სიახლეები

რამდენმა საჯარო მოხელემ აიღო ერთდღიანი შვებულება აჭარაში? – სამინისტროებში არ პასუხობენ

29.04.2024
რამდენმა საჯარო მოხელემ აიღო ერთდღიანი შვებულება აჭარაში? – სამინისტროებში არ პასუხობენ

აჭარის სამინისტროებში, აჭარის მთავრობაში, უმაღლეს საბჭოსა და მერიაში არ მალავენ, რომ მათი თანამშრომლების ნაწილი დღეს, 29 აპრილს, თბილისში წავიდნენ „ოცნების“ მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე, თუმცა რაოდენობას არ აზუსტებენ.

„ბათუმელები“ ამ შეკითხვით დაუკავშირდა ოთხივე სამინისტროსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს, თუმცა უწყებებში აქციაზე წასული თანამშრომლების რაოდენობას არ აზუსტებენ. აქ გვითხრეს ინფორმაცია წერილობით გამოგვეთხოვა.

სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.

დღეს, დილის 7 საათიდან საჯარო მოხელეების და „ოცნების“ აქტივისტების მობილიზება იყო ბათუმის სტადიონთან, საიდანაც სამარშრუტო მიკროავტობუსებით აჭარიდან თბილისის აქციაზე მმართველი პარტიის მხარდამჭერები გაემგზავრნენ. აქციაზე წავიდნენ სხვადასხვა სკოლის პედაგოგები, შპს-ების, აიპებისა და სსიპების თანამშრომლები.

დღეს, 29 აპრილს, საღამოს „ქართული ოცნება“ თბილისში, პარლამენტთან რუსული კანონის მხარდასაჭერად კონტრაქციას აანონსებს. ცნობილია, რომ აქციის მონაწილეებს მიმართავს ბიძინა ივანიშვილი, „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, რომელიც გასულ წლის ბოლოს ოფიციალურად დაბრუნდა პოლიტიკაში.

______________

ფოტოზე: ბათუმი, 29 აპრილი, კონტრაქციაზე მიმავალი მოქალაქეები. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: