მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 აპრილი

28.04.2024 •
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 466 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 096]
  • ტანკი – 7 279 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 13 991 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 11 948 ერთეული [+43]
  • MLRS – 1 050 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 776 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 507 ერთეული [+22]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 124 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 16 065 ერთეული [+46]
  • სპეცტექნიკა – 1 971 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 593 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 23 587 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 509 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 869 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 275 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 189 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 372 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: