ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ვინ არიან „ძლიერი საქართველოს“ და გახარიას პარტიის კანდიდატები ბათუმში

17.09.2025
ვინ არიან „ძლიერი საქართველოს“ და გახარიას პარტიის კანდიდატები ბათუმში

დღეს, 17 სექტემბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა – „ძლიერი საქართველო – ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმში ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე ამ პარტიებმა ერთმანეთთან შეთანხმებული საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად „ლელოს“ წევრი და სიის პირველი ნომერი – ვაჟა დარჩია დასახელდა.

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ეს ორი ოპოზიციური პარტია თითოეულ ოლქში მხოლოდ თითო კანდიდატს წარადგენს: გენო თებიძე – თამარის დასახლება, ივანე ფირცხალაიშვილი – რუსთაველის ოლქი, ვაჟა დარჩია – ძველი ბათუმი, მარიზა თებიძე – ხიმშიაშვილის დასახლება, ონისე ხარჩილავა – აღმაშენებლის ოლქი, რუსლან ცისკარაძე – ჯავახიშვილის დასახლება, ჯემალ ანანიძე – კახაბრის დასახლება, მაია სირაძე – ბაგრატიონის დასახლება, სულიკო გოგოლიშვილი – აეროპორტის დასახლება და მამუკა ტაკიძე – ბონი-გოროდოკი-ბარცხანა.

აქვე გაგაცნობთ ამ პარტიების საარჩევნო სიებს:

პროპორციული სიით „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ბათუმის საკრებულოს წევრობის 10 კანდიდატი ჰყავს წარმოდგენილი:

  1. ვაჟა დარჩია
  2. ივანე ფირცხალაიშვილი
  3. არჩილ ბერიძე
  4. მარიზა თებიძე
  5. ხათუნა მანელიშვილი
  6. რუსლან ცისკარაძე
  7. ონისე ხარჩილავა
  8. არმაზ დიასამიძე
  9. გიორგი ცქვიტიშვილი
  10. გოჩა კოპლატაძე

პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კი, ბათუმის საკრებულოს წევრობის 15-კაციანი სია აქვს დარეგისტრირებული:

  1. ჯემალ ანანიძე
  2. სულიკო გოგოლიშვილი
  3. გიორგი აფხაზავა
  4. გიორგი ნაკაშიძე
  5. დალი ტაკიძე
  6. მაია სირაძე
  7. ლია თავაძე
  8. დინარა მემიშიში
  9. მამუკა ტაკიძე
  10. ირაკლი მიქელაძე
  11. გიორგი თალაკვაძე
  12.  ირინე ინაშარიძე
  13.  სალომე ბოლქვაძე
  14. თამარ ბიბილეიშვილი
  15. ომარ კონცელიძე

ბათუმის საკრებულოში სულ 25 წევრია, მათ შორის, 10 მაჟორიტარი.

არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა, „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ და „გახარია საქართველოსთვის“, ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები ერთად წარადგინეს. ბათუმში ამ ორი პარტიის მიერ დასახელებული მერობის კანდიდატია გოჩა გუგუნავა.

ამავე თემაზე: ოპოზიციამ ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები დაასახელა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიციის ნაწილი ამ არჩევნებში არ მონაწილეობს – საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გაყალბდა.

თითქმის 300 დღეა საქართველოში უწყვეტი, პროევროპული საპროტესტო აქციები იმართება ახალი, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. საპროტესტო აქციების მოთხოვნაა ასევე „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის გადადგომა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მკვეთრად გაუარესებულ საარჩევნო გარემოში ტარდება, სადაც დაკვირვების საკანონმდებლო საშუალებაც კი, გაუქმებულია. „ოცნების“ ანტიკონსტიტუციურმა მთავრობამ არც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ეუთო/ოდირი არ მოიწვია დროულად. არჩევნების საკითხების ექსპერტების შეფასებით, არალეგიტიმური და ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების პირობებში, პრაქტიკულად აღარ არსებობს იმის პირობა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.

ამ თემაზე:

„გამიჭირდება ამ არჩევნებთან დაკავშირებით თქმა – „წადი არჩევნებზე“ – ინტერვიუ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: