დღეს, 7 სექტემბერს, კოალიციამ „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა.
ბათუმსა და ხულოში მერობისთვის პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატები იბრძოლებენ, ქობულეთში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში კი – კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ კანდიდატები.
ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს გოჩა გუგუნავა – პარტია „გახარია საქართველოსთვის“.
ქობულეთის მერობისთვის იბრძოლებს პაატა ცივაძე – კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველო“.
ხელვაჩაურის მერობისთვის იბრძოლებს ბადრი მამულაძე – კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“.
ქედის მერობისთვის იბრძოლებს რამაზ დავითაძე – კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“.
შუახევის მერობისთვის იბრძოლებს ნათია მგელაძე – კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“.
ხულოს მერობისთვის იბრძოლებს ირაკლი ბოლქვაძე – პარტია „გახარია საქართველოსთვის“.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში არ მონაწილეობს ოპოზიციური პარტიების ნაწილი.


