღო მუშტი ცხვირში“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან






