სუს-ის ინფორმაციით, დააკავეს მარნეულის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი, რომელსაც ქრთამის აღება ედება ბრალად.
„დაკავებულია მოქმედი დირექტორი, რომელმაც ატესტატის აღებისთვის, გამოცდების ვითომდა ჩაბარების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 300 ამერიკული დოლარი გამოართვა“ – აცხადებს სუსი.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-იდან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.






