მთავარი,სიახლეები

ადვოკატები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ მზია ამაღლობელის სააპელაციო განაჩენს

19.11.2025
ადვოკატები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ მზია ამაღლობელის სააპელაციო განაჩენს

მზია ამაღლობელის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს მისი ადვოკატები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 18 ნოემბერს ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მზია ამაღლობელის ადვოკატებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი 2 კვირის ვადაში ჩაბარდებათ. ამის შემდეგ მათ კიდევ 2 კვირა აქვთ იმისათვის, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილება უზენაესში გაასაჩივრონ.

როგორც „ბათუმელებს“ მზია ამაღლობელის ადვოკატმა,  ჯუბა ქათამაძემ განუმარტა, პროცედურულად დაცვის მხარის და პროკურატურის საჩივრები ჯერ შევა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რის შემდეგაც მხარეებს ვადა მიეცემათ შესაგებელის წარდგენისათვის. საბოლოოდ, საკასაციო საჩივრები, შესაგებელი და სრულად საქმე გაიგზავნება უზენაეს სასამართლოში.

კანონის მიხედვით, უზენაეს სასამართლოში საქმის შესვლიდან დაიწყება ვადის ათვლა.

უზენაეს სასამართლოს 6 თვე აქვს საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: