ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ლევან ჯობავა, რომელსაც 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, იზოლატორიდან წერილს აგზავნის.
„სალამი, ხალხო.
მერიდება კიდეც, პატიმრის ამპლუაში ვიყო და ვწერდე მაშინ, როცა მესამე დღეა, იზოლატორში ვარ. თან იმ ფონზე, როცა ადამიანები თვეობით ჰყავს ტყვეობაში რეჟიმს.
ამ კამერაში სულ აქციის ხალხი ვართ, მხნედ ვართ. ტელევიზორის ყურების ერთ საათს საინფორმაციოების გადახვევაში ვატარებთ.
მადლობა ყველას ჩემი ოჯახის მხარდაჭერისთვის, მადლობა თანადგომისთვის.
ჩაგვრა არავის შერჩება.
მხნედ იყავით და ერთმანეთს გაუფრთხილდით.
ბრძოლა ბოლომდე! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.
ლევან ჯობავა 19 ოქტომბერს დააკავეს. ის ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი, რეპრესიული კანონით გაასამართლეს.
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ლევან ჯობავას 18 ოქტომბერს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
პარლამენტის შემდეგ გახარიას პარტია აჭარის უმაღლეს საბჭოშიც შედის.
„გავდივართ ბოიკოტის რეჟიმიდან და ვიწყებთ აქტიურ ჩართულობას ყველა საკანონმდებლო, წარმომადგენლობით ორგანში, რათა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ასახვა ჰპოვოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რეალურმა მოთხოვნებმა, რათა ეტაპობრივად ქვეყანა დავაბრუნოთ კონსტიტუციური და დემოკრატიული განვითარების ჩარჩოში,“ – განაცხადა დღეს, 21 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ჯემალ ანანიძემ.
აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“ ნინო ჩხეტია და არჩილ სამნიძე შევლენ.
რას ცვლის ბოიკოტის შეწყვეტა და უმაღლეს საბჭოში შესვლა? არ დაეხმარება ეს „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის მიღებაში? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ნინო ჩხეტიას.
„ვაპირებთ აქტიურ მუშაობას. აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია საზოგადოებასთან… მე არ მეხალისება იქ ყოფნა… იქ უნდა გაჩნდეს კერა, სადაც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ყველა იმ ადამიანზე, რომელიც არის უსამართლოდ დაკავებული, მათ შორის, ბუნებრივია, მზია ამაღლობელი,“ – აღნიშნა ნინო ჩხეტიამ.
ნინო ჩხეტია მიიჩნევს, რომ პარლამენტში, ან უმაღლეს საბჭოში პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ შესვლა ბოიკოტის შეწყვეტის შემდეგ ლეგიტიმაციას არ შეუწყობს ხელს:
„ბევრს ჰგონია, რომ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, მაგრამ მასობრივი აქციები დაიწყო 28 ნოემბერს, რადგან ევროპული ინტეგრაცია არ არის საგარეო პოლიტიკა – ეს არის ეროვნული ამოცანა. როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი პრაქტიკულად უარს ამბობს ეროვნული ამოცანის შესრულებაზე, მაგალითად, მე შევალ თუ არა უმაღლეს საბჭოში და დავით გაბაიძეს ვთხოვ თუ არა მიკროფონის ჩართვას, ეს ვერ გამოიწვევს ხელისუფლების ლეგიტიმაციას,“ – გვიპასუხა ნინო ჩხეტიამ.
„დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ოპოზიციის პოლიტიკური პროცესებიდან გაქრობამ ხალხი დატოვა დაუცველი რეჟიმის პირისპირ, რომელიც სახელისუფლებო ძალაუფლების შესანარჩუნებლად არ ერიდება განსხვავებული აზრის დევნას, კრიტიკული აზრის გამომხატველთა დაპატიმრებებს, ყველა განსხვავებული აზრის მქონე პირთა ქვეყნის წინაშე დამნაშავეებად გამოცხადებას და დასჯას. ამიტომაც, ჩვენი მთავარი მიზანია საკანონმდებლო ორგანოებიდან ბრძოლა ჯანსაღი, განსხვავებული და პროგრესული აზრის გადარჩენისთვის.
4 ოქტომბრის შემდეგ განვითარებულმა ვითარებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს ტრიბუნის არ გამოყენება განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში არათუ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნის და ხალხის წინაშე.
…ამ ოპოზიციურმა სპექტრმა შეძლო სამწუხაროდ დაერწმუნებია ამომრჩეველთა უმრავლესობა, რომ არ მისულიყვნენ 4 ოქტომბერს არჩევნებზე. თუმცა შედეგებით ვნახეთ, რომ „ოცნებამ“ ამომრჩეველთა 20-25 -პროცენტიანი მხარდაჭერით გაიფორმა 80-პროცენტიანი უმრავლესობა,“ – აცხადებს ჯემალ ანანიძე.
ხომ არ ეუბნება ამ მონაცემების მიხედვით ისევ გახარიას ამომრჩეველი გახარიას პარტიას, რომ არჩევნებში მონაწილეობა გამოსავალი არ არის? – გახარიას ამომრჩეველთა დიდი ნაწილიც არ მივიდა არჩევნებზე.
„სამწუხაროდ ინფორმაციამ იმუშავა იმდაგვარად, რომ ჩვენს გზას არ გაყვა ამომრჩვეელთა უმრავლესობა და „ოცნების“ წისქვილზე დაასხა წყალი…,“ – უპასუხა „ბათუმელებს“ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯემალ ანანიძემ.
ჯემალ ანანიძე ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაა, ის პარლამენტში შეუდგება ბოიკოტის გაუქმების შემდეგ მუშაობას, თუ ბათუმის საკრებულოში, სადაც ანანიძე ასევე პროპორციული სიის პირველი ნომერი იყო.
თუ ჯემალ ანანიძე პარლამენტის წევრი გახდება, ბათუმის საკრებულოში მის ნაცვლად სულიკო გოგოლიშვილი შევა.
„პარლამენტში, უმაღლეს საბჭოსა თუ თვითმმართველობაში მუშაობით ვფიქრობთ, რომ დავარწმუნებთ ამომრჩეველს, რომ სწორი გზა არის ეს, დავანახებთ „ქართული ოცნების“ რეალურ სახეს… მათ ისეთი კანონებიც გაიტანეს, პრაქტიკულად ინფორმაციის გამომტანიც არ იყო ვინმე.
ჩვენი ხმა იქნება ხალხის ხმა, ობიექტური ხმა,“ – აცხადებს ჯემალ ანანიძე.
მთავარ ფოტოზე: ნინო ჩხეტია, ჯემალ ანანიძე და არჩილ სამნიძე / ბათუმი, 21.10.2025
Film director Giorgi Tavartkiladze, who voluntarily went to the police and stated that he had blocked the road, was not detained.
According to his lawyer, Nika Simonishvili, Tavartkiladze was questioned at the police station.
“Director Giorgi Tavartkiladze went to the police station on his own and said: ‘I blocked the road – arrest me like my fellow protesters.’
He was asked to provide an explanation and wrote a statement saying he would voluntarily appear in court if needed. The police told him, ‘We are not planning to detain you now; we will contact you,’ and let him go.
People this fearless will bring down the system,” Simonishvili wrote.
On October 20, after attending the rally on Rustaveli Avenue, Tbilisi, Tavartkiladze went to the police station and declared that he had blocked the road just like those who had been detained for the same reason.
“A short while ago, I was on that roadway [on Rustaveli Avenue], blocking the road together with my fellow protesters. There is a reason for that – I believe that if we want to survive and truly call this a struggle, it must be an act of resistance. Today, resistance exists only on the roadway…
It’s my personal decision to come to this institution – which I can no longer call the police. It’s a self-proclaimed, illegitimate structure. I came here to tell them that, just as they arrested and imprisoned my friends and fellow fighters, they should jail me as well – because yesterday, the day before, and today, I also blocked that road. For some reason, they didn’t come for me, so now I’ve come to them,” Tavartkiladze said in a live interview with Formula TV before entering the police station.
On October 19, 14 people were arrested in connection with the October 18 rally, allegedly for “artificially blocking the road” and/or “covering their faces.” Most of them – nine individuals – were sentenced to detention the same day. Among them was Formula TV journalist and anchor Vakho Sanaia – ordered to 6 days of administrative detention.
The Ministry of Internal Affairs announced that 13 more people had been identified and that legal proceedings were underway against them. The five people detained on October 20 are reportedly among those 13 individuals.
Another journalist of Formula TV, Keta Tsitskishvili has been sentenced to five days of administrative detention on charges of “blocking the road.” Tsitskishvili is a single mother – under administrative law, a single parent of a child under 12 should not be subjected to detention. However, the judge ruled to proceed with detention, noting that her child had turned 12 on October 3.
The Georgian Dream’s parliament tightened protest laws in an effort to end the daily demonstrations that began on November 28, 2024, after the party announced the postponement of Georgia’s EU bid.
Under the new regulations, face covering and blocking the road are no longer punishable by fines – they now result in immediate detention, while repeat participation can lead to criminal charges.
The amendments were rushed through and signed under an accelerated procedure.
Detentions are likely to continue as the protests do.
„შუახევობა-2025“-ში მონაწილეობისთვის „ღამის შოუს ბენდს“ აჭარის ბიუჯეტიდან 30 612 ლარს გადაუხდიან. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აჭარის კულტურის სამინისტრომ მიმართა.
რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება? – ამ კითხვაზე პასუხად აჭარის კულტურის სამინისტრო წერს, რომ „შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა თხოვნა „ღამის შოუს ბენდის“ მიწვევის თაობაზე“.
რაც შეეხება შესყიდვის ღირებულებას, სამინისტრო განაცხადში აღნიშნავს, რომ ის „განისაზღვრა წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვებით“ [ინვოისით].
„საკონცერტო მომსახურება [გადასახადების ჩათვლით]. კონცერტი გაგრძელდება 90 წუთის განმავლობაში. სულ შესრულდება 15 სიმღერა, მათ შორის 8 საავტორო“ – წერია ინვოისში.
აჭარის კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსის, ნათია ბლაგიძის 10 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ „2025 წლის 26 სექტემბერს და 8 ოქტომბერს, აჭარის კულტურის სამინისტროში წარმოდგენილი იქნა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის, ომარ ტაკიძის კორესპონდენციები, რომლებიც ეხება მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს შუახევის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაულის – „შუახევობა-2025“- ფინანსური მხარდაჭერის საკითხს.“
აჭარის არალეგიტიმური მთავრობის მინისტრ ელისო ბოლქვაძეს ამავე მოხსენებითი ბარათით აცნობეს, რომ „წარმოდგენილი ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო თანხა ჯამურად შეადგენს 76 ათას 62 ლარს და 24 თეთრს“. აქედან:
„ღამის შოუს ბენდის“ ჰონორარისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 30 612.24 ლარს;
ღონისძიების ორგანიზების უზრუნველსაყოფად კი გამოყოფილი უნდა იქნეს 45 450 ლარი.
აჭარის კულტურის სამინისტროს 2025 წელს გამარტივებული შესყიდვით რამდენიმე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული გასართობი მომსახურებების შესყიდვაზე. მათ შორისაა:
„ღამის შოუს ბენდის“ მონაწილეობა „შუამთობაზე“, 2025 წლის აგვისტოში, ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის ხეობაში [ზორტიყელში] – გადახდილია 30 729 ლარი;
ჯგუფ „ურსას“ მონაწილეობა „ხელვაჩაურის დღეებში“, 2025 წლის სექტემბერში – გადახდილია 34 000 ლარი;
„კახაბერი და ხანუმების“ მონაწილეობა 2025 წლის აგვისტოში „შუამთობაზე“ [ბეშუმში] – გადახდილია 29 500 ლარი;
ჯგუფ „ურსას“ მონაწილეობა 2025 წლის აგვისტოში „შუამთობაზე“ [ბეშუმსა და ჩირუხში] – გადახდილია 60 000 ლარი;
ჯგუფ „გორდელას“ მონაწილეობა 2025 წლის აგვისტოში „შუამთობაზე“ [ჩირუხში] – გადახდილია 16 000 ლარი.
თიბისის მხარდაჭერით 2025 წლის 24 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალაში ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია გაიხსნება.
პროექტი ლადო ასათიანის ოჯახისა და ცაგერის ისტორიული მუზეუმის ინიციატივით განხორციელდა. სახლ-მუზეუმის განახლებული კონცეფციის ავტორია აკა მორჩილაძე. პროექტის კურატორია მარიამ კაკაბაძე.
ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი სოფ. ბარდნალაში დაარსდა 1971 წელს და უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც ლეჩხუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. სწორედ აქ გაატარა პოეტმა ბავშვობა და სიყმაწვილე – გარემოში, რომელმაც დიდი კვალი დატოვა მის შემოქმედებაში.
მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია მიზნად ისახავს პოეტის პიროვნებისა და შემოქმედების ავთენტურ, ცენზურისგან თავისუფალ წარმოდგენას. ახალი კონცეფცია აქცენტს აკეთებს ასათიანის ოჯახის ისტორიაზე, საბჭოთა ეპოქის რეალობასა და იმ პირად ტრაგიზმზე, რომელიც პოეტის ცხოვრებას თან სდევდა.
განახლებული მუზეუმი ერთდროულად წარმოგვიდგენს, როგორც ლადო ასათიანის შემოქმედებით სამყაროს, ასევე იმ გარემოს, რომელშიც ის ცხოვრობდა, დასავლურ-ქართული ყოფის, შინაური ატმოსფეროსა და ლეჩხუმური კულტურის ელემენტებით.
ახალი ექსპოზიცია მოიცავს ფოტოებს, დოკუმენტებს, საარქივო მასალას, წიგნებსა და პირად ნივთებს, რომელიც პოეტის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს ასახავს.
პროექტის მიზანია ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იქცეს არა მხოლოდ მემორიალურ ადგილად, არამედ ცოცხალ კულტურულ სივრცედ, რომელიც აერთიანებს წარსულსა და თანამედროვეობას.
თიბისი, როგორც კულტურის ერთგული მხარდამჭერი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს კულტურული ფასეულობების დაცვასა და მათ თანამედროვე კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრაციას, რისი ნათელი გამოხატულებაც არის ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის განახლების მხარდაჭერა. პროექტი აერთიანებს წარსულსა და თანამედროვეობას, ინარჩუნებს ისტორიულ მეხსიერებას და ახალ სიცოცხლეს სძენს ქვეყნის კულტურულ გარემოს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ოქტომბრის 21 საათიდან 22 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 132 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 278 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 23 436 ერთეული [+37]
საარტილერიო სისტემა – 33 902 ერთეული [+23]
MLRS – 1 524 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 229 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 72 600 ერთეული [+235]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 864 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 65 026 ერთეული [+134]
სპეცტექნიკა – 3 980 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
667 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
91 466 უპილოტო საფრენი აპარატი
633 საზენიტო სარაკეტო სისტემა
25 602 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 605 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
30 683 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
44 481 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
20 ოქტომბერს, ღამით, რეჟისორი გიორგი თავართქილაძე პოლიციაში საკუთარი ფეხით მივიდა და თქვა, რომ გზა გადაკეტა.
„მე ცოტა ხნის წინ ვიყავი სავალ ნაწილზე [რუსთაველის გამზირზე] და გადავკეტე გზა ჩემს სხვა თანამებრძოლებთან ერთად. ამას აქვს მოტივი, მე მგონია, რომ თუ გვინდა გადავრჩეთ და ამ ყველაფერს ვუწოდოთ ბრძოლა, ეს ყველაფერი უნდა იყოს წინააღმდეგობა. დღეს წინააღმდეგობა მხოლოდ სავალ ნაწილზეა.
ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ მოვიდე ამ დაწესებულებაში, რომელსაც პოლიციას ვეღარ ვუწოდებ, თვითმარქვია პოლიცია, არალეგიტიმური სტრუქტურაა და მათ უნდა ვუთხრა, რომ ჩემი მეგობრები და ჩემი თანამებრძოლები როგორც დააკავეს და დაატყვევეს, დამატყვეონ ზუსტად იმავენაირად, იმიტომ, რომ გუშინაც, გუშინწინაც, დღესაც მე ვკეტავდი ამ გზას და რატომღაც ჩემთან არ გამოჩნდნენ. ამიტომ, მე მოვედი ახლა მათთან“, — განაცხადა გიორგი თავართქილაძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ჩართვისას, სანამ პოლიციის განყოფილებაში შევიდოდა.
რეჟისორი გიორგი თავართქილაძე პროევროპული აქციების მონაწილე და მოძრაობის – „ქართული კინო საფრთხეშია“ – წევრია.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ პროტესტის წინააღმდეგ მიღებული მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოში აქციის მონაწილის მიერ სახის ნიღბის დაფარვა და გზის გადაკეტვა იწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
თბილისში 18 ოქტომბრის აქციაზე გზის „ხელოვნურად გადაკეტვის“ და/ან სახის დაფარვის საბაბით, 19-20 ოქტომბერს, პოლიციამ 19 ადამიანი დააკავა და უმეტესობას პატიმრობა გუშინვე შეუფარდეს.
_________________
ფოტოზე: გიორგი თავართქილაძე. კადრი „ფორმულას“ ვიდეომასალიდან
„ქართული ოცნება“ დაანონსებული ე.წ. განათლების რეფორმის ფარგლებში სკოლებში მე-12 კლასის გაუქმებას აპირებს, მთელი რიგი ცვლილებები შეეხება უმაღლესი განათლების სისტემასაც.
რა საფრთხეს ხედავენ სკოლის მოსწავლეების მშობლები „ოცნების“ განათლების რეფორმაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სამ მშობელს ესაუბრა.
მეგი კავთუაშვილი მე-11 კლასის მოსწავლის მშობელია. მან გვითხრა, რომ დაანონსებული ცვლილება მოულოდნელიცაა და სახიფათოც.
მისი თქმით, ამ ცვლილებას რეფორმასაც ვერ დაარქმევს, რადგან ის ბუნდოვანია:
„ბუნდოვანია იმიტომ, რომ არ გაუციათ კითხვებზე პასუხი, თუ რატომ იყო ახლა ამ ცვლილებების განხორციელება აუცილებელი.
რატომ უნდა გინდოდეს ახალგაზრდობას ჩაუკეტო გზა ყველაზე დიდ და განვითარებულ სამყაროსთან?! არ ვიცი, ვის შეიძლება სჭირდებოდეს ეს.
ორი დღეა მართლა ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე, მოვიძიე ბევრი რამ, წავიკითხე უამრავი კვლევა, ვნახე, რატომ არის 12 და 13-წლიანი სწავლა განვითარებულ ქვეყნებში და აღმოვაჩინე, რომ ამას თავისი საფუძველი ჰქონია.
მეგი კავთუაშვილი
ჩემი შვილი ახლა მე-11 კლასშია, მომავალ წელს უნდა ჩააბაროს გამოცდები და გადავიდეს უმაღლესში. ამ წუთას არ მაქვს არავითარი საშუალება, რომ ჩემი შვილი ევროპაში გავუშვა სასწავლებლად, მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი მეუღლე 24 საათი ვმუშაობთ.
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი შვილი დამოუკიდებლად ვერ იპოვის ამის გზას, როცა სტუდენტი გახდება. არის გაცვლითი პროგრამები, მაგრამ ეს არის ახლა. დღეს არსებული განათლების სისტემა იძლევა ამის შესაძლებლობას და ჩვენ რატომ უნდა ჩავკეტოთ კარი და რატომ უნდა შევიდეთ ჩიხში, საიდანაც ვეღარ გამოვალთ.
მე-12 კლასს თუ არ დაამთავრებინებენ, ეს ნიშნავს, რომ ის ვეღარ დააკმაყოფილებს იმ პირობებს, რასაც ევროპული უნივერსიტეტები ითხოვენ.
ამიტომ, მე, როგორც მშობელი, ამ „რეფორმის“ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ“ – ამბობს მეგი კავთუაშვილი.
მისი თქმით, მშობლები სულ სხვა ცვლილებებს მიესალმებოდნენ და არა ისეთს, რომელიც შესაძლებლობების ფანჯარას უკეტავს მათ შვილებს.
„როგორც მშობელი, მაგალითად, მივესალმები იმას, რომ მე-11-მე-12 კლასში ბავშვები 14 საგანს აღარ სწავლობდნენ, მედლისთვის არ ემზადებოდნენ და ცხოვრებისთვის ემზადებოდნენ. მივესალმები, ვიწრო პროფილურ სწავლებას, სადაც, ვთქვათ, ჰუმანიტარული, ტექნიკური ან საბუნებისმეტყველო მიმართულებით ოთხ-ხუთ საგანს სიღრმისეულად შეისწავლიან, გაივლიან პროფორიენტაციის კურსებს და გაიუმჯობესებენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც ძალიან სჭირდებათ უმაღლეს სასწავლებლებში და ზოგადად, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
მინდა, რომ განათლების სისტემა იყოს სამართლიანი და თანასწორი ყველასთვის, მათ შორის ისეთი ოჯახებისთვის, როგორიც ჩემია, რომელიც არ არის ძალიან მდიდარი და მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა შვილმა ნაკლები დანახარჯით მიიღოს კარგი განათლება.
დღეს საზღვარგარეთ წასვლა შეუძლიათ ნიჭიერ ბავშვებსაც, მაგრამ ხვალ ამის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ მდიდარი ოჯახის შვილებს.
ამიტომ, ვის სჭირდება ეს ცვლილება, მე რა შემემატება ამით? – მე, როგორც მშობელს, ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს. სამაგიეროდ, წაგების თვალსაზრისით უკვე ძალიან ბევრი რამ არის ჩემთვის თვალსაჩინო.
ამიტომ მგონია, რომ ეს ცვლილება არ უნდა განხორციელდეს. ბოროტება მგონია ეს“ – ამბობს მეგი კავთუაშვილი.
მან გვითხრა, რომ მის შვილს სურს ნეიროფსიქოლოგია შეისწავლოს, თუმცა, თუკი მას არც უნივერსიტეტის არჩევის საშუალება ექნება, ეს უკვე მისი კონსტიტუციური უფლების დარღვევაა და ამაზე შეგუება დაუშვებელია.
„ეს არის უნივერსიტეტების აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა, რაც პირდაპირ კონსტიტუციის 27-ე მუხლის დარღვევაა.
ეს საერთოდ უტოპიაა, რაც უნივერსიტეტებთან დაკავშირებით გააჟღერეს. წარმოუდგენელია და ამასთან შეგუება, ჩემი აზრით, შეუძლებელი იქნება.
ვფიქრობ, ეს ცვლილებები ბევრად უფრო საშიში და საზიანო იქნება, ვიდრე სკოლის დონეზე დაგეგმილი ცვლილებები. თუმცა, 11-წლიანი სწავლებაც გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი ზიანის მომტანია.
უნივერსიტეტებზე რაც ითქვა, ამაზე არც კი ვაპირებ ფიქრს და არც კი ვაწყობ რაიმე გეგმებს, იმდენად არარეალურია. წინააღმდეგობის განწყობა მაქვს ამ ყველაფერთან, ვიდრე შეგუების და გზების მოძიების. 42 წლის ვარ, მე გავიარე ზუსტად ასეთი პერიოდი, ამიტომ ფიქრიც აღარ მინდა, რომ იგივე შეიძლება გაიაროს ახალმა თაობამაც.
არავითარი სურვილი არ მაქვს ფეხი ავუწყო და დავიწყო გეგმების დაწყობა ახალ, უტოპიურ რეალობასთან. არც იმის გზებს დავეძებთ, სად წავიდეთ, რომ უკეთესად ვიცხოვროთ. ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში ვიცხოვროთ ძალიან კარგად და იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება“- ამბობს მეგი კავთუაშვილი.
თეა ბულია სამი შვილის დედაა.
„მქონდა მოლოდინი, რომ სახელმწიფო აუცილებლად გადადგამდა ისეთ ნაბიჯებს, რაც უზრუნველყოფდა ჩემი შვილების კეთილდღეობას ამ სახელმწიფოში, თუმცა ეს არასდროს მოხდა.
სამწუხაროდ, დაგეგმილ ცვლილებებში საშიშროებას ვხედავ.
უცხოეთში სწავლა პანაცეა არ არის, ცხადია, მაგრამ რომ მოისურვოს სწავლის გაგრძელება ჩემმა შვილმა, რომელიც კარგად ფლობს უცხო ენებს, ხომ უნდა ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა? ახლა კი ამ შესაძლებლობას ეს რეფორმა ართმევს. მე ასე ვხედავ, ყოველ შემთხვევაში“ – ამბობს თეა ბულია.
იგი მიიჩნევს, რომ დაანონსებული ცვლილებებით განათლების ხარისხიც ეჭვის ქვეშ დგას და ევროპულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის შანსიც მნიშვნელოვნად იკლებს.
„დემოკრატიულ ქვეყანაში ჩვენ ხომ უნდა გვქონდეს არჩევანის უფლება? ჩემთვის ეს არის არჩევანის შეზღუდვა. მე სად წავალ, სად მივიღებ განათლებას, აბსოლუტურად ჩემი ნებაა.
თუ ჩვენი და ევროპული სისტემა არ იქნება თანხვედრაში, კოლეჯშიც რომ გავუშვა ჩემი შვილი, ეს დაჯდება ძალიან ძვირი და ამას ყველა ვერ შესწვდება, თანაც ბევრი ბარიერი იქნება გადასალახი. რატომ უნდა გააკეთო ასე, როცა დღეს ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია რიგითი ადამიანებისთვისაც“ – ამბობს თეა ბულია.
თეას სამი შვილიდან უფროსი მე-11 კლასშია, მეორე – მე-9 კლასში, ხოლო უმცროსი მე-4-ში სწავლობს.
„მე-9-კლასელი შვილი ძალიან მონდომებულია, რომ გერმანიაში მიიღოს განათლება და სულ მეუბნებოდა ხოლმე, მე აუცილებლად დავბრუნდები, რომ ჩემი ცოდნა ქვეყანას მოვახმაროო. ამას პატარა ბავშვებიც კი კარგად ხვდებიან, მაგრამ მაინც ცდილობენ, რომ ყველა მხრიდან ჩაუხერგონ ბავშვებს გზა.
უნდა მივყვეთ ამათ დახაზულ რაღაც შაბლონს და იქეთ-აქეთ არ უნდა გავიხედოთ? კომუნისტების დროს რომ იყო, რაღაც ისეთ იერარქიას ქმნიან და ეს მაშფოთებს და მაშინებს კიდევაც“ – ამბობს თეა ბულია.
მისი თქმით, უნდობლობას იწვევს ის კომისია, რომელმაც რეფორმაზე იმუშავა.
„კალაძემ რანაირად უნდა გადამიწყვიტოს, სად უნდა ისწავლოს ჩემმა შვილმა, ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი. მას ხომ ჰყავს შვილები ევროპულ სკოლაში? ჩემს შვილებსაც მინდა ჰქონდეთ არჩევანი. ჩვენ რატომ გვზღუდავენ?!
ფაქტია, რომ უნდათ ქვეყანა მოაქციონ იზოლაციაში. ფაქტია, რომ განათლების სისტემასაც ანგრევენ მიზანმიმართულად და ჩემი აზრით, ეს ცვლილებები ეროვნულ მიზნებს არ ემსახურება. ფიქრიც კი მიჭირს ამაზე, მაგრამ აუცილებელია პროტესტი და ხმამაღლა ჩვენი პოზიციის დაფიქსირება“ – ამბობს თეა ბულია.
ხატია მიმინოშვილს ოთხი შვილი ჰყავს და სხვა მშობლების მსგავსად, ისიც შეშფოთებულია იმ ცვლილებებით, რის დანერგვასაც „ოცნება“ განათლების სისტემაში აპირებს.
ხატია მიმინოშვილი
„უფროსმა სკოლა უკვე დაასრულა და სხვა ეტაპზეა გადასული, მეორე შვილი მე-12 კლასელია, მომდევნო შვილები კი მე-10 და მე-7 კლასში არიან.
ჩემს შვილებსაც აქვთ სურვილი, რომ სწავლა უცხოეთში გააგრძელონ. უფროსმა ბევრი ქვეყანა მოიარა, ბევრი რამ ნახა და ახლაც აქვს სურვილი, რომ საზღვარგარეთ ისწავლოს.
მე-12 კლასელი შვილი ამ ცვლილებების გამო ცოტა დაბნეულია, ვერ ხვდება რა ხდება.
ამ 13 წლის განმავლობაში არაერთი რეფორმის შესახებ გვესმოდა, თუმცა არცერთი არ შედგა. მხოლოდ განათლების მინისტრები იცვლებოდნენ და ახალი მინისტრების მოტანილი „რეფორმები“ თაროზეა შემოდებული.
ყაზახეთში თუ ყირგიზეთში დადიოდნენ ამ ბოლო დროს და ალბათ იქიდან თუ ჩამოგვიტანეს ეს „რეფორმა“. ამ წლების განმავლობაში ბავშვების სასიკეთო არაფერი გაკეთებულა. წლებია სასკოლო კვებას ვითხოვთ, გვპირდებოდნენ და არც ეს შეასრულეს.
ახლა კი უცებ ეს მოიფიქრეს და გადაწყვიტეს ხელ-ფეხი შეგვიკრან. ჩვენ შვილებს რომ მოუნდეთ ევროპაში სწავლა, რა ვქნათ, მთლიანად ოჯახი უნდა გადავბარგდეთ სადღაც საცხოვრებლად?
ერთი სიუჟეტი ვნახე განათლების მინისტრზე მიქანაძეზე, სახლიდან გამოდის და ჭიშკარზე მისი გვარი ქართულის გვერდით რუსულადაც ეწერა. რაზე უნდა ველაპარაკო ასეთ მინისტრს, რუსულად რომ უწერია გვარი ჭიშკარზე.
თუმცა თავიანთი შვილები კი ჰყავთ ევროპულ სკოლებში ან დაიზარდნენ უკვე და აღარ სჭირდებათ 12-წლიანი სკოლა და იციან, ეს პრობლემები მათ არ შეეხებათ“ – ამბობს ხატია მიმინოშვილი.
მისი თქმით, ევროპასთან დამაკავშირებელი კარები ფაქტობრივად მიხურულია და დარჩენილი ჭუჭრუტანის ამოქოლვაც აპირებენ.
„ზოგჯერ ვფიქრობ, სანამ ეს ჭუჭრუტანა მაინც არსებობს, ხომ არ გავაღწიო ქვეყნიდან მეთქი, მაგრამ მეორე მხრივ, იმაზეც ვფიქრობ, რომ ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე.
ამ თემაზეც ძალიან დიდ ხმაურს ველოდი, მაგრამ ისე დაღალეს საზოგადოება ამ გაუთავებელი აკრძალვებით და მოულოდნელობებით, რომ ხალხს მგრძნობელობა აქვს თითქოს დაბლაგვებული. ყოველ წუთს რაღაც იცვლება, რაღაც იკრძალება და ადამიანი ვეღარ ასწრებ რეაგირებას“ – ამბობს ხატია.
მისი თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად, გამოსავალს მაინც ბრძოლაში და წინააღმდეგობაში ხედავს.
„ხმაურში და მოძრაობაშია, რა თქმა უნდა, გამოსავალი, არანაირად – პესიმიზმში.
მე 90-იანების ადამიანი ვარ, ეს რთული პერიოდი მაქვს გამოვლილი და ვფიქრობ, ახლა უფრო მეტი საშუალება გვაქვს იმის, რომ ყველგან ვიხმაუროთ, ყველა პლატფორმაზე.
„ჩვენ ვერაფერს შევცვლით“- ეს სიტყვები საერთოდ ყველამ უნდა დავივიწყოთ. ყველა ვიცით, რომ ყველაფერი არ შეგვიძლია, მაგრამ რაც შეგვიძლია, ყველამ ცოტ-ცოტა გავაკეთოთ. ყველას უნდა მივაწვდინოთ ხმა, რომ ეს დამაზიანებელი „რეფორმა“ არ იყოს განხორციელებული“ – ამბობს ხატია მიმინოშვილი.
დღეს, 20 ოქტომბერს, აქციაზე გზის გადაკეტვის საბაბით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ „ფორმულას“ ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
„იმდენჯერ ახსენა ჩემი შვილი ამ ადამიანმა [შსს-ს წარმომადგენელმა], უნდა ვუპასუხო. საერთოდ არ ვაპირებდი ამ პროცესზე არაფრის თქმას. ჩემი შვილისთვის ვდგავარ იქ. თუ გყავს შვილი, შენი შვილისთვისაც ვდგავარ. შენ რისთვის ზიხარ აქ, ეგეც გასაგებია“, — ასე მიმართა ქეთა ციცქიშვილმა შსს-ს წარმომადგენელს.
ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს 12 წლის შვილი ჰყავს. ის მარტოხელა დედაა.
ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დღეს დაკავებულ აქტივისტებს: საბა ჯაფარიძესა და თემო სარალიძეს; 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ნინო ბერუაშვილს. პარალელურად ჯერ კიდევ [21:00 სთ] მიმდინარეობს აქტივისტ თამარ თოთლაძის საქმის განხილვა. ყველა მათგანს აქციაზე ყოფნისას გზის „ხელოვნურ გადაკეტვას“ და/ან სახის დაფარვას ედავებიან.
18 ოქტომბრის აქციაზე გზის „ხელოვნურად გადაკეტვის“ და/ან სახის დაფარვის საბაბით, გუშინ, 19 ოქტომბერს, თბილისში 14 ადამიანი დააკავეს და უმეტესობას, 9 მათგანს, პატიმრობა გუშინვე შეუფარდეს. მათ შორის იყო „ფორმულას“ კიდევ ერთი ჟურნალისტი და წამყვანი ვახო სანაია.
„ფორმულას“ ჟურნალისტების დაკავებას დღეს გამოეხმაურა პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი.
„ეს აშკარა მიზანმიმართული თავდასხმაა „ფორმულაზე“, რომელიც საქართველოში დარჩენილ მცირერიცხოვანი კრიტიკული ხმათა შორის ერთ-ერთია. მოვუწოდებთ მათი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისაკენ“, – ვკითხულობთ პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის განცხადებაში.
ბათუმში მცხოვრები მარტოხელა დედა ამბობს, რომ მოატყუეს და უსახლკაროდ დატოვეს. ქალს მიუმართავს პოლიციისთვისაც.
„15 ათასი დოლარი მქონდა, ბინა მინდოდა ამეღო იპოთეკით, 2023 წელს ხელშეკრულება გავაფორმე, მაგრამ მომატყუეს, ქირის თანხასაც აღარ მიხდიან… ქუჩაში დავრჩი სამ შვილთან და მოხუც ბებიასთან ერთად,“ – ამბობს ვიქტორია პოპოვა.
ვიქტორია პოპოვას ორი შვილი მცირეწლოვანია, სრულწლოვანი შვილი კი, ჯერ არ მუშაობს. ვიქტორია შვილებთან და 86 წლის ბებიასთან ერთად ქირით ქეთევან წამებულის ქუჩაზე ცხოვრობს.
ვიქტორია პოპოვა ბებიასთან ერთად
ვიქტორია პოპოვა საქართველოს მოქალაქეა. მის ოჯახს ბინა ბათუმში ჰქონია, თუმცა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ბებიას სამკურნალოდ და წამლებში ფული აღარ ეყო, ბინა გაყიდეს:
„15 ათასი დოლარი დაგვრჩა და ვიფიქრე, რომ ავიღებდი ბინას იპოთეკით,“ – გვიყვება ვიქტორია პოპოვა, – „ჩამოვუარე მაკლერებს. ერთ-ერთმა მაკლერმა მითხრა, მაგ თანხით ვერ ნახავ იპოთეკას, გაგიჭირდება, გაძვირებულია ბინები ახლაო და შემომთავაზა ასეთი პირობა: ინვესტორი არსებობს და ბინას აშენებს ანგისის ქუჩაზე, თანხა სჭირდება, შენ ამ თანხას მისცემ და ის კორპუსს ააშენებს, ქირის ფულს გადაგიხდის მთელი წელი და ერთი წლის მერე ეს თანხა სრულად დაგიბრუნდებაო.
თუ თანხის დაბრუნებას ვერ შეძლებს ინვესტორი, მაშინ ბინა დაგრჩებაო.
შემახვედრეს ბიზნესმენს – ივანე ლიპარტიანს, რომელმაც იგივე მითხრა, რაც მანამდე მაკლერმა და მაჩვენა კორპუსიც, სადაც უკვე მიმდინარეობდა მშენებლობა. იუსტიციაში წავედით და იქ გავაფორმეთ ხელშეკრულება, რას ვიფიქრებდი, რომ ფულს ვეღარ დავიბრუნებდი და არც ბინა აშენდებოდა?“ – ამბობს ვიქტორია პოპოვა.
ვიქტორია პოპოვას 2023 წლის თებერვალში გაუფორმებია ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით შპს „გრინ თაუერთან“, სადაც აღნიშნულია, რომ ვიქტორია პოპოვამ 14 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა. მარტოხელა დედა აღნიშნავს, რომ 1000 აშშ დოლარი მომსახურების სანაცვლოდ მაკლერს გადაუხადა.
ბიზნესმენს რამდენიმე თვე გადაუხდია ქირის თანხა, როგორც ვიქტორია ამბობს, თვეში 400 აშშ დოლარი, შემდეგ კი, უთქვამს, რომ თანხას ვეღარ გადაუხდის.
„მითხრა, რომ აღარ აქვს ფული. ვუთხარი, რაც დარჩა ჩემი ფულიდან ის მაინც დამიბრუნეთ, ისევ მოვძებნი იპოთეკას და ჩავდებ, თორემ ქუჩაში ვრჩები-მეთქი.
აღმოჩნდა, რომ სახლში, რაც შენდებოდა და მაჩვენეს, იქ არც ყოფილა ჩემი ბინა. ჩემი ბინა მის გვერდით, მეზობელ ნაკვეთზე უნდა აშენებულიყო, სადაც მხოლოდ ბოსტანია და მშენებლობა დაწყებულიც კი არ არის.
ასეა ათეულობით ადამიანი იმ კორპუსში, ვისაც ბინა უნდა მიეღო, გადახდილი აქვთ ფული. არც ბინის მშენებლობა დასრულებულა და არც ფულს უბრუნებენ,“ – ამბობს ვიქტორია პოპოვა.
2025 წლის დასაწყისში ვიქტორია პოპოვას ხელშეკრულებას უკვე „რეგალ ქონსთრაქშენი“ უფორმებს და ის იღებს ვალდებულებას მის წინაშე. „რეგალ ქონსთრაქშენი“ იგივე კომპანიის ახალი სახელია, რომელმაც ვიქტორია პოპავასთან დადებული პირობა არ შეასრულა. კომპანიის სახელთან ერთად შეიცვალა დამფუძნებელიც – ამჯერად კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ჩიბუხაშვილია.
„ქირის ფული კი არა, საერთოდ აღარ პასუხობს ტელეფონს გიორგი ჩიბუხაშვილი, ახალი ბიზნესმენი.
პოლიციაში მივედი რამდენჯერმე, მაგრამ არ მომაქციეს ყურადღება. 2025 წლის 11 ივნისს პოლიციის დეპარტამენტში მივედი და იქ დავტოვე განაცხადი,“ – ვიქტორია პოპოვა გვაჩვენებს წერილს, რომელსაც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ბერდია ფერაძე ხელს აწერს – „ჩავიბარე“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში დღეს, 20 ოქტომბერს „ბათუმელებს“ ვერ უთხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება ვიქტორია პოპოვას მიმართვის შემდეგ.
„კაზინოში ვმუშაობდი, მაგრამ წამოვედი რამდენიმე თვის წინ, ნერვიულობისგან კბილებიც დავკარგე…
ახლა დამლაგებლად ვმუშაობ, სადმე რამე თუ გამოჩნდება, რომ შვილების გამოკვება შევძლო.
მერია თვეში მხოლოდ 520 ლარს მირიცხავს, ამას ემატება ბებიას პენსია. სულ ესაა ჩვენი შემოსავალი, სოციალურს არ ვიღებთ.
მერიაში როცა მივედი დასახმარებლად, მითხრეს, არ ვიცით, როდის იქნება მერი, დაბრძანდით თუ გნებავთ, დაელოდეთო. რამდენი ხანი უნდა ვმჯდარიყავი? არც განცხადება დამიწერია უსახლკარობაზე. ვიცი, რომ ბევრია უსახლკარო და არავინ ყურადღებას არ აქცევს.
ვიფიქრე, რომ ვუჩივლებდი კომპანიას სასამართლოში, მაგრამ იურისტმა კონსულტაციაში 300 ლარი მომთხოვა. როგორ ვიდავო?!“ – კითხულობს ვიქტორია პოპოვა.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა უძრავი ქონების აგენტს, რომელმაც ვიქტორია პოპოვა ბიზნესმენს დააკავშირა, ასევე ბიზნესმენებს, რომლებმაც ვიქტორია პოპოვასთან დადებული პირობა არ შეასრულეს.
„მე რა შუაში ვარ? ჩემთან ოფისში გამოართვა ვანომ [ივანე ლიპარტიანი] ფული და იმავე საღამოს გაკეთდა საქმე, ცუდი პიროვნება არ იყო ვანო, ერთი წელი, როგორც ვიცი, უხდიდა ქირის ფულს, ყველას უხდიდა, მაგრამ ვიქტორიაზე მოხდა ყველაფერი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ უძრავი ქონების აგენტმა, ელენე ხიმშიაშვილმა.
უძრავი ქონების აგენტი განმარტავს, რომ მან თავიდანვე განუმარტა ვიქტორია პოპოვას ხელშეკრულების პირობები.
„ვიცოდი, რომ ბინა არ იყო აშენებული. ვუთხარი, რომ პროექტი არის და შენდება ბინა, თუ გინდა, ჩადე ეს ფული და თვეში 4%-ს გადაგიხდიან.
გამომიძახეს მაგ საქმეზე და მე ვუთხარი ყველაფერი გამოძიებას… ვუთხარი, რომ ვანო ლიპარტიანი მთელ ქალაქში დადიოდა და ამბობდა, რომ ისესხებდა თანხას და პროცენტს გადაიხდიდა, ამ დროს გამოჩნდა ვიქტორია…
ერთ თვის წინ ვიყავი გამოკითხვაზე,“ – გვითხრა ელენე ხიმშიაშვილმა.
რაც შეეხება მშენებელი კომპანიის ძველ და ახალ დამფუძნებლებს – ისინი ყველაფერს ერთმანეთს აბრალებენ, ხოლო კითხვაზე, რა უნდა ქნას ამ დროს მარტოხელა დედამ, გვპასუხობენ, რომ ამას სასამართლო დაადგენს.
„ვისაც ფული გადაუხადა, იმასთან გაარკვიოს,“ – ამბობს გიორგი ჩიბუხაშვილი, შპს „რეგალ ქონსთრაქშენი“ მესაკუთრე და დირექტორი. მას შევახსენეთ, რომ ის სამართალმემკვიდრეა „გრინ თაუერის“, რომელთანაც ვიქტორია პოპოვამ თავდაპირველად ფული გადაიხადა.
„კვადრატები უნდა დაებრუნებინათ [კომპანიის წინა მეწილეებს], მაგრამ არ დაგვიბრუნეს, მოგვატყუეს. 8 ათას კვადრატამდეა გაყიდული და ერთი თეთრიც არ არის შემოსული…,“ – გვითხრა გიორგი ჩიბუხაშვილმა. მას ვუთხარით, რომ კონკრეტულად ვიქტორია პოპოვას საკითხი გვაინტერესებს და აქვე ვკითხეთ – თუ კომპანიის ყოფილი მეწილეები მასთან პირობას არ ასრულებდნენ, ამ საკითხზე მიმართა სასამართლოს?
„ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, გვინდა, რომ მშვიდობიანად გაკეთდეს ეს ყველაფერი.
ვიქტორიასთან ხელშეკრულება რეესტრში დაფიქსირებულია, მაგრამ კომპანიის ანგარიშზე არ არის დარიცხული მისი თანხა… ვისაც მისცა ფული, იმათ მოსთხოვოს: ვანომ და რამაზმა [რამაზ კაკაბაძე ასევე კომპანია „გრინ თაუერის“ ერთ-ერთი ყოფილი მესაკუთრეა] უნდა დაუბრუნოს,“ – ამბობს გიორგი ჩიბუხაშვილი.
ბიზნესმენს შევახსენეთ, რომ მასაც აქვს გაფორმებული ხელშეკრულება 2025 წლის 10 თებერვალს ვიქტორია პოპოვასთან:
„მიმართოს სასამართლოს და პროკურატურას… მე გადავიხადე ნახევარი მილიონი იმ პირობით, რომ კვადრატები უნდა დაებრუნებინათ და ეს ფული გადაეხადათ, მათ პირიქით, აქეთ დაგვიყადაღეს ქონება,“ – დასძინა გიორგი ჩიბუხაშვილმა.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა „გრინ თაუერის“ ყოფილ მეწილეს ივანე ლიპარტიანს, რომელმაც გვითხრა, რომ მისი ადვოკატი, გიორგი ცობეხია გაგვცემდა პასუხს კითხვებზე.
„ჩვენ ეს კომპანია გავასხვისეთ, შესაბამისად, ყველა ის ვალდებულება, რომელიც არსებობდა მანამდე, გაჰყვა კომპანიას და გადავიდა კომპანიის ახალ მესვეურებზე,“ – გვიპასუხა ადვოკატმა გიორგი ცობეხიამ. მას ვუთხარით, რომ გიორგი ჩიბუხაშვილის თქმით, ყოფილმა მეწილეებმა ახალთან პირობა არ შეასრულეს:
„საოცრება ის არის, რომ ჩვენი სარჩელის განხილვა მიმდინარეობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ეს იმის მანიშნებელია, რომ რაიმე სახის დარღვევას ჩვენი მხრიდან ადგილი რომ ჰქონოდა, ისინი დაიწყებდნენ დავას.
სასამართლოში ვდავობთ იმ პირობების შეუსრულებლობაზე, რაც ახალმა მესაკუთრემ არ შეასრულა და ვითხოვთ კომპანიის წილის უკან დაბრუნებას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. თუ ვინმეს ჩვენთან პრეტენზია აქვს, ჩვენ ვამბობთ, რომ დაგვიბრუნეთ ჩვენი წილი და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ვალდებულების შესრულებას…
ბიზნესში ხდება, როცა რაღაც პროექტი არ არის წარმატებული და წილის გასხვისება უკეთესი გამოსავალია, მათ შორის, ვალდებულებების მომსახურებისთვის.
მან [გიორგი ჩიბუხაშვილი] ჩვენთან ანგარიშსწორებაც არ შეასრულა, არათუ სხვა ვალდებულებები,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ივანე ლიპარტიანის ადვოკატმა, გიორგი ცობეხიამ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ საქმის განხილვა არ ჯერ დაწყებულა.
ექიმი ნევროლოგი ნათია ხარატი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაუშვეს, ამბობს, რომ შესაძლოა მასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არამხოლოდ პოლიტიკურ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს.
„რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ჩემთან ხელშეკრულება გაწყვიტა. როცა ვცადე გარკვევა, ჩემს ფეისბუქ პოსტებზე მიმითითეს. ამ ამბის შესახებ ვისაუბრე. ჩემს ინტერვიუს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.
ყველა, ვინც ეს ამბავი გაიგო, ამბობდა: იგივე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბევრი ექიმია განსხვავებულ აზრზე და მათთან რატომ არ გაწყვიტეს ხელშეკრულებაო.
აქ ვფიქრობ რამდენიმე მიზეზია: ეს ექიმები ამ აზრს შეიძლება ისე ხმამაღლა არ აფიქსირებენ როგორც მე და მეორეც, მე ვიყავი მიწვეული ექსპერტად მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე პროფესიული დასკვნა დავდე. თან ივლისში მოხდა ეს ამბავი, ივლისში იყო სასამართლო პროცესი, კლინიკამ ხელშეკრულება კი სექტემბერში შემიწყვიტა.
ვფიქრობ, სასამართლოზე გამოსვლა იყო რეალური მიზეზი, თორემ მე ჩემს აზრს შარშანაც ვაფიქსირებდი, შარშანწინაც და ადრეც შეეძლოთ ეთქვათ, რომ ჩემი ფეისბუქ პოსტები იყო პრობლემა, ან საერთოდ არ ავეყვანე სამსახურში თუ იმათთვის აზრის დაფიქსირება იყო პრობლემა,“ – ამბობს ნათია ხარატი.
ნათია ხარატი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე 23 ივლისს გამოვიდა. მან სასამართლოზე თქვა, რომ ე.წ დაზარალებულის, ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსის, ირაკლი დგებუაძის ჩვენება, რომ მან განიცადა ტკივილი, მისი აზრით, იყო სიმულაცია.
მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით.
სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ჩვენება მისცა ირაკლი დგებუაძემ და თქვა, რომ სილის შემდეგ „ლოყა გაუწითლდა და ეტკინა“.
ექსპერტმა, ექიმმა-ნევროლოგმა ნათია ხარატმა კი სასამართლოზე განაცხადა:
„[ტკივილის აღქმის] ფსიქოლოგიურ ფაქტორშიც არ ჯდება ის, რომ 30 წუთი ჰქონდა ლოყა გაწითლებული და შემდეგ გაქრა. ეს უფრო სიმულაციაში ჯდება. „მეტკინა“ – ჩემთვის უფრო სიმულაციაა.
ფიზიოლოგიურად არანაირად არ შეიძლება, რომ [სილის გაწვნიდან] ორ წუთში არაფერი არ იყოს სახეზე, ნახევარ საათში გაჩნდეს და შემდეგ ორ საათში გაქრეს. იმიტომ, რომ ეს არის სისხლის მიმოქცევა. სისხლის მიმოქცევით გამოწვეული გაწითლება ხდება ძალიან მალე, წამში თუ არაა, ორ წუთში აუცილებლად გამოჩნდებოდა. 30 წუთში არანაირად არ გამოჩნდებოდა.
სიწითლე ჰაერიდან არ მოდის. ეს არის ვეგეტატიური პასუხი. ვეგეტატიური ნერვული სისტემა ჩვენი ავტონომიური ნერვული სისტემაა და ამ სიწითლეზე ჩვენ პასუხისმგებელი არ ვართ“.
რა მოხდა
ექიმი-ნევროლოგი ნათია ხარატი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო დასაქმებული კლინიკური ელექტროფიზიოლოგის პოზიციაზე.
ექიმი ამბობს, რომ კლინიკაში რამდენიმე თვის განმავლობაში ხელშეკრულების გარეშე მუშაობდა, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ექიმმა ხელშეკრულების ამბავი მოიკითხა და აღმოჩნდა, რომ მასთან სამი თვით იყო გაფორმებული ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების ვადა 17 სექტემბერს იყო ამოწურული.
ნათია ხარატსახალი ხელშეკრულება აღარ გაუფორმეს. კლინიკის ხელმძღვანელმა კახა აღამანაშვილმა მას შეხვედრისას, პირად საუბარში მიზეზად „მისი ფეისბუქპოსტები“ დაუსახელა.
ექიმი-ნევროლოგი ნათია ხარატი კი თვლის, რომ მასთან ხელშეკრულების გაწყვეტა უკავშირდება როგორც მის კრიტიკულ დამოკიდებულებას არსებული ხელისუფლებისადმი, ისე იმ ფაქტს, რომ იყო მოწმე მზია ამაღლობელის საქმეზე.
„ამით გახარიას სურს, რომ აკრძალვის სიას გამოაკლდეს,“ – მიიჩნევს პოლიტიკის ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი, რომელსაც გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის ახალ გადაწყვეტილებაზევესაუბრეთ – დღეს, 20 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ბოიკოტის შემდეგ გახარიას პარტია პარლამენტში შედის.
„გახარიას პარლამენტში შესვლით ფორმალურად „ოცნებას“ შეუძლია თქვას: აი, შეხედეთ, პოლიტიკური ოპოზიციის ძალა შემოსულია პარლამენტში. სინამდვილეში კი, ყველას ესმის, რით იყო განპირობებული გახარიას შესვლა პარლამენტში. გახარია ამ ნაბიჯით იქცევა „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემის ნაწილად, სისტემურ ოპოზიციად,“ – მიიჩნევს ლაშა ძებისაშვილი.
რა იცვლება გახარიას გუნდის პარლამენტში შესვლით? – „ბათუმელებმა“ ლაშა ძებისაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, ის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორია.
ბატონო ლაშა, რა იცვლება გახარიას პოლიტიკური პარტიის პარლამენტში შესვლით? დღეს მოვისმინეთ გახარიას გუნდის წარმომადგენლის განცხადება: მანდატებზე უარის თქმამ „ოცნების“ ბოროტების მანქანა ვერ შეაჩერაო.
აბსოლუტურად არაფერი არ იცვლება, გარდა იმისა, რომ გახარიას გუნდის შესვლით პარლამენტის ლეგიტიმაცია იზრდება. ე.წ. ოპოზიცია გახარიას სახით ამ შემთხვევაში დგამს დამატებით ნაბიჯს აქეთკენ – აქამდე პარლამენტი იყო სრულიად არალეგიტიმური და მასში არ იყო წარმოდგენილი არცერთი სხვა პოლიტიკური ძალა „ოცნების“ გარდა.
თუმცა პარლამენტი მაინც არალეგიტიმური იქნება. ამ შემთხვევაში გახარიამ ჩვეულებრივად „ოცნების“ საქმე გააკეთა.
არალეგიტიმურობას ქმნის არჩევნების შედეგი – რამდენად გაყალბებული იყო არჩევნები. არავის ეჭვი არ ეპარება, იმხელა გაყალბებას ჰქონდა ადგილი, რომ ლეგიტიმურობაზე ზედმეტია საუბარი. აქ საუბარია იმაზე, რომ მიუხედავად ამ გაყალბების და არალეგიტიმურობისა, გახარიას პარტია პრაქტიკულად ამაზე თვალს ხუჭავს და თანახმაა, არალეგიტიმურობის თამაშში მიიღოს მონაწილეობა და გახდეს სისტემური ოპოზიცია.
მაშინ ვის თვალში იზრდება გახარიას პარტიის ამ გადაწყვეტილებით ანტიკონსტიტუციური პარლამენტის ლეგიტიმაცია?
ლეგიტიმურობას აქვს რამდენიმე კომპონენტი: რამდენად სამართლიანად ჩატარდა არჩევნები? არჩევნების შედეგს რამდენად ცნობს პოლიტიკური ოპოზიცია? როგორია საერთაშორისო საზოგადოების შეფასებები? სამივე კომპონენტში საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას ლეგიტიმურობის ნატამალი არ ჰქონდა.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო აღიარებაზე, პირველ რიგში, ვგულისხმობთ დემოკრატიულ სამყაროს: ეს არის ევროკავშირი და აშშ.
ლაშა ძებისაშვილი
გახარიას პარლამენტში შესვლით ფორმალურად „ოცნებას“ შეუძლია თქვას – აი, შეხედეთ, პოლიტიკური ოპოზიციის ძალა შემოსულია პარლამენტში. სინამდვილეში კი, ყველას ესმის, რით იყო განპირობებული გახარიას შესვლა პარლამენტში. გახარია ამ ნაბიჯით იქცევა „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემის ნაწილად, სისტემურ ოპოზიციად.
თქვენი აზრით, თავად გახარიას რა გათვლებით შეიძლება ეს აწყობდეს?
ვფიქრობ, გახარიას უბრალოდ პარტიის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის გადარჩენა სურს. ამ პოლიტიკური პარტიის გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ ფინანსური რესურსებით, რასაც სახელმწიფო გამოყოფს მისი პოლიტიკური პარტიისთვის.
მიუხედავად ყველანაირი დანაკარგებისა – იმიჯური დანაკარგებისა, ნდობის დანაკარგისა და ასე შემდეგ – გახარიამ გადაწყვიტა, რომ ფორმალურად გადაარჩინოს თავისი პარტია. შესაბამისად, ის მიიღებს ფინანსურ რესურსებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამომავლოდ ეს როგორ აისახება მის პოლიტიკურ, წარმატებაზე, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
პრაქტიკულად გახარიამ ამ ნაბიჯით თავისი პოლიტიკური მომავალი გაანადგურა.
შესაძლოა, გახარია იმასაც ფიქრობს, რომ გარკვეულ პერიოდში შეიძლება „ქართული ოცნება“ აღარ იყოს მონოლითური ორგანიზაცია, დაიშალოს და აი, ამ ცვლილების ფონზე მას ექნება პარტია შენარჩუნებული, როგორც ორგანიზაცია. რამდენად შეძლებს გახარია ამ შენარჩუნებული პარტიით დაკარგული და განადგურებული ნდობის აღდგენას, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ.
რატომ არ არის დამაჯერებელი გახარიას პარტიის დღევანდელი გზავნილი – „ვიწყებთ ხალხისთვის გამორთმეული ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისა და პლატფორმის ხალხის სამსახურში დაბრუნებას“?
ყველა საღად მოაზროვნეს უბრალოდ სასაცილოდ არ ყოფნის ის არგუმენტები, რასაც გახარიას პარტია იყენებს, მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში, როცა გაერთიანდნენ „ლელოსთან“ და თბილისის გამოგლეჯას ცდილობდნენ.
აბსოლუტურად რეალობისგან მოწყვეტილები იყვნენ და ჯიუტად, უფრო სწორედ, უტიფრად აგრძელებდნენ არგუმენტების ჩამოთვლას, რასაც რეალობასთან არავითარი საერთო არ ჰქონდა.
ხალხი ბრმა არ არის და ყველა ყველაფერს ხვდება. ამ ფონზე, როცა პოლიტიკურ სისტემაში არანაირი ბერკეტი არ არსებობს „ოცნებაზე“ ზემოქმედების კუთხით, გახარია გამოდის და ამბობს, რომ პარლამენტში შესვლით ის მოიპოვებს ბერკეტს „ოცნებაზე“ ზემოქმედებისთვის. ეს საქართველოს მოსახლეობის მორიგი დაცინვაა, მეტი არაფერი.
ამ შემთხვევაში პირდაპირ კი არ ებრძვი ამ ხელისუფლებას – არამედ მხოლოდ მის ინტერესებს ემსახურები. ყველაფერი, რასაც აკეთებს გახარია და მისი პარტია, ჩვეულებრივი სიყალბეა, რეალურად ეს „ქართული ოცნების“ მიზნებს ემსახურება.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გახარიას პარტიასაც აკრძალავს „ქართული ოცნება“? ირაკლი კობახიძის რიტორიკას თუ გავყვებით, არც ესაა გამორიცხული
„ქართული ოცნება“ ისეთ სტადიაზეა გადასული, რომ შეიძლება ჩათვალონ, რომ გახარიას პარტია მათთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს და შეიძლება „ოცნებამ“ მიიღოს ეს გადაწყვეტილებაც – აკრძალოს გახარიას პარტიაც.
თუ ასე მოხდება, გასაგები გახდება, რომ „ქართულ ოცნებას“ გახარიას პარტია საბოლოოდ აღარ სჭირდება არც იმიჯურად და არც ფორმალურად. ამ შემთხვევაში გახარიას გათვლა, რომ რაღაც მომენტში სისტემურ ოპოზიციად გამოცხადებულიყო და ორგანიზაცია შეენარჩუნებინა, არ იქნება გამართლებული. გამოვა, რომ გახარიას „ქართულმა ოცნებამ“ გათვლა დაასწრო და მისი სამომავლო გეგმები ჰაერშივე ასწია.
გახარიას გათვლაა, რომ „ქართული ოცნების“ სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი იყოს.
თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გახარიას პარტიის აკრძალვაზეც, ეს აისახება იმ დეპუტატებზეც, რომლებიც პარლამენტში შედიან.
თუ „ოცნება“ გააუქმებს ფორმალურ დონეზე ოპოზიციას და მხოლოდ გახარიას პარტია დარჩება, ამას რა ფასი ექნება პოლიტიკურად გახარიასთვის?
გახარიასთვის არ აქვს მნიშვნელობა, მისი პოლიტიკური პარტია როგორ გადარჩება. მისთვის მთავარია პარტია, როგორც ორგანიზაცია, გადარჩეს და ამიტომაც, შედის პარლამენტში. ამით გახარიას სურს, რომ აკრძალვის სიას გამოაკლდეს, მე ვფიქრობ ეს არის მისი ამოცანა.
რა ეტაპზე გადადის პოლიტიკური პროცესი საქართველოში? „ქართული ოცნება“ იწყებს პარტიების აკრძალვას, იზოლაცია კიდევ უფრო ღრმავდება დასავლეთთან: მაგალითად, გერმანიამ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის, გაიწვია თავისი ელჩი საქართველოდან…
„ქართული ოცნების“ ამოცანა სწორედ ეს იყო, რომ ისეთი გაუსაძლისი ვითარება შეექმნა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ მათ თავად ჩაეხსნათ ჩვენთან არსებული კავშირები, რაც აქამდე გვქონდა.
„ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ ეს მისცემს მათ საფუძველს, დასავლეთისკენ გაიშვირონ ხელი, მათ ან ვუნდივართ, ჩვენ რა შუაში ვართო.
ამიტომაც, „ოცნება“ ცდილობს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა თავად გააჩერონ ყველა პროექტი. იმედი მაქვს, რომ ელჩებს მაინც არ გაიწვევენ საქართველოდან. საბოლოოდ აქეთკენ მივდივართ.
ჩვენ ვუახლოვდებით გარდამტეხ მომენტს, როცა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რომ დგება ისტორიული მომენტი.
დღეს შალვა პაპუაშვილი ამბობდა გერმანიის ელჩის გაწვევაზე – იმედი გვაქვს, ეს გადატვირთვის სიგნალიაო…
არანაირი გადატვირთვა. ეს არის ცინიზმის მორიგი გამოვლენა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავად განაცხადა, რომ ელჩის გაწვევა გადატვირთვის რამე საფუძველი კი არ არის, არამედ ელჩის გაწვევა არის შედეგი იმ მიუღებელი პოლიტიკისა, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს გერმანიის ელჩისადმი და ზოგადად, ევროკავშირის მიმართ.
ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, თუ „ქართული ოცნება“ არ შეცვლის პოლიტიკას.
„ქართული ოცნება“ წარმოადგენს საქართველოს. საქართველოს მოსახლეობა გაცილებით მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდება. შესაძლოა, ვისაუბროთ უვიზო რეჟიმის გამკაცრებაზე „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მიმართ, შემდეგ კი, ეს შესაძლოა გავრცელდეს მთლიან ქვეყანაზე: წარმოუდგენელია, ქვეყანა მიდიოდეს სწრაფი ტემპით ავტორიტარიზმისკენ და ეს ქვეყანა სარგებლობდეს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით.
აღარ ვსაუბრობ საფინანსო და საბანკო და ეკონომიკურ სანქციებზე, რომელიც კატასტროფული შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ეკონომიკისთვის.
თქვენი დაკვირვებით, რა ფაქტორებზეა დამოკიდებულია წინააღმდეგობის გაძლიერება და ამ ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენა?
დიქტატურის წინააღმდეგ არის ეროვნული კონსოლიდაცია საჭირო, მიუხედავად უამრავი განსხვავებისა, სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფი თუ პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა გაერთიანდეს ერთ დიდ ეროვნულ ცენტრად, ფრონტად, რაც გნებავთ, ის დაარქვით, რომელიც მუდმივად, ყოველდღიურად იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს ხალხის კონსოლიდაცია.
ავტორიტარიზმს და დიქტატურას არ აპროტესტებენ – მას ებრძვიან. ბრძოლის პირველი ნაბიჯია კონსოლიდაცია, სხვანაირად არ გამოვა არც განცალკევებული აქციებით, ან ქუჩის გადაკეტვით…
დიქტატურა არის ძალიან ძლიერი სისტემური მოვლენა. მას ჩვეულებრივი პროტესტით რეალურად ვერ მოერევი. მას სჭირდება ეროვნული, სახალხო ერთიანობა და სახალხო კონსენსუსი, რომ ჩვენ ასეთი მმართველობა არ გვინდა.
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის გასანაღმად საჭირო ტექნიკის ნაწილს ცენტრი „დელტა“ შეჯავშნის, რაც სამუშაოების მიმდინარეობისას „ტექნიკის და პერსონალის მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის არის საჭირო“.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ერთი მუხლუხა ექსკავატორის და ორი დამტვირთველის მსუბუქად შეჯავშნას, ამასთან ექსკავატორის დისტანციური მართვის სისტემით აღჭურვას გეგმავს.
„მაღალი დონით შეჯავშნა გამოიწვევს ტექნიკის გადატვირთვას, დამძიმებას და ამავდროულად ფუნქციური დანიშნულების შესრულებას შეუძლებელს გახდის, ამიტომ „ცენტრს“ მიზანშეწონილად მიაჩნია ტექნიკის შესაძლო დაზიანების ალბათობის შესამცირებლად, მისი მსუბუქად შეჯავშნა და სამუშაოებში მონაწილე პერსონალის მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის ტექნიკის მხოლოდ დისტანციურად მართვა, რისთვისაც გვესაჭიროება აღნიშნული მუხლუხა ექსკავატორის დისტანციური მართვის კონტროლის და მონიტორინგის სისტემის შესყიდვა“ – წერს „დელტა“.
მხოლოდ აღნიშნულ სისტემებში კი 61 ათას 360 ევროს „დელტა“ ტენდერის გარეშე გადაიხდის.
„დელტას“ ინფორმაციით, მსუბუქად შეჯავშნული ექსკავატორის გამოყენების შემთხვევაში, განაღმვის სამუშაოების ერთ-ერთი შესაძლო სცენარი ასეთია:
„გამნაღმველი ტექნიკის მართვა განხორციელდება მე-3 დონის დაცვის „დიდგორის“ ტიპის ჯავშანმანქანიდან, რომელიც უსაფრთხო [50-60 მეტრი] მანძილზე გაჰყვება მსუბუქად შეჯავშნულ საინჟინრო ტექნიკას და მასზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების გამოყენებით განახორციელებს განაღმვითი სამუშაოების მართვას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 155 მმ კალიბრის ჭურვის 60 მეტრ მანძილზე აფეთქების შემთხვევაში, „დიდგორის“ მე-3 დაცვის დონე საკმარისი იქნება ეკიპაჟის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
გონიოს ყოფილი პოლიგონისგანაღმვისთვის სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ დამატებით 8 ერთეული ტექნიკა შეიძინა. ყველა ამ ტექნიკის შეჯავშნაზე უარს კი „დელტა“ შემდეგნაირად ხსნის:
„დელტამ“ თურქული კომპანია „ბორუსან მაქინა ვე გუჩ სისტემლერი სანაი ვე თიჯარეთ სს–ის საქართველოს წარმომადგენლობისგან“, უტენდეროდ, ჯამში 1 მილიონ 184 ათას 720 აშშ დოლარად შემდეგი ტექნიკა შეისყიდა:
„დელტას“ მიერ შესყიდული ტექნიკა / წყარო: შესყიდვების პორტალი
2025 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით თურქული კომპანიისთვის გადარიცხული იყო 3 მილიონ 191 ათას 161 ლარი.
მუხლუხა ექსკავატორის დისტანციური მართვის კონტროლის და მონიტორინგის სისტემასაც „დელტა“ ამავე კომპანიისგან შეისყიდის.
რა ხდება?
„ოცნების“ მთავრობის განცხადებით, საქართველოში [გონიოს ყოფილ პოლიგონსა და კრწანისის პარკში] 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანია Eagle Hills-ი გეგმავს.
„გონიოს მიმდებარე ტერიტორიისა და კრწანისის პარკის განვითარების საინვესტიციო პროექტების ხელშესაწყობად“ კი მთელ რიგ სამინისტროებს დაევალათ უზრუნველყონ „ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება და უწყებათშორისი კოორდინაცია.“
Over 30 media outlets express solidarity with journalist Vakho Sanaia.
On October 19, police detained Vakho Sanaia, a journalist and anchor at Formula TV. The court sentenced him to six days of administrative detention on charges of blocking a road.
The full statement reads:
“On October 19, Formula TV journalist Vakho Sanaia was detained and sentenced to six days of administrative detention. Police accuse him of blocking a road.
Representatives of independent media organizations express their support and solidarity with Vakho Sanaia. We consider his detention an example of repression and yet another step by Georgian Dream against independent media.
Over the past two years, independent media has been a target of government repression. The imprisonment of Mzia Amaglobeli, threats, fines, physical intimidation, interference with professional duties, and repressive laws – these are only a few examples of the pressure applied by Georgian Dream on the media. Meanwhile, no one has been held accountable for crimes committed against journalists.
Despite repeated attempts to intimidate us, we continue our work to inform the public and stand together in defense of truth and independence.”
Signatory organizations (list subject to updates):
Georgian Charter of Journalistic Ethics / MediaChecker
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ში ვიზიტისას განიხილა კიევისთვის „პატრიოტის“ 25 საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდების ხელშეკრულების შესაძლებლობა – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს ზელენსკის განცხადებაზე დაყრდნობით.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „პატრიოტის“ 25 სისტემა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მოთხოვნაა, თუმცა, უკრაინა ამდენი სისტემის ერთდროულად მიღებას ვერ შეძლებს. საუბარია ყოველწლიურ მიწოდებაზე და თუ პოლიტიკური ნება იქნება, თეთრმა სახლმა შეიძლება შეცვალოს მიწოდების გრაფიკი, ასევე, შესაძლოა, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ კიევს პრიორიტეტი მიანიჭოს.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას უკვე აქვს Patriot-ის სისტემები ექსპლუატაციაში და უკრაინა დათანხმდა ამ სისტემების მიღებას ახლის ნაცვლად, რომლებსაც შეუკვეთს.
გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, ევროკავშირის ლიდერები ტრამპს უკრაინისთვის „ტომაჰაკვის“ შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას სთხოვენ.
უკრაინული მედია წერს, რომ სავარაუდოდ, „პატრიოტის“ სისტემების შესაძენად საჭირო თანხა გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით იქნება მოპოვებული.
Formula TV issues a statement regarding the detention of journalist Keta Tsitskishvili.
According to the statement, Formula TV views the recent escalation in harassment of journalists as an attack on independent media, aimed at suppressing critical voices.
“On October 20, the regime’s police detained another Formula anchor, journalist Keta Tsitskishvili, allegedly for participating in a protest. Yesterday, the regime’s court sentenced Formula TV anchor Vakho Sanaia to six days in detention on similar grounds.
Formula considers the increasing harassment of journalists an assault on independent media, intended to silence critical voices.
We demand the immediate release of Keta Tsitskishvili and call on our international partners to provide effective support, so that the regime pays the appropriate political price for targeting critical media. Despite these difficult working conditions, Formula TV continues to defend freedom of speech,” the statement reads.
Over 30 Media Outlets Express Solidarity with Journalist Vakho Sanaia
On October 19, police detained Vakho Sanaia, a journalist and anchor at Formula TV. The court sentenced him to six days of administrative detention on charges of blocking a road.
The full statement reads:
“On October 19, Formula TV journalist Vakho Sanaia was detained and sentenced to six days of administrative detention. Police accuse him of blocking a road.
Representatives of independent media organizations express their support and solidarity with Vakho Sanaia. We consider his detention an example of repression and yet another step by Georgian Dream against independent media.
Over the past two years, independent media has been a target of government repression. The imprisonment of Mzia Amaglobeli, threats, fines, physical intimidation, interference with professional duties, and repressive laws – these are only a few examples of the pressure applied by Georgian Dream on the media. Meanwhile, no one has been held accountable for crimes committed against journalists.
Despite repeated attempts to intimidate us, we continue our work to inform the public and stand together in defense of truth and independence.”
Signatory organizations (list subject to updates):
Georgian Charter of Journalistic Ethics / MediaChecker
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაეთანხმა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან გრანტის სახით 4 ავტოსატრანსპორტო საშუალება [Renault Trafic] მიიღოს.
„მოწონებულ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გრანტის სახით 4 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების [Renault Trafic] გადმოცემის შესახებ.“ – წერია განკარგულებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 10 ოქტომბერს მოაწერა.
ანალოგიურ განკარგულებას თავდაცვის სამინისტროსათვის გრანტის სახით 1 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების [VW Tiguan] გადმოცემის შესახებ, ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის ივლისშიც მოაწერა:
დღეს, 20 ოქტომბერს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.
ლექტორ-მასწავლებლები ეწინააღმდეგებიან მათი თანამონაწილეობის გარეშე, ნაჩქარევად შემუშავებული განათლების კონცეფციის განხორცილებას, რომელიც მათი ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.
„ვეხმიანებით უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციას და მივიჩნევთ, რომ უნივერსიტეტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არც ერთ ეტაპზე არ უნდა იქნას მიღებული უნივერსიტეტების გარეშე, რადგან საუნივერსიტეტო რეფორმა არ არის პოლიტიკის რიგითი საკითხი.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, ჩვენ გამოვიარეთ არაერთი ნაჩქარევი და ცუდად დაგეგმილი რეფორმა, ამიტომ აღარ გვაქვს ისეთი შეცდომების დაშვების უფლება, რომლებსაც შეუქცევადი შედეგები მოჰყვება ჩვენი მომავალი თაობებისათვის.
წარმოდგენილი კონცეფცია წინააღმდეგობაშია საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, რადგან არღვევს აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპებს.
ეწინააღმდეგება საქართველოში უმაღლესი განათლების კანონით გაცხადებულ მიზნებს, ზღუდავს განათლების ხელმისაწვდომობას და თანასწორობას.
არ არის თავსებადი უნივერსიტეტების დიდ ქარტიასთან და ბოლონიის პროცესთან. საფრთხეს უქმნის ქართული აკადემიური სივრცის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციასა და მონაწილეობას.
წარმოდგენილი კონცეფცია აგრეთვე ვერ აკმაყოფილებს საჯარო პოლიტიკის ფორმირების მინიმალურ მოთხოვნებს.
საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი მტკიცებულებები, კვლევები და ანალიზი, რომლებსაც ეს კონცეფცია ეყრდნობა. არ არის გაანალიზებული შესაძლო შედეგები, პოტენციური საფრთხეები თუ დაფინანსების წყაროები.
კონცეფცია შემუშავებულია გაუმჭვირვალედ.
არ არის ცნობილი პროცესში საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენლების, პროფესორებისა და სტუდენტების, განათლების ექსპერტების მონაწილეობის დეტალები.
კონცეფციაში უალტერნატივოდ არის წარმოდგენილი გამოწვევების გადაწყვეტის გზები,“- ნათქვამია დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, პოლიტიკური კრიზისისა და საზოგადოების პოლარიზაციის პირობებში, დახურულ კარს მიღმა შექმნილი დოკუმენტი ზღუდავს ქმედითი და კონსტრუქციული დისკუსიის შესაძლებლობებს.
იგი არ ემსახურება უნივერსიტეტის განვითარებას და აკადემიური სივრცის შეზღუდვის, იზოლაციისა და დასუსტების პოლიტიკური ინსტრუმენტი ხდება.
„მოვუწოდებთ აკადემიურ საზოგადოებას, ამ კრიტიკულ მომენტში ერთობლივად ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავალზე. გავხადოთ დისკუსია ღია და საჯარო მთელი საუნივერსიტეტო სივრცისთვის.
უნივერსიტეტი არ არის პოლიტიკური კონტროლის ობიექტი. უნივერსიტეტების გარეშე უნივერსიტეტებზე გადაწყვეტილება არ მიიღება,“- ნათქვამია ლექტორ-მასწავლებლების განცხადებაში, რომელიც აქციაზე ილიაუნის ასოცირებულმა პროფესორმა, მანანა რატიანმა წაიკითხა.
დღეს, 20 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისში დაგეგმილია სტუდენტების აქცია. სტუდენტები განათლების სამინისტროსთან საგანმანათლებლო სფეროში დაანონსებულ ცვლილებებს გააპროტესტებენ.
დღესვე, საღამოს 20:00 საათზე, პირველი გიმნაზიის ეზოში, გაიმართება განათლების სფეროს წარმომადგენელთა საპროტესტო აქცია.
ტელეკომპანია „ფორმულა“ ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „ქართული ოცნება“ თავს ესხმის დამოუკიდებელ მედიას.
„დღეს, 20 ოქტომბერს, რეჟიმის პოლიციამ დააკავა „ფორმულას“ კიდევ ერთი წამყვანი, ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი. მიზეზი, სავარაუდოდ, აქციაში მონაწილეობაა. გუშინ რეჟიმის სასამართლომ ანალოგიური საბაბით 6 დღით საპატიმროში ჩასვა „ფორმულას“ წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია.
„ფორმულა“ ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა.
მოვითხოვთ ქეთა ციცქიშვილის გათავისუფლებას, ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო მეგობრებს ქმედითი მხარდაჭერისკენ, რათა რეჟიმმა კრიტიკული მედიის დევნისთვის შესაბამისი პოლიტიკური ფასი გადაიხადოს.
მიუხედავად მძიმე სამუშაო პირობებისა, „ფორმულა“ განაგრძობს თავისუფალი სიტყვის დაცვას,“ – ნათქვამია „ფორმულას“ განცხადებაში.
ქეთა ციცქიშვილი მეორე ჟურნალისტია, რომელიც დააკავეს.
გუშინ, 19 ოქტომბერს დააკავეს ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ვახო სანაია. მას მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდა გზის „ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით.
“Formula TV” journalist Keta Tsitskishvili is reportedly being detained. She wrote about it herself:
“They’ve come for me too! The police showed up! If they think they can scare me, my family, or any of my friends – they’re wrong. In the end, we will still win,” Tsitskishvili wrote, asking her grandparents not to worry.
On October 19, another Formula TV journalist, Vakho Sanaia, was arrested and sentenced to six days of administrative detention. Over the past two days, several people have been detained and taken to court, where they were handed administrative arrests on charges such as “blocking the road” or “wearing a face mask” during the protest.
The Georgian Dream’s parliament tightened protest laws in an effort to end the daily demonstrations that began on November 28, 2024, after the party announced the postponement of Georgia’s EU bid.
Under the new regulations, actions such as covering one’s face or blocking a road are no longer punishable by fines – they now result in immediate detention, while repeated participation can lead to criminal charges. Administrative detention may last for up to 15 days.
The amendments were rushed through and signed under an accelerated procedure.
Even before the recent tightening of regulations, under the already repressive laws, it was common practice to fine journalists covering protests – despite video evidence clearly showing that they were wearing press badges and held official accreditation.
დღეს, 20 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის.
გელა აბულაძე, ჯემალ ანანიძე, ქეთევან ბაკარაძე, რუსუდან თევზაძე, მალხაზ თორია, შალვა კერესელიძე, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე, თამარ ხვედელიანი, სოფო ხორგუანი – ეს იმ დეპუტატთა ჩამონათვალია, რომლებიც გახარიას პარტიის სახელით, პარლამენტში შევლენ.
პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება „საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ სპეციალურ ბრიფინგზე დაადასტურა.
გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ პარლამენტის ბოიკოტმა და მანდატებზე უარის თქმამ „ოცნების“ ბოროტების მანქანა ვერ შეაჩერა და ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია ვერ შეძლო.
„პარლამენტის ბოიკოტმა, რაც მთელი პოლიტიკური პროცესის ბოიკოტში გადაიზარდა, ოპოზიცია, ფაქტობრივად, გააქრო პოლიტიკური ასპარეზიდან. შედეგად, „ოცნებას“ შესაძლებლობა მიეცა ძალიან სწრაფად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ემოქმედა და დაემძიმებინა ავტორიტარიზმი, რამაც 4 ოქტომბრის პროვოკაციამდე მიგვიყვანა. ჩვენ არავის ვადანაშაულებთ, გარდა საკუთარი თავისა.
ერთი წლის წინ ვერ შევძელით საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის დარწმუნება, რომ პარლამენტის მანდატების გაუქმება შეცდომა იყო, ამას კი მოჰყვა მოვლენათა ჯაჭვი, რამაც მიგვიყვანა დღევანდელ მძიმე მდგომარეობამდე, მაგრამ დღეს ჩვენ აღარ ვაპირებთ არც საკუთარი შეცდომების ტყვეობაში და არც ილუზიებში დარჩენას და თავის მოტყუებას[…]
ვიწყებთ ხალხისთვის განკუთვნილი ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისა და პლატფორმის ხალხის სამსახურში დაბრუნებას, რადგან საქართველოს წარმომადგენლობითი ორგანოები, მუნიციპალურ დონეზე საკრებულოები და ეროვნულ დონეზე პარლამენტი არ ეკუთვნის „ოცნებას“ და ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, გახარიას პარტიამ პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა. თუმცა იმის გამო, რომ პარტიის წევრები პარლამენტში არ შევიდნენ, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიით არჩეულ 12 წევრს გაცდენების გამო მანდატები გაუუქმა და მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება ცნო.
კერძოდ, „ოცნებამ“ გელა აბულაძის, ჯემალ ანანიძის, ქეთევან ბაკარაძის, რუსუდან თევზაძის, მალხაზ თორიას, შალვა კერესელიძის, სალომე კობალაძის, გიგა ფარულავას, ვიკა ფილფანის, გიორგი შარაშიძის, თამარ ხვედელიანის და სოფიო ხორგუანის უფლებამოსილება ცნო.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ. მათ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს და საარჩევნო სიებიც ჩახსნეს. გახარიას პარტიას ბარიერგადალახული სხვა პარტიებისგან განსხვავებით, საარჩევნო სია არ ჩაუხსნია.
Members of the For Georgia party, founded by former Prime Minister from Georgian Dream Party (2019-2021) Giorgi Gakharia, plan to take up their parliamentary mandates.
The announcement was made today, October 20, by party member Giorgi Sharashidze during a briefing.
According to him, refusing to use the parliamentary and municipal platforms – especially in this difficult period – is not only a mistake but a crime before the country and its people.
As the party stated, the boycott of Parliament and the renunciation of mandates did not stop the “Georgian Dream” machinery of repression and failed to prevent harmful decisions for the country.
“The parliamentary boycott, which evolved into a boycott of the entire political process, effectively erased the opposition from the political arena. As a result, Georgian Dream was able to act swiftly and without any resistance, deepening authoritarianism, which ultimately led to the provocation of October 4.
We do not blame anyone but ourselves. A year ago, we failed to convince society and the political spectrum that giving up parliamentary mandates was a mistake. This set off a chain of events that brought us to today’s difficult situation. But now, we refuse to remain prisoners of our own mistakes or illusions and to deceive ourselves (…).
We are beginning the process of returning all political tools and platforms – meant to serve the people – back into the service of the people. Representative institutions in Georgia – both municipal councils and the national Parliament – do not belong to Georgian Dream, they belong solely to the Georgian people,” Giorgi Sharashidze said.
According to the official results of the 2024 parliamentary elections, For Georgia party won 12 seats. However, since its members refused to take up mandates in the Parliament, the Georgian Dream’s Parliament revoked their mandates due to prolonged absence and recognized their replacements.
Specifically, Georgian Dream confirmed the mandates of Gela Abuladze, Jemal Ananidze, Ketevan Bakaradze, Rusudan Tevzadze, Malkhaz Toria, Shalva Kereselidze, Salome Kobaladze, Giga Parulava, Vika Philphani, Giorgi Sharashidze, Tamar Khvedeliani, and Sopio Khorguani.
The opposition parties that crossed the electoral threshold have not recognized the 2024 election results. They refused to take up their parliamentary seats and withdrew their electoral lists. Unlike the others, however, For Georgia did not withdraw its list.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 131 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 270 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 23 399 ერთეული [+0]
საარტილერიო სისტემა – 33 879 ერთეული [+45]
MLRS – 1 524 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 229 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 72 365 ერთეული [+398]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 864 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 64 892 ერთეული [+94]
სპეცტექნიკა – 3 980 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
667 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
91 200 უპილოტო საფრენი აპარატი
633 საზენიტო სარაკეტო სისტემა
25 575 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 604 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
30 590 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
44 349 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვახო სანაიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს.
ვახო სანაია დღეს, 19 ოქტომბერს დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, პოლიცია მას, სავარაუდოდ, 18 ოქტომბერს, რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავება.
„ბოლო თვეებში შემოღებული საკანონმდებლო ცვლილებებით „ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად ზღუდავს სივრცეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის და მოქალაქეებს პრაქტიკულად ართმევს შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის უფლებას.
ის, თუ რა ფორმით ხდება ამ ახლად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულება – „ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაკავება შეუსაბამოდ მრავალრიცხოვანი საპოლიციო ჯგუფების მიერ, პოლიციელების მიერ გამოჩენილი მონდომება და სიხისტე, ცხადად აჩვენებს, რომ ამ რეპრესიული ზომების მთავარი მიზანი პროტესტის დამორჩილება და კრიტიკული ხმების ჩახშობაა.
მედია უკვე დიდი ხანია „ქართული ოცნების“ სამიზნედაა ქცეული. ჟურნალისტებს აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ტოვებენ საარსებო რესურსების გარეშე, ყველა საშუალებით ხელს უშლიან ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს ვახო სანაიას დაკავებას და მას მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთ გამოვლინებად მიიჩნევს.
უსამართლო კანონების საფუძველზე, რომლებიც არანაირ ლეგიტიმურ მიზანს და საზოგადოებრივ სიკეთეს არ ემსახურება, ჟურნალისტს ხელი ეშლება პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
ის დღეს ვერ შეძლებს „ფორმულას“ საღამოს ეთერში გადაცემის წაყვანას.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და ყველა ჟურნალისტს, ვინც „ქართული ოცნების“ მხრიდან დევნასა და შევიწროებას განიცდის.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვახო სანაია და მომავალშიც თავი შეიკავოს ჟურნალისტების დევნისა და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისგან,“ – ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.
19 ოქტომბერს, 20:00 საათზე, „დავდგეთ რუსთაველზე ერთად“, – პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედანი“ მოქალაქეებს მიმართავს მივიდნენ რუსთაველის გამზირზე და ასე გააპროტესტონ რეპრესიული კანონი.
„ქართულმა ოცნებამ“ ორ დღეში მიიღო კანონი, რომელი კანონიც პროტესტში მონაწილე ადამიანებს მთელ რიგ შეზღუდვებს უწესებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული საკანონმდებლო ცვლილებები „ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 16 ოქტომბერს მიიღო.
დღეს, 19 ოქტომბერს, სადამსჯელო მექანიზმი აამოქმედა და პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეების ნაწილი დააკავა.
კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, დღეს, 19 ოქტომბერს, პოლიციამ „14 სამართალდამრღვევი პირი დააკავა, ხოლო 13 პირის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება“.
„გუშინ, 2025 წლის 18 ოქტომბერს, საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.
აღნიშნული ქმედებით აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები,“ – თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს წარმომადგენელმა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია ტელეკომპანია „ფორმულას“ მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანის, ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ვახო სანაიას დაკავება მედიის და სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევაა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვახო სანაიას დაკავება სავარაუდოდ უკავშირდება იმ ახალ რეპრესიულ კანონს, რომლის საფუძველზეც მშვიდობიანი მოქალაქეები და აქციის მონაწილეები იდევნებიან.
ტელეკომპანია “ფორმულა” განცხადებით, ვახო სანაიას დაკავება მიზნად ისახავს ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის დაშინებას.
მედიის წარმომადგენლებზე მსგავსი სახის ზეწოლა, გამონაკლისი არ არის. განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, როცა მედიაზე ზეწოლამ “ქართული ოცნების” მხრიდან სისტემური და ორგანიზებული ხასიათი მიიღო.
მსგავსი ქმედებები შეტევაა არამხოლოდ მედიის წინააღმდეგ, არამედ თითოეული მოქალაქის თავისუფლების წინააღმდეგ.
კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას, ყველა მის კოლეგას და მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობენ.
ვითხოვთ ვახო სანაიას და ყველა უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას,“- ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.
ვახო სანაია დღეს, 19 ოქტობერს დააკავეს. მისი დაკავება სავარაუდოდ რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას უკავშირდება.
„ქართულმა ოცნებამ“ 17 ოქტომბერს მიიღო მორიგი რეპრესიული კანონი, რომლითაც აქციაზე გზის გადაკეტვა 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.
ტელეკომპანია „ფორმულა“ ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„დღეს რეჟიმის პოლიციამ „ფორმულას“ წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავა. მას, სავარაუდოდ, ახალი რეპრესიული კანონებით, აქციაში მონაწილეობას ედავებიან.
„ფორმულა“ მის დაკავებას განიხილავს, როგორც ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას რეჟიმის მხრიდან. ამ რეპრესიულ გარემოში სამოქალაქო უფლებების უკიდურესი შეზღუდვის ფონზე, მედიის თავისუფლების ხელყოფა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება.
ეს ხდება მაშინ, როცა ხვალ, 20 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატები საქართველოში არსებულ ვითარებას, მათ შორის მედიაზე ზეწოლას განიხილავენ.
ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანია და ის ახლა ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს.
მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ.
„ფორმულას“ ჟურნალისტი ვახო სანაია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს“, – წერს ტელეკომპანია “ფორმულა”.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევის შესახებ.
„რამდენიმე თვეა, საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ ეწევა აგიტაციას. სწორედ ამიტომ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა მიიღო გადაწყვეტილება, გაიწვიოს ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება X-ზე.
პეტერ ფიშერი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთგზის გახდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი.
24 სექტემბერს კი ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ გერმანიის ელჩს ვენის კონვენციის პატივისცემაზე მიუთითეს და „რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობაზე“ შეშფოთება გამოთქვეს.
„ასევე, შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა“, – ეწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებაში.
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ესწრებოდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ბათუმში.
ბათუმში ყოფნისას ელჩს თავს დაესხა მოქალაქე და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ხოლო სამთავრობო პროპაგანდისტულმა არხებმა ამის ამსახველი ვიდეო გაავრცელეს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ელჩის ბათუმში ვიზიტის და მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასწრების გამო გაღიზიანება ვერ დამალა და დიპლომატის წინააღმდეგ დეზინფორმაციული სტატუსი დაწერა.
აჭარის უმაღლესი საბჭო 4 ავტომობილს იყიდის. II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილების შესაძენად კი ბიუჯეტიდან 289 ათას 760 ლარია გათვალისწინებული, ანუ ერთი ავტომობილისთვის 72 440 ლარი. ავტომობილების შესყიდვაზე უმაღლეს საბჭოს ტენდერი აქვს გამოცხადებული.
„შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის, ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვება, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 500კმ], ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება“, – წერია ტენდერის პირობებში.
ამასთან, ავტომობილების ფერი არ უნდა იყოს ყვითელი ან წითელი.
უმაღლესი საბჭოს სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ ავტომობილების შესყიდვის საკითხი შეთანხმებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან.
უმაღლესი საბჭოს მიერ შესასყიდი II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის მახასიათებლები
წყარო: ტენდერი
უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 21 ოქტომბერს დაიწყება და სამ დღეში, 24 ოქტომბერს დასრულდება.
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება და შემსყიდველის სახელზე გადაფორმება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით“, – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ოქტომბრის 21 საათიდან 20 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში დროგამოშვებით წვიმა, ზოგან
ძლიერი, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 130 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 268 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 23 399 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 33 834 ერთეული [+45]
MLRS – 1 524 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 228 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 71 967 ერთეული [+444]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 864 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 64 798 ერთეული [+126]
სპეცტექნიკა – 3 980 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
667 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
90 877 უპილოტო საფრენი აპარატი
633 საზენიტო სარაკეტო სისტემა
25 557 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 603 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
30 564 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
44 265 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„რეჟიმი რის რეჟიმია და რეჟიმის მოსამართლე რის მოსამართლეა, თუ არ დააკმაყოფილებს ბიუროს შუამდგომლობას? რა თქმა უნდა, მოსამართლემ უპირობოდ გაიზიარა ყველაფერი და დაგვავალა წარგვედგინა ინფორმაცია, რომელიც უბრალოდ არ გვაქვს და რაც არ გვაქვს, იმას ვერ მოვიგონებთ, ვერ შევქმნით, ჯადოქრები არ ვართ,“ – ამბობს ჟურნალისტი და გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორი გელა მთივლიშვილი.
გელა მთივლიშვილს რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო ინფორმაციის მიწოდებას სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სთხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გელა მთივლიშვილი სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.
გელა მთივლიშვილი გვიყვება, რომ სასამართლოში ამ პროცესის დაწყებამდე ანტიკორუფციული ბიუროს წერილი 26 სექტემბერს ჩააბარეს:
„გვაცნობეს, რომ ბიუროში მიმდინარეობს წარმოება ჩვენს მიმართ, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი განცხადებით მოთხოვნილი იყო ჩვენგან სხვადასხვა კატეგორიის და მოცულობის, მათ შორის, არასაჯარო და კონფიდენციალური ხასიათის და შინაარსის ინფორმაცია.
ამ წერილთან დაკავშირებით ბიუროს მალევე, ანუ კანონით დადგენილ ვადაში მივწერეთ პასუხი, რომ მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია ფიზიკურად არ გაგვაჩნდა, ვინაიდან საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ არ მიგვიღია რაიმე სახის ახალი საგრანტო კონტრაქტი და დაფინანსება.
ამავე დროს, ხაზი გავუსვით, რომ ბიუროს მიერ მოთხოვნილი მთელი რიგი მოთხოვნები, რომლებიც ჩვენს მიმართ იყო დაყენებული, არღვევდა კანონმდებლობით დადგენილ პროცედურებს და სცილდებოდა ბიუროს უფლებამოსილების ფარგლებს,“ – განმარტავს გელა მთივლიშვილი.
რაჟდენ კუპრაშვილს ამჯერად სასამართლოსთვის მიუმართავს. სასამართლოს კი, მყისიერად – იმავე დღეს დაუკმაყოფილებია ბიუროს შუამდგომლობა:
„…სასამართლოს სიტყვასიტყვით აქვს დაკოპირებული, გადატანილი ბიუროს შუამდგომლობის ტექსტი თავის განჩინებაში, რომლითაც დაგვევალა ბიუროსთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება, რაც არის აბსურდი და სიგიჟე, იმიტომ, რომ ერთხელ მივწერეთ, რომ არა გვაქვს მსგავსი ინფორმაცია.
სასამართლომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ანტიკორუფციულ ბიუროს მიანიჭა სრული და უკონტროლო წვდომა საბანკო დაწესებულებებსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ჩვენს მიმართ დაცულ ისეთ ინფორმაციაზე, ისეთ ტრანზაქციებზეც, რაც ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი საერთოდ არ არის,“ – ამბობს გელა მთივლიშვილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გელა მთივლიშვილმა გუშინ, 17 ოქტომბერს მიმართა. ჟურნალისტი ითხოვს, რომ მას უნდა მისცენ სასამართლო პროცესში მონაწილეობის საშუალება. თბილისის საქალაქო სასამართლომ, მაგალითად, ისე განიხილა ბიუროს შუამდგომლობა, რომ გელა მთივლიშვილის პოზიციით მოსამართლე არც კი დაინტერესებულა
„სააპელაციო სასამართლოსგან ვითხოვთ, რომ საჩივრის განხილვამდე და გადაწყვეტილების მიღებამდე დაუყოვნებლივ და სრულად შეაჩეროს გასაჩივრებული ბრძანების მოქმედება და შემდგომ უკვე, არსებითი განხილვის შემდეგ გააუქმოს ეს ბრძანება, რომლითაც ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლომ,“ – აღნიშნა გელა მთივლიშვილმა „ბათუმელებთან“, თუმცა აქვე იმასაც გაუსვა ხაზი, რომ პრაქტიკულად, ვიდრე სააპელაციო სასამართლო საჩივარს ჩაიბარებს და განიხილავს, ამასობაში, ანტიკორუფციული ბიურო მისთვის სასურველ ყველა ინფორმაციას მოიპოვებს.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძეს, რომელსაც ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა დაუყოვნებლივ დაუკმაყოფილებია, „მთის ამბების“ არაერთი სარჩელი აწერია ბოლო 2 წლის განმავლობაში: ჟურნალისტებს კანონით სავალდებულო საჯარო ინფორმაციას საჯარო უწყებები ხშირად არ გვაწვდიან!
„მოსამართლე ნინო ბუაჩიძეს წარმოებაში აქვს მიღებული ჩვენი ყველა სარჩელი და ორი წელია თითქმის გასული ამ სარჩელების წარდგენიდან, მას არაერთხელ შევახსენეთ და მეტსაც გეტყვით, ვუჩივლეთ კიდეც იუსტიციის საბჭოს სპეციალური ინსპექტორის სამსახურში… მოსამართლეს მოსამზადებელი სხდომაც კი არ ჩაუნიშნავს რომელიმე საქმეზე.
სამაგიეროდ, რაჟდენ კუპრაშვილმა 9 ოქტომბერს მიმართა და 9 ოქტომბერსვე მყისიერად, რამდენიმე საათში, შუამდგომლობა დაუკმაყოფილა.
ნინო ბუაჩიძე გახლავთ ასევე ჭიათურაში მიმდინარე პროცესების ცნობილი მოსამართლე, ივანიშვილის საქმეებშიც ეგ ფიგურირებდა. ის არის რეჟიმის, კლანის დამსახურებული მოსამართლე,“ – გვიყვება გელა მთივლიშვილი.
რას აჩვენებს ეს შემთხვევა?
„რეალურად, სასამართლო არ ასრულებს არანაირი კონტროლის ფუნქციას. კანონმდებლობით, კონსტიტუციით, ყველა საერთაშორისო აქტით სასამართლო უნდა ასრულებდეს აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებებზე რეალურ კონტროლს. ჩვენ შემთხვევაში პირიქით ხდება, რეალურ კონტროლს კი არა, ნოტარიუსის ფუნქცია აქვს მინიჭებული. ესენი რასაც მიიტანენ, ის ხელს აწერს.
რეალურად, რატომ არის საერთოდ ჩვენ მიმართ საქმის წარმოება დაწყებული ანტიკორუფციული ბიუროში? ვარაუდის დონეზეც კი არ არის დასაბუთებული ეს. მოსამართლის ვალდებულება იყო გამოერკვია, რა დასაბუთებული ვარაუდი არსებობდა, როცა მისცა წვდომა ორგანიზაციის მთელ მოქმედებაზე. მოსამართლე ამით არ დაინტერესებულა.
ჩვენ ვამბობთ, რომ დასამალი არც გვაქვს არაფერი, მაგრამ ანტიკორუფციული ბიუროს მანდატში არ შედის იმ სამუშაოების კონტროლი, რა სამუშაოებსაც ჩვენ ვახორციელებთ. სასამართლო კი, არათუ კონტროლს არ ახორციელებს, პირიქით, უფლებას აძლევს ბიუროს, ითევზაოს – მთელი ინფორმაცია მოიპოვოს და იქნებ სადმე რამე იპოვოს,“ – გვითხრა გელა მთივლიშვილმა.
„რასაც ივანიშვილი სჩადის ეს ნაცადი ხერხია, თუ ავტორიტარული რეჟიმების ფორმირების ისტორიას გადავავლებთ თვალს. ასე ხდებოდა ყველგან, როცა ერთპიროვნულ რეჟიმს აშენებ.
ტერორი, საკადრო წმენდა, შიშის დანერგვა პირველად საკუთარ რიგებში, მტრის ხატის შექმნა ამ სისტემის დამახასიათებელი ნაწილია.
„ხალხის მტრების“ და „უცხოელი აგენტების“ თემა ტერორის აუცილებელი ატრიბუტია. ეს კარგად მუშაობს მასებში, რაც რეპრესიებისადმი თანაგრძნობას აჩენს.
პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება ამ რეპრესიების უმთავრესი მიზანია,“ – წერს ეკონომისტი რომან გოცირიძე.
დღეს, 18 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებიდან დიდი ოდენობის ფული და ძვირფასეულობაა ამოღებული.
სუს-ის ინფორმაციით, 17 ოქტომბერს გაიჩხრიკა მოქალაქეების ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (იგივე სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები.
ეკონომისტი, სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილს და სხვებს იმ დანაშაულებისთვის კი არ სჯიან, რაც მათ ჩაიდინეს, არამედ იმისთვის, რაც არ ჩაუდენიათ. მისივე თქმით, აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ისინი რაიმე ფორმით ოპოზიციას ეხმარებოდნენ ან თანაუგრძნობდნენ.
“ასეც რომ იყოს, ეს დანაშაული არ არის. ივანიშვილისათვის ყურში ჩაჩურჩულებული ჭორიც კი, რომ ვიღაცას, რომელსაც ასვა, აჭამა, ქვეყნის ქონება და ბიუჯეტი საჯიჯგნად მიუგდო და ამით მილიონები აშოვნია, უნდა მისგან დისტანცირება, თუნდაც იგივე სანქციების შიშით და მშვიდი ცხოვრების სურვილის გაუჩნდა, უკვე დანაშაულია. არ არსებობენ ყოფილი და მოქმედი ყმები – ყველა, ვინც მის გარემოცვაში იყო, ბოლომდე მონებად უნდა დარჩნენ, მას და მის რეჟიმს უნდა ემსახურონ და თუ საჭირო გახდა, სამარეშიც უნდა ჩაჰყვნენ.
არასერიოზულია ვერსიები, რასაც ვისმენთ მენცარი ექსპერტებისაგან თუ ოპოზიციის წარმომდგენლებისაგან, რომ ივანიშვილს თურმე ფული შემოაკლდა და რაღაც შავ ყულაბაში მის შემოტანას ითხოვს მისი გუნდის ყოფილი წევრებისგან, რომ თურმე ნებადართულზე მეტი მოიპარეს და ზედმეტის ამოღებას ეწევა.
ეს და სხვა ბევრი მსგავსი მჩხიბავობა, თუნდაც იგივე ერთი ჯიხურის მიერ 700 მილიონი დოლარის გათეთრების ზღაპრისა არ იყოს, არის მოვლენის არასწორი შეფასება და ისევ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.
მთავარი საკითხი ძალაუფლების კონსოლიდაციაა და არა ფული.
ფული საკმარისად აქვს.
30 მილიონ ლარს როცა ერთი თამაშის მოგებაში იხდის, რომლის მიზანი საზოგადოებრივი გავლენის მქონე ფეხბურთელების მოსყიდვაა, აქ ფულის დეფიციტზე საუბარი ზედმეტია. რასაც აკეთებს ვითარების დაძაბვას და რეპრესიებისათვის საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ფონის შექმნას ემსახურება.
ჯიხურის მიერ ფულის გათეთრების ასმაგად გაზვიადებული თემა გუშინდელი ჩხრეკების გამართლების პრელუდია იყო, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ. ამ ვერსიების ტირაჟირება ივანიშვილს კორუფციასთან მებრძოლ რაინდად წარმოაჩენს ხალხის თვალში.
როცა აბსურდული ვერსიების გავრცელებას უწყობ ხელს, რომ თურმე ჩხრეკისას 400 მილიონი დოლარი იპოვეს, ამით პროკურატურის მიერ შემოგდებულ „დიდ ფულს“ უკვე ნულებს უწერ და მილიონებში გადაგყავს, რითაც პირდაპირ ივანიშვილის გეგმას ამაგრებ. ოთხასი მილიონი კი არა ოთხი მილიონიც არ იქნება ამოღებული ( არ ინახავენ დღეს ფულს მუთაქაში). თვეების მერე რაღაცები გაირკვევა, ეს უზარმაზარი რიცხვი კი რჩება ადამიანების ტვინებში და რეპრესიების მხარდაჭერად განაწყობს მათ.
კორუფციასთან ბრძოლის კამპანია ყოველთვის მოსწონდა და მოსწონს ხალს. მასებს სანახაობა ყოველთვის იზიდავს. დაკავებები და „სამართლიანობის აღდგენა“, ავტორიტეტს სძენს უზურპატორს.
კორუფციას და სახელმწიფო რესურსების მითვისებას ცალკეული პირების სიხარბეს მიაწერენ და არა სისტემას.
ყოფილი მაღალჩინოსნების დაკვებას სიხარულით ხვდება ხალხი, რადგან მათ უღალატეს „იმ ბრძენ კაცს“. ერთი კაცის ერთგულების და პერსონალური ღალატის თემაც რეჟიმისათვის დამახასიათებელი მოვლენაა – „სტალინმა არ იცოდა“, „იმ ბრძენმა კაცმა არ იცოდა“ და ა. შ.
სისტემა ჭამს თავის შვილებს. ახლა ამას კობახიძის ხელით აკეთებენ, მერე კობახიძეს და მის გარემოცვას სხვა შეჭამს. ასეთია ამ რეჟიმის ბუნება. აქამდე არ უნდა მივუშვათ საქმე.
ეს სისტემა დროზე არის დასანგრევი. ადრე თუ გვიან ინგრევიან, როგორც წესი, სისხლიანად. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს გვიან და არც სისხლიანად გვინდა რომ მოხდეს.
გვინდა ადრე და მშვიდობიანად. ეს არის სწორი გზა. გზას რეჟიმიც ირჩევს. თუ არასწორი გზა აირჩიეს, საკუთარ თავს დააბრალონ,“ – წერს რომან გოცირიძე.
რომან გოცირიძე
სუსის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.
საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევარები 20 ოქტომბერს დღის 12 საათზე, რუსთაველის გამზირზე, ილიასა და აკაკის ძეგლის მიმდებარედ ბრიფინგს გამართავენ.
„ჩვენ, აკადემიური საზოგადოება, ვიკრიბებით საგანგებო ბრიფინგზე, რათა ერთხმად დავგმოთ ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი განათლების რეფორმა, რომელიც აძლიერებს სოციალურ უთანასწორობას, ზღუდავს უნივერსიტეტების აკადემიურ თავისუფლებას და განათლებას უქვემდებარებს პარტიულ ინტერესებს,“ – ნათქვამია პლატფორმა „ქართული განათლება საფრთხეშიას“ განცხადებაში.
„ქართული განათლება საფრთხეშია“ აანონსებს, რომ ისინი საღამოს 6 საათზე სტუდენტების აქციას შეუერთდებიან, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროსთანაა დაგეგმილი.
„ვუერთდებით სტუდენტების აქციას განათლების სამინისტროსთან – რათა ერთი ძლიერი ხმა გავხადოთ ჩვენი მოთხოვნა: თავისუფალი, კრიტიკული და დამოუკიდებელი განათლება ყველასთვის,“ – წერია განცხადებაში.
განათლების სამინისტროსთან აქციის შემდეგ კი საღამოს 8 საათზე პლატფორმის წევრები პირველი გიმნაზიის ეზოში ფორუმს გამართავენ.
„20 ოქტომბერი დასრულდება ფორუმით ილიასა და აკაკის ძეგლთან, სადაც ადამიანები შეძლებენ საკუთარი აზრი გამოთქვან დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით. მოდით ერთად – ლექტორებო, მასწავლებლებო, მკვლევრებო, სტუდენტებო, მოსწავლეებო. სიჩუმე საფრთხეა, ხოლო სოლიდარობა – ძალა,“ – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც პლატფორმა „ქართული განათლება საფრთხეშია“ ავრცელებს.
„ქართული განათლება საფრთხეშია“ არის საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევარების გაერთიანებას, რომელიც ქმნის პლათფორმას განათლებისა და მეცნიერების წინაშე არსებული საფრთხეების და გამოწვევების წინ წამოსაწევად და განსახილველად.