საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ბათუმის შემოვლითი გზისა და ბათუმი-ანგისა ახალციხის ავტომაგისტრალის დაერთების სამუშაოების გამო ხალვაშის გამზირზე მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება.
„ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე დაგეგმილი ბათუმის შემოვლითი გზის – ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზასთან დაერთების სამუშაოების გამო, 2024 წლის 1 ოქტომბრიდან 5 დღის განმავლობაში, აღნიშნული გზის კმ1-კმ8 [ხალვაშის გამზირი – ანგისის საავადმყოფოდან ე.წ. „მახოს ხიდამდე“] მონაკვეთზე დროებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გარდა ადგილობრივი მაცხოვრებლების მსუბუქი ავტოტრანსპორტისა“ – აცხადებს დეპარტამენტი.
ამ პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ჭოროხის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით.
____________
ფოტო არქივიდან: ბათუმის შემოვლითი გზისა და ხალვაშის ქუჩების დაერთება
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის 21 საათიდან 2 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ჭექა-ქუხილი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით ქარი შესაძლოა გაძლიერდეს წამში 22 მეტრამდე.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 18 – 23 გრადუსი
ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 13 – 18 გრადუსი
ღამით: 8 – 13 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 3-4 ოქტომბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 654 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 370]
ტანკი – 8 883 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა – 17 547 ერთეული [+44]
საარტილერიო სისტემა – 18 855 ერთეული [+33]
MLRS – 1 204 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 963 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 322 ერთეული [+98]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 613 ერთეული [+3]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 25 621 ერთეული [+73]
სპეცტექნიკა – 3 314 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
646 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
32 558 უპილოტო საფრენი აპარატი
579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
18 468 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 469 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
15 450 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
26 765 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„შეუძლებელია არჩევნების გაყალბების გარეშე „ოცნებამ“ არჩევნები მოიგოს. არჩევნების გაყალბებაც ვერ უშველით, რადგან ხალხი გამოვა და გადათელავს ამ ხელისუფლებას,“ – ამბობს რომან გოცირიძე, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი და ეკონომისტი.
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მმართველი პოლიტიკური ძალა არჩევნებს გააყალბებს და ამ გზით შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, „ოცნება“ ვერ დარჩება ხელისუფლებაში, რადგან ხალხი ამის უფლებას არ მისცემს.
გთავაზობთ ინტერვიუს რომან გოცირიძესთან.
ბატონო რომან, რა შემთხვევაში ვერ უშველის არჩევნების გაყალბება „ოცნებას“ ?
შექმნილი ვითარება, გეოპოლიტიკური გარემო, რუსეთის უკრაინაში აგრესია, აქედან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლების პირდაპირ მოღალატეობრივი ქცევა, რუსეთის მეგობარ ქვეყნებში ჩაწერა – იცით, რომ რუსეთმა გამოაქვეყნა არამეგობრული ქვეყნების სია და მათ შორის არაა საქართველო.
ბოლო პერიოდის საშინელი განცხადებები, რომ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ოს და აფხაზ თანამოქალაქეებს, მაგრამ თავიდანვე ჩანდა, რომ ბოდიში უნდა მოგვეხადა რუსეთისთვის. ამას დამატებული წარუმატებლობა ყველა მიმართულებით, ტოტალიტარული რეჟიმის დამყარების მცდელობა რუსული კანონის სახით. ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, წარმოუდგენელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს მნიშვნელოვანი გაყალბების გარეშე.
ერთადერთი, რაც „ქართულ ოცნებას“ შეიძლება დახმარებოდა, ეს იყო ოპოზიციის დაქუცმაცებული გასვლა არჩევნებში, მაგრამ ოპოზიციამ გამოიჩინა კეთილგონიერება და გარდა ერთი-ორი ახირებული პარტიისა, რომლებიც აუცილებლად დარჩებიან გარეთ (1 %-ზე მეტს აიღებენ), ყველამ შეძლო 4 მსხვილ ოპოზიციურ ბლოკში გაერთიანება.
სამწუხაროდ, მეორე მაშველი რგოლი „ოცნებისთვის“ არის წარმატებული პროპაგანდა ომთან დაკავშირებით. დღეისათვის ყურებადი არხი „იმედია“, მოგვწონს თუ არა ეს. შემდეგ მოდის სხვა სამთავრობო არხები – „რუსთავი 2“, „პოსტივი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ამ პროპაგანდას ვერაფერი დაუპირისპირა ოპოზიციამ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ოპოზიციური არხები, ეს თემა ვერ გადატეხეს პატარა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობაში. დიდი ქალაქები ოპოზიციურია, მაგრამ პატარა ქალაქებში პროპაგანდა მძლავრობს.
ყველა დიდ ქალაქში წააგო პროპორციული არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ და შემდეგ მანიპულაციებით მიიწერა გამარჯვება. ახლა გაცილებით დიდი იქნება ოპოზიციის უპირატესობა მსხვილ ქალაქებში. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ლოგიკით უნდა წააგოს, მიუხედავად ამ ომის საფრხის პედალირებისა, იმდენი დანაშაული და შეცდომა აქვთ ჩადენილ-დაშვებული.
დღეს რომ „ოცნებამ“ მოიგოს არჩევნები, კატასტროფა იქნება, პირდაპირ რუსეთს მიგვიერთებენ.
რას ეტყოდით იმ ამომრჩეველს, რომელიც არ აძლევს ხმას „ოცნებას“, ევროკავშირში გაწევრიანება მისთვის პრიორიტეტია, თუმცა აქვს შიში, რომ მაინც „ოცნება დარჩება“, რადგან გააყალბებს?
„ქართული ოცნება“ აყალბებდა ყველა არჩევნებს, მაგრამ „ოცნებას“ ყველა მოგებული არჩევნები არ მოუგია გაყალბების გამო.
„ქართულმა ოცნებამ“ მოიგო ყველა წინა არჩევნები, გვინდა თუ არა ამის აღიარება. ოღონდ გააჩნია გაყალბების ხარისხს და რა უპირატესობას აძლევდა გაყალბებით დამატებული მანდატები.
ისმის კითხვა, თუ გაყალბებული იყო არჩევნები, რატომ არ მოჰყვა მას მასობრივი პროტესტი? მოჰყვა ისეთი პროტესტი, რომელიც სწრაფად ჩაცხრა. ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე, ამომრჩეველზე. ამომრჩეველი ყოველთვის გრძნობს, სად მოუვიდა ზედმეტი ხელისუფლებას.
ამომრჩეველი აუცილებლად იგრძნობს, რომ არჩევნები მოგებული იქნა გაყალბების ხარჯზე. ანუ გაყალბების ზომამ მიაღწია ისეთ მასშტაბს, რომელმაც ხელისუფლების არ დათმობა გამოიწვია და რომ არა გაყალბება, მოიგებდა ოპოზიცია. ამას ამომრჩეველი ორგანულად გრძნობს და ამ მომენტში იფეთქებს.
წინა წლებში, რამდენი მოწოდებაც არ უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას პროტესტზე, ამ აქციებზე მოდიოდა ოპოზიციის მოყვანილი ხალხი. მთავარი ბარომეტრი ის არის, რომ თბილისი მილიონიანი ქალაქია. პროტესტზე ნაწილი მაინც უნდა გამოდიოდეს. მაგალითად, როგორც მოხდა რუსული კანონის დროს, როდესაც პარტიების როლი იყო უმცირესი და 90 % აქციაზე მიმსვლელი იყო გულწრფელად აღშფოთებული ადამიანი. იქ იყო ევროპული მომავლის წართმევის საფრთხის გამო გამოხატული გულწრფელი პროტესტი.
რა შემთხვევაში არ შერჩება „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბება?
იმ შემთხვევაში, თუ გაყალბებით ისინი დარჩებიან ხელისუფლებაში და არა ის ვარიანტი, რაც დღემდე ხდებოდა – გაყალბებით მეტ მანდატებს იღებდნენ, მაგრამ გაყალბების გარეშეც იგებდნენ არჩევნებს.
მაგრამ თუ ხელისუფლებაში დარჩენის ფაქტორი გახდა გაყალბება, მაშინ, რა თქმა უნდა, ხალხი გამოვა და გადათელავს ამ ხელისუფლებას.
მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების როლი. როგორი სიტყვებით შეაფასებენ ისინი არჩევნებს.
შეაფასებენ ასე – „არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, მაგრამ არსებითად შედეგზე გავლენა არ მოუხდენია“ ან მეორე, რაც დაიწერა შევარდნაძის არჩევნების დროს, რომელმაც ვარდების რევოლუცია გამოიწვია. შევარდნაძის არჩევნები არ ჩათვალეს ლეგიტიმურად, ისე, როგორც არ ითვლება ლეგიტიმურად ბელარუსის და რუსეთის არჩევნები. უდიდესი მნიშვნელობა ექნება მათ მიერ დაწერილი შეფასების ფორმულირებას.
ყველაზე მეტი ხმა „ოცნებამ“ მიიღო 2012 წელს -1 181 862-მა (54,97 %) ადამიანმა დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ ყველა არჩევნებზე კარგავდა ამომრჩეველს. მაგალითად, 928 004-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა 2020 წელს, ხოლო 824 755 ხმა მიიღო 2021 წელს. 2024 წლის არჩევნებზე წინა არჩევნების შედეგების გათვალისწინებით და ასევე იმის, თუ როგორ დააზიანა მმართველმა პარტიამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რა შედეგი შეიძლება დადოს „ოცნებამ?“
2012 წლიდან 2024 წლამდე მნიშვნელოვნად შემცირდა აქ ხმის მიმცემი ამომრჩევლის რიცხვი. ეს ადამიანები წავიდნენ უცხოეთში, ასეულ ათასობით. მათი უდიდესი ნაწილი უკმაყოფილო ხალხია და შეგვიძლია ოპოზიციის მომხრედ მივიჩნიოთ. ამან დაასხა „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყალი. ვინაიდან, უცხოეთში წასული ჩვენი მოქალაქეებიდან 2020 წლის არჩევნებში მხოლოდ 12 ათასმა მიიღო მონაწილეობა ანუ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი ემიგრანტების მხოლოდ 1%-მა.
დანარჩენი ხალხი სადაა? ეს ხალხი არის საარჩევნო სიაში, მაგრამ არჩევნებში მოდის 2 მილიონი და რეალურად არის 3,6 მილიონი. სად არის ეს მილიონ ექვსასი ათასი?
მხოლოდ 2023 წელს საქართველოდან გავიდა 164 ათასი ადამიანი. ეს ხომ ამომრჩეველია? ეს არის სამუშაო ძალა, რომელიც დაკარგა საქართველომ და აშშ-ში გადავიდა, ან მექსიკის საზღვრით, ან ევროპაში დარჩა არალეგალურად.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში 2012-2023 წლებში 800 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. აქედან უცხოეთში დარჩა 316 500-ით მეტი მოქალაქე, ვიდრე დაბრუნდა. შედარებისთვის, კახეთის მოსახლეობა არის 303 ათასი. ფაქტობრივად ერთი კახეთი დავკარგეთ ამათი მმართველობის დროს.
„ოცნებას“ აწყობს, რომ უმუშევრები და ოპოზიციურად განწყობილები წავიდნენ. ამასთან, ამ ადამიანებს არ უხსნიან საარჩევნო უბნებს საზღვარგარეთ.
გაცილებით პატარაა მოლდოვა საქართველოსთან შედარებით და მოლდოვამ უცხოეთში 228 საარჩევნო უბანი გახსნა, ხოლო საქართველოს გახსნილი აქვს 60 უბანი, ოთხჯერ ნაკლები, მაშინ როცა ჩვენი მოსახლეობა მეტია, ვიდრე მოლდოვის. რეალურად „ოცნების“ ინტერესია ქვეყანა დაიცალოს, რადგან უკმაყოფილო ხალხი ტოვებს ქვეყანას.
თქვენი ვარაუდით და წინა არჩევნებზე დაკვირვებით, გაყალბების გარეშე რა შედეგის მიღება შეუძლია „ოცნებას?“
რეალური არის ის, რომ წარმოუდგენელია ამ ვითარებაში მოიგონ, მიუხედავად იმისა, რომ მათზე მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი – ომი და ომის საფრთხის პროპაგანდა, 800 ათასამდე ჩვენი მოქალაქის უცხოეთში წასვლა, რომელთა დიდი ნაწილი ოპოზიციურადაა განწყობილი და რომელთაც ხმის მიცემის უფლება წაართვეს, რადგან უბნებს არ უხსნიან. და, რა თქმა უნდა, მაღალი საარჩევნო ბარიერი.
მაგრამ არსებული განწყობილებით და საერთაშორისო კლიმატით, ეს ფაქტორებიც კი ვერ უშველის „ქართულ ოცნებას“. ანუ მათი მაშველი არის გაყალბება. გაყალბების გარეშე „ქართული ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებს. შექმნილ ვითარებაში არ არის საკმარისი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ მაშველი რგოლებით ისარგებლოს.
წინა მოწვევის პარლამენტში „ოცნებას“ ჰყავდა 30 მაჟორიტარი. ახლა ეს გარანტირებული მანდატები გამოეცალა. რა შანსს აძლევს ეს ფაქტორი ოპოზიციას, მეტი ხმა მიიღოს?
რა შეიცვალა 2020 წელთან შედარებით ოპოზიციის სასარგებლოდ? ორი რამ – ერთი ის, რომ პირდაპირ ღალატის გზას დაადგა „ქართული ოცნება“, იმ წარმოუდგენელი ნაბიჯებით, რაც გადადგა დასავლეთის წინააღმდეგ, ამასთან რუსეთს მხარი დაუჭირა და მეორე, 30 მაჟორიტარის, ფეოდალური სისტემის გაუქმება. ეს არის მნიშვნელოვანი დადებითი ფაქტორი, რომ „ქართული ოცნება“ ვერ დარჩეს ხელისუფლებაში.
5 %-იანი ბარიერი რა გავლენას მოახდენს ამ არჩევნების შედეგებზე?
ეს არის ძალიან მძიმე ბარიერი. ორი პარტია, რომელიც 1 %-ზე მეტს აიღებს და პირობითად ახირებულები ვუწოდოთ, ესენი არცერთ ბლოკში არ შევიდნენ და ამ პარტიების ხმები ოპოზიციისთვის პირდაპირ დაკარგულია. არჩევნების შემდეგ ამ ხმებს გადაინაწილებს „ოცნება“ და ოპოზიცია. მაგრამ ეს უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ის, რომ ესენი რომელიმე ბლოკში შესულიყვნენ.
რამდენიმე დღის წინ დაწერეთ, რომ „არ ყოფილა საქართველოს არჩევნების ისტორიაში, მაღალი ბარიერის შემთხვევაში ოთხ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტს დაეძლიოს ბარიერი“. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ამ 4 ოპოზიციური კოალიციიდან ერთი მაინც ბარიერს მიღმა დარჩება?
საქართველოს არჩევნების ისტორიაში, მაღალი ბარიერის პირობებში როცა ჩატარდა არჩევნები და ასეთი არჩევნები იყო 7, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ოთხ ოპოზიციურ ბლოკს გადაელახოს ბარიერი. უფრო მეტიც, სულ ორჯერ მოხდა, რომ სამი ოპოზიციური ბლოკი შევიდა პარლამენტში. უფრო ჩვეულებრივი სქემა იყო, იმარჯვებდა ერთი პარტია, რომელიც სახელისუფლებო ხდებოდა და მეორე, რომელიც ოპოზიციაში აღმოჩნდებოდა. ბევრჯერ ყოფილა, როცა მხოლოდ ორი სუბიექტით იყო პარლამენტში პოლიტიკური ძალები წარმოდგენილი.
ამიტომ ოთხი ოპოზიციური ბლოკის შემთხვევაში არის რისკი, რომ ერთი რომელიღაცა პარლამენტს გარეთ დარჩეს. ეს ნიშნავს, ამ ხელისუფლების ძალაუფლების შენარჩუნებას.
დიდი ალბათობით, ყველა ოპოზიციური ბლოკი გადალახავს ბარიერს, მაგრამ ფაქტია, რომ რისკები არსებობს.
ბარიერი ძალიან სარისკოა, თუმცა ოპოზიციამ მაინც მოახერხა, იმ რაოდენობით მოეზიდა პოლიტიკური პარტიები, რომ რისკი მინიმუმამდე დასულიყო.
თქვენი აზრით, რამდენად აქვთ ეს რისკები გაცნობიერებული ამ ოპოზიციურ დაჯგუფებებს და რისი გაკეთება შეიძლება ამ რისკების დასაზღვევად?
ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ამ რისკების დასაზღვევად იყო ყველას სურვილი, რომ გაერთიანებულიყო „ლელო“ და გახარიას პარტია, მაგრამ ძალიან გვიან დაიწყო პროცესი. ტექნიკურად, სამართლებრივად, პოლიტიკურად, ფინანსურად თუნდაც როცა ამდენია დახარჯული ამა თუ იმ ბლოკის ნომრის ცნობადობის ასამაღლებლად, ეს იყო შეუძლებელი.
გაერთიანებაზე მოლაპარაკებები თუნდაც ერთი თვით ადრე რომ დაწყებულიყო, მეტი დრო რჩებოდა მოლაპარაკებებისთვის. ამიტომ ახლა რომელიმე მხარის დადანაშაულება არ იქნება სწორი.
ყველა პოლიტიკური მიმომხილველი ამბობს, რომ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში „ოცნება“ საქართველოს გადააქცევს იზოლირებულ, ღარიბ, რუსეთზე დამოკიდებულ ქვეყნად. თქვენი აზრით, რამდენად აქვს ეს ამბავი გათავისებული რიგით ამომრჩეველს?
სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის რისკები არ აქვს გაცნობიერებული ყველას, თუ რამდენად ცუდი შეიძლება ეს იყოს. „ოცნების“ დარჩენა იქნება საერთაშორისო იზოლაციის დასაწყისი.
ყველა საერთაშორისო დახმარება შეწყდება. მაგალითად, 800 მილიონი დოლარი ჩაგვირიცხა სავალუტო ფონდმა, რომ ლარი არ განადგურებულიყო. ამის მეშვეობით შეინარჩუნა ლარმა მდგრადობა. მსგავსი რამ არასდროს მოხდება იზოლირებულ ქვეყანაში. მათ შორის შეჩერდება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც აქამდე ხორციელდებოდა.
იზოლირებულ ქვეყანაში ძალიან გართულდება გზების და გვირაბების გაყვანა. უვიზო მიმოსვლა გაჩერდება. ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქე ვიზას ვერ მიიღებს. წინათ კი იყო დიდი რიგები ვიზებზე, თვეობით, მაგრამ ის რიგები საოცნებო გაგვიხდება. ვინაიდან ნებისმიერი განაცხადი ვიზის მიღებაზე ამ ქვეყნების საკონსულოების მიერ იქნება აღქმული როგორც იქ დარჩენა და უკან არ დაბრუნება.
ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა და რუსეთი მძლავრად შემოაბიჯებს საქართველოში.
ქედაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძენწმანის მეჩეთი დაშალეს. ეს მეჩეთის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის ნაწილია.
ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო პროექტები გაძვირდა. მეჩეთების რეაბილიტაციის სატენდერო თანხა 650 ათას ლარს შეადგენს.
ადგილი, სადაც ძენწმანის მეჩეთი იდგა
„ბათუმელები“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, სოფიო სანიკიძეს ესაუბრა. მას ვკითხეთ, ძეგლის სრული დემონტაჟი იყო თუ არა შეთანხმებული სააგენტოსთან, როგორ მოხერხდება ძეგლის ავთენტური სახით შენარჩუნება, დაახლოებით რა ვადაში უნდა აღადგინონ ძეგლი, როგორ არის შესაძლებელი ძეგლის ორნამენტების, მოჩუქურთმებული მოაჯირისა და სვეტების შენარჩუნება და ა.შ.
სოფიო სანიკიძე ამბობს, რომ ადგილზე მიმდინარე სამუშოები ტენდერით გათვალისწინებულ სამუშაოებს შეესაბამება.
„ძენწმანისა და ზვარეს მეჩეთების სრული რესტავრაცია იგეგმება პირვანდელი სახით.
მე-19 საუკუნის ბოლოსაა ეს მეჩეთები აშენებული და დამპალია ფაქტობრივად. ვიყავით და ყველაფერი ვნახეთ. ინტერიერის რაღაც ნაწილები დაკარგულია, ჩამოცვენილი, ჩამოშლილი, რაღაც ნაწილები არის საღი.
დაშლილი ნაწილები დაინომრა, რა თქმა უნდა, რესტავრატორების მეთვალყურეობით. გადატანილია ეს ნაწილები გურიაში, სოფელ ზოდში, სადაც გაიწმინდება, დაზიანებული ნაწილები აღდგება და დამუშავდება სპეციალური ხსნარით… გაცილებით ადრე, წლების წინ უნდა მომხდარიყო ამ მეჩეთების რესტავრირება. ძალიან დაზიანებულია“ – ამბობს სოფიო სანიკიძე.
მისი თქმით, რესტავრაციის პროცესში ჩართულები არიან სპეციალისტები და მეჩეთის დაკარგული ნაწილები ნიმუშის მიხედვით აღდგება. სოფიო სანიკიძის თქმით, მეჩეთი პირვანდელ სახეს შეინარჩუნებს:
„თუ პირვანდელი სახე არ ექნა, მაშინ ის დაკარგავს ძეგლის ღირებულებებს. გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ასე არ იქნება. პროექტის მიხედვით რესტავრირდება და შესაბამისად, მონიტორინგის სამსახური პერიოდულად განახორციელებს ზედამხედველობას. როგორც კი დაიწყება დეკორატიული ელემენტების რესტავრირება, იქ უკვე ჩაერთვება ჩვენი რესტავრატორი და თავიდან ბოლომდე გააკონტროლებს ყველაფერს“.
ძენწმანის დაშლილი მეჩეთი
სოფიო სანიკიძეს ვკითხეთ, დაშლილი მეჩეთის კიდევ უფრო დაზიანების საფრთხე ხომ არ არის, რადგან ხის ფიცრები ღია ცის ქვეშ სველდება.
„ნელ-ნელა ხდება ამ ნაწილების გადატანა. ყველა ნაწილი უნდა იყოს გადატანილი. …იმ დღესაც წვიმდა სხვათა შორის და შევწუხდით, რადგან [წვიმა] ესხმებოდა და მართალი ხართ, ისედაც დამპალს რომ დაასხამ წყალს, ხომ სულ გაფუჭდება. ამიტომ მოვითხოვეთ, რაც შეიძლება სწრაფად, მნიშვნელოვანი, ფასეული ნაწილები გადაიტანონ პირველ რიგში”.
ძენწმანის მეჩეთის რეაბილიტაცია ხელშეკრულების მიხედვით2025 წლის 15 ოქტომბერს უნდა დასრულდეს, თვითმმართველობის არჩევნების წინ.
სპეციალისტების შეფასებით, ძენწმანის მეჩეთი განსაკუთრებულ ყურადღებას თავისი ავთენტურობის ხარისხით იქცევს. ის მე-19 საუკუნეში, სავარაუდოდ, პირველ ნახევარშია აგებული და უცვლელი სახითაა შემორჩენილი. მეჩეთს აქვს უნიკალური მხატვრული გაფორმება.
შენობისთვის გამოყენებულია ხე და ქვა, სახურავად კი – კრამიტი.
თიბისი ბიზნესისა და დიზაინ ინსტიტუტის ინიციატივით, 4 და 5 ოქტომბერს ჩატარდება შემოქმედებით კემპი, რომელიც არის ინტენსიური პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. კურსი ბიზნესის წარმომადგენლებს დაეხმარება ბიზნესის სტრატეგიის და შემოქმედებითი რესურსების მართვაში.
შემოქმედებით კემპს გაუძღვებიან:
კოკა ქამუშაძე
ნიკუშა ანთაძე
ეკა ბაბუნაშვილი
ბეკი ფანცხავა
ნინო ეგაძე
გიორგი ქვლივიძე
კურსი ჩატარდება ფიზიკურად, 4 და 5 ოქტომბერს, 10:00 დან 16:30 საათამდე დიზაინ ინსტიტუტში.
დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] შემცველობის მატება საქართველოს ტერიტორიაზე 30 სექტემბრიდან ფიქსირდება, „რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.“
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ბათუმში მტვრის შემცველობის მაჩვენებელი დილით გაცილებით ცუდი იყო, ვიდრე დღის პირველი საათისთვის.
ავტომატური სადგურების მიერ ბათუმში 30 სექტემბერს ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10] შემცველობის შემდეგი მაჩვენებლები დაფიქსირდა: „ცუდი“ და „დამაკმაყოფილებელი“,
წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე მოცემულია ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც.
ამ რეკომენდაციების მიხედვით:
თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „ცუდი“, ამ შემთხვევაში:
„ყველამ შეიძლება განიცადოს ზემოქმედება ჯანმრთელობაზე; ხოლო, სენსიტიური ჯგუფების წევრები შესაძლებელია განიცდიდნენ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, ვიდრე მოსახლეობა ზოგადად;
შემდეგმა ჯგუფებმა თავი უნდა აარიდონ გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირები ბავშვები და ხანდაზმულები;
ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა.“
თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „დამაკმაყოფილებელი“, ამ შემთხვევაში:
„ჰაერის დაბინძურებისადმი სენსიტიური ჯგუფები შესაძლებელია განიცდიდნენ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. თუმცა მთელი მოსახლეობისათვის მავნე ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.
შემდეგმა ჯგუფებმა უნდა შეამცირონ გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირები ბავშვები და ხანდაზმულები“.
„ტრანსასაზღვრო დაბინძურების“ გარდა აღნიშნული ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელი, დიზელის ძრავები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამაბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.
მტვრის ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე:
თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალ, პირველი ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-ბალიანი შტორმული ღელვა.
„მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს პატარ-პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე – საშუალო“ – იუწყება სააგენტო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 653 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 250]
ტანკი – 8 874 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 17 503 ერთეული [+27]
საარტილერიო სისტემა – 18 822 ერთეული [+27]
MLRS – 1 204 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 963 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 224 ერთეული [+38]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 610 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 25 548 ერთეული [+53]
სპეცტექნიკა – 3 313 ერთეული [+16]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
646 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
32 527 უპილოტო საფრენი აპარატი
579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
18 460 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 469 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
15 400 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
26 741 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
კვირის დაიჯესტით შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ამბებს, რომლებიც 21-28 სექტემბერს მოხდა საქართველოში ან/და გავლენას ახდენს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ევროპის რამდენიმე ქალაქში საარჩევნო უბნებს არ ხსნის. ამის პარალელურად კი ემიგრანტების ნაწილი ამომრჩეველთა სიებში ვერ პოულობს საკუთარ თავს. დადგინდა, რომ საარჩევნო პროცესში მონაწილეობას მიიღებს 19 პოლიტიკური გაერთიანება.
ე.წ. რუსული კანონის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კვლავ უცნობია.
გასულ კვირას ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა შედგა ამერიკაში, პოლიტიკოსებმა ომის დასრულების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ამერიკაში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძეც, თუმცა კობახიძის მიწვევა ბაიდენის ტრადიციულ მიღებაზე გაუქმდა.
ბაიდენის ტრადიციული მიღება მნიშვნელოვან დიპლომატიურ ღონისძიებას წარმოადგენს და მიწვევის გაუქმება მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება დასავლურ ღირებულებებსა და მოლოდინებს.
ეს ფაქტი ხაზს უსვამს საქართველოსა და დასავლეთს შორის არსებული ურთიერთობის გაუარესებას, რაც შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში რუსული გავლენის ზრდამ და დემოკრატიის უკუსვლამ.
კობახიძის მიწვევის გაუქმება შესაძლოა შიდა პოლიტიკაშიც გავლენიანი გახდეს. კვირის მთავარ ამბადაც შეგვიძლია ეს საგანგაშო პოლიტიკური ჟესტი დავასახელოთ.
ბუკნარში, ძველ, მიტოვებულ შენობაში, უსახლკაროები შეიჭრნენ. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას და საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
შენობაში, სადაც უსახლკაროები შეიჭრნენ, ადრე მაღაზია იყო, ამჟამად კი მიტოვებულია.
„სანაგვედაა ეს შენობა ქცეული. არანაირი საცხოვრებელი პირობები აქ არაა, მაგრამ ჩვენთვის, უსახლკარო ხალხისთვის, ეს გამოსავალია. აქ ვაპირებთ იქამდე ყოფნას, სანამ მთავრობა საცხოვრისით არ დაგვაკმაყოფილებს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ დალი თებიძემ, ერთ-ერთმა უსახლკარომ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით ძველ შენობაში დაახლოებით 25 უსახლკარო ოჯახი შეიჭრა.
„ამ შენობაში, სადაც უსახლკაროები შემოიჭრნენ, ოდესღაც მაღაზია ყოფილა. ახლა მიტოვებულია, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და აპირებენ აუქციონზე გაყიდვას. წუხელ შემოიჭრნენ უსახლკაროები, ითხოვენ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს.
ეს ხალხი წლებია ეძებს სამართალს და საცხოვრებელს. შეიჭრნენ ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობაში, შეიჭრნენ ჯავახიშვილზე, ხელვაჩაურში, მაგრამ ყველა ადგილიდან გამოაძევეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ორგანიზაცია „ხმა ერისა, ხმა ხსნისას“ წარმომადგენელი ნაილი ფერაძე.
მისი თქმით, ეს ორგანიზაცია უსახლკაროთა და იპოთეკით დაზარალებულთა უფლებებს იცავს.
როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, ბუკნარში, შენობასთან, რომელშიც უსახლკაროები შეიჭრნენ, იმყოფება აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე.
„ბათუმელებთან“ საუბარში მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ის მზადაა თითოეულ უსახლკარო ოჯახს ინდივიდუალურად შეხვდეს ხვალ, 30 სექტემბერს, მათ პრობლემებს მოუსმინოს და მისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვიტოს მათი საკითხი.
თუმცა მინისტრის მოადგილის დაპირებების არ სჯერათ უსახლკაროებს.
„როცა სხვა ადგილებში შევიჭრებოდით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ედუარდ ნაკაშიძე მიდიოდა და ჰპირდებოდა ოჯახებს ოღონდ ახლა გამოდით და დაგეხმარებითო. გამოდიოდა ეს ხალხი და ტყუილი აღმოჩნდებოდა მერე ეს დაპირება.
თუ არ მოვა მთავრობის წარმომადგენელი, არ ვაპირებთ აქედან სადმე წასვლას. ედუარდ ნაკაშიძე კი მოვიდა, მაგრამ გვეუბნება მაგ საკითხში კომპეტენტური არ ვარ და ვერ დაგპირდებით ვერაფერსო. მოვიდეს ის, ვინც კომპეტენტურია და დაგველაპარაკოს. ვითხოვთ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას, რადგან ხალხი დაიღალა ცრუ დაპირებებით, მაგრამ რიჟვაძე არ გვხვდება ცოცხალი თავით,“ – ამბობს ნაილი ფერაძე.
ნაილი ფერაძე მოუწოდებს მთავრობის წარმომადგენლებს, მივიდნენ და შეხვდნენ უსახლკარო ადამიანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში უსახლკაროები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აანონსებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 სექტემბრის 21 საათიდან 30 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში, რომელიც შესაძლოა გაძლიერდეს 20-25 მ/წმ-მდე;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 26 – 31 გრადუსი
ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 8 – 13 გრადუსი
ზღვის ღელვა: 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, პირველ და 2 ოქტომბერს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 651 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170]
ტანკი – 8 869 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა – 17 476 ერთეული [+38]
საარტილერიო სისტემა – 18 795 ერთეული [+62]
MLRS – 1 204 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 962 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 186 ერთეული [+93]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 610 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 25 495 ერთეული [+84]
სპეცტექნიკა – 3 297 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
646 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
32 503 უპილოტო საფრენი აპარატი
579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
18 454 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 469 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
15 370 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
26 695 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
Die in Berlin ansässige Organisation „Gza“ hat bereits zahlreiche Aktionen sowohl gegen das russische Gesetz als auch zur Unterstützung der Ukraine durchgeführt. Giorgi Kakabadze, einer der Gründer der Organisation, ist Student. Er studiert Geschichte und schreibt derzeit seine Doktorarbeit über „Erinnerungspolitik“ an der Freien Universität Berlin.
Gaga Gogoladze, der ebenfalls aktiv in der Organisation mitarbeitet studierte Internationale Beziehungen. Zurzeit arbeitet er an einem Projekt des Berliner Senats. Den größten Teil seiner Freizeit widmet er der Arbeit in der Organisation.
Das Ziel von „Gza“ ist es, die georgische Kultur und die georgischen Anliegen in Deutschland bekannt zu machen.
Was für eine Organisation ist „Gza“ und was ist ihr Ziel?
Giorgi Kakabadze:
Unsere Organisation nimmt derzeit eine offizielle Form an, d.h. sie wird als Verein registriert und anerkannt. Die Initiativgruppe hat der Organisation den Namen „GZA“ (Georgisches Zentrum im Ausland) gegeben.
Zunächst haben wir Aktionen im Zusammenhang mit dem Krieg in der Ukraine durchgeführt, um unsere Solidarität mit der Ukraine zu zeigen und gleichzeitig die georgischen Behörden daran zu erinnern, eine klare Position zu diesem Thema einzunehmen.
Nach der Einführung des „Agentengesetzes“ in Georgien wurden wir noch aktiver. Wir haben gemerkt, dass viele Menschen nichts über die Probleme Abchasiens oder der Region Zchinwali wissen. Deshalb haben wir beschlossen, eine Organisation zu gründen, um den Kampf für die europäische Integration Georgiens zu strukturieren.
Neben den politischen Aktivitäten verfolgen wir auch kulturelle Ziele. Wir wollen zeigen, wie sich Georgien entwickelt und vor welchen Herausforderungen es steht. Gleichzeitig setzen wir uns aktiv gegen die russische Propaganda ein, indem wir Informationen in deutscher und englischer Sprache veröffentlichen, um ein breiteres Publikum zu erreichen.
Giorgi Kakabadze
Unser Ziel ist es, Georgien als Teil der westlichen Welt zu etablieren. Viele Politiker in Georgien sagen, sie wollen in die EU, aber sie führen das Land in eine ganz andere Richtung – sie schicken ihre Kinder in den Westen, aber sie kümmern sich nicht um das Wohl der georgischen Gesellschaft. Wir wollen, dass die positiven Entwicklungen, die wir hier in Europa sehen, auch in Georgien Fuß fassen. Das ist unsere Hauptmotivation.
Wie läuft die Registrierung einer Organisation im Ausland ab?
Im Vergleich zu Georgien ist der Prozess zwar anspruchsvoll, aber nicht allzu kompliziert. Unsere Organisation wird nicht als klassische NGO registriert, sondern als Verein. Dafür benötigen wir eine Satzung, die den geltenden Gesetzen entspricht. Diese Satzung beschreibt unsere Werte, Ziele und geplanten Aktivitäten.
Wir haben uns an einer Vorlage orientiert und diese an unsere Interessen angepasst. Nachdem die Satzung fertig war, hielten wir am 4. Juli eine Gründungssitzung ab. Das unterschriebene Protokoll und die Satzung wurden dann an das Finanzamt geschickt, das prüft, ob sie den gesetzlichen Anforderungen entspricht. Schließlich wird ein Gericht über die offizielle Registrierung entscheiden. Wir rechnen damit, dass dieser Prozess im Oktober abgeschlossen sein wird. Es ist kein schwieriger Prozess, aber er erfordert Geduld.
Giorgi Kakabadze
Obwohl wir einen Vorstand und einen Vorsitzenden haben, kann niemand allein Entscheidungen treffen, insbesondere bei sensiblen Themen. In solchen Fällen entscheiden wir mit Mehrheit.
Woran arbeitet der Verein heute?
In letzter Zeit haben sich viele Projekte angesammelt. Deshalb haben wir verschiedene Strukturen geschaffen, die für die einzelnen Projekte verantwortlich sind – sie entwickeln konkrete Projekte und stimmen diese dann mit den anderen Gruppenmitgliedern ab.
Unser Ziel ist es, dass möglichst viele Menschen in Deutschland wählen gehen. Wir glauben, dass Beteiligung die Qualität der Demokratie verbessert. Im Team erstellen wir Karten und Beiträge. Im Moment arbeiten wir mit mehreren Organisationen zusammen, darunter „Promotion Georgia“ und „Generations for the Country“. Außerdem unterstützen uns Organisationen in Georgien bei der Informationsbeschaffung.
Wir haben Statistiken erhalten, nach denen im Jahr 2021 etwa 42.000 Georgier legal nach Deutschland eingereist sind. Davon sind etwa 30.000 wahlberechtigt, der Rest sind Kinder.
An den letzten Wahlen in Deutschland haben nur etwa 1.500 Georgier teilgenommen, das ist sehr wenig.
Wir helfen den Menschen zu überprüfen, ob sie konsularisch registriert sind und posten dazu regelmäßig in verschiedenen sozialen Netzwerken wie Instagram und Facebook. Vor allem auf Instagram sind unsere Beiträge sehr beliebt. Wir haben auch damit begonnen, Videos zu drehen, die erklären, wie Georgier im Ausland an Wahlen teilnehmen können.
Das häufigste Problem ist, dass viele nicht wissen, wo sie sich registrieren müssen. Deshalb haben wir Informationen recherchiert, Designs erstellt und Videos produziert, die wir täglich veröffentlichen.
Viele Menschen befürchten Wahlbetrug, aber in Wirklichkeit liegt die Betrugsrate immer zwischen 5 und 10 %. Diese Befürchtung mindert das Vertrauen vieler Menschen in den Prozess und verschärft das Problem.
Derzeit sind etwa 600.000 Georgier im Ausland wahlberechtigt, aber nur 12.000 von ihnen haben bei den letzten Wahlen ihre Stimme abgegeben. Wenn 50 Prozent dieser Wähler an den Wahlen teilnehmen würden, wäre die Fälschungsrate nicht mehr so hoch.
Was passiert, wenn ein Wähler illegal eingereist ist?
Auch dann kann er wählen, das ist überhaupt nicht gefährlich. Wir haben mit den Politikern hier darüber gesprochen und es besteht kein Risiko – das wird auch von der Opposition immer wieder betont. Der rechtliche Status einer Person hat keinen Einfluss auf das Wahlrecht.
Demonstration in Berlin
Es stimmt nicht, dass die Polizei kommt und jemanden bei der Stimmabgabe verhaftet oder in sein Herkunftsland zurückschickt. Dafür gibt es keine gesetzliche Grundlage und es ist auch noch in keinem Land vorgekommen.
Bis wann kann die konsularische Registrierung beantragt werden?
Nach unseren ersten Informationen war die Online-Registrierung bis zum 15. September möglich. Danach besteht die Möglichkeit, sich persönlich im Konsulat in das Wählerverzeichnis eintragen zu lassen. Nach verschiedenen Quellen soll die Online-Registrierung auch bis zur Öffnung der Wahllokale, also bis spätestens einen Monat vor der Wahl, also bis zum 26. September, möglich sein. Da CESKO (The Election Administration of Georgia) dies jedoch nicht offiziell bestätigt hat, herrscht auch bei uns eine gewisse Unsicherheit.
Aus diesem Grund orientieren wir uns vorsichtshalber am frühesten Termin.
Wie können Jugendliche an Ihrer Kampagne teilnehmen?
Junge Menschen können sich jederzeit an unserer Kampagne beteiligen – unsere Tür steht allen offen. Es wäre großartig, wenn Sie uns über Facebook oder eine andere Social-Media-Plattform kontaktieren würden. Wir reagieren auf allen Plattformen sehr schnell.
Zum Beispiel haben schon viele Schüler den Wunsch geäußert, mit uns zusammenzuarbeiten. Manchmal fällt es uns jedoch schwer, sie in unsere laufenden Projekte einzubinden. Für diese jungen Leute möchten wir unsere TikTok-Seite, die wir in naher Zukunft einrichten wollen, zur Verfügung stellen. Meistens brauchen wir Hilfe bei der Vorbereitung von Veranstaltungen. Wenn wir weiter wachsen, wird natürlich auch die Arbeit zunehmen.
Wenn jemand Ideen einbringen möchte, sind wir jederzeit bereit, diese zu diskutieren und bei der Umsetzung zu helfen.
Wie werden Veranstaltungen geplant?
Die Planung von Demonstrationen ist ein recht komplexer Prozess, der viel Arbeit erfordert. Am Anfang war es einfacher – wir mussten uns nur beim Konsulat anmelden. Aber mit der Zeit wuchs die Zahl der Teilnehmer und wir standen vor der Herausforderung, spezielle Ausrüstung zu beschaffen.
Anfangs haben wir das Geld dafür selbst gesammelt. Aber als die Zahl der Teilnehmer wuchs, brauchten wir eine Bühne und ein Mikrofon, um zu den Leuten sprechen zu können. Schließlich bauten wir die Bühne selbst und kauften dank der Spenden unserer Unterstützer einen Lautsprecher. Leider haben wir keine finanziellen Mittel und sind daher sehr auf Spenden angewiesen, für die wir sehr dankbar sind.
Nach unserer Erfahrung ist es am besten, eine Veranstaltung mindestens zwei Wochen im Voraus zu planen. Aus technischer Sicht müssen wir genau festlegen, wer spricht, in welcher Reihenfolge und wie lange die Redner sprechen, um sicherzustellen, dass der Inhalt nicht anstößig ist. Wir müssen auch organisieren, von wem wir ein Fahrzeug für den Transport bekommen, und viele andere Details klären. Das alles kostet Geld.
Am Anfang hat uns eine Bühne zwischen 100 und 120 Euro gekostet. Es war nicht einfach, eine eigene Bühne zu bauen, und auch heute noch ist der Auf- und Abbau ein sehr zeitaufwendiger Prozess. Diejenigen, die aktiv an der Organisation beteiligt sind, arbeiten oft bis spät in die Nacht.
Um den Überblick zu behalten, haben wir eine Checkliste mit 21 Hauptpunkten und weiteren Unterpunkten erstellt, die uns hilft, die Veranstaltungen erfolgreich durchzuführen.
Manchmal gab es Probleme mit den georgischen Medien, die unsere Aktionen als die von Migranten bezeichneten, obwohl unsere Organisation „Gza“ heißt. Für uns ist es sehr wichtig, dass die Organisation korrekt benannt wird, da dies unsere Arbeit erleichtert und effizienter macht.
Gaga Gogoladze:
Wenn unsere Arbeit in den Medien richtig dargestellt wird, bekommt sie mehr Aufmerksamkeit und wird ernster genommen. Die Leute sehen uns nicht nur als Migranten, die nebenbei Instagram benutzen. Außerdem haben wir hier Kontakte zu vielen Politikern und Teams, die einen gewissen Einfluss haben.
Früher haben wir bei Kundgebungen oft gehofft, dass jemand eine Rede hält. Heute ist es umgekehrt – wir haben so viele Redner, dass es schwierig ist, noch jemanden hinzuzufügen. Unsere Liste von Politikern, Persönlichkeiten des öffentlichen Lebens und Aktivisten ist sehr solide, und wir haben großartige Redner.
Durch unseren Aktivismus haben wir erkannt, dass unsere Diaspora sehr vielfältig, effektiv und interessant ist – und größtenteils erfolgreich. Es gibt viele Georgier in Deutschland, die seit 20 oder 30 Jahren hier leben und vielleicht nicht viel in ihrem Leben erreicht haben. Diese Menschen freuen sich sehr, wenn sie andere Georgier treffen und mit ihnen in Kontakt treten können.
Es gibt viele nationale Minderheiten in Deutschland, deren Diaspora besser organisiert ist als die georgische. Eine gut organisierte Diaspora kann jedoch viel bewirken – sowohl für das Leben der in Deutschland lebenden Georgier als auch für die Georgier in der Heimat. Sie kann sogar das Schicksal und das Wohlergehen des Heimatlandes beeinflussen.
Leider ist uns das bisher nicht in gleichem Maße gelungen.
In den letzten Monaten hat unsere Organisation begonnen, genau diese Rolle zu übernehmen. Als wir zum Beispiel erkannten, wie wichtig es für die Georgier ist, den Unabhängigkeitstag in Berlin zu feiern, haben wir die Veranstaltung organisiert. Es wurde eine der schönsten Feiern, die die Georgier je in Berlin erlebt haben – eine Meinung, die von vielen in der Diaspora geteilt wird.
Demonstration in Berlin
Über Georgien kursieren viele Fehlinformationen, die von russischen Narrativen geprägt sind. Weder die georgische Botschaft noch die Regierung haben sich je darum bemüht, die deutsche Öffentlichkeit darüber aufzuklären, was Georgien wirklich ist, wer die Georgier sind und dass sich hinter dem guten Essen, den Tänzen und Traditionen viele wichtige Entwicklungen im Land verbergen. Das ist eine der Aufgaben und Missionen unserer Organisation.
Wir werden in Deutschland die Organisation sein, die die genauesten, ehrlichsten und russlandfreien Informationen über Georgien verbreitet.
Europa ist sehr vielfältig und jedes Land hat die Möglichkeit, seine Stimme zu erheben. Wenn Georgien Mitglied der Europäischen Union wird, wird es eine eigene Stimme haben und nicht nur ein Mitläufer sein.
Zusammengefasst haben wir vier Hauptziele: die europäische Integration Georgiens, den Kampf gegen die russische Aggression, die Befreiung von der Besatzung und die Stärkung der georgischen Diaspora. Der letzte Punkt ist uns besonders wichtig. Wir sind derzeit in Berlin, aber wir wollen einen starken Kern bilden und die georgische Diaspora miteinander verbinden. Wir sind eine überparteiliche, aber politisch aktive Organisation.
რა ხდებოდა 100 წლის, 1924 წლის 28 აგვისტოს საქართველოში? – ქართველები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ აჯანყდნენ. აჯანყდნენ და დამარცხდნენ. მაშინ სტალინის ბრძანებით ძალიან ბევრი ადამიანი დახოცეს.
სწორედ ეს აჯანყება გაიხსენეს ვაშინგტონში გუშინ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს.
„პოლიტიკური მეხსიერება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – ამბობს საბჭოთა კვლევების ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც გუშინ, ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ასოციაციის, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა და ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამასთან თანამშრომლობით, 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ერთ-ერთი პრეზენტატორი იყო.
„როცა პოლიტიკური მეხსიერება არის დაშლილი, შეცვლილი და დამახინჯებული, საზოგადოება არის დეზორიენტირებული. დღეს უკვე ჩვენ შეგვეძლო და შეგვიძლია რეალური სურათი აღვადგინოთ რა ხდებოდა ოკუპაციის შემდეგ, როგორ იბრძოდა საზოგადოება და რა მასშტაბის წინააღმდეგობა ჰქონდა თავისუფლების დაკარგვამდე“, – განაცხადა ირაკლი ხვადაგიანმა.
ღონისძიების მასპინძელმა, ქართული ასოციაციის პრეზიდენტმა, სალომე წერეთელმა თქვა, რომ ღონისძიება სოხუმის დაცემის დღეს სპეციალურად დაამთხვიეს.
„ჩვენ ვიხსენებთ საბჭოთა ოკუპაციის და აჯანყების ასი წლის თავს. ეს დღე დაემთხვა სოხუმის დაცემის თარიღს. უმნიშვნელოვანესია, რომ აღნიშნულმა თარიღმა შეუმჩნევლად არ ჩაიაროს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის ამ მოვლენის მნიშვნელობის შესახებ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რა მოხდა, რა გადაგვხდა, რომ მომავალში არ განმეორდეს იგივე ტრაგედია“, – თქვა სალომე წერეთელმა.
საქველმოქმედო ხასიათის შეკრება მიზნად ისახავდა საქართველოს უახლესი ისტორიის საკვანძო მოვლენის გახსენებასა და პატივის მიგებას იმ გმირებისთვის, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას.
ასოციაციის გადაწყვეტილებით, ღონისძიებიდან შემოსული თანხის ნაწილი ვეტერანთა საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა, რომელიც ქართველი სამხედრო ვეტერანების მიერაა დაფუძნებული და აშშ-ში, ამერიკის, საქართველოს, უკრაინის და სხვა პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უწევს დახმარებას.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ქართული ასოციაციის წარმომადგენლები, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევრები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორები.
მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, სენატორები და კონგრესმენები, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩები, მათ შორის, ელჩი კელი დეგნანი. აკადემიური წრის წარმომადგენლები, ქართული სათვისტომო. ღონისძიება საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ მომზადებული გამოფენით დასრულდა.
1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიება ვაშინგტონში, კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალურ მუზეუმში გაიმართა.
ქართული ასოციაცია აშშ-ში 92 წელია არსებობს.
მოვლენის შესახებ: 1924 წლის 28 აგვისტოს საბჭოთა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს საერთო-სახალხო აჯანყება დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავდა რეჟიმის დამხობასა და საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენას.
აჯანყებულებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს რამდენიმე რეგიონში, თუმცა საბჭოთა რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა მის ჩასახშობად იოსებ სტალინის უშუალო ჩართულობით, პოლიტპატიმრებისა და აჯანყების მხარდამჭერი მოქალაქეების მასობრივი დახვრეტა-დაპატიმრება დაიწყო.
საბჭოთა რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა 3000 ადამიანზე მეტი დასაჯა სიკვდილით, მათ შორის მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, სასულიერო პირები, მასწავლებლები, სტუდენტები და უბრალო მოქალაქეები.
ხვალ, 29 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება ელენე მიქაბერიძის დოკუმენტური ფილმი „ლურჯი მოცვი“.
კინოჩვენების შემდეგ მაყურებელს შესაძლებელობა ექნება შეხვდეს რეჟისორს და ფილმის შესახებ ესაუბროს.
კინოფესტივალი წელს კინოთეატრ CAVEA GRAND MALL-ის [მისამართი: ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის 29] დარბაზებში გაიმართება.
„კავეაში“ კინოჩვენებაზე დასწრება ბილეთებით იქნება შესაძლებელი. ბილეთის ფასი 3, 5 და 7 ლარია. ბილეთის შეძენა tkt.ge-ზე შეგიძლიათ.
„ლურჯი მოცვის“ შესახებ
„ლურჯი მოცვის“ მსოფლიო პრემიერა კოპენჰაგენის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე – CPH:DOX შედგა მიმდინარე წლის მარტში. ფილმის ჩვენება საკონკურსო სექციის (Next:Wave Competition) ფარგლებში გაიმართა.
დოკუმენტური ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი ელენე მიქაბერიძეა, პროდიუსერი კი – ელენე მარგველაშვილი.
ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა ბერძნულ მართვის მოწმობაზე შესაძლებელი გახდა.
მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი 27 სექტემბერს მოაწერეს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა ქრისტოს სტაიკურასმა.
„შეთანხმების ამოქმედების შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ, მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.
შეთანხმებით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიები, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ, AM, A1, A2, A, B1, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი,“ – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ შევა ძალაში.
მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს უკვე გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსა და ირლანდიასთან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 650 640 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 470]
ტანკი – 8 860 ერთეული [+14]
ჯავშანტექნიკა – 17 438 ერთეული [+42]
საარტილერიო სისტემა – 18 733 ერთეული [+55]
MLRS – 1 203 ერთეული [+4]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 961 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 093 ერთეული [+62]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 610 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 25 411 ერთეული [+0]
სპეცტექნიკა – 3 291 ერთეული [+99]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
646 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
32 331 უპილოტო საფრენი აპარატი
579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
18 447 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 469 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
15 345 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
26 655 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
27 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი – BIAFF-ი გაიხსნა.
კინოფესტივალი, რომელიც უკვე 19 წელია იმართება ბათუმში, 3 ოქტომბრამდე გასტანს. ამ პერიოდში ნაჩვენები იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 25-ზე მეტი ქვეყნიდან.
„ბათუმელები“, რომელიც წლებია „ბიაფის“ მხარდამჭერია, ტრადიციულად გთავაზობთ იმ ფილმების ჩამონათვალს, რომელთაც უკვე მიიქციეს სხვადასხვა კინოფესტივალზე ყურადღება და კარგი შეფასებაც დაიმსახურეს.
BIAFF-ზე კინოჩვენებები წელს კინოთეატრ CAVEA GRAND MALL-სა და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება. CAVEA GRAND MALL-ში კინოსეანსებზე დასასწრებად ბილეთები იყიდება, ევროპის მოედანზე კი კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.
„ლურჯი მოცვი“ – რეჟისორი ელენე მიქაბერიძე
ქართველი რეჟისორის დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ოჯახის ამბავს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს ცხოვრობს. ოჯახი სურს მოაშენოს მოცვის პლანტაცია იქ, სადაც კონფლიქტი ჯერ კიდევ მძვინვარებს. ფილმი ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა იდენტობა, გამძლეობა და კონფლიქტის გავლენა.
რეჟისორის თქმით, ფილმის გადაღება აფხაზმა ბიძაშვილებმა და ბავშვობამ შთააგონეს.
ფილმის მსოფლიო პრემიერა 2024 წლის 19 მარტს, კოპენჰაგენის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე გაიმართა.
„რედაქცია“ – რეჟისორი რომან ბონდარჩუკი
უკრაინელი რეჟისორის, რომან ბონდარჩუკის ფილმი ახალგაზრდა კაცზეა, რომელიც ხანძრის განზრახ გაჩენის მოწმე გახდება და მოულოდნელად იწყებს მუშაობას სენსაციურ ადგილობრივ საინფორმაციო გამოცემაში ჟურნალისტად.
ფილმის პრემიერა წელს შედგა ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე.
„სიყვარულით ჰილდესგან“ – რეჟისორი ანდრეას დრეზენი
ეს ისტორიული, გერმანული ფილმი ახალგაზრდა ქალზეა. 1942 წელს, ბერლინში, ჰილდე უერთდება ანტინაცისტურ ჯგუფს და უყვარდება ჯგუფის მისი ერთ-ერთი წევრი. ისინი დაუვიწყარ ზაფხულს ატარებენ, სანამ გესტაპოს არ დაიჭერთ და ქალი, რომელიც რვა თვის ორსულია, ციხეში ხვდება.
ფილმი წელს ბერლინალეს კინოფესტივალის „ოქროს დათვზე“ იყო ნომინირებული.
„საყვარელი“ – რეჟისორი ლილია ინგოლფსდოტირი
ნორვეგიელი რეჟისორის ფილმი არა სიყვარულის ძიებაზე, არამედ განშორებაზეა, ოთხი შვილის დედაზე, რომელიც ცდილობს იპოვოს ბალანსი ოჯახსა და კარიერას შორის, თუმცა ქალი განქორწინების წინაშე დგება და მისთვის ახალი ეტაპი იწყება.
ფილმი წელს რამდენიმე კინოფესტივალზე იყო ნომინირებული სხვადასხვა ჯილდოზე.
„რეალობა“ – რეჟისორი ოლეგ სენცოვი
უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის დოკუმენტური ფილმი ომს ასახავს, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს უკრაინაში. ფილმი რეჟისორმა, რომელიც თავადაც იბრძვის და უკრაინას იცავს, ჩაფხუტის კამერით გადაიღო. რეჟისორის თქმით, მას ნამდვილად არ სურდა გადაღება – კამერა ტექნიკის შემოწმებისას შემთხვევით ჩაირთო. კადრები მან მეხსიერების ბარათზე რამდენიმე კვირის შემდეგ აღმოაჩინა და ფილმად აქცია.
ფილმში არ არის დამატებითი ეფექტები, არაფერია ახსნილი გარდა იმისა, რასაც რეალურ დროში ვხედავთ და გვესმის ეკრანზე.
„ანტიკვარიატი“ – რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე
რუსუდან გლურჯიძის „არიტკვარიატი“ წელს საქართველომ „ოსკარზე“ წარადგინა.
ფილმი, რომელზეც რეჟისორი ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდა, 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციით არის შთაგონებული.
„ანტიკვარიატი“ საქართველოს, შვეიცარიის, გერმანიისა და ფინეთის კოპროდუქციაა. „ეს არის გულისამაჩუყებელი იგავი მიგრანტების იმედებისა და მისწრაფებების შესახებ უცნობ სამყაროში“ – ვკითხულობთ ფილმის მოკლე აღწერაში.
„მე, კაპიტანი“ – რეჟისორი მატეო გარონე
იტალიელი რეჟისორის ეს ფილმი თანამედროვე ოდისეაა, რომელიც მოგვითხრობს ორი სენეგალელ ახალგაზრდაზე, რომლებიც ტოვებენ სახლს და ევროპაში სურთ წასვლა, რომ სიღარიბეს თავი დააღწიონ.
2023 წელს გადაღებულ ფილმი ათობით კინოფესტივალზე იყო ნომინირებული და ჯამში, 35 ჯილდო აქვს მიღებული. ფილმი წელს იტალიამ „ოსკარზე“ წარადგინა.
„პანოპტიკონი“ – რეჟისორი გიორგი სიხარულიძე
ქართველი რეჟისორის ფილმში მოქმედება 2018 წლის საქართველოში ხდება. ფილმი მთავარი გმირი 16 წლის მოზარდია, რომლის მამა თავს ღმერთს უძღვნის, მოზარდი კი საკუთარ ადგილს ეძებს.
ფილმმა წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო ფესტივალზე ეკუმენური ჟიურის ჯილდო მიიღო.
„ქიმერა“ – რეჟისორი ალიჩე რორვახერი
ეს იტალიური კომედიური დრამა გვიამბობს ბრიტანელ ყოფილ არქეოლოგზე, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ თანამზრახველებს – საფლავების მძარცველთა გუნდს უერთდება.
ფილმი კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება სექციაში „დიდოსტატთა კოლექცია“.
„გლეხები“ – რეჟისორები: DK უელჩმანი და ჰიუ უელავენი
პოლონური ისტორიული დრამა ანიმაციური ტექნიკითაა გადაღებული. ფილმი ნობელის პრემიის ლაურეატის, ვლადისლავ რეიმონტის ამავე სახელწოდების ნოველის ადაპტაციაა. ფილმი მე-19 საუკუნის მიწურულს პოლონური სოფლის ცხოვრებას ასახავს.
ფილმმა კრიტიკოსების ინტერესი და არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია.
„ის არაა, რასაც შენ ფიქრობ“ – რეჟისორი ვუსლათ სარაჩოღლუ
თურქი რეჟისორის ფილმი გვაცნობს სამ და-ძმას, რომლებიც მამის სიკვდილის შემდეგ ხვდებიან მშობლიურ ქალაქში და ხელახლა გაიცნობენ ერთმანეთს. ამ პროცესში ისინი ხვდებიან, რომ განსხვავებულად ახსოვთ ერთობლივი წარსული და არაფერი არ არის ისე, როგორც მათ ეგონათ რომ იყო.
„მომაკვდავი“ – რეჟისორი მათიას გლასნერი
გერმანული რეჟისორის დრამა გვიამბობს სიკვდილის პირას მყოფი წყვილისა და მათი ორი შვილის შესახებ, რომლებიც საკუთარი პრობლემებით არიან დაკავებულნი.
ფილმის პრემიერა წელს შედგა ბერლინის კინოფესტივალზე, სადაც ფილმმა „ვერცხლის დათვი“ მიიღო.
______________
მთავარ ფოტოზე: კადრი გიორგი სიხარულიძის ფილმიდან „პანოპტიკონი“
დღეს, 27 სექტემბერს, ბათუმში ოფიციალურად გაიხსნა საავტორო კინოს მე-19 საერთაშორისო ფესტივალი.
კინოფესტივალი წელს კინოთეატრი CAVEA GRAND MALL-ის [მისამართი: ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის 29] დარბაზებში გაიმართება, რადგან კინოთეატრ „აპოლოში“ რემონტია. „კავეაში“ კინოჩვენებაზე დასწრება ბილეთებით იქნება შესაძლებელი, ბილეთის ფასი 3, 5 და 7 ლარია. ბილეთის შეძენა tkt.ge-ზეშეგიძლიათ.
კინოჩვენებების ყოველდღიური განრიგი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.
გარდა ამისა, 29 სექტემბრიდან გაიმართება კინოჩვენებები ევროპის მოედანზე, სადაც დასწრება თავისუფალია. ევროპის მოედანზე კინოჩვენება 20 საათზე დაიწყება, ყოველ საღამოს 2 სეანსი გაიმართება.
წელს კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 25-ზე მეტი ქვეყნიდან.
კინოფესტივალზე, ტრადიციულად, იქნება 2 საკონკურსო სექცია: მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმების და სექციები: „დიდოსტატთა კოლექცია“, „ფოკუსი უკრაინა“, „ქართული პანორამა“ და „ქართული კინოკლასიკა“.
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი მესამე წელია სახელმწიფო დაფინანსების გარეშე იმართება. წელს ფესტივალის მხარდამჭერები არიან: NDF-ი, იტალიის საელჩო, ბრაზილიის საელჩო, ნორვეგიის კინოს ინსტიტუტი, დანიის კულტურის ინსტიტუტი, ასოციაცია „ვისტულა“, შვედეთის საელჩო, ლიეტუვის საელჩო და ბათუმის თოჯინების თეატრი.
ხელვაჩაური – ბათუმის გზაზე ახალი მუნიციპალური, სამარშრუტო მიკროავტობუსები მოძრაობს, მაგრამ კომფორტული და იაფი ტრანსპორტით სარგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან, ვერ შეძლებენ.
ახალი მიკროავტობუსები არაადაპტირებულია.
პროფესიით არქიტექტორი, 27 წლის ნოდარ ქარცივაძე ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში ცხოვრობს და ბათუმში მუშაობს. ნოდარი ეტლით მოსარგებლეა და ეს პრობლემა მას უშუალოდ ეხება. 10 წელია ნოდარი ამ თემაზე საუბრობს, თუმცა ამაოდ – პრობლემა პრობლემად რჩება.
ნოდარი ამბობს, რომ ჯერ კიდევ მიკროავტობუსების შესყიდვამდე შეხვდნენ ბათუმის ავტოტრანსპორტის წარმომადგენლებს შშმ პირთა საკითხზე მომუშავე ორგანიზაციასთან ერთად:
„ვთხოვეთ და შემდეგ წერილობითაც მივმართეთ, რომ ახალი მიკროავტობუსები არაადაპტირებული არ ყოფილიყო. მაშინ არ იყო შესყიდვა განხორციელებული, ბაზარს იკვლევდნენ. ვიცოდით, რომ ადაპტირების ნაწილი გათვალისწინებული არ ჰქონდათ, რადგან ტექნიკურ დავალებაში ეს არ ეწერათ.
ჩვენი ინიციატივა იყო მიკროავტობუსების ნაწილში მომხდარიყო ადაპტირების გათვალისწინება, თუნდაც გარკვეულ რაოდენობაზე. მაგალითად 20 პროცენტზე და ამ მიკროავტობუსებს იმ ხაზებზე ემუშავა, სადაც ეტლით მოსარგებლეები ვცხოვრობთ…
არაადაპტირებული ავტობუსები ჩამოიყვანეს და ახალშენის მიმართულებითაც არ დანიშნეს, სადაც მე ვცხოვრობ, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 10 წელია, რაც ჩემი საჭიროების გათვალისწინებას ვითხოვ და საბოლოოდ, მაინც ყურადღების მიღმა დავრჩი“, – ამბობს ნოდარი.
ნოდარის თქმით, ავტოტრანსპორტის წარმომადგენლებმა მაშინ უთხრეს, რომ ეცდებიან მათი თხოვნის გათვალისწინებას, თუმცა ვერ დაჰპირდებიან და მიზეზად ადაპტირებული ტრანსპორტის უფრო ძვირი ფასი დაასახელეს.
ნოდარ ქარცივაძე
ნოდარი ამბობს, რომ გადაადგილების პრობლემა დიდი ქალაქების მიღმა განსაკუთრებული პრობლემაა, ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი ხელვაჩაურში რამდენიმე ერთეულ ადაპტირებულ მიკროავტობუსს მაინც ემოძრავა.
„ქალაქში გადაადგილება შესაძლებელია, მაგრამ გარეუბნებთან კავშირი მუნიციპალური ტრანსპორტის საშუალებით მინიმალურია. ის მიკროავტობუსები, რომლებიც ჩამოიყვანეს, დაახლოებით 10-15 წელი ხომ იმუშავებს? გამოდის, რომ გაუთვალისწინებლობის გამო ბათუმის შემოგარენში მცხოვრებმა ადამიანებმა ამდენი წლით დაკარგეს შესაძლებლობა, ჩართული იყვნენ აქტივობებში, გადაადგილდნენ“ – გვეუბნება ნოდარი.
30 წლის ანა ბარათაშვილიც ხელვაჩაურში, სოფელ სალიბაურში ცხოვრობს. ანა ეტლით მოსარგებლეა. მას მწერლობა სურს და ამბობს, რომ ბევრჯერ ჰქონია სურვილი მნიშვნელოვან შეხვედრებს თუ ტრენინგს დასწრებოდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ ეძლევა.
ანა ამბობს, რომ ბათუმიდან მოშორებით ცხოვრება მას, როგორც შშმ პირს, ორმაგ სირთულეებს უქმნის.
„ყოველდღე მაქვს ბრაზი. ახალი თაობა ვართ მიზანდასახული, ბევრი რამ შეგვიძლია, მაგრამ შესაძლებლობები მხოლოდ მათ ეძლევათ, ვინც მდიდარია, ჩვენ კი 90-იანებში დაბრუნებას გვიპირებენ. არავინ არ გვაქცევს ყურადღებას და სწორედ ეს მაბრაზებს.
…წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, მარტოს შეგეძლოს წახვიდე მეგობართან, მაღაზიაში ან უბრალოდ მარტო გასეირნება, როცა არავის დახმარება არ გჭირდება“ – გვეუბნება ანა.
იგი ამბობს, რომ არსებული ინფრასტრუქტურის ფონზე ძველ ელექტრონულ ეტლში თავს დაცულადაც არ გრძნობს.
ანა ბარათაშვილი
ანა მიიჩნევს, რომ ისიც კი, რაც შშმ თემის სასიკეთოდ კეთდება, იმდენად იწელება დროში, რომ გაკეთებული საქმის ეფექტურობა საგრძნობი არ არის:
„ძალიან გულწრფელი ვიქნები, მუშაობენ, ოღონდ როგორ მუშაობენ იცით?! შეიძლება ერთი რამის გასაკეთებლად 2-3 წელი დასჭირდეთ. მათი მუშაობა არაეფექტურია და რასაც აკეთებენ, ისე არ აკეთებენ, როგორც საჭიროა“.
ორგანიზაციის, „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თომა კაკაბაძე „ბათუმელებთან“ იხსენებს, რომ ახალი მიკროავტობუსების ადაპტირების საჭიროებაზე ბათუმის მერთანაც ჰქონდა შეხვედრა:
„დაპირება [ბათუმის მერისგან] არ ყოფილა, რომ უეჭველად შემოვიდოდა… მაგრამ მე ვთქვი, რომ წლებია ეს ადამიანები ელიან ტრანსპორტს განათლების მისაღებად, დასაქმებისთვის, დამოუკიდებლობის ხარისხის გასაზრდელად, იმისთვის რომ დამოუკიდებლად იგრძნონ თავი. ეს მათი ელემენტარული უფლებაა“.
თომა იხსენებს, რომ 2012 წელს, როცა ბათუმში პირველად შემოვიდა ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტი, ბათუმის ავტოტრანსპორტმა პირობა დადო, რომ ამის შემდეგ ქალაქში არაადაპტირებული ტრანსპორტი აღარ შემოვიდოდა:
„თუმცა 2018 წელს შემოვიდა საშინელი ადაპტირების პანდუსებით… შემდეგ, 2020-ში თუ 2021-ში, იყო ცოტათი უკეთესი ხარისხის, იმიტომ, რომ წინა გამოცდილება გავითვალისწინეთ და ინტენსიური შეხება გვქონდა ბათუმის მერიასთან, ავტოტრანსპორტთან… გვახსოვს, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებმა წელს შეიძინეს ავტობუსები, რომლებიც თვეობით იყო გაჩერებული…
ახლახან შეიძინეს ბათუმისთვის და ხელვაჩაურისთვის მიკროავტობუსები და არცერთი არ არის ადაპტირებული. არჩევნების წინა დღეებში გააკეთეს პრეზენტაცია და გამოდიან და ტრაბახობენ, რომ აი, ავტოფარეხი გავაფართოვეთ, განვაახლეთ… ადრე მოჰქონდათ თავი, ადაპტირებული ავტობუსების შემოყვანით…
2024 წელს არაადაპტირებული მიკროავტობუსების შემოყვანა დანაშაულია, კონვენციის დარღვევაა და ამაზე უნდა მოეთხოვებოდეთ პასუხი“ – ამბობს თომა, რომელიც წლებია შშმ პირების საჭიროებებზე მუშაობს..
თომა კაკაბაძე
მისი თქმით, აპირებენ ამ საკითხს სამართლებრივადაც გაჰყვნენ.
თომა კაკაბაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი, არაადაპტირებული ქუჩები თუ შენობები უმთავრეს გამოწვევად რჩება შშმ თემისთვის, რადგან ამით ადამიანის ერთ-ერთი პირველი საჭიროება და გადაადგილების თავისუფლების უფლება იზღუდება.
„ჩვენ არასდროს გვრთავენ დაგეგმვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. სწორედ ესაა ჩვენი პრობლემების სათავე.
კანონმდებლობის დონეზე დარეგულირებულია, კონვენცია გვაქვს, მისი შესაბამისი კანონი მივიღეთ შშმ პირთა უფლებების შესახებ, მივიღეთ მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი, რომელიც 2021 წლის მარტიდან შევიდა ძალაში, თუმცა ამ დოკუმენტის განხორციელებისთვის არაფერი არ ხდება, ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება და არ გაგვაჩნია სამოქმედო გეგმა… რომ განისაზღვრა კანონმდებლობაში, რომ 2035 წლისთვის მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტის მიხედვით უნდა იყოს აშენებული, რეაბილიტირებული, „გადაკეთებული“ შენობები და მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების საჭიროებებზე, როგორ მივდივართ ამ მიზნამდე, პირველ ეტაპზე რას ვაკეთებთ, მეორეზე – ეს გეგმა არ არსებობს“ – განმარტავს თომა.
იგი აქვე იხსენებს 2014 წლის ე.წ. 41-ე დადგენილებას [შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე], რომლის დასახელებაც, თომას თქმით, „ირონიულია“.
„ამ დადგენილებას 2019 წლამდე ჰქონდა მოქმედების ვადა და ეს ვადა ისე გავიდა, რომ თბილისში კანცელარიასთან გახსნილი პანდუსის გარდა არაფერი შერჩენია ჩვენს თემს“ – ამბობს თომა.
„ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ სულ 100 ახალი მიკროავტობუსი შეიძინა, რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან 15,9 მლნ ლარი გამოიყო.
რატომ არ გაითვალისწინა შშმ პირების საჭიროებები „ავტოტრანსპორტმა“? – ამ კითხვაზე მუნიციპალური ორგანიზაციისგან პასუხი ვერ მივიღეთ.
კომენტარისთვის მივმართეთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსაც. ხელვაჩაურის მერიისთვის გვინდოდა გვეკითხა, აპირებს თუ არა მუშაობას ამ საკითხზე, თუმცა მერიიდან კომენტარი ვერ მივიღეთ.
„თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი საფრთხის წინაშეა“ – ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ცენტრის დამფუძნებელმა, ლუსინე დოსტიბეგიანმა ფეისბუქზე.
ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ერთადერთი განვითარების კერაა თეთრიწყაროს ახალგაზრდებისთვის, შესაძლოა გაუქმდეს.
შენობა, სადაც ახალგაზრდული ცენტრი წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა, ადგილობრივი თვითმმართველობისგან უზუფრუქტის წესით ჰქონდათ სარგებლობაში, თუმცა რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ, მერია სავარაუდოდ აღარ აპირებს ცენტრისთვის შენობის დათმობას.
რუსული კანონის დამტკიცებიდან დაახლოებით ერთ თვეში, ცენტრს თეთრიწყაროს მერიამ წერილობით მიმართა და შეახსენა, რომ 26 სექტემბერს უზუფრუქტის ხელშეკრულებას ვადა გასდის და შენობა არა უგვიანეს 3 ოქტომბერს უნდა ჩააბარონ.
მიტოვებულ შენობას ახალგაზრდებმა რეაბილიტაცია ჩაუტარეს, თუმცა ახლა მერია მათ გამოსახლებას აპირებს.
„ამ შენობით 6 წელია ვსარგებლობთ და ამ ხნის განმავლობაში მერიას არც ერთხელ მსგავსი წერილი არ მოუწერია წინასწარ, რომ 26 სექტემბერს გაგდით ვადა და 3 ოქტომბერს მოახდინეთ შენობის მიღება-ჩაბარებაო, რამაც ჩვენი გაკვირვება გამოიწვია, რა თქმა უნდა, რადგან ყოველთვის ჩვენ მივმართავდით ხოლმე ვადის გაგრძელებაზე“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ლუსინე დოსტიბეგიანი.
როგორც ლუსინე გვეუბნება, მერიას წერილით მიმართა და სთხოვა ხედვის წარმოდგენა, თუ როგორ აპირებდა მერია ცენტრთან თანამშრომლობას. მერიიდან ცენტრს უპასუხეს, რომ შეუძლიათ იხელმძღვანელონ წინა წერილით, სადაც მერია შენობის მიღება-ჩაბარების თაობაზე აფრთხილებს ცენტრს.
„ამის შემდეგ, ისევ მივწერე წერილები მერია და ვთხოვე მათი გადაწყვეტილებების გადახედვა, რომ საქმიანად გაგვევლო ეს საკითხი და ასევე გვესაუბრა იმაზე, რაც ამ წლებში ერთად გავაკეთეთ თემის განვითარებისთვის. თუმცა მათგან შესაბამისი უკუკავშირი არ ყოფილა“-ამბობს ლუსინე.
თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც არსებობის დღიდან დღემდე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების განვითარებისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ახორციელებდა, არ დარეგისტრირდა რუსული კანონის რეესტრში.
შენობისა და დონორების მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ორგანიზაციას არსებობის გაგრძელების რესურსები ეწურება.
ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტები
„ცენტრი 2016 წელს შევქმენით ადგილობრივმა ახალგაზრდებმა, 2018 წელს კი მუნიციპალიტეტიდან უსასყიდლო სარგებლობის წესით გადმოგვეცა ძველი სასამართლოს შენობა, რომელიც დახურული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. დროთა განმავლობაში შენობა მოვაწესრიგეთ, გავარემონტეთ და ამ ყველაფერს ვაკეთებდით სხვადასხვა დონორების დაფინანსებით: „ქალთა ფონდი“, „ორბელიანი საქართველო“, რომელიც მოხალისეებს უწყობდა ხელს, საქართველოს სტრატეგიული განვითარების ცენტრი და ასე შემდეგ.
ჩვენი საქმიანობის შესახებ არაერთხელ დაიწერა მედიაშიც და ყველა ხედავდა, თუ როგორი მნიშვნელოვანი სათემო ორგანიზაცია ვართ, რადგან თემში არსებულ პრობლემებზე ვმუშაობდით და ვცდილობდით მუნიციპალიტეტთან ერთად გვემუშავა ყველა იმ პრობლემაზე, რაც აქტუალური იყო ჩვენი მოსახლეობისთვის.
ახალგაზრდული საკითხებზე ვმუშაობდით, ქალების გაძლიერებაზე, მიუსაფარ ცხოველებზე, ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, ახალგაზრდული სივრცეების შექმნაზე და ეს არის ხანგრძლივი თანამშრომლობის პროცესი.
გარდა დონორებისა, ამ აქტივობებში იხარჯებოდა ჩვენი გუნდის წევრების რესურსებიც. მოხალისეობრივ საწყისებზეც ვაკეთებდით ბევრ აქტივობას, ჰონორარის გარეშე და მუნიციპალიტეტისთვისაც ვიყავით სამაგალითო სათემო ორგანიზაცია და ეს არაერთხელ აღუნიშნავთ.
ახალგაზრდულ ცენტრს, როგორც საუკეთესო სათემო ორგანიზაციას, ჯილდოც აქვს მიღებული.
ამ ცენტრის აქტივობების მეშვეობით ახალგაზრდები ვითარდებოდნენ, აძლიერებდნენ ლიდერობის, კომუნიკაციის უნარებს, ხშირად ვაწყობდით საველე აქტივობებსაც – ბანაკებს, ლაშქრობებს, რაც ხელს უწყობდა ახალგაზრდებს უკეთ გაეცნოთ ის გარემო, სადაც ცხოვრობდნენ, გაეცნოთ ამ კუთხის ისტორია, კულტურა, ვზრუნავდით გარემოს დაცვაზე და ასე შემდეგ“ -გვიყვება მათი საქმიანობის შესახებ ლუსინე დოსტიბეგიანი.
ამ დროის მანძილზე იყო ბევრი გამოწვევა, თუმცა საბოლოდ, როცა ახალგაზრდული ცენტრი გაძლიერდა და უფრო გრძელვადიანი პროექტების განხორციელებაზე დაიწყო ფიქრი, სწორედ ამ დროს მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი, რომელიც რეალურად ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ ორგანიზაციებს განვითარებაში.
„საქმე იმაშია, რომ ამ პროცესებმა რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს, შეასუსტა აქტივობებიც, რადგან გავანულეთ ანგარიშები და არც კი ვიცით, როგორ გავაგრძელებთ მუშაობას.
აქამდე ყოველთვის გვქონდა განვითარების სტრატეგიული გეგმა, ვიცოდით რა უნდა გვეკეთებინა თეთრიწყაროს განვითარების მიზნით, მაგრამ უკვე პრობლემები შეგვექმნა.
არადა ბავშვებს ჰქონდათ სურვილი, რომ რობოტექნიკის ოთახი გაგვეკეთებინა და ბევრი რამ გვქონდა დაგეგმილი, ისეთი ახალგაზრდული ცენტრის შექმნა გვინდა, როგორსაც ვხედავთ ევროპის ქვეყნებში. აქ ხომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაკლია.
ახლაც სასწავლო ტურით ბოსნიაში ვიმყოფები, სამი ბავშვი მყავს წამოყვანილი და ვეცნობით ევროპული ახალგაზრდული ცენტრების საქმიანობას, რომ დაბრუნების შემდეგ ჩვენც გამოვიყენოთ აქ მიღებული გამოცდილება.
ბევრისთვის ეს პირველი გასვლა იყო ევროპაში და ძალიან გახარებული არიან ბავშვები. ჩვენთან, მუნიციპალიტეტში, მსგავსი ტიპის სივრცეების სერიოზული ნაკლებობაა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი არსებობა ახალგაზრდებისთვის და სათემო სოციალიზაციისთვის“ – ამბობს ლუსინე.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი თეთრიწყაროს მერია შენობას წაართმევს ახალგაზრდულ ცენტრს და ამით შეაფერხებს ორგანიზაციის საქმიანობას და განვითარებას, ისინი თვითმმართველ ორგანოსთან აღარ ითანამშრომლებენ.
ახალგაზრდული ცენტრი
„საფუძვლიანად გადაიხედება მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა. არ გამოვრიცხავ, რომ საერთოდ ყველანაირი ურთიერთობა შევწყვიტოთ და ეს გარკვეულწილად მათთვისაც იქნება დანაკლისი, რადგან ჩვენ რეალურად ძალიან ვეხმარებოდით მუნიციპალიტეტს და მოსახლეობას ერთმანეთთან ურთიერთობაში და საერთო პრობლემების მოგვარებაში“-ამბობს ლუსინე დოსტიბეგიანი.
მისი თქმით, მერიაში მოგვიანებით უთხრეს, რომ შენობა, სადაც ამჟამად ახალგაზრდული ცენტრია განთავსებული, სატრანსპორტო კომპანიისთვის უნდათ.
„მუნიციპალიტეტს ავტობუსები გადმოეცა, რომელსაც ხალხი მიჰყავს თბილისში, მარნეულში და ეს კომპანია უნდა შევიყვანოთო. ისინი ახლა ქირით გვყავს შეყვანილი ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში და თქვენ კი უფასოდ ხართო.
არ ვიცი რა შეიძლება ვუწოდო ამ ყველაფერს“ – ამბობს ლისინე დოსტიბეგიანი.
ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, პარკირების მიზეზით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შუახნის კაცმა ერთი ადამიანი დაჭრა. „ბათუმელების“ ცნობით, კაცს ჭრილობა დანით, ფეხის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს დაჭრის ფაქტს. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უნივერსიტეტი არ ეთანხმება ავტორიზაციის საბჭოს და გადაწყვეტილებას სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრებს.
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეაფასა 2024 წლის ივნისში. ექსპერტთა დასკვნით, ილიას უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.
გუშინ ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.
ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო კომისიაში, როგორც კი ოფიციალურად გამოგვიგზავნიან საბჭოს ოქმს და გადაწყვეტილებას.
ოქმისა და გადაწყვეტილების ოფიციალურად წარმოდგენისთვის საბჭოს 10 სამუშაო დღე აქვს“ – განცხადებას ილიაუნი უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.
ექსპერტთა შეფასების დოკუმენტი, სადაც ილიაუნს ყველა კომპონენტში დადებითი შეფასება აქვს მიღებული.
განცხადება დღეს, 27 სექტემბერს, 13:42 საათზე გამოქვეყნდა.
ილიაუნი აქვე ასაჯაროებს ექსპერტთა შეფასებების დოკუმენტსაც, სადაც ჩანს, რომ უნივერსიტეტს დადებითი შეფასება აქვს მიღებული ყველა კომპონენტში, თუმცა ავტორიზაციის საბჭომ მათ ავტორიზაცია არ მისცა.
ავტორიზაციის საბჭო 2024 წლის 6 მარტს ირაკლი კობახიძემ დაამტკიცა, რომლის შემადგომლობაში არიან შედეგი პირები:
ავტორიზაციის საბჭოს წევრები.
საბჭოში მე-16 წევრად შედის თამარ იოსელიანი, რომელიც შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.
ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, საბჭოს წევრებიდან რამდენი ესწრებოდა ავტორიზაციის სხდომას.
განათლების სპეციალისტი, სიმონ ჯანაშია აცხადებს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ხელისუფლება ავტორიზაციის პრობლემას უქმნის.
„სამწუხარო რამ გააკეთეს, გუშინ ილიას უნივერსიტეტს, რომელიც გადიოდა ავტორიზაციის პროცესს, მისცეს პირობითი ავტორიზაცია. რას ნიშნავს ეს?
ავტორიზაციის პროცესში მიდიან უნივერსიტეტში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და იკვლევენ ამ უნივერსიტეტის შესაძლებლობებს, რომ ის პროგრამები განახორციელონ, რომლებიც მათ უნდათ, შემდეგ წერენ დასკვნას და ეს დასკვნა გადის ავტორიზაციის საბჭოზე.
მიუხედავად იმისა, რომ ილიას უნივერსიტეტს ჰქონდა ყველა დასკვნა დადებითი ყველა მიმართულებით, ავტორიზაციის საბჭომ ასე გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტი ვერ აკმაყოფილებს სრულად ავტორიზაციის მოთხოვნებს და მიიღებს პირობით ავტორიზაციას, მერე გაივლის შემოწმებას ერთი წლის შემდეგ და გაირკვევა, ექნება თუ არა ავტორიზაცია ამ უნივერსიტეტს“, – ამბობს სიმონ ჯანაშია პირდაპირ ჩართვაში.
მისი თქმით, როცა უნივერსიტეტმა ავტორიზაციის საბჭოს სთხოვა განემარტა მიზეზები, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ორჯონიკიძემ, შეხვედრა დროებით დატოვა.
„სავარაუდოდ გარეთ გასვლის შემდეგ ის ვიღაცას მოეთათბირა, რადგან არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ დილითაც დაურეკეს მას. შემდეგ ის ბრუნდება ავტორიზაციის საბჭოზე და ამბობს, რომ ის არ არის ვალდებულო განუმარტოს საზოგადოებას, თუ რატომ იქცევა ის, როგორც იქცევა და ვერ მიიღეს პასუხი, თუ რას ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
მისი თქმით, სამწუხაროა ისიც, რომ ავტორიზაციის წევრებიდან მხოლოდ ერთმა მისცა ხმა წინააღმდეგ, მიუხედავად ექსპერტების შეფასებისა, რომ ყველაფერი წესრიგშია.
„რატომ ხდება ეს ასე? კონტექსტში, რომ განვიხილოთ, არის თუ არა ეს უბრალოდ უნივერსიტეტის პროგრამების პრობლემა. შარშან, როცა პირველად გამოიტანეს რუსული კანონი, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები ძალიან აქტიურობდნენ და „ქართული ოცნებისთვის“ ასევე ძალიან მტკივნეული იყო ის, რომ როდესაც აქ ჩამოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა მას ჰქონდა ილიას უნივერსიტეტში და იმ შეხვედრაზე ხელისუფლება არ მიიწვიეს.
ამის შემდეგ ხელისუფლებამ დაიწყო ილიას უნივერსიტეტზე შეტევა, მაგალითად, მიუქსიეს ახალგაზრდები რექტორს და დააბრალეს, რომ პანდემიის პერიოდში მან ზედმეტად ცოტა ფული დახარჯა საწვავზე. აი, ასეთი აბსურდული რაღაც დაიწყეს.
ამას მოჰყვა ის, რომ სამინისტრომ შეკრიბა რექტორების საბჭო და დააწერინა წერილები, სადაც უნივერსიტეტები თითქოს ემიჯნებოდნენ პოლიტიკას და ამ წერილს ილიას უნივერსიტეტის რექტორმა არ მოაწერა ხელი.
მერე განათლების სამინისტრომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გვერდის ავლით გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც დაემუქრა უნივერსიტეტებს, რომ მათ პრობლემები შეექმნებოდათ ავტორიზაციის თუ აკრედიტაციის პროცესში და ამ მუქარას ასრულებს სახელმწიფო.
შიგადაშიგ ირაკლი კობახიძე იძახის, რომ პროფესორები პოლიტიკური ნიშნით არიან დანიშნული უნივერსიტეტებში და რომ „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია მხოლოდ ორი უნივერსიტეტის განვითარება. ამ კონტექსტში გადაწყვეტილების მიღება აი, ასეთი ფორმით, გვაჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, დაატეროროს არა მხოლოდ საზოგადოების თითოეული წევრი, ხელში ჩაიგდოს ინსტიტუტები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისუფალია“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
მისი თქმით, ამის ნიშნები არა მხოლოდ ილიას უნივერსიტეტთან მიმართებით ჩანს, თუნდაც იმაში, რომ, მაგალითად, ბათუმის უნივერსიტეტმა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ პედაგოგს ხელშეკრულება (სავარაუდოდ) აღარ გაუგრძელა.
„ასეთ პირობებში, ილიას უნივერსიტეტზე შეტევა ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არც ერთ დამოუკიდებელ უნივერსიტეტს აღარ დაინდობს. ეს ყველაფერი საგანგაშო“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
თომას ედისონის სახელობის ელექტროენერგეტიკის საზოგადოების ცენტრმა ოპერირება სულ რაღაც ორი თვის წინ დაიწყო და დღეს უკვე საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორია.
კონფერენცია ორ ეტაპად – პირველ ოქტომბერს თბილისში, ხოლო 4 ოქტომბერს ბათუმში სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება.
ღონისძიებას ლატვიის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და ენერგეტიკოსთა ასოციაციის ექსპერტები გაუძღვებიან. ბათუმის ღონისძიებაზე ერთ-ერთი საკითხი აჭარის რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი და საკმაოდ პრობლემური თემები იქნება.
კერძოდ: სწრაფი განაშენიანების ტემპის ფონზე გამართული და უსაფრთხო ელექტროენერგეტიკული სექტორის მოწყობა. ასევე, გაზრდილი მოხმარება აჭარის რეგიონში, რომელიც ის გამოწვევაა, რაც მსხვილ მომხმარებლებს, განსაკუთრებით სამშენებლო კომპანიებს, ხელს უშლის გამართულად ფუნქციონირებაში. განხილული იქნება, კვალიფიციური პერსონალის დეფიციტის საკითხიც ენერგეტიკის სფეროში.
ვინაიდან ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე დღის წესრიგში დგას ენერგეტიკაში მომუშავე ადამიანების გადამზადების აუცილებლობა, ლატვიელი ექსპერტები კონფერენციაზე დამსწრე ქართველ ენერგეტიკოსებს ლატვიის მაგალითზე გაუზიარებენ გამოცდილებას ამა თუ იმ პრობლემური საკითხის გადაჭრაზე.
კონფერენციაზე ადგილები შეზღუდულია, ასე რომ დასწრების მსურველებმა იჩქარეთ და დარეგისტრირდით მოცემულ ბმულზე:
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 სექტემბრის 21 საათიდან 28 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 24 – 29 გრადუსი
ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 29-30 სექტემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ჟურნალისტი, აქტივისტი ირმა ზოიძე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ტოვებს – ამის შესახებ მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.
ირმა ზოიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის მალე აღარ იქნება კოალიციის აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაშიც, რომელიც „ძლიერმა საქართველომ“ გუშინ, 26 სექტემბერს გამოაქვეყნადა ზოიძე მერვე ნომერს იკავებდა. როგორც მან გვითხრა, საარჩევნო სიიდან ამოსაწერად განცხადებას დღეს დაწერს.
„ჩემი პოლიტიკური კარიერა ძალიან მოკლე აღმოჩნდა. კრიზისულ სიტუაციაში ადამიანები მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტით როცა მოქმედებენ და ავიწყდებათ ყველაფერი ის, რაც მანამდე კეთილშობილურ მიზნად გამოიყურებოდა, რა თქმა უნდა, დასანანია. შეიძლება სხვების თავებზე გადავლით შედეგზე გასვლა? ვიღაცები ფიქრობენ, რომ კი, თუმცა ეს პრინციპულად არასწორი მგონია. ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები.
თუ მხოლოდ სასარგებლო იდიოტის როლს მთავაზობენ, მირჩევნია ამაზე უარი ვთქვა. ეს არ ნიშნავს, რომ ვნანობ ჩემს თავდაპირველ გადაწყვეტილებას ბრძოლისა და წინააღმდეგობისთვის ახალი საშუალებები მეცადა.
მე გადავდგი ნაბიჯი და ვიყავი სრულიად გულწრფელი ჩემს განცდებსა და მიზნებში. არ გამოვიდა. ცუდად დასრულდა, მაგრამ ეს მხოლოდ გამოცდილებაა და მეტი არაფერი. ბრძოლა, რა თქმა უნდა, გრძელდება“, – დაწერა ირმა ზოიძემ.
მან გვითხრა, რომ აქტივიზმს აუცილებლად გააგრძელებს და აპირებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 649 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 370]
ტანკი – 8 846 ერთეული [+21]
ჯავშანტექნიკა – 17 396 ერთეული [+48]
საარტილერიო სისტემა – 18 678 ერთეული [+58]
MLRS – 1 199 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 961 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 031 ერთეული [+85]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 608 ერთეული [+9]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 25 411 ერთეული [+58]
სპეცტექნიკა – 3 192 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
646 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
32 288 უპილოტო საფრენი აპარატი
579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
18 434 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 469 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
15 295 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
26 613 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
აქაც კუნძულს აშენებენ? – ეს კითხვა „ბათუმელებს“ მკითხველმა გამოუგზავნა, თანდართული ფოტოთი, რომელზეც ბათუმის საბაგიროსთან მიმდინარე სამუშაოებია ასახული.
საბაგიროსთან, სანაპიროს გასწვრივ არსებულ ვიწრო და მოგრძო ადგილზე რესტორნის მშენებლობას რომ იწყებდნენ, ამაზე „ბათუმელებმა“ 2024 წლის 24 აგვისტოს დაწერა, შენობის რენდერიც გამოვაქვეყნეთ. თუმცა მშენებლობის დაწყების შემდეგ, მის მასშტაბთან დაკავშირებით საზოგადოებას კითხვები ისევ გაუჩნდა, არაერთი შეტყობინება მივიღეთ. მეტი ინფორმაციისთვის „ბათუმელებმა“ მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტები შეისწავლა.
ადგილზე არსებული ვითარების მიხედვით, მშენებელი კომპანია, შპს „555“ სახელშეკრულებო პირობებს არღვევს. ის ზღვის აკვატორიაში შეიჭრა და საიჯარო წესით გადაცემული ფართობის გაფართოება დაიწყო. ადგილზე ჯერ ქვებით სავსე ტომრები რკალისებურად ჩაალაგეს, შემდეგ კი ამ რკალის ამოვსება დაიწყეს. ფაქტობრივად, ხელოვნურად შექმნეს მიწის ნაკვეთი ზღვაში.
როგორ შეიცვალა სანაპირო ზოლი საბაგიროსთან ბათუმში / ფოტოები გადაღებულია 2024 წლის აგვისტოს ბოლოდან ამავე წლის 22 სექტემბრამდე პერიოდში
ფოტოზე კარგად ჩანს „ზემოქმედება საზღვაო აკვატორიაზე“ – დამცავი ბეტონის კონსტრუქციიდან მინიმუმ 5 მეტრით ზღვის სიღრმეში კომპანიის მიერ ხელოვნურად შექმნილი მიწის ნაკვეთი ზღვაში და რკალისებურად გაფართოებული სანაპირო ზოლი. ხელოვნურად შექმნილ ნაკვეთზე კი რკინა-ბეტონის ხიმინჯები განათავსეს.
კიდევ უფრო მარტივად რომ ავხსნათ, კომპანია გავიდა იჯარით გადაცემული ტერიტორიის საზღვრებიდან, შევიდა ზღვის აკვატორიაში. ამასთან, განათავსა რკინა-ბეტონის ხიმინჯები, რაც ხელშეკრულებით ეკრძალება.
სქრინი ხელშეკრულებიდან
დააკვირდით ქვემოთ მოცემულ კიდევ ერთ ფოტოს – მწვანე ხაზით მონიშნულია მშენებლობისთვის ბათუმის მერიის მიერ იჯარით გაცემული ტერიტორია, ხოლო წითელი ხაზით დაახლოებით ის ტერიტორიაა მონიშნული ზღვაში, რომელიც კომპანიამ ამოავსო და ხმელეთად აქცია.
მწვანე ხაზით მონიშნულია მშენებლობისთვის ბათუმის მერიის მიერ იჯარით გაცემული ტერიტორია, ხოლო წითელი წყვეტილი ხაზით დაახლოებით ის ტერიტორიაა მონიშნული ზღვაში, რომელიც კომპანიამ ამოავსო და ხმელეთად აქცია
საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით, მშენებელ კომპანიას ზღვის აკვატორიაში მოქმედების უფლება არ ჰქონდა. შეთანხმების პირობებში ვკითხულობთ, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთი ემიჯნება საზღვაო სივრცეს, რომელიც არის შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ შიდა ტერიტორიის ნაწილი. ე.წ. ბუფერული ზონა და გამოიყენება გემების მოძრაობისა და მანევრირებისთვის:
„მოიჯარეს ეკრძალება საზღვაო აკვატორიაზე ზემოქმედება, ზღვაში ნებისმიერი სახის რკინა-ბეტონის ან და ლითონის კონსტრუქციის მოწყობა, მიწის ნაკვეთის ნავმისადგომად გამოყენება.“
დააკვირდით ამ ფოტოს და შეადარეთ ზემოთ მოცემულ ფოტოებს – აქ კარგად ჩანს, რომ მშენებელმა ადგილი ზღვის ხარჯზე გააფართოვა, შემდეგ კი რკინა-ბეტონის კონსტრუქცია მოაწყო, რაც ხელშეკრულებით ეკრძალება.
ხელშეკრულებაში ასევე ვკითხულობთ, რომ დაგეგმილი მშენებლობის საკითხი მოიჯარემ წინასწარ უნდა შეათანხმოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“.
მშენებლობის ადგილი, საბაგიროს შუშის შენობისა და ტურისტული საინფორმაციო ცენტრის უკან – სანაპიროს გასწვრივ, ბათუმის მერიამ 2023 წლის ივნისში 15-წლიანი ვადით, საიჯარო წესით გაასხვისა. ხელშეკრულება შპს „555“-თან გააფორმეს.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, საკადასტრო კოდზე არსებული 1790 კვ.მეტრიდან, კომპანიამ 670 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთით უნდა ისარგებლოს. თუმცა სამშენებლო ღობე კონკრეტული მიწის ნაკვეთის მთელ პერიმეტრს აქვს შემოვლებული. კომპანიას ხელშეკრულებითვე დაავალეს დარჩენილი ფართობის კეთილმოწყობა. თუმცა, ამ კეთილმოწყობილ ფართობს პრაქტიკულად თავად კომპანია გამოიყენებს, ანუ გადაიხდის 670 კვ.მეტრის საიჯარო ფასს 15 წლის განმავლობაში და სარგებლობაში ექნება 1790 კვ.მეტრი ზღვასთან.
რაც შეეხება მშენებლობის მასშტაბს, ერთი მხრივ, ამაში გასაკვირი ალბათ არაფერი უნდა იყოს, რადგან საბაგიროს შუშის შენობისა და ტურისტული საინფორმაციო ცენტრის უკან – სანაპიროს გასწვრივ, ბათუმის მერიას მეოთხე კლასის შენობის მშენებლობის ნებართვა აქვს გაცემული. ასე წერია ბრძანებაში, რომელიც კომპანიას სამშენებლო მოედანზე აქვს გამოკრული.
თუმცა, იმავე ბრძანებაში შეიძლება იმის ამოკითხვაც, რომ ნებართვა მესამე კლასის ობიექტის მშენებლობაზეა გაცემული. მშენებლობის პარამეტრები ასეთია: მიწის ნაკვეთის ფართობი 1790, განაშენიანების ფართობი – 413, საერთო ფართობი 790, სამშენებლო მოცულობა 5 172, ნული ნიშნულის ზევით 3 964 და ნული ნიშნული ქვევით – 1 208.
სამშენებლო კოდექსის მიხედვით, „მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობა, ხასიათდება მაღალი რისკით.“ ამ შემთხვევაში კი ეს რისკი უფრო მაღალი შეიძლება იყოს, რადგან სანაპიროსთან გვაქვს საქმე, ასეთ შემთხვევაში მხედველობიდან არც წყლის დაცვის შესახებ კანონი უნდა გამოგვრჩეს. საზოგადოების ყურადღებას სწორედ ამ სამუშაოების მასშტაბი იწვევს.
ბათუმის მერიის განმარტებით ადგილზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის სამუშაოები ყველა უწყებასთან შეთანხმებით, ნებართვის საფუძველზე, პროექტისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ჯერ პასუხი არ მოუწოდებია, თუმცა დაგვპირდნენ. სააგენტოს პასუხს მისი მიღების შემთხვევაში აქვე გამოვაქვეყნებთ.
შპს „555“ ბათუმში 2010 წელსაა რეგისტრირებული. მისი მესაკუთრე და დირექტორი მარად აბულაძეა. 2020 წელს მან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 10 ათასი ლარი შესწირა.
მიმდინარე სამუშაოები
კომპანიის დირექტორი, მარად აბულაძეც ამბობს, რომ პროექტი ადგილის გაფართოებას ითვალისწინებდა და სამუშაოები კანონის შესაბამისად შეთანხმებულია ყველა უწყებასთან. მისივე თქმით, დაცულია უსაფრთხოების ნორმებიც:
„ყველაფერი მიდის პროექტის და კანონის სრული დაცვით. დიახ. გაფართოება პროექტის ნაწილია და მერიასთან შეთანხმებულია. ყველა სტრუქტურასთან შეთანხმებულია.“
კითხვაზე, მომზადდა თუ არა გარემოზე ზემოქმედების შესაბამისობის პროექტი, მარად აბულაძემ გვიპასუხა:
„ყველა კანონიერი გზა გავლილია. თუ არ გჯერათ მიმართეთ მაშინ მერიას, მიმართეთ საზღვაო სააგენტოს, მე ყველა კანონიერი გზა გავლილი მაქვს. ერთი მილიმეტრითაც არ გავცდები არაფერს. გარდა მაგისა, იქ რაც პრობლემა იყო, სუნის და ასე შემდეგ, ყველაფერი იქნება მოგვარებული. მეტი რა ვთქვა. რა თქმა უნდა, უსაფრთხოება არის გათვალისწინებული“.
მარად აბულაძეს ვკითხეთ ასევე, არის თუ არა ის თორნიკე რიჟვაძის ნათესავი. მან გვითხრა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს.
„მე დიდი ხანია ბიზნესში ვარ, მაქვს სასტუმრო, მაქვს გაქირავებული ფართობები, ვარ მშენებელი. შეგიძლიათ ყველაფერი გადაამოწმოთ“.
აუქციონის პირობების მიხედვით, ქონების წლიური საწყისი ფასი 70 350 ლარი იყო, ბიჯი – 2200. კომპანიამ ელექტრონულ აუქციონზე ერთი ბიჯით უკონკურენტოდ გაიმარჯვა.
საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 27 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე პერიოდში 6 მილიონ 895 ათასი ლარი დახარჯა საარჩევნო კამპანიისთვის. აქედან 4 მილიონ 650 ათასი ლარი მმართველმა პარტიამ რეკლამაში დახარჯა.
ანტიკორუფციულ ბიუროში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ზემოთ აღნიშნულ პერიოდში უშუალოდ გარე რეკლამისთვის პარტიის საკასო ხარჯმა 3 777 009 ლარი შეადგინა. გარე რეკლამაში შედის – ბილბორდი, ლაით ბოქსი, ქუჩაში დამონტაჟებული ეკრანი, სატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული რეკლამა და სხვა.
„ოცნებას“ ბეჭდური რეკლამის ხარჯების გრაფა ამ ანგარიშში შევსებული არ აქვს.
ამავე ანგარიშის მიხედვით, იმავე პერიოდში „ოცნებამ“ შემოსავლის სახით 3 020 896 ლარი მიიღო. აქედან 2,6 მილიონი ლარი კერძო პირების შემოწირულობებია, ხოლო 428 335 ლარი – სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება.
ანტიკორუფციულ ბიუროში 27 აგვისტოდ – 16 სექტემბრის პერიოდის საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში „ოცნების“ გარდა კიდევ 25 საარჩევნო სუბიექტს/პარტიას აქვს წარდგენილი.
ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების მიერ წარდგენილი საფინანსო ანგარიშების სისრულის, სისწორისა და კანონიერების შემოწმება მიმდინარეობს.“
საქართველოს კანონმდებლობით საარჩევნო სუბიექტები ვალდებული არიან ფინანსური ანგარიშები ბიუროს წერილობით პერიოდულად წარუდგინონ.
პარტიებს საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშების წარდგენა შემდეგი გრაფიკის მიხედვით ევალებათ:
2024 წლის 27 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე – 2024 წლის 19 სექტემბრამდე;
2024 წლის 17 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე – 2024 წლის 10 ოქტომბრამდე;
2024 წლის 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე – 2024 წლის 29 ოქტომბრამდე;
საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში 2024 წლის 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე – 2024 წლის 8 ნოემბრამდე იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით მიიღეს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა.
ინფორმაცია 2024 წლის 27 აგვისტოდან საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის მდგომარეობით – არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა აუდიტორული [აუდიტორული ფირმის] დასკვნასთან ერთად. თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი არ აღემატება 10 000 ლარს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, სრული საარჩევნო პერიოდის ანგარიში წარადგინოს აუდიტორული დასკვნის გარეშე.
პარლამენტის არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება. პარალელურად აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის 29 წევრი დაასახელა.
დღეს, 26 სექტემბერს, „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის 29 წევრი წარადგინა, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, რომელიც 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება რეგიონში.
სიის პირველი ნომერი გოჩა გუგუნავაა, სიაში სულ 14 ქალია.
დღეს, 26 სექტემბერს, კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ ბათუმში წარადგინა კანდიდატთა სია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, რომელიც 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება რეგიონში.
გენო თებიძე სიის პირველი ნომერია. სიაში სულ 27 პირია, მათგან მხოლოდ ოთხი ქალია.