სიახლეები

148 ორგანიზაციის განცხადება – „არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში“

26.04.2024 •
148 ორგანიზაციის განცხადება – „არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში“

100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან აჩერებს თანამშრომლობას. გარდა ამისა, ყველა მათგანი ამბობს, რომ არ დარეგისტრირდებიან ღირსების შემლახავ რეესტრში.

25 აპრილის 18 საათის მონაცემებით, განცხადებას ხელს აწერს 140-ზე მეტი ორგანიზაცია და ეს სია შეიძლება, კვლავ გაიზარდოს.

გთავაზობთ განცხადებას, რომელთა ხელმომწერებს შორის არის „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელებიც“.

  1. ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს;
  1. ვაცხადებთ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში;
  1. მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს, კვირას, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ შეკრებისკენ ყველას, თუკი ჩაინიშნება მეორე პლენარული განხილვა.

სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს. ეს ქართველი ხალხის ურყევი ნების ღალატია.

არ დარჩენილა სოციალური ფენა, პროფესიული თუ საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელსაც გასულ დღეებში ხელისუფლებისთვის რუსული კანონის გაწვევა არ ეთხოვა. მეცნიერები, სტუდენტები, ექიმები, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები, მეღვინეები, მეწარმეები, ფერმერები და სხვა ჯგუფები, დღეს, ერთად დგანან ისტორიის სწორ მხარეს. ასევე, ყველა საერთაშორისო პარტნიორის: ევროკავშირის, ნატოს, გაეროს, ევროსაბჭოსა და მეგობარი ქვეყნის განცხადებით, რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს. რუსული კანონის განხილვა და მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება, კლავს ქართულ დემოკრატიას და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ უარს ვამბობთ: ა) ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობაზე; ბ) სამუშაო ჯგუფებსა და მრჩეველთა საბჭოებში მუშაობაზე; გ) საერთაშორისო თუ სხვა სამუშაო ფორმატებში ხელისუფლებასთან კოორდინაციაზე.

ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ხალხისთვის. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ ხალხს და გავაგრძელებთ მუშაობას ბავშვების, ქალების, მშრომელების, შშმ პირებისა და სხვა დაუცველი ჯგუფების უფლებების დასაცავად.

სწორედ ამ ხალხის 80%, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეები, მხარს უჭერენ და შრომობენ, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ქართულ ოცნება კი ამ ხალხს აიძულებს, მათივე სურვილის საწინააღმდეგოდ, მონაწილეობა მიიღოს 29 აპრილს დაგეგმილ მთავრობის რუსულ მარშში. მთავრობის რუსული მარშით ხელისუფლება ცდილობს წარსულში დაგვაბრუნოს, მაშინ როცა, ჩვენი მომავალი ევროპაშია. ხელისუფლება უპირისპირდება შვილებს, მომავალ თაობებს, საჯარო მოხელეებსა და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერ აბსოლუტურ უმრავლესობას.

ჩვენი და ქართველი ხალხის პასუხი კი არის:

არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

განცხადება ღიაა შემოერთებისთვის ნებისმიერი ორგანიზაციისა და მედიისთვის.“

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. Ad Hoc რეაგირების ცენტრი
  2. Gundelik
  3. ISFED მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის ოფისი
  4. ა(ა)იპ “ტოლერანტობის სამყარო” 
  5. ა(ა)იპ ,,მართლმსაჯულების სახლი”
  6. ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი”
  7. ა(ა)იპ თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი
  8. ა(ა)იპ მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი “მედიახმა”
  9. ა(ა)იპ ნეოგენი
  10. ა(ა)იპ სტუდენტები ევროპული მომავლისთვის
  11. ა/ო საქართველოს ევროპული მომავალი
  12. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  13. ალიქ მედია ჯორჯია
  14. ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის 
  15. ახალგაზრდების და ზრდასრულთა განვითარების ასოციაცია – YADA
  16. ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი 
  17. ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
  18. ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია
  19. ბათუმელები/ნეტგაზეთი
  20. გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები
  21. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
  22. განვითარების, განათლებისა და სოციალური ჩართულობის ასოციაცია – ADESI 
  23. განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა
  24. გერგარტი
  25. გორის სათემო რადიო მოზაიკა
  26. გურიის სამოქალაქო ცენტრი
  27. დემოკრატიის ინსტიტუტი
  28. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  29. დემოკრატიის მცველები
  30. ევროპის ფონდი
  31. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
  32. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  33. ვი2თექ ჯორჯია
  34. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  35. თავისუფალი ასოციაცია
  36. თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)
  37. თბილისი პრაიდი
  38. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი 
  39. თოლისკური
  40. ილიას სამართლის სახლი (ილიასი)
  41. ინდიგო
  42. ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის
  43. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  44. იორმუღანლოს სათემო ცენტრი
  45. კავშირი საფარი
  46. კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი
  47. კოგნიტიო
  48. კომლი
  49. კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN)
  50. კოშკის სათემო განვითარების ცენტრი
  51. კრეატიული განვითარების ცენტრი
  52. ლომეკი
  53. მართმსაჯულების განვითარების ცენტი
  54. მედია სახლი–სამხრეთის კარიბჭე
  55. მედიაომბუდსმენი
  56. მედიის ინსტიტუტი
  57. მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი
  58. მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)
  59. მონაწილებითი დემოკრატიის ინიციატივა (PDI)
  60. მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD)
  61. მუხრანის საინიციატივო ჯგუფი
  62. მწვანე ალტერნატივა
  63. მწვანე სექტორი
  64. მხარდაჭერისა და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი
  65. ონალაინ-გამოცემა „პუბლიკა”
  66. ორბელიანი საქართველო
  67. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)
  68. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  69. პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის -პსკ
  70. პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის
  71. პლატფორმა სალამი
  72. პრევენცია პროგრესისთვის
  73. პროიუზ საქართველო
  74. პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
  75. რადიო ნორ
  76. რაჭის სათემო ორგანიზაცია
  77. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი
  78. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG)
  79. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  80. საზოგადოება და ბანკები
  81. საზოგადოებრივი მონიტორინგის და კვლევის ცენტრი PMRC
  82. საზოგადოებრივი მოძრაობა “მწვანეები” 
  83. საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
  84. სათემო კავშირი ჰერეთი
  85. სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი
  86. საინიციატივო ჯგუფი – აქტიური მოქალაქეობის აკადემია
  87. საინიციატივო ჯგუფი “მოძრაობა”
  88. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  89. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი (CCA)
  90. სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი
  91. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
  92. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  93. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  94. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  95. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
  96. საორსა
  97. საუნჯე 
  98. საქართველო – დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება
  99. საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია
  100. საქართველოს ამბები / მთის ამბები
  101. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  102. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  103. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
  104. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  105. საქართველოს ევროპული ორბიტა
  106. საქართველოს მომავლის აკადემია
  107. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 
  108. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  109. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითრების ასოციაცია (ACSDG)
  110. საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch)
  111. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
  112. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
  113. საქართველოს შეფასების საზოგადოება
  114. სბგც კავკასია ახალციხის ოფისი
  115. სოლიდარობის თემი
  116. სოფლის განვითარებისა და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი – ლილიფარი
  117. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
  118. სოციალური სამართლიანობის ცენტრი 
  119. სოციალური საწარმო “გუმბათი” 
  120. სტრატეგიული, ორგანიზაციული, და დემოკრატიული პრიორიტეტების ცენტრი (COSDP) 
  121. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  122. უფლებები საქართველო
  123. ფემეა
  124. ფემინა
  125. ფენიქსი 2009
  126. ფოლკლორული საქართველო
  127. ფორსეტი
  128. ფსიქოლოგიის სახლი
  129. ქალები თავისუფლებისთვის
  130. ქალები რეგიონის განვითარებისათვის
  131. ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) – საქართველო
  132. ქალთა ასოციაცია გვირილა
  133. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  134. ქალთა სოლიდარობის ცენტრი
  135. ქალთა ფონდი საქართველოში
  136. ქალი და განვითარება
  137. ქართული მედია ჯგუფი
  138. ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge
  139. ღია სივრცე კავკასია (COS)
  140. ყვარლის ევროკლუბი
  141. შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი ,,ლამპარი”
  142. ჩემი ხარაგაული
  143. ჩვენ განათლებისთვის 
  144. ციფრული ტექნოლოგიების სააგენტო NEO TV
  145. ცოდნის კაფე 
  146. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT
  147. წერტილი
  148. ჭავჭავაძის ცენტი

სია განახლდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: