უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 365 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +820]
ტანკი – 6 036 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 11 203 ერთეული [+9]
საარტილერიო სისტემა – 8 672 ერთეული [+6]
MLRS – 954 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 638 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 823 ერთეული [+1]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 805 ერთეული [+18]
გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 11 552 ერთეული [+10]
სპეცტექნიკა – 1 333 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
567 თვითმფრინავი
265 ვერტმფრენი
10 546 უპილოტო საფრენი აპარატი
447 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 538 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 201 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 676 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
17 223 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილისთვის ბათუმში ბინის დაქირავებაზე ბიუჯეტიდან 43 240 ლარი დაიხარჯა, თუმცა მას ზღვისპირა ქალაქში უკვე სამი წელია საკუთარი სახლი აქვს.
მთლიანობაში კი საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლის ბინით უზრუნველყოფაზე ბიუჯეტიდან 338 990 ლარი დაიხარჯა – ეს სამი წლის თანხაა. მათგან ყველაზე ბევრი – 50 ათას 750 ლარი, ანუ თვეში 1 450 ლარი სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას ბინის ქირაზეა დახარჯული.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში არც ერთი თეთრი არ არის დახარჯული მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის ბინით უზრუნველყოფაზე [საკონსტიტუციოს სულ 9 მოსამართლე ჰყავს]. დოკუმენტის თანახმად, ეს იმიტომ, რომ ხვიჩა კიკილაშვილი ბათუმში საკუთარ ბინას ფლობს. „გააჩნია საკუთარი საცხოვრისი და არ საჭიროებს დამატებით უზრუნველყოფას“, – წერია დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტის თანახმად, 2021 წლიდან დღემდე სოლიდური თანხა, კონკრეტულად კი 43 ათას 240 ლარი დახარჯულა ვასილ როინიშვილის ბინის ქირაზე ბოლო სამი წლის განმავლობაში. ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რატომ დაიხარჯა ვასილ როინიშვილისთვის ბინის ქირაობაზე სოლიდური თანხა. ამ მოსამართლეს ხომ თავისივე ქონებრივ დეკლარაციაში უწერია, რომ 2020 წლიდან ფლობს ბინას ბათუმში. ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოდან რამდენიმე კვარტალში, კონკრეტულად კი ბათუმში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე, 100 კვადრატულ მეტრ ბინას ფლობს.
2023 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ამ მოსამართლეს საბანკო ანგარიშებზე ნახევარი მილიონი ლარის დანაზოგიც აქვს. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ დაიხარჯა ბიუჯეტიდან მისთვის ბინის დაქირავებაზე 43 ათას 240 ლარი, ანუ თვეში 1 200 ლარი.
ვასილ როინიშვილის ხელფასი თვეში 12 819 ლარია.
რაც შეეხება დანარჩენ მოსამართლეებს, მათივე ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არც ერთ მათგანს და არც მათი ოჯახის წევრებს ბათუმში ბინა არ აქვთ.
„ბათუმელებმა“ მოსამართლეების საცხოვრებელთან დაკავშირებული ხარჯები საკონსტიტუციო სასამართლოდან 2023 წლის 27 ოქტომბერს გამოითხოვა. სასამართლომ, რომელიც კონსტიტუციის დაცვის გარანტია, საჯარო ინფორმაცია არასრულად მოგვაწოდა, კონკრეტულად კი ფინანსებთან დაკავშირებული მონაცემები მიჩქმალა.
საკონსტიტუციო სასამართლოში ადმინისტრაციული საჩივარი „ბათუმელებმა“ 11 დეკემბერს გააგზავნა, საჯარო ინფორმაციის სრულად გაცემის მოთხოვნით.
მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის მომზადების შემდეგ, 19 დეკემბერს მოგვაწოდა საკონსტიტუციო სასამართლომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.
ბათუმში, ბულვარში, ქალაქის მერია ძაღლებისთვის სავარჯიშო/გასართობი მოედნის მოწყობას გეგმავს. მოედანი შემოღობილი იქნება და იქ სხვადასხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოედანზე ძაღლის შეყვანა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
მერიის ინფორმაციით, მოედანი „შენი იდეა ბათუმის“ ფარგლებში კეთდება [გამარჯვებული იდეა – „ჩვენი ბათუმელი ცუგუნები“].
ძაღლების სავარჯიშო/გასართობი მოედანი / რენდერი პროექტიდან
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული მოედნის მოსაწყობად მაქსიმუმ 369 ათას 2 ლარია გათვალისწინებული.
წითელი ფერით მონიშნულია ადგილი სადაც ძაღლების სავარჯიშო/გასართობი მოედანი უნდა მოაწყონ
ადგილი, სადაც ძაღლების მოედანი უნდა მოეწყოს, 1 174 კვადრატული მეტრია და ის დელფინარიუმის პირდაპირ, ბულვარსა და შპს „ვესტინვესტის“ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს შორის მდებარეობს.
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს გამოცხადებული აქვს ტენდერი, რომელიც შერჩევა შეფასების ეტაპზეა.
სატენდერო თანხა 2 მილიონ 124 ათას 850 ლარია, თუმცა ამ ტენდერის ფარგლებში, გარდა ძაღლების მოედნისა, ქალაქის კიდევ 9 ადგილას არის გათვალისწინებული „სკვერის მოწყობა“.
ეს ადგილებია:
ი. ჯავახიშვილის ქუჩა N4ა-ს მიმდებარედ სკვერის მოწყობა – 675 568 ლარი [სატენდერო, მაქსიმალური თანხა];
და ფრ. ხალვაშის გამზირი N14ა-ს მიმდებარედ სკვერის მოწყობა – 291 363 [სატენდერო, მაქსიმალური თანხა].
ამ ტენდერში შპს „მონოლითი-2005“ მერიის სამმართველოს მომსახურებას 1 657 777 ლარად სთავაზობს. ამ ეტაპზე ხელშეკრულება დადებული არ არის, ამიტომ უცნობია მონაწილეობენ თუ არა ტენდერში სხვა პრეტენდენტ[ებ]ი.
—
ბათუმის მერია უკვე წლებია ქალაქში ზოოკუთხისა და ძაღლების თავშესაფრის პრობლემებს ვერ აგვარებს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი, რომლითაც შეიძენს „პესტიციდს – საქართველოში რეგისტრირებული ფერომონიანი მისატყუარი აზიური ფაროსანას [ყავისფერი მარმარა სუნიანი ბაღლინჯო Halyomorpha halys] მოსაზიდად.“
სააგენტო 200 ათასი ცალი ფერომონიანი მისატყუარის [აზიური ფაროსანას მოსაზიდად დამჭერის გარეშე] შესყიდვას გეგმავს; შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 მილიონ 600 ათასი ლარია.
პირობის მიხედვით, „ფერომონი უნდა იყოს ორკომპონენტიანი, არ უნდა იყოს თხევად მდგომარეობაში და მოქმედების ხანგრძლივობა უნდა იყოს გახსნიდან არანაკლებ 12 კვირა.“
ფერომონი დამზადებული უნდა იყოს 2024 წელს. ვარგისიანობის ვადა კი უნდა იყოს არანაკლებ 3 წელი.
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 75 კალენდარული დღის მანძილზე.
ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 24 იანვარს დაიწყება და 29 იანვარს დასრულდება.
სააგენტოს ინფორმაციით, „აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო, ლათ.: Halyomorpha halys) საქართველოში 2016 წელს გავრცელდა და თხილის მოსავალი დააზიანა. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს“.
აზიური ფაროსანა ზამთარში იძინებს და აპრილის ბოლოდან-მაისში იწყებს დამატებით კვებას, შესაბამისად ზარალის მიყენებას სოფლის მეურნეობისთვის.
თურქული მედიის ცნობით კი, თურქეთში ფაროსანა საქართველოდან 7 წლის წინ შევიდა, მავნებლის რაოდენობა სტაბილურად იზრდება და შავი ზღვის რეგიონში საფრთხეს უქმნის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტს, განსაკუთრებით კი – თხილს.
საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ცდილობს აჩვენოს, რომ „ზრუნავს“ უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპულთა ოჯახებზე. ომის კვლევის ამერიკულმა ინსტიტუტმა [ISW] გააანალიზა, რაში სჭირდება ეს ვლადიმერ პუტინს.
ვლადიმერ პუტინი თავის რეზიდენციაში უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპულთა ნათესავებს შეხვდა, სადაც ისაუბრა დაღუპული რუსი სამხედროების გმირობაზე, რომლებიც „იცავდნენ რუსეთის ინტერესებს“.
ამ გზით პუტინი ცდილობს თავი მზრუნველ ლიდერად წარმოაჩინოს. რუსეთის პრეზიდენტი მუდმივად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მთავრობა მხარს უჭერს რუსი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს – წერენ ომის კვლევის ამერიკულ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.
პუტინმა ცოტა ხნის წინაც მიიღო მონაწილეობა მსგავს ღონისძიებაში, სადაც იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ თავის ძალაუფლებას გამოიყენებს სამხედროების მოთხოვნების შესასრულებლად – აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
პუტინი, სავარაუდოდ, აპირებს გამოიყენოს ეს შეხვედრები თავის საარჩევნო კამპანიაში, რადგან რუსი სამხედროები და მათი ოჯახები ქვეყანაში ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი რაოდენობაა.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, კრემლმა შესაძლოა გულდასმით შეარჩია ოჯახები, რომლებიც ესწრებოდნენ პუტინთან შეხვედრას, რათა მინიმუმამდე დაეყვანათ იმის რისკი, რომ მათ რაიმე უხერხული ეთქვათ ან ეკითხათ.
თვით რუსულმა მედიამაც კი დაწერა, რომ შეხვედრას იმ 5 გარდაცვლილი რუსი სამხედრო მოსამსახურის ახლობლები ესწრებოდნენ, რომელთაც კავშირი აქვთ რუსეთის ხელისუფლებასა და სამხედროებთან – წერენ ომის კვლევის ამერიკულ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.
ISW-ის შეფასებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არმიაში არსებული ყველა უკმაყოფილება დამალოს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ 8 იანვარს გამოაქვეყნა საჰაერო თავდაცვის ძალების ანგარიში ჩამოგდებული რაკეტებისა და დრონების შესახებ, რომლებიც რუსეთმა გაისროლა. უკრაინის თავდაცვის ინფორმაციით, დღეს, 8 იანვარს, რუსეთმა 59 საჰაერო სამიზნიდან შეუტია უკრაინას.
უკრაინამ კი მხოლოდ 18 ქობინი და 8 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.
მთლიანობაში საჰაერო თავდასხმის დროს რუსეთმა გამოიყენა მის არსენალში შემავალი ბევრი საშუალება: მტრის არსენალში შედიოდა ფრთოსანი, საავიაციო, ბალისტიკური, საზენიტო მართვადი რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები – წერს უკრაინული „უნიანი“ თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.
მედია აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას, თუ საიდან მიფრინდა უკრაინის ქალაქებში სხვადასხვა ტიპის მომაკვდინებელი ასაფეთქებლები.
„ჩვენმა დამცველებმა ცაში გაანადგურეს უპილოტო საფრენი აპარატი [8 შაჰედ-136/131] და 18 ფრთოსანი რაკეტა Х-101/ Х -555/ Х -55, ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა“.
რუსეთი ამჯერადაც თავს დაესხა უკრაინის კრიტიკულ-სამოქალაქო და სამრეწველო ინფრასტრუქტურას, ასევე სამხედრო სამიზნეებს.
რუსეთის ფედერაციამ ბალისტიკური რაკეტები ისროლა 4 რეგიონში: ხარკოვში, დნეპროპეტროვსკიში, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკიში – მითითებულია ვალერი ზალუჟნის განცხადებაში.
„მიზნისთვის არ მიუღწევია მტრის ყველა რაკეტას, რომელთა განადგურებაც ვერ მოხერხდა“, – ნათქვამია მოხსენებაში.
წინასწარი ინფორმაციით, ამ თავდასხმების შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა. 30-ზე მეტი კი დაშავდა. თავდასხმამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია კრივოი როჰში, სადაც რაკეტა სავაჭრო ცენტრს მოხვდა. ასევე აფეთქების ტალღამ გადააყირავა მიკროავტობუსი, რომელშიც ადამიანები ისხდნენ.
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, გამოქვეყნდა ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები. მახუნცეთში აზომვითი სამუშაოები მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ჩატარდა.
„ქედის მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ 2024 წლის 28 იანვრის ჩათვლით“, – აცხადებს რეესტრი.
მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. რეესტრის ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს მონაცემების გაცნობა ასევე შეუძლიათ „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე იუსტიციის სახლებში“.
მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის ფარგლებში „მასშტაბური საველე-საკადასტრო სამუშაოები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – 2024 წლის იანვრიდან, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში – 2024 წლის ივნისიდან არის დაგეგმილი“.
ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „ბათუმელებს“ გასული წლის დეკემბერში მოაწოდა.
მთავრობამ ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნულ მახასიათებლებთან მათი შესაბამისობის დადგენის წესიც დაამტკიცა.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულოა ზამთრის საბურავებით.
ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციას შეუძლია დააწესოს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნაც.
ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.
საქართველოს მთავრობამ ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნულ მახასიათებლებთან მათი შესაბამისობის დადგენის წესიც დაამტკიცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
„საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო – ფიფქი.
საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს:
არანაკლებ 3 მმ − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3);
არანაკლებ 4 მმ − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);
საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;
საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;
ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო – ფიფქი.
ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.
თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა.
თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს შესაძლოა დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.“
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, აჭარის ტერიტორიაზე ზამთრის პერიოდში ავტოტრანსპორტის ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით მოძრაობა სავალდებულოა ბათუმი ახალციხის გზის ქედა-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე [ამ დროისთვის მეწყრის გამო ქედის ტერიტორიაზე რამდენიმე მონაკვეთში მოძრაობა ცალმხრივადაა შესაძლებელი].
[დადგენილებით ასეთი მონაკვეთია ქედადან ახალციხემდე, თუმცა, დიდთოვლობის დროს გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა ჩაკეტილია.]
ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთი [ქედა-ახალციხე], სადაც ტრანსპორტის ზამთრის საბურავებით მოძრაობა აუცილებელია / მთავრობის დადგენილებიდანგზების ჩამონათვალი სრულად ნახეთ ამ ბმულზე:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 365 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +440]
ტანკი – 6 031 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა – 11 194 ერთეული [+14]
საარტილერიო სისტემა – 8 666 ერთეული [+13]
MLRS – 953 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 638 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 822 ერთეული [+11]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 787 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 11 542 ერთეული [+19]
სპეცტექნიკა – 1 328 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
567 თვითმფრინავი
265 ვერტმფრენი
10 540 უპილოტო საფრენი აპარატი
447 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 536 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 201 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 666 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
17 210 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბათუმში, მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაციაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი აქვს გამოცხადებული.
5 სახლის სახურავის რეაბილიტაციისთვის 563 ათას 732 ლარია გათვალისწინებული. ტენდერში აღნიშნულია, რომ სახურავები სტიქიის შედეგად დაზიანდა.
ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება დაწყებულია და 2024 წლის 8 იანვარს დასრულდება.
პირობის მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
ამასთან, „შემსყიდველი უფლებას იტოვებს პროექტის ვადების მართვის მიზნით მოსთხოვოს მიმწოდებელს გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა ან შემოიფარგლოს წერილობითი დავალების მიცემით, რომელიც უნდა შეიცავდეს სამუშაოების დაწყების და დასრულების კონკრეტულ ვადებს.“
ტენდერს თან ახლავს შესაბამისი პროექტები.
სახურავების რეაბილიტაცია ბათუმში შემდეგ მისამართებზე იგეგმება:
რევაზ კომახიძის N10-12/მაზნიაშვილის N60
პროექტიდან: „საცხოვრებელი სახლი არის ორსართულიანი, სახლის სახურავი არის ამორტიზებული, ექვემდებარება დაშლას და მის ხელახლა მოწყობას, სახურავის შესაკეთებელი ნაწილის ფართობი არის 112 კვადრატული მეტრი.
სამუშაოები მოიცავს: შენობის სანივნივო სისტემა მოეწყოს დახერხილი მშრალი ხის მასალისაგან, ხოლო შეფიცვრა შეიცვლება 100%-ით. ასევე შეიცვლება არსებული კრამიტის სახურავი ახალი პროფილირებული თუნუქის ფურცლებით… სანივნივო სისტემა და ასევე ყველა დანარჩენი ხის კონსტრუქციული ელემენტები უნდა დამუშავდეს ცეცხლმედეგი საღებავით. სანივნივო სისტემა და სახურავის მოლარტყვა დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით.
იოსებ გრიშაშვილის ქუჩა N6
პროექტიდან: საცხოვრებელი სახლი არის ოთხსართულიანი, სახლის სახურავი არის ოთხქანობიანი, ამორტიზებული, ექვემდებარება დაშლას და მის ხელახლად მოწყობას, სახურავის შესაკეთებელი ნაწილის ფართობი არის 799 კვადრატული მეტრი…
შეიცვლება არსებული თუნუქის სახურავი ახალი პროფილირებული თუნუქის ფურცლებით სისქით 0.50 მმ. მოეწყობა შენობის მთელ პერიმეტრზე თოვლდამჭერი; სანივნივო სისტემა და ასევე ყველა დანარჩენი ხის კონსტრუქციული ელემენტები უნდა დამუშავდეს ცეცხლმედეგი საღებავით. სანივნივო სისტემა და სახურავის მოლარტყვა დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით.
ადლიის IV ჩიხი, სახლი N5
პროექტიდან: საცხოვრებელი სახლი არის ორსართულიანი, სახლის სახურავი არის ორქანობიანი, ამორტიზებული, ექვემდებარება დაშლას და მის ხელახლად მოწყობას, სახურავის შესაკეთებელი ნაწილის ფართობი არის 708 კვადრატული მეტრი…
შეიცვლება არსებული თუნუქის სახურავი ახალი პროფილირებული თუნუქის ფურცლებით სისქით 0.50 მმ. მოეწყობა თოვლდამჭერი. სანივნივო სისტემა და ასევე ყველა დანარჩენი ხის კონსტრუქციული ელემენტები უნდა დამუშავდეს ცეცხლმედეგი საღებავით. სანივნივო სისტემა და სახურავის მოლარტყვა დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით.
თბილისის ქუჩა N39
პროექტიდან: საცხოვრებელი სახლი არის სამსართულიანი, სახლის სახურავი არის ორქანობიანი, ამორტიზებული, ექვემდებარება დაშლას და მის ხელახლად მოწყობას, სახურავის შესაკეთებელი ნაწილის ფართობი არის 260 კვადრატული მეტრი…
შეიცვლება არსებული თუნუქის სახურავი ახალი პროფილირებული თუნუქის ფურცლებით სისქით 0.50 მმ. მოეწყობა შენობის მთელ პერიმეტრზე თოვლდამჭერი. სანივნივო სისტემა და ასევე ყველა დანარჩენი ხის კონსტრუქციული ელემენტები უნდა დამუშავდეს ცეცხლმედეგი საღებავით. სანივნივო სისტემა და სახურავის მოლარტყვა დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით.
ლორიას ქუჩა N6
პროექტიდან: საცხოვრებელი სახლი არის ორსართულიანი, სახლის სახურავი არის ოთხქანობიანი, სახურავი არის ამორტიზებული, ექვემდებარება დაშლას და მის ხელახლად მოწყობას, სახურავის შესაკეთებელი ნაწილის ფართობი არის 826 კვადრატული მეტრი.
შეიცვლება არსებული თუნუქის სახურავი ახალი პროფილირებული თუნუქის ფურცლებით სისქით 0.50 მმ. მოეწყობა თოვლდამჭერი სახურავის სამ ქანობზე… სანივნივო სისტემა და ასევე ყველა დანარჩენი ხის კონსტრუქციული ელემენტები უნდა დამუშავდეს ცეცხლმედეგი საღებავით. სანივნივო სისტემა და სახურავის მოლარტყვა დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით.
ველური ბუნების ეროვნული სააგენტო „კეთილშობილი ირმის პოპულაციის აღდგენის მიზნით“, ალგეთის ეროვნულ პარკში ტერიტორიის შემოღობვას და იქ ირმის საშენის მოწყობას გეგმავს.
ლითონის ბადის ღობის საერთო სიგრძე 3,4 კილომეტრი იქნება. პარალელურად მოეწყობა ელექტროღობეც.
ტერიტორიის შემოღობვაზე სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 552 ათას 522 ლარია. ტენდერს თან ახლავს შესაბამისი პროექტიც.
შემოღობვა / კომპიუტერული მოდელი / ფოტო პროექტიდან
პროექტის მიხედვით:
„საპროექტო ღობის საყრდენი ბოძი წარმოდგენილია ფოლადის D=50მმ სისქით 3მმ მილით, მილის სიმაღლე – 300 სმ. მილი უნდა ჩაბეტონდეს არანაკლებ 50 სმ სიღრმისა და 40 სმ დიამეტრის ორმოში. მილის სიგრძე (ბეტონში უკეთ მოსაჭიდად) არმატურის ჯვარედინი (არმატურა დ=12მმ).
3 მეტრი სიგრძის მილზე მიბმულია დ=50მმ ფოლადის მილი 45 გრადუსის დახრილი კუთხით, რომელზეც მაგრდება 5 ხაზი ეკალმავთული, მისი სისქე 2,5 მმ-ია. მილს აქვს 5 ნაწიბური, რომელზეც მაგრდება ეკალმავთული.
პროექტით, მავთულბადე გათვალისწინებულია 3 მმ-ის სისქის ფოლადის უჟანგავი მავთულისაგან. ბადე უნდა იყოს ჩადებული მიწაში 20 სმ სიღრმის არხში. ღობის ძირზე მიწაში 5 სმ სიღრმეზე უნდა დაეფინოს 150 სმ სიგანის იგივე მავთულბადე ღობიდან გარე პერიმეტრის მიმართულებით და დაყრილი უნდა ჰქონდეს მიწის მცირე ფენა.
ძირს დაგებული 150 სმ სიგრძის ბადე მიწაზე მაგრდება სპეციალური კაუჭიანი (გადაბრუნებული ინგლისური ასო U-ს ფორმის სარჭებით) არანაკლებ 4 რიგად ყოველ 100 სმ-ში.
ღობის საერთო სიგრძეა 3482 მეტრი.
მკვეთრად დახრილ ფერდობზე გათვალისწინებულია ორმაგი ღობის მოწყობა, რათა არ მოხდეს მტაცებლის ტერიტორიაზე შეღწევა. ორმაგი ღობის განლაგება დაზუსტდეს მშენებლობის პროცესში.
ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებულია 4 ერთეული ხის მასალის საკვებური და 2 ხის ქოხი ზომით 3X4 მ-ზე.
ღობის ხევთან კვეთის ადგილას გათვალისწინებულია მილხიდების მოწყობა.
ძირითადი ბადიდან 200 სმ-ში პროექტით გათვალისწინებულია ელექტროღობის მონტაჟი. ელექტროღობე მოწყობილია 4 ხაზისაგან, საერთო სიმაღლე 150 სმ. ელექტროღობის ბოძები წარმოდგენილია ხის (სასურველია აკაციის ხის) ბოძით, დიამეტრით საშუალოდ 10 სმ, რომელზეც სპეცსამაგრებით მიმაგრებულია ელექტროღობე.
ელ. ღობის ელექტროენერგიის გამორთვა ხდება ჭიშკართან. პროექტით გათვალისწინებულია 2 მზის ელექტროპანელის (ელექტრომწყემსის) მონტაჟი.
მაღალი ძაბვის გამაფრთხილებელი ბარიერების დაყენება ელ. ღობის გასწვრივ ყოველ 50 მ მანძილზე. ელექტრო მწყემსის ექსპლუატაციის დროს უნდა მოხდეს მწვანე საფარის მოცილება, რათა არ მოხდეს ძაბვის ხაზთან შეხება.“
ირმის საშენისთვის განკუთვნილი ტერიტორია, ალგეთის პარკში რომელიც 3482 მეტრი სიგრძის ღობით უნდა შემოღობონ / ფოტო პროექტიდან
ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 18 იანვარს დაიწყება და 23 იანვარს დასრულდება.
ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები გამარჯვებულმა არა უგვიანეს 2024 წლის 2 აგვისტომდე უნდა დაასრულოს.
„შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს 2 წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზების აღმოფხვრა.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.
კეთილშობილი ირემი ლაგოდეხის ნაკრძალში / ფოტო ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფეისბუკგვერდიდან
სააგენტოს ინფორმაციით, ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის საშენის მოწყობა პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველოს“ ფარგლებშია დაგეგმილი.
„გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ საქართველოს მთავრობისა და შვედეთის სამეფოს მთავრობის ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე პროექტია, რომელიც 2021 წლიდან ხორციელდება.
ევრაზიის კონტინენტზე არსებული კეთილშობილი ირმის სახეობებიდან გადაშენება ემუქრება მხოლოდ კავკასიურ ქვესახეობას, რაც ათეული წლების განმავლობაში მიმდინარე ბრაკონიერობის შედეგია.
დღეს საქართველოში ირმის მხოლოდ სამი მცირე პოპულაცია არსებობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, ლაგოდეხის ნაკრძალისა და გარდაბნის აღკვეთილის პოპულაციების სახით, რომლებიც ერთმანეთისგან მოწყვეტილია, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. სწორედ ამიტომ, ალგეთის ეროვნული პარკის ვრცელ ტერიტორიაზე კეთილშობილი ირმის ველური პოპულაცია შეიქმნება, რის შედეგადაც იგი გეოგრაფიულად დაუახლოვდება სხვა არსებულ პოპულაციებს.“ – აცხადებს სააგენტო.
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოების გამო დღეს, 7 იანვარს 14:30 სთ-დან 20:00 სთ-მდე, წყლის მოწოდება შეეზღუდებათ:
ლეხ და მარია კაჩინსკების და შერიფ ხიმშიაშვილის ქ. N 57-ში მცხოვრებ აბონენტებს.
განახლება:კომპანიის განცხადებით აღნიშნულ მისამართებზე წყალი დღეს, 8 იანვარსაც შეწყდა და მიწოდება დღეს საღამოს, 6 საათიდან აღდგება.
დღეს, 7 იანვარს, ბათუმის ზოოკუთხეში მაიმუნმა პატარა მაიმუნი მოკლა.
„დედას კალთაში ყავდა ჩვილი ეფერებოდა და იქვე აგრესიულად იქცეოდა სხვა მაიმუნი, გამოგლიჯა ხელიდან და დააგდო ძირს, პოლიციასაც ვუთხარით… ზოოკუთხეში კი, ზედამხედველი არავინ იყო“ – უთხრა „ბათუმელებს“ თვითმხილველმა.
ზოოკუთხე ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაქვემდებარებაშია.
„ზოოლოგიურ განყოფილებაში სამწუხარო ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ზოოკუთხეში 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს, ამ დროსაც ადგილზე იმყოფებოდა გუშაგი და ლაბორანტი. განყოფილებაში ასევე ამბობენ, რომ პატარა მაიმუნი დედამ მოკლა და ამ ჯიშის ცხოველებში ასეთ ფაქტს იშვიათად მაგრამ ადგილი აქვს“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 იანვრის 21 საათიდან 8 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 13 – 18 გრადუსი
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და აჭარის სანაპირო ზოლში 9 და 10 იანვარს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა; მაღალ მთაში თოვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 364 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +860]
ტანკი – 6 022 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 11 180 ერთეული [+22]
საარტილერიო სისტემა – 8 653 ერთეული [+36]
MLRS – 951 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 637 ერთეული [+4]
თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 811 ერთეული [+24]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 786 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 11 523 ერთეული [+45]
სპეცტექნიკა – 1 327 ერთეული [+10]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
567 თვითმფრინავი
265 ვერტმფრენი
10 526 უპილოტო საფრენი აპარატი
447 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 506 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 201 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 656 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
17 170 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ცალმხრივ რეჟიმში“.
აღნიშნულ ადგილზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გულებთან დღეს, 6 იანვარს, მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა შეწყვეტილი იყო.
ქედის მერიის ინფორმაციით, „სპეციალური ტექნიკა აგრძელებს გაწმენდით სამუშაოებს, რათა უმოკლეს ვადაში სრულად აღდგეს მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე.“
აჭარაში არაერთ ადგილზე დღეს მეწყერი ჩამოწვა ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზეც.
„ხულოს, შუახევის, ქედის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება და ეტაპობრივად ყველა დამეწყრილი მონაკვეთი გაიწმინდება“ – აცხადებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
სამხრეთ კორეის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი მემკვიდრედ ამზადებს თავის 10 წლის ქალიშვილს – წერს „ბიბისი“.
დაზვერვის ვარაუდი ეყრდნობა იმ გარემოებას, რომ ბოლო წლებია კიმ ჩენ ინს თან ახლავს მცირეწლოვანი ქალიშვილი, მათ შორის რაკეტების გამოცდაზე და სამხედრო აღლუმებზეც.
გოგონა პირველად გამოჩნდა მამასთან ერთად 2022 წლის ნოემბერში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოცდაზე და მას შემდეგ ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას ესწრება. სავარაუდოდ, ის დაახლოებით 10 წლისაა, თუმცა არც კიმის, არც მისი ცოლის და არც შვილების დაბადების ზუსტი თარიღები ოფიციალურად არ არის ცნობილი.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი მედია, რომელიც თავდაპირველად ოფიციალურად ჯუ ეს „კიმის საყვარელ ქალიშვილს“ უწოდებდა, ახლა მას პატივცემულს უწოდებს, რაც ყველაზე საპატიო მიმართვა.
„ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს დაბადებიდანვე უნერგავენ იდეას, რომ კიმების ძარღვებში თითქმის ღვთაებრივი სისხლი მიედინება“ – წერს „ბიბისი“.
5 იანვარს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მზადაა უკრაინელი ტყვეების გადასაცემად, თუ მისი ოჯახის წევრებს სანქციებს მოუხსნიან – წერს რუსული ახალი ამბების სააგენტო „ტასი“.
ამის შესახებ კადიროვმა გროზნოში განაცხადა, ღონისძიებაზე, რომელშიც ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები ესწრებოდნენ და წარმოდგენილი იყო სამხედრო ტექნიკა. ღონისძიებას ესწრებოდა გაეროს ყოფილი ინსპექტორი სკოტ რიტერი.
„ჩვენ გვყავს ტყვეები, რომლებიც წამოვიყვანეთ დონეცკიდან და ლუგანსკიდან. მე გადავცემ ჩვენს სტუმარს ტყვეების სიას. თუ სანქციებს მოუხსნიან დედაჩემს, ჩემს ქალიშვილებს, უდანაშაულო ადამიანებს, ცხენებს, ჩემს გარდა, მაშინ ჩვენ ამ ხალხს დავთმობთ“, – ციტირებს „ტასი“ კადიროვს.
რუსმა სამხედრო ბლოგერებმა გააკრიტიკეს კადიროვის ეს განცხადება.
დღეს, 6 იანვარს კი კადიროვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ მისი ეს განცხადება „ტროლინგი“ იყო და ამერიკული დემოკრატიის „ნამდვილი სახის“ ჩვენებას ისახავდა მიზნად.
აშშ-მ რამზან კადიროვის ოჯახის წევრების, მათ შორის დედის, აიმან კადიროვას წინააღმდეგ სანქციები 2023 წლის აგვისტოში დააწესა. მაშინ კადიროვმა მოითხოვა, მოუხსნან სანქციები დედამისს, თორემ ამას „უპასუხოდ არ დატოვებდა“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 – 8 იანვარს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დათბება.
სანაპირო რაიონებში: ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში 7-8 იანვარს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქებში 9 იანვრიდან კვლავ შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში 13-14 იანვარს თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი.
დღეს, 6 იანვარს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა ტელეგრამზე განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებული შეტევა განახორციელეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მდებარე საკის აეროდრომზე.
უკრაინული მედიის ცნოით, 6 იანვრის ღამეს უკრაინელმა პილოტებმა რაკეტებით დაარტყეს რუსული ჯარების კონტროლის ცენტრს აეროდრომზე.
აეროდრომზე თავდასხმის შესახებ წერენ ტელეგრამის სხვა არხებზეც. ტელეგრამზე გავრცელებული ცნობების თანახმად, საკის აეროდრომზე განთავსებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების 43-ე მოიერიშე საავიაციო პოლკი და, ასევე, განლაგებულია თვითმფრინავები – Су-24 და Су-30.
ყირიმში აფეთქებების შესახებ ინფორმაცია 5 იანვარს, საღამოს გავრცელდა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გადაკეტეს ყირიმის ხიდი, მოგვიანებით კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 6 იანვრის ღამეს მათმა საჰაერო თავდაცვამ ოკუპირებულ ყირიმზე 4 დრონი ჩამოაგდო.
უკრაინამ ერთხელ უკვე განახორციელა წარმატებული შეტევა საკის აეროდრომზე, როცა 2022 წლის აგვისტოში გაანადგურა სულ მცირე ცხრა რუსული თვითმფრინავი.
დღეს, 6 იანვარს, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის 38 -ე კილომეტრზე, ქედაში, სოფელ გულების მონაკვეთზე, განვითარდა მეწყერი, რის გამოც ჩაიკეტა საავტომობილო გზა.
„ამ დროისთვის [10:30 სთ] მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
აღნიშნულ მონაკვეთზე, ცალმხრივად მოძრაობა დღის მეორე ნახევარში აღდგება.“ – ამ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.
მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაიმეწყრა ასევე ხულოს, შუახევის, ქედის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები, სადაც დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდა მიმდინარეობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 363 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800]
ტანკი – 6 018 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 11 158 ერთეული [+16]
საარტილერიო სისტემა – 8 617 ერთეული [+13]
MLRS – 950 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 633 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 787 ერთეული [+16]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 786 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 11 478 ერთეული [+15]
სპეცტექნიკა – 1 317 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
565 თვითმფრინავი
265 ვერტმფრენი
10 488 უპილოტო საფრენი აპარატი
447 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 494 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 201 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 645 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
17 121 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეშის მოსაპოვებლად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორი აუქციონი აქვს გამოცხადებული.
ორივე აუქციონით ჯამში 24 471 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიები გაიცემა. ლიცენზიები მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ადგილებია ხულოს სოფელ რაქვთას, ასევე მთა ლოდისძირის მიმდებარე ტერიტორიები.
აუქციონი [1] – „ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელ რაქვთაში „მდ. ხიხანის წყლის კალაპოტში ქვიშა-ხრეშის გამოვლინება“ კატეგორია P2 მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობა 12 600 კუბური მეტრი.“
საწყისი ფასი: 16 500 ლარი, ვაჭრობის ბიჯი: 1 650 ლარი
აუქციონი [2] – „ხულოს მუნიციპალიტეტი, მთა ლოდისძირის მიმდებარე ტერიტორია მდ. „ქვაბლიანის მარჯვენა შენაკადი „ყორანა ღელის“ კალაპოტში ქვიშა-ხრეშის გამოვლინება“ კატეგორია P2 მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობა 11871 კუბური მეტრი“.
საწყისი ფასი: 15 485 ლარი, ვაჭრობის ბიჯი: 1 548.5 ლარი
[checklist]
ორივე აუქციონი 2024 წლის 15 იანვარს 12:00 საათზე დაიწყება და იმავე დღის 18:00 საათზე დასრულდება.
[/checklist]
პირობები კი ასეთია:
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს წინასწარ შედგენილი დამუშავების ტექნოლოგიური სქემის მიხედვით; ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დაწყებამდე შეადგინოს წიაღით სარგებლობის დოკუმენტაცია.
მოპოვება უნდა განხორციელდეს მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნების მიმართულებით;
გეოდინამიკური სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ობიექტის მთელ ფართობზე საშუალო წლიური მოპოვების სიღრმე (სიმძლავრე) არ უნდა აღემატებოდეს 3 მეტრს;
ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში;
არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია, გზის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (გზის საფუძვლისა და ასფალტბეტონის საფარის მოწყობა) ასევე წიაღისეულის ტრანსპორტირებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების ღერძზე დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით კანონით გათვალისწინებულ ნორმას.
წიაღით სარგებლობის განხორციელებისას გეოდინამიკური სიტუაციის გართულების (ასეთის არსებობის) შემთხვევაში შეასრულოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები;
შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
სამუშაოების დაწყებამდე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში წარადგინოს ტრანსპორტის შესასვლელი და გამოსასვლელი სქემატური ნახაზი და გზის საფარის მოწყობა განახორციელოს საავტომობილო გზის საფარის იდენტურად გზის ღერძიდან 30 მეტრის ფარგლებში;
წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს;
ექსპლუატაციისას მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება, სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება;
მოხსნილი ნიადაგის ფენა და ფუჭი ქანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დასაწყობდეს ტერიტორიის რეკულტივაციის მიზნით მისი შემდგომი გამოყენებისათვის;
ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა.“
აუქციონებში გამარჯვებულად ჩაითვლება ლიცენზიის ის მაძიებელი, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებსა და მოთხოვნებს და ყველაზე მეტ თანხას შესთავაზებს სახელმწიფოს.
აუქციონში დაფიქსირებული საბოლოო თანხა გამარჯვებულმა უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში.
ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან მე-10 სამუშაო დღეს.
თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლიდან ათენისკენ მიემართებოდა, უკან დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ბორტზე კატა აღმოაჩინეს.
თურქული მედიის ცნობით, თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა, როცა მგზავრებმა ბორტზე თავისუფლად მოსეირნე კატა შენიშნეს და გამცილებლებს აცნობეს. პილოტმა სტამბოლის აეროპორტიდან მიიღო ნებართვა საწყის პოზიციაზე დაბრუნებულიყო.
შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა კატა თვითმფრინავში სპეციალური გადამყვანის და თანხის გადახდის გარეშე, ფარულად შეიყვანა ხელბარგით.
კატა პატრონთან ერთად ჩამოსვეს ბორტიდან და ფრენა განახლდა.
მედიის ცნობით, ავიაკომპანია მგზავრს, რომელიც წარსულშიც მოქცეულა ასე, „შავ სიაში“ შეიყვანს.
ბოლო ცნობების თანახმად იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 94-მდე გაიზარდა, 200-ზე მეტი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
მიწისძვრისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ვიჯიმაში მიიჩნევენ, რომ ასამდე ადამიანი ჩამონგრეული შენობების ქვეშ რჩება ამ დრომდე.
მედიის ცნობით, ქალაქში სამაშველო სამუშაოები ახლა ფოკუსირებულია იმ ადგილებში, სადაც ნანგრევებიდან ადამიანების ხმა ისმის.
7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიაში 1 იანვარს მოხდა და ნგრევა და ხანძარი გამოიწვია. მიწისძვრის შემდეგ გაჩენილმა ხანძარმა 200-ზე მეტი შენობა გაანადგურა.
გერმანიამ უკრაინას ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემა, საბრძოლო მასალები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდა რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად.
სამხედრო დახმარების განახლებული სია 4 იანვარს გამოქვეყნდა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, უკრაინამ მიიღო საჰაერო თავდაცვის სისტემა Skynex საბრძოლო მასალებით, ახალი რაკეტები Iris-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის და ორი TRML-4D – საჰაერო სათვალთვალო რადარი.
გარდა ამისა, სამხედრო დახმარების პაკეტში შედის 10 საბრძოლო მანქანა საბრძოლო მასალებით და სათადარიგო ნაწილებით, ორი ჯავშანტექნიკა, ნაღმის გამწმენდი მანქანა და სხვა ტექნიკა. სამხედრო დახმარების ახალ პაკეტშია ასევე საარტილერიო საბრძოლო მასალა, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, სახმელეთო სათვალთვალო რადარები, სატვირთო მანქანები, მიკროავტობუსები, ჯიპები და ა.შ.
„გერმანია მხარს უჭერს უკრაინას აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდებით – ბუნდესვერის მარაგებიდან და სამრეწველო მარაგებით, რომლებიც ფინანსდება გერმანიის მთავრობის იარაღის პროგრამით“, – ნათქვამია ბუნდესტაგის განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის მთავრობას და პირადად კანცლერ ოლაფ შოლცს სოციალურ ქსელ X-ში [ყოფილი ტვიტერი] სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა.
_______________
ფოტოზე: გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემა Skynex
უკრაინის პროკურატურის ცნობით, უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად 515 ბავშვი დაიღუპა.
საუბარია 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე. ამავე პერიოდში ომის შედეგად 1694-ზე მეტი ბავშვი დაშავდა.
2024 წლის პირველ იანვარს რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოდესაში 15 წლის ბიჭი დაიღუპა.
უკრაინაში ომის შედეგად ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, კიევისა და ზაპოროჟიეს ოლქებში დაშავდა.
ეს რიცხვები საბოლოო არ არის, ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ჯერ ისევ ზუსტდება, რადგან უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
ასევე, ამ მონაცემებში არ შედის ქალაქ მარიუპოლში დაღუპული და დაშავებული ბავშვების სტატისტიკა, რადგან მარიუპოლი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ინფორმაციის დაზუსტება შეუძლებელია.
რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დილის 5 საათზე დაიწყო. რუსეთის შეიარაღებული ძალები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით დაესხნენ თავს უკრაინას.
___________
ფოტოზე: კიევი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPES
ჩოხატაური-ოზურგეთის გზაზე ჩანგრეული ხიდის ადგილას ახალი ხიდის აშენებაა დაგეგმილი. მშენებლობაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი 2 მილიონი ლარით გამოაცხადა.
აღნიშნული ხიდი 2023 წლის სექტემბერში წყალდიდობის დროს ჩაინგრა.
ჩანგრეული ხიდი ჩოხატაური-ოზურგეთის გზაზე / 24.11.2024
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-2) საჯავახო – ჩოხატაური – ოზურგეთი – ქობულეთის საავტომობილო გზის კმ 32 (31+541)-ზე, მდ. ნადინებზე არსებული დაზიანებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია“ თან ახლავს ტენდერს, რომლის მიხედვითაც ახალ ხიდს ააშენებენ.
„[2023 წლის] სექტემბრის თვეში მომხდარი წყალდიდობის დროს მოვარდნილმა წყალმა გამორეცხა და თითქმის მთლიანად დაანგრია ზედა მხრის ხიდის სანაპირო ბურჯები და ჩააგდო მალის ნაშენი. მოცემული სახით ხიდის შემდგომი ექსპლოატაცია შეუძლებელია. ამიტომ გადაწყდა ახალი ხიდის მშენებლობა.“ – აღნიშნულია პროექტში.
გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 27 იანვარს დაიწყება და პირველ თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 047 306 ლარია.
„მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 7 თვეში. მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებამდე.
მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში, ტექნოლოგიური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა შესაძლო სამშენებლო მოედნის ორგანიზებით.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.
შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს – 2 წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზების აღმოფხვრა. ამასთან, სამუშაოების გარანტიასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
„პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა;
ან არაუმეტეს 2 შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 60%-ისა.“ – აღნიშნულია ტენდერში.
ჩანგრეული ხიდი [მარჯვნივ] და დროებითი ხიდი [მარცხნივ] / ჩოხატაური-ოზურგეთის გზა / 24.11.2023ჩანგრეული ხიდის მიმდებარედ მოძრაობა დროებით მოწყობილ სახიდე გადასასვლელზეა გადართული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 იანვრის 21 საათიდან 6 იანვრის 21 საათამდე ბათუმში და აჭარის დაბლობში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით წვიმა, აჭარის მთაში – თოვა; დღისით კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება;
იქროლებს ღამით დასავლეთის, ღისით კი ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 12 – 17 გრადუსი
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა ღამით და დილით 4 ბალი, დღისით 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 7 და 8 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 363 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +790]
ტანკი – 6 011 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა – 11 142 ერთეული [+14]
საარტილერიო სისტემა – 8 604 ერთეული [+30]
MLRS – 949 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 631 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 771 ერთეული [+18]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 786 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 11 463 ერთეული [+40]
სპეცტექნიკა – 1 313 ერთეული [+9]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
565 თვითმფრინავი
264 ვერტმფრენი
10 459 უპილოტო საფრენი აპარატი
447 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 483 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 200 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 639 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
17 100 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
აჭარაში 2024 წელს, 24-საათიანი წყალმომარაგებით უკვე ისარგებლებენ სოფლები: მილისი [ქედა], უჩხითი [ქედა], ქოსოფელი [ქედა], კირნათი [ხელვაჩაური], კობალეთი [ხელვაჩაური], ცეცხლაური [ქობულეთი], ოჩხამური [ქობულეთი], ჯიხანჯური [ქობულეთი], ქვედა კვირიკე [ქობულეთი] და მუხაესტატეს მეურნეობის დასახლება [ქობულეთი]. ამის შესახებ „ბათუმელებს“ კომპანია „აჭარის წყლის ალიანსში“ განუცხადეს.
სამუშაოები ამ სოფლებში, როგორც სასმელი წყლის, ასევე წყალარინების [კანალიზაციის] სისტემების მოწყობასაც ითვალისწინებს.
აჭარის სოფლებსა და დაბებში წყლის და წყალარინების თანამედროვე სისტემის მოწყობის პროექტს „აჭარის წყლის ალიანსი“ ახორციელებს, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა – მის აქციებს ფლობენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, ასევე აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი, ბათუმის ჩათვლით.
პროექტის ფარგლებში სამუშაოების ჩატარებაზე „ალიანსს“ საერთაშორისო ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რომელშიც გამარჯვებულად შპს „გზა“ გამოავლინეს. კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 62 მილიონი ევროა.
ამ კონტრაქტის ფარგლებში წყლისა და კანალიზაციის სისტემები უნდა აშენდეს აჭარის 40-მდე სოფელში.
შპს „გზა“ 2005 წელს ბათუმში რეგისტრირებული კომპანიაა და მისი 100 პროცენტი წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა. კომპანიის დირექტორია მალხაზ დუმბაძე. გიორგი ჭყონია არაერთი სხვა კომპანიის მეწილეცაა და ეს კომპანიები ადგილობრივ ტენდერებსაც ხშირად იგებენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ახალი კვლევის მიხედვით, ბიზნესმენმა გიორგი ჭყონიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2023 წლებში 335-მილიონიანი შემოსავალი მიიღო.
„აჭარის წყლის ალიანსის“ ინფორმაციით, „პროექტით დაგეგმილია წყალმომარაგების სათავე ნაგებობების, მაგისტრალური ქსელების, რეზერვუარების, წყალარინების გამწმენდი ნაგებობების, წყალარინების ქსელების, ლაბორატორიების და მუნიციპალური წყალმომარაგების საწარმოების ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა“.
უშუალოდ 2024 წელს კი აშენდება წყალმომარაგების 10 სათავე ნაგებობა, 137 კმ სიგრძის წყალმომარაგების მილები, 9 რეზერვუარი, 7 წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, 978 წყალარინების სპეციალური ორმო [სეპტიკი], 5 წყალმომარაგების კომპანიის ოფისი.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თანადაფინანსებით, KfW ბანკის და ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში ახორციელებს.
„სამშენებლო სამუშაოები იანვრის ბოლოს დაიწყება ქობულეთისა და ხელვაჩაურის სოფლებში: ოჩხმურში, ჯიხანჯურში, ცეცხლაურში, კირნათსა და კობალეთში, ხოლო მაღალმთიან სოფლებში დაახლოებით აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში“ – გვითხრეს „აჭარის წყლის ალიანსში“.
საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად დაგეგმილია ასევე რამდენიმე ხელოვნური ჭაობის აშენებაც. საკანალიზაციო წყლების დამაბინძურებლებისგან გაწმენდა ასეთ „ჭაობებში“ ძირითადად სპეციალურად შერჩეულ მცენარეებზე იქნება დამოკიდებული.
„აჭარის წყლის ალიანსის“ ინფორმაციით ტენდერი ორ ლოტად იყო გამოცხადებული, თუმცა ერთი ლოტი, რომელიც წყალმომარაგების მოწყობას დაბა შუახევში, დაბა ქედასა და ასევე ხელვაჩაურის სოფლებში – ჯოჭოსა და ერგეში ითვალისწინებდა, ჩავარდა.
„წინადადებები იყო, მაგრამ მიუღებელი, ამიტომ ხელახალ ტენდერს ამ ლოტზე იანვრის თვის მეორე ნახევარში გამოვაცხადებთ, დაახლოებით 30 მილიონი ევროს ფარგლებში“ – გვითხრეს „ალიანსში“.
აჭარის სოფლებში საკანალიზაციო ქსელის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი„აჭარის წყლის ალიანსს“ხელახლა ჰქონდა გამოცხადებული, სადაც წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 30 მაისი იყო, თუმცა, ეს ვადა 13 ივნისამდე გადაწიეს.
ამ ტენდერში შპს „გზას“ გარდა, როგორც თავის დროზე „ბათუმელებს“ უთხრეს, 4 უცხოური კომპანიაც მონაწილეობდა.
„შერჩეული ხელშეკრულებების მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები ხელოვნურადაა გაზრდილი და შესაბამისად, სამუშაოთა შემსრულებლებისათვის ზედმეტად არის ანაზღაურებული ჯამურად 527 ათასი ლარი“ – აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესყიდვებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტი.
აუდიტმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 – 2020 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, ანგარიში კი ახლახანს გამოაქვეყნა.
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018-2020 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის შედეგად გამოვლინდა სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის, განხორციელების, ასევე ხელშეკრულების პირობების შესრულების ეტაპებზე არსებული ნაკლოვანებები“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით:
„სააგენტო არ აწარმოებს ბაზრის სათანადო კვლევას, რამაც განაპირობა შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულებების არასწორად განსაზღვრა. შედეგად, უკონკურენტო პირობებში გაიზარდა საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვის რისკი.
საინჟინრო, არქიტექტურული და არქეოლოგიური მომსახურებების შესყიდვებთან დაკავშირებით (როგორც ტენდერების და კონკურსების, ასევე შესყიდვის გამარტივებული საშუალების გამოყენების შემთხვევებში), ვერ იქნა წარმოდგენილი ბაზრის კვლევის დოკუმენტები. შესაბამისად უცნობია, რას ეფუძნებოდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები.
არქეოლოგიური მომსახურებების შესყიდვების სავარაუდო ღირებულებები განსაზღვრულია სააგენტოს არქეოლოგიის სამსახურის მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, რომლებსაც არ ახლავს ბაზრის კვლევის შედეგები და ღირებულებების რესურსული გაანგარიშებები.
ტენდერების უმრავლესობაში მონაწილეობა მიღებული აქვს ერთ პრეტენდენტს და გამარჯვებული გამოვლენილია სავარაუდო ღირებულების ტოლი სატენდერო წინადადების ღირებულებებით“.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ჯამურად 527 ათასი ლარი ზედმეტად არის გადახდილი შემდეგ სამუშაოებზე:
ნოქალაქევის კომპლექსის რეაბილიტაცია – 277.8 ათასი ლარი;
ოპერის თეატრის რეაბილიტაცია – 228.4 ათასი ლარი;
გრაკლიანი გორის არქეოლოგიური მუზეუმის საგამოფენო სივრცის მოწყობა – 20.8 ათასი ლარი;
გარდა ამისა, ოპერის თეატრის რეაბილიტაციის სამუშაოებზე დამატებით გამოვლენილ იქნა ზედმეტად გადახდილი 5.1 ათასი ლარი, რომელიც აუდიტის მიმდინარეობისას დაბრუნებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში.
„ზემოაღნიშნული ნაკლოვანებები სრული სახით გამოვლინდა ნოქალაქევის კომპლექსის საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების პროცესში. აღნიშნული გარემოება მიუთითებს შესყიდვების პროცესში მონაწილე პირთა შორის შეთახმებული ქმედების რისკზე.“ – აცხადებს აუდიტი.
[toggle title=”ნოქალაქევის კომპლექსის რეაბილიტაციაზე აუდიტის შეფასების სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]
აუდიტის ანგარიშის მიხედვით:
ნოქალაქევის კომპლექსის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე სააგენტომ 2015 წლის 8 აპრილს, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, გააფორმა ხელშეკრულება ა(ა)იპ – „საქართველოს მემკვიდრეობასთან“, ღირებულებით – 350 ათასი ლარი.
ვერ იქნა წარმოდგენილი ბაზრის კვლევის დოკუმენტები. უცნობია, რას ეფუძნება სახელშეკრულებო ღირებულება.
ზემოაღნიშნული პროექტის საფუძველზე დაიწყო და შესრულდა კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მხოლოდ I ეტაპი, ღირებულებით 1 295 100 ლარი. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა 8 547 500 ლარს.
2018 წელს სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება კომპლექსის ზემოაღნიშნული პროექტის კორექტირების საჭიროებასთან დაკავშირებით, რისთვისაც გამოცხადებულ იქნა ტენდერი 285.0 ათასი ლარით. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა, იმავე ა(ა)იპ – „საქართველოს მემკვიდრეობამ“, რომელთანაც 2018 წლის 30 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება ღირებულებით 284.8 ათასი ლარი.
ორივე ხელშეკრულებით შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვების პოზიციები არ არის რესურსული მეთოდით გაანგარიშებული (შემსრულებელთა რაოდენობა, დრო, ხელფასი, მივლინება და ა. შ.), ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ბაზრის კვლევის განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
თავდაპირველი და კორექტირებული საპროექტო დავალებების შედარებითი ანალიზით გამოვლინდა რისკისშემცველი გარემოებები, კერძოდ: არის მომსახურებები, რომლებიც გათვალისწინებული იყო როგორც თავდაპირველი, ისე კორექტირებული საპროექტო დავალებებით.
მაგალითად, ორივე პროექტი ითვალისწინებდა კომპლექსის ტერიტორიის გარეთ არსებული ძველი მუზეუმის შენობის ნაცვლად ახალი მუზეუმის შენობის და ტერიტორიის მოწყობის (დენდროლოგიური პროექტი, ვიზიტორთა ცენტრი, მაღაზიები, კვების ბლოკები, შიდა და გარე განათება, ბილიკები და ა. შ.) პროექტირებას.
ახალი მუზეუმის პროექტირება თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით ანაზღაურდა 47 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იგივე მომსახურება
კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით – 90.4 ათასი ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება საწყის და კორექტირებული დავალებების მიხედვით ამ სახის მომსახურებებს შორის მოცულობითი და კონცეპტუალური განსხვავებები/ცვლილებები. აღნიშნულმა გაზარდა მომსახურებების და ანაზღაურების გაორების რისკი.
სააგენტოს მხრიდან რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების საჭიროება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ „2015 წელს შედგენილი სამართლებრივი დასკვნის საფუძველზე ვერ მოხერხდა კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლის კერძო საკუთრებაში არსებული ქონების გამოსყიდვა“, თუმცა თავდაპირველი შესყიდვის ტექნიკურ დავალებაში ეს პრობლემა აღნიშნული არ არის. ასევე უცნობია, კომპლექსის რომელ ობიექტთან იყო დაკავშირებული აღნიშნული პრობლემა.
ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვები განხორციელდა რამდენიმე ეტაპად. რიგ
შემთხვევებში საპროექტო ხარჯთაღრიცხვების პოზიციების ღირებულებები არ შეესაბამება საბაზრო ფასებს, რამაც გაზარდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები და უკონკურენტო ტენდერების პირობებში, ასევე საკონტრაქტო ფასებიც.
კერძოდ, სხვადასხვა ტენდერებით განსაზღვრულ სამუშაოებში:
ხეების გასხვლის სამუშაოებზე, საპროექტო და შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები ფაქტობრივ (საბაზრო) ღირებულებასთან შედარებით, გაზრდილია დანარიცხების ჩათვლით 20.6 ათასი ლარით.
კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ორმოცმოწამეთა ეკლესიის არსებული კრამიტის ბურულის დემონტაჟი და ახალი კრამიტის ბურულის მოწყობააზე შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით ირკვევა, რომ სამუშაოების შემსრულებლის მიერ კრამიტის ფასი როგორც საპროექტო ხარჯთაღრიცხვაში, ისე მიღება-ჩაბარების აქტებში ჩადებული იყო საბაზრო ფასთან შედარებით გაზრდილი ოდენობით. ამ შემთხვევაში ღირებულება გაზრდილია 60.3 ათასი ლარით.
არსებული ძველი მუზეუმის შენობის დანგრევის, სამშენებლო ნარჩენების გატანის და მიწის დამუშავების/გატანის სამუშაოები მიმწოდებელმა „საქართველოს მემკვიდრეობამ“ შეასრულებინა ქვეკონტრაქტორს. მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის მონაცემებსა და ქვეკონტრაქტორისთვის გადახდილ თანხას შორის გამოვლინდა მნიშვნელოვანი სხვაობა. მოცემულ შემთხვევაში საპროექტო ხარჯთაღრიცხვა გაზრდილია 111.5 ათასი ლარით.
მონოლითური რკინაბეტონის საძირკვლის ფილის და კედლების მოწყობის სამუშაოებზე, ერთეული სამუშაოების შრომის ანაზღაურების ოდენობები გაზრდილად არის წარმოდგენილი, რომელიც არ შეესაბამება საბაზრო ფასებს…შედეგად, სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შრომის ანაზღაურების ნაწილში გაზრდილია 38.7 ათასი ლარით.
კომპლექსში შემავალი ახალი მუზეუმის მონოლითური რკინაბეტონის კედლების, სვეტების, რიგელების და გადახურვის ფილების მოწყობის სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შრომის ანაზღაურების ნაწილში გაზრდილია 121.3 ათასი ლარით.
ახალი მუზეუმის კედლების ბლოკით მოწყობის სამუშაოებზე, ორი სახეობის ბლოკის ფასები არ შეესაბამება საბაზრო ფასებს; ახალი მუზეუმის კედლების ბლოკით მოწყობის სამუშაოებზე ხარჯთაღრიცხვა გაზრდილია 46.5 ათასი ლარით.
აუდიტი ასევე ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ „ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის როგორც საპროექტო დოკუმენტაციის, ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვების მიზნით გამოცხადებული ყველა ტენდერის დოკუმენტაციით, პრეტენდენტთა გამოცდილებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებში მითითებულია, რომ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ
ძეგლზე მუშაობის გამოცდილება.
პრეტენდენტთა მიმართ ასეთი მოთხოვნის დაყენების აუცილებლობა ვერ იქნა დასაბუთებული, კერძოდ:
ნოქალაქევის კომპლექსი არ წარმოადგენს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ძეგლს. ანალოგიური სტატუსის (ეროვნული მნიშვნელობის) მქონე სხვა ძეგლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებში, უმრავლეს შემთხვევაში, პრეტენდენტთა მიმართ ასეთი სახის მოთხოვნები დაყენებული არ არის (მათ შორის, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად წარდგენილ ძეგლებზე). ვერ იქნა დასაბუთებული, რატომ იქნა დაყენებული ასეთი მოთხოვნა გამონაკლისის სახით;
მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის – გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით აღნიშნული სახის მოთხოვნა პრეტენდენტთა მიმართ დაყენებული არ არის (მოთხოვნილია ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე მუშაობის გამოცდილება);
ასევე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის – ზემო სვანეთში, უშგულის სოფელ ჩაჟაშში განსახორციელებელ სამუშაოებზე
გამოცხადებულ ტენდერში, გამოცდილებასთან დაკავშირებით, ძეგლის სტატუსი საერთოდ არ არის ნახსენები. შესაბამისად, ამ სამ სხვადასხვა
შემთხვევაში, ძეგლების სტატუსებიდან გამომდინარე, პრეტენდენტთა მიმართ დაყენებულია არაშესაბამისი მოთხოვნები…
ვერ იქნა დასაბუთებული განსხვავება, რატომ ვერ შეასრულებდა ნოქალაქევის რეაბილიტაციის სამუშაოებს კომპანია, რომელსაც აქვს
მაგალითად, დავით გარეჯზე, ალავერდზე, ნიკორწმინდაზე, ვარძიაზე და ა. შ. მუშაობის გამოცდილება. აღნიშნულ ძეგლებთან დაკავშირებით (რომლებიც წარდგენილი არიან მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად), სარესტავრაციო სამუშაოებზე სააგენტო არ ითხოვს ზემოაღნიშნულ გამოცდილებას.
საქართველოში, ჯერჯერობით არსებობს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი მხოლოდ რამდენიმე ძეგლი [სვეტიცხოველი, ჯვარი, სამთავრო, ბაგრატი[უკვე ამოღებულია], გელათი და ზემო სვანეთის უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში (ასევე კოლხეთის ტყე-პარკი, რომელიც ნაგებობას არ წარმოადგენს] და მათ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას, ბუნებრივია, სამუშაოები
შესრულებული ვერ ექნებოდათ, რამაც კონკურენციის არარსებობა განაპირობა.
ზემოაღნიშნულის გამო, ნოქალაქევის კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ყველა ტენდერი გამოცხადდა გამოცდილებასთან დაკავშირებული არააუცილებელი მოთხოვნით, რამაც შეზღუდა კონკურენცია.“
[/toggle]
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018-2020 წლებში ეროვნულმა სააგენტომ სულ 395 ტენდერი გამოაცხადა, საიდანაც 274 ტენდერში [70%] მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა.
„უკონკურენტო ტენდერების ხვედრითი წილი კიდევ უფრო მაღალია იმ ტენდერების საერთო რიცხოვნობაში, რომელთა მიხედვით შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 100 ათას ლარს, ხოლო იქ სადაც კონკურენცია შედგა, მაღალია დისკვალიფიკაციის შემთხვევათა რაოდენობა“ – აცხადებს აუდიტი.
ანგარიშის მიხედვით სააგენტოს შესყიდვების უმრავლესობის საგანს წარმოადგენდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საპროექტო, სარესტავრაციო და ასევე მათთან დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოები. მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებამდე, შესრულებული სამუშაოების (მცირე მოცულობის გარდა) ექსპერტიზის დასკვნები კი მომზადებულია კერძო საექსპერტო კომპანიების მიერ.
„არცერთ დასკვნაში არ არის განხილული სამუშაოთა ერთეულების ფასების საბაზრო ფასებთან შესაბამისობა – განხილულია მხოლოდ ერთეულების ფასების შესაბამისობა სახელშეკრულებო მონაცემებთან.
რაც შეეხება სამუშაოთა მოცულობების რეალობას, შეუსაბამობები უმნიშვნელო ოდენობებითაა გამოვლენილი და განხორციელებული შესყიდვების დიდი ნაწილის მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული ჯამური ღირებულებები უცვლელად არის დადასტურებული სახელშეკრულებო (სატენდერო) ღირებულებებთან მიმართებით.
პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას, ფაქტობრივი ჯამური ღირებულება ზუსტად დაემთხვეს საპროექტო ხარჯთაღრიცხვის მონაცემს“ – ასკვნის აუდიტი.
აუდიტი ანგარიშში ასევე აღნიშნავს, რომ „ცალკეულ შემთხვევებში კონკურენციის შემზღუდველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ასევე ზოგადად, ამ სფეროში ბაზარზე არსებულ პოტენციურ მიმწოდებელთა სიმცირე, საშუალებას იძლევა უკონკურენტო პირობებში კონტრაქტი მიიღონ ისეთმა კომპანიებმა, რომელთა მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასი შესყიდვის ობიექტის დაუსაბუთებელი სავარაუდო ღირებულების იდენტურია. ზემოაღნიშნული წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვის რისკებს.“
დღეს, 2024 წლის 4 იანვარს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, ნიკორწმინდასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია: „გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძეგლს საფრთხე ემუქრება და არის განადგურების რისკის ქვეშ არ შეესაბამება სიმართლეს.“
ამავე განცხადებაში სააგენტო მიუთითებს, რომ „სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია სააგენტოს დაკვეთით 2018 წელს განახორციელა შპს „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრმა“ და ხსენებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 946 175 ლარი.“
აუდიტი თავის შესაბამისობის ანგარიშში [რომელიც 2023 წლის 29 დეკემბერს გამოაქვეყნა] ნიკორწმინდასაც ეხება და აცხადებს, რომ სააგენტოს მხრიდან „პრეტენდენტისადმი მოთხოვნების განსაზღვრისას, კრიტერიუმთან შეუსაბამო გადაწყვეტილების მიღებით, დაიკარგა 171 ათას 100 ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.“
[toggle title=”ნიკორწმინდასთან დაკავშირებულ ტენდერზე აუდიტის დასკვნის სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]
აუდიტის ანგარიშიდან:
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაციის
სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 2018 წლის 19 თებერვალს სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 946.4 ათასი
ლარი.
ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ, რომლებმაც დააფიქსირეს სატენდერო წინადადების შემდეგი ფასები: შპს „იუკონი და კომპანია“ – 775.4 ათასი ლარი და შპს „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრი“ – 946.4 ათასი ლარი.
სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნა გამოცდილებასთან დაკავშირებით, პერსონალის გარდა განსაზღვრული იყო პრეტენდენტის (კომპანიის) მიმართაც, რაც ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, არ შეესაბამება ზემოაღნიშნული კრიტერიუმის მოთხოვნებს.
დაბალი ფასის სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტი, წინადადების დაზუსტების შემდეგ დისკვალიფიცირებულ იქნა იმ მოტივით, რომ ვერ დაადასტურა ნალესობისა და ფერწერის სარესტავრაციო სამუშაოების, ასევე ორნამენტული ქვების კონსერვაციის ჩატარების გამოცდილება.
დისკვალიფიკაციის არგუმენტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ სატენდერო პირობებით აღნიშნული სახის გამოცდილება მოეთხოვებოდა პრეტენდენტს და არა კომპანიის დამფუძნებლებს ან ადმინისტრაციული უფლებამოსილების განმახორციელებელ პირებს, რომელთა გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარდგენილი იყო.
გამარჯვებულად გამოცხადდა სატენდერო წინადადების მაღალი ფასის მქონე პრეტენდენტი − შპს „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრი“, რომელთანაც 2018 წლის 18 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება ღირებულებით 946.4 ათასი ლარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნის ამ სახით ჩამოყალიბების შედეგად, შეიქმნა დისკვალიფიკაციის ფორმალური და შეუსაბამო საფუძველი, ვინაიდან
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის გამოცდილებას და კვალიფიკაციას განსაზღვრავს მისი ადამიანური რესურსის გამოცდილება და კვალიფიკაცია.
ამ შემთხვევაში კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა (რომელიც უშუალოდ სამუშაოების შემსრულებელიც უნდა ყოფილიყო) წარადგინეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები; ასევე წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით (რომელზეც შემსყიდველს პრეტენზია არ განუცხადებია), მხატვარ-რესტავრატორების კომპეტენტურ ჯგუფსაც გააჩნდა შესაბამისი გამოცდილება და კომპეტენცია.
შედეგად, პრეტენდენტისადმი მოთხოვნების განსაზღვრისას, კრიტერიუმთან შეუსაბამო გადაწყვეტილების მიღებით, დაიკარგა 171.1 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
[/toggle]
მთავარი ფოტო: ნოქალაქევი/კულტურული მემკვიდრეობის პორტალი
სკანდინავიის ქვეყნებში ტემპერატურის მკვეთრმა დაცემამ საავტომობილო გზების პარალიზება გამოიწვია.
მედიის ცნობით, შვედეთში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი ღამე დაფიქსირდა, ნიშნულმა -43.6 გრადუს მიაღწია.
შვედეთის ხელისუფლების განცხადებით, ყველა ადამიანი, რომელიც 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ძლიერ თოვლში 1000-მდე მანქანაში იყო ჩარჩენილი, ევაკუირებულია.
BBC-ის ინფორმაციით, მაშველებს მთელი ღამის განმავლობაში გადაჰყავდათ ადამიანები თავიანთი მანქანებიდან.
ფინური მედიის ცნობით, ფინეთში ტემპერატურის ყველაზე მკვეთრი, -42.5 გრადუსამდე დაცემა ლაპლანდიაში დაფიქსირდა. ფინეთის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, -42 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა ამ საუკუნეში მხოლოდ სამჯერ დაფიქსირდა.
ფინმარკში [ნორვეგია] კი ერთდროულად დაფიქსირდა ქვეყანაში ყველაზე ცივი (-42.6) და თბილი (+2,7) ტემპერატურა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ორმა სხვადასხვა მეტეოროლოგიურმა სადგურმა, რომელთა შორის მანძილი მხოლოდ 240 კილომეტრია, ტემპერატურები 44,5 გრადუსიანი სხვაობით დააფიქსირა.
თბილისში, დამწვრობის ცენტრში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულ ორ ბავშვს მკურნალობენ.
„ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ის ახალ წლამდე გადმოიყვანეს რეგიონიდან. მოზარდს დამწვარი ჰქონდა სახე, კისერი, გულმკერდი და ზედა კიდურები, ასევე, აფეთქების შედეგად დაუზიანდა სასუნთქი გზებიც. მას ჩაუტარდა 2 ქირურგიული ოპერაცია, ახლა გაუმჯობესების სტადიაშია“ – უთხრა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ „ბათუმელებს“.
მისივე თქმით, მეორე ბავშვი სახის დამწვრობით, გუშინ, 3 იანვარს შეიყვანეს კლინიკაში.
„გაგვიმართლა, რომ დამწვრობა ღრმა არ არის, თვალებიც დაზიანებული არ აქვს. ბავშვი კლინიკაში ჩვენი დაკვირვების ქვეშ რჩება“.
გუგა ქაშიბაძის თქმით, წელს, ასევე, დამწვრობის ცენტრში მსუბუქი დამწვრობით გადაიყვანეს რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ჩაუტარდათ ამბულატორიული მომსახურება.
ამავე დროს, გუგა ქაშიბაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ პიროტექნიკის აფეთქებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევები წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.
უკვე მეორე წელია ბათუმში, ახალი წლის დღეებში, თურქეთის მოქალაქეების რაოდენობა შესამჩნევად იზრდება. მეზობელი ქვეყნის ათასობით მოქალაქე საქართველოში საგანგებოდ ჩამოდის ახალი წლის შესახვედრად.
ამ ფაქტმა თურქული მედიის ყურადღებაც მიიქცია. თურქული გამოცემა „ჰაბერი“ წერს, რომ სარფის სასაზღვრო პუნქტი გადაჭედილი იყო ახალი წლის საქართველოში გატარების მსურველებით.
„ჰაბერის“ ცნობით, სარფის საზღვრის გავლით თურქეთიდან საქართველოში, ახალი წლის წინ, 29, 30 და 31 დეკემბერს, 67 350 ქვეითი და 6 980 ავტომანქანა შემოვიდა, პირველ იანვარს კი საქართველოდან თურქეთში დაბრუნების მსურველების უზარმაზარი რიგი იყო.
„ჰაბერი“ ესაუბრა თურქეთის რამდენიმე მოქალაქეს, რომელთაც თქვეს, რომ მსგავსი რიგი სარფის საბაჟოზე არ ახსოვთ.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სარფის საბაჟოზე რიგები შენობის გარე პერიმეტრიდან იწყებოდა.
სარფის საბაჟო – კადრი ვიდეოდან
ბათუმში ახალი წლის შესახვედრად ძირითადად საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეები ჩამოდიან, ბათუმში 1-2 დღით რჩებიან და უკან ბრუნდებიან.
___________
ფოტოზე: რიგი სარფის საბაჟოსთან. კადრი „ტიკტოკზე“ გამოქვეყნებული ვიდეოდან.