ვისაც მოსწონს ნაქარგი საოჯახო ნივთები თუ ტანსაცმელი, რომლებიც ერთგვარი ხელოვნების ნიმუშებია, ასევე ხელნაკეთი თოჯინები თუ სხვა საგნები, ხვალ, ბათუმში, 14:00-საათიდან შეიძლება მათი დათვალიერება და შეძენა. გამოფენა-გაყიდვა სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება. მათ შორის იქნება პატიმრობაში მყოფი ბათუმელი მედროშის, ზურა ჭავჭანიძის ხელნაკეთი ნივთებიც, რომელთა გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მის მეუღლეს გადაეცემა.
5 დეკემბერს სასტუმრო „რუმსში“ გამოფენა-გაყიდვა გაიმართება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, პროექტის ფარგლებში – „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.
სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებს 40-მდე მეწარმე აჭარის რეგიონიდან, რომლებიც დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა ტიპის პროდუქციას შესთავაზებენ. გამოფენა-გაყიდვაში წარმოდგენილი იქნება ხელით ნაქარგი საოჯახო ნივთები, ხელნაკეთი თოჯინები, საახალწლო სათამაშოები, სუვენირები, ნახატები, ნაჭრის სათამაშოები, მძივები, დეკორატიული ნივთები, სანთლები, აქსესუარები, მოქსოვილი ჩანთები, ბლოკნოტები.
გამოფენილი იქნება ასევე მრავალფეროვანი გასტრონომიული პროდუქცია.
6 დეკემბერს კი, „უკრაინული სახლი ბათუმში“ უმასპინძლებს მცირე მეწარმეებს პროექტის ფარგლებში „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ – აქ მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი იქნება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია გასაყიდად.
ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ და შეიძინონ ქართული ხელნაკეთი პროდუქცია უშუალოდ მათი შემქმნელებისგან.
პროექტი ეხმარება აჭარის რეგიონში მცხოვრები მეწარმეებს ხელნაკეთი პროდუქციის პოპულარიზაციასა და რეალიზაციაში. სამეწარმეო ბაზრობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის გაზრდას, მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.
- სვეტა ლოგუა, ბათუმი
- ნათია გეგუჩაძე, ბათუმი
- ნესტან ავალიანი, ბათუმი
- მანანა გურგენიძე, ბათუმი
- თეო ხაჯიშვილი, ბათუმი
- იზა სამველიძე, ბათუმი
- მარინა ხალვაში, ბათუმი
- ლემან ჩახვაძე, ბათუმი
- ემა სატკოევა, ბათუმი
- ინგა ბალაძე, ბათუმი
- ირმა დიასამიძე, ქედა
- დონარ აკვაზბა, ქედა
- მარინა ბერიძე, ქედა
- ციური დავითაძე, ქედა
- ნათია მელაძე, ხულო
- მზიური მელაძე, ხულო
- მზევინარ ირემაძე, ხულო
- მარგალიტა მელაძე, ხულო
- ნინო ხოზრევანიძე, ხულო
- მარიკა ლებანიძე, ბათუმი
- მარიამ გორგოშაძე, ბათუმი
- მარიამ არძენაძე, ბათუმი
- დავით ბერიძე, ბათუმი
- ციცი დუმბაძე, ბათუმი
- მაია მალაყმაძე, ბათუმი
- ინგა ბერიძე, ბათუმი
- ნათია ჯავახიშვილი, ბათუმი
- ია თედორაძე, ოზურგეთი
- გიორგი ჩხაიძე, ბათუმი
- ზვიად ბერიძე, ბათუმი
- ნატალია ბიდენტკო/ Nataliia Bidenko, უკრაინა
- ალექსანდრა ომელჩენკო / Oleksandra Omelchenko, უკრაინა
- იულია მუსი / Yuliia Musii, უკრაინა
- ვირა რეშეტნიაკ / Vira Reshetnyak, უკრაინა
- ოლჰა ჰუცუ / Olha Hutsu, უკრაინა
- ხათუნა ფაღავა, ბათუმი
- სოფიო ბროლაძე, ბათუმი
- მეგი ხინიკაძე, ბათუმი
- მაკა მოციქულაშვილი, ბათუმი
- ელენე ფოფხაძე, ბათუმი
- ზურა ჭავჭანიძე – სოხუმი
პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირი და ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH).
გამოფენა-გაყიდვა 14:00-საათიდან დაიწყება.
მისამართი, ბათუმი (გოგებაშვილის ქ. 10).






