მთავარი,სიახლეები

„მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“ – საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი

18.11.2025
„მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“ – საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი [IPI ] დღეს, 18 ნოემბერს, ეხმიანება მზია ამაღლობელის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე საქმეს.

„IPI ყურადღებით ადევნებს თვალყურს IPI-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირისა და 2025 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის დღევანდელ მოსმენას სააპელაციო სასამართლოში, სადაც დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოადგენს და მოსამართლეთა კოლეგია განაჩენს გამოსცემს.

ჩვენი პოზიცია ურყევი რჩება: მზიას წინააღმდეგ ბრალდებები გადაჭარბებული და პოლიტიკურად მოტივირებულია. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი უნდა გაუქმდეს და მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“ – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

მზია ამაღლობელის საქმე – განახლებადი ინფორმაცია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: