სუს-მა „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებიდან დიდი ოდენობის ფული და ძვირფასეულობა ამოიღო

დღეს, 18 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებიდან დიდი ოდენობის ფული და ძვირფასეულობაა ამოღებული.

სუს-ის ინფორმაციით, 17 ოქტომბერს გაიჩხრიკა მოქალაქეების ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (იგივე სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები.

ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

“ამჟამად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ ერთობლივად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხსენებულ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება. ასევე, ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით შემდგომი საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება,” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სუს-ის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკაში საქართველოს პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 230-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

„მზია ამაღლობელი არამხოლოდ მამაცი ჟურნალისტი, არამედ ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველი ერის სიმბოლოა“ – ევროპარლამენტარი

„მზია ამაღლობელი არამხოლოდ მამაცი ჟურნალისტი, არამედ დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველი ერის სიმბოლოა. ამ ტურბულენტურ დროში ის გვიზგავნის მესიჯს ყველა ჩვენთაგანს: „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის”, – წერს ევროპის სახალხო პარტიის [EPP]-ის წარმომადგენელი დეპუტატი რასა იუკნევიჩიანე.

ბათუმელები/ნეტგაზეთის თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტების სიაშია.

16 ოქტომბერს ევროპარლამენტში სახაროვის პრემიის ფინალისტების გამოვლენისთვის ჩატარებული კენჭისყრის მიხედვით, მზია ამაღლობელთან ერთ ნომინაციაშია ასევე პატიმარი ჟურნალისტი ბელარუსიდან ანდჟეი პოჩობუტი. მზია და პოჩობუტი ნომინაციაზე ევროპარლამენტის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა (EPP) წარადგინა.

ევროპარლამენტის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ფინალისტების მოკლე სიაში შედიან:

⭕️ “პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები, რომლებიც იბრძვიან თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის”- ანდჟეი პოჩობუტი ბელორუსიიდან და მზია ამაღლობელი საქართველოდან

⭕️ ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები პალესტინასა და ყველა კონფლიქტურ ზონაში, რომლებსაც წარმოადგენენ პალესტინის ჟურნალისტთა სინდიკატი, წითელი ნახევარმთვარე და UNRWA;

⭕️ სერბი სტუდენტები.

“როცა საგრანტო დაფინანსება გაუქმდება და ის ჩანაცვლება სახელმწიფო დაკვეთით,” – ნეირომეცნიერი განათლების რეფორმაზე

ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ნეირომეცნიერი ზაალ კოკაია „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას ეხმაურება და წერს, დაანონსებული რეფორმა წინააღმდეგობაში მოდის  ბოლონიის პროცესის საფუძვლების და ევროპული განათლების არაერთ ძირითად პრინციპთან.

ზაალ კოკაიას კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

„უკვე 35 წელია, რაც შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში ვსაქმიანობ. დავიწყე როგორც დოქტორანტმა და დღეს ვარ ამავე უნივერსიტეტში კლინიკური კვლევების კათედრის პროფესორი. ამას იმის საილუსტრაციოდ  ვწერ, რომ ზუსტად ვიცი თუ რა არის ევროპული განათლება, სამეცნიერო კვლევები და ბოლონიის პროცესი, რადგანაც ამ სისტემის ნაწილი ვარ ამდენი წელია.

„უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია“, რომელიც გუშინ გამოაქვეყნა საქართველოს ხელისუფლებამ, წინააღმდეგობაში მოდის  ბოლონიის პროცესის საფუძვლების და ევროპული განათლების არაერთ ძირითად პრინციპთან. მე მხოლოდ რამდენიმეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.

ბოლონიის პროცესი მოითხოვს, რომ უნივერსიტეტებმა თავად განსაზღვრონ თავიანთი აკადემიური პროფილი და საგანმანათლებლო პროგრამები. შემოთავაზებული კონცეფციის მიხედვით კი სახელმწიფო გეგმავს დანერგოს პრინციპი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“, რაც ზღუდავს უნივერსიტეტების ინსტიტუციურ ავტონომიას და აკადემიური თავისუფლებას.

როცა საგრანტო დაფინანსება გაუქმდება და ის ჩანაცვლება სახელმწიფო დაკვეთით, ასევე შეიზღუდება უნივერსიტეტების ფინანსური ავტონომია და აკადემიური დამოუკიდებლობა. სამაგიეროდ, ეს მიდგომა  ხელისუფლებას მისცემს უნივერსიტეტებზე ზემოქმედების ბერკეტს, და სავარაუდოდ ამ ცვლილების მთავარი მიზეზი სწორედ ესაა.

ბოლონიის პრინციპები გულისხმობს სამეცნიერო  კვლევის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და აკადემიურ თავისუფლებას.  კონცეფცია კი ითვალისწინებს ახალი სახელმწიფო მოდელით კვლევების დაფინანსების სისტემის ინტეგრირებას უნივერსიტეტებთან.

ეს უეჭველად შეზღუდავს სამეცნიერო საქმიანობის თავისუფლებას და დამოუკიდებელ ფუნდამენტურ კვლევებს, ასევე იმ კვლევებს, რომლებიც არ ჯდება სახელმწიფო პრიორიტეტების ნუსხაში.

უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების განსაზღვრა სახელმწიფო დაკვეთით, ასევე არაა თანხვედრაში ბოლონიის პრინციპებთან და ესეც ზღუდავს უნივერსიტეტების ავტონომიას. შემოთავაზებული მიდგომით იკარგება ჰუმანიტარული და ფუნდამენტური მეცნიერებების მნიშვნელობა, რაც ყოვლად დაუშვებელია.

აბსოლიტურად გაუგებარია, თუ რა არის ის გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც უნივრერსიტეტები შეძლებენ უცხოელი სტუდენტების მიღებას. ეს მიდგომა ზოგადად ეწინააღმდეგება გლობალური მობილურობისა და ინტერნაციონალიზაციის ევროპულ პრინციპებს.

და ბოლოს, მოთხოვნა რომ ყველა სრული პროფესორი და ასოცირებული პროფესორი იყოს მთლიან განაკვეთზე დასაქმებული და სხვები კი მხოლოდ საათობრივად, ზღუდავს აკადემიურ მოქნილობას, განსაკუთრებით ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ან საერთაშორისო თანამშრომლებისთვის და აფერხებს ბოლონიის პრინციპების განხორციელებას“, – წერს ზაალ კოკაია.

განათლების რეფორმა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს დაანონსა.

„ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ - "ოცნება" განათლების რეფორმას გეგმავს

 

პროკურატურამ “4 ოქტომბრის საქმეზე” ბრალი კიდევ 16 პირს წაუყენა

საქართველოს პროკურატურამ „4 ოქტომბრის საქმეზე“ ბრალი კიდევ 16 პირს წარუდგინა.

აქედან 15 მიმართ პატიმრობას მოითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით, ხოლო ერთის, მარიამ მეყანწიშვილის მიმართ კი გირაოს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ იური ლომიძემ, გიორგი ტალახაძემ, დავით გიუნაშვილმა, თემურ ქურციკიძემ, გენადი კელიხაშვილმა, დათო ღურწკაიამ, რამაზ ჯორბენაძემ, ჯანდრი თირქიამ, გია თოლორაიამ, გური ჟვანიამ, კახაბერ კვაჭანტირაძემ, სიმონ მახარაძემ, ავთანდილ თოფჩიშვილმა, მიხეილ თოლორაიამ სხვა პირებთან ერთად, ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ.

შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცავების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ბრალდებულების ნაწილი, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და სხვადასხვა საგნებს ესროდა სამართალდამცავებს, რომლებიც ათონელის ქუჩის გავლით მიემართებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ.

მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და სხვადასხვა საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,“ – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულებს პროკურატურა  სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება.

დღეს, 18 ოქტომბერს, პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსს ირაკლი შაიშმელაშვილს.

„საქართველოს პოლიტიკური სისტემის და მისი შემადგენელი კონსტიტუციური ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების დაზიანების მიზნით, ხელისუფლებისადმი უარყოფითად განწყობილმა პირთა წრემ, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა – ირაკლი შაიშმელაშვილმა, 4 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, დაგეგმილ აქციაზე, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა.

ბრალდებული შაიშმელაშვილი, ასევე ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას და მოუწოდებდა მათ არ შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა და ხელი არ შეეშალათ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილე პირებისათვის, რათა ამ გზით მიეღწია იმ მიზნებისათვის, რაც მიმართული იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ,“- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

“რუსებს სჭირდებათ, მაგრამ არ ჰყავთ ინტელექტუალური ელიტა საქართველოში, ამის გამოსწორება სურთ” – ისტორიკოსი განათლების რეფორმაზე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი განათლების ახალი რეფორმა დააანონსა. რეფორმის მიხედვით, უნივერსიტეტები უნდა გადავიდნენ პრინციპზე „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი“, რის შედეგადაც ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი ფაკულტეტი იქნება. ხოლო სკოლები 11-წლიან სწავლებაზე უნდა დაბრუნდნენ.

განათლების დაანონსებულ რეფორმას განათლების სფეროს სპეციალისტთა უმრავლესობა უარყოფითად აფასებს.

რეფორმას ვრცელი ფეისბუქ პოსტი მიუძღვნა ისტორიკოსმა ბექა კობახიძემაც, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„განათლების რეფორმაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. შევეცდები დავამატო, რაც ჯერჯერობით არ თქმულა ან მე არ შემხვედრია:

  • თერთმეტ კლასზე რომ უნდა გადავიდეს სკოლა და ამის გამო ჩვენი სტუდენტები ევროპაში ვეღარ წავლენ სასწავლებლად, რადგან ბოლონიის პროცესთან თავსებადი აღარ ვიქნებით, ხომ არ გახსენდებათ სად არის 11 კლასიანი განათლება და ვისთან ვხდებით თავსებადები? გორელი მასწავლებლების კვალდაკვალ, სად წავლენ ჩვენი სტუდენტები?
  • „ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი“ უმიზნებს სამ მთავარ მიმართულებას: სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები და სამედიცინო.

არ არსებობს ავტორიტარული ქვეყანა სოციალური და ჰუმანიტარული დარგების სრული კონტროლის გარეშე, რადგან ეს დარგები ქმნიან იდეოლოგიას, კოლექტიურ მეხსიერებას და პროპაგანდასაც. რეჟიმს მენდელეევის ტაბულა არ აინტერესებს, რეჟიმს აინტერესებს „უსამშობლოების“ გამოვლენა.

რაც შეეხება სამედიცინოს:

2009 წლის შემდეგ სწავლის გადასახადი არ გაზრდილა ქვეყანაში, არადა ფასები ოთხჯერ და ხუთჯერ გაიზარდა. უნივერსიტეტები მატერიალური დისბალანსის შევსებას უცხოელი სტუდენტების მოზიდვით ცდილობდნენ.

აი, ეს წყარო უნდა გადაეკეტოთ რომ მოკვდნენ.

  • უნივერსიტეტები ბევრად უფრო მასობრივი დაწესებულებებია, ვიდრე ყველა NGO და პარტია ერთად აღებული. მარტო ილიაუნიში 17 000 სტუდენტი სწავლობს, 8 000 საქართველოს უნივერსიტეტში და ა.შ. ამ რაოდენობას მათი ოჯახის წევრებს თუ მივათვლით, ასიათასებზე ავდივართ. ამიტომ, კობახიძის (იმ კობახიძის) დაპირებაა, რომ მათ დისკომფორტს არ შეუქმნის, მშვიდად მისცემს სწავლის დასრულების საშუალებას, რათა ამ დიდი მასის ბრაზი აირიდოს;
  • „დაყავი და იბატონე“ – გადმოვარდა ზოგადი დაპირება, რომ სრულ პროფესორს 10 000 ლარი უნდა ქონდეს ხელფასიო. ვისაც ამ კატეგორიაში მოხვედრის იმედი აქვს, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს მამაძაღლობა ბოლომდე მიიყვანონ. შესაბამისად, ამ ნაბიჯით პროფესორთა სოლიდარობის მოსპობას ცდილობენ;

ძალიან მოკლედ და რბილად რომ ვთქვათ გარდუვალი შედეგები:

  • უნივერსიტეტებიდან კრიტიკულად მოაზროვნე, ესე იგი საუკეთესო კადრების გაყრა და პარტიულად ერთგული კადრების დატოვება. ეს ნიშნავს საქართველოს მომავლის გაწირვას სიბნელისთვის. წინასწარ მეცინება, რომ „ისტორიკოსმა“ კალაძემ, რომელიც განათლების რეფორმის კომისიაში ყოფილა, მე უნდა გამიშვას უნივერსიტეტიდან;
  • „რეგიონებში უნივერსიტეტების გაძლიერება“ თითქოს კარგად ჟღერს, ხო? და სად არის მაგის ინტელექტუალური რესურსი? თბილისში გვიჭირს პროფესიონალი კადრები, რაის წნორის დიპლომატიური აკადემია?!
  • ბოლონიის პროცესიდან ჩახსნა და თავსებადობის შექმნა რუსეთთან რომ რუსეთისგან მიღებული ინსტრუქცია არ არის, ამას ვერავინ დამაჯერებს. რუსებს სჭირდებათ, მაგრამ არ ყავთ ინტელექტუალური ელიტა საქართველოში. ქართველი რუსეთუმე არის დუნდუკი და საქმისთვის გამოუსადეგარი. ეს არის გამოსასწორებელი;
  • ბოლონიის პროცესიდან ჩახსნა, რასაც უეჭველად გამოიწვევს ეს „რეფორმა“, არ ნიშნავს მხოლოდ იმას რომ ქართველი სტუდენტი ევროპაში ვერ წავა სასწავლებლად, მისთვის დაიხურება უამრავი პროგრამა და ა.შ., ეს ასევე ნიშნავს, რომ ათიათასობით უცხოელი სტუდენტი ვერ ჩამოვა საქართველოში. ეს კი თავის მხრივ გამოიწვევს უნივერსიტეტების გაღარიბებას. ათასობით ქართველი რომ ბინას აქირავებს ამ უცხოელებს და სამშიერო ლუკმას შოულობს, კვებისა და ტურისტული ობიექტები რომ შემოსავალს იღებენ, ეს შემოსავალი შეწყდება;
  • გეპეი ხომ იცით რა არის? პოსტსაბჭოთა გეპეი. აი ეგ რომ უნდა იყოს საქართველოს უნივერსიტეტის ნაცვლად და თქვენი შვილი მანდ რომ უნდა წავიდეს, აი ეგ არის კრებსითი შედეგი ამ რეფორმისა;
  • გეპეიზე გამახსენდა, მანდ იურიდიულიც აქვთ, ისტორიაც, საერთაშორისო ურთიერთობებიც და კიდევ ბევრი რამ, აი ეგ გეპეელები რას აპირებენ „ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი“ პოლიტიკის პირობებში?

და ბოლოს, რასაკვირველია, ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი:

დიქტატურების ანა-ბანაა, რომ შემოსავლის წყარო უნდა იყოს კონტროლირებადი. თუ რეჟიმისგან დამოუკიდებლად შოულობ ფულს, არჩენ ოჯახს და დღის ბოლოს აკრიტიკებ, რანაირი დიქტატურაა? ამიტომ, შემოსავლის დამოუკიდებელი წყაროები უნდა დაიკეტოს.

ვინ არის აუცილებლად გასანადგურებელი: ენჯეო სექტორი, კრიტიკული მედია და უნივერსიტეტები. რატომ ესენი? იმიტომ რომ აქ ორგანიზებულად არიან თავმოყრილნი მოაზროვნე ადამიანები.

ენჯეოს და მედიების მოსაკლავი კანონმდებლობა უკვე მიღებულია. მათ ფორმალურ გაქრობას წინ აღარაფერი უდგას.

ბოლო, ყველაზე მძიმედ მოსანელებელი ლუკმა თავისუფალი უნივერსიტეტებია. ყველა არჩევნების მოლევისა და „სახელმწიფო გადატრიალების ჩახშობის“ ტალღაზე ამ მძიმე საქმესაც მოკიდეს ხელი.

დიდი ბრძოლა იქნება და კაცმა არ იცის როგორ დამთავრდება.

ბოლო მიზანია აქ ველი სრულად მოსუფთავდეს და გაკეთდეს ცენტრალური აზია. სულ რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის ქვეყნიდან გაყრა ან დამორჩილება (ლუკაძაძამიები) სჭირდებათ. ეს რამდენიმე ასეული ათასია სხვაობა საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის.

ადამიანები მძიმე არჩევანის წინაშე დადგებიან: როცა შვილთან საჭმელი ვერ მიგაქვს, როცა იავარყვნეს განათლების სისტემა, რა უნდა ქნა იმისთვის რათა არც თავი გაწირო არც შვილი? მუხლი მოიდრიკო და მოინანიო, ან წახვიდე ემიგრაციაში. ეს უნდათ და არც მალავენ (იხ. ზაზა შათირიშვილი).

რაც შემეხება პირადად მე: თუ აქამდე მივიდა საქმე, კერძო სკოლაში ვიმუშავებ (ესეც თუ დატოვეს), ბავშვებს მოვამზადებ, ძველ თბილისში ტურებს ჩავატარებ და ბოლტის ტაქსზე დავჯდები, მაგრამ ჩემი ქვეყნიდან არ წავალ, არავის დავუტოვებ. დაველოდები უკრაინის გამარჯვებას და მას მოყოლებულ „ევრაზიულ გაზაფხულს“, რომელიც რამდენიმე წელიწადში დადგება. არც არაფერს დავივიწყებ და არც არავის ვაპატიებ.

ჩემზე ბევრად უკეთეს ხალხს ბევრად უარესი ბედი არგუნა ისტორიამ. მათ არ შეშლიათ საქციელი და რადგან ისინი მომწონს ისტორიაში, ახლა ისტორიამ მე არამხოლოდ ისტორიკოსობა, არამედ ამ ისტორიაში რიგითი აქტორობაც დამაკისრა.

არც მე არ უნდა შემეშალოს.

ასე ვუყურებ.

ყველამ ასე უნდა შევხედოთ.

„ცხრა აპრილს მეც იქ ვიდექი“ კი არ უნდა შეთხზა წლების მერე, როცა დგომა და გამბედაობაა მაშინ უნდა იდგე. ციფრულ ეპოქაში ვერავინ ვერაფერს დამალავს და ყველა ცნობილი იქნება ვინ სად იდგა. წლები გავა და შევეცადოთ რომ არ შეგვრცხვეს შვილების, შვილიშვილების, შვილთაშვილების,“- წერს ბექა კობახიძე.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 129 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 267 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 23 396 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 33 789 ერთეული [+41]
  • MLRS – 1 522 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 228 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 71 523 ერთეული [+498]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 864 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 64 672 ერთეული [+131]
  • სპეცტექნიკა – 3 980 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 667 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 90 877 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 633 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 557 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 603 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 30 564 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 44 265 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

64-66 წლის კაცები მძიმე დიაგნოზით – ვინ დააკავეს „4 ოქტომბრის საქმეზე”

„4 ოქტომბრის საქმეზე“ 17 ოქტომბრის მდგომარეობით 62 ადამიანია დაკავებული. დაკავებულთა ნაწილს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ.

„ბათუმელები“ სამი დაკავებულის შესახებ გიამბობთ. 64 წლის კონსტანტინე კოკაიას, 64 წლის ალექსანდრე გოგოლაძეს და 66 წლის ზაქრო ალბუთაშვილის შესახებ.

სამივე შემთხვევაში ადვოკატებმა სასამართლოში შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინეს, თუმცა სასამართლომ სამივე დაკავებულის მიმართ წინასწარი პატიმრობა გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით.

სამივე საქმე სააპელაციოშია გასაჩივრებული და დაკავებულები სააპელაციოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

“4 ოქტომბრის საქმეზე” დაკავებულმა 64 წლის კონსტანტინე კოკაიამ ციხეში ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. ოჯახი საპატიმროში მისთვის ოფთალმოლოგის ვიზიტს ითხოვს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

კონსტანტინე კოკაიას მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა 10 ოქტომბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესზე კოკაიას ადვოკატმა და ოჯახმა არაერთი „ფორმა 100“ წარადგინეს, მოსამართლემ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაითვალისწინა.

პროკურატურა კი ისევ მოუწოდებს დაკავებულების ადვოკატებს „წარადგინონ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები“.

  • ვინ არის კონსტანტინე კოკაია

კონსტანტინე კოკაია 64 წლისაა, გულში სტენტით და ახლა უკვე ცალ თვალში დაკარგული მხედველობით.

ის 2013 წლამდე „თბილსერვის ჯგუფში“ მუშაობდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მან სამსახური დაკარგა და უმუშევარი დარჩა. 2019 წლის შემდეგ კონსტანტინე სხვადასხვა დაავადებას ებრძვის.

„სულ აწუხებდა წნევები, სისუსტე. 2019 წელს დაემართა ინფარქტი და იმ ინფარქტის მერე დასჭირდა სტენტების ჩასმა, სტენტების მიუხედავად განუმეორდა ისევ ინფარქტი და გაუკეთდა შუნტირება. ხუთი შუნტი აქვს გულზე გაკეთებული.

მისთვის აუცილებელია მოძრაობა, რომ სისხლმა იმოძრაოს, ასევე სწორი კვებაა. ძალიან ბევრ მედიკამენტს იღებს, რასაც სჭირდება მუდმივი კონტროლი. ასევე სჭირდება რეგულარულად ექიმთან ვიზიტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაკონტროლება და მედიკამენტების ცვლილება.

პირველივე სასამართლოზე წარვადგინეთ 8 „ფორმა 100“, ასევე წარვადგინეთ ყველა დოკუმენტი, სადაც დათარიღებული იყო მისი სტაციონარში მოხვედრა. მისთვის ხშირად გვჭირდებოდა სასწრაფო. წარვადგინეთ ჩატარებული კვლევები, ოპერაციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები. მოსამართლემ არაფერი გაითვალისწინა, პროკურორი კი გამოვიდა და თქვა, რომ „ჩვენ არაფერი არ წარგვიდგენია“. ამ განცხადების შემდეგ, დამატებით გადაეგზავნა ყველა დოკუმენტის ელექტრონული ვერსია, პროკურატურასაც და გამომძიებელსაც. იმედია სააპელაციოზე მაინც გაითვალისწინებენ რამეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კონსტანტინეს შვილი, ნინი კოკაია.

ნინი კოკაიას თქმით, 15 ოქტომბერს ადვოკატისგან შეიტყო, რომ მამამისმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. ოჯახმა მოითხოვა ციხეში კონსტანტინე კოკაია ოფთალმოლოგს, ნევროლოგს და კარდიოლოგს მოენახულებინა – მისი მრავალმხრივი დაავადებებიდან გამომდინარე.

თუმცა 17 ოქტომბრის მდგომარეობით ეს თხოვნა დაკმაყოფილებული არაა.

კონსტანტინე კოკაია შსს-მ 9 ოქტომბერს დააკავა. მას ბრალად სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის [პრეზიდენტის სასახლე] ხელში ჩაგდება და ჯგუფური ძალადობა ედება.

  • ვინ არის ალექსანდრე გოგოლაძე

სააპელაციო სასამართლოში სხდომის ჩანიშვნას ელოდება 64 წლის ალექსანდრე გოგოლაძეც. ის თბილისში ერთ-ერთი პირველი დააკავეს 6 ოქტომბერს „4 ოქტომბრის საქმეზე“. პროკურატურა მას სახელმწიფო ობიექტის ხელში ჩაგდებას, ჯგუფურ ძალადობას და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.

ალექსანდრე გოგოლაძეს სიმსივნე აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა, მოსამართლემ არსებული მდგომარეობა არ გაითვალისწინა და ალექსანდრე გოგოლაძე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

ალექსანდრე გოგოლაძის ადვოკატი გიორგი ჭოჭუა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათ უკვე მიმართეს სააპელაციო სასამართლოს, ასევე დოკუმენტაცია გადაუგზავნეს პროკურატურას და ახლა ელოდებიან როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი.

უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო და შეუცვლის თუ არა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ წინასწარ პატიმრობას სიმსივნით დაავადებულ პატიმარს გირაოთი.

  • ვინ არის ზაქრო ალბუთაშვილი

სიმსივნე აქვს კიდევ ერთ დაკავებულ ზაქრო ალბუთაშვილს. ზაქრო ალბუთაშვილი 66 წლისაა და რამდენიმე წელია მძიმე დაავადებას ებრძვის. როგორც სასამართლოზე გახდა ცნობილი, 66 წლის კაცს მარცხენა თირკმელი ამოკვეთილი აქვს სიმსივნის გამო. დაკავებამდე ზაქრო ალბუთაშვილი დაცვაში მუშაობდა. მძიმე სამუშაო გრაფიკის გამო, დამატებით კვლევებზე მისვლასაც ვერ ახერხებდა, მას ტკივილები აწუხებდა.

დაკავებულის ოჯახს ამ ეტაპზე მედიასთან საუბარი არ სურს. მათ იმედი აქვთ, რომ იქნებ პროკურატურამ ან სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინოს 66 წლის კაცის მდგომარეობა და წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალონ.

ვხედავთ, როგორ გუდავენ უნივერსიტეტებს – მანანა რატიანი „ოცნების“ განათლების რეფორმაზე

„ოცნების“ მთავრობამ უმაღლესი განათლების ახალი რეფორმა დააანონსა, რომლის მიხედვით, სკოლები 11-წლიან სწავლებაზე უნდა გადავიდეს, უნივერსიტეტებში კი უნდა შემცირდეს ფაკულტეტები. რა საფრთხეს უქმნის ეგრეთ წოდებული რეფორმა სკოლებსა და უნივერსიტეტებს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მანანა რატიანს ესაუბრა.

  • ქალბატონო მანანა, როგორც აკადემიურ სფეროში დასაქმებულ ადამიანს, რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ კობახიძის განცხადებებმა. თქვენი აზრით, რას უპირებენ განათლებას საქართველოში?

ინტერვიუებში არაერთხელ ახსენეს, რომ რეფორმას გეგმავდნენ და რეფორმის კომისია იანვარში შეიქმნა. ამდენი დრო გავიდა და იყო მოლოდინი, რომ ეს დოკუმენტი შესაძლოა ბევრად უფრო დახვეწილი ყოფილიყო, ვიდრე დღეს არის, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ დოკუმენტზე არც ერთ პროფესიონალს არ უმუშავია.

  • როგორც ვნახეთ, კომისია ფაქტობრივად „ოცნების“ მინისტრებისა და დეპუტატებისგან ყოფილა დაკომპლექტებული.

რა შემადგენლობაც იყო, ისეთი დოკუმენტი მივიღეთ.

დაასახელეს 7 პრიორიტეტი, რომლებიც არანაირ კვლევებს არ ეფუძნება. ამბობენ, რომ მხოლოდ ანალიზი ჩავატარეთო და ვხედავთ, როგორია ამ რაღაც ანალიზის და არაპროფესიონალების მიერ დანახული სისტემა.

განათლების სისტემაში რომ პრობლემები არსებობდა, ამაზე ვწერდით და ვსაუბრობდით ყოველთვის, მაგრამ უნივერსიტეტების დეკონცენტრაცია, როგორც ეს ამ რეფორმითაა დაგეგმილი, სინამდვილეში არის აბსოლუტური ცენტრალიზება უმაღლესი განათლების სისტემის.

დოკუმენტში ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა იყოს ერთი პროგრამა და არა სხვადასხვა, ერთსა და იმავე ქალაქში არ შეიძლება იყოს პარალელური პროგრამები. ეს გულისხმობს იმას, რომ ახალგაზრდებს უნივერსიტეტების არჩევანის თავისუფლება ეზღუდებათ.

  • ეს ნიშნავს, რომ თუ, მაგალითად, თსუ-ში არის სამართლის ფაკულტეტი, ბსუ ვეღარ გახსნის იმავე ფაკულტეტს? ეს ხომ გამოიწვევს ძალიან მაღალ კონკურენციას. გამოდის, ბევრი აბიტურიენტი ვეღარ მოხვდება მისთვის სასურველ უნივერსიტეტში.

რა თქმა უნდა. აბიტურიენტების ნაწილს ვეღარ მიიღებენ უმაღლესები, რადგან მათი რაოდენობა შემცირდება.

პროფესიული სასწავლებლები ისედაც გადატვირთულია და რა უნდა გააკეთონ 17 წლის ახალგაზრდებმა, რომლებიც სკოლიდან გამოვლენ? აქ პირველ რიგში მშობლებმა და თავად ახალგაზრდებმა უნდა დასვან კითხვები იმაზე, თუ რატომ უზღუდავენ მათ შვილებს არჩევანს.

ასევე, დეკონცენტრაციაზე როცა საუბრობენ, რომ უნდა შეიქმნას საგანმანათლებლო ცენტრები, მაგალითად, ქუთაისში,  რუსთავში და ასე შემდეგ, სინამდვილეში ეს პრობლემას წარმოადგენს ბევრი სტუდენტისთვის, რადგან სტუდენტების 80%-ს საკუთარი ოჯახი ვერ არჩენს და მათ სწავლის პარალელურად უწევთ მუშაობა. თუკი გადავა მაგალითად რუსთავში ეს სასწავლებლები, ეს ნიშნავს, რომ ამდენი სამუშაო ადგილი რუსთავში სტუდენტებისთვის არ იქნება და ეს მათ კიდევ უფრო გაურთულებს ყოველდღიურობას.

ასევე ითქვა, რომ უნივერსიტეტებში ოთხის ნაცვლად სამწლიანი ბაკალავრიატი იქნება და ორის ნაცვლად ერთწლიანი მაგისტრატურა. ესეც  გაურკვეველია, რადგან დღევანდელ დღეს გვაქვს ორ, სამწლიანი სამაგისტრო პროგრამა და ეს ერთ წელში არ ვიცი როგორ უნდა ჩაატიო.

ერთწლიანი პროფესიული მაგისტრატურები არსებობს, ან კვლევითი მაგისტრატურები, რომ კომპეტენციები შეიძინონ ადამიანებმა, მაგრამ პროფესიული მაგისტრატურიდან დოქტორანტურაში ვერ მიდის სტუდენტი, რადგან მას არ აქვს წინაპირობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

  • ანუ დოქტორანტურისკენ გასასვლელი გზაც ეზღუდება ბევრს, ასე გამოდის.

რა თქმა უნდა, ეზღუდება.

შემდეგი კომპონენტი არის ის, რომ 30%-ით მცირდება საათები არსებულ უნივერსიტეტებში, რომც დატოვონ ეს უნივერსიტეტები. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ადამიანების ერთი მესამედი დატოვებს უმაღლეს სასწავლებლებს ან კიდევ უფრო მეტად შეუმცირდებათ ხელფასი და არასრულ განაკვეთზე იქნებიან.

  • ესე იგი, უმუშევრობა გაიზრდება ქვეყანაში?

თავისთავად. გაიზრდება მხოლოდ იმ ერთი პროფესორის ხელფასი, რომელიც დარჩება და იქნება 10 000 ლარი, მაგრამ ეს მოხდება სხვების ხარჯზე.

თუ ცოტა სტუდენტი ეყოლებათ, თუ პროგრამების არჩევანი არ იქნება და ცენტრალიზებულად იქნება პროგრამები მოწოდებული, გვინდა ასეთი უმაღლესი განათლების სისტემა?

  • გამოდის, საერთოდ აუქმებენ უნივერსიტეტების ავტონომიას? უნივერსიტეტები ხომ კონკურენციისა და პროგრამების მრავალფეროვნების ხარჯზე იზიდავდნენ სტუდენტებს. ახლა ამის შესაძლებლობა აღარ ექნებათ?

რა თქმა უნდა. თუკი მე ყველაფერს ცენტრალიზებულად მომაწვდიან და მე თავად არ შევქმენი ახალი ცოდნა, გამოდის, რომ ეს არა დეცენტრალიზაცია, არამედ ცენტრალიზაციაა.

  • ხომ არ არის ეს ყველაფერი იმისკენ მიმართული, რომ სტუდენტები დაქსაქსონ, დედაქალაქში აღარ იყოს კონცენტრირებული ახალგაზრდობა და ნაკლებად ისმოდეს მათი საპროტესტო ხმა?

ქვეყანა საითაც მიდის, ეს არის ავტოკრატია და, შესაბამისად, აქ ისედაც არ მოიაზრება თავისუფალი სივრცეები, სადაც ადამიანებს სიტყვის თავისუფლება აქვთ, მოსაზრების თავისუფლად დაფიქსირების საშუალება აქვთ. კრიტიკული აზრი საერთოდ უნდა ჩაიკლას, ხომ?

  • ჩვენ გვახსოვს რუსული კანონის დროს, როდესაც ილიაუნიდან ყველაზე კრიტიკული ხმა ისმოდა, ირაკლი კობახიძე თავს ესხმოდა რექტორს. ახალი „რეფორმით“ რა ტიპის საფრთხე ექმნება, მაგალითად, ილიაუნის, რომელიც დასავლური ტიპის მოდელზეა გადართული?

ჩვენ ვამაყობთ იმით, რასაც ვახორციელებთ. დასავლური ტიპის უმაღლესი სასწავლებელი ვართ, რომელიც თავისი კვლევებით, სწავლების დონითაც და პროფესურითაც გამოკვეთილები ვართ რეგიონში, ვქმნით ახალ ცოდნას და ვზრუნავთ სტუდენტებზე, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ გვაქვს დიდი მხარდაჭერა.

ჩვენი სტუდენტები მიჩვეულნი არიან დემოკრატიულ მმართველობას, გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობის მიღებას და ისინი ასე მარტივად სამართავები არ არიან. ისევე როგორც ჩვენი პროფესურა, ასე მარტივად არ ემორჩილება სისტემას.

ამიტომ ავტოკრატიული სისტემისთვის ამ თვალსაზრისით რისკს წარმოვადგენთ, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ასეთი სასწავლებლები მათ არ სჭირდებათ.

ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მთავარ მისიას, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო არანაირ პირობებს არ გვიქმნის და უმაღლესებში დაფინანსების მოდელი ათწლეულების წინაა შექმნილი.

ვხედავთ, როგორ გუდავენ ნელ-ნელა და ფინანსურად დამოკიდებულს ხდიან სახელმწიფოზე უმაღლეს სასწავლებლებს, იმიტომ, რომ მათ ვერ გაბედონ ზედმეტი ხმის ამოღება.

  • მინდა გკითხოთ სკოლებზეც, რადგან წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მუშაობდით. სკოლებს რა ტიპის ზიანს მიაყენებენ ამ ახალი რეფორმით?

სანამ ჩვენ 12-წლიან განათლებაზე გადავიდოდით, ჩვენი ახალგაზრდების წასვლა დასავლეთში და განათლების მიღება იყო რთული – მათ ექმნებოდათ დოკუმენტაციის აღიარებასთან დაკავშირებით პრობლემები. დღეს ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სასწავლო გრანტები, რასაც ვეღარ შეძლებენ იმ მოდელით, რომლის დანერგვასაც აპირებენ. შესაბამისად, მივდივართ ისევ იქ, რომ ვიღაცის ოჯახი, რომელიც არ არის ფინანსურად გამართული, ამას ვერ შეძლებს. ეს სოციალურ უთანასწორობას კიდევ უფრო აღრმავებს.

  • კობახიძე ამბობს, რომ ვისაც 12-წლიანი განათლება უნდა, შეუძლია დაამთავროს სკოლა უცხოეთში. მაშინ, როცა ღარიბი ოჯახების ძალიან დიდი მაჩვენებელი გვაქვს ქვეყანაში, ეს რას ნიშნავს?

ჩვენი თანამდებობის პირების, მინისტრების უმრავლესობას, საკმაოდ ძვირადღირებულ სკოლებში ჰყავთ შვილები. ამიტომ ისინი მოწყვეტილნი არიან რეალობას. მათ არ იციან, რა ხდება საჯარო სკოლებში. წარმოდგენა არა აქვთ, რომ არიან ბავშვები, რომლებიც შიმშილობენ, რომ მასწავლებლებს ჩანთით დააქვთ ბავშვებისთვის პროდუქტები, ორცხობილები რომ აჭამონ ბავშვს, თუკი რაღაც პრობლემა ექნებათ.

მათ წარმოდგენა არ აქვთ, რომ მოსწავლეებს სახელმძღვანელოს გარდა შეიძლება არც ერთი სხვა წიგნი არ ჰქონდეთ, წარმოდგენა არა აქვთ, რომ ბავშვების უმრავლესობა მშობლების გარეშე იზრდება, იმიტომ, რომ მშობლები გახიზნულები არიან საზღვარგარეთ, იმისათვის, რომ ოჯახი არჩინონ. მათ წარმოდგენა არა აქვთ, რომ იმ მოსწავლეებს პრობლემა აქვთ ყოველდღიურ სადილთან, ჩაცმულობასთან, სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით.

ეს პრობლემები, რა თქმა უნდა, მათთვის ძალიან შორსაა იმიტომ, რომ მინისტრი მხოლოდ ახალგარემონტებული სკოლის სანახავად მიდის და არ აქვთ უნარი გავიდნენ ადამიანებთან და რეალურ პრობლემებზე დაელაპარაკონ. ხვდებიან ისეთ ხალხს, რომლებიც არასდროს დაუსვამენ კითხვებს. ამიტომ ისინი მოჩვენებით რეალობაში ცხოვრობენ.

ასეთი მაღალი რანგის მოხელე (კობახიძე), რომელიც ვერ ახერხებს საზოგადოებასთან გასვლას და მასთან ლაპარაკს, ეს უკვე ხიდჩატეხილობაა. ისინი უნდობლობას უცხადებენ საზოგადოებას, რადგან ზუსტად იციან, რომ მათ არავინ აღიარებს. ძალიან აწუხებთ ეს ყველაფერი და უკანასკნელ პერიოდში მიღებული კანონები თუ კონცეფციებიც ამას ემსახურება, რომ ის პროტესტი, რომელიც მათ მიმართ საზოგადოებაში არსებობს, ჩაკლან, სრულად მორჩილები გახადონ, ან აიძულონ, რომ ქვეყნიდან წავიდნენ ეს ადამიანები.

  • ამ „რეფორმაშიც“ შემოაპარეს პროპაგანდა, რომ თითქოს ამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქართველი ახალგაზრდები ქვეყანაში დარჩნენ და აღარ წავიდნენ უცხო ქვეყნებში. თქვენ რას იტყვით ამაზე?

ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება. თუ უნდა თავის ქვეყანაში ისწავლის, თუ უნდა – სხვა ქვეყანაში. შენ უნდა შეუქმნა ამის შესაძლებლობები.

არავინ თქვას, რომ თუკი ახალგაზრდა წავიდა, უკან არ დაბრუნდება. ჩემი ორი შვილია ამის მაგალითი, ორივემ ისწავლა დასავლეთში და შემდეგ ორივე უკან დაბრუნდა და აქ მუშაობს, ჩემი შვილის მეგობრებიც ასე არიან.

არანაირი კვლევა მათ არ ჩაუტარებიათ ამაზე, ვიღაცამ რაღაცა უთხრა და ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ასეთი დამაჯერებელი პათოსით ელაპარაკონ მოქალაქეებს.

ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ სწავლის, მოგზაურობის საშუალება, სხვა ქვეყანაში გამოცდილების, სტაჟირების საშუალება, რომ იყვნენ უკეთესი მოქალაქეები, გლობალური მოქალაქეები, უკეთესი ღირებულებების მატარებლები, უკეთესი შემწყნარებლობა ჰქონდეთ და არ ლაპარაკობდნენ იმ სისულელეებს, რასაც ლაპარაკობს, მაგალითად, კობახიძე უმცირესობებთან დაკავშირებით.

  • ფიქრობთ, რომ ეს იმის მცდელობაა, საბოლოოდ მოწყვიტონ განათლების სისტემა დასავლეთს?

ფაქტობრივად აქეთ მივექანებით, რადგან შეგვიჩერეს ყველანაირი გრანტი და დახმარებები დასავლეთის ქვეყნებმა. პროექტებიც მინიმუმზეა დაყვანილი და მხოლოდ მიმდინარე პროექტები თუ სრულდება საქართველოში. ერთადერთი რა შესაძლებლობაც იყო აკადემიურ ნაწილში, ეს იყო ერასმუსის პროგრამები, რომელზეც უარი არ თქმულა და თითქოს მწვანე შუქი აენთო, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ თუკი ჩვენი დიპლომი არ იქნება აღიარებული, ერასმუსშიც როგორ ჩაერთვებიან სტუდენტები?

სინამდვილეში, ეს არის ირიბი ბარიერების შექმნა ახალგაზრდებისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლოს ერთმა მოსამართლემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ირინე იმერლიშვილმა უფლებამოსილება შეიწყვიტა.

“ირინე იმერლიშვილს საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს განკარგულებით N2, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება,” – ნათქვამია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ რელიზში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს დღეებში შევა სარჩელი რითაც “ქართული ოცნება” იმ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას აპირებს, რომლებსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ქვეშ მოიაზრებს.

ირინე იმერლიშვილი იმ მოსამართლეებს შორისაა, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ლიეტუვამ დაასანქცირა.

ირინე იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2016 წლის 12 სექტემბერს დაინიშნა. მას უფლებამოსილების ვადა 2026 წელს ეწურებოდა.

საკონსტიტუციო სასამართლოში იმერლიშვილის გადადგომის შემდეგ 7 მოსამართლე დარჩა: ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა კობახიძე, თეიმურაზ ტუღუში და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია.

ამავე თემაზე:

„ოცნებამ“ მიიღო კანონი, რომლითაც კონკრეტულ პირებს პოლიტიკური საქმიანობას აუკრძალავს

 

Sixteen More Arrested in Connection with October 4 Events, Total Detainees Now 62

Sixteen more people have been arrested on October 17 in connection with the events of October 4, bringing the total number of detainees to 62.

The announcement was made by Georgia’s Minister of Internal Affairs, Gela Geladze, representing the ruling Georgian Dream party.

“Today we arrested 16 additional individuals. As of now, a total of 62 people have been detained as part of the ongoing investigation. Criminal proceedings have also been initiated against two individuals currently abroad. Some of the detainees are charged with calling for the violent overthrow of the constitutional order or the government, attempting to seize or block strategic or special-purpose facilities, organizing or participating in group violence, while others are charged with violence against law enforcement officers,” Geladze said.

Among the two individuals abroad facing criminal prosecution is Irakli Shaishmelashvili, a former senior official of the Special Tasks Department (STD). According to Geladze, Shaishmelashvili is accused of “calling for the violent overthrow of the constitutional order and the government.”

“The detainees, together with the organizers of the protest, dismantled the fences surrounding the presidential residence on Atoneli Street on October 4 and attempted to seize the building. As a result of the unlawful and violent actions carried out by protesters, 35 police officers were injured, several of them seriously, with most sustaining head injuries. We continue investigative actions to identify other perpetrators and bring them to justice,” Geladze said, thanking the police for their service.

“We will act with the utmost strictness against anyone who attempts to undermine the stability of our country and the rule of law. Anyone who raises a hand against the state or law enforcement will be held fully accountable under the law,” Geladze declared.

He also dismissed as “ridiculous” the reports that the gate of the presidential residence on Atoneli Street had been intentionally damaged.

“It’s awkward even to comment on such claims – it’s laughable. We actually ordered an additional forensic examination to determine whether there were any signs of cutting on the fences or whether the damage resulted from physical force. The examination confirmed there were no signs of cutting,” Geladze added.


As of now, 62 people have been arrested in connection with the events of October 4 in Tbilisi. Of them, only two – Dr. Giorgi Chakhunashvili and graphic designer Ia Darakhvelidze – were granted bail and released; the rest remain in pre-trial detention.

Members of the protest’s ‘organizing committee’ – Paata Burchuladze, Murtaz Zodelava, Irakli Nadiradze, Paata Manjgaladze, and Lasha Beridze – have also been charged with organizing and leading group violence, attempting to seize strategic or special-purpose facilities, and calling for the violent overthrow of the constitutional order and government. They face up to nine years in prison.

„პროტესტის უფლება გვერთმევა, მე ვეღარ ავიღებ აქციებზე პასუხისმგებლობას“ – თამაზ ბაკურიძე

„ესე იგი, პროტესტის უფლება გვერთმევა… რა ვუთხრა ამ ხალხს, არ ილაპარაკოთ, დაჯექით სახლში და კარები დახურეთ, ფანჯარაც მიიხურეთ, რადგან კანონი ისეთია გამოსული, შეიძლება, გარეთ რომ გამოიხედო, ამაზეც პასუხი მოგთხოვონ,“ – ამბობს უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თქვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე.

მას „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური პარლამენტის ახალ საკანონმდებლო ცვლილებაზე ვესაუბრეთ, რომლის მიხედვითაც კიდევ უფრო შეიზღუდა პროტესტის გამოხატვა, მაგალითად, პროტესტის ნიშნად ქუჩის გადაკეტვა უკვე პატიმრობას ითვალისწინებს.

თამაზ ბაკურიძე ბათუმში არაერთი საპროტესტო აქციის ორგანიზატორი იყო, როცა ქუჩა გადაკეტეს. „ოცნების“ რეჟიმის ახალი გადაწყვეტილებით, ქუჩის გადაკეტისთვის პირდაპირ ციხეში მოხვდებით. მნიშვნელობა აღარ აქვს: რას აპროტესტებთ, ან სად მართავთ ამ აქციას.

რა იქნება ახლა, როცა პროტესტის გამოხატვისთვის შესაძლოა ციხეში აღმოვჩნდეთ?

„დღე-დღეზე უნდა ჩაგვეტარებინა საპროტესტო აქცია მიწების საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, რა გამოდის: ყველა, ვინც გამოდის აქციაზე, უნდა დაიჭირონ, დააპატიმრონ? მე ვეღარ ავიღებ ამ პასუხისმგებლობას, ვერც ადვოკატს დავუქირავებ ამ ხალხს და ვერ ვირბენ საპყრობილეში დილიდან საღამომდე,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე „ბათუმელებთან“.

„პროტესტის უფლება გვერთმევა, მე ვეღარ ავიღებ აქციებზე პასუხისმგებლობას“ - თამაზ ბაკურიძე

უფლებადამცველი რამდენიმე საპროტესტო აქციას იხსენებს, როცა მაღლმთიანი აჭარის სოფლებიდან საგანგებოდ ჩამოვიდა ხალხი, თავისი ხმა ხელისუფლებისთვის რომ მიეწვდინა.

„სასეირნოდ კი არ ჩამოდიან ბათუმში, ჩამოდიან იმისთვის, რომ ხელისუფლება მათ არ უსმენს და უნდა მიაწვდინონ ხმა მთავრობას,“ – გვიყვება თამაზ ბაკურიძე. – „ბათუმში ჩამოსასვლელად გზის ფულს აგროვებს ეს ხალხი. რა ვუპასუხო ამ ხალხს: არ ილაპარაკოთ, დაჯექით სახლში და თქვენი პრობლემები თქვენშივე ჩაკალით? ასე ვკლავთ სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას.

პროტესტი ნიშნავს ქუჩაში გამოსვლას, ქუჩის გადაკეტვას, მათ შორის, სამთავრობო უწყებებთან. აბა, სად უნდა ჩატარდეს ეს აქცია? ამას ხელისუფლება ბედავს იმიტომ, რომ საზოგადოება უშვებს… მთავრობა ვისია? მთავრობა არის ხალხის დაქირავებული მონა და არა პირიქით – ხალხია მთავრობის მონა.

მეც დამაკავეს ერთ-ერთ აქციაზე, როცა ბათუმში ოჯახს ასახლებდნენ და აღსრულების პოლიციელს მივმართე: სახლის სახურავზე ადამიანი თავს იწვავს და მას უნდა ვუშველოთ, ხალხს დაანებეთ თავი-მეთქი, დამაკავეს და ბორკილებიც დამადეს. მაშინ მოსამართლემ ჩათვალა, რომ აღსრულების პოლიციის მოქმედება იყო გადამეტებული. გამოდის, რომ ჩვენ ახლა ამას ვაკანონებთ?

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები როცა ოპოზიციაში იყვნენ, თავადაც იზიარებდნენ, მაგალითად, იპოთეკის გამო დაზარალებული მოქალაქეების პროტესტს,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე და საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის დაპირებასაც იხსენებს: ხალხმა უნდა მართოს ხელისუფლება და ჩვენ ასეთი ხელისუფლება ვიქნებითო.

თამაზ ბაკურიძე

„ახლა გამოდის, რომ კანონით იმასაც ვკრძალავთ, რომ ხელისუფლება საერთოდ არ შევაწუხოთ,“ – დასძინა თამაზ ბაკურიძემ. ის „ოცნების“ არალეგიტიმურ მთავრობას ნეპალში მომხდარ ამბებს ახსენებს:

„როცა 50 ან 100 კაცი კეტავს ქუჩას, ეს შეიძლება შეფასდეს ხელოვნურად, მაგრამ როცა ბუნებრივად იკეტება ქუჩა, რას ვშვრებით, ყველას ვაპატიმრებთ? ციხეებში ადგილები არ გეყოფათ. როცა რუსთაველი გადაიკეტება ბუნებრივად, ყველას ხომ ციხეში ვერ გამოამწყვდევთ?

ეს გამოიწვევს უფრო მეტ პროტესტს. ახლა ყველაფერი საზოგადოებაზეა დამოკიდებული.

ნეპალში ხომ ნახეთ რამხელა ამბავი მოხდა იმის გამო, რომ ადამიანებს მესინჯერის გამოყენების უფლება არ მისცეს. ღმერთმა ნუ ქნას, ნეპალის მსგავსი არეულობა მოხდეს, ვერ გადავიტანთ ამ ყველაფერს, მაგრამ შეცდომებზე ვსწავლობთ და გამოცდილებას ვიღებთ: ისეთ რამეს ნუ გავაკეთებთ, რომ ხვალ გასაქცევი საშუალება აღარ დაგვრჩეს“, – მიმართავს „ქართული ოცნების“ მთავრობას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.

ამ თემაზე:

ციხე გზის გადაკეტისთვის – ვის შეეხება “ოცნების” მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილება

 

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს დასვენების კატეგორიაში მუდმივად მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს. მიმდინარე შეთავაზებების უმრავლესობა კახეთშია, სადაც განსაკუთრებული პირობებით დასვენების შესაძლებლობა სხვადასხვა ტიპის სასტუმროებში გექნებათ.

სასტუმროების სელექცია კახეთში:

  • ამბასადორი კაჭრეთი

10 ნოემბრის ჩათვლით, ამბასადორი კაჭრეთის ნომრის დაჯავშნისას, მომხმარებლები 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

  • სილქ ჰოსფითალითის შერჩეული სასტუმროები

წინანდლის მამული, სასტუმრო რადისონ ქოლექშენი – დაჯავშნეთ ოთახი წინანდლის მამულის, რადისონ ქოლექშენის სასტუმროში და მიიღეთ მეორე ოთახი ან მეორე ღამე საჩუქრად;

პარკ ჰოტელ წინანდალი – დაჯავშნეთ ოთახი სასტუმრო პარკ ჰოტელში და მიიღეთ მეორე ოთახი ან მეორე ღამე საჩუქრად.

სილქ ჰოსფითალითის სასტუმროებში შეთავაზება მოქმედებს 31 ოქტომბრის ჩათვლით, კვირის ნებისმიერ დღეს.

  • ჰოლიდეი ინნ თელავი

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, 1 დეკემბრამდე, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით ნებისმიერი კატეგორიის ოთახზე.

  • ჰამო მუხრანი

31 ოქტომბრის ჩათვლით, სასტუმროში- ჰამო მუხრანი, თიბისი კონცეპტ ბარათით გადახდისას, 2 ღამის ღირებულება 360 ლარია.

  • შატო მერე

დაჯავშნეთ ოთახი სასტუმროში- შატო მერე და მიიღეთ მეორე ოთახი ან მეორე ღამე საჩუქრად.

  • ყვარლის ტბა

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, 25 დეკემბრის ჩათვლით, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ 30%-იანი ფასდაკლებით ნებისმიერი კატეგორიის ოთახზე.

აღნიშნულ სასტუმროებში არსებული შეთავაზებებით სარგებლობას, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათის მფლობელები შეძლებენ.

სასტუმროების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ჯავშნებისათვის, თიბისი კონცეპტის მომხმარებლები კონცეპტ ასისტენტს უნდა დაუკავშირდნენ.

შეთავაზებების დეტალები იხილეთ ბმულზე.

Garibashvili, Liluashvili, Partskhaladze – Former Officials’ Homes Raided: Electronic Devices, Documents, and Large Sums of Cash Seized

According to the Prosecutor General’s Office, searches were conducted at the homes of former Prime Minister Irakli Garibashvili, former Head of the State Security Service Grigol Liluashvili, former Prosecutor General Otar Partskhaladze, and eight other individuals connected to them.

The announcement was made at a briefing by Prosecutor General Giorgi Gvaramidze.

“Within the framework of ongoing investigations into several criminal cases being conducted by the investigative unit of the Prosecutor General’s Office, as well as the Anti-Corruption and State Security Departments of the State Security Service, a large-scale operation took place today from 10:00 a.m. across the country, simultaneously at 22 locations.

As part of this joint operation, searches were carried out in the apartments, houses, and personal premises of former Prime Minister Irakli Garibashvili, former Head of the State Security Service Grigol Liluashvili, former Prosecutor General Otar Partskhaladze, and eight other individuals connected to them. Various electronic devices, documents, and large amounts of cash were seized,” Gvaramidze stated.

He added that active investigative, procedural, and operational-search measures are ongoing in connection with the mentioned cases.

ხელისუფლებამ მზია ამაღლობელზე სტრასბურგის სასამართლოს დამატებითი ვადა სთხოვა პასუხისთვის

საქართველოს ხელისუფლებას 17 ოქტომბრამდე ჰქონდა ვადა, ეპასუხა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მზია ამაღლობელის საქმეზე, თუმცა ევროსასამართლოს ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართა.

სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა თხოვნა და პასუხისთვის ახალ ვადად 30 ოქტომბერი განისაზღვრა.

ამავე დროს 28 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაიწყება მზია ამაღლობელის სააპელაციო სარჩელის განხილვა მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოტანილ გადაწყვეტილებაზე.

ამავე თემაზე:

რა კითხვები აქვს სტრასბურგის სასამართლოს “ოცნებასთან” მზია ამაღლობელის საქმეზე

შსს 1200 ცალ რკინის ხელბორკილს ყიდულობს – ცალში 58 ლარს იხდის

შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 200 ცალ რკინის ხელბორკილს ყიდულობს და ერთ ცალში მაქსიმუმ 58 ლარის გადახდას აპირებს. ხელბორკილების შესყიდვაზე შსს-მ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის მთლიანი ღირებულება 69 600 ლარია.

შესასყიდი ხელბორკილების ტექნიკური მახასიათებლები: 100% უჟანგავი ფოლადი; ორმაგი ჩაკეტვის სისტემით; 2 საკეტი; საკეტის ჩაკეტვის პოზიცია – არანაკლებ 20 კბილანა; წონა – არანაკლებ 340 გრამი; მაჯის ღიობი – 5.6 სმ – 5.7სმ; ყბის სისქე – არანაკლებ 3.5 მმ; ლოყის ფირფიტების სისქე – არანაკლებ 2.5 მმ; სიგრძე – არაუმეტეს 240 მმ; 2 სტანდარტული გასაღებით და შეფუთვით.

სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით „…განხორციელდა ბაზრის შესწავლა და ტექნიკური დოკუმენტაცია გადაეგზავნა 17 კომპანიას.“

ამავე ოქმის მიხედვით, წინადადება წარმოადგინა ხუთმა კომპანიამ, აქედან ხელბორკილების ჯამური ღირებულების ყველაზე დაბალი შეთავაზება იყო 69 600 ლარი; ხოლო ყველაზე მაღალი – 365 400 ლარი. [ტენდერი ყველაზე დაბალი ღირებულებით გამოცხადდა].

ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 25 ოქტომბერს დაიწყება და 27 ოქტომბერს დასრულდება.

საქონლის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 დღე, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 12 იანვრისა.

რკინის ხელბორკილის ნიმუში / ფოტო ტენდერიდან

შს სამინისტრო პროტესტში ჩართულ მოქალაქეებს სპეცრაზმის მონაწილეობით აკავებს. შსს-ს განცხადებით 4 ოქტომბრის საქმეზე 17 ოქტომბერს კიდევ 16 ადამიანი დააკავეს. სულ ამ დროისთვის დაკავებულია 62 ადამიანი.

„ნებისმიერს შეუძლია მე-12 კლასი საზღვარგარეთ დახუროს“ – რეფორმა, რომელიც უცხოეთში განათლებას ზღუდავს

„ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საშუალო და უმაღლესი განათლების რეფორმა დააანონსა.

ეს რეფორმა ითვალისწინებს იმას, რომ სკოლებში სწავლა გახდება 11-წლიანი, უმაღლეს სასწავლებლებში კი შეიზღუდება ფაკულტეტების რაოდენობა.

რატომ არის დაანონსებული რეფორმა რეალურად იზოლაციისკენ მიმართული და არა პროგრესული?

კობახიძის ამ განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა განათლების სფეროში დასაქმებული ძალიან ბევრი ექსპერტი, განათლების სპეციალისტი. მათი შეფასებით, ამ ცვლილებებით ქართული განათლების სისტემა კიდევ უფრო დაშორდება დასავლური განათლების სისტემას და ქართული ატესტატი თუ დიპლომი დაკარგავს საერთაშორისო აღიარებას.

მაგალითად, საშუალო სკოლის ატესტატი ფაქტობრივად უპერსპექტივო გახდება, რადგან ამერიკულ და ევროპულ სკოლებში სწავლა 12 ან 13-წლიანია და თუ ქართველი მოსწავლე გადაწყვეტს, რომ სწავლა დასავლეთის რომელიმე წამყვან უნივერსიტეტში გააგრძელოს სკოლის დასრულების შემდეგ, ის ამას ვეღარ შეძლებს – დასავლეთი ასეთ ატესტატს არ აღიარებს და მოსწავლეს მოუწევს მთელი რიგი ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა იმისათვის, რომ რომელიმე ევროპულ ან ამერიკულ უნივერსიტეტში მოხვდეს.

ცნობილი ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძე შვილებს არ ატარებს საჯარო სკოლაში და მათ განათლებაში დაახლოებით 40 ათას ლარს იხდის წელიწადში. თავად კი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განათლება გერმანიაში, დიუსელდორფის უნივერსიტეტში აქვს მიღებული.კობახიძე ამ პრობლემაზე ასეთ კომენტარს აკეთებს: „მანდაც შეიძლება თავისუფლად გამოსავლის მოძიება, თუ ვინმეს უნდა 12 წლის დახურვა, შეიძლება ქვეყანაშიც კი შევქმნათ ამის შესაძლებლობა. თუ არადა, ნებისმიერ ახალგაზრდას, მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, რომ სხვაგან დახუროს, საზღვარგარეთ მე-12 კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა უმაღლესი განათლების დონეზე“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

აქ, ალბათ, თვალშისაცემია სიტყვა „ნებისმიერი“, რადგან  ხარისხიანი განათლება საქართველოში მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია კერძო ან უცხოურ სკოლებში, რაზეც ძირითადად, მდიდარი საჯარო მოხელეების და „ოცნების“ მაღალჩინოსნების შვილებს თუ მიუწვდებათ ხელი.

საშუალო და ღარიბი სოციალური შესაძლებლობის ოჯახები კი უცხოეთში ვერ შეძლებენ თავიანთი შვილების გაგზავნას მე-12 კლასის დასასრულებლად, რაც დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული და სასკოლო განათლების მისაღებად გრანტები თითქმის არ არსებობს.

ქვეყანაში, სადაც 700 000-მდე ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო 70 ათასამდე ბავშვი შიმშილობს ოფიციალური მონაცემებით, ამ ოჯახებს ეუბნებიან, რომ „შეუძლიათ, შვილებს მე-12 კლასი უცხოეთში დაასრულებინონ.

სპეციალისტების შეფასებით, ეს ეგრეთ წოდებული რეფორმა ახალგაზრდებს საქართველოდან ართმევს შესაძლებლობას,  განათლება დასავლეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში მიიღონ, მიუხედავად მათი ოჯახური მდგომარეობისა. წლების მანძილზე ხელმოკლე ოჯახები სწორედ იმიტომ ახერხებდნენ ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მოპოვებას, რომ ქართული განათლების სისტემა თანხვედრაში იყო დასავლურ განათლებასთან.

გუშინ დაანონსებული ცვლილებების მიხედვით, „ოცნების“ მთავრობა უმაღლეს სასწავლებლებში ზღუდავს ფაკულტეტების რაოდენობას.

„1 ქალაქი, 1 ფაკულტეტი“ – ამბობს კობახიძე. ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, სამართალს ან მენეჯმენტს ისწავლით მხოლოდ ერთ რომელიმე უნივერსიტეტში და არა ყველგან.

კობახიძემ ასევე ისაუბრა პროფესორების შემცირებაზე და თქვა, რომ ერთ ფაკულტეტზე საკმარისია ერთი პროფესორი. სხვა აკადემიური პერსონალი დაიკავებს მხოლოდ ასისტენტების პოზიციას.

Freedom Behind Bars: EU Parliament Hears Call to Stand with Mzia Amaglobeli

On October 14 in Brussels, five Members of the European Parliament co-hosted a discussion titled “Freedom Behind Bars: Standing with Mzia Amaglobeli and Georgia’s Pro-Democracy Movement.” Following the opening remarks by the MEPs, the floor was given to Amaglobeli’s colleagues and her international lawyers. The event also featured addresses from Georgia’s fifth president, Salome Zourabichvili, and Nobel Prize laureate Maria Ressa, who spoke to the members of the EU Parliament and attendees.

Irma Dimitradze, a journalist from Batumelebi, was one of the panelists of the discussion. Here is a transcript of her speech:

“I’ll try to be brief. Well, I don’t feel comfortable being here because it’s not the position I should be in as a journalist. But, I am here because I promised Mzia that I would go anywhere and everywhere to take her voice and to make her fight continue if she would stop her hunger strike, because it was terrifying. The only other time in my life that I felt as terrified as I did during Mzia’s hunger strike was in 2008 when I was 13 and Russian tanks were invading Georgia.

I often get asked how things are going: “Is there hope?”, “The protests continue day after day, but where are you headed?” – What I want to tell you is that, actually, it’s not difficult to fight when you see hope or a glimmer of light ahead; the bravery is to fight when you have no logical explanation, and I think the history of Georgia just shows it: Georgians kept fighting under the Russian Empire and under many others before; even during the Soviet occupation, when it didn’t really look like we would get out of it  and retain our country and freedoms. And yet, here we are – this tiny country.

And now also, maybe sometimes you think that there are no logical hopes… but no – this is the bravery.

Some people say and I also used to say that those people who are born in free Georgia or free Ukraine – or after the collapse of the Soviet Union, understand freedom better and are more willing to fight for it with courage and bravery. However, what happened to Mzia and what I see around me has made me realize that these are those who really know what it means to live without freedom who are willing to give up everything and fight whenever there is even not a hope. And I think we, Georgians have a real chance because we have this determination. We just need help.

I’ve said it many times, and sometimes it feels pathetic, but it’s the truth. We are on the front line, on the defense line. And we need you not to let your hand go, as Mzia said in her message. And I want you to believe in us, believe in our bravery because this woman is literally giving everything. She’s fighting to the end, and the end can be tragic or victorious. Right now, in this building, it is very much in your hands also to help, to help that this fight ends victoriously, not tragically. For some cases, like that of another client of Caoilfhionn Gallagher (Daphne Caruana Galizia), it was too late… We cannot afford it because if it’s too late for Mzia today, then it will be too late for others tomorrow.

Here are journalists and press freedom defenders as well and I want to thank them for their fight and for their belief. And I want to once again ask everyone: Understand, we know – Freedom is more valuable than life itself and it’s worth fighting, just help us in it.

One day I will come here with Mzia, and that day should come very soon.”

„რატომ ააწიოკეთ ოჯახი, რატომ დაადეთ მცირეწლოვან ბავშვებს ავტომატი“ – დაკავებულის ახლობელი

დღეს, 17 ოქტომბერს, ოზურგეთში სიმონ მახარაძე ნათესავის სახლში დააკავეს.

მისი დაკავების შესახებ საზოგადოებას მისმა ბიძაშვილმა დავით მახარაძემ აცნობა.

მან ვიდეო გაავრცელა ფეისბუქზე, სადაც სიმონ მახარაძის დაკავების დეტალებზე საუბრობს.

„ვინც ხელისუფლებისკენ ხართ და ამართლებთ ამ სისაძაგლეს, ახლა იმ ხალხს მოგმართავთ. ვთქვათ, სიმონ მახარაძე დამნაშავეა და ვთქვათ, 4 ოქტომბერს რაღაც დააშავა და თქვენი სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედიები ავრცელებთ ამას, რა საჭირო იყო 90-მდე სპეცრაზმელის შემოვარდნა ერთ ადამიანთან?

რატომ ააწიოკეთ ოჯახი? რატომ დაადეს მცირეწლოვან ბავშვებს ავტომატი, რატომ იმუქრებოდნენ ძაღლის მოკვლით, რატომ იყვნენ აგრესიულები სპეცრაზმელები?

მოვა დრო და თქვენც გაგიჭირდებათ, თუმცა ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ. თქვენთვისაც ვიბრძოლებთ. თქვენთვისაც ამოვიღებთ ხმას, რომ დაგჩაგრეს და როდესაც იგივე შეგემთხვევათ, თქვენთვისაც ვიბრძოლებთ ხალხი, რომ ხვალ სუსტი არ დაიჩაგროს.

ღვთის წინაშე აგებთ პასუხს, ვინც ხელისუფლების ამ სისაძაგლეს უჭერთ მხარს და ამართლებთ.

13 წელია ხელისუფლებაშია მოსული ბიძინა ივანიშვილი ხომ? ამ 13 წლის განმავლობაში რაიმე სასიკეთო გააკეთა და აკეთებს ბიძინა ივანიშვილი? – არ აკეთებს.

თქვენი „ქველმოქმედი“ ანადგურებს ამ ქვეყანას. თქვენმა „ქველმოქმედმა“ ივანიშვილმა რატომ ააფეთქა საყდრისი? რატომ მოხდა ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა?  მარტო იმათ რატომ დასდევენ, ვისაც სამშობლო უყვარს?

ჩვენ ვიბრძოლებთ და არასდროს დავუთმობთ ამ ქვეყანას რუსეთს. ეს ქვეყანა რუსეთის ბაღჩა არ არის. ეს ქვეყანა არის ქართველი ხალხის და ქართველმა ხალხმა ომით, ტანჯვით და ბრძოლით მოიტანა აქამდე.

ახლა ვინც ცდილობთ ამ დაკავებულების გაშავებას, თქვენი რიგიც მოვა, გგონიათ, რომ არ მოგადგებიან? – არა, მოგადგებიან, ცოტა დროა დარჩენილი.

როცა გაგიჭირდებათ და პურს, საჭმელს გაგიძვირებენ, ის 20 ლარი აღარ გეყოფათ რასაც გირიგებდნენ. არც ის მათხოვრული სოციალური დახმარება გეყოფათ და არც ის მათხოვრული პენსია გეყოფათ წამლებში, რადგან განადგურებულია ქვეყანა.

იქნებ გაიხედოთ გარეთ და დაინახოთ, ხალხი ნაგვის ურნებში რომ ეძებს საჭმელს, ვისი დამსახურებაა ეს? ქვეყანა დღითი-დღე მიექანება კატასტროფისკენ“ – ამბობს ვიდეოში დავით მახარაძე.

ის საუბრობს საზოგადოების პოლარიზაციასა და ღალატზე.

„სამწუხარო მდგომარეობა დადგა ქვეყანაში, რადგან შიდა მოღალატეები უფრო მეტი გვყავს, ვიდრე გარე მტრები. გაიხედეთ ფანჯრიდან, ომი უკვე დაწყებულია. ბიძინა ივანიშვილს სურს სამოქალაქო ომი და ეს პროცესი დაწყებულია.

გაიხედეთ გორის ავტობანთან 1 კმ და 200 მეტრი აშორებს რუსებს, რომ ეს ავტობანიც ხელში ჩაიგდონ. დანაღმულია ველი, სნაიპერები დგანან. სრული კატასტროფაა საქართველოში და თქვენ იმას დასდევთ, რომ თურმე ვიღაც „აკაცუკმა დანაშაული ჩაიდინა“.

იმ ხალხს აშავებთ, ვისაც სამშობლო უყვარს და მისთვის სიცოცხლეს გაწირავს“ – ამბობს დავით მახარაძე.

აქტივისტების ინფორმაციით, დღეს სპეცოპერაციით კიდევ 7 ადამიანი დააკავეს.

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ოქტომბრის 21 საათიდან 18 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
    ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 1-2 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +19 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 19 ოქტომბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 20 და 21 ოქტომბერს კი – წვიმა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 128 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +730. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 266 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 23 394 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 33 748 ერთეული [+35]
  • MLRS – 1 520 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 228 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 71 025 ერთეული [+588]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 864 ერთეული [+5]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 64 541 ერთეული [+73]
  • სპეცტექნიკა – 3 978 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 667 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 90 559 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 633 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 533 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 602 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 30 505 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 44 089 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„რაც უფრო მეტად დაჭიმავენ ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხვდებათ“ – ჯანაშია პარტიების გაუქმებაზე

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას აპირებს და ამისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. „ოცნების“ ლიდერების განცხადებით, არა მარტო აკრძალავენ მათთვის მიუღებელ პარტიებს, არამედ საქმიანობას აუკრძალავენ ყველა იმ პირს, ვინც „ოცნების“ აზრით, „სრულ თანხვედრაში იყო“ რომელიმე აკრძალული პარტიის მიზანთან.

რაზე მეტყველებს საქართველოში ოპოზიციის დაანონსებული აკრძალვა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სიმონ ჯანაშიას ესაუბრა, „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელსა და განათლების ექსპერტს.

  • ბატონო სიმონ, „ქართული ოცნება“ აპირებს ფაქტობრივად უუფლებოდ დატოვოს ამ ქვეყნის მოქალაქეები, ვისთვისაც მიუღებელია მათი პოლიტიკა. რას აკანონებენ სინამდვილეში ამ დაანონსებული ცვლილებებით?

ქართულ ოცნებას“ უკვე რამდენიმე წელია ხელისუფლების შენარჩუნების პრობლემა აქვს, რადგან ვერ არწმუნებს ხალხს, რომ ისინი შეძლებენ ამ საზოგადოების პრობლემების გადაჭრას, გარდა რაღაც საბაზისო საჭიროებების მოგვარებისა. ასევე, ვერ აგვარებენ იმას, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, იმიტომ, რომ ძალაუფლების შენარჩუნების ის გზები, რაც მათ აირჩიეს, არ არის თანხვედრაში ევროკავშირის ღირებულებებთან.

ამიტომ, ვინც კი ხელს უშლის მათ, იქნება ეს შიდა ძალები, ევროპელი ლიდერები თუ სხვა, ყველა უნდა გამოაცხადოს მტრად. გამოიგონეს რაღაც არარსებული ორგანიზაციები, – გლობალური ომის პარტია, „დიფ სთეითი“ და ასე შემდეგ, რომ ამის შიგნით ყველას ეძახონ მტერი.

ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენონ საბაბად, რადგან მასაც ჰქონდა გარკვეული დანაშაულები ჩადენილი და აკრძალონ ყველა პარტია, რომებიც მათ ხელს უშლიან ძალაუფლების შენარჩუნებაში. ყველა მოიშორონ და გაანეიტრალონ.

  • „ნაციონალურ მოძრაობას“ ამჟამად „ოცნების“ ძალიან ბევრი დეპუტატი თუ მაღალჩინოსანი წარმოადგენდა წლების წინ. რა სახელი შეიძლება დავარქვათ ამას?

მე მგონი, საზოგადოება მშვენივრად ხვდება იმას, რომ რეალურად ეს არის რაღაც ფასადი და სინამდვილეში ხდება საქართველოს კონსტიტუციური წყობის შეცვლა. საქართველოს კონსტიტუციური წყობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს აქვთ როგორც გაერთიანების უფლება, ისე საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება პარტიების გამოყენებით.

ამიტომ, თუ აკრძალავენ პარტიებს და ადამიანებს პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავენ, მაშინ რეალურად ჩვენ ვლაპარაკობთ არა იმაზე, რომ კონკრეტული პარტია იკრძალება, არამედ იმაზე, რომ როგორი სახელმწიფო იქნება საქართველო? იქნება კი დემოკრატიული რესპუბლიკა? თუ იქნება რაღაც ავტორიტარული ქვეყანა, სადაც ერთი კონკრეტული პარტია წყვეტს, რომელი პარტიები იქნება დაშვებული და რომელი არა, რომელი ჩაითვლება რადიკალურად და რომელი – დემოკრატად.

ანუ საზოგადოება კი არ გადაწყვეტს დემოკრატიულია თუ არა რომელიმე პარტია, არამედ სახელმწიფო და კერძოდ ის კონკრეტული პარტია, რომელიც მმართველობაშია.

  • გამოდის, ხალხს საერთოდ უუქმებენ ხმას?

არა მარტო ხმას, ბევრ რამეს უუქმებენ. მათ შორის გაერთიანების უფლებას, რაც დღეს ხალხს აქვს კონსტიტუციით. ხალხს აქვს უფლება შექმნას ჯგუფები, პოლიტიკური პარტიები – ეს არის თავისუფალი საზოგადოების საფუძველი და ეს არის მოქალაქეობის ნაწილის გაუქმებაც, სინამდვილეში.

ანუ, მე მინდა რაღაც პარტიაში გავერთიანდე და ხელისუფლება ამბობს, რომ არა. ჩვენ გადავწყვიტეთ, იარსებებს თუ არა ასეთი პარტია.

ზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას, რადგან პოლიტიკური პარტიები არის ინსტრუმენტი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამოხატვის. თუ მე მინდა რაღაც შეიცვალოს სახელმწიფოში, გარდა იმისა, რომ შემიძლია ეს პირადად ვთქვა, შეიძლება ეს გააკეთოს ჩემ მიერ ორგანიზებულმა ან ჩემ მიერ მანდატმიცემულმა ჯგუფმა ჩემი სახელით. ამ კანონით კი, მე, როგორც მოქალაქეს, მიკრძალავენ გამოხატვის უფლებას პარტიების გზით.

ასევე, პოლიტიკურ მონაწილეობას მიკრძალავ, ანუ მართმევ უფლებას, რომ ჩავერთო პოლიტიკურ პროცესში იმით, რომ ავირჩიო ჩემი წარმომადგენლები ან მე თვითონ ვიყო არჩეული რომელიღაც წარმომადგენლობით ორგანოში.

მეუბნები, რომ ან მე შემომიერთდი და ჩემს პარტიაში შემოდი, ან იმ პარტიაში შედი, ვისაც მე ვაღიარებ ლეგიტიმურად. ეს არის ავტორიტარული სისტემა.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რა მოხდა მერე, იყოს ერთი პარტია, ოღონდ იყოს კარგი პარტია, გააკეთოს რაღაც. მაგრამ პრობლემაა ის, რომ რაც უფრო ცოტაა პოლიტიკური პარტიების რაოდენობა, მით უფრო ნაკლებია პოლიტიკური დებატები. აღარ არსებობს პოლიტიკური პროგრამებისა და იდეების შეჯიბრი, არ ხდება ან ვიწროვდება ხელისუფლების კრიტიკა და ასეთ გარემოში რაღაც ჯგუფური აზროვნება ყალიბდება, სადაც არ არსებობს ალტერნატიული აზრი.

  • ხელისუფლების კრიტიკის უფლება ერთმევა რეალურად ხალხს, არა?

ესეც ერთ-ერთი პრობლემაა, რადგან როცა არსებობს ალტერნატიული პარტიები, მაშინ უფრო მეტად ანგარიშვალდებულია ხელისუფლება საზოგადოების წინაშე. იცის, რომ თუ არ შეასრულებს საზოგადოების დაკვეთას, მაშინ შეიძლება ეს გააკეთოს სხვამ, რომელსაც აირჩევს საზოგადოება. და თუ ეს სხვები გაუქმებულია, მაშინ არჩევანიც არ არსებობს.

აღარ არსებობს ხელისუფლების შემაკავებელი ძალა, რაც იწვევს საზოგადოების უკონტროლო ძარცვას, ან გადადის ძალადობაზე და აღარ არსებობს ისეთი პოლიტიკური წარმომადგენელი, რომელსაც მიმართავ შენი უფლებების დაცვისთვის, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი ძალა გავიწროებს.

ასეთ მოცემულობაში ხელისუფლება იმდენად ირყვნება, რომ შესაძლებლობა აქვს აკეთოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს. ასეთი რეჟიმები იწვევს არასტაბილურობას და პოლიტიკური მოძრაობები გადადის იატაკქვეშეთში, რაც იწვევს წინააღმდეგობის გაჩენას, არეულობას, რევოლუციებს და ასე შემდეგ.

სინამდვილეში, შეიძლება აქეთკენ უბიძგოს ხელისუფლებამ ხალხს, პარტიების აკრძალვით.

თუ ხელისუფლება პროდასავლური პარტიების უმეტესობას აკრძალავს, მაშინ დასავლეთისკენ სწრაფვა გახდება იატაკქვეშა საქმიანობა.

ერთპარტიულობა დაკავშირებულია კიდევ ერთ პრობლემასთან. წარმოიდგინეთ, რუსებმა რომ მოინდომონ საქართველოს ხელში ჩაგდება, მხოლოდ ერთ პარტიასთან მოუწევთ გამკლავება და საზოგადოების ყველა ინსტიტუტის ხელში ჩაგდება და საზოგადოებისთვის ეს არის ძალიან საშიში.

  • გარდა პარტიების აკრძალვისა, „ოცნების“ ერთ-ერთი წარმომადგენელი ასევე საუბრობდა იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობა გაუუქმოს პირს, თუკი ამას ხელისუფლება გადაწყვეტს. გამოდის, რომ ხალხს საერთოდ არ უტოვებენ უფლებას, საკუთარი, არჩეული წარმომადგენელი ჰყავდეთ პარლამენტში ან საკრებულოში?

ეს საერთოდ აბსურდია.

ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე რუსეთში, მაგალითად, ნავალნის გაუუქმეს პარტია და გამოაცხადეს ექსტრემისტულ ორგანიზაციად, რადგან არის უცხოეთის აგენტიო. გვეცნობა ხომ ეს ტერმინები?

რუმინეთში აკრძალეს კონკრეტული ადამიანებისთვის პოლიტიკური საქმიანობა. საფრანგეთში აუკრძალეს მაგალითად მარი ლე პენს ხუთი წლით პოლიტიკური საქმიანობა, მაგრამ მას კორუფციაში ედება ბრალი, პარტიისთვის გამოყოფილი ფული გახარჯა არასწორად. მაგრამ ის, რომ მთელი რიგი პარტიები აკრძალო, როგორც ეს თქვა კობახიძემ, ხდება მხოლოდ ავტორიტარულ სისტემებში.

  • აქ მარტო პარტიებზე არ არის საუბარი, ფაქტობრივად პარტიის წევრებს ან მათი იდეოლოგიების გამზიარებლებსაც უკრძალავენ საქმიანობას. ეს ხომ ათასობით ადამიანს შეიძლება შეეხოს.

საქართველოში პოლიტიკური პარტიები სუსტია იმის გამო, რომ ადამიანებს არ უნდათ პარტიებში გაწევრიანება იმ მიზეზით, რომ აქვთ სამსახურიდან გაგდების საფრთხე, შეავიწროებენ სახელმწიფო ტენდერებში და ბევრი სხვა მიზეზია. თუ ამ საფრთხეებს დაემატება ახალი აკრძალვები, ეს კიდევ უფრო დაასუსტებს ოპოზიციურ პარტიებს. უფრო სუსტი გახდება პოლიტიკური ცხოვრება და ადამიანებს კიდევ უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი პრობლემები პოლიტიკური გზებით მოაგვარონ და მიმართავენ სხვა გზებს.

ეს სხვა გზები რა არის? – ეს იქნება ნაცნობობა, კორუფცია, რადიკალიზმი, – მაგალითად, დაშინება ერთმანეთის, ან რაღაც აგრესია და ასე შემდეგ. თუ პოლიტიკა აღარ არეგულირებს, მაშინ არეგულირებს ძალა, კუნთი, იარაღი, ფული, რაღაც გავლენა, წარმომავლობა და ასე შემდეგ, ხომ?!

მაგრამ ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვკარგავთ სახელმწიფოებრიობას, რადგან ეს ყველაფერი პირდაპირი გზაა თვითიზოლაციისკენ, იმიტომ, რომ არავის სურს ასეთ სახელმწიფოსთან ურთიერთობა. არც პოლიტიკური ურთიერთობები აწყობთ ასეთ ქვეყნებთან და არც ეკონომიკური.

გეოპოლიტიკურადაც პრობლემურია ეს, რადგან თუ ქვეყნის კურსი მთლიანად იცვლება და შენ აღარ ხარ დემოკრატიული, მაშინ შენი ალიანსებიც იქნება არადემოკრატიულ სახელმწიფოებთან და ვისთვისაც ასეთი რეჟიმები მისაღებია, ისინი არც კულტურულად არიან ჩვენთან ახლოს მაინცდამაინც, ხომ?

  • პარტიების გაუქმება და ადამიანებისთვის საქმიანობის აკრძალვა ალბათ სხვა სფეროებზეც გავრცელდება, არა? მაგალითად, თუ აკრძალული პარტიის წევრი უნივერსიტეტში ან სკოლაში ასწავლის, ალბათ ამ სისტემებიდანაც გამოაგდებენ. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ასე იწყებენ ხოლმე ავტორიტარული რეჟიმები, – ჯერ პოლიტიკურ ოპონენტებს იშორებენ თავიდან, შემდეგ მისწვდებიან განათლების სფეროსაც.

30-იან წლებში მეტი არაფერი უკეთებია ბოლშევიკურ, კომუნისტურ პარტიას. ის ცდილობდა ჩამოეშორებინა ყველა, ვინც მანამდე, ან დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროს, სხვა პარტიებში იყვნენ გაწევრიანებული.

მხოლოდ კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანება იყო ლოიალობის წინაპირობა, თუკი დათმობდი საკუთარ პრინციპებს და ღირებულებებს, უარს იტყოდი საკუთარ ახლობლებზე და ასე შემდეგ. შეიძლება მხოლოდ ასე დაწინაურებულიყავი სისტემაში.

  • როგორ ფიქრობთ, გაუძლებს ეს ქვეყანა კიდევ ერთ რუსულ ტერორს?

გაუძლებს. ყველა ვარიანტში ვაჯობებთ ამ რეჟიმს, რადგან „ქართული ოცნების“ მომხრეებიც კი არ არიან თანახმა, რომ ასეთი რაღაც მოხდეს. შეიძლება გულში უხაროდეთ, რომ რაღაც საფრთხე გაჩნდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მაგრამ არა მგონია მზად იყვნენ იმისთვის, რომ აიღონ და პარტიები გააუქმონ.

ეს ნიშნავს, რომ თვითონაც აღმოჩნდებიან ტყვეობაში და როცა მათ დაემუქრებათ საფრთხე, იქნება ეს განათლების სფერო, სპორტი თუ ბიზნესი, მათი დამცველი არავინ იქნება.

ვერც რეჟიმი გაუძლებს, შეუძლებელია, რომ ასეთ წნეხს გაუძლოს და თან, რაც უფრო მეტად დაჭიმავენ ამ ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხდებათ. რაც უფრო მეტად მიაყენებ კუთხეში და კედელთან ადამიანებს, მით უფრო მეტად გააფთრებულად დაიწყებენ თავის დაცვას. საქართველოში ასე მარტივად არ ეგუებიან რეპრესიებს. აჯანყებებიც ბევრი გვახსოვს.

  • თუმცა ცდილობენ ჯარიმებით და ციხით გატეხონ ეს წინააღმდეგობა. ეუთოს თავმჯდომარეც კი დააჯარიმეს ქუჩაში დგომისთვის…

ჩვენი ისტორიის მანძილზე კი არა, მსოფლიოში კი ვერ ვიპოვე მსგავსი პრეცედენტი, რომ დიპლომატი დაეჯარიმებინოთ. ეს არის უპასუხისმგებლობა, რაღაც ბავშვური საქციელი, ნაწყენი ბავშვის შურისძიება, რომ მზად ხარ გადაწვა საკუთარი სახლი, ოღონდ ვიღაცას აჩვენო რომ მაგარი ხარ, რომ გაქვს შეუზღუდავი ძალაუფლება. და ამ დამწვარ სახლში თვითონ არ უნდა იცხოვრონ?!

ამიტომ, „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი არ არის საქართველო იქნება თუ არა დემოკრატიული. ეს გადაწყვიტეს საქართველოს მოქალაქეებმა მაშინ, როდესაც დავაფუძნეთ დამოუკიდებელი საქართველო. მაშინ ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ ეს სახელმწიფო უნდა იყოს დემოკრატიული და დემოკრატია გულისხმობს იმასაც, რომ პოლიტიკაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოქალაქეს.

ამიტომ, კობახიძე რას იტყვის ან რას გააკეთებს, ეს არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. და რაც უფრო მეტ ასეთ ნაბიჯს გადადგამენ, მით უფრო ეჭვქვეშ დადგება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ლეგიტიმურობა. საკუთარ მომხრეებშიც კი უკვე ჩნდება ეჭვი, რომ ისინი არალეგიტიმურები არიან და არაფერი დემოკრატიასთან საერთო არ აქვს მათ გადაწყვეტილებებს.

„ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ – კობახიძე განათლების სისტემაში ცვლილებებს აანონსებს

„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილებებს აანონსებს. ამის შესახებ კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

დღეს, 16 ოქტომბერს, კობახიძემ განაცხადა, რომ რესურსების ოპტიმიზაციას და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გათანაბრებას ასე ხედავენ:

„გვინდა, დავამკვიდროთ ერთი ძალიან მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი, მაგალითად, თბილისში, ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამისათვის გარდამავალი ეტაპი იქნება უზრუნველყოფილი თითოეული სტუდენტისთვის.

შესაბამისად, ეს გამოიწვევს რეორგანიზაციას და ფაკულტეტების გადანაწილებას უნივერსიტეტებს შორის. ეს გადანაწილება უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტის ტრადიციული ფუნქციებისა და მათი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით.

ბუნებრივია, სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი გარდამავალი პერიოდი, ვინც სწავლობს კონკრეტულ უნივერსიტეტში, მას ექნება საშუალება, დაამთავროს ის შესაბამისი უნივერსიტეტი, შესაბამისი სპეციალობით. ძალდატანებით, რა თქმა უნდა, არავითარი ცვლილება არ განხორციელდება, ერთადერთი, სტუდენტებს შეუძლიათ, ნებაყოფლობით აირჩიონ მობილობის წესით სხვა უნივერსიტეტში გადასვლა. გარდამავალი ეტაპი სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი, პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, თითოეული სტუდენტის არჩევანს,“- თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, უცხოელი სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ მკაცრად გამონაკლის შემთხვევებში და ეს პრინციპი კანონის დონეზე იქნება დანერგილი.

„რაც შეეხება უცხოელი სტუდენტების პრობლემას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები მთლიანად უნდა იყოს ორიენტირებული სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უცხოელი სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ მკაცრად გამონაკლის შემთხვევებში და ეს პრინციპი კანონის დონეზე იქნება დანერგილი,“- განაცხადა მან.

კობახიძემ ასევე ისაუბრა პროფესურის ანაზღაურებაზეც. მისი თქმით, სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება უნდა იყოს 10 ათასი ლარი, რასაც უნდა დაემატოს ჰონორარები, რასაც პროფესორები მიიღებენ სხვადასხვა საქმიანობისთვის, როგორიც არის სახელმძღვანელოების, სტატიების მომზადება და ა.შ.

„ყველა მიმართულებას უნდა ჰყავდეს ერთი ლიდერი, ერთი ხელმძღვანელი, ერთი სრული პროფესორი, რომელთან ერთადაც იმუშავებს 2-3 ასოცირებული პროფესორი და 10-ზე მეტი ასისტენტ-პროფესორი და სწორედ ასე უნდა ჩამოყალიბდეს უნივერსიტეტებში პროფესორ-მასწავლებელთა ძირითადი ბირთვი და ეს პროცესი მოგცემს ჩვენ, მათ შორის უკეთესი პირობების შექმნის შესაძლებლობას პროფესორ-მასწავლებლებისთვის. დღეს თუ საშუალო ანაზღაურება არის 2 ათასი ლარი, უმაღლესი რანგის პროფესორ-მასწავლებლებისთვის ვფიქრობთ, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება უნდა იყოს 10 ათასი ლარი, რასაც უნდა დაემატოს ჰონორარები, რასაც პროფესორები მიიღებენ სხვადასხვა საქმიანობისთვის როგორიც არის სახელმძღვანელოების მომზადება, სტატიების მომზადება და ა.შ. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ხარისხის თვისებრივად ამაღლებას უმაღლესი განათლების სისტემაში.

რაც შეეხება სხვა პედაგოგებს, მათ შეიძლება, ჰქონდეთ კონკრეტული სტატუსები, მაგრამ ისინი უნივერსიტეტებში უნდა იყვნენ დასაქმებული საათობრივ საწყისებზე და ბევრად უფრო მცირე ანაზღაურებით. აქცენტი უნდა გაკეთდეს სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ადამიანი დროშას სად აფრიალებს, ეზოში თუ გარეთ, ეს დანაშაული ვერ იქნება” – მაია მწარიაშვილი

4 ოქტომბრის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 46 ადამიანი დააკავა. მათგან 5 ორგანიზატორადაა მიჩნეული, 41 დაკავებული კი სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებითაა ბრალდებული.

ადვოკატი მაია მწარიაშვილი “ტვ პირველთან”  საუბრობს იმაზე, თუ რა ჩანს 4 ოქტომბრის მოვლენების ამსახველ საჯაროდ გავრცელებულ კადრებში და რა დასკვნები შეიძლება გამოიტანოს ამ კადრებიდან მაყურებელმა.

მაია მწარიაშვილი თბილისის ყოფილი პროკურორი და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეა, რომელსაც საჯარო სექტორსა და სასამართლო სისტემაში მრავალწლიანი კარიერა აქვს.

„მაყურებლის თვალით ვუყურებ ხოლმე ასეთ მოვლენებს. რა თქმა უნდა, მეხმარება ჩემი პროფესია რაღაცების აღქმასა და შეფასებაში.

მეც თვალს ვადევნებდი პრეზიდენტის სასახლის, ასე ვთქვათ, გისოსებთან ჯაჯგურს და შემდეგ ამ გისოსების უცნაურ დაზიანებას. მე საქმის გარემოებებს ხომ არ ვიცნობ, თუმცა ვიცი საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები – ის, რაც საჯაროდ ითქვა და საჯაროდ ჩანს.

ამის უკან ჩვენ არაფერი არ მოგვისმენია. ეგრეთ წოდებულ ორგანიზატორებზე და მათ განცხადებებზე არაფერს არ ვიტყვი, იმიტომ, რომ რაც ტელეეთერში იყო, იმის მიღმა არაფერი არ ვიცი. მტკიცების ტვირთი, აქ გამოძიების ორგანოებზეა.

რაც შეეხება სასახლის ღობეს, ვუყურე კადრებს, რომელიც ტელევიზიებში გავიდა, აშკარად ჩანს, რომ ღობე, რკინის კონსტრუქცია შუაში ტყდება. ასევე ჩანს მავთულით გადაბმის კვალი. არ უნდა ამას დიდი პროფესორობა, რომ ღობის თემა ძალზე მნიშვნელოვანია აქ. ამიტომ, როგორც მინიმუმ, გამოძიებამ რომ შეინარჩუნოს ელემენტარული კეთილსინდისიერება, ექსპერტიზა უნდა დაინიშნოს. გაარკვიოს, რამდენ ადგილას დაზიანდა ღობე, რამ გამოიწვია ეს დაზიანება, ნჯღრევის შედეგად მიღებული დაზიანებაა თუ არა და ა.შ. ფაქტია, კადრებში გადაბმა ჩანს, რომელიც ირღვევა,“- ამბობს მაია მწარიაშვილი.

რას ცვლის სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობაში მოცემულობა, თუკი პრეზიდენტის სასახლის ღობე წინასწარ იყო დაზიანებული?

„დანაშაულის პროვოცირებაზე როდესაც ვსაუბრობთ, სახელმწიფოს უზარმაზარი რესურსი აქვს იმისთვის, რომ შექმნას პირობები, ანუ დაეხმაროს, ხელი შეუწყოს, დადგას, მოახდინოს დანაშაულის პროვოცირება, რაც თავისთავად დანაშაულია. ამას ისე არ ვსაუბრობ, გამომიძიებია ასეთი საქმეები წინა ხელისუფლების პირობებში.

სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები დღემდე არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. ვიზუალურად რაც ჩანს, რასაკვირველია, ნებისმიერ გონიერ ადამიანში წარმოშობს კითხვებს – როგორ მოხდა ამის [ღობის] დანგრევა, რატომ ზოზინებდნენ იქ სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები, შემდეგ შენობიდან როგორ გამოვიდა სპეცდანიშნულების დანაყოფი…

რატომ ვუსვამ ამას ხაზს. დარჩა შთაბეჭდილება, რომ დამკვეთებს უდავოდ სჭირდებოდათ ეს სურათი, სანახაობის შექმნა, რომ ღობე გადაინგრა და ადამიანები გადავიდნენ ეზოში.

თუმცა ეს არ არის ერთიანი დანაშაული. ეს არ არის საერთო განზრახვით მოცული დანაშაული. რასაც ვისმენ კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, ყველას აქვს თავისი მოტივი და მიზანი რატომ იყო იქ.

როგორც წესი, ეს ადამიანები არიან გაჭირვებული, დაჩაგრული, სოციალურად დაუცველი ხალხი. ანუ, ისინი, ვისაც სახელმწიფო არაფრით ეხმარება, სახელმწიფო მათთვის არ არის. რა გასაკვირია, რომ ასეთი ადამიანი აპროტესტებს რაღაცას?!

ამიტომ ეს პროვოცირებული მოქმედებები: ვიღაცამ ღობეს გადააბიჯა, ვიღაცამ აქედან რაღაც დაუყვირა, ვიღაცას სპრეი რომ შეასხეს, რაღაც საპასუხო მოქმედება განახორციელა და იქიდან პასუხი მიიღო, ეს არ ნიშნავს, რომ ეს მოქმედებები შეკრულია ერთიანი განზრახვით, რომელიც ან ხელისუფლების დამხობის შემადგენლობაში ან სსკ-ს 225-ე მუხლის შემადგენლობაში ჯდება.

მაგალითად, ბათუმელი მედროშე. მინდა მასზე ვისაუბრო. ამ ადამიანს ვიცნობ მზია ამაღლობელის საქმეებიდან. ეს არის ის ადამიანი, იმ ცნობილი კადრიდან, როდესაც მზიას აკავებს გრიგოლ ბესელია, ხმა ისმის: „არ ქნა გოგო, არ ქნა“. ბათუმელი მედროშის, ზურაბ ჭავჭანიძის ხმაა.

მზიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროცესზე პოლიცია ცდილობდა ზურაბ ჭავჭანიძის ნათქვამი გაესაღებინა პოლიციის მოწოდებად, რომ ეს პოლიციამ მოუწოდაო. შემდეგ ამ ადამიანმა ჩვენებაც მისცა პროცესზე. თქვა: „ეს ვიყავი მე და იქ პოლიციის მოწოდება არ ყოფილაო“. ანუ რისი თქმა მინდა, ეს ადამიანი, რაც მე ვიცი, სულ დადის ამ დროშით, გარდა ამისა, ის მონიშნულიც ჰყავდათ მზია ამაღლობელის საქმიდან.

ეს ადამიანი სამშობლოს დროშას სად აფრიალებს, სასახლის შენობის შიგნით თუ სასახლის შენობის გარეთ, დანაშაულის შემადგენლობა ვერ შეიქმნება ვერც ერთ შემთხვევაში,“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.

„წარმოვიდგინოთ, რომ იქ ღობე საერთოდ არ არის. მაგრამ დაცული ობიექტია, არ შეიძლება შესვლა, მოდით დავუშვათ ეს. კანცელარიას და პარლამენტს არ აქვს ღობე შემორტყმული.

იმ ღობის შიგნით რომ შეიპაროს ადამიანი და სამშობლოს დროშა აფრიალოს, ეს არ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას.

დანაშაულის შემადგენლობას ამ მუხლების თვალსაზრისით ქმნის ძალადობრივი ქმედებები, მაგრამ ეს ძალადობრივი ქმედებები არ უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან პროვოცირებული“ – ამბობს ადვოკატი.

ადვოკატი მაია მწარიაშვილი მიიჩნევს, რომ ორგანიზატორების განცხადებებსა და აქციის მონაწილეების ქმედებებს შორის ბმა უნდა დაამტკიცოს ბრალდებამ.

„ჩემი მოქმედება თუ გამოიწვია კონკრეტულმა ადამიანმა, თუ გაღიზიანებაზეა ჩემი რეაქცია, აი, კონკრეტულმა ადამიანმა რაღაცა დამიყვირა და მე ვრეაგირებ იმიტომ, რომ ცუდი სიტყვა დამიძახა.

ჯერჯერობით რაც ჩანს, ამ ადამიანების მოქმედებები, ერთჯერადი მოქმედებებია. გასაგებია, რომ ერთ ქვაბში მოაქციეს და ყოველთვის ეცდება ხელისუფლება ერთი ქუდის ქვეშ დაიჭიროს ეს მოქმედებები, რომ ერთი საერთო სცენარის ნაწილად წარმოადგინონ, მაგრამ კიდევ ვამბობ… ავიღოთ ისევ ზურაბ ჭავჭანიძის მაგალითი. სამშობლოს დროშას სად ააფრიალებდა, ღობის შიგნით თუ გარეთ, ეს არ არის ძალადობრივი მოქმედება.

სისხლის სამართალი ეს არის უკანასკნელი ზომა. სისხლის სამართალი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამოწურულია ყველა სხვა. ამ შემთხვევაში (4 ოქტომბრის საქმეზე) დარწმუნებული ვარ, ზოგი იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ზოგი საქმე კი საერთოდაც არაფერი არ იქნება სამართლებრივად”.

ამავე თემაზე: 

"ადამიანი სამშობლოს დროშას სად აფრიალებს, სასახლის შენობის შიგნით თუ გარეთ, დანაშაული ვერ იქნება"

„4 ოქტომბრის საქმეზე“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულ დააკავა 46 პირი.

5 მათგანს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძესა და პაატა მანჯგალაძეს, როგორც  „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრებს, პროკურატურა ედავება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას.

გარდა ე.წ. ორგანიზატორებისა, „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებულია კიდევ 41 პირი.

ესენი არიან: ალექსანდრე გოგოლაძე, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, გიორგი რურუა, ვახტანგ ფიცხელაური, დავით სტურუა, საბა კორძაია, სულხან აბრალავა, ბექა ქელეხსაშვილი, ბექა მაჭავარიანი,  თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, სერგო მეგრელიშვილი, დავით ჟღენტი, გოჩა ყატაშვილი, გიორგი კირვალიძე, ნანა სანდერი, გენადი კუპრეიშვილი, გიორგი ჩახუნაშვილი, ვლადიმერ გველესიანი, კობა ეპიტაშვილი, ნიკა გვენცაძე, მამუკა ლაბუჩიძე, ალექსანდრე ჩილაჩავა, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ლაშა ივანაძე, ავთანდილ სურმანიძე, რამაზ მამულაძე, ამირან დოლიშვილი, ირაკლი ჩხვირკვია, გიორგი ქორქია, გიორგი მულაძე, გურიელ ქარდავა, ზურაბ ჭავჭანიძე, ია დარახველიძე, ხვიჩა გოგოხია, ზაქრო ალბუთაშვილი, კონსტანტინე კოკაია.

„4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებულთა ნაწილს ბრალი ორი მუხლით ედებათ: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა; დაკავებულთა ნაწილს კი პროკურატურა მხოლოდ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

46 დაკავებულიდან 44 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ორ პირს, 71 წლის ექიმს, გიორგი ჩახუნაშვილსა და  ია დარახველიძეს (ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო) საპატიმრო გირაო შეეფარდათ.

ორივე მათგანმა გირაო გადაიხადა და წინასწარი დაკავების იზოლატორი, დატოვა.

სუს-ში ხელფასები ისევ გაიზარდა

„ოცნების“ მთავრობის 10 ოქტომბრის დადგენილებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს] მთელ რიგ თანამდებობებზე ხელფასები პირველი ოქტომბრიდან ისევ გაიზარდა. გაიზარდა წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთებიც. სუს-ში ხელფასები და წოდებრივი სარგოები ბოლოს დაახლოებით ორი თვის წინ, 2025 წლის ივლისში დაადგინეს.

ივლისის დადგენილებით, მაგალითად, სუს-ის ადმინისტრაციის [დეპარტამენტის] უფროსის თანამდებობრივი სარგო იყო 9 590 ლარი, ოქტომბრის დადგენილებით კი – 10 550 ლარი [ანუ 960 ლარით მეტი] იქნება.

სუს-ის იურიდიული მთავარი სამმართველოს [წოდების მქონე] უფროსის ხელფასი 6 795 ლარის ნაცვლად იქნება 7 475 ლარი; გენერალური ინსპექციის უფროსის ხელფასიც იქნება 10 550 ლარი, 9 590-ის ნაცვლად; სამსახურის უფროსის ხელფასი 4 145 ლარით განისაზღვრა [იყო 3 765 ლარი]; სპეციალისტის – 2 115 ლარი იქნება [იყო 1 920 ლარი] და ა.შ.

2025 წლის სექტემბერში, სუსში შეიქმნა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. ამ დეპარტამენტის [წოდების მქონე] უფროსის ხელფასი 9 590 ლარით განისაზღვრა. ოქტომბრის დადგენილებით კი, აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის ხელფასიც გაიზარდა და 10 550 ლარი იქნება.

რაც შეეხება უშუალოდ სუს-ის უფროსის ხელფასს [თანამდებობრივ სარგოს], ის ოქტომბრის დადგენილებით არ შეცვლილა, თუმცა შარშანდელთან შედარებით 1 235 ლარით არის გაზრდილი და 13 580 ლარია – წოდების მქონე მოსამსახურისთვის [წოდების არმქონე უფროსის ხელფასი კი 12 410 ლარითაა განსაზღვრული].

ხელფასები 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან / წყარო: მთავრობის დადგენილება

ირაკლი კობახიძემ, 2025 წლის 3 სექტემბრის ბრძანებით, სუს-ის მოქმედ უფროსს, „პოლიციის ლეიტენანტ, მამუკა მდინარაძეს „სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის“ წოდება მიანიჭა.

განახლება: 30 ოქტომბრიდან მამუკა მდინარაძე „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ლეიტენანტის“ წოდებიდან, „უფროსი ლეიტენანტის“ წოდებაზე დაწინაურდება. შესაბამის ბრძანებას ხელი ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 23 ოქტომბერს მოაწერა.

ოქტომბრის ახალი დადგენილებით გაიზარდა ასევე სუს-ში დასაქმებულთა წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთებიც [მაგალითად გენერალ-პოლკოვნიკი 670 ლარს მიიღებს თვეში, 605 ლარის ნაცვლად; გენერალ-ლეიტენანტი – 645 ლარს [იყო 585 ლარი]; ლეიტენანტი 90 ლარს თვეში, 80 ლარის ნაცვლად; და ა.შ]:

წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები სუს-ში 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან / წყარო: მთავრობის დადგენილება

თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების [ანუ ხელფასის] გარდა სუს-ის სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეები იღებენ წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ხელფასზე ყოველთვიურ პროცენტულ (წელთა ნამსახურობის) დანამატს შემდეგი ოდენობით:

1-დან 2 წლამდე − ხელფასის 5%;
2-დან 5 წლამდე − 10%;
5-დან 10 წლამდე −15%;
10 წელი და მეტი − 20%.

ამასთან, „მოხელეს, რომელსაც უკავია შტატით გათვალისწინებული თანამდებობა და არ გააჩნია წოდება, ამ წოდების მინიჭების შემთხვევაში, ყოველთვიური პროცენტული [წელთა ნამსახურობის] დანამატის დაანგარიშებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში სუს-ის უფროსის თანხმობით, ნამსახურობაში ჩაეთვლება სამსახურის სისტემაში წოდების გარეშე მუშაობის პერიოდიც“.

საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით სუს-ის დაფინანსება სელ, 2023 წელს იყო 179,9 მილიონი ლარი, 2024 წელს – 214,4 მილიონი ლარი, 2025 წლისთვის კი 271,5 მილიონი ლარი.

მომუშავეთა რიცხოვნობა ბიუჯეტის მიხედვით არ შეცვლილა და 3 850 კაცს შეადგენს. უშუალოდ ხელფასებისთვის კი [სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მუხლით, 3 421 მოსამსახურე] სუს-მა სულ, ზემოთ აღნიშნული წლების მიხედვით დახარჯა შესაბამისად – 97,5 მილიონი, 108,5 მილიონი ლარი და 2025 წლისთვის გაწერილია 119,9 მილიონი ლარი.

მამუკა მდინარაძე სუსის უფროსად 2025 წლის აგვისტოში დანიშნეს. მან ამ პოსტზე ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც სუსის უფროსად ამავე წლის აპრილიდან მუშაობდა. მანამდე სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი იყო.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გრიგოლ ლილუაშვილს სუს-ის უფროსად მუშაობის დროს გასულ, 2025 წელს ჯამში ხელფასის სახით ხელზე აღებული აქვს 141 ათას 274 ლარი.

ამ თემაზე:

სუსის უფროსის ანაზღაურება თვეში 12 345 ლარი გახდა, მას წელს ხელფასი 1125 ლარით გაეზარდა 

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

თიბისი მუდმივად ითვალისწინებს სხვადასხვა ინტერესის მქონე მომხმარებელთა საჭიროებებს და მათზე მორგებულ შეთავაზებებს მრავალფეროვან კატეგორიებში სთავაზობს.

ტრადიციულად, მრავალფეროვანია მიმდინარე შეთავაზებებიც:

  • ონლაინ შოპინგი

26 ოქტომბრის ჩათვლით, Trendyol-ის ვებგვერდზე ან აპლიკაციაში, ახალი თიბისი Mastercard ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ Mastercard ბარათით და ერთგული Mastercard საკრედიტო ბარათით გადახდისას, შერჩეულ პროდუქტებზე მიმდინარე ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით 30%-იან ფასდაკლებას მიიღებთ (მაქსიმუმ 70 ლარი).

  • კვება

31 ოქტომბრის ჩათვლით, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით McDonald’s -ის მობილურ აპლიკაციაში შეკვეთისას, გადახდილი თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 70 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ.

იმავე ბარათებზე, 16 მარტის ჩათვლით, 20%-იანი ულიმიტო ქეშბექით ისარგებლებთ Fit Meal-ზე შეკვეთისასაც.

  • ტექნიკა

ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის და ერთგული საკრედიტო ბარათის მფლობელებს 28 ოქტომბრამდე განსაკუთრებული შეთავაზება დაგხვდებათ ბეკოშიც, სადაც Beko და Grunding ტელევიზორების შეძენის შემთხვევაში, 20%-ს ულიმიტოდ დაიბრუნებთ.

  • სახლი

17-დან 19 ოქტომბრის ჩათვლით-  ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით და ერთგული საკრედიტო ბარათით Laboratory My Home-ში, Kare-ში, Naterial-ში, Myoffice-ში, Sleep & Bed – ში, ასევე ვებგვერდზე Icrhome.ge  გადახდისას, 25% მომენტალურად დაგიბრუნდებათ.

ახალი თიბისი ბარათისა და ერთგული საკრედიტო ბარათის მფლობელები ჯამში მაქსიმუმ 400 ლარს, ხოლო თიბისი კონცეპტის მომხმარებლები- ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით, 500 ლარს დაიბრუნებთ.

ახალი თიბისი ბარათით, ახალი კოცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათებით გადახდისას, განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებთ Nova-ს ფიზიკურ ობიექტებსა და ვებგვერდზეც, სადაც 18-19 ოქტომბერს, გადახდილი თანხის 20% მომენტალურად დაგიბრუნდებათ. ახალი თიბისის ბარათის მომხმარებლები ჯამში მაქსიმუმ 300 ლარს, ხოლო თიბისი კონცეპტის მომხმარებლები- ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით, 500 ლარს დაიბრუნებთ.

  • გართობა

31 ოქტომბრის ჩათვლით, Cavea.plus-ის ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით გამოწერისას, 40%-ს დაიბრუნებთ.

თიბისის მიმდინარე შეთავაზებების პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

„ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასო მოხსნილია, საგადასახადო შეთანხმების საკითხი გაურკვეველი

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებით, შპს „გაზეთ ბათუმელების“ საბანკო ანგარიშებს ინკასო მოეხსნა. ინკასო ორგანიზაციის ანგარიშებზე წვდომას თითქმის 3 თვის განმავლობაში გვიზღუდავდა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა ორგანიზაციის ფუნქციონირებას.

მას შემდეგ, რაც საჯაროდ გახდა ცნობილი ინკასოს შესახებ, „ბათუმელები/ნეტგაზეთს“ მკითხველმა შეუგროვა 120 ათას ლარამდე თანხა, შესაბამისად, მალევე სრულად დაიფარა დავალიანების ძირი თანხა – 47 ათასი ლარი.

„ბათუმელები/ნეტგაზეთი“ უზომოდ მადლიერია თავისი მკითხველის.

„ბათუმელები“ 8 ოქტომბრამდე ელოდა შემოსავლების სამსახურის მიერ საჯაროდ გაცხადებულ მზაობას საგადასახადო შეთანხმების შესახებ, მაგრამ თითქმის სამთხთვიანი ლოდინის შემდეგ ამ საკითხზე სიჩუმის შემდეგ, „ბათუმელები/ნეტგაზეთმა“ ინკასოს მოხსნის თაობაზე ისევ მიმართა შემოსავლების სამსახურს – 2025 წლის 8 ოქტომბერს წერილობით ვითხოვეთ იქამდე მოგვიხსნან ორგანიზაციის ანგარიშებზე ინკასო, ვიდრე საგადასახადო შეთანხმების საკითხი წარმოებაშია.

შემოსავლების სამსახურისთვის გაგზავნილი წერილი: „გაცნობებთ, რომ შპს „გაზეთი ბათუმელების“ საბანკო ანგარიშებს ადევს ყადაღა.

2025 წლის 22 ივლისს, შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო: „შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს…“

სამსახურის ამ განცხადების შემდეგ, 2025 წლის 24 ივლისს, მივმართეთ შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. ეს განცხადება შემოსავლების სამსახურში წარმოებაშია და პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

ანგარიშებზე ყადაღის დადების გამო მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ორგანიზაციის საქმიანობას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 პუნქტის ა-ქვეპუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, გააუქმოთ „ბათუმელების“ ანგარიშებზე ყადაღა/ინკასო იმ ვადით, ვიდრე ორგანიზაციის 2025 წლის 24 ივლისის განცხადება საგადასახადო შეთანხმებაზე წარმოებაშია.“

სწორედ ამ მიმართვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელებს“ წერილობით აცნობა, რომ ორგანიზაციის ანგარიშებს ინკასო მოხსნეს.

  • რა ხდება?

2025 წლის პირველ ივლისს „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ „ბათუმელებს“ ვალი აქვს, რომელიც 5 დღეში უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშებს ინკასოს დაადებენ, შემდეგ კი ქონებას დააყადაღებენ და დაიწყება აღსრულება. ანუ აღსრულების ეროვნული ბიურო „ბათუმელების“ ქონებას გაყიდის. საუბარია რედაქციის ტექნიკურ აღჭურვილობასა და ოფისზე.

„ბათუმელებს“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა თანხას მის დასაფარად.

ინკასოს მუქარის შემდეგ, „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და ითხოვა ვალის გადასახდელად ჩვენთვის შემოეთავაზებინათ გრაფიკი. ამას საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს. უარი გვითხრეს.

17 ივლისს კი, „ბათუმელების“ ანგარიშებს დაადეს ინკასო.

„ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ 22 ივლისს გავრცელებული განცხადების თანახმად, „შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, მისცეს საშუალება, რომ დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება“.

ამ განცხადების გავრცელების დროისთვის, ანუ 22 ივლისს „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დავალიანება იყო 282 ათასი ლარი. მათ შორის ძირი თანხა იყო 47 ათასი ლარი, საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი.

საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, „ბათუმელები“ გამოთქვამს მზადყოფნას, 50 ათასი ლარი გადაიხადოს 30 დღის ვადაში.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე ამ დროისთვის არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი.

ამ ეტაპზე „ბათუმელები“ შემოსავლების სამსახურისგან ელოდება პასუხს 2025 წლის 24 ივლისის განცხადებაზე – საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.

ეუთოს თავმჯდომარე „ოცნებამ“ რუსთაველზე გზის გადაკეტვის საბაბით დააჯარიმა

ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის.

ელინა ვალტონენი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს 14 ოქტომბერს ეწვია. ის „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, საღამოს კი, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მივიდა და ვიდეოც ჩაწერა.

15 ოქტომბერს, დილით, „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროევროპულ აქციაზე მისვლის გამო ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, თუმცა თავად ელინა ვალტონენმა და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყვეს და თქვეს, რომ შეხვედრა არა ქართულმა მხარემ, არამედ ფინეთმა, გრაფიკის შეცვლის გამო გააუქმა.

თავის მხრივ, კობახიძემ ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა:

„50 ე.წ. აკაცუკი იყო შეკრებილი იმ აქციაზე და 51-ე „აკაცუკად“ მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ შეკრებაზე, რაც წარმოუდგენელია. ეს მეტყველებს ევროპული ბიუროკრატიის წიაღში არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე“, — განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის მაგალითზე „უცხოეთის აგენტებზე“ ისაუბრა.

დღეს, 16 ოქტომბერს, გავრცელდა ეუთოს თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის ირაკლი კობახიძისადმი მამართვაც:

„პრემიერ-მინისტრო კობახიძევ,

საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ეს ეხება ეუთოს წევრ ყველა სახელმწიფოს. იმისათვის, რომ ხალხმა ამ უფლებით ისარგებლოს, მათ გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ, სადაც პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის არჩევანს გააკეთებენ. […] გეპატიჟებით — ჩამობრძანდით ფინეთში, შეხვდით თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს და დააკვირდით ნებისმიერ დემონსტრაციას, რომელსაც მოისურვებთ“.

______________

ფოტოზე: ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი თბილისში, პროევროპულ საპროტესტო აქციაზე. ფოტო: „ნეტგაზეთი“

 

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტია

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტების სიაშია.

16 ოქტომბერს ევროპარლამენტში სახაროვის პრემიის ფინალისტების გამოვლენისთვის ჩატარებული ხმის მიცემის მიხედვით, მზია ამაღლობელთან ერთ ნომინაციაშია ბელარუსი პატიმარი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ევროპარლამენტი აქვეყნებს.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სახაროვის პრემიის ფინალისტების სიაში არიან:

  • ანდჟეი პოჩობუტი ბელორუსიდან და მზია ამაღლობელი საქართველოდან;
  • ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები პალესტინასა და ყველა კონფლიქტურ ზონაში, რომლებსაც წარმოადგენენ პალესტინის ჟურნალისტთა სინდიკატს, წითელი ნახევარმთვარე და UNRWA;
  • სერბი სტუდენტები.

განცხადების მიხედვით, გამარჯვებული გამოვლინდება 22 ოქტომბერს, სტრასბურგში დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტების კონფერენციის მიერ, რომელიც ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას და პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებისგან შედგება.

სახაროვის პრემიის დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს, სტრასბურგში გაიმართება. სახაროვის პრემიის ჯილდო 50 000 ევროა.

ანდრეი სახაროვის სახელობის სახაროვის პრემია ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების სფეროში. მას ევროპარლამენტი ყოველწლიურად გადასცემს ფიზიკურ პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერის სფეროში მათი მოღვაწეობის აღიარების მიზნით.

რუსთაველის ქუჩა 2 მონაკვეთში 3 თვით ჩაიკეტება – ქვაფენილის აყრა გაგრძელდება

ბათუმის მერიის განცხადებით, 2025 წლის 18 ოქტომბრიდან 2026 წლის იანვრის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე – დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში და გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.

მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში, ნინოშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ორმხრივი გახდება.

ცვლილებები შედის სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულებითაც:

№1 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შერიფ ხიმშიაშვილის, ჯავახიშვილის, გორგილაძის, გრიბოედოვის, რუსთაველის, თავდადებულის, გორგილაძის, ბარათაშვილის,  ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე.

№1ა სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს ბაქოს, ჭავჭავაძის, ბარათაშვილის, გორგილაძის, თავდადებულის, რუსთაველის, გრიბოედოვის, გორგილაძის, ჯავახიშვილისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებზე.

№10 და №10ა სამარშრუტო ხაზები იმოძრავებენ – შერიფ ხიმშიაშვილის, ჯავახიშვილის, გორგილაძის, გრიბოედოვის, რუსთაველის, თავდადებულის, გორგილაძის, ბარათაშვილის,  ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე. უკუმიმართულება – ბაქოს, ჭავჭავაძის, ბარათაშვილის, გორგილაძის, თავდადებულის, რუსთაველის, გრიბოედოვის, გორგილაძის, ჯავახიშვილისა და შერიფ  ხიმშიაშვილის ქუჩები.

№15 სამარშრუტო ხაზები იმოძრავებენ მელიქიშვილის, რუსთაველის, თავდადებულის, გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე. უკუმიმართულება – ბაქოს, ჭავჭავაძის, ბარათაშვილის, გორგილაძის, თავდადებულის, რუსთაველისა და მელიქიშვილის ქუჩები.“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.

ბათუმში 16 ოქტომბრიდან ორი თვის განმავლობაში, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება პუშკინის ქუჩაზეც, სულაბერიძის ქუჩიდან იმედაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში.

მერიის ინფორმაციით, შეზღუდვები რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას უკავშირდება.

ვრცლად: რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ – დაიხარჯება 22 მილიონი

იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ორი ტენდერი ქონდა გამოცხადებული.

  • ერთი ტენდერი 12 906 207 ლარით [ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი]. ხელშეკრულება „ბონდი-2009“-თან გაფორმებულია 12 518 999 ლარზე.
  • მეორე ტენდერი გამოცხადებული იყო 9 415 400 ლარით [პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ივანე ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი]. ამ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილია შპს „გზა“. ხელშეკრულება კი  9 415 227 ლარზეა გაფორმებული.

ორივე ტენდერის ფარგლებში პირველ ეტაპზე სამუშაოები ჩატარდა რუსთაველის ქუჩაზე – გრიბოედოვისა და თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში.

ამავე თემაზე

რატომ აქვს ნასვრეტები ბათუმში, რუსთაველზე დაგებულ ახალ ფილებს – „მუჭისოდენა თუა, გამოიცვლება“

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 127 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 261 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 384 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 33 713 ერთეული [+42]
  • MLRS – 1 520 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 227 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 70 437 ერთეული [+416]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 859 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 64 468 ერთეული [+139]
  • სპეცტექნიკა – 3 977 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 667 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 90 281 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 632 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 518 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 600 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 30 478 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 44 011 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ნუ გადაიწურავთ იმედს“ – სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის წერილი ციხიდან

ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე ფეისბუქზე აქვეყნებს სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის წერილს, რომელიც 8 ოქტომბრით თარიღდება. „ბათუმელები“ სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ წერილის ტექსტს.

„სალამი, მეგობრებო! 💓

დღეს 8 რიცხვია. ეს დღეებია, ვფიქრობ, რით გაგამხნეოთ. მართალია, 4-ის ამბებით საზოგადოების 70-80% სრულიად იმედგაცრუებულნი დარჩით, თუმცა ესეც გაივლის.

მიუხედავად იმისა, რომ სასურველ შედეგამდე ბევრი დაგვაკლდა, მაინც ნუ გადაიწურავთ იმედს.

არ გეგონოთ ეს წერილი ჩემი ხვეწნა-მუდარა რიგითი საცოდავისგან, არა! ეს არის გამხნევება იმ ადამიანისგან, რომელიც ამაყობს თქვენით.

ახლა აღგიწერთ, რა დავინახე, მე რა ვიგრძენი: კიდევ ერთი ურიცხვი ადამიანის მხარდაჭერა, კიდევ ერთი შეუპოვარი ბრძოლა, ერთი რიგითი უმნიშვნელოვანესი დღე ჩემს ცხოვრებაში. ერთადერთი, რაზეც აუცილებლად ვიწუწუნებ ის არის, რომ ჩემი ფიზიკური და ყოფითი მდგომარეობის გამო ვერ მოვახერხე, მიმეღო მონაწილეობა ამ საოცარ და საამურ მარშში. თუმცა შემიძლია, ბედნიერიც ვიყო, რადგან მე იმ ადამიანების სიაში ვარ, ვის გამოც ეს ამბავი დღემდე მიმდინარეობს.

მადლობა ყველას იმისთვის, რომ ასეთი კარგები ხართ, მადლობა ყველას იმისთვის, რომ ქართველები ხართ! 💓 და მადლობა, რომ ხართ!“ – წერს გიორგი მინდაძე.

გიორგი მინდაძის წერილი ციხიდან

პროევროპულ აქციებზე დაკავებულ 21 წლის გიორგი მინდაძეს, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო 3 ივლისს.

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. პროკურატურის ვერსიით, გიორგი მინდაძემ 2024 წლის 29 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს, პიროტექნიკა ისროლა, რამაც გდდ-ს [განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი] წევრი, შმაგი ჯაჭვაძე დააზიანა.

სპეცრაზმელი სასამართლოში ჩვენების მისაცემად პირბადით და ქუდით მივიდა და მთელი პროცესის განმავლობაში ცდილობდა, სახე დაემალა. მან თქვა, რომ დაზიანება მიიღო პიროტექნიკით, თუმცა ექიმის დახმარება არ დასჭირვებია.

რას ნიშნავს სტრასბურგში საქმის მოგება, როცა ომის დაწყებას „ოცნება“ ისევ სააკაშვილს აბრალებს – ინტერვიუ

სტრასბურგის სასამართლომ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

14 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ომის დაწყება ისევ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა და თქვა: „ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც დადგა. მადლობა ეკუთვნის იუსტიციის მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ საჯარო მოსამსახურეს.

არაფერ შუაში არ არის ომის დაწყების საკითხთან ეს ყველაფერი, თავისი დანაშაული აქვს რუსეთის ფედერაციას და სწორედ ამაზე აიგო ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული საქართველოს სასარგებლოდ. როდესაც მათ ჰქონდათ საპასუხო ინტერვენცია, იქ დაირღვა კონკრეტული უფლებები და სწორედ ამ უფლებების დარღვევას ეხება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ“.

დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, რასაც 5-დღიანი ომი მოჰყვა. ამის მიუხედავად „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო.

“ბათუმელები” ესაუბრა თეონა აქუბარდიას, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ მოადგილეს და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრს.

  • ქალბატონო თეონა, რას ნიშნავს, როცა რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმას და ომს, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი „საპასუხო ინტერვენციას“ უწოდებს?

ის რასაც კობახიძე საუბრობს, რომ ეს იყო „საპასუხო ინტერვენცია“ და ომი დაიწყო სააკაშვილმა, ანუ საქართველომ, ეს არის პირდაპირ კრემლის ვერსიის გამეორება. მიუხედავად სტრასბურგის არაერთი გადაწყვეტილებისა, 14 ოქტომბერს უკვე მეოთხედ მოვუგეთ რუსეთს სტრასბურგში აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

კობახიძე და ივანიშვილის რეჟიმი ოკუპანტის ინტერესებს ატარებენ საქართველოში. ოკუპანტს ათეთრებენ იმ აგრესიაში, რომლის შედეგებიც დღემდე დგას საქართველოს იმ მოქალაქეების წინაშე, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო ხაზთან.

ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი. ეს არ არის მხოლოდ კრემლის გამართლება აგვისტოს ომის ეპიზოდში. ესაა შემდგომი ნაბიჯის მომზადების წინა ეტაპი. 2008 წლის ომის შემდგომ რუსეთი ჟენევის ფორმატში ითხოვს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერას აფხაზეთთან და ცხინვალთან.

ერთის მხრივ, ერთპარტიული პარლამენტის რეზოლუციით, ისევე როგორც კობახიძის განცხადებებით, იქმნება საფუძველი, რომ მოხდეს ამ თავდაუსხმელობის შეთანხმების გაფორმება. მოხდეს აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს რუსეთს ერთის მხრივ უხსნის ხელს, რომ გააფორმოს ის გამარჯვება, რომელიც საქართველოში უკვე აქვს და მეორეს მხრივ – აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთან სამი საელჩოს სახით, საუბედუროდ.

თეონა აქუბარდია
  • სად ჩანს „ოცნების“ რუსული საქმე, უფრო დეტალურად თუ შეგიძლიათ რომ გვითხრათ?

არც ერთ ომს არ ჰქვია იმ ლიდერების სახელები, რომელ ქვეყნებს შორისაც არის ომი. მაგალითად, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას არ ჰქვია პუტინის და ზელენსკის ომი. შესაბამისად, როდესაც „ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ომი არა საქართველომ, არამედ სააკაშვილმა დაიწყო, მანიპულაციურად, ამით ცდილობენ გარკვეულწილად ბრალი გადაიტანონ საქართველოზე.

თავიანთ ამომრჩეველს აჯერებენ, რომ საქართველო და სააკაშვილი, რომელიც იმ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი იყო, არის ორი განსხვავებული ცნება.

ეს მანიპულაციური განცხადებები, შეგნებულად კეთდება. „ოცნების“ ამომრჩეველმა ღიად რომ არ დაინახოს, რომ ეს არის კრემლის ინტერესების გამტარი რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ტერიტორიაზევე აბრალებს ომის დაწყებას და არა რუსეთს, რომელიც შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელმაც დახოცა უამრავი მშვიდობიანი თუ უნიფორმიანი მოქალაქე და დღემდე აგრძელებს ჩვენი მოქალაქეების გატაცებას, წამებით მკვლელობას და ფუნდამენტური უფლებების აღკვეთას.

ეს გასდის რეჟიმს, რაშიც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ბრალეულობაც არის. ჩემი აზრით, ომთან დაკავშირებულ რიტორიკაზე და დეზინფორმაციაზე ადეკვატური, სწორი სტრატეგიული კომუნიკაცია ოპოზიციამ თავის დროზე არ ჩათვალა საჭიროდ.

  • ოპოზიცია დღემდე თვლის, რომ სწორი სტრატეგია ჰქონდა, როცა ომის საფრთხეებზე არ ილაპარაკა. რადგან ფიქრობენ, რომ „ომზე ლაპარაკით პირიქით დაეხმარებოდნენ „ოცნებას“ პროპაგანდის გავრცელებაში“. თქვენ რას ფიქრობთ?

მე ვიყავი ერთადერთი დეპუტატი პარლამენტში ოპოზიციიდან, რომელიც ვეწინააღმდეგებოდი ამ, როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, მცდარ მოსაზრებას და ვსაუბრობდი ყოველთვის ამაზე, მათ შორის ვცდილობდი, რომ როგორც ერთ დეპუტატს, მათ საწინააღმდეგოდ არგუმენტებით მესაუბრა.

ამიტომ ვიყავი „ქართული ოცნების“ თავდასხმის ობიექტი არაერთგზის. მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ საუკეთესო მაგალითი ომის პროპაგანდასთან დაკავშირებით დღეს არის მოლდოვა, რომელსაც არც მეორე ფრონტი არ გაუხსნია, არც ომში ჩაუთრევია არავის რუსეთთან.

ივანიშვილის რეჟიმი რუსეთს, როგორც აგრესორს აქრობს თავისი რიტორიკით. აქრობს მათ შორის უკვე სამართლებრივი სივრციდანაც ერთპარტიულ პარლამენტში. მე ვფიქრობ, ჩვენ ამაზე აქტიურად უნდა გვესაუბრა. თუმცა დღესაც არ არის დაგვიანებული. დღეს კიდევ უფრო ნათლად ჩანს მოლდოვას მაგალითზე, რამდენად მანიპულაციურია „ოცნების“ პროპაგანდა ომთან დაკავშირებით.

მოლდოვა არც ომში ჩართულა, ევროკავშირში გაწევრიანებაზეც დაიწყო მოლაპარაკება, გაუმკლავდა არჩევნებში რუსეთის ჩარევას და გადაარჩინა ქვეყნის საგარეო და საშინაო ვექტორი მინიმუმ კიდევ ოთხი წლით.

  • რა უნდა გააკეთოს ახლა ოპოზიციამ ან კრიტიკულად განწყობილმა საზოგადოებამ, რომ მათ, ვისაც არ სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსულ ორბიტაზე მიჰყავს ქვეყანას, რეალური სიტუაცია დაანახონ?

პროტესტის ერთი წლის თავზე ორი რამ არის თვალსაჩინო – „ღირსებით ევროპისკენ“ იყო ისეთივე ტყუილი, როგორიც ის, რომ „ქართული ოცნება“ არ არის პრორუსული ძალა.

ჩვენ ვხედავთ, რომ კიდევ უფრო დავშორდით ევროპას, უვიზო რეჟიმის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და აღარ არის საუბარი ევროკავშირის წევრობაზე.

რაც შეეხება „ოცნების“ პრორუსულობას. ეს ჩანს იქ, როდესაც საკუთარ სამშობლოს აბრალებ ომის დაწყებას და არა რუსეთს, რომელიც თავს დაესხა საქართველოს.

რუსული საქმეა, როდესაც ოკუპანტს ბოდიშს უხდი ცალმხრივად. რუსული საქმეა, როდესაც რუსეთი ღიად გეუბნება, რომ სამ სახელმწიფოდ იქნება საქართველო და არა ერთიანად.

რუსული საქმეა, როდესაც შენს ფასეულ მეგობრებს თავს ესხმი და მტრად ეკიდები.

აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკა სამშვიდობო პოლიტიკაზე ჰქონდა დაყრდნობილი. მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო დონეზე აიღო ცალმხრივად ვალდებულება, რომ თავს არ დაესხმებოდა ოკუპირებულ ცხინვალს და აფხაზეთს. ასევე „ქართული ოცნება“ 2018 წლამდე, მიდიოდა ნატოსა და ევროკავშირისკენ, ატარებდა რეფორმებს და ჰქონდა პრაგმატული ურთიერთობები რუსეთთან.

დღეს შეცვლილია როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების, ისე რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტი. საუკეთესო მაგალითი ამისი არის ჩვენი ორი მეზობელი, სომხეთი და აზერბაიჯანი. ამ ორმა ქვეყანამ მშვიდობა დაამყარა არა რუსეთის, არამედ პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით. სამხრეთ კავკასიის ორმა ქვეყანამ შეძლო რუსეთის გავლენებისგან გათავისუფლებულიყვნენ ამერიკელების და ევროპელების დახმარებით.

ამ ახალ უსაფრთხოების პარადიგმაში, როდესაც ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგი ყალიბდება, საქართველოს, მოლდოვის მსგავსად, ჰქონდა საუკეთესო შესაძლებლობა სწორად გამოეყენებინა ევროკავშირის ღია კარი.

შეგვეძლო მშვიდად წავსულიყავით წინ ამ გზაზე და ამასთან გამოგვეყენებინა ის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა.

ახლა ვხედავთ, რომ სამხრეთ კავკასიაში – ბაქოსა თუ ერევანში ჩამოდიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც გვერდს უვლიან საქართველოს. ვხედავთ, რომ საქართველო, როგორც შავი ზღვის ქვეყანა, აღარ მონაწილეობს შავი ზღვის სამიტზე. ვხედავთ მშვიდობის სამიტს ეგვიპტეში, სადაც ასევე არაა საქართველო. ეს ნიშნავს ერთ რამეს – სტრატეგიულად უმნიშვნელო როლი დაუტოვა ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს.

ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, როდესაც ყველაფერი გადანაწილდება, საქართველოს აღარ ექნება წინსვლის ის შესაძლებლობები, რაც ახლა, ამ მომენტში ჰქონდა. არადა ჩვენ შეგვეძლო ევროკავშირთან დაახლოება.

ევროკავშირის უდიდეს როლს თამაშობდა, მათ შორის, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების და ნდობის აღდგენის საკითხში.

დღეს თქვენ თუ შეხედავთ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებას და თითქოს არაოკუპირებულ თბილისში, პროცესები თითქმის ანალოგიურად ვითარდება. ვხედავთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. განათლების მინისტრი როგორ საუბრობს იმაზე, რომ განსხვავებული აზრის გამო უნდა განდევნონ სკოლის მასწავლებლები და დირექტორები გალის სკოლებიდან. ჯაშუშებს ეძებენ და აკავებენ, მათ შორის, პედაგოგებს. ანალოგიური რიტორიკაა დღეს საქართველოშიც.

რადგან ეს კრემლის საერთო ხელწერაა და მას სამწუხაროდ ჰყავს დასაყრდენი, როგორც თბილისში, ისე ოკუპირებულ რეგიონებში.

და ამ ვითარებაში ერთადერთი პერსპექტივა, რაც ქვეყანას რჩება, ეს არის სახელმწიფოებად დაშლილ სუბიექტად რუსეთის გავლენის სფეროში დაკანონება, რასაც აუცილებლად წინააღმდეგობა უნდა დავუპირისპიროთ არა მხოლოდ პოლიტიკურმა სპექტრმა, არამედ ადამიანებმა და ამ წინააღმდეგობისთვის ინფორმაცია არის მძლავრი იარაღი.

დღეს ერთ-ერთი მთავარი იარაღი „ქართული ოცნების“ ხელში არის დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რომელიც კრემლის სახელმძღვანელოს პრინციპების შესაბამისად არის ერთ-ერთში გამეორებული საქართველოში და ის ჰიბრიდული ომი, რომელიც, სამწუხაროდ, რუსეთმა მოცემულ მდგომარეობაში საქართველოს წინააღმდეგ მოიგო რეჟიმის მხარდაჭერით და დახმარებით.

ვინ არის ალექსანდრე ჩილაჩავა ზუგდიდიდან, რომელიც „4 ოქტომბრის საქმეზე“ დააკავეს

ზუგდიდის უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილე ალექსანდრე ჩილაჩავა პოლიციამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო, 8 ოქტომბერს დააკავა. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ვინ არის ალექსანდრე ჩილაჩავა და როგორ დაიწყო მისი პროტესტი „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ? – „ბათუმელები“ მის მეგობრებსა და ოჯახის წევრს ესაუბრა.

როგორც ალექსანდრეს ახლობლები გვეუბნებიან, იგი ზუგდიდში ცხოვრობს, ოჯახში ხანდაზმული მშობლები ჰყავს და ძმა, რომელიც ამჟამად ევროპაში იმყოფება, ემიგრაციაში.

ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, როგორც ალექსანდრეს ახლობლები გვეუბნებიან, ალექსანდრე დადიოდა ხოლმე ევროპაში, დროებით სამუშაოებზე, თუმცა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, ალექსანდრე ჩილაჩავა საქართველოში დაბრუნდა და პროევროპულ საპროტესტო აქციებს შეუერთდა.

„უსასრულოდ შემიძლია ალიზე ლაპარაკი, იმდენად საინტერესო პიროვნებაა. ბავშვობიდან მოყოლებული, ბევრი საინტერესო რამ მახსენდება მასზე, მაგრამ პირველი, რაც მახსენდება, მისი ოთახის მაგიდაა, სავსე წიგნებით.

ფაქტობრივად მან შემაყვარა კითხვა. მაშინ მიკვირდა, ამ სიდიდე წიგნების კითხვა როგორ არ ეზარება-მეთქი. ისტორიული ჟანრი უყვარდა უფრო მეტად. სულ მეუბნებოდა, ჯერ ისტორიული წაიკითხე და რომანტიკა მერეო.

კიდევ ის მახსენდება, რომ მის ირგვლივ ბევრი მეგობარია, რადგან ძალიან ერთგული და დაუზარელია თვითონაც. ახლაც 72 წლის ადამიანი გამაცნო, როგორც მისი მეგობარი.

მოგზაურობს ძალიან ბევრს და კარგს რასაც ხედავს სხვაგან, ყოველთვის უნდა აქაც იგივე გვქონოდეს, ამიტომ იბრძოდა ევროპული მომავლისთვის. ევროპული სიკეთეები უნდა ამ ქვეყნისთვისაც. ამაში ჩვენც ვეთანხმებოდით ოჯახის წევრები და მის აზრს ვიზიარებდით“ – ამბობს მერი ჩილაჩავა, ალექსანდრე ჩილაჩავას ბიძაშვილი.

„შოკირებულები ვართ მისი პატიმრობით“ – გვეუბნება მერი და პატიმარი ბიძაშვილის ბრძოლას იხსენებს, საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

„ევროპაში მიდის ხოლმე სამუშაოდ, მაგრამ არასოდეს უფიქრია სხვაგან ცხოვრებაზე.

ამიტომ იდგა ზუგდიდში ყოველდღე აქციაზე. თავიდან მიკვირდა კიდეც, რადგან აპოლიტიკური ადამიანი იყო, ერთადერთი, რაც ზუსტად იცოდა და საუბრებშიც გამოხატავდა ხოლმე იყო ის, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა და არა რუსეთი“ – გვეუბნება მერი.

მერი ჩილაჩავა ალექსანდრესთან ერთად.

მას შემდეგ, რაც ალექსანდრე დააპატიმრეს, მასთან კავშირი არ ჰქონიათ. არც ალექსანდრეს დაურეკავს ციხიდან.

„არ გვაძლევენ საშუალებას, რომ დავუკავშირდეთ.

ერთადერთი, გავუგზავნეთ თბილი ტანსაცმელი და რაღაცები, პირადი საჭიროებისთვის. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ალი, რომელიც ასეთი მშვიდობიანი და უკონფლიქტო ადამიანია, ციხეში შეიძლება გვენახა. წარმოუდგენელია ის დააბრალო ალის, რასაც ედავებიან.

მხოლოდ იმისთვის იდგა ეს დღეები ქუჩაში – წვიმაში, ქარში, სიცივეში, რომ თავისი აზრი გამოეხატა მშვიდობიანად და ეთქვა, რომ ამ ქვეყნისთვის ევროპული მომავალი გვინდა.

მეც ისევე მინდა ამ ქვეყნის ევროპაში ხილვა, როგორც ალის უნდა და ვერც მე წარმომიდგენია სხვაგან ცხოვრება. მხოლოდ ეს მინდა, საქართველო ევროპული ქვეყანა რომ გახდეს“ – ამბობს მერი ჩილაჩავა.

მერი ალექსანდრეს ხანდაზმულ მშობლებზეც წუხს, რადგან ისინი ალექსანდრეზე იყვნენ დამოკიდებულიო.

„ძალიან უჭირთ, ძალიან. მამას ორი კვირის წინ სტენტირება გაუკეთეს და ყველანაირად ვცდილობთ არ ინერვიულოს. საათში ერთხელ ვურეკავთ, რომ გავამხნეოთ. მეზობლები ახლოს ჰყავს, ყველას ძალიან უყვარს ალიკა და ისინიც ცდილობენ მისი მშობლების გამხნევებას.

ალიკას ძალიან უყვარს მცენარეები, პატარა ოაზისი აქვს ეზოში, ჰყავს ოქროს თევზები, ძაღლი და კატები, რომელიც ძალიან უყვარს. შემოქმედი ადამიანია ძალიან. ხეზე მუშაობდა და აპირებდა ავეჯის საწარმოს გაკეთებას.

მინდა, მხოლოდ კარგზე იფიქროს, იმაზე, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს და ბოროტება დამარცხდება“-ამბობს მერი ჩილაჩავა.

ალექსანდრე ჩილაჩავა

ვესაუბრეთ 72 წლის თორნიკე ბერაძესაც, რომელიც ალექსანდრე ჩილაჩავას ზუგდიდის აქციებზე დაუმეგობრდა.

„ალექსანდრე ჩემი შვილის ტოლაა, შარშან, 29 ნოემბერს გავიცანი. მაშინ პირველად გამოვედი აქციაზე. ასე, 70-80 კაცი იდგა და იქიდან დამამახსოვრა თავი კეთილი გამოხედვით.

მეც პირველი ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ, იმ ამბებს ვუყვებოდი. იქიდან მოყოლებული, 310 დღეა ერთად ვიდექით აქციაზე, სანამ გაიტაცებდნენ.

სახლამდე მიმაცილებდა ხოლმე აქციის შემდეგ თავისი მანქანით და ყოველთვის სითბოს და ზრუნვას ვგრძნობდი ამ ახალგაზრდა კაცისგან. ეს ჩემთვის დაუვიწყარია. უკეთილშობილესი პიროვნებაა. მას ვერაფერი გატეხს. შვილივით მიყვარდა და მიყვარს.

ამ კაცს ქვეყანა რომ უყვარს, არ ვიცი. ანაკლიაშიც ვიყავით გასული და იქაც შევხვდით ხალხს. ამბობდა, ბედნიერი ვარ, ასეთ ხალხთან რომ ვდგავარ იმისთვის, ამ ქვეყანას თავისი დიდება რომ დაუბრუნდესო.

ახლაც, როცა აქციაზე ვარ, სულ იმ მხარეს ვიხედები, საიდანაც ალექსანდრე გამოჩნდებოდა ხოლმე. მგონია, რომ ისევ გამოჩნდება. დიდი ხანია ასეთი კარგი ადამიანი არ შემხვედრია. ყველაფერი მიატოვა და ქვეყნის დასაცავად ჩადგა. თუ საჭირო გახდა, თავს შევწირავ ჩემი ქვეყნის თავისუფლებასო, მეუბნებოდა“ – ამბობს თორნიკე ბერაძე.

ის გვიყვება 4 ოქტომბრის ღამეზეც. ამბობს, რომ იქაც ალექსანდრესთან ერთად წავიდა თბილისში.

„გვერდი-გვერდ ვიდექით, მაგრამ ცრემლსადენი გაზი რომ შეგვასხეს, ვეღარ გამოვიხედე თვალებში, სუნთქვაც მიჭირდა და სანამ თვალებიდან გამოვიხედე, დამეკარგა.

მოგვიანებით, რუსთაველზე შევხვდით. თბილისიდან ცალ-ცალკე წამოვედით. მეორე დღეს აქციიდან ისევ მან წამიყვანა სახლში და უკან მობრუნებისას აიყვანეს.

ის ვიცი, რომ ალექსანდრე უფრო მეტად თავისუფალია, ვიდრე ისინი, ვინც მას ეს მოუწყო.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ქვეყანა ანარქიას ხელში არ შევატოვოთ. საქართველო თავისუფალი იქნება და დაადგება იმ გზას, რომელსაც ევროპული სივრცე ჰქვია“- ამბობს თორნიკე ბერაძე.

ალექსანდრე ჩილაჩავას ბრალად ედება „ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილეობა სხვა პირებთან ერთად“. იმავე ბრალდებით 4 ოქტომბრის საქმეზე 46 ადამიანი დააკავეს.

ალექსანდრე ჩილაჩავას წინასასამართლო სხდომა პირველ დეკემბერს, 12 საათზეა ჩანიშნული.

რატომ გაიზარდა პურის ფასი? – ეკონომისტის განმარტება

საქართველოში პური 5-10 თეთრით გაძვირდა. პურის გაძვირების მიზეზად ფქვილის ფასის და საწარმოებში ხელფასების მატება დაასახელა BMG – სთან საუბარში პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ.

ეკონომისტი რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ პურის ფასი აქამდეც იზრდებოდა, მაგრამ ამაზე საქსტატი დუმდა, ხოლო ახლა პურის მწარმოებელმა რამდენიმე კომპანიამ ფასის ზრდის საკითხი საჯარო გახადა.

„პურზე ფასების ზრდას ხელისუფლება ხელოვნურად აფერხებდა წინასაარჩევნოდ. ამ ერთ წელიწადში ორი არჩევნები მოილია და ახლა მისცა ამის უფლება მეპურეებს, ოღონდ მეტ-ნაკლებად ზომიერ ფარგლებში.

მთავრობა ერევა თავისუფალ ფასწარმოქმნაში და გავლენას ახდენს ბიზნესზე, რათა დაფაროს ფასების ზრდის შიდა მიზეზები. ეს შეკუმშულ ზამბარას ჰგავს, მაინც ვერ დარჩება ასეთ მდგომარეობაში.

კონკრეტულად პურის ფასის ამჟამინდელი მატების მიზეზი არის ზოგადად ინფლაციის ზრდა ქვეყანაში, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე ამას საქსტატი აჩვენებს. პურის მწარმოებლებს გაეზარდათ ხარჯები,“ – ასე განმარტავს ეკონომისტი რომან გოცირიძე პურის ფასის ზრდის მიზეზს. 

ეკონომისტის აზრით, არა მხოლოდ პურზე, არამედ ზოგადად, ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა.

„გასულ წელს წინასაარჩევნოდ 800 მილიონ დოლარამდე უცხოური ვალუტის რეზერვები გაყიდა, რამაც კრიტიკული ვითარება შექმნა. წელს იგი ავსებს ამ რეზერვებს (სადაც  რუსულ ფულს კვლავ მნიშვნელოვანი როლი უჭირავს). სწრაფი ტემპით რეზერვების შევსება ანუ დოლარის შესყიდვა,   ერთი მხრივ, არ აძლევს ლარს საბაზრო ნიშნულამდე გამყარების საშუალებას, რაც მნიშვნელოვანია იმპორტდამოკიდებული ქვეყნისათვის, მეორე მხრივ, იზრდება ფულის მასა მიმოქცევაში.

ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისიდან იყიდა დაახლოებით 1,4 მილიარდი დოლარი, რაც მიმოქცევაში თითქმის 4 მილიარდი ლარის გაშვებას ნიშნავს. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებს ე. წ. იაფი ფულის პოლიტიკას და დიდძალ სესხებს აძლევს კომერციულ ბანკებს ყოველკვირეულად (ე. წ. რეფინანსირების სესხები).

ფასების ზრდა ისეთ პირობებში, როცა საგარეო უარყოფითი ფაქტორი თითქმის მინიმალურია, მთლიანად მთავრობის (მათ შორის ბიუჯეტის) და ეროვნული ბანკის ცუდი საფინანსო და საკრედიტო პოლიტიკითაა გამოწვეული,“ – მიიჩნევს რომან გოცირიძე.

„ვაღიარებ დანაშაულს“ – ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვეს

დღეს, 15 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ლუკა კურტანიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა.

ლუკა კურტანიძეს, „ქართული ოცნების“ ყოფილ პარლამენტარსა და ვეტერან სპორტსმენს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2025 წლის 29 ივლისს შეუფარდა.

ლუკა კურტანიძე ქობულეთში დააკავეს 2025 წლის 27 ივლისს – მისმა ყოფილმა ცოლმა, ხათუნა მიქაცაძემ განაცხადა, რომ ვეტერანი სპორტსმენი მას ფიზიკურად პოლიციელების თვალწინ გაუსწორდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს კურტანიძე ფიზიკურ თავდასხმას ქალზე. მის შეჩერებას რამდენიმე კაცი ცდილობს. კადრებშივე ჩანს, რომ ადგილზეა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. აქვე ისმის მიქაცაძის ხმა, რომელიც პოლიციელს ეკითხება, რატომ არ აკავებენ მოძალადეს. გარდა ამისა, ქალი ამბობს, რომ პოლიციელმა მისი ტელეფონიდან წაშალა ძალადობის ამსახველი ვიდეო.

ელდარ [ლუკა] კურტანიძეს ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი: ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია [126-ე პრიმა მუხლი]; ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება [11 პრიმა 187-ე] – საუბარია ყოფილი ცოლის, ხათუნა მიქაცაძის ავტომანქანაზე და დამცავი ორდერის დარღვევა [11 პრიმა 381-ე მუხლი] – ლუკა კურტანიძეს ყოფილ ცოლთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა.

დღეს, 15 ოქტომბერს, სასამართლო სხდომა დაახლოებით 2 საათის დაგვიანებით დაიწყო. მოსამართლე ნინო სახელაშვილი და ლუკა კურტანიძე თითქმის ერთდროულად გამოჩნდნენ სასამართლო დარბაზში.

„არჩევნების მშვიდობიანად დასრულებას გილოცავთ,“- სხდომის დასაწყისშივე თქვა ლუკა კურტანიძემ, დარბაზს მოავლო თვალი და დაამატა: ციხეებში შეცვლილია ვითარება, ადამიანის უფლებებს იცავენ და ეს მახარებსო.

ლუკა კურტანიძემ დღევანდელ პროცესზე ყოფილ ცოლზე ძალადობა დაადასტურა. ბრალდების ამ ნაწილში „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი თავს დამნაშავედ მიიჩნევს (სსკ-ის 126-ე მუხლი).

პროკურატურას ლუკა კურტანიძის მიმართ  უკვე 4 მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი: ძალადობას, სხვისი ნივთის დაზიანებას და შემაკავებელი ორდერის დარღვევას ამჯერად საკუთრების უფლების დარღვევა (სსკ-ის 11-160) მუხლი დაემატა.

ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა, ორი მტკიცებულების გარდა, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ და დასაშვებად მიჩნევა მოითხოვა.

მოსამართლემ აქ ბრალდებულ კურტანიძეს გადახედა და უთხრა, რომ არსებითი განხილვის სხდომებზე მოსამართლე მოწმეებს ვერ მოუსმენს და უკვე უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებას – მაგალითად, გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებას –  სასამართლოს განხილვის რომელიმე ეტაპზე სადავოდ ვეღარ მიიჩნევს.

რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების შეცვლას, პროკურორმა დავით კირჩხელმა მოსამართლეს უთხრა, რომ ახალი გარემოება არ გამოვლენილა და ლუკა კურტანიძე პატიმრობაში უნდა დარჩეს.

ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა კი ხაზი გაუსვა ლუკა კურტანიძის სპორტულ მიღწევებს, ასევე ბრძოლას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წინააღმდეგ – მაშინ არ დამალულა და ახლა სად მიიმალებაო.

ადვოკატმა ისაუბრა იმაზეც, რომ ლუკა კურტანიძეს ყოფილ ცოლთან ქონებაზე სამოქალაქო დავა აქვს: ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლს ნაჩუქარი ქონების დაბრუნებას სთხოვს.

ადვოკატმა ბრალდებულის გათავისუფლება 50 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა.

ამ თემაზე:

რა ხდებოდა ლუკა კურტანიძის სასამართლო პროცესზე ბათუმში

„მივიღე მუქარისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის შეტყობინება“ – ჟურნალისტი სულხან მესხიძე

ჟურნალისტი, ადგილობრივი ონლაინგამოცემა „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი და დირექტორი სულხან მესხიძე ფეისბუქზე წერს, რომ მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო, თუმცა აღარ აპირებს შსს-ს მიმართოს.

„სოციალურ ქსელში მივიღე მუქარისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი შეტყობინება, სადაც არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახის წევრებიც უხეშად მოიხსენიეს.

შეტყობინების სქრინშოთს შეგნებულად არ ვავრცელებ, რადგან ის სავსეა უცენზურო გამოთქმებით, პირადი შეურაცხყოფითა და აშკარა მუქარით.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა – წინა მსგავს ფაქტებზე პოლიციას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გენ. პოლიციასა და სხვებს არაერთხელ მივმართე, თუმცა პასუხი დღემდე არ მიმიღია. ამიტომ ამჯერად ოფიციალურად განცხადების გაკეთებას აღარ ვაპირებ, რადგან ცხადია, ჟურნალისტების უსაფრთხოება და მათი დაცვა პრიორიტეტი არ არის.

მიუხედავად მუქარებისა და ზეწოლის, ჩემს საქმეს გავაგრძელებ. ვთვლი, რომ ასეთი აგრესია პირდაპირი შედეგია იმ პოლიტიკური და მორალური ატმოსფეროსი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქმნის ქვეყანაში – გარემოსი, სადაც ჟურნალისტის დევნა და დამცირება ყოველდღიურ რეალობად იქცა.

პასუხისმგებლობას ამ ვითარებაზე ვაკისრებ მმართველ პარტიას და მათ პოლიტიკას, რომელმაც საზოგადოებაში შიშისა და სიძულვილის კულტურას ჩაუყარა საფუძველი“ – წერს სულხან მესხიძე.

მისივე თქმით, მუქარისა და შეურაცხყოფის წერილი უკავშირდება მის მიერ მომზადებულ მასალას ბათუმის მერიის სამმართველოს უფროსის თანამდებობის დატოვების შესახებ.

წელს, 2025 წლის მარტში, სულხან მესხიძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა მასზე განხორციელებული თავდასხმის შემთხვევების გამოძიების მოთხოვნით, თუმცა მისივე თქმით, საგამოძიებომ გამოძიება არ დაიწყო „დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით“.

ამავე თემაზე: 

ჟურნალისტმა მასზე თავდასხმების გამოძიების მოთხოვნით საგამოძიებოს მიმართა

Exit mobile version