8 აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ, ანუ „უწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისთვის“ – ერთჯერადი გამოცემა

„უწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისთვის“ – ასე ჰქვია გაზეთს, რომელიც რუსული ოკუპაციის 200-წლიან ისტორიას მოუთხრობს მკითხველს. ამ გაზეთში თავმოყრილია ყველა აჯანყების ისტორია, რაც კი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ქართულმა საზოგადოებამ დაგეგმა ან ვერ დაგეგმა. საგაზეთო პუბლიკაციები 9 აპრილის მოვლენებით სრულდება.

გაზეთში ვრცლადაა მოთხრობილი გეორგიევსკის ტრაქტატის დადების წინაპირობა და რუსეთის მიერ საქართველოს პირველი ანექსია – 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების ამბავი.

გაზეთში თავმოყრილია ყველა აჯანყება – ისტორიის განმავლობაში ასეთი სულ 8 შემთხვევა იყო.

მკითხველს გაზეთში დახვდება ამბები 1802 წლის კახეთის აჯანყების, 1804 წლის მთიანეთის აჯანყების, 1810 წლის იმერეთის აჯანყების და 1812 წლის კახეთის მეორე აჯანყების შესახებ.

ამბავი თერგდალეულების, საქართველოს პირველი რესპუბლიკის და საბჭოთა ანექსიის შესახებ. ამბავი იმაზე, როგორ იბრძოდნენ საქართველოს მოქალაქეები 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

გაზეთი „უწყვეტი ბრძოლა თავისუფლებისთვის“ ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა, პროექტის ფარგლებში – „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“.

ტექსტები საგაზეთოდ მოამზადა ზაზა შენგელიამ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარმა.

„უნივერსიტეტში ჩაბარება გაუჭირდებათ აბიტურიენტებს ხელმოკლე ოჯახებიდან“ – ინტერვიუ

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, აბიტურიენტები, რომლებიც მომავალ წელს კერძო უნივერსიტეტის სტუდენტები გახდებიან, სახელმწიფო გრანტს ვეღარ აიღებენ.

„ოცნების“ რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო აღარ დააფინანსებს სტუდენტს, არამედ უნივერსიტეტებში დააფინანსებს იმ ფაკულტეტს, რომელსაც თავად მიიჩნევს პრიორიტეტულად. შესაბამისად, თუ აბიტურიენტი კერძო უნივერსიტეტში ჩაირიცხება, მას სახელმწიფო გრანტი აღარ ექნება და სწავლის საფასურის გადახდა მთლიანად მისი ჯიბიდან მოუწევს.

რას ართმევს სტუდენტს „ოცნება“ და როგორი იქნება ამ კონცეფციის შედეგები? – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების მკვლევარს, ლელა ჩახაიას ესაუბრა.

  • ქალბატონო ლელა, „ოცნების“ ხელისუფლებამ მომავალ სტუდენტებს გრანტი წაართვა და ეს შეფუთა „უფასო სწავლებით“. რას კარგავენ რეალურად ამ მოდელით როგორც სტუდენტები, ასევე უნივერსიტეტები?

ყველაზე დიდი პრობლემა, რაზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ, არის ის, რომ გაუგებარია რამდენ ადგილს გამოყოფს სახელმწიფო ამა თუ იმ ფაკულტეტზე საჯარო უნივერსიტეტებში. გაუგებარია, რომელი ფაკულტეტი დარჩება რომელ უნივერსიტეტში და რა კრიტერიუმებით შეირჩევა სტუდენტები.

ავიღოთ, ვთქვათ, სამართალი. თსუ სამართლის ფაკულტეტზე დაახლოებით 800 სტუდენტს იღებს ყოველწლიურად. ამ ახალი მოდელით ისევ ამდენის მიღების უფლება ექნებათ და ყველას დააფინანსებენ, თუ უფრო მეტს მიიღებენ? – ამაზე პასუხები არ გვაქვს.

  • სავარაუდოდ ნაკლების, რადგან ითქვა, რომ კონკურენცია გაიზრდება…

გამოდის, შემცირდება ჩარიცხვების რაოდენობა, რადგან ყველა რომ დააფინანსონ, ან მეტის მიღების უფლება მისცენ, მაშინ ეს დაჯდება ძალიან ძვირი და სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ გასწვდება. თანხის ოპტიმიზაცია უნდათ რეალურად და თანხაც რომ იყოს, იმდენ სტუდენტს ვერ მიიღებს თსუ ერთ ფაკულტეტზე, რამდენსაც რამდენიმე უნივერსიტეტი იღებდა, მაგალითად, სამართალზე. ადამიანური რესურსი არ ეყოფა უბრალოდ. ამიტომ, ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტების მიღება ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება, თუნდაც სამართლის ფაკულტეტზე.

  • რადგან ჯერ ადგილების რაოდენობას არ ასახელებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ თავადაც არ აქვთ დაანგარიშებული რეალურად რამდენი სტუდენტის მიღების უფლებას დაუტოვებენ სახელმწიფო უნივერსიტეტებს?

სავარაუდოდ, ამას არ იტყვიან ჯერ, წინააღმდეგობა რომ არ გაჩნდეს საზოგადოებაში, მაგრამ აჟღერებენ პოზიტიურ მესიჯს, რომ აი, სწავლა ყველასთვის იქნება უფასო, ვინც ჩააბარებს.

უფასო ფაკულტეტები აქამდეც იყო, მაგრამ არ იყო მოთხოვნადი.

გაუგებარია, რისი მიხედვით შეარჩევენ სტუდენტებს. თუ ბარიერს იმაზე მეტი გადალახავს, ვიდრე ადგილებია გამოყოფილი, მაშინ რა მოხდება? მხოლოდ ისეთ კატეგორიას მიიღებენ, ვინც, ვთქვათ, 100%-იან გრანტს იღებდა? ეს ნიშნავს, რომ მაშინ ძალიან შემცირდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება.

2026 წლის ბიუჯეტის პროექტი რაც დევს, იქ არ არის მაინც და მაინც დიდად გაზრდილი განათლების დაფინანსება და ესეც მიანიშნებს, რომ მისაღები ადგილების გაზრდას არ აპირებენ.

არც იმაზე საუბრობენ, ბარიერის გადალახვა როგორ მოხდება. რამდენი ქულის აღება ნიშნავს ჩაბარებას. ამიტომ ეს არის ბუნდოვანებით მოცული საკითხი.

  • დღეს არსებული მოდელით აბიტურიენტს აქვს 3-4 უნივერსიტეტის მითითების უფლება, მაგრამ ახალი მოდელით ამის შესაძლებლობა აღარ ექნებათ ალბათ, რადგან უნივერსიტეტების არჩევის შესაძლებლობა იზღუდება, არა?

ეს უკვე გარანტირებულად ვიცით, რომ არ ექნებათ ფაკულტეტების მიხედვით უნივერსიტეტების არჩევანის შესაძლებლობა აბიტურიენტებს და ისიც, რომ თბილისში აპირებენ 60%-ზე ჩამოიყვანონ სტუდენტების რიცხვი.

ამიტომ, გარდა იმისა, რომ ფაკულტეტებს შორის არჩევანი არ ექნება ბევრს, თბილისში მოხვედრის შანსებიც მცირდება.

  • ვთქვათ, აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ თბილისში არსებულ უნივერსიტეტებში ჩააბაროს, როგორ აპირებენ რეგიონების უნივერსიტეტებში ადგილების შევსებას. ხომ ვერ აიძულებენ?

კვოტირების შემცირებით. რადგან თუ თბილისში აღარ დარჩება ადგილი, მაგალითად, სამართლის ან ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, მაშინ იძულებული იქნება აბიტურიენტი, დარეგისტრირდეს, მაგალითად, ქუთაისის უნივერსიტეტში და ყველა ფაკულტეტი ხომ ისედაც არ იქნება თბილისში ხელმისაწვდომი.

  • ფიქრობთ, რომ რეგიონის უნივერსიტეტებს მეტ კვოტას მისცემენ და თბილისს ნაკლებს?

მთლად ასიმეტრიული ალბათ არ იქნება, მაგრამ სავარაუდოდ რაღაც მსგავსს იზამენ, რომ თბილისში შეზღუდონ ადგილების რაოდენობა და მაგალითად, ქუთაისში გაზარდონ.

ამ წუთას თბილისში ჯამურად 105 000 სტუდენტი სწავლობს და თუ უნდათ, რომ ეს პროცენტი თბილისში შეამცირონ, სავარაუდოდ, კვოტებს დააწესებენ.

აბიტურიენტები თებერვალში უკვე რეგისტრირდებიან ეროვნულ გამოცდებზე და წესით, უკვე უგვიანდებათ მათ უნივერსიტეტების არჩევანის გაკეთება. მით უმეტეს, ახლა იგებენ, რომ იმ უნივერსიტეტში, რომელიც შერჩეული ჰქონდათ, საერთოდ ვერ შეიტანენ განაცხადს. ახლა უნდა ეძებონ ეს ფაკულტეტი კერძო უნივერსიტეტებში, მაგრამ ამ შემთხვევაში აღარ აქვთ გრანტის მიღების შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი აბიტურიენტი, რომელიც გრანტის იმედით აბარებდა კერძო უნივერსიტეტში, ვეღარ ჩააბარებს.

კერძო უნივერსიტეტებში მაღალია სწავლის გადასახადი და ბევრი სტუდენტი ვერ სწვდება ამ ხარჯებს. სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოხვედრის ალბათობა კი მცირდება. შარშან 1500 ადგილი იყო თბილისის მასშტაბით საჯარო უნივერსიტეტებში სამართლის ფაკულტეტზე, არავინ იცის რამდენს დატოვებენ.

ეს რეფორმა მართლა რომ გადასარევი და ბრწყინვალე იყოს, ასე, რამდენიმე თვეში ამის გატარება დაგეგმვის გარეშე მაინც რთული იქნებოდა. სამჯერ ჩაატარეს შეხვედრა რექტორთა საბჭოსთან. მერე ეს რექტორები უნდა შეხვედროდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, აკადემიურ საბჭოებს, პროფესორებს, სხვადასხვა წარმომადგენლობით ორგანოებს და ამათთან განხილვები მიმდინარეობს – არ მიმდინარეობს, არაფერი ვიცით.

  • კერძო უნივერსიტეტები რას კარგავენ ამ რეფორმით?

19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტია ამ წუთას ქვეყანაში. კერძო უნივერსიტეტები დაკარგავენ დაფინანსებას, რადგან სტუდენტი აღარ ფინანსდება. შესაბამისად, დაკარგავენ სტუდენტებსაც.

მეორე მხრივ, ითქვა, რომ მათ ექნებათ უცხოელი სტუდენტების მიღების შესაძლებლობა. მაგრამ ამ უცხოელ სტუდენტს რა უნდა, ეს არ ვიცით ჯერ. მოუნდება თუ არ მოუნდება კერძო უნივერსიტეტში სწავლა. ისინიც გაურკვეველ სიტუაციაში არიან.

  • „უფასო სწავლა“, – ამ მესიჯს ატრიალებს „ქართული ოცნება“ ძირითადად. სინამდვილეში რა ეწირება ამ „უფასო“ განათლებას?

ეს მათი სტრატეგიული სვლაა. ამიტომ არ საუბრობენ დეტალებზე. არ საუბრობენ კვოტირებაზე. რამდენი ათასისთვის იქნება უფასო, დანარჩენს რა ბედი ელის.

  • საბჭოთა კავშირის დროსაც უფასო იყო განათლება, მაგრამ მაინც მაღალი იყო კორუფცია სწორედ ამ კვოტირებების გამო. ხომ არ მივიღეთ იმავე სურათს? 

ესეც არის ერთ-ერთი კითხვა, კი. მაგრამ თუ ეროვნული გამოცდებით მიიღებენ სტუდენტებს, წესით, აქ გამჭვირვალე უნდა იყოს მიღება. პრობლემა ის უფროა, რომ რეალურად განათლების ხელმისაწვდომობას ზღუდავენ, მისაღებ ადგილებს და ფაკულტეტებს ამცირებენ.

ვის გაუჭირდება მოხვედრა უნივერსიტეტში? – ისევ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ხელმოკლე ოჯახებში ცხოვრობენ და არ აქვთ შესაძლებლობა უფრო კარგად მოემზადონ. ამიტომ, პირველ რიგში ამ კატეგორიის აბიტურიენტებს დაარტყამს ეს სისტემა.

ამიტომ აჟღერებენ პოპულისტურ მესიჯებს და ამით ცდილობენ, რომ ნელ-ნელა შეაგუონ ადამიანები ამ ბუნდოვან ცვლილებებს.

ზუგდიდელი მედროშე შალვა ესართია 7 დღით დააპატიმრეს

საპროტესტო აქციების ზუგდიდელ მედროშეს, შალვა ესართიას 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 5 დეკემბერს გაიმართა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჭაბუკიანმა მიიღო.

შალვა ესართიას საპროტესტო აქციაზე ბანერის გამო ედავებოდნენ, რომელზეც ეწერა: „მილიცია, იდი ნა*უი“. შსს-მ მიიჩნია, რომ ეს პოლიციის შეურაცხყოფაა. გარდა ამისა, მედროშე 23 ოქტომბრის აქციაზე მოტოციკლისტის ჩაფხუტით იყო.

„რატომ არის შეურაცხმყოფელი? მე ბანერზე მეწერა მილიცია და არა პოლიცია. ამ ბანერით დავდივარ აქციაზე დიდი ხანია. ახლა მოიფიქრეს, რომ ოქმი უნდა შეედგინათ. დამიბარეს პოლიციის სამმართველოში და ოქმი გადმომცეს. ოქმში ისიც წერია, რომ სახეს ვიფარავდი ჩაფხუტით. თუ სახეს ვიფარავდი, როგორ დაადგინეს, რომ მე ვიყავი?“ – უთხრა „ბათუმელებთან“ დღეს, 5 დეკემბერს შალვა ესართიამ.

შალვა ესართიას შსს ასკ-ის ორი მუხლის დარღვევას ედავებოდა: 173-ე მუხლის მე-3 ნაწილი [პოლიციელის შეურაცხყოფა ] და 174-ე მუხლით მე-10 ნაწილით [შეკრების და მანიფესტაციის წესის დარღვევა]. ეს მუხლები ითვალისწინებს, როგორც ჯარიმას, ასევე პატიმრობას.

ამ თემაზე:

ზუგდიდელ მედროშეს ბანერის გამო ასამართლებენ – პროცესი დღეს, 5 დეკემბერს გაიმართება

ბათუმელი მედროშე მე-10 დღეა შიმშილობს: „მითხრა, გადავწყვიტე თავი გადავდო სამშობლოსთვისო“

„ბათუმელი მედროშე მე-10 დღეა შიმშილობს“ – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნათია თოხაძე. მან გვითხრა, რომ ზურაბ ჭავჭანიძეს გუშინ, 4 დეკემბერს ესაუბრა.

„რუსთავის დაწესებულებაში ვიყავი, რომ ამანათები შემეგზავნა პოლიტპატიმრებისთვის, ამ დროს დამირეკა ტელეფონზე ზურაბ ჭავჭანიძემ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნათია თოხაძე. – „ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ მე მას წერილი მივწერე ციხეში. მივწერე, რომ შემიძლია მისი ხმა ვიყო, დამირეკოს ყოველდღიურ საჭიროებებზე…

მითხრა, რომ ძალიან გაუხარდა წერილები, ბევრი ისაუბრა ამაზე. მითხრა, რომ 9 დღეა შიმშილობს… მითხრა, გადავწყვიტე თავი გადავდო სამშობლოსთვის და არ ვაპირებ შეწყვეტასო. შემდეგ იმდენად იყო ტექნიკური ხარვეზი, წყვეტილად მესმოდა ხმა,“ – გვითხრა ნათია თოხაძემ.

ზურაბ ჭავჭანიძის მეუღლე, მარინა გორჯელაძე ამბობს, რომ ზურაბი წყალსაც არ იღებს.

„დღეს ვესაუბრე, მითხრა, რომ წყალსაც არ სვამს, მხნედ ვარო,“ – გვითხრა მარინა გორჯელაძემ.

როგორია ზურაბ ჭავჭანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა? – „ბათუმელები“ პენიტენციური სამსახურის პრესცენტრს დაუკავშირდა, თუმცა გვიპასუხეს, რომ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს ეხება და ვერ მოგვაწვდიან.

ზურაბ ჭავჭანიძე გუშინ, 4 დეკემბერს უნდა მოენახულებინა ადვოკატ ნინო ლომინაძეს, თუმცა „ბათუმელები“ მასთან დაკავშირებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

________________________

ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ნოემბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

„ოცნების“ პროკურატურა ზურაბ ჭავჭანიძეს ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზურაბ ჭავჭანიძე კატეგორიულად არ ეთანხმება მისთვის წარდგენილ ბრალდებას. ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, ამ საქმეში პროკურატურას არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ზურაბ ჭავჭანიძის მიერ დანაშაულის ჩადენას.

სასამართლო პროცესზე ზურაბ ჭავჭანიძემ მოსამართლის კითხვაზე, სად ცხოვრობთ? უპასუხა: „არსად [გაეცინა]. სოხუმელი ვარ მე თვითონ და ახლა სხვის სახლში ვცხოვრობ. დარეგისტრირებული ვარ ბათუმში”.

საქმიანობის შესახებ დასმულ შეკითხვას კი, ზურაბ ჭავჭანიძემ ასე უპასუხა: „ჩემს საქმიანობას სამ კატეგორიად ვყოფდი: იძულებით, მოწოდებით და დიპლომით”.

აქ მას მოსამართლემ გააწყვეტინა საუბარი და სთხოვა, დაესახელებინა სამუშაო ადგილი. „დაცვის სამსახურში ვმუშაობ“ – უპასუხა ზურაბ ჭავჭანიძემ.

ბათუმელმა მედროშემ მოსამართლეს მიმართა:

„მე ვარ სოხუმელი. სოხუმში 15 ვაჟკაცი [საუბარია ქართველ მებრძოლებზე] დავკარგე — ახალგაზრდა ბავშვები, 19-25 წლის. გამოვდივარ [აქციაზე] იმიტომ, რომ მათი სულები არ მაძლევენ საშუალებას, გავჩერდე. იმიტომ, რომ მათ თავი რუსებთან ბრძოლას შესწირეს…

ჩემი სამშობლოს გულისთვის ვდგავარ აქ. მე ყოველდღე გავდივარ სიკვდილს და სიცოცხლეს შორის — მშრალი შიმშილობა მაქვს გამოცხადებული. ზუსტად ასეთ დღეში ვართ ახლა საქართველოში. მიცვალებული ორჯერ არ კვდება. მე სოხუმში დავიღუპე, მაგრამ ვაგრძელებ სიცოცხლეს მხოლოდ სიყვარულისთვის და სიკეთისთვის. ჩემი ერთადერთი აზრი ყოველთვის იყო სიყვარული, სიკეთე და ბედნიერ საქართველოში ცხოვრება. და თუკი ახლა სასამართლოში ვდგავარ, ფაქტობრივად, სიყვარულს და პატიოსნებას აპატიმრებთ, იმიტომ, რომ მე სხვანაირად არ შემიძლია.

და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი — გამარჯვებულები შურს არ იძიებდნენ! არსად და არასდროს!“ — განაცხადა ზურაბ ჭავჭანიძემ.

ამ თემაზე:

კაცი სოხუმიდან ჩამოტანილი დროშის მანტიით – ბათუმის პროტესტის კიდევ ერთი მედროშე

„მიმდინარეობს სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა“ – ომბუდსმენი მზია ამაღლობელის საქმეზე

„მიმდინარეობს სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა“ – მოგვწერეს სახალხო დამცველის აპარატიდან იმ საქმისწარმოების შესახებ, რომელიც მზია ამაღლობელისთვის სამედიცინო სერვისის მიწოდებას ეხება.

ჟურნალისტის და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის მხედველობა საგანგაშო ნიშნულზეა. საიას მიმართვის შემდეგ სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საქმეზე საქმისწარმოება 2025 წლის 26 ნოემბერს დაიწყო. ამ დრომდე ლევან იოსელიანის უწყებას სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა არ დაუსრულებია.

„მზია ამაღლობელის საქმეზე გრძელდება საქმის წარმოება, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა, ასევე გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია მკურნალობის საკითხზე,“ – მოგვწერეს დღეს, 5 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატიდან.

საიამ 2025 წლის 24 ნოემბერს მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში [„ნიუ ჰოსპიტალის  ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ან „კავკასიის სამედიცინო ცენტრი“] მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი  მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ორივე თვალზე და კვლევების გათვალისწინებით დაიგეგმოს მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად.

საიამ ასევე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, დაუყოვნებლივ წერილობით შეაფასოს: სახელმწიფოს მხრიდან დაცულია თუ არა მზია ამაღლობელის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების უფლება.

იუსტიციის სამინისტროში „ბათუმელებს“ 5 დეკემბერსაც არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რა რეაგირება მოჰყვა მზია ამაღლობელის ადვოკატების მიმართვას.

  • მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის უკანონო პატიმრობაშია თითქმის 11 თვე. საიამ 2025 წლის 24 ნოემბერს მიმართა შესაბამისი კვლევების და მკურნალობის უზრუნველყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრს და სახალხო დამცველს. მზია ამაღლობელის მხედველობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ საგრძნობლად გაუარესდა და საგანგაშო ნიშნულზეა.

ამ თემაზე:

„დაიგეგმოს მზია ამაღლობელის მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად” – საია

„აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილმა თანამშრომელმა ქრთამი აიღო“ – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით პასუხისგებაში მისცა.

სუსის გამოძიების თანახმად, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელმა მოქალაქისგან ქრთამი აიღო.

„უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილმა თანამშრომელმა ქობულეთში, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 3 000 ლარი, საიდანაც ეტაპობრივად გამოართვა 2 000 ლარი“, – თქვა სპეციალურ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ.

ემზარ გაგნიძის თქმით, აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შუახევში მერიის თანამშრომელი დააკავეს

სუს-ის ინფორმაციით, დღეს, 5 დეკემბერს, შუახევში, ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით მერიის თანამშრომელი დააკავეს.

„ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დააკავეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, რომელმაც საცხოვრებელ სახლზე, ადრე გაცემული გეოლოგიური დასკვნის ჩანაცვლების გზით, „ემიგრანტთა საცხოვრისის პროგრამით“ უზრუნველყოფილი 50-ათასლარიანი თანადაფინანსების მისაღებად, ახალი, საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის დამზადების სანაცვლოდ, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსისთვის გადასაცემად, ერთ-ერთ მოქალაქეს მოსთხოვა 3 ათასი ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 1500 ლარი.

ხოლო, დარჩენილი 1500 ლარის გადაცემა მოითხოვა დასკვნის მომზადების შემდეგ“ – აცხადებს სუს-ი.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-იდან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მარნეულის მე-4 სკოლის დირექტორი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს – სუსი

სუს-ის ინფორმაციით, დააკავეს მარნეულის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი, რომელსაც ქრთამის აღება ედება ბრალად.

„დაკავებულია მოქმედი დირექტორი, რომელმაც ატესტატის აღებისთვის, გამოცდების ვითომდა ჩაბარების სანაცვლოდ,  ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 300 ამერიკული დოლარი გამოართვა“ – აცხადებს სუსი.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-იდან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების მიღება აეკრძალებათ“- მიქანაძე

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიღების შემდეგაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების მიღება აეკრძალებათ.

„უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით, მომდევნო სასწავლო წლიდან დაწესდება გარკვეული შეზღუდვები სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამ მიზნით იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც, უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეუძლებელი იქნება.

გამონაკლისად განიხილება ორმხრივი შეთანხმებები, გაცვლითი და სპეციალური პროგრამები, რომლებიც კონკრეტულ უნივერსიტეტებს აქვთ სხვადასხვა ფორმატით.

საგულისხმოა, რომ ყველა ის უცხოელი სტუდენტი, რომელსაც სურს სწავლა საქართველოში, შეძლებს ჩააბაროს კერძო უნივერსიტეტებში“ – ამბობს გივი მიქანაძე.

მისივე ინფორმაციით, დღეს მოქმედი 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მხოლოდ 19 უნივერსიტეტია სახელმწიფო, ხოლო 45 კერძოა.

„შესაბამისად, მათ [უცხოელ სტუდენტებს] თავისუფლად შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ და სასურველ კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასურველ პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა“- ამბობს გივი მიქანაძე.

„ოცნების“ მინისტრის კომენტარს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე პრესრელიზში, რომელიც დღეს, 5 დეკემბერს გავრცელდა, ნათქვამია, რომ სახელმწიფო დაფინანსებას მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ და სტუდენტს გრანტი აღარ ექნება.

„შესაბამისად, დაფინანსების ძირითადი რესურსების მობილიზება ამ პრინციპის გათვალისწინებით მოხდება და კერძო უნივერსიტეტებისთვისაც ეს სიახლე თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ახალი დაფინანსების მოდელი მთლიანად სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იქნება მიმართული.

რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, სტუდენტები, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს კერძო უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან, სახელმწიფოსგან საგრანტო მხარდაჭერას აღარ მიიღებენ“ – ამბობს გივი მიქანაძე.

მისივე განმარტებით, ეს შეზღუდვა არ გავრცელდება უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე. (მეორე, მესამე, მეოთხე კურსის, აგრეთვე მაგისტრატურის სტუდენტებზე) და მათთვის დაფინანსების არსებული კომპონენტი ძალაში დარჩება.

„ჩაფარცხვა არ გამოვა, ოცნებაც ხვდება, რომ საქმე სერიოზულადაა“ – ინტერვიუ „ბიბისის“ გამოძიებაზე

5 დღე გავიდა BBC-ის საგამოძიებო ფილმის გამოსვლიდან, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ისევ არ განუმარტავს, რა ქიმიური ნივთიერება შეურია შსს-მ წყლის ჭავლში, რომლითაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბია.

სამაგიეროდ „ქართული ოცნების“ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ და დამაბნეველ კომენტარებს აკეთებენ.

„ჩანს, რომ სტრატეგია ამ მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის,“ – ამბობს დიპლომატი, “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” ექსპერტი ვალერი ჩეჩელაშვილი.

„ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ვალერი, როგორ აფასებთქართული ოცნებისოფიციალური პირების რეაქციებს მას შემდეგ, რაც BBC- გაუშვა ცნობილი საგამოძიებო ფილმი?

ჯერ უნდა აღვნიშნოთ, რომ „ქართული ოცნების“ ეს პოზიცია იცვლება. თავიდან იყო მთლიანი უარყოფა ყველაფრის და ახლა უკვე არის აღიარება, რომ რაღაც ფხვნილი იყო წყალში გარეული. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, ეს ფხვნილი იყო სრულიად დასაშვები და არანაირ დარღვევას არ წარმოადგენდა. ყოველ შემთხვევაში, ჩანს, რომ საქმე არის ძალიან სერიოზულად და ეს აწუხებს „ქართულ ოცნებას“.

საქართველო ისევე, როგორც კიდევ 132 ქვეყანა, არის საერთაშორისო კონვენციის მონაწილე ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ, რომელიც საფუძვლად უდევს იმავე დასახელების ორგანიზაციას. ამ კონვენციით საქართველოს აქვს აღებული საკუთარ თავზე ძალიან გასაგები და ნათელი ვალდებულებები, რომ არ უნდა შეიძინოს, არ უნდა მოახდინოს ტრანსპორტირება, გამოყენება მსგავსი ქიმიური ნივთიერებების და უნდა ითანამშრომლოს საერთაშორისო გამოძიებასთან, თუ ეს საჭირო გახდა.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ დღეს უკვე „ქართული ოცნებაც“ არის იმ აზრზე, რომ საქმე არის ძალიან სერიოზულად. სხვათა შორის, აქ ჩატარებული გამოძიება არ იქნება საკმარისი. უნდა დაიკითხონ არა მხოლოდ პროტესტის მონაწილეები და შესაბამისი მკვლევრები, რომლებიც აღრიცხავდნენ, ასე ვთქვათ, ამ ნივთიერების ზემოქმედებას ადამიანებზე, არამედ შესაბამისი  ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიც, რომლებიც იყვნენ საქმეში ჩართულნი. უნდა დაიდოს ისეთი დასკვნა, რომელიც დააკმაყოფილებს სრულიად არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ საერთაშორისო წრეებსაც.

ეს ისეთი საკითხია, რაც საერთაშორისო ურთიერთობებში ძალიან მტკივნეულად აღიქმება, საერთოდ, ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული ნებისმიერი ამბავი ასეა. რაც უფრო სერიოზულად მიუდგება ამ საკითხს „ქართული ოცნება“, მით უფრო კარგი იქნება მისთვისაც და საქართველოს ავტორიტეტისთვისაც საერთაშორისო არენაზე.

  • ეს ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, რას გვეუბნება ხელისუფლების შიდა სამუშაოზე, საინფორმაციო სტრატეგიაზე და რაც მთავარია, პასუხისმგებლობაზე

ჩემი აზრით, ეს მიუთითებს, რომ კოორდინაციის ჯაჭვი არის „ქართულ ოცნებაში“ მორღვეული. იმიტომ, რომ ჯერ უარყოფა, შემდეგ თქმა, რომ – დიახ, ეს რაღაც ფხვნილი იყო, მაგრამ არ იყო აკრძალული…

ჯერ ერთი, თუ არ იცის ბატონმა ირაკლი კობახიძემ რომელი ფხვნილი იყო, რატომ ამბობს იმას, რომ ეს არ იყო აკრძალული? ეს ხომ უნდა დაადგინოს გამოძიებამ?

ერთმანეთის საწინააღმდეგო და რაღაც გაუგებარი გზავნილები რომ გვესმის, მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად საქმის კონტროლი „ქართული ოცნების“ მიერ ვერ წარმოებს… ანდა მაშინ სხვა რამესთან, უფრო სერიოზულთან გვაქვს საქმე, რაც ნიშნავს, რომ რაღაც სერიოზული დარღვევები იყო.

ყოველ შემთხვევაში, ამის გატარება და თითქოს ჩაფარცხვა – არ გამოვა. ძალიან სერიოზული რეზონანსი მიიღო.

126 ათასზე მეტი ნახვა აქვს BBC-ის ამ საგამოძიებო ფილმს 4 დღეში უკვე Youtube-ზე. ეს მონაცემი ყოველ საათში იზრდება და შესაბამისი გამოხმაურებებიც არის უკვე.

მე ვფიქრობ, თუ როგორ დააღწევს ამ კრიზისულ ვითარებას „ქართული ოცნება“ თავს, იქნება დამოკიდებული მხოლოდ მის სერიოზულ რეაქციებზე.

ასე ჩანს, ყოველ შემთხვევაში გარედან, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ხომ ძალიან დახურული სისტემაა და ძალიან რთულია, გარედან მივხვდეთ, თუ რაზე მსჯელობენ, რაზე საუბრობენ, როგორ აანალიზებენ ვითარებას „ოცნებაში“… დღესდღეობით ჩანს ისე, რომ სტრატეგია ამ მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის.

  • გამოითქვა ასევე ვარაუდი, რომ ეს ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები იყო რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომ სპეციალურად აბნევს „ოცნების“ ხელისუფლება ხალხს, რომ სიმართლე გაიბლაროს. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

არ მგონია. გასაგებია, რომ რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ, ისევე, როგორც ნებისმიერი მეზობლის წინააღმდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, სხვა ამბავია. თავიდან საქმე გვქონდა დაბნეულობასთან, შემდეგ – სტრატეგიის ვერ ჩამოყალიბებასთან.

იმიტომ, რომ პრობლემა არის რთული. ეს შემთხვევა ძალიან არტყამს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ავტორიტეტს.

ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა „ქართული ოცნება“, თუ როგორ გაუმკლავდეს ამ სერიოზულ პრობლემას. აქედან გამომდინარე არის ეს ურთიერთგამომრიცხავი და არათანმიმდევრული გზავნილები გაჟღერებული.

  • თუ გამოძიებით ბრალდებები დადასტურდება, როგორ უნდა შეფასდეს ძალოვანი სტრუქტურების ქმედება იურიდიული, ეთიკური და პოლიტიკური კუთხით? მათ შორის, როგორ უნდა შეფასდეს თავადქართული ოცნებისხელისუფლების ქმედებაც?

ეს არის დამოკიდებული იმაზე, რა ფაქტები დადგინდება.

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი ქიმიური შემადგენლობის გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ, ეს თავისთავად არის სერიოზული დანაშაული, რაზეც შესაბამისმა ადამიანებმა, ვინც ამაზე გადაწყვეტილება მიიღო და შეასრულა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ.

რომც დავუშვათ, რომ რაც გამოიყენეს, არ არის აკრძალული ქიმიური ნივთიერება, ის ფაქტი, რომ თვეების განმავლობაში აქციის მონაწილეებს აწუხებდათ ჯანმრთელობის პრობლემები – ქავილი, ღებინება, თვალების და კანის წვა, წნევა და ა.შ. – მეტყველებს იმაზე, რომ როგორც მინიმუმ, ეს დასაშვები ნივთიერებაც იყო გამოყენებული არაპროპორციული ზომით, ჭარბი ოდენობით. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ გარკვეული სამართლებრივი შედეგები უნდა დადგეს.

რაც უფრო ადრე გაირკვევა ყველაფერი, მიეცემა ამას შესაბამისი შეფასება, მათ შორის სამართლებრივი, გამოვლინდებიან პასუხისმგებელი პირები და დაისჯებიან, მით უფრო კარგი იქნება თვით „ქართული ოცნებისთვის“.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოაყალიბოს ქმედითი სტრატეგია ამ კრიზისთან მიმართებაში, რომელიც უპასუხებს იმ მოლოდინებს, რაც გაჩნდა როგორც ქართულ საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო არენაზე.

  • რას მოუტანს საქართველოს ასეთ სკანდალში გახვევა? რა გავლენა ექნება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაზე, ევროკავშირთან დაახლოების კუთხით რა გავლენას იქონიებს?

აქ შეიძლება ორი რამ მოხდეს: თუ იქნება გამოძიებული ეს საქმე ობიექტურად და დაისჯება ის ხალხი, რომელსაც ბრალი მიუძღვის ამაში, პროპორციულობა ამ ბრალეულობის უნდა დადგინდეს, რა თქმა უნდა, გამოძიების მეშვეობით. თუ ეს იქნება სათანადოდ გამოძიებული და ობიექტურობაში არავის არ შეეპარება ეჭვი – არც შიგნით ქვეყანაში და არც გარეთ – მაშინ ნაკლები დანაკარგებით გამოვა როგორც „ქართული ოცნება“, ასევე საქართველო ამ ამბიდან.

თუ ობიექტური გამოძიება არ ჩატარდა და გაჩნდა ეჭვი როგორც ქვეყანაში, ასევე გარეთ, მაშინ ვფიქრობ, რომ გარდაუვალია სერიოზული სანქციების ამოქმედება შესაბამისი პირების მიმართ, რომლებმაც არ აწარმოეს ეს გამოძიება შესაბამის დონეზე, ან ხელი შეუშალეს მას.

პირველ რიგში, ამაზე დასკვნას გააკეთებს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, რომლის მონაწილე საქართველოც არის. კონვენცია აქვს რატიფიცირებული საქართველოს. 193 ქვეყანაა ამ კონვენციის მონაწილე. მეხუთე პრეზიდენტმა უკვე მიმართა ამ ორგანიზაციას შესაბამისი თხოვნით, რომ ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ამიტომ, ეს არ არის ის პრობლემა, რომელიც გაიწოვება თავისთავად და აქტუალურობას დაკარგავს. ამ პრობლემას ბოლომდე ჩაჰყვებიან საერთაშორისო მოთამაშეებიც და რა თქმა უნდა, ჩვენც.

ქართულ საზოგადოებას აწუხებს ეს ამბავი. შეიძლებოდა ლეტალური შედეგით დამთავრებულიყო ხომ?! მაგალითად, იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროტესტებში, ყველას ერთნაირი ჯანმრთელობა ხომ არ აქვს?! ამ ნივთიერებამ შეიძლება ჯანმრთელ ადამიანს იმდენი ვერაფერი დააკლოს, მაგრამ იმოქმედოს ადამიანზე, რომელსაც რაღაც აწუხებს.

  • რა უნდა ქნას ახლა ოპოზიციამ სამოქალაქო სექტორმა და ხალხმა? რა უნდა გააკეთონ, რომ სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს?

ჩემთვის რთული სათქმელია, რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით. თამასა ისე მაღლა არის უკვე აწეული, საზოგადოებამ დამატებით რა უნდა მოიმოქმედოს, არ ვიცი. უბრალოდ უნდა გავაძლიეროთ, მოთხოვნა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომ ეს გამოძიება იყოს ობიექტურად ჩატარებული.

ამ თემაზე მუდმივად უნდა იყოს ფოკუსი და საუბარი. სხვას ვერაფერს ვიზამთ, რადგან ყველა ინსტიტუტზე უპირობო კონტროლი აქვს აღებული „ქართულ ოცნებას“ და აქ საზოგადოებრივი ზეგავლენის შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია.

ამავე თემაზე:

BBC-ის გამოძიება: ქართველ დემონსტრანტებს I მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება შეასხეს

ბათუმის ნავთობტერმინალის განცხადება 3 ხელმძღვანელის დაკავების შემდეგ

„ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს, რომ საქმიანობას აგრძელებს.

გუშინ, 4 დეკემბერს, „ბათუმის ნავთობტერმინალში“ 3 ხელმძღვანელი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს ტერმინალის რეზერვუარებში არსებული – 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 000 000 ლარს აღემატება.

„შპს ბათუმის ნავთობტერმინალი გაცნობებთ, რომ ტერმინალის ყველა მუშაკი იმყოფება სამუშაო ადგილზე. ტერმინალი ახორციელებს თავის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ტერმინალისა და მისი მუშაკების სამართლებრივი ინტერესები და უფლებები სრულიად დაცულია.

გამოძიების საიდუმლოების დაცვის მიზნით, კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი”თავს იკავებს დამატებითი კომენტარებისგან,“ – აღნიშნულია „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიერ დღეს, 5 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნავთობტერმინალში საგამოძიებო სამსახური 3 დეკემბერს ღამით შევიდა – ამის შესახებ „ბათუმელები“ 4 დეკემბერს წერდა.

ამ თემაზე:

ბათუმის ნავთობტერმინალში 3 პირი დააკავეს, საგამოძიებო 15 მილიონის ნავთობზე საუბრობს

ზუგდიდელ მედროშეს ბანერის გამო ასამართლებენ – პროცესი დღეს, 5 დეკემბერს გაიმართება

ზუგდიდელ მედროშეს, შალვა ესართიას დღეს, 5 დეკემბერს გაასამართლებენ. პროცესი 3 საათზე დაიწყება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში.

ზუგდიდელ მედროშეს ბანერის გამო ედავებიან, რომელზეც ეწერა: „მილიცია, იდი ნა*უი“. პოლიციელებს ოქმში ჩაუწერიათ, რომ ეს პოლიციის შეურაცხყოფაა. გარდა ამისა, მედროშე 23 ოქტომბრის აქციაზე მოტოციკლისტის ჩაფხუტით იყოო.

„რატომ არის შეურაცხმყოფელი? მე ბანერზე მეწერა მილიცია და არა პოლიცია. ამ ბანერით დავდივარ აქციაზე დიდი ხანია. ახლა მოიფიქრეს, რომ ოქმი უნდა შეედგინათ. დამიბარეს პოლიციის სამმართველოში და ოქმი გადმომცეს.

ოქმში ისიც წერია, რომ სახეს ვიფარავდი ჩაფხუტით. თუ სახეს ვიფარავდი, როგორ დაადგინეს, რომ მე ვიყავი?“ – ამბობს „ბათუმელებთან“ შალვა ესართია.

შალვა ესართიას შსს ასკ-ის ორი მუხლის დარღვევას ედავება: 173-ე მუხლის მე-3 ნაწილი [პოლიციელის შეურაცხყოფა ] და 174-ე მუხლით მე-10 ნაწილით [შეკრების და მანიფესტაციის წესის დარღვევა]. ეს მუხლები ითვალისწინებს, როგორც ჯარიმას 3500-დან 6 000 ლარამდე, ისე პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

ზუგდიდელი მედროშის საქმეს მოსამართლე ნინო ჭაბუკიანი განიხილავს.

შალვა ესართია დააკავეს 2025 წლის იანვარშიც – მედროშეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. შალვა ესართია მაშინ წინასწარი დაკავების იზოლატორში დატოვეს ორი ღამით, შემდეგ კი მოსამართლემ 3 ათასი ლარით დააჯარიმა.

„არ შეიძლება ჩხირკედელაობა, რადგან დიდი ზიანის მომტანია”- მზექალა შანიძე „ოცნების“ რეფორმაზე

ენათმეცნიერი მზექალა შანიძე „ქართული ოცნების“ განათლების კონცეფციას ჩხირკედელაობას უწოდებს.

ენათმეცნიერი 4 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ჩაერთო ონლაინ, რომელიც სწორედ „ოცნების“ განათლების ახალ რეფორმას შეეხებოდა.

მზექალა შანიძის კომენტარს განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია ავრცელებს ფეისბუქზე.

„ის, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, წმინდა აკადემიური თვალსაზრისით არ არის გამართლებული და არ შეეფერება დღევანდელ მოთხოვნებს!… ყოველგვარი ცვლილება უნდა ეყრდნობოდეს მეცნიერულ საფუძველს და რასაც ჩვენ გვთავაზობენ, მეცნიერულ საფუძველს არ ემყარება…

ჩვენ არ გვაქვს უფლება ასეთ პირობებში არ ვიფიქროთ, რომ შემოთავაზებული პროგრამა არ არის მეცნიერული, არამედ რაღაც ინფანტილური!… არ შეიძლება ჩხირკედელაობა, რადგან ეს ძალიან დიდი ზიანის მომტანია!”- თქვა მზექალა შანიძემ.

მზექალა შანიძე განათლების რეფორმის განხილვაზე

ილიაუნიში გამართული დისკუსია შეეხებოდა იმ ბუნდოვანებას, რომელიც „ოცნების“ განათლების მინისტრის მიერ წარმოდგენილმა კონცეფციამ გააჩინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები და განათლების მკვლევრები.

ახალი საუნივერსიტეტო რეფორმა დღეს არსებული მოდელის შეცვლას გულისხმობს, რაც, სპეციალისტების აზრით, კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება.

„ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ – ასეთია „ქართული ოცნების“ საუნივერსიტეტო განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს გრანტის გაუქმებას.

ამ მოდელის მიხედვით სახელმწიფო აღარ დააფინანსებს სტუდენტს, არამედ დააფინანსებს უნივერსიტეტს და თავად გადაწყვეტს, რომელ უნივერსიტეტში რომელი ფაკულტეტი და სპეციალობები დააფინანსოს, რაც უნივერსიტეტებს მთლიანად დამოკიდებულს ხდის სახელმწიფოზე და აქრობს საუნივერსიტეტო ავტონომიას.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 დეკემბრის 21 საათიდან 6 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
    ღამით: -2 –+3 გრადუსი

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +15 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 7-8 დეკემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

What Happens to the Body After Camite Exposure? — A Doctor Explains

“No gas should ever be mixed into a water cannon. Any solvent is neurotoxic, regardless of what it dissolves, and it can affect the central nervous system. Mixing a solvent with a water jet creates a perilous precedent,” says narcologist Zurab Sikhuralidze. We spoke with him about the chemical substances mentioned in the BBC investigative film “When Water Burns.”

According to evidence obtained by the BBC, last year, the government of Georgia’s Dream may have used a World War I-era chemical weapon against anti-government protesters — bromobenzyl cyanide, also known as Camite. 

What happens when bromobenzyl cyanide enters the human body? Batumelebi interviewed Zurab Sikhuralidze, who is also one of the leaders of the “Federalists.” 

  • Mr. Sikhuralidze, what effects do the chemical substances mentioned in the BBC investigation, including camite, have on the human body? 

Several substances are discussed in the BBC investigation, so it would not be accurate to focus solely on camite. Trichloroethylene (TCE) is also mentioned, and it is a highly toxic substance. Therefore, we must consider the combination of these two chemicals and their use in a water cannon, which significantly exacerbates the situation.

The main problem is that detecting these substances in the human body a year later is nearly impossible. We need official information from the Ministry of Internal Affairs on the specific substances used.

  • Do these chemicals leave no trace in the human body? Is it impossible to detect them? 

Camite is a short-acting substance, but mixing it into a water cannon creates a serious problem. Bromobenzyl cyanide is a toxic agent that breaks down cellular components; it acts at the cellular level and temporarily blocks respiration, causing hypoxic stress. It is rapidly absorbed into the body through the skin, eyes, and upper respiratory tract. With a powerful water jet and heavy exposure, it penetrates the body even more easily, amplifying its toxicity.

However, this is not classic cyanide. It is a type of tear gas and is significantly less toxic than true cyanide. 

As for trichloroethylene, it is a potent neurotoxin that is readily absorbed through the skin and by inhalation, causing long-term damage to the body. This solvent severely harms the liver and kidneys.

Under the codes cited in the BBC film, there could also be many other substances — for example, chemicals used in vineyard spraying. 

If trichloroethylene was used, it may still be detectable a year later, for instance, in deep soil layers or in water. This would require extremely meticulous chemical and toxicological analysis. 

Detecting traces of these substances in the human body also would require extensive chemical and toxicological testing. It’s also important to consider how these substances mix in the water jet, as the resulting combinations can produce even more toxic effects. The high pressure of the water significantly intensifies the impact, allowing the toxins to penetrate deep into the eyes and mucous membranes. This can lead to mass intoxication, which is precisely what we witnessed during those events.

People struggled to breathe for several days and experienced nausea, panic attacks, and severe breathing difficulties. 

Detecting camite in the body is practically impossible after 2 or 3 days, whereas trichloroethylene is more likely to be detected. High levels of toxic exposure from these substances used together could lead to severe and long-term mental health effects, as well as specific physical changes and complications — effects that may not manifest right away but could emerge years later as chronic illnesses.

No gas should ever be mixed into a water cannon. This is unimaginable. 

The Dream government has confirmed that they used a solvent. But what was the solvent used for? A solvent is intended to dissolve substances.

  • What does this confirm for you?

The use of a solvent is already a significant concern — any solvent is neurotoxic. Regardless of what is being dissolved, it affects the central nervous system. When a solvent is added to a water jet, it sets a dangerously concerning precedent.

At the “Federalists,” we are collecting testimonies from individuals who attended the demonstrations and hearing severe accounts. Those who reach out to us confirm that they continue to experience specific symptoms long-term, which is even more alarming. This suggests that a chemical weapon was used.

According to relevant conventions, such agents should only have short-term effects and should not cause long-term issues under any circumstances. However, we are now discussing effects that persist a year later — individuals are experiencing headaches, panic attacks, and breathing difficulties.

In the medium term — over a matter of weeks — the following symptoms may arise: toxic bronchitis, pneumonia, and erosion of the mucous membranes. People report unexplained nosebleeds, increased irritability of the nervous system, sleep disorders, and, in the long term — months and years later — these symptoms can develop into significant psychological conditions such as PTSD (post-traumatic stress disorder), panic attacks, anxiety disorders, prolonged insomnia, and cognitive deficits.

Neurological changes may also be detected. In the case of trichloroethylene, symptoms like neuropathies, numbness, tingling, chronic dizziness, and fatigue may be strongly associated with its use. 

  • Could these symptoms lead to even more severe and chronic illnesses? 

In the case of trichloroethylene, this could involve kidney and liver damage—functional impairments—as well as a reduction in lung function, leading to obstructive processes.

Anyone experiencing symptoms should undergo regular preventive medical examinations, particularly those who believe they were heavily exposed. At a minimum, individuals should have their health checked by a family doctor to establish a clear clinical picture and implement prevention strategies to stop chronic diseases from developing. That is my most important piece of advice.

  • What should people pay attention to ensure that evidence is not lost? 

It’s crucial to conduct detailed interviews and examinations of a large number of individuals. The BBC is highly competent, and I believe they would not have proceeded without sufficient evidence. Additionally, the film features qualified experts and toxicologists.

The population living along Rustaveli Avenue is significant. We have received many accounts from residents reporting headaches and other symptoms. Some have even relocated due to their unbearable living conditions. A close acquaintance of mine who lived near parliament moved to the Saburtalo district.

I witnessed the events of April 9. It is noteworthy that when flowers were later collected on the anniversary, they contained residues of toxic substances. There is even a term for this — “those poisoned on April 9.” At the time, it was never fully determined what exactly was used. I remember that studies were conducted afterward, ultimately concluding that extremely heavy gases had been deployed.

Interview with a Doctor Whose Study on Chemical Exposure During Georgia’s Protests Was Featured in the BBC Investigation

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 178 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 396 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 23 686 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 34 843 ერთეული [+34]
  • MLRS – 1 558ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 431 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 86 900 ერთეული [+424]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 024 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 68 907 ერთეული [+94]
  • სპეცტექნიკა – 4 014 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 100 422 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 387 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 626 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 723 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 48 391 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ევროკავშირი რუსული გაზის იმპორტის სრულ აკრძალვაზე შეთანხმდა

ნობელიატები აცხადებენ, რომ უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმება უნდა შეეხოს პოლიტპატიმრებსაც

პუტინი ყირიმის და დონბასის საერთაშორისო აღიარებას ითხოვს

უიტკოფი რუსებს ტრამპთან მოსალაპარაკებლად რჩევებს აძლევდა – მედია

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში კამიტის მოხვედრის შემდეგ? – ინტერვიუ ექიმთან

„წყლის ჭავლში საერთოდ არ შეიძლება არანაირი გაზის გარევა. ნებისმიერი გამხსნელი ნეიროტოქსიურია. არ აქვს მნიშვნელობა, რა უნდა გაიხსნას… ის მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. როცა იყენებ გამხსნელს და ამას ამატებ წყლის ჭავლს, ეს უკვე ძალიან საშიში პრეცედენტია,“ – ამბობს ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე. მას ვესაუბრეთ ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებზეც არის საუბარი BBC-ის საგამოძიებო ფილმში – „როდესაც წყალი გწვავს“.

BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს „ოცნების“ მთავრობამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ, შესაძლოა, გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი – ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კამიტი [camite].

კონკრეტულად რას იწვევს ბრომობენზილის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა? – „ბათუმელებმა“ ექიმ-ნარკოლოგ ზურაბ სიხარულიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერია.

  • ბატონო ზურაბ, რას იწვევს ადამიანის ორგანიზმში იმ ქიმიური ნივთიერებების მოხვედრა, რაზეც არის საუბარი BBC-ის საგამოძიებო ფილმში, მათ შორის, „კამიტი“?

BBC-ის საგამოძიებო ფილმში რამდენიმე ნივთიერებაზეა საუბარი. მხოლოდ „კამიტზე“ ლაპარაკი არ იქნება სწორი. აქ არის ლაპარაკი ტრიქლორეთილენზე (TCE). ეს წარმოადგენს ერთ-ერთ ძალიან ძლიერ ტოქსიკურ ნივთიერებას. შესაბამისად, ჩვენ უნდა განვიხილოთ ამ ორი ნივთიერების კომბინაცია და მათი გამოყენება წყლის ჭავლში, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ამ ყველაფერს.

მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში არის ის, რომ ამ ნივთიერებების აღმოჩენა ერთი წლის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ ოფიციალური ცნობები შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რა ნივთიერებები იყო გამოყენებული.

  • ეს ქიმიური ნივთიერებები როცა ხვდება ადამიანის ორგანიზმში, არ ტოვებს კვალს? შეუძლებელია მისი მიგნება?

„კამიტი“ არის ხანმოკლე მოქმედების, თუმცა მისი წყლის ჭავლში შერევა უკვე საკმაოდ სერიოზულ პრობლემას ქმნის. ბრომბენზილციანიდი არის უჯრედოვანი კომპონენტის ამშლელი ტოქსიკური ნივთიერება – უჯრედის დონეზე მოქმედებს და ბლოკავს სუნთქვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იწვევს ჰიპოქსიურ სტრესს, იგი კანიდან, თვალიდან და ზედა სასუნთქი გზებიდან სწრაფად შეიწოვება ორგანიზმში. ძლიერი წყლის ჭავლის და დიდი ექსპოზიციის შემთხვევაში კი ის უფრო ადვილად აღწევს ორგანიზმში. ამ დროს მისი ტოქსიკურობა ბევრად უფრო გამოხატულია.

თუმცა ეს არ არის კლასიკური ციანიდი. ეს არის ცრემლსადენი გაზი და ციანიდს ბევრად ჩამოუვარდება ტოქსიკურობით.

რაც შეეხება ტრიქლორეთილენს, იგი ძლიერი ნეიროტოქსინია, რომელიც კანიდან და ინჰალაციიდან ძალიან სწრაფად აბსორბირდება, გრძელვადიანად აზიანებს ორგანიზმს. ეს გამხსნელი ღვიძლის და თირკმლების ძლიერ დაზიანებას იწვევს.

ამ კოდების ქვეშ, რაც დასახელდა BBC-ის ფილმში, შესაძლებელია იყოს ბევრი სხვა ნივთიერება, მაგალითად, ნივთიერება, რომელსაც იყენებენ ვენახის მოსაწამლად.

თუ გამოყენებული იყო ტრიქლორეთილენი, მისი აღმოჩენა შესაძლებელია ერთი წლის შემდეგაც, მაგალითად, ნიადაგის სიღრმეში, წყლებში. ამისთვის საჭიროა ძალიან სკრუპულოზური ქიმიო-ტოქსიკოლოგიური ანალიზი.

რაც შეეხება კვალს ადამიანზე – ეს არის ძალიან ღრმა ქიმიო-ტოქსიკოლოგიური ანალიზის კვლევა. აქ უნდა ვისაუბროთ ამ ნივთიერებების წყლის ჭავლში გარევასთან და რა კომბინაციებს ვიღებთ ამ შემთხვევაში. ის ბევრად უფრო ტოქსიკურ ზიანს აყენებს ადამიანს, ვიდრე წყალთან კომბინაციის გარეშე, რადგან წყლის მაღალი წნევა მნიშვნელოვნად აძლიერებს ტოქსიკურობის ეფექტს – ტოქსინი შედის ღრმა ფენებში, თვალებში, ლორწოვან გარსებში. ამას შეუძლია მასობრივი ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ეს იყო კიდეც იმ პერიოდში და ამის მომსწრე ყველანი ვართ.

ადამიანებს უჭირდათ სუნთქვა რამდენიმე დღის მანძილზე, ჰქონდათ გულისრევის შეგრძნება, პანიკური შეტევები, სუნთქვის გაძნელება.

„კამიტის“ აღმოჩენა ორგანიზმში, ფაქტობრივად, ორი-სამი დღის მერე შეუძლებელია. ტრიქლორეთილენის აღმოჩენა უფრო შესაძლებელია, ვიდრე „კამიტის“.

მაღალი ტოქსიკური ქიმიური ზემოქმედება შეიძლება გამოეწვია ამ ნივთიერებებს კომბინაციაში. ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე და ხანგრძლივი ეფექტების, ასევე, გარკვეული სომატური ცვლილებების და გართულებების ჩამოყალიბება, რომელიც შეიძლება დღეს არ ჩანდეს, მაგრამ ბევრი წლის მერე გამოჩნდეს უკვე ქრონიკულ დაავადებებში.

წყლის ჭავლში საერთოდ არ შეიძლება არანაირი გაზის გარევა. ეს წარმოუდგენელია.

„ოცნებამ“ დაადასტურა, რომ გამხსნელს ხმარობდნენ. რისთვის ხმარობდნენ გამხსნელს? გამხსნელს ხმარობდნენ იმისთვის, რომ რაღაცა გაეხსნათ, ხომ?!

  • ეს რას ადასტურებს თქვენთვის?

თვითონ გამხსნელის მოხმარება უკვე პრობლემას წარმოადგენს – ნებისმიერი გამხსნელი ნეიროტოქსიკურია. არ აქვს მნიშვნელობა, რა უნდა გაიხსნას. ის მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

როცა იყენებ გამხსნელს და ამას ამატებ წყლის ჭავლს, ეს უკვე ძალიან საშიში პრეცედენტია.

„ფედერალისტები“ ვაგროვებთ ადამიანების ისტორიებს, რომლებიც იყვნენ დემონსტრაციებზე და ძალიან მძიმე ისტორიებს ვისმენთ. ვინც ჩვენ გვწერს, ადასტურებს იმას, რომ გრძელვადიან პერიოდში მათ კვლავ აქვთ გარკვეული სიმპტომები, რაც ბევრად უფრო საშიშია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო ქიმიური იარაღი.

დაშვებული კონვენციით, ეს უნდა იყოს მხოლოდ ხანმოკლე მოქმედების და არ უნდა იწვევდეს არცერთ შემთხვევაში გრძელვადიან ეფექტს. ახლა კი ვსაუბრობთ ეფექტზე ერთი წლის შემდეგ – ადამიანებს აქვთ თავის ტკივილი, პანიკური შეტევები, სუნთქვის გაძნელება.

საშუალო ვადაში, ანუ კვირების განმავლობაში გამოხატული სიმპტომებია: ტოქსიკური ბრონქიტები, ფილტვების ანთება, ლორწოვანი გარსების გამოშრობა და ეროზია…

გვწერენ, რომ უმიზეზოდ აქვთ ცხვირიდან სისხლდენა, ასევე, ნერვული სისტემის გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევები, ხოლო გრძელვადიან შედეგებში – ანუ თვეების, წლების გავლის შემდეგ, ეს შეიძლება იყოს უკვე გამოხატული ფსიქიკური მომენტები, ანუ PTSD [პოსტტრავმული სტრესული აშლილობა], პანიკური შეტევები, შფოთვითი აშლილობები, ხანგრძლივი უძილობა, კოგნიტიური დეფიციტი.

ნევროლოგიურადაც შესაძლებელია გარკვეული ცვლილებების აღმოჩენა.

ტრიქლორეთილენის შემთხვევაში შეიძლება მყარად ასოცირებული იყოს დემიელინიზაცია ტრიქლორეთილენის გამოყენებასთან: ნეიროპათიები, დაბუჟება, ჩხვლეტები, ქრონიკული თავბრუხვევები, დაღლილობა და ასე შემდეგ.

  • შესაძლოა, ეს სიმპტომები გადაიზარდოს კიდევ უფრო რთულ და ქრონიკულ დაავადებებში?

ტრიქლორეთილენის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს თირკმლის და ღვიძლის დაზიანება – შესაძლებელია მოხდეს მისი, ასე ვთქვათ, დაზიანება და ფილტვის ფუნქციების შემცირება, ანუ ობსტრუქციული პროცესების განვითარება.

ვისაც აქვს გარკვეული სიმპტომები, პერიოდულად პროფილაქტიკური კვლევები უნდა ჩაიტაროს ყველამ, ვინც მიიჩნევს, რომ დიდი ექსპოზიცია მიიღო ორგანიზმზე.

ოჯახის ექიმის დონეზე ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შემოწმდეს იმისათვის, რომ შევძლოთ სურათი გამოვკვეთოთ და პრევენცია მოვახდინოთ, რომ არ ჩამოყალიბდეს ქრონიკული დაავადება. ეს არის ჩემი ყველაზე მთავარი რჩევა.

  • ამ პროცესში რას უნდა მიაქციონ ყურადღება ადამიანებმა, რომ არ გაქრეს მტკიცებულებები? 

მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანის სპეციფიკური გამოკითხვა და კვლევების ჩატარება. ჩემთვის BBC საკმაოდ კომპეტენტურია და არა მგონია, არ ჰქონოდათ საკმარისი მტკიცებულებები. თანაც, კომპეტენტური ადამიანები, ტოქსიკოლოგები საუბრობენ ამ ფილმში.

ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობა, რომელიც რუსთაველზე ცხოვრობს. ჩვენ ვისმენთ არაერთ ისტორიას, რომ დაეწყოთ თავის ტკივილი და ასე შემდეგ. ზოგიერთმა შეიცვალა კიდეც საცხოვრებელი ადგილი, იმდენად გაუსაძლისი გახდა მათთვის ცხოვრება… ჩემი ახლობელიც, რომელიც პარლამენტთან ახლოს ცხოვრობს, გადავიდა საბურთალოზე.

მე ვარ მომსწრე 9 აპრილის. თუ გახსოვთ, იქ წლისთავზე აიღეს ყვავილები – ყვავილებში იყო მომწამლავი ნივთიერების გარკვეული რაოდენობა დარჩენილი. „9 აპრილს მოწამლულები“ – ასეთი ტერმინიც კი არსებობს. იმ წლებში ბოლომდე ვერ დადგინდა, რა გამოიყენეს. მახსოვს, მაშინ სერიოზული კვლევები ჩატარდა და საბოლოოდ დაიდო დასკვნა, რომ ძალიან მძიმე გაზები იყო გამოყენებული.

ამ თემაზე:

BBC-ის გამოძიება: ქართველ დემონსტრანტებს I მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება შეასხეს

პენსიონერი ქალის საქმე ხულოდან, რის გამოც უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციოს მიმართა

რამდენიმე დღის წინ უზენაეს სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიუმართავს. საქმე ხულოს ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ოჯახში ძალადობას ეხება.

წარდგინებით მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინ მიმართავს, როცა მოსამართლე მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, რომლითაც მან ესა თუ ის ადამიანი უნდა გაასამართლოს. ამ დროს საქმის განხილვა ჩერდება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას.

მაგალითად, ჯარიმების გადაუხდელობის გამო პირის აუცილებელი დაპატიმრება ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია და საქმისწარმოება შეაჩერა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ თეთრიწყაროს სასამართლოში. მაშინ, როცა ეს კონკრეტული მოსამართლე „ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონმდებლობას აპროტესტებს და ამ კანონის საფუძველზე ადამიანებს ციხეში არ უშვებს, უზენაესმა სასამართლომ შემდეგი ქეისის გამო მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს:

  • უზენაესი სასამართლო სისხლის სამართლის კოდექსის იმ სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რომელიც გამორიცხავს საპენსიო ასაკს მიღწეული პირისთვის სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დანიშვნას.

უზენაეს სასამართლომდე ხულოს ერთ-ერთი სოფელში მომხდარი ოჯახში ძალადობის საქმე მისულა. პროკურატურა ნარგიზ მელაძეს ოჯახის წევრების თვალწინ რძალზე ძალადობას ედავება: გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალს სისტემატურად ამცირებდა და შეურაცხყოფდა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

ნარგიზ მელაძეს პროკურატურამ ბრალი სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში წარუდგინა. ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან თავისუფლების აღკვეთას. გამოდის, რომ თუ მოსამართლე ნარგიზ მელაძეს დამნაშავედ მიიჩნევს, ის აუცილებლად უნდა დააპატიმრონ ერთიდან სამ წლამდე ვადით, რადგან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას პენსიონერს ვერ დააკისრებენ.

  • 2025 წლის იანვარში ამ საქმეზე ხელვაჩაურის სასამართლოს ნარგიზ მელაძე უდანაშაულოდ მიუჩნევია. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.

უზენაესმა სასამართლომ კი გადაწყვიტა, საკონსტიტუციოსთვის მიემართა:

„სადავო ნორმა ბრალდებულის/განსასჯელის ინდივიდუალური ფიზიკური/ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების ან/და შესასრულებელი სამუშაოს ხასიათის გათვალისწინების გარეშე ბლანკეტურად კრძალავს საპენსიო ასაკის ქალების მიმართ, სასჯელის სახედ, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენებას, თუნდაც შესასრულებელი სამუშაოს ხასიათი, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უნარი და სხვა ინდივიდუალური მახასიათებლები/გარემოებები თავსებადი იყოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულების შესაძლებლობასთან და საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დანაშულისთვის ალტერნატიულ შესაძლო სასჯელს წარმოადგენს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა.

მაშინ, როდესაც იმ ქალების მიმართებით, რომლებსაც არ მიუღწევიათ საპენსიო ასაკისთვის, იმავე ვითარებაში, დასაშვებია, სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შეფარდება.

ამდენად, თუ საქართველოს უზენაესი სასამართლო დააკმაყოფილებს ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარს და მივა ნარგიზ მელაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გადაწყვეტილებამდე, მას უალტერნატივოდ უნდა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად [გამართლებული არ აღიარებს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენას, ასევე, არ უთანამშრომლია გამოძიებასთან, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესების გათვალისწინებით, გამორიცხავს დანიშნული სასჯელის როგორც სრულად, ისე ნაწილობრივ პირობითად ჩათვლას], რაც განპირობებული იქნება მხოლოდ იმით, რომ ნარგიზ მელაძე არის საპენსიო ასაკის, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილი  საპენსიო ასაკის პირისათვის a priori გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული [ბრალადწარდგენილი] დანაშაულისათვის, ამავე მუხლით დადგენილი თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის – გამოყენების შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად და სრულად კრძალავს/გამორიცხავს საპენსიო ასაკის ქალების მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრას, იმ პირობებში, როდესაც ალტერნატიულ შესაძლო სასჯელს წარმოადგენს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა, შესაძლოა, არღვევდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ უფლებას,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაში.

  • წარდგინების ავტორია უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე: ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე. წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

ამ თემაზე:

მოსამართლემ მოქალაქე არ დასაჯა და საკონსტიტუციოს მიმართა – „არაკონსტიტუციურია“

 

რა იცვლება სუს-ში დასაქმების წესებში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამუშაოდ გაცილებით მარტივად მიიღებენ პირს, რომლის ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს, ასევე იმ პირს, რომელიც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალავს მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ან წარადგენს არასწორ მონაცემებს.

ასეთი პირების სუს-ში მიღება სუს-ის უფროსის ბრძანებით არ შეიძლება, თუმცა იყო გამონაკლისი – მათი სამსახურში მიღება შეიძლებოდა მხოლოდ „განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“.

სუს-ის მოქმედმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, 2025 წლის 1-ელ დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც „განსაკუთრებული“ შემთხვევის არსებობა და „სახელმწიფო ინტერესების“ გათვალისწინება აღარ იქნება აუცილებელი და ზემოთ აღნიშნული კატეგორიის პირებს სუს-ში მხოლოდ „სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“ მიიღებენ.

ცვლილება მდინარაძემ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სუს-ის უფროსის 2015 წლის 1-ელი აგვისტოს ბრძანებაში შეიტანა.

„შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის თანხმობით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების გარეშე პირის მიღება სამსახურში.“ – წერია მამუკა მდინარაძის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.

აღნიშნული პუნქტი აქამდე შემდეგი შინაარსის იყო:

„2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის თანხმობით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების გარეშე პირის მიღება სამსახურში.“

რაც შეეხება მე-19 მუხლს, ის აწესებს შეზღუდვებს სამსახურში [სუს-ში] მიღებისას. ამ მუხლში ჩამოთვლილია, თუ ვისი მიღება არ შეიძლება სამსახურში. მათ შორის არის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტები, რომელთა მიხედვით სუს-ში არ მიიღება:

  • „ე) პირი, რომლის ჯანმრთელობაც, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
  • კ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები“.

კონკრეტულად „განსაკუთრებული შემთხვევა“ და „სახელმწიფო ინტერესები“ სუს-ში სამსახურის გავლის წესში განმარტებული არ არის, თუმცა ზოგადად განსაკუთრებული შემთხვევა მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, საერთო უსაფრთხოებას ან სტრატეგიულ მიზნებს მოიცავს და გამონაკლისიც ასეთი შემთხვევისთვის დაიშვებოდა.

მამუკა მდინარაძის ბრძანებით კი, გამონაკლისის დაშვება შესაძლებელი იქნება, თუნდაც მხოლოდ კონკრეტული სამსახურის [ამ შემთხვევაში სუს-ის], დეპარტამენტის ან სააგენტოს საჭიროებებიდან გამომდინარე.

ამავე თემაზე:

სუსის უფროსის ანაზღაურება თვეში 12 345 ლარი გახდა, მას წელს ხელფასი 1125 ლარით გაეზარდა 

 

 

 

ბათუმის ნავთობტერმინალში 3 პირი დააკავეს, საგამოძიებო 15 მილიონის ნავთობზე საუბრობს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბათუმის ნავთობტერმინალში ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე 3 პირი დააკავა.

ნავთობტერმინალში საგამოძიებო სამსახური წუხელ ღამით შევიდა. შეჩერებული იყო სარკინიგზო ხაზი. ამის შესახებ „ბათუმელები“ დღეს, 4 დეკემბერს წერდა.

საგამოძიებო სამსახურის ვერსიით, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს ტერმინალის რეზერვუარებში არსებული – 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 000 000 ლარს აღემატება.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობის საბაჟო წესების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგვის ფაქტზე, 2025 წლის 3 დეკემბერს, სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა ტერმინალის რეზერვუარებში არსებული -10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 000 000 ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს.

ბრალდებულებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტების განკარგვის ფაქტის შესანიღბად, საბაჟო ტერმინალის რეზერვუარებში, განათავსეს გამოსაყენებლად უვარგისი, ნავთობის დაბინძურებული ნარჩენები.

საქმეზე ინტენსიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენისა და კონტრაბანდულად შემოტანილი ნავთობის შემდგომი განკარგვის ფაქტების გამოვლენის მიზნით,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ დღეს, 4 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავებულები ყაზახეთის მოქალაქეები არიან.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით [საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით] .

ბრალდებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელით.

საქართველოში 644 200 მოსწავლე და 66 300 მასწავლებელია – საქსტატის ახალი მონაცემები

2025-2026 სასწავლო წლის შესახებ ახალმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ საქართველოში გასულ, 2024 წელთან შედარებით სკოლების რაოდენობის მცირედი კლება და მოსწავლეთა რაოდენობის მატება აღინიშნება.

საქსტატის ახალი მონაცემების თანახმად, 2025-2026 სასწავლო წელს საქართველოში სულ 2 292 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, მათგან 2 086 საჯარო და 206 – კერძო.

მანამდე არსებულ პერიოდთან შედარებით, სკოლების რაოდენობა 2 ერთეულით შემცირდა.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა კვლავ იმერეთშია – 17.1%.

2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 644 200 მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.6 პროცენტით აღემატება.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, მოსწავლეთა რაოდენობის მატება ყველაზე მკვეთრად თბილისში ფიქსირდება. დედაქალაქის სკოლებში მოსწავლეთა 36 პროცენტი სწავლობს.

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში სასკოლო განათლების მიღების კუთხით მოსწავლეთა უმეტესობა საჯარო სექტორს ირჩევს. არსებული მონაცემებით, მოსწავლეთა 88.8%  საჯარო სკოლებში სწავლობს, ხოლო მოსწავლეთა 11.2% იღებს განათლებას კერძო სკოლებში.

მოსწავლეთა 48.4% გოგოა, ხოლო 51.6% – ბიჭი.

საქსტატის მიერ წარმოდგენილი დიაგრამა აჩვენებს, რომ საქართველოში ზოგადი განათლების დონეზე მოსწავლეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

ამავე დროს, 2025 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ საშუალო საფეხურზე განათლების მიღების მაჩვენებელმა წელს 41.4 ათასი მოსწავლე შეადგინა, რაც დაახლოებით 0.8%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.

საქსტატის ახალი მონაცემების თანახმად, საქართველოში მასწავლებლების რაოდენობა 2025/2026 სასწავლო წლისთვის 66 300 შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 0.5%-იანი ზრდაა.

ამ პროფესიაში გენდერული სტატისტიკა კვლავ უცვლელია, მასწავლებელთა 87.6% ქალია, ხოლო 12.4%  – კაცი.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2018–2019 წლებში მასწავლებელთა რაოდენობის მაჩვენებელმა პიკურ ნიშნულს, კერძოდ 67.3 ათასს მიაღწია, რის შემდეგაც 2020-2023 წლებში შემცირდა და 62–63 ათასამდე დაიწია.

___________________

მოამზადა ლიზა გათენაძემ

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რკინიგზა ბათუმში 107 586 კვ/მ მიწას ყიდის 59 მილიონ ლარად – აუქციონები არ შედგა 

ბათუმში, გაგარინისა და ხახულის  ქუჩის შესახვევს შორის [სპორტის სასახლის უკანა ტერიტორია] „საქართველოს რკინიგზა“ ჯამში 107 586 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის 3 ნაკვეთს ყიდის. ქონება მთლიანობაში 59 712 497 ლარად იყო აუქციონზე გატანილი, თუმცა აუქციონები არ შედგა.

რკინიგზის შვილობილ კომპანია „ჯიარ ქონების მართვას“ თითოეულ ნაკვეთზე აუქციონი ორ-ორჯერ ჰქონდა გამოცხადებული.

გასაყიდი მიწის ნაკვეთების ფართობები და საწყისი გასაყიდი ფასი:

პირველი ნაკვეთი – 33 466 კვადრატული მეტრი – საწყისი გასაყიდი ფასი 18 652 928 ლარი

მეორე ნაკვეთი – 26 937 კვადრატული მეტრი – საწყისი გასაყიდი ფასი 15 025 591 ლარი

მესამე ნაკვეთი – 47 183 კვადრატული მეტრი – საწყისი გასაყიდი ფასი 26 033 978 ლარი

სამივე შემთხვევაში „ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ვადა იყო აუქციონის დასრულებიდან -1 თვე; შეძენილი ქონების საფასურის [აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი, გადახდილი „ბე“-ს გამოკლებით] გადახდის ვადა კი აუქციონის დასრულებიდან – 10 დღე.

NN1, 2, 3 – გასაყიდი მიწის ნაკვეთები ბათუმში და N4 – გაყიდული მიწის ნაკვეთი [ეს ტერიტორია ლეონიძის ქუჩაზე მდებარე სპორტის სასახლის უკან მდებარეობს]
გასაყიდი მიწის ნაკვეთები [ყოფილი: ე.წ. „ბათუმის სატვირთო ეზო“] „ჯიარ ქონების მართვის“ საკუთრებაშია.

კომპანიამ ამ ნაკვეთების მომიჯნავედ 19 147 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთი [ფოტოზე N4] უკვე გაყიდა 13 615 326 ლარად. ეს ნაკვეთი აუქციონზე ერთი ბიჯით გაიყიდა და დღეს მისი მესაკუთრეა შპს „კორეან ელექტრონიქსი“.  ეს კომპანია 2027 წელსაა თბილისში რეგისტრირებული და მისი 100% წილის მფლობელია გიორგი ქიძინიძე.

„ჯიარ ქონების მართვას“ დარჩენილი სამი ნაკვეთის გასაყიდად ხელახალი აუქციონები ჯერ არ გამოუცხადებია. შესაბამისად, უცნობია შეამცირებენ თუ არა საწყის გასაყიდ ფასს.

ბათუმის ნავთობტერმინალში სუს-ი და საგამოძიებო სამსახური შევიდა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის ნავთობტერმინალში სუს-ი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული და შეჩერებულია სარკინიგზო გადაზიდვების ნაწილი.

ნავთობტერმინალში სარკინიგზო გადაზიდვების დიდი ნაწილი 3 დეკემბერს, ღამით, მას შემდეგ გაჩერდა, როცა იქ სუსი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ერთდროულად შევიდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გამოკითხვაზე გადაიყვანეს 21 პირი, მათ შორის, ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელი პირები.

რა ხდება ნავთობტერმინალში? – შეკითხვას ამ დრომდე არ პასუხობენ სუს-ის და საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრში. „ბათუმელებს“ არც ნავთობტერმინალის ადმინისტრაციაში უპასუხეს.

ნავთობტერმინალში სარკინიგზო გადაზიდვების შეჩერების შესახებ „ბათუმელებს“ ინფორმაციას ტერმინალში დასაქმებული პირიც უდასტურებს. მან კონფიდენციალურობის დაცვა ითხოვა.

„როგორც ვიცი, რამდენიმე რეზერვუართან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები. ეს უკავშირდება კომერციულ საქმიანობას… ერთდროულად შემოვიდა სუსი და ფინანსური პოლიცია, სპეცრაზმი იყო და გადაზიდვები გააჩერეს… გაჩერდა ტერმინალის რამდენიმე ხაზი, მთლიანად არ გაჩერებულა… გამოკითხვაზე გადაიყვანეს 21 ადამიანი, მათ შორის, არიან ხელმძღვანელი პირები,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის ნავთობტერმინალის თანამშრომელი.

მწერალ ბორის აკუნინს რუსეთში კიდევ ერთი წელი მიუსაჯეს – მას ჯამში 15 წელი აქვს მისჯილი

რუსეთში მწერალ ბორის აკუნინს დაუსწრებლად მიუსაჯეს ერთწლიანი პატიმრობა „უცხოელი აგენტის საქმის“ გამო.

რუსული მედიის ცნობით, პირველ განაჩენთან ერთად, სასჯელმა ჯამში 15 წელი შეადგინა – პირველი ოთხი წელი ციხეში, ხოლო დანარჩენი – კოლონიაში.

ასევე, აკუნინს რუსეთში ექვსი წლით აეკრძალა ინტერნეტში პუბლიკაციების გამოქვეყნება და დაეკისრა ჯარიმა, 600 000 რუბლი.

2025 წლის ზაფხულში ბორის აკუნინი რუსეთში დაუსწრებლად გაასამართლეს ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის, ტერორიზმის გამართლებისა და „უცხოელი აგენტის“ საქმიანობის ბრალდებით და მას 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალდების საფუძველი იყო აკუნინის საუბარი რუსეთის ომის პროპაგანდისტებთან ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შესახებ.

რუსეთში ბორის აკუნინის წიგნების გაყიდვა და გამოცემა შეჩერებულია.

აკუნინი რუსეთში 10 წელზე მეტია არ ცხოვრობს, მან ქვეყანა 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დატოვა.

ამავე თემაზე:

ეს კანონი სიმსივნესავით გამოჭამს საქართველოს – აკუნინი ქართველებს მოუწოდებს არ დათმონ თავისუფლება

 

ბათუმში ევროკავშირის მხარდაჭერით ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა იმართება

ვისაც მოსწონს ნაქარგი საოჯახო ნივთები თუ ტანსაცმელი, რომლებიც ერთგვარი ხელოვნების ნიმუშებია, ასევე ხელნაკეთი თოჯინები თუ სხვა საგნები, ხვალ, ბათუმში, 14:00-საათიდან შეიძლება მათი დათვალიერება და შეძენა. გამოფენა-გაყიდვა სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება. მათ შორის იქნება პატიმრობაში მყოფი ბათუმელი მედროშის, ზურა ჭავჭანიძის ხელნაკეთი ნივთებიც, რომელთა გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მის მეუღლეს გადაეცემა.

5 დეკემბერს სასტუმრო „რუმსში“ გამოფენა-გაყიდვა გაიმართება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, პროექტის ფარგლებში – „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.

სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებს 40-მდე მეწარმე აჭარის რეგიონიდან, რომლებიც დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა ტიპის პროდუქციას შესთავაზებენ. გამოფენა-გაყიდვაში წარმოდგენილი იქნება ხელით ნაქარგი საოჯახო ნივთები, ხელნაკეთი თოჯინები, საახალწლო სათამაშოები, სუვენირები, ნახატები, ნაჭრის სათამაშოები, მძივები, დეკორატიული ნივთები, სანთლები, აქსესუარები, მოქსოვილი ჩანთები, ბლოკნოტები.

გამოფენილი იქნება ასევე მრავალფეროვანი გასტრონომიული პროდუქცია.

6 დეკემბერს კი, „უკრაინული სახლი ბათუმში“ უმასპინძლებს მცირე მეწარმეებს პროექტის ფარგლებში „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ – აქ მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი იქნება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია გასაყიდად.

ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ და შეიძინონ ქართული ხელნაკეთი პროდუქცია უშუალოდ მათი შემქმნელებისგან.

პროექტი ეხმარება აჭარის რეგიონში მცხოვრები მეწარმეებს ხელნაკეთი პროდუქციის პოპულარიზაციასა და რეალიზაციაში. სამეწარმეო ბაზრობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის გაზრდას, მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

სამეწარმეო ბაზრობაში მონაწილე მეწარმეები:
  • სვეტა ლოგუა, ბათუმი
  • ნათია გეგუჩაძე, ბათუმი
  • ნესტან ავალიანი, ბათუმი
  • მანანა გურგენიძე, ბათუმი
  • თეო ხაჯიშვილი, ბათუმი
  • იზა სამველიძე, ბათუმი
  • მარინა ხალვაში, ბათუმი
  • ლემან ჩახვაძე, ბათუმი
  • ემა სატკოევა, ბათუმი
  • ინგა ბალაძე, ბათუმი
  • ირმა დიასამიძე, ქედა
  • დონარ აკვაზბა, ქედა
  • მარინა ბერიძე, ქედა
  • ციური დავითაძე, ქედა
  • ნათია მელაძე, ხულო
  • მზიური მელაძე, ხულო
  • მზევინარ ირემაძე, ხულო
  • მარგალიტა მელაძე, ხულო
  • ნინო ხოზრევანიძე, ხულო
  • მარიკა ლებანიძე, ბათუმი
  • მარიამ გორგოშაძე, ბათუმი
  • მარიამ არძენაძე, ბათუმი
  • დავით ბერიძე, ბათუმი
  • ციცი დუმბაძე, ბათუმი
  • მაია მალაყმაძე, ბათუმი
  • ინგა ბერიძე, ბათუმი
  • ნათია ჯავახიშვილი, ბათუმი
  • ია თედორაძე, ოზურგეთი
  • გიორგი ჩხაიძე, ბათუმი
  • ზვიად ბერიძე, ბათუმი
  • ნატალია ბიდენტკო/ Nataliia Bidenko, უკრაინა
  • ალექსანდრა ომელჩენკო / Oleksandra Omelchenko, უკრაინა
  • იულია მუსი / Yuliia Musii, უკრაინა
  • ვირა რეშეტნიაკ / Vira Reshetnyak, უკრაინა
  • ოლჰა ჰუცუ / Olha Hutsu, უკრაინა
  • ხათუნა ფაღავა, ბათუმი
  • სოფიო ბროლაძე, ბათუმი
  • მეგი ხინიკაძე, ბათუმი
  • მაკა მოციქულაშვილი, ბათუმი
  • ელენე ფოფხაძე, ბათუმი
  • ზურა ჭავჭანიძე – სოხუმი

პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირი და ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH).

გამოფენა-გაყიდვა 14:00-საათიდან დაიწყება.

მისამართი, ბათუმი (გოგებაშვილის ქ. 10).

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 177 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 396 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 23 685 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 34 809 ერთეული [+29]
  • MLRS – 1 556 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 430 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 86 476 ერთეული [+245]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 024 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 68 813 ერთეული [+125]
  • სპეცტექნიკა – 4 012 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 100 277 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 370 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 626 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 706 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 48 283 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ევროკავშირი რუსული გაზის იმპორტის სრულ აკრძალვაზე შეთანხმდა

ნობელიატები აცხადებენ, რომ უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმება უნდა შეეხოს პოლიტპატიმრებსაც

პუტინი ყირიმის და დონბასის საერთაშორისო აღიარებას ითხოვს

უიტკოფი რუსებს ტრამპთან მოსალაპარაკებლად რჩევებს აძლევდა – მედია

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ვუთხარი ჩემს შვილებს, თავი ასწიონ“ – რას ამბობენ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები ბათუმიდან

„4 ოქტომბრის საქმეზე“ დაპატიმრებული 64 ბრალდებულიდან 5 ბათუმიდანაა. ამ სტატიაში მათ შესახებ მოგიყვებით: რას აკეთებდნენ ისინი დაპატიმრებამდე? რა მტკიცებულებებია მათ საქმეებში?

4 ოქტომბერს რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი პრეზიდენტის სასახლესთან გადავიდა რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის მიმართვის შემდეგ. დემონსტრანტებმა მოარღვიეს სასახლის ღობე და პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ. რამდენიმე წუთში ადგილზე გამოჩნდა სპეცრაზმი, რასაც დაძაბულობა მოჰყვა. პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზი.

„4 ოქტომბრის საქმეზე“ 64 პირია ბრალდებული. პროკურატურამ ეს შემთხვევა 5 საქმედ დაყო, თუმცა ამ დრომდე არავის გამოუძიებია, გვქონდა თუ არა საქმე დანაშაულის პროვოცირებასთან თავად „ოცნების“ მთავრობის მხრიდან.

  • ლაშა ივანაძის საქმე – „დღეს შევხვდი ლაშას ციხეში… მითხრა, რომ სჯიან იმისთვის, რომ უყვარს საქართველო“

ლაშა ივანაძე პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. დაპატიმრებამდე ლაშა მშობლებთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა ბათუმში. იგი ავტოსამრეცხაოზე მუშაობით ირჩენდა თავს:

„მე რასაც ვუყურე კადრებს, არც კი დახრილა ძირს, რომ ქვა აეღო ხელში, ან რამე, რა ჯგუფური ძალადობა?“ – კითხვას სვამს ლაშა ივანაძის და, რუსუდან ივანაძე.

ლაშა ივანაძე შვილებთან ერთად

„იმ დღეს ჩემთან იყო სტუმრად, როცა მოვიდნენ და დააკავეს. მედგრად იყო, მხოლოდ ეს მითხრა, ბავშვებს მიმიხედეო…. ლაშა გაშორებულია ცოლს, ბავშვები ხან დედასთან არიან, ხან – მამასთან. ბავშვები 6 და 8 წლის არიან, ლაშას დაპატიმრების შემდეგ კი, ისევ დედასთან არიან პერიოდულად, ხან – ბებია-ბაბუასთან.

ლაშა ამბობდა, შვილების მომავლისთვის უნდა ვიბრძოლოთ, არ მინდა, ჩემმა შვილებმა ასეთ ქვეყანაში იცხოვრონ, გარუსებულშიო.

ხშირად გვირეკავს ციხიდან. ამბობს, რომ არ უნდა ვინერვიულოთ, გვამშვიდებს, ყველაფერი კარგად იქნებაო, ვარჯიში დავიწყე, სიგარეტს თავი დავანებე და წიგნებს ვკითხულობო.

გასული წლის დარბევებში ლაშაც მოყვა – სულ სველი იყო წყლის ჭავლისგან. სამჯერ გადასხმა დასჭირდა შარშან დარბევის შემდეგ. გაზის კაფსულის ბრალი ეგონა და თურმე რის ბრალი ყოფილა, გამოჩნდა ყველაფერი: როგორ ექცევა ხელისუფლება საკუთარ ერს.

ეს მთავრობა უნდა შეიცვალოს. შვილები პატარები მყავს, თორემ მეც გამოვიდოდი აქციაზე,“ – ამბობს რუსუდან ივანაძე.

ლაშა ივანაძეს ბრალდება „სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით [სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად] და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით [ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა] წარედგინა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

რამდენიმე დღის წინ ლაშა ივანაძეს ციხიდან ადვოკატისთვის თავისი შესრულებული ეს ნახატი გამოუტანებია.

ლაშა ივანაძის ნახატი ციხიდან

„დღეს შევხვდი ლაშას, მითხრა, რომ სჯიან იმისთვის, რომ უყვარს საქართველო. ამბობს, რომ მასში ვერასდროს მოკლავენ საქართველოს სიყვარულს და ბოლომდე იბრძოლებს სამშობლოსთვის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ ბენიძემ, ლაშა ივანაძის ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, ლაშა ივანაძის საქმეში მხოლოდ ტელევიზიით გავრცელებული კადრია, რომლის მიხედვითაც ლაშა საპროტესტო აქციაში მონაწილეობს.

„არაფერი ძალადობრივი იქ არ ჩანს. ასევე, წამიერად ჩანს ლაშა ივანაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში – შევიდა და გამოვიდა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ლაშა ივანაძის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

ადამიანი ისჯება მხოლოდ იმისთვის, რომ ის 4 ოქტომბერს იყო ქუჩაში,“ – ამბობს ადვოკატი თემურ ბენიძე.

  • ავთანდილ სურმანიძის საქმე – ჯარისკაცი რუსეთ-უკრაინის ომიდან 

„უკრაინაში ომი რომ დაიწყო, თავდაპირველად ავთანდილი ჩუმად იყო, ერთ დღეს კი, გვითხრა, ომში უნდა წავიდეო,“ – გვიყვება ამირან სურმანიძე, „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებული ავთანდილ სურმანიძის ძმა.

ავთანდილ სურმანიძეც აჭარიდანაა, ის ხულოში ცხოვრობს. რუსეთ-უკრაინის ომში წასული ავთანდილ სურმანიძე 2022 წელს დაჭრეს.

„ჩემმა მშობლებმა უთხრეს, რატომ მიდიხარ ომში, რა ვალდებული ხარო. ვალდებული არ ვარ, მაგრამ უსამართლობა არისო. ის ჩემგან რადიკალურად განსხვავებულია, მივხვდი, რომ ტიპიური ჯარისკაცია,“ – განაგრძობს თხრობას ამირან სურმანიძე, – „წავიდა ომში და აქედან არც გაუშვეს – თურქეთში გადავიდა და პოლონეთის გავლით შევიდა უკრაინაში.

4 თვე იყო დაწყებული ომი, სოფელი ალყაში მოაქციეს და დაჭრეს… გერმანიაში მკურნალობდა, მერე დაბრუნდა ისევ უკრაინაში და დაახლოებით 5 თვეა, რაც ჩამოსულია საქართველოში. ავთანდილს ბარგი ჩალაგებული ჰქონდა – ისევ აპირებდა უკრაინაში დაბრუნებას. მე ბათუმში ვცხოვრობ, ჩემი მშობლები – ხულოში. ავთანდილი ხულოში იყო ძირითადად და მშობლებს ეხმარებოდა საშემოდგომო საქმეებში.

ავთანდილ სურმანიძე

ფეხი ისე აქვს დაზიანებული, მუდმივი რეაბილიტაცია სჭირდება – ცხოვრების ბოლომდე. ახლაც უნდა მისულიყო თბილისში ექიმთან, რადგან პერიოდულად ძლიერი ტკივილი ჰქონდა. ციხეში რა ხდება არ ვიცი, ვინ მიხედავს.

დღეს დამირეკა, ვიდრე თქვენ დამირეკავდით: თბილი ტანსაცმელი მჭირდება და წიგნებიო. ეტყობა, ცივა კიდეც ციხეში. ასევე ითხოვა, სასამართლოზე ჩამოსვლას მირჩევნია პაემანზე ჩამოხვიდეთ, გნახავთ მაინცო.

სასამართლოზე რა გითხრათ: შორიდან ვუყურებ და ესაა, ახლოსაც არ მიგაკარებენ. 40 ტომი წარმოადგინეს პროკურორებმა და ერთი მტკიცებულებაც ვერ გვაჩვენეს, სადაც ჩანს, რომ ჩემი ძმა რამეში დამნაშავეა. ვიდეოში მარტო ის ჩანს, წყლის ჭავლის დროს როგორ იცავს თავს ქურთუკით ჩემი ძმა.

14 ბრალდებულია ამ საქმეში. ყველას განხილვაზე დავრჩი.

ავთანდილი თავის ნათქვამს არ გადავა. ვეუბნებოდი, რომ ოპოზიცია გაყიდულია, არ ინდობა-მეთქი. არ არსებობს, შანსი არ არისო. ბოლოს დარწმუნდა, რომ ბევრი მართლა გაიყიდა ფულზე. მაინც არ აპირებს უკან დახევას. მთელი ცხოვრება ასე იქნება, აზრს არ შეიცვლის.

თქვენ წარმოიდგინეთ, გირაოს თანხაც ვერ შევუგროვეთ, დავიარეთ ყველა ორგანიზაცია და პარტია. გირაოთი რომ გამოუშვან, თანხა იქნება საჭირო. თანხა დასჭირდა ექსპერტიზასაც, რომ მისი ჯანმრთელობის სტატუსი განისაზღვროს. უკრაინიდან გამოვითხოვეთ და მივიღეთ უკვე ყველა დოკუმენტაცია.

მე მგონია, რომ სიტუაციას სწორად შეფასება სჭირდება – უნდა დაელოდო მომენტს. ბრძოლას მაშინ აქვს აზრი, როცა გაქვს ჭკვიანური გეგმა,“- ამბობს ამირან სურმანიძე.

„ზოგადად, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანისთვის ციხე და სასჯელი არაფერს არ წარმოადგენს. მით უმეტეს, როცა საქმე ქვეყნის მომავალს ეხება. ბრალდებულის სკამზე ვზივარ, მაგრამ უფრო დაზარალებული ვარ. ჩემი საქციელი იყო უსამართლობის წინააღმდეგ. აქ მყოფ სამართალდამცველებთან მაქვს ასეთი შეკითხვა: მაშინ როცა მოქალაქე თავის უფლებას იყენებს – მშვიდობიან აქციაზე მშვიდობიანად დგას და მის წინააღმდეგ ირღვევა კანონი – რეზინის ტყვიაა თუ წყლის ჭავლია – როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი?” – განაცხადა 27 ნოემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ავთანდილ სურმანიძემ.

ავთანდილ სურმანიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით [ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა] წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ სურმანიძის ინტერესებს ადვოკატი ნანა ფარჩუკაშვილი იცავს:

„ბრალდებას აქვს ამგვარი ფორმულირება, რომ ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რომლის მიზანი იყო სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება. მნიშვნელოვანია, რომ არსად ჩანს ჯგუფთან დაკავშირებული რაიმე მოქმედება, მაგალითად, რაიმე კავშირი სხვა დაკავებულ პირებთან დადგენილი არ არის. მათი ნაცნობობაც კი, არ არის დადგენილი.

პროკურატურის ლოგიკით გამოდის, რომ 120 ათასი ადამიანი, როელებიც 4 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდნენ, ამ ჯგუფის წევრია. ფიზიკურად აქციაზე ყოფნის გარდა, დაკავებულებს ერთმანეთთან არაფერი არ აკავშირებთ, რამაც შეიძლება ჯგუფის შემადგენლობა მოგვცეს.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ახლოსაც კი არ მისულა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობესთან, არც ტერიტორიაზე არ გადაუდგამს ნაბიჯი. საერთოდ სიახლოვეზეც არ არის მისული… მას შემდეგ, რაც მას ჭავლის მანქანა წყალს შეასხამს, ქურთუკს იფარებს სახეზე, შემდეგ ინსტინქტურად დაბლა იხრება, იქვე რაღაცას აიღებს, რომელიც იმდენად მცირე ზომის არის, რომ რა არის – ქვა არის თუ კენჭია ბრალდებაც ვერ ამბობს და ხელს გაიქნევს”,- ამბობს ადვოკატი ნანა ფარჩუკაშვილი.

  • მანუჩარ მიქელაძის საქმე – „ასეა საჭირო ევროპული მომავლისთვის, შვილებისთვისო…“

„მანუჩარი დააკავეს ბათუმში, როცა ის დედის სანახავად იყო ჩამოსული, დედა ავადმყოფობს,“ – უყვება „ბათუმელებს“ „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაპატიმრებული მანუჩარ მიქელაძის ძმა, მარად მიქელაძე.

მანუჩარ მიქელაძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეშია ვიდეოკადრი, სადაც ჩანს, რომ მანუჩარ მიქელაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობეზე გადადის. ადვოკატი ამ ვიდეოს ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს და ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. ადვოკატი გურანდა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ვიდეოს გარდა, პროკურატურას არ წარმოუდენია სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას.

დაცვის მხარე ამბობს, რომ საქმეში საერთოდ არაა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ჯგუფურ ძალადობაში მანუჩარ მიქელაძის მონაწილეობას.

მანუჩარ მიქელაძე

„ჩვენ შუახევიდან ვართ, 2003 წელს გადავედით წალკაში ეკოლოგიური პრობლემების გამო, მე მშობლებთან ერთად ბათუმში ვცხოვრობ, წლების წინ მანუჩარი თბილისში გადავიდა. ის ახლაც ცოლთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად ნაქირავებში ცხოვრობს,“ – გვიყვება მარად მიქელაძე.

„მანუჩარს ლიზინგით მინივენი აქვს აღებული და მგზავრების, ტურისტების გადაყვანაზე მუშაობდა, ეს იყო მისი შემოსავალი. ბავშვები პატარები არიან: 3 და 10 წლის. მანუჩარის მეუღლეც ვერ მუშაობს, როცა მეორე შვილი გაუჩნდათ.

ახლობლებმა და მეგობრებმა მოუგროვეს თანხა ერთჯერადად, ხვალ რა იქნება, არ ვიცი.

მანუჩარი გვირეკავს ციხიდან და ამბობს, ყველაფერი კარგად იქნებაო…. სხვა თემებზე საუბრის დრო არ გვრჩება, ან 2 წუთში რა უნდა მოასწრო.

მანუჩარი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე ბოლო რამდენიმე წელია გახდა. სულ ამბობდა, ასეა საჭირო ევროპული მომავლისთვის, შვილებისთვისო…“ – აღნიშნა მარადი მიქელაძემ „ბათუმელებთან“.

მანუჩარ მიქელაძე პარტია „ახლების“ წევრია.

  • ვლადიმერ გველესიანის საქმე -„არასდროს არ შეგეშინდეთ, რომ ვინმე ციხეში ზის… არა, იბრძოლეთ!“

27 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ვლადიმერ გველესიანმა პროკურატურას მოსთხოვა განმარტება იმაზე, თუ რას ეძახიან ისინი ჯგუფურ ძალადობას და წარმოადგინონ, თუ აქვთ მისი მხრიდან ჩადენილი ძალადობის ერთი ფაქტი მაინც.

ვლადიმერ გველესიანი უარყოფს ყოველგვარ ძალადობაში მონაწილეობას.

„ჩემო ხალხო, არასდროს არ შეგეშინდეთ, რომ ვინმე ციხეში ზის… არა, იბრძოლეთ! გიყვარდეთ თქვენი სამშობლო. ყველას გამძლეობა მოგვცეს ღმერთმა… ჩვენ ამას გადავლახავთ, გადავიტანთ.

ახლა უფრო დიდი დრო მომეცა საკანში, რომ ბევრი რაღაცები გავიაზრო, ვიფიქრო. მე აქ ვზივარ ჩემი ქვეყნისთვის და ვუთხარი ჩემს შვილებს, რომ თავი ასწიონ, უყვარდეთ მათი სამშობლო, რომელსაც საქართველო ჰქვია და არა „გრუზია“, – თქვა სასამართლო სხდომაზე ვლადიმერ გველესიანმა.

„მისი ეს სიტყვა იმდენად ემოციური იყო, რომ ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება ეს სიტყვა. არც ეს სასამართლო პროცესი დამავიწყდება არასდროს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ რეზო ხარაზი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვლადიმერ გველესიანის მეგობარი.

ვლადიმერ გველესიანს პროკურატურა სსკ-ის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვლადიმერ გველესიანი

რეზო ხარაზი ემოციურად იხსენებს გასაუბრებას ვლადიმერ გველესიანის დაპატიმრებამდეც:

„უჭირდა ფინანსურად და ბოლოს თბილისში მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა. ვუთხარი, იქნებ ემიგრაციაში წახვიდე-მეთქი და გამიბრაზდა: მოხუცი დედა ვის დავუტოვო და მერე კიდევ, ყველა თუ წავედით, ვის ვუტოვებთ ამ ქვეყანასო.

პოლიტიკაში იყო ჩართული მუდამ, მაგრამ პარტიული არასდროს ყოფილა. მე ის სტუდენტობის დროს გავიცანი, „ვარდების რევოლუციის“ დროს. მაშინაც აქტიური იყო ვლადიმერ გველესიანი.

ახლა სულ აქციებზე დადიოდა, როგორც კი დროს ნახავდა. იმ დღესაც გავიდა აქციაზე და პაატა ბურჭულაძის გვერდით აღმოჩნდა. როცა პაატა ბურჭულაძეს უნდა მოხვედროდა წყლის ჭავლი, ეს ეფარება, ატრიალებს, უკვე გარღვეულ ჯებირზე გადადის და გამოჰყავს ეზოდან პაატა ბურჭულაძე… იყო თუ არა რამე შეთანხმება პაატა ბურჭულაძეს და მას შორის, არ ვიცი, ალბათ თავად იტყვიან სასამართლო სხდომაზე.

ორი შვილი ჰყავს ლადოს, ცოლთან განქორწინებულია, დედასთან ერთად ცხოვრობს,“ – გვითხრა რეზო ხარაზმა.

  • ზურაბ ჭავჭანიძე: „მიცვალებული ორჯერ არ კვდება. მე სოხუმში დავიღუპე…“

„4 ოქტომბრის საქმეზე“ ბათუმიდან დაკავებულია ასევე ზურაბ ჭავჭანიძე. მას იცნობენ, როგორც ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მედროშეს. ზურაბ ჭავჭანიძე აფხაზეთიდან დევნილია და ბათუმში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად.

ზურაბ ჭავჭანიძე
ზურაბ ჭავჭანიძე

ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ნოემბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

„ოცნების“ პროკურატურა ზურაბ ჭავჭანიძეს ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზურაბ ჭავჭანიძე კატეგორიულად არ ეთანხმება მისთვის წარდგენილ ბრალდებას. ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, ამ საქმეში პროკურატურას არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ზურაბ ჭავჭანიძის მიერ დანაშაულის ჩადენას.

სასამართლო პროცესზე ზურაბ ჭავჭანიძემ მოსამართლის კითხვაზე, სად ცხოვრობთ? უპასუხა: „არსად [გაეცინა]. სოხუმელი ვარ მე თვითონ და ახლა სხვის სახლში ვცხოვრობ. დარეგისტრირებული ვარ ბათუმში”.

საქმიანობის შესახებ დასმულ შეკითხვას კი, ზურაბ ჭავჭანიძემ ასე უპასუხა: „ჩემს საქმიანობას სამ კატეგორიად ვყოფდი: იძულებით, მოწოდებით და დიპლომით”.

აქ მას მოსამართლემ გააწყვეტინა საუბარი და სთხოვა, დაესახელებინა სამუშაო ადგილი. „დაცვის სამსახურში ვმუშაობ“ – უპასუხა ზურაბ ჭავჭანიძემ.

ბათუმელმა მედროშემ მოსამართლეს მიმართა:

„მე ვარ სოხუმელი. სოხუმში 15 ვაჟკაცი [საუბარია ქართველ მებრძოლებზე] დავკარგე — ახალგაზრდა ბავშვები, 19-25 წლის. გამოვდივარ [აქციაზე] იმიტომ, რომ მათი სულები არ მაძლევენ საშუალებას, გავჩერდე. იმიტომ, რომ მათ თავი რუსებთან ბრძოლას შესწირეს…

ჩემი სამშობლოს გულისთვის ვდგავარ აქ. მე ყოველდღე გავდივარ სიკვდილს და სიცოცხლეს შორის — მშრალი შიმშილობა მაქვს გამოცხადებული. ზუსტად ასეთ დღეში ვართ ახლა საქართველოში. მიცვალებული ორჯერ არ კვდება. მე სოხუმში დავიღუპე, მაგრამ ვაგრძელებ სიცოცხლეს მხოლოდ სიყვარულისთვის და სიკეთისთვის. ჩემი ერთადერთი აზრი ყოველთვის იყო სიყვარული, სიკეთე და ბედნიერ საქართველოში ცხოვრება. და თუკი ახლა სასამართლოში ვდგავარ, ფაქტობრივად, სიყვარულს და პატიოსნებას აპატიმრებთ, იმიტომ, რომ მე სხვანაირად არ შემიძლია.

და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი — გამარჯვებულები შურს არ იძიებდნენ! არსად და არასდროს!“ — განაცხადა ზურაბ ჭავჭანიძემ.

ამ თემაზე:

კაცი სოხუმიდან ჩამოტანილი დროშის მანტიით – ბათუმის პროტესტის კიდევ ერთი მედროშე

ბათუმის პოლიციის განყოფილებაში შეჭრილი 3 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

ბათუმში სამი მოქალაქე პოლიციის პირველ განყოფილებაში შეიჭრა. მათ პოლიციელებს აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

შემთხვევა 11 ოქტომბერს მოხდა. ინფორმაცია კი ჟურნალისტებისთვის ახლახან გახდა ცნობილი.

„ტვ პირველმა“ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა პირმა პოლიციელს ხელიც დაარტყა, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანება მიიღო. თუმცა ის ექსპერტიზაზე არ გადაიყვანეს.

„ტვ პირველის“ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, სამ თავდამსხმელთაგან ერთი, ვინც პოლიციელებს აგინა და ხელი გაარტყა, პოლიციის მაღალჩინოსნის ახლო ნათესავია.

პოლიციის განყოფილებაში შეჭრილები ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ირაკლი გორგილაძე, ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ადასტურებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ნამდვილად შეიჭრა რამდენიმე პირი.

„იყო მსგავსი ფაქტი, იყო სამი პიროვნება ნასვამ მდგომარეობაში, რომლებიც იქნენ ადგილზევე დაკავებული, შესახლებული იყვნენ იზოლატორში. სამართალწარმოება დაიწყო, სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და მიუსაჯა 5 დღით პატიმრობა,“ – უთხრა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს ირაკლი გორგილაძემ.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, დაესხა თუ არა თავს პოლიციელებს სამი ადამიანი გინებით და შეურაცხყოფით.

კითხვაზე, თავდამსხმელებიდან ერთი იყო თუ არა პოლიციის მაღალჩინოსნის ნათესავი, განყოფილების უფროსმა ირაკლი გორგილაძემ პირდაპირ პასუხი არ გასცა.

„შეიძლება ახლა ვიღაცის ნათესავი იყო პოლიციელის, მაგრამ…“, – ამბობს ირაკლი გორგილაძე.

„განყოფილებაში შემოვარდნა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და მზია ამაღლობელმა სილა რომ გააწნა ირაკლი დგებუაძეს, ის არის?“ – ჰკითხა ჟურნალისტმა ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსს ირაკლი გორგილაძეს.

„სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება,“ – თქვა ირაკლი გორგილაძემ.

მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.

ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსმა უპასუხოდ დატოვა კითხვა, რატომ დაიწყო გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და არა სისხლით, მაშინ, როდესაც სახეზე იყო პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა.

მით უფრო, რომ მზია ამაღლობელის გარდა, პოლიციელზე „თავდასხმის“ რამდენიმე სხვა შემთხვევაც გვაქვს ქვეყანაში: მაგალითად, 22 ოქტომბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 48 წლის თამარ ლორთქიფანიძე, რომელსაც ჰყავს ორი შვილი და შვილიშვილი, საპატრულო პოლიციის მანქანაზე ავიდა.

გამოძიება ირწმუნება, რომ „ბრალდებულის ქმედებამ 3 300 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია“. თამარ ლორთქიფანიძე მყისიერად დააკავა პოლიციამ სისხლის სამართლის წესით.

საბოლოოდ პროკურატურამ თამარ ლორთქიფანიძეს ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ტვ პირველის” სიუჟეტში ჩანს ჩამტვრეული ფანჯარაც, რომელზეც მოგვიანებით პოლიციაში თქვეს, რომ ეს მინა ჩაამტვრიეს მოზარდებმა სამი წლის წინ და არა მთვრალმა კაცებმა.

“ბათუმელებს” პოლიციის პირველ განყოფილებაში უთხრეს, რომ ეს ფანჯარა სამი წლის წინ ჩაამტვრიეს მოზარდებმა

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა შს სამინისტროს პრესსამსახურს.

გვაინტერესებდა, რატომ დააკავეს პოლიციაში შეჭრილი პირები ადმინისტრაციული წესით, ასევე, ჩამტვრეული მინის ხარჯებს ვინ აანაზღაურებს.

პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია აქვე განახლდება.

Camite: What We Did—and Did Not—Learn About the Substance Mixed into Water Cannons

On December 1, the BBC World Service published an investigative report alleging that Georgian police forces targeted demonstrators with chemical weapons dating back to World War I during last year’s anti-government protests. 

Georgian Dream denies the BBC’s information and claims that no banned substance was used; however, to this day, they have not specified exactly what substance was used against the demonstrators last year.

A Year Without Answers

For over a year, Georgian media and non-governmental organizations have been requesting information from the Georgian Dream government regarding the substances used against demonstrators, raising these questions well before the BBC investigation was released.

During the large-scale demonstrations in November and December last year, Deputy Minister of Internal Affairs Aleksandre Darakhvelidze stated that “appropriate substances” permitted by law could be mixed into water when necessary. However, neither at that time nor now has the government clarified which substances were used.

Darakhvelidze only mentioned that when special measures are employed against demonstrators, adherence to the principle of proportionality is paramount. He said, “This may include water cannons, pepper spray, or other means—we use them based on what is defined by law. The key consideration is proportionality in relation to the existing threat and the necessity to prevent imminent harm. In this case, the police utilize all authorized means. The public witnessed the use of water cannons; in certain instances, pepper spray was deployed; and when necessary, other means were employed. However, I cannot provide detailed information about every specific resource at this time, as the process took considerable time. As you observed, each of our units was mobilized for approximately 12 hours around the Parliament area. Therefore, we utilized all special resources authorized by law, within the limits set by regulations,” stated Aleksandre Darakhvelidze on November 30, 2024.

Photo: EPA/David Mdzinarishvili

According to an investigative report by Nodar Meladze’s Saturday, which was aired a year ago, officers of the Special Tasks Department also added chemical substances to water cannons during the spring 2024 protests. On October 19 last year, Nodar Meladze’s Saturday published recordings of radio communications that, according to the investigation, feature conversations between the then head of the Special Tasks Department, Zviad Kharazishvili (known as “Khareba”), and his deputies.

“Proceed, add the gas as well—just don’t soak the boys [the riot police], try to… mix in the gas,” can be heard in the published recordings, which, according to the investigation, date back to the period of the spring 2024 demonstrations against the so-called “Russian law.”

The investigation concludes that the radio recordings confirm that during the protests last spring, demonstrators were targeted not only with water cannons but also with a chemical additive mixed into the water.

“After deciphering these files, the Saturday team discovered that ‘Khareba’ was giving orders to mix gas into the water jets. At that time, the chemical substance reacts with the water, and the protester suffers serious injuries. The radio recordings also confirm that Deputy Minister of Internal Affairs Ioseb Chelidze, known by the nickname ‘Mozgi,’ was involved in the violent crackdowns,” said a journalist from Nodar Meladze’s Saturday.

Who Is Responsible for the Use of Special Means?

According to an order issued by the Minister of Internal Affairs on December 30, 2015, the Special Tasks Department (STD) is responsible for preparing an operational security plan during the dispersal of assemblies and demonstrations. This plan must be coordinated with the relevant units of the Ministry and approved by the Minister or an authorized representative. The order designates the head of the operation, the on-site commander, and the responsible officer. It also specifies the authorized decision-maker who is responsible for ordering the use of special means during the dispersal of gatherings, which may include pepper spray, rubber bullets, and tear gas. The legal responsibility for the lawfulness of using these special means lies with the individual who makes that decision.

As a result, the Office of the Public Defender formally requested detailed information from the Ministry of Internal Affairs regarding the use of special means on two occasions: December 6, 2024, and February 26, 2025.

The Office sought information on several points, including:

  • The types and quantities of special means (such as tear gas, pepper spray, non-lethal weapons, and rubber bullets) specified in the security operational plan.
  • The number of officers who used these special means, the times, locations, and the types and quantities utilized.
  • Whether the specific special means underwent inspection or expert assessment, their impact on human health, the types and categories of chemical substances used, their proportions, and other related details.

To date, the Office of the Public Defender has not received this information from the Ministry of Internal Affairs.


Photo: EPA/David Mdzinarishvili

What Should the Ministry of Health Have Known?

Another institution approached regarding the special measures used against demonstrators was the Ministry of Health. 

On January 28, 2025, the Georgian Young Lawyers’ Association (GYLA) submitted a written request to the Ministry of Health seeking public information related to the ongoing protests since November 2024. Specifically, they asked:

  • What chemical substances were used by the Ministry of Internal Affairs during police operations conducted between November 28, 2024, and January 28, 2025?
  • On which dates did the Ministry of Internal Affairs employ water cannons containing mixed chemical substances?
  • What chemical substances were mixed into the water used in the cannons on those dates, and what were their concentrations?
  • Are there any official guidelines regulating how the chemical substances should be mixed into the water used in the cannons, including concentration levels?
  • Do guidelines exist for medical institutions and healthcare workers on providing emergency assistance and subsequent treatment to individuals affected by these substances?
  • Were medical institutions informed about the composition of the chemical agents used and their possible effects?
  • Did the Ministry of Health proactively request information from the Ministry of Internal Affairs regarding the chemical agents used? If so, what information was received?

In its response to GYLA on February 19, the Ministry of Health stated that it had not sought information about the chemical substances used during the protests, as it saw no necessity to do so. This indicates that the institution responsible for protecting public health did not consider it necessary to know which chemical substances were deployed in the heart of the capital, despite the potential threat these substances posed not only to demonstrators but also to nearby residents and to students attending a school on Rustaveli Avenue.

What Do We Know from the BBC Investigation?

The BBC investigation aimed to determine which substance was being sprayed at demonstrators by water-cannon vehicles.

To establish this, the BBC spoke with participants in the demonstrations who reported various symptoms, including shortness of breath, coughing, and vomiting—symptoms that in some cases lasted for weeks. This raised serious questions about the substances mixed into the water cannons. To identify the likely chemical agent, the BBC also consulted chemical weapons experts, whistleblowers from Georgia’s special riot police units, and medical doctors.

One of the individuals interviewed by the BBC is Lasha Shergelashvili, the former head of the Armaments Division of the Special Tasks Department. The former senior official suspects that in 2024, the same compound may have been used against demonstrators as the one he was asked to test for use in water cannons back in 2009.

According to Shergelashvili, the effects of the product he tested were unlike anything he had previously experienced and were ten times stronger than those of conventional tear gas.

“We noticed that the effect did not fade as it does with ordinary tear gas. Even after washing our faces with water and then with a specially prepared solution of baking soda and water, we still couldn’t breathe freely,” Lasha Shergelashvili recalls of the 2009 testing. 

He says that based on the test results, he recommended that the chemical substance not be used. However, he claims that water-cannon vehicles continued to be loaded with it nonetheless, at least until 2022, when he decided to resign and leave the country.

Lasha Shergelashvili does not know the name of the chemical substance he was asked to test. However, he says that the compound consisted of two components, identified by the codes 3439 (a chemical powder) and 1710 (a chemical liquid).

According to the BBC, another former senior police official also confirmed that the compound loaded into water cannons during Shergelashvili’s tenure was the same substance used during the November–December 2024 protests.

Photo: Netgazeti/Natia Tskipurishvili

In addition, the BBC obtained a copy of a December 2019 inventory of the Special Tasks Department, which listed two unnamed chemical substances simply as “chemical liquid UN1710” and “chemical powder UN3439,” along with mixing instructions.

“We wanted to check whether this inventory was authentic, so we showed it to another former high-ranking police officer from the riot police, who confirmed it seemed genuine. He identified the two unnamed chemicals as those likely to have been added to the water cannon.

Our next step was to work out what these chemicals were.

UN1710 was easy to identify as this is the code for trichloroethylene (TCE), a solvent that enables other chemicals to dissolve in water. We then had to work out which chemical it helped dissolve.

UN3439 was much harder to identify because it is an umbrella code for a whole range of industrial chemicals, all of which are hazardous.

The only one of these we found to have ever been used as a riot-control agent is bromobenzyl cyanide, also known as Camite, developed by the Allies for use in World War One.” – reports BBC.

What Does Georgian Dream Say?

On December 1, shortly after the BBC investigation was released, the ruling party, Georgian Dream, firmly denied the use of chemical weapons, threatening to sue the media for what it called false accusations. That same day, the government-aligned television channel Imedi aired a statement from former Interior Minister Vakhtang Gomelauri. He confirmed that the Ministry of Internal Affairs had indeed purchased the substance mentioned in the BBC investigation—Camite—and used it until 2012.

“These substances they are talking about were purchased by the Ministry of Internal Affairs and used, but only until 2012. If I’m not mistaken, the last purchase occurred in 2009 or 2010. Since then, the Ministry has neither bought nor used it. I can say with full responsibility that the UNM has dug up a buried cat,” Gomelauri stated, according to Imedi.

However, the current Minister of Internal Affairs, Gela Geladze, contradicted Gomelauri’s statement the following day. Geladze asserted that the Ministry had never purchased this substance. 

“The allegation that the Ministry of Internal Affairs used a banned substance, the so-called Camite, against protesters is complete absurdity and falsehood. There is absolutely no truth to this. 

I have personally reviewed all documentation and every procurement related to this matter, and I can state with full responsibility and certainty that the Ministry of Internal Affairs has never purchased the so-called Camite in Georgia. The State Security Service has launched an investigation, and all relevant expert examinations will be conducted. We will question all individuals involved and provide answers to everything.

[…] I will also clarify what Mr. Vakhtang referred to: in 2009, various substances were present, but this is not Camite,” Geladze explained.

At the same time, neither Georgian Dream, Vakhtang Gomelauri, nor Gela Geladze addressed the December 2019 inventory of the Special Tasks Department obtained by the BBC. They did not confirm or deny the authenticity of this information.

YouTube video player

What Irakli Kobakhidze Confirms and Denies

Two days after the BBC investigation was published, Georgian Dream Prime Minister Irakli Kobakhidze held a briefing at the government administration to address the issue. During the briefing, Kobakhidze stated that Camite had not been purchased, even under the previous government, and claimed that Vakhtang Gomelauri had not confirmed such a purchase either.

Moreover, he confirmed that the inventory lists a chemical substance under the code UN3439—a code that, according to the BBC, serves as an umbrella designation for a broad range of industrial chemicals, all of which are hazardous.

The only point Kobakhidze categorically denied was that the Ministry of Internal Affairs possessed Camite under the UN3439 code.

According to him, the code includes dozens of substances, some of which are not banned. “Under this code, one of the substances is Camite, which is prohibited. However, dozens of substances are listed under this code, the vast majority of which are not banned… Naturally, the substances covered by this code were purchased by the state. It includes both banned and non-banned substances. Of course, only non-banned substances were subject to procurement,” Kobakhidze said.

He also mentioned that substances listed under this code were likely used during the 2024 protests. Consequently, it remains unclear which specific substance the Ministry of Internal Affairs holds under the UN3439 code—one that, according to Kobakhidze himself, was likely used against demonstrators.

During the briefing, Kobakhidze indicated that the investigation would examine whether any banned substances were purchased “during the time of Vano Merabishvili.” He noted that the Ministry of Internal Affairs does not yet know the exact substance used during the November–December 2024 protests and is now seeking to establish it. However, he asserted that they already know for sure that it was not Camite.

“The analysis will determine whether this powder contained a banned substance. The Ministry of Internal Affairs had information indicating that the powder did not contain banned substances, but the investigation will review everything. It is easier to rule out the presence or absence of a single substance in a powder than to study its full spectrum. It has already been established through the relevant procedures that this powder did not contain Camite. As for the complete spectrum, the investigation will share that information with the public, including the media. The investigation will continue, and each substance contained in the powder will be identified,” Kobakhidze explained.

When asked whether he could rule out the possibility that other banned substances listed under UN3439 had also been used, Kobakhidze replied, “I believe this is unlikely, because the Ministry of Internal Affairs presumably would have checked what type of powder was purchased at the time by Vano Merabishvili. However, this is only my assumption. It is better to wait for the investigation and its results. It would not be serious to get ahead of the investigation and state whether banned or non-banned substances were used.”

Kobakhidze also mentioned that he sees no political responsibility on the part of Georgian Dream, even if it were confirmed that banned substances listed under the UN3439 code were used against demonstrators in 2024. “If anyone could theoretically bear responsibility, it would be Vano Merabishvili, because it would mean that he deliberately purchased this specific powder,” Kobakhidze concluded.

Interview with a Doctor Whose Study on Chemical Exposure During Georgia’s Protests Was Featured in the BBC Investigation

„დაცინვაა მშიერ ბავშვს შესთავაზო სკოლის ფორმა, საკვების ნაცვლად“- მშობელი

ბავშვებს, რომლებიც სკოლაში მშიერი არიან, „ქართული ოცნება“ საკვების ნაცვლად უნიფორმას სთავაზობს. რატომ არ ღირს სანახაობაზე, ანუ ფორმაზე დისკუსია მაშინ, როცა მშობლებსაც და მოსწავლეებსაც სულ სხვა, ბევრად მნიშვნელოვანი მოთხოვნები აქვთ, ამ დროს კი, სახელმწიფო მათ არ უსმენს.

„შესთავაზო მშიერ ბავშვს ფორმა საკვების ნაცვლად, გულწრფელად გითხრათ, პირდაპირ დაცინვაა“, – ამბობს მშობელი მედეა ტურაშვილი „ბათუმელებთან“.

ჩვენ მას „ქართული ოცნების“ კონცეფციის შესახებ ვესაუბრეთ, რომელიც „ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ 2 დეკემბერს წარმოადგინა.

  • ქალბატონო მედეა, თქვენ ამბობთ, რომ ფორმასა და მის დიზაინზე დისკუსია მეორეხარისხოვანია მაშინ, როცა ბავშვები სკოლაში არიან მშივრები. რა საკითხებზე უნდა მსჯელობდეს დღეს საზოგადოება რეალურად და რატომ?

„გულწრფელად რომ გითხრათ, დაცინვაა შესთავაზო მშიერ ბავშვს ფორმა. სხვა სახელი ამას არ ჰქვია. განსაკუთრებით ის ნაწილია კომიკური, მშობლებს ჩავრთავთ ფორმის დიზაინის შერჩევაშიო, რომ უთქვამთ.

ჩვენ, მშობლები, წლებია შეწუხებული ვართ სამი სისტემური პრობლემით: პირველი – ეს არის დაბალი განათლების ხარისხი;

მეორე – სკოლების კატასტროფული ინფრასტრუქტურა, სადაც ჰიგიენა მოუწესრიგებელია და არ არის უსაფრთხო გარემო;

მესამე – რა თქმა უნდა, ეს არის ბავშვების შიმშილი და არასახარბიელო მდგომარეობა სკოლებში. ვერავინ დამარწმუნებს, რომ მშიერი ბავშვი კარგ განათლებას იღებს.

მინდა გავიგო, რა კავშირია ფორმასა და განათლების ხარისხს შორის. ჩვენ, მშობლებს ის კი არ გვაწუხებს, რას ჩაიცვამს ჩვენი შვილი, არამედ გვაწუხებს, როგორ მიიღოს მან ისეთი განათლება, რომელიც მომავალში ამ ბავშვებს ჩამოაყალიბებს კარგ მოქალაქედ და მისცემს საშუალებას, რომ გააგრძელოს წარმატებული ცხოვრება.

რომელი სკოლის ფორმა ეხმარება ამაში მათ? რომელი კვლევების საფუძველზე გადაწყდა, რომ სკოლის ფორმა ეხმარება ბავშვებს განათლების ხარისხის ამაღლებაში? ეს არის დაცინვა, ეს არის უუნარობის გამართლება, უნდათ ასე შემოგვაჩეჩონ რაღაც საკითხი, რომელიც ვითომ უნდა ავიტაცოთ.

კრიტიკული ვარ იმ ადამიანების მიმართაც, რომლებიც სვამენ შეკითხვებს, – „მოგწონთ ეს იდეა?“

რა კავშირი აქვს ამ იდეას იმ რეალურ პრობლემებთან, რომლებსაც ჩვენ წლებია სისტემატურად ვეჩეხებით.

ახლახან, როცა მუნი გავრცელა სკოლებში, ჩემი 10 წლის შვილი გაოცებული მეუბნებოდა – „დედა, საპონი ჩაასხეს ტუალეტში“. წარმოგიდგენიათ? მუნი რომ გავრცელდა, ახლა დაორგანიზდნენ. ვინმემ ამიხსნას, ამ პრობლემას ფორმა როგორ აგვარებს?

სკოლაში ბავშვები სისტემატურად არიან მასწავლებლის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ობიექტები. ყვირილი, კივილი კლასის მართვის მექანიზმია? ამ პრობლემას ფორმა მოგვიგვარებს?

მასწავლებელიც დასტრესილია მუდმივად, რადგან სკოლაში უხმო და უჩინარია, მას არავინ არაფერს ეკითხება. დაბალი ხელფასი აქვს და, შესაბამისად, ეს ყველაფერი პირდაპირ გადმოდის ბავშვებზე კლასში.

ვინმემ ამიხსნას, ჩემს შვილს ფორმა ეცმევა თუ ფორმის გარეშე მივა სკოლაში, ამით გამოსწორდება განათლების ხარისხი? ამიტომ ეს არის საკითხის შემოჩეჩება და ჩვენი ინტერესის გადატანა უფრო უმნიშვნელო თემაზე.

  • ფორმების შემოტანის მცდელობა ხომ ჰქონდა წინა ხელისუფლებასაც და ვნახეთ, რომ არ იმუშავა, რადგან ხშირად, ზომებიც კი აცდენილი იყო. 

კერძო სკოლებში შეიძლება ამართლებს ფორმა და მე ამაზე არ მაქვს საუბარი.

მე, როგორც მშობელს ის უფრო მაინტერესებს, რის საფუძველზე დაადგინა მინისტრმა, რომ დღეს ფორმაა ჩვენი მთავარი პრობლემა. ვის ჰკითხა, ვისთან გაიარა კონსულტაცია? ბოლოს როდის შეხვდა რომელიმე მშობელს? ბოლოს როდის მივიდა სკოლაში.

გაარკვია, როგორია ჰიგიენური მდგომარეობა და რით იკვებებიან ბავშვები? მე გეტყვით, 11:00 საათზე თუ შეხვალთ სკოლაში, დაინახავთ რიგებს, სადაც ბავშვები ქრონიკულად დგანან დიდი ცომიანი ლობიანებით და ხაჭაპურებით. ეს არის კვება? ეს არის ბავშვის მოთხოვნების დაკმაყოფილება? ეს არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი?

გაგვცეს მინისტრმა პასუხები, რის საფუძველზე შეიმუშავა ის პრიორიტეტები, მათ შორის გნებავთ მე-12 კლასის გაუქმება, გნებავთ რაღაც სხვა, რასაც ახლა გვთავაზობენ. რის საფუძველზე დაადგინა, რომ ის ზომები რის მიღებასაც აპირებენ, მოაგვარებს ამ პრობლემებს.

  • სპეციალისტებს ვესაუბრე და მოიწონესო, ამბობდა მიქანაძე.

ჩვენც ვუსმენთ სპეციალისტებს, მაგრამ ისინი სხვა რამეს ამბობენ. დავანებოთ თავი სპეციალისტებს, მშობლებს ვის ჰკითხეს?

  • „ოცნების“ დეპუტატი რიმა ბერაძე და მათი მინისტრები ჩანდნენ კადრებში. უნდა ვივარაუდოთ, რომ ალბათ მათ მაინც ჰკითხეს აზრი?

ალბათ. მასწავლებლებიც ჰყავდათ დაპატიჟებული პრეზენტაციაზე, მაგრამ მათი ხმა არ გაგვიგონია. ფორმალურია ეს მიწვევაც ხომ? ხომ შეიძლება ვინმესთან შინაარსობრივი კონსულტაცია გაიარონ. ვიცი, რომ სამინისტროს შიგნითაც უკმაყოფილოა ბევრი სპეციალისტი 12-წლიანი სწავლის გაუქმებით. ესმით კი, რამხელა დარტყმას აყენებენ განათლების სფეროს.

12-წლიან სწავლებაზე როცა გადავდიოდით, მაშინ სამწლიანი პროცესი მიდიოდა და არგუმენტებიც გვესმოდა. ახლა 11-წლიანი სწავლების შემოღების ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ „შრომით ბაზარს დააკლდა მუშახელი“.

მშობლებს გვეუბნებიან, თან პირდაპირი ტექსტით, რომ ჩვენი შვილები 17 წლის ასაკში მონურ შრომაში უნდათ რომ ჩააბან. იმის ნაცვლად, რომ მეუბნებოდეს, ახალგაზრდობაში ჩავდებთ ინვესტიციას, რომ განვითარდნენ ისინი მეცნიერებაში, კულტურაში, განათლებაში, ტექნოლოგიების სფეროში, რომ წინ წავიდეთ, როგორც განვითარებული ქვეყანა, გვეუბნებიან, რომ იაფი მუშახელი უნდა მოამზადონ რუხაძისთვის, „ვისოლ ჯგუფისთვის“ და ვიღაცის კაზინოებისთვის.

კარგად მახსოვს, როცა პირველად დააანონსეს ეს რეფორმა, მეორე დღეს წავიდნენ და შეხვდნენ ბიზნესჯგუფებს. ერთადერთი, ვისთანაც მათ ეს საკითხი განიხილეს, იყო ბიზნესები. იმათ ელაპარაკებიან, რომ მათ ინტერესებს მოერგონ.

შეუძლებელია მე, მშობელს არ მკითხო, როგორი განათლება მინდა ჩემი შვილისთვის და როგორ წარმომიდგენია მისი მომავალი. თუ დღეს მე საშუალება არ მაქვს, რომ ჩემ შვილში მილიონები ჩავდო, როგორც თვითონ დებენ მოპარულ მილიონებს, მეუბნები, რომ ჩემი შვილი უნდა დარჩეს მუშახელად? ამას მეუბნება დღეს სახელმწიფო.

  • ეს ხომ არ არის ისმის ბრალი, რომ არც „ოცნების“ მინისტრს და არც სხვა მათ მაღალჩინოსნებს თავიანთი შვილები არ დაჰყავს საჯარო სკოლაში?  

რა თქმა უნდა. გვიპასუხოს ჩვენ, მშობლებს განათლების მინისტრმა, რატომ არ დადიან მისი შვილები საჯარო სკოლაში? არც წინა განათლების მინისტრის შვილები დადიოდნენ და არც იმის წინასი.

გვიპასუხონ იმ დეპუტატებმა თუ მინისტრებმა, რომლებიც ტაშს უკრავდნენ განათლების ამ კონცეფციას, რატომ არ დაჰყავთ შვილები საჯარო სკოლაში, თუკი ასეთი პროგრესულია მათი რეფორმა.

ირაკლი კობახიძის შვილი ჩემი შვილის ბაღელი იყო. რატომ არ დადიან მისი შვილები საჯარო სკოლაში. ასე ხელაღებით რომ  წყვეტს სხვისი შვილების ბედს, ეს შეიძლება ხომ?

  • ამ ერთფეროვან უნიფორმებში, ბევრი ე.წ. წესრიგს ხედავს. მაშინ როცა, დამატებითი ხარჯია მშობლისთვის რეალურად. რა შეგიძლიათ უთხრათ მათ, ვინც ამ ასპექტებს ვერ ხედავს?

მე ორი შვილი მყავს – ერთს მოუწევს ფორმით სიარული, მეოთხე კლასშია. გამოდის, ყოველ წელს უნდა ვუყიდო ფორმა, რადგან ამ ასაკში ბავშვი იზრდება და ერთი და იგივე ფორმა არ გამოადგება. წელიწადში მინიმუმ 300 ლარი უნდა გავიღო ამ ფორმებისთვის და რატომ? რაში დამეხმარება მე ეს. სისულელე და მარაზმია.

ამის ნაცვლად ის ეთქვათ, რომ მე-12 კლასი გახდებოდა ფუნქციური და მშობლებს მოგვიხსნიდნენ რეპეტიტორების ტვირთს. ეს ნამდვილად იქნებოდა ბევრისთვის მისაღები. მაგრამ მიქანაძე, რომელსაც ცხოვრებაში პოლიციის გარდა არცერთ სხვა სფეროსთან არ ჰქონია შეხება, ასე უროგანტულად წყვეტს ასეთ საკითხებს.

  • ფიქრობთ, რომ ასეთი კრიტიკული ცვლილებების დროს, არ ღირს მხოლოდ ფორმაზე აქცენტირება საზოგადოების მხრიდან და რას აზარალებს რეალურად ასეთი მსჯელობა?

როგორც მშობლები, ალბათ იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რა მოემსახურება ჩვენი შვილების ხარისხიან განათლებას რეალურად. როცა ამდენი პრობლემაა სკოლაში, მხოლოდ ფორმების განხილვით ვერ გადაწყდება ეს საკითხები.

ვიღაცას ფორმაზეც შეიძლება შესტკიოდეს გული, მაგრამ ნომერ პირველი პრობლემა ჩვენი შვილებისთვის არის ის, რომ ვილაპარაკოთ, რატომ დადიან ჩვენი შვილები მესამე ცვლაში, რატომ არის ისე, რომ წიგნს კითხულობ და რა წერია შიგნით, ვერავინ გაიგებს, რატომ შიათ ბავშვებს სკოლაში და რატომ არ აქვთ ლაბორატორიები.

ქიმიის მასწავლებელი ვითომ რომ ატარებს კლასში რაღაცა ცდას, თავისივე მოტანილი კოლბებით და სათლებით, ეს არის ხარისხიანი განათლება?

ჩახედონ ფინურ განათლების სისტემას, საერთოდ არ აცვიათ იქ ფორმები ბავშვებს, მაგრამ ხომ აქვთ საუკეთესო განათლების სისტემა. ის შეისწავლონ და გაარკვიონ რა პრინციპებზე დგას. იქ მასწავლებლები წივილ-კივილში არ ატარებენ გაკვეთილებს და ლაბორატორიებიც არსებობს სკოლებში.

შემოგვიგდებენ ხოლმე მეორეხარისხოვან საკითხებს, გვაბნევენ და შემდეგ მთელი ენერგია მიდის ამ არაფრის მომცემი საკითხების განხილვაში.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ისე, რომ სახელმწიფო ამ ქვეყანაში  არასდროს უწევს მშობლის აზრს ანგარიშს და ყველა საკითხს პარტია ან მინისტრი წყვეტს?

ჩვენ მშობლები ვაპირებთ დაორგანიზებას, რადგან ასეთი პერიოდი, რაც ახლა გვიდგას, არასდროს გვქონია აქამდე, თუ როგორ არის უგულებელყოფილი და იგნორირებული მშობლის, მოსწავლის ხმა.

იყო პერიოდი, როცა განათლების მინისტრებსაც ვხვდებოდით, ახლა კი სრულიად ჩაკეტილი აქვთ კარები. მშობლის სკოლაში შესვლაც კი გართულებულია და ყველა კარი ჩაკეტილია.

ჩვენ, მშობლები იმ აზრზე ვართ, რომ ყველა მაღალჩინოსნის შვილმა საჯარო სკოლაში უნდა ისწავლოს. ასევე, პოლიტიკასთან შეზრდილი ბიზნესმენების შვილებმაც უნდა ისწავლონ საჯარო სკოლებში, რადგან მათი მშობლები სხედან პარლამენტში და ჩვენი შვილების ბედს წყვეტენ.

ინებომ კეთილი და თავიანთი შვილებიც ატარონ იმ საჯარო სკოლებში, სადაც ასეთ რეფორმებს გვიტარებენ. თუ იტყვიან, რომ ეს არჩევანის შეზღუდვაა, მაშინ ჩვენც უნდა გვქონდეს არჩევანი. ჩვენ შვილებს ხომ უზღუდავენ არჩევანს?

რა გაძვირდა და გაიაფდა ბოლო ერთ თვეში – სტატისტიკა

2025 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა. ამ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] აქვეყნებს.

საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა:

ზეთი და ცხიმი (4.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.9 პროცენტი), თევზეული (1.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.2 პროცენტი).

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.09 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (3.2 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (2.7 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით.

ფასების მატება დაფიქსირდა ასევე: ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (2.4 პროცენტი), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (2.1 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (1.5 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (0.7 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ფასები შემცირდა შემდეგ პროდუქტებსა და მომსახურებებზე:

  • ხილი და ყურძენი (-6.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.5 პროცენტი);
  • გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (-3.1 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (-2.3 პროცენტი);
  • ფასების კლება დაფიქსირდა სატრანსპორტო მომსახურების (-1.4 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის (-0.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 2025 წლის ნოემბერში ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებსა და მომსახურებებზე:

  • ხილი და ყურძენი (16.9 პროცენტი), თევზეული (15.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (14.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (13.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (5.1 პროცენტი);
  • ფასები გაზრდილია ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.0 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.0 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (6.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
  • ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.0 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.7 პროცენტი).

 

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

„ამბასადორი აილენდმა“ ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, რომელიც თავისი არსით, ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან კუნძულზე პირველ შენობა-ნაგებობას წარმოადგენს. აღნიშნული მრავალფუნქციური კომპლექსი აერთიანებს: საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, ვერტოდრომს, გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნესცენტრებსა და ბრენდულ ბუტიკურ მაღაზიებს.

„ჩვენ პროექტის განვითარების გარდამტეხ ეტაპზე ვიმყოფებით. მიწის მოწყობითი პროცესი დაჩქარებულად პროგრესირებს და სრული საპროექტო არეალის ნახევარზე მეტი, 46.9 ჰექტარი უკვე შექმნილია. სექტემბრის თვეში დასავლეთ ნახევარკუნძულის 26 ჰა ექსპლუატაციაში იქნა მიღებული, ხოლო იანვარში ჯამურად 48 ჰა მიწის ნაკვეთის ექსპლუატაციაში მისაღებად ვემზადებით. გარდა ამისა, კუნძულის განვითარების პარალელურად „ამბასადორი აილენდზე” მსხვილი ეკონომიკური პროცესები მიმდინარეობს– დაწყებულია სამი მასშტაბური პროექტის განვითარება. მოხარულები ვართ, რომ „ამბასადორი აილენდსა” და  IG Development-ს შორის ხელშეკრულებას უკვე მოეწერა ხელი და ულტრათანამედროვე მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრის პროექტს, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს სწორედ ისინი განახორციელებენ,”- აღნიშნა ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ.  

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი,“ რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. ამბასადორი აილენდის პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს.

„ცხვირიდან სისხლდენა ახლაც მაქვს” – როგორ შეიცვალა 19 წლის ქეთოს ცხოვრება აქციის დარბევის შემდეგ

მოქალაქეები, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში, საპროტესტო აქციების დროს დარბევებში მოყვნენ, ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივიან.

19 წლის ქეთო ხომერიკი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ცხოვრება ერთ ღამეში შეიცვალა – აქტიური ახალგაზრდა სამედიცინო სერვისებზე დამოკიდებული გახდა. მუდმივად უწევს სამედიცინო გამოკვლევები, მუდმივად ავადაა, თუმცა ექიმები დიაგნოზს ვერ უსვამენ.

ქეთო ხომერიკი იხსენებს, რომ 2 დეკემბერს, როდესაც სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის დარბევა დაიწყო, ის მეგობრებთან ერთად პარლამენტთან იყო.

იხსენებს, რომ სპეცრაზმმა მომიტინგეები პარლამენტიდან ქვემოთ, რუსთაველის თეატრისკენ ჩაწია.

„ბევრი ხალხი იყო. პანიკა. ზოგი გარბოდა. მახსოვს, რუსთაველის თეატრის წინ თაღი რომ არის, თაღის შუაში, ვარსკვლავები სადაცაა, მანდ ვიდექი. ერთი ფეხი ვარსკვლავზე მედო და ზუსტად ჩემ წინ დავარდა გაზის კაფსულა, ამიტომ მახსოვს ასე მძაფრად. ძალიან ცუდად გავხდი, მაგრამ რაღაცნაირად შევძელი და უსაფრთხო ადგილამდე გავაღწიე.

იმ ღამესვე მქონდა გულისრევა, მაგრამ გაზით ადრეც მოვწამლულვარ და არ მიმიქცევია დიდად ყურადღება.

აქციაზე 3 დეკემბერსაც გავედი. პარლამენტსა და პირველ სკოლას შორის რომ ქუჩაა, მაგ ქუჩაზე ვიყავი, როცა სპეცრაზმის ე.წ. „მორბენალ ჯგუფებს“ რომ ვეძახით, ეგ ჯგუფი გამოიქცა ხალხისკენ.

ჩვენც გავიქეცით. შეიქმნა სრული ქაოსი. ვინ იყო სპეცრაზმელი და ვინ ჩვეულებრივი ადამიანი – გარჩევა შეუძლებელი გახდა. იმდენად დავიბენი, რომ მეორედ შევედი იმ ადგილას, სადაც წინა დღეს მოვიწამლე გაზით. ბევრი ხალხი იყო. ჭყლეტა. ამის მეტი მე არაფერი აღარ მახსოვს. გონს რომ მოვედი, მეგობრებმა მითხრეს გაზის კაფსულა გაუშვეს, შენ ბოდავდი – ნიღბები გაიკეთეთ და დამტოვეთო.

მეგობრებმა არ დამტოვეს. ხელში ამიყვანეს და ისე გამომიყვანეს იმ ადგილიდან. მე ეს ყველაფერი არ მახსოვს. მთელი ღამე გული მერეოდა. ზოგჯერ გონებას ვკარგავდი, ვითიშებოდი.

მეორე დღეს უნივერსიტეტთან აქცია იყო. პირველად მანდ ვიგრძენი თავის საშინელი ტკივილი. რა წამლები არ დავლიე, რა არ გავაკეთე, მაგრამ არაფერმა არ გამიჩერა. აქედან დაიწყო და დაახლოებით ორი თვე გაგრძელდა,“ – გვიყვება ქეთო ხომერიკი.

ქეთო ამბობს, რომ მისი სამედიცინო თავგადასავლები სწორედ ამ დღიდან დაიწყო.

„მუდმივი თავის ტკივილი, ყურებში წუილის მაგვარი რაღაც დაახლოებით ორი თვე გრძელდებოდა ჩემს ცხოვრებაში. პარალელურად დამეწყო წნევის ცვალებადობა. რომ აგიხსნათ – უცებ მაქვს მაღალი წნევა 160-მდე. რაღაც პერიოდის მერე ჩამოდის 90-50-ზე. მარეგულირებელსაც კი ვერ ვსვამ. ხან მაღალია, ხან – დაბალი.

ვიმკურნალე სინუსების და წიაღის ანთებაზე, თუ სწორად ვამბობ ამ დიაგნოზს, რომელსაც დაახლოებით ერთი თვის წინ ახალი სიმპტომიც დაემატა – დამეწყო ცხვირიდან გაუჩერებელი სისხლდენა. აი, საერთოდ არ მიჩერდებოდა. წარმოდგენა რომ გქონდეთ, პარლამენტის უკან ვმუშაობ პიცერიაში. პარლამენტის უკანა ქუჩიდან ვარკეთილის ბოლომდე სანამ გავიდოდი ანუ სახლამდე სანამ მივიდოდი, ცხვირიდან სისხლდენა არ გამჩერებია.

ცხვირიდან სისხლი ღამღამობითაც მომდის,“ – ამბობს ქეთო ხომერიკი.

ქეთოს თქმით, იშვიათად, თუმცა ზოგჯერ თენდება დილა, სისხლდენის გარეშე. ექიმებმა, არაერთი ანალიზის ჩატარების მიუხედავად, დიაგნოზი ჯერ ვერ დაუსვეს. გარდა გაზით მოწამვლისა, რამდენჯერმე მოხვდა წყლის ჭავლში, დასველდა და სველი ტანსაცმლით მოუწია გარკვეული ხანი ყოფნა.

„დაახლოებით 40 ანალიზი ჩავიტარე, სხვადასხვა სახის. მაგრამ ანალიზებში ყველაფერი კარგად არის. ანალიზების მიხედვით, აბსოლუტურად ყველაფერი წესრიგშია. თუმცა რეალურად კარგად არ ვარ. ახლა კიდევ ორი ანალიზი ჩავიტარე დამატებით და მათ პასუხებსაც ველოდები.

ყველაზე მეტად მე სისხლდენა მაშინებს, რომელიც როცა მეწყება, უბრალოდ არ ჩერდება,“ – ამბობს ქეთო ხომერიკი.

ქეთო სტუდენტია. სამართალმცოდნეობას სწავლობს. თუმცა უნივერსიტეტში ვეღარ დადის შერყეული ჯანმრთელობის გამო. ამბობს, რომ ენერგია აღარ აქვს. ადრე თუ ყველაფერს ასწრებდა და ახერხებდა, ახლა მუშაობასა და სწავლას შორის არჩევანის გაკეთება მოუწია. სამსახური აირჩია, „იმისთვის, რომ არსებობა შეძლოს“.

„ცუდად ვიყავი. ეს ბოლო ორი თვე ავდექი ფეხზე, რომ ელემენტარულად არსებობა მაინც შევძლო და მუშაობა დავიწყე. თავს ვაძალებ, თორემ ზოგჯერ მუშაობის ძალა საერთოდ არ მაქვს. გამიმართლა, რომ ძალიან კარგ ადგილას ვმუშაობ, ყოველთვის ხელს მიწყობენ ამ ყველაფერში.

აი, ისეთი სისუსტე მაქვს დარბევების მერე დარჩენილი…  ერთ ღამეში რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. დარბევამდე კილომეტრებს გავდიოდი ფეხით, ძალიან მიყვარდა გარეთ სეირნობა. ახლა 200 მეტრს რომ გავივლი, თუ არ დავჯექი, ცუდად ვარ, ზურგი მტკივდება, ფილტვები მტკივა. 19 წლის ვარ.

ნებისმიერ მძაფრ სუნზე ცუდად ვხდები. სახლში იატაკს თუ წმენდენ ან რამე ხსნარს იყენებენ, მაშინვე რეაქცია მაქვს,“ – ამბობს ქეთო ხომერიკი.

ქეთოს გული წყდება, რომ სწავლას ვეღარ აგრძელებს. თუმცა ამბობს, რომ იბრძოლებს, საკუთარი უფლებებისთვის.

„აუცილებლად ვაპირებ საქართველოში ყველა ინსტანცია გავიარო და მერე სტრასბურგში წავიდე. აქაურ სასამართლოს არ ვენდობი მართალია, [მაგრამ პროცედურულად აუცილებელია].

მორალურ ზიანს თავი რომ დავანებო, ფიზიკურად უდიდესი ზარალი მომადგა. ასევე ფინანსურად. 19 წლის ბავშვისთვის არა მგონია, რომ ყოველ ორ დღეში ანალიზებისთვის 800 ლარი მარტივი გადასახდელი იყოს. მგონი არც ზრდასრულებს არ შეუძლიათ ეს და იმიტომ,“ – ამბობს ქეთო ხომერიკი.

  • რა ხდება?

პირველ დეკემბერს, ბრიტანულმა მედიაგამოცემა BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცრაზმმა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

BBC-ის გამოძიება: ქართველ დემონსტრანტებს I მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება შეასხეს

რას ამბობს გამოკითხვიდან გამოსული ექიმი დავით ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-იმ ჩაწერა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც BBC-ის ინტერვიუ მისცეს 2024 წელს „ოცნების“ მიერ საპროტესტო აქციის დარბევაზე.

გამოკითხვაზე ასევე დაბარებული იყვნენ ექიმი ძმები: დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილები, რომლებმაც ჩაატარეს კვლევა და შეისწავლეს საპროტესტო აქციების დარბევისას გამოყენებული საშუალებების ეფექტი მოქალაქეებზე. კვლევა რეცენზირებული ანუ გადამოწმებულია სხვა მეცნიერების მიერ და გამოქვეყნებულია სამედიცინო-სამეცნიერო ჟურნალში „ტოქსიკოლოგიური მოხსენებები“.

სუს-ში დაბარებულმა ექიმებმა მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვეს გამოკითხვა.

„დეტალებში ავუხსენი მოსამართლეს, რა იყო ჩვენი კვლევის მიზანი, მეთოდოლოგია და დასკვნა. უბრალოდ, გამოძიების მხარეს ისევ ჰქონდა კითხვები, თუ დასკვნა რა იყო, როდესაც ამაზე მე უკვე პასუხი გავეცი. როგორც ჩანს, ვერ მიხვდა ზუსტად და როგორც ჩანს, კვლევის მეთოდოლოგიებში კარგად არ იყო გარკვეული. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ წაკითხული არ ჰქონდათ კვლევა“ – ამბობს დავით ჩახუნაშვილი „ფორმულასთან“.

მისი თქმით, სუს-ში ადამიანების დაბარება გამოკითხვაზე რამდენიმე მიზანს ემსახურება.

„მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მომავალში შეიძლება რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე ჰქონდეთ ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობა თუ სხვანაირი მცდელობა. შეიძლება აღარ მოუნდეს ვინმეს კვლევის ჩატარება, აღარ მოუნდეს ვიღაცას უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამოღება“ – ამბობს დავით ჩახუნაშვილი.

პირველ დეკემბერს, გავლენიანმა ბრიტანულმა მედიამ, BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვითაც საქართველოში პროევროპული აქციის მონაწილეებს შეასხეს ქიმიური იარაღი „კამიტე“ – ნივთიერება, რომელიც ბოლოს პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს. საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაწყებულ უწყვეტ აქციებზე, რომლის პირველ დღეებში სპეცრაზმმა სასტიკად დაარბია დემონსტრანტები.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ ჟურნალისტურ გამოძიებას დეზინფორმაცია უწოდა, ხოლო სუს-მა, რომელსაც „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობს, გამოძიება დაიწყო ორი მუხლით. მათ შორისაა 319-ე მუხლი, რაც „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს“.

BBC-ის საგამოძიებო ფილმის გამო ეკა გიგაური სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა

სუსმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური გამოკითხვაზე დაიბარა.

BBC-ის საგამოძიებო ფილმი – „როდესაც წყალი წვავს“ 2025 წლის პირველ დეკემბერს გამოქვეყნდა. ფილმში მოყვანილი ფაქტების და მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს „ოცნების“ მთავრობამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი – ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კამიტი [camite].

ამ ფილმში ნახავთ ეკა გიგაურის ინტერვიუსაც.

„ფილმში ეკა გიგაური იმ რეპრესიულ პოლიტიკაზე საუბრობს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს. სუს-ის მიერ ფილმში რესპონდენტებად მყოფი ადამიანების, მათ შორის, ეკა გიგაურის გამოკითხვაზე დაბარება აჩენს ძლიერ ეჭვს, რომ მათი მიზანი არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ ზეწოლის გაძლიერებაა უფლებადაცვით ორგანიზაციებზე.
ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ გასცეს დამაჯერებელი პასუხი, თუ რა ქიმიური საშუალებების გამოყენებით ხდებოდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მშვიდობიანი აქციების დარბევა, სუს-ი გამოკითხვაზე იბარებს იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საგამოძიებო ორგანოებს 1 წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ ადამიანების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ჩართული პირები გამოეკვეთათ და პასუხისგებაში მიეცათ, თუმცა ამ დრომდე არც ერთი პოლიციელი დასჯილი არ არის.
ამის პარალელურად, ვხედავთ, რომ პირბადეების, საწვიმრების და სხვა მსგავსი დამცავი საშუალებების შეძენის გამო ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სოლიდარობის ფონდების წარმომადგენლები გამოძიების ქვეშ არიან,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 2 დეკემბერს, BBC-ისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლები. მათ უარი თქვეს უწყებაში მისვლაზე და სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სუს-ის განცხადებით, გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია.

„2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, წყლის ჭავლთან შერევის გზით, სავარაუდოდ, გამოყენებულ იქნა ქიმიური ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდი. აღნიშნული ნივთიერება პირველად პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს და 1930 წლის შემდეგ მისი გამოყენება აიკრძალა, რადგან ცრემლსადენ გაზთან შედარებით  ბევრად უფრო საშიში ნივთიერებაა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ხანგრძლივ კვალს ტოვებს. ქიმიური ნივთიერების ხალხის დიდი მასების წინააღმდეგ გამოყენება ცალსახად არღვევს ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს და შეიძლება შეფასდეს, როგორც წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიმუში“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ თემაზე:

„მთავრობა, რომელიც ქიმიური იარაღით წამლავს საკუთარ ახალგაზრდობას, მიტოვებულია ღვთისგან” – არქიმანდრიტი

„საქართველოს დღეს ჰყავს ფაშისტური მთავრობა, რომელიც წამლავს ხალხს. „ქართული ოცნება“ კი არ უნდა გადადგეს – უნდა გასამართლდეს ქართველი ხალხის გენოციდისთვის,“ – წერს არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია.

არქიმანდრიტი ასე ეხმაურება BBC-ის საგამოძიებო ფილმს, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ  ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

„მთავრობა, რომელიც ქიმიური იარაღით წამლავს საკუთარ ახალგაზრდობას, დაწყევლილი და მიტოვებულია ღვთისგან. საეკლესიო წესით უნდა დაისაჯოს და განიკვეთოს ყველა ის მთავრობის წარმომადგენელი და პოლიციელი, ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის. მაგრამ დუმს მეუფე შიო და არ იცავს სამწყსოს – ის დაკავებულია მხოლოდ იმ მართალი არქიმანდრიტების დასჯით, რომლებიც მას ამხელენ.

მას და მის დეკანოზებს მხოლოდ პირადი მხილება აწუხებთ და არ ადარდებთ არც ქრისტეს შეურაცხყოფა და არც ქართველი ხალხის ტანჯვა და გენოციდი.

ნუთუ ვერ ხედავთ, რომ მგელი ჭამს ცხვრებს?

მწყემსობა ხალხზე ბატონობა კი არა, ხალხის მსახურებაა. შეუძლებელია ერს ჰყავდეს მამამთავრობის ისეთი მსურველი, რომელიც არ განიცდის და არ სტკივა ხალხის უბედურება და მწამებლებთან ერთად ნადიმობს. ასეთი მღვდელმთავარი არათუ მამა, არამედ მამინაცვალიც კი არ არის,“ – წერს არქიმანდრიტი შიო.

პირველ დეკემბერს ბრიტანულმა მედიაგამოცემა BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცრაზმმა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

ბიბისის მასალის გამოქვეყნების შემდეგ სუს-ში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის  ორი მუხლით: სსკ-ს 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

Exit mobile version