ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უნივერსიტეტი არ ეთანხმება ავტორიზაციის საბჭოს და გადაწყვეტილებას სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრებს.
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეაფასა 2024 წლის ივნისში. ექსპერტთა დასკვნით, ილიას უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.
გუშინ ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.
ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო კომისიაში, როგორც კი ოფიციალურად გამოგვიგზავნიან საბჭოს ოქმს და გადაწყვეტილებას.
ოქმისა და გადაწყვეტილების ოფიციალურად წარმოდგენისთვის საბჭოს 10 სამუშაო დღე აქვს“ – განცხადებას ილიაუნი უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.
განცხადება დღეს, 27 სექტემბერს, 13:42 საათზე გამოქვეყნდა.
ილიაუნი აქვე ასაჯაროებს ექსპერტთა შეფასებების დოკუმენტსაც, სადაც ჩანს, რომ უნივერსიტეტს დადებითი შეფასება აქვს მიღებული ყველა კომპონენტში, თუმცა ავტორიზაციის საბჭომ მათ ავტორიზაცია არ მისცა.
ავტორიზაციის საბჭო 2024 წლის 6 მარტს ირაკლი კობახიძემ დაამტკიცა, რომლის შემადგომლობაში არიან შედეგი პირები:
საბჭოში მე-16 წევრად შედის თამარ იოსელიანი, რომელიც შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.
ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, საბჭოს წევრებიდან რამდენი ესწრებოდა ავტორიზაციის სხდომას.
____________
ამ თემაზე:
ილიაუნს ავტორიზაციის პრობლემებს უქმნიან – „ოცნება“ ცდილობს უნივერსიტეტი დაატეროროს“